გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.02.2019
საქმის ნომერი
100310018002690090
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002690090

საქმე №3/48-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13.02.2019 წელი. ქ. საჩხერე

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ელ------ გე-–------ი

წარმომადგენელი: რა--- გე-–------ი

მოპასუხე:საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური

წარმომადგენელი: მა----- ბა------ე

მოპასუხე: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: მ--ა კუ----ი

მესამე პირი: სი---- გე-–------ი

წარმომადგენელი: მა------ ლა–----ე

წარმომადგენელი: ნ--- ღუ------–---–ი

მესამე პირი: კ------- გუ-–----–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის 12.09.20-- წლის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი (ბრძანება) N53 2603 რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში 20-- წლის 24 ივლისის ადგილზე დათვალიერების N00499, N00500 ოქმები და 20-- წლის 27 ივლისის N432, N433 ცნობები.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N გადაწყვეტილება N8------------11 (21.08.20--) რეგისტრაციის შესახებ და სი---- გე-–------ის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე: რაიონი საჩხერე, სოფელი სხვიტორი ს/კ 35.01.41.210.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N 8------------13 (21.08.20--) და სი---- გე-–------ის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე: რაიონი საჩხერე, სოფელი სხვიტორი ს/კ 35.01.41.209.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 20-- წლის 7 ივნისს მა------ ლა–----ემ, როგორც სი---- გე-–------ის მხარდამჭერმა პირმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით #W16164353 და #W16164426, რომლითაც მოითხოვა სი---- გე-–------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე საჩხერე სოფელი სხვიტორი 1120 კვ.მ და 674 კვ.მ. უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა სი---- გე-–------ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობები 93348-00 ს/კ 35.02.06.0-- 1120 კვ.მ. და სარეგისტრაციო მოწმობა # 9326-00 35.02.06.--- 674 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 20-- წლის 3 ივლისის # 292327 და # 292336 წერილებით მოითხოვა აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობების გათვალისწინებით მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის მიერ გაცემული 20-- წლის 27 ივლისის ცნობით #432 და 433 - ით დადგენილ იქნა მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ამავე დროს აღნიშნული ცნობით განმარტებულ იქნა, რომ „საარქივი ცნობით მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება, ვინაიდან საარქივო ცნობაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში მიწის ნაკვეთების საერთო ფართობები და საკადასტრო აზომვითი ნახაზები წარმოდგენილია ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე“ აღნიშნული განმარტება არასწორია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან საქართველოს ეროვნული არქივის 20-- წლის 27 ივნისის საარქივო ცნობა # 13/87918 ცალსახად მიუთითებს, რომ სი---- გე-–------ის შესახებ საკომლო წიგნებში ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის, რაც თავისთავად გამორიცხავს სი---- გე-–------ის კომლის არსებობას და შესაბამისად რაიმე ქონების კუთვნილებას. ამავე დროს მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით 20-- წლის 17 ივლისს ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა შეადგინა ადგილზე დათვალიერების ოქმი და შესაბამისი დოკუმენტები თუმცა რეალურად ადგილის დათვალიერება არ განუხორცილებია, რითაც ჩათვალა, რომ აღნიშნულ ადგილზე დათვალიერების ოქმი არ იყო სრულყოფილი და 20-- წლის 24 ივლისს განმეორებით შეადგინა ადგილზე დათვალიერების ოქმები # 00499 და #00500 თუმცა კვლავ არ უხილავს დასათვალიერებელი ობიექტი, იგი დაეყრდნო ოქმზე ხელმომწერი პირების ზეპირ განცხადებებს. მოსარჩელის განმარტებით დათვალიერების ოქმზე ხელმომწერი მალხაზი გე-–------ი ადასტურებს იდენტურობას, ხოლო მეორე ხელმომწერი ზოია ჯიქიძე განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარეგისტრაციო მოწმობა და ახალი აზომვითი ნახაზი არ არის იდენტური და 1993 წლიდან მითითებულ მიწის ნაკვეთზე მფლობელობა ეკუთვნის ელ------ გე-–------ის ოჯახს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განცხადებებით #W16164353 და #W16164426, მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადაო უძრავ ქონებაზე განხორციელდა უკანონოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1.მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა მისი უარყოფა. წარმომადგენლის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

2.2. მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. წარმომადგენლის განმარტებით ბათილად არ უნდა იქნეს ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის #53 2603 ბრძანება, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში 20-- წლის 24 ივლისის ადგილზე დათვალიერების #00499 და #00500 ოქმები და 20-- წლის 27 ივლისის #432 და #433 ცნობები. ვინაიდან, ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ 20-- წლის 24 ივლისის ადგილზე დათვალიერების ოქმები შედგენილია კანონის დაცვით. წარმომადგენელი ორჯერ იმყოფებოდა ადგილზე და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეადგინა #00499 და 00500 ოქმები (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 35.02.06.---,674 კვ.მ და საკადასტრო კოდი 35.0206.0--, 1120კვ.მ მიწის ნაკვეთებზე) ოქმებს ხელს აწერენ დათვალიერებაში მონაწილე პირები, დაფიქსირებულია მოდავე მხარის მოსაზრება და გამოკვლევის შედეგები. აღნიშნული ოქმებიდან გამოდინარე გაცემული იქნა 20-- წლის 27 ივლისის #432 და #433 ცნობები.

2.3. მოცემულ საქმეზე შესაგებელი შემოიტანა მესამე პირად ჩართულმა სი---- გე-–------ის წარმომადგენელმა მა------ ლა–----ემ სადაც მიუთითებს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა სი---- გე-–------ის ქონების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები - სარეგისტრაციო მოწმობები და საჯარო რეესტრის მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე მოხდა ქონების რეგისტრაცია სი---- გე-–------ის სახელზე, რომელიც გასხვისებულ იქნა კანონიერად და მას ყავს სხვა მესაკუთრე.

2.4. მოცემულ საქმეზე შესაგებელი შემოიტანა მესამე პირად ჩართულმა კ------- გუ-–----–---–მა სადაც მიუთითებს, რომ არის კეთილსინდისიერი შემძენი. მან იცოდა, რომ ნივთის მესაკუთრე იყო სი---- გე-–------ი და მის ოჯახთან ქონდა მოლაპარაკება შეძენის შესახებ. მას წარუდგინეს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებდა სი---- გე-–------ის საკუთრებას.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ 20-- წლის 7 ივნისს მა------ ლა–----ემ როგორც სი---- გე-–------ის მხარდამჭერმა, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ფილიალს #8----------- განცხადებით (განაცხადის #W16164353) და მოითხოვა 2000 წლის 08.06, განცხადების რეგისტრაციის # 352000009326, ფართობი 674, საკადასტრო კოდი 35.02.06.---, დაუზუსტებელ რეგისტრირებულ მონაცემზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. მა------ ლა–----ემ წარადგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასამართლო გადაწყვეტილება მხარდამჭერად აღიარების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მ--სის N327 ბრძანებულების შესაბამისად შესრულებული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის ფართობი და კონფიგურაცია ემთხვევა 2000 წლის სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 18),- შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 244),- მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწომობა (ს.ფ.20-21)

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 24-25)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.2. დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან, მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რის საფუძველზეც ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - ცისანა მაკასარაშვილმა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 20-- წლის 24 ივლისს, მოახდინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება (უძრავი ნივთის მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი, ს/კ 35.02.06.---) და შეადგინა შესაბამის N 00499 ოქმი. დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან: მალხაზი გე-–------ი, ზოია ჯიქიძე, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დათვალიერებას. ასევე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ: სოფიკო ფოფხაძე, თეონა ჭიღლაძე. დათვალიერების ოქმში დაფიქსირდა მონაწილე პირების პოზიცია, კერძოდ- აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 1993 წლიდან ამუშავებს ელ------ გე-–------ი.

ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები შემდეგი შინაარსით: „ მა------ ლა–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა ს/კ 35.02.06.--- გაცემული მა------ ლა–----ის მეუღლის - სი---- გე-–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.06.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი / აზომვითი ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დავით კომლაძის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი, მიწის ნაკვეთის ფართი 674 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია. რაც შეეხება საარქივო ცნობით მიწის ნაკვეთის იდენტურობას ვერ ვადგენთ, ვინაიდან საარქივო ცნობაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი და საკადასტრო აგეგმვითი /აზომვითი ნახაზი წარმოდგენილია ცალკეულ ნაკვეთებად.“

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 01 აგვისტოს N 53/6284 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის 20-- წლის 27.07. #432 ცნობით ეცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გაცემული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი 674 კვ.მ ერთმანეთის იდენტურია. აღნიშნული ცნობაა სადაო მოსარჩელის მხრიდან

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (ს.ფ. 28)

- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 01აგვისტოს N 53/6284 წერილი (ს.ფ. 259)

- 20-- წლის 27.07. #432 ცნობა (ს.ფ. 30)

- უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N 00499 (ს.ფ. 31-32)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.3. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.20-- წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N 89 20--494861-11, რომლითაც 674 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით :35.01. 41.210 დარეგისტრირდა სი---- გე-–------ის (პ/ნ 38001038105) საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება N 89 20--494861-11 (ს.ფ. 41)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 42)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.4. დადგენილია, რომ 20-- წლის 7 ივნისს მა------ ლა–----ემ როგორც სი---- გე-–------ის მხარდამჭერმა, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ფილიალს #8----------- განცხადებით (განაცხადის #W16164426) და მოითხოვა 2000 წლის 08.06, განცხადების რეგისტრაციის # 352000009348, ფართობი 1120, საკადასტრო კოდი 35.02.06.0--, დაუზუსტებელ რეგისტრირებულ მონაცემზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. მა------ ლა–----ემ წარადგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასამართლო გადაწყვეტილება მხარდამჭერად აღიარების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად შესრულებული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის ფართობი და კონფიგურაცია ემთხვევა 2000 წლის სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 18),- მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწომობა (ს.ფ.22-23)

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 26-27)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.5. დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან, მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რის საფუძველზეც ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - ცისანა მაკასარაშვილმა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 20-- წლის 24 ივლისს, მოახდინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება (უძრავი ნივთის მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი, ს/კ 35.02.06. 0--) და შეადგინა შესაბამის N 00500 ოქმი. დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან: მალხაზი გე-–------ი, დალი გე-–------ი, ნიკა გე;ბახიანი, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დათვალიერებას. ასევე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ: სოფიკო ფოფხაძე, თეონა ჭიღლაძე. დათვალიერების ოქმში დაფიქსირდა მონაწილე პირების პოზიცია, კერძოდ- აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 1993 წლიდან ამუშავებს ელ------ გე-–------ი.

ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები შემდეგი შინაარსით: „ მა------ ლა–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - სააღრიცხვო ბარათი ს/კ 35.02.06.0-- გაცემული - სი---- გე-–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.06.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი / აზომვითი ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დავით კომლაძის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი, მიწის ნაკვეთის ფართი 1120 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია. რაც შეეხება საარქივო ცნობით მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდება, ვინაიდან საარქივო ცნობაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი, ხოლო საკადასტრო ნახაზები წარმოდგენილია ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე.“

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 01აგვისტოს N 53/6286 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის 20-- წლის 27.07. #433 ცნობით ეცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გაცემული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი 1120 კვ.მ ერთმანეთის იდენტურია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (ს.ფ. 28)

- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 01აგვისტოს N 53/6286 წერილი (ს.ფ. 29)

- 20-- წლის 27.07. #432 ცნობა (ს.ფ. 34)

- უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N 00499 (ს.ფ.35-36)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.6. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.20-- წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N 89 20--494921-13, რომლითაც 1120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით :35.01. 41.209 დარეგისტრირდა სი---- გე-–------ის (პ/ნ 38001038105) საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება N 89 20--494861-11 (ს.ფ. 44)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 45)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.7. დადგენილია, რომ 20-- წლის 17 აგვისტოს ელ------ გე-–------ის წარმომადგენელმა რა--- გე-–------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი # 53/6286, 01/08/20--წ. ცნობა #432, 27.07.2019 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმი # 00499 24.07. 20-- წ.; წერილი # 53/6284 01.08.20-- წ. 27.07.20-- წლის ადგილზე დათვალიერების ოქმი N 0050024.07.20-- წ.

 

დადგენილია, აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 20-- წლის 03 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ცისანა მაკასარაშვილი, ელ------ გე-–------ის წარმომადგენელი - რა--- გე-–------ი, ელ------ გე-–------ის ოჯახის წევრები: მეუღლე - ზოია ჯიქიძე, შვილები: ნიკა გე-–------ი, იოსებ გე-–------ი.

დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 12 სექტემბრის N 53 2603 ბრძანებით ელ------ გე-–------ის წარმომადგენელს - რა--- გე-–------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ოქმი ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის შესახებ (ს.ფ.38-40)

- 20-- წლის 12 სექტემბრის N 53 2603 ბრძანება (ს.ფ. 47-50)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.8. დადგენილია, რომ 20-- წლის 21 ნოემბერს სი---- გე-–------სა და კ------- გუ-–----–---–ს შორის შორის გაფორმებულ იქნა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც კ------- გუ-–----–---–მა შეიძინა სი---- გე-–------ის საკუთრებაში არსებული 674 კვ.მ მიწის ნაკვეთი: სარეგისტრაციო ზონა საჩხერე 35, სექტორი ქალაქი საჩხერე 01, კვარტალ N 41, ნაკვეთის ნომერი 210, ფართობი 674.00 კვ.მ, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო - სამეურნეო, მისამართი: რაიონი საჩხერე, სოფელი სხვიტორი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა კ------- გუ-–----–---–ის (პ/ნ 38001037554) საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 127 – 1280

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 130)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ელ------ გე-–------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზება - შეჯერების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.

 

4.1.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დადასტურება, რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მას რაიმე ზიანი ადგება სადაო ადმინისტრაციული აქტებით. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;

- სამოქალაქო კოდექსი.

-„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია

-„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერეს სასამართლოში დავის აღძვრისა.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სახელზე საქმეში არ არსებობს საკუთრების უფლების ან სხვაგვარად მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი ან უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა სადაო ადმინისტრაციული აქტების მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. მოსარჩელეს მოცემულ სადაო მიწის ნაკვეთებზე - 1120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით :35.01. 41.209 და 674 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით :35.01. 41.210, არ გააჩნია მართლზომიერად ფლობის უფლება, ასევე არ დასტურდება მოსარჩელის უფლების უკანონო შეზღუდვა. სასამართლო თვლის, რომ ამ კუთხითა განსაკუთრებით უსაფუძვლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი, თუმცა სასამართლო თვლის, რომ სადაო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები კანონით დადგენილი წესითაა გამოცემული.

 

6.4. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

6.5. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

6.6.დადგენილია, რომ 20-- წლის 7 ივნისს მა------ ლა–----ემ როგორც სი---- გე-–------ის მხარდამჭერმა, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ფილიალს #8----------- განცხადებით (განაცხადის #W16164353) და მოითხოვა 2000 წლის 08.06, განცხადების რეგისტრაციის # 352000009326, ფართობი 674, საკადასტრო კოდი 35.02.06.---, დაუზუსტებელ რეგისტრირებულ მონაცემზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. მა------ ლა–----ემ წარადგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასამართლო გადაწყვეტილება მხარდამჭერად აღიარების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მ--სის N327 ბრძანებულების შესაბამისად შესრულებული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის ფართობი და კონფიგურაცია ემთხვევა 2000 წლის სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს. სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული 2000 წლის 15 ივნისს განაცხადის რეგისტრაციისN 9326/00

 

დადგენილია, რომ 20-- წლის 7 ივნისს მა------ ლა–----ემ როგორც სი---- გე-–------ის მხარდამჭერმა, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ფილიალს #8----------- განცხადებით ( განაცხადის #W16164426) და მოითხოვა 2000 წლის 08.06, განცხადების რეგისტრაციის # 352000009348, ფართობი 1120, საკადასტრო კოდი 35.02.06.0--, დაუზუსტებელ რეგისტრირებულ მონაცემზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. მა------ ლა–----ემ წარადგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასამართლო გადაწყვეტილება მხარდამჭერად აღიარების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მ--სის N327 ბრძანებულების შესაბამისად შესრულებული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის ფართობი და კონფიგურაცია ემთხვევა 2000 წლის სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს. სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული 2000 წლის 15 ივნისს განაცხადის რეგისტრაციისN 9348/00

 

6.7.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მიწის სარეგისტრაციო მოწმობებით (15.06.00წ. №9326/00 და 15.06.00წ. №9348/2000) დასტურდება, რომ საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში მიწის ნაკვეთები დაუზუსტებელი მონაცემებით, სარეგისტრაციო კოდებით გაცემულია სი---- მიხეილის ძე გე-–------ის სახელზე სახელზე. აღსანიშნავია, რომ ორივე მოწმობაში ასახულია გრაფიკული მონაცემები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის განსაზღვრა მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტა------ციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

 

6.8.„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლი, რომელიც არ არის ამომწურავი და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.

მოპასუხის მიერ წარდგენილია უკვე დაუზუსტებელი მონაცემებით არსებულის მიწის სარეგისტრაციო მოწმობები (15.06.00წ. №9326/00 და 15.06.00წ. №9348/2000) და ნახაზი.

 

6.9. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად 1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმა---ული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

6.10.დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან, მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - ცისანა მაკასარაშვილმა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 20-- წლის 24 ივლისს, მოახდინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება (უძრავი ნივთის მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი, ს/კ 35.02.06.---) და შეადგინა შესაბამის N 00499 ოქმი. დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან: მალხაზი გე-–------ი, ზოია ჯიქიძე, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დათვალიერებას. ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები შემდეგი შინაარსით: „ მა------ ლა–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა ს/კ 35.02.06.--- გაცემული მა------ ლა–----ის მეუღლის - სი---- გე-–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.06.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი / აზომვითი ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დავით კომლაძის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი, მიწის ნაკვეთის ფართი 674 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 01 აგვისტოს N 53/6284 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის 20-- წლის 27.07. #432 ცნობით ეცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გაცემული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი 674 კვ.მ ერთმანეთის იდენტურია. აღნიშნული ცნობაა სადაო მოსარჩელის მხრიდან

 

6.11.დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან, მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული 1120 კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - ცისანა მაკასარაშვილმა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 20-- წლის 24 ივლისს, მოახდინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება (უძრავი ნივთის მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი, ს/კ 35.02.06. 0--) და შეადგინა შესაბამის N 00500 ოქმი.

ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები შემდეგი შინაარსით: „ მა------ ლა–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - სააღრიცხვო ბარათი ს/კ 35.02.06.0-- გაცემული - სი---- გე-–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.06.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი / აზომვითი ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დავით კომლაძის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი სხვიტორი, მიწის ნაკვეთის ფართი 1120 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 01აგვისტოს N 53/6286 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის 20-- წლის 27.07. #433 ცნობით ეცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გაცემული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი 1120 კვ.მ ერთმანეთის იდენტურია.

 

6.12.საქართველოს იუსტიციის მინისტრის2016 წლის 1 აგვისტო №153 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ბრძანებულების საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა. (შემდგომში წესი). სახეზეა რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი.

 

6.13. წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიცია---ვით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან): გ) მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის, ასევე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

 

6.14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ივლისი №150 ბრძანებით დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ ოქმი შედენილია აღნიშნული ნორმა---ული აქტის შესაბამისად და ინფორმაცია გაგზავნილია საჯარო რეესტრის მიერ კანონით დადგენილი წესით და ვადაში.

 

6.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად.

1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. 3. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. 4. ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად.

1. ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს ადმინისტრაციულ საჩივარზე.2. უარი ადმინისტრაციულ საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით. ზეპირი მოსმენის დროს დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ადმინისტრაციულ საჩივარზე უარი განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც. 3. ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა არ აჩერებს მის განხილვას, თუ საჩივრის განუხილველობას შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების შელახვა ან მნიშვნელოვანი ზიანი.

დადგენილია, რომ 20-- წლის 17 აგვისტოს ელ------ გე-–------ის წარმომადგენელმა რა--- გე-–------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი # 53/6286, 01/08/20--წ. ცნობა #432, 27.07.2019 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმი # 00499 24.07. 20-- წ.; წერილი # 53/6284 01.08.20-- წ. 27.07.20-- წლის ადგილზე დათვალიერების ოქმი N 0050024.07.20-- წ.

 

დადგენილია, აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 20-- წლის 03 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ცისანა მაკასარაშვილი, ელ------ გე-–------ის წარმომადგენელი - რა--- გე-–------ი, ელ------ გე-–------ის ოჯახის წევრები: მეუღლე - ზოია ჯიქიძე, შვილები: ნიკა გე-–------ი, იოსებ გე-–------ი.

დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 12 სექტემბრის N 53 2603 ბრძანებით ელ------ გე-–------ის წარმომადგენელს - რა--- გე-–------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო ამ შემთხვევაში თვლის, რომ საჩივრის განხილვისას სრულიად დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე -204-ე მუხლები.

 

6.16. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, რომ სადავო აქტები გამოიცა არასრული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული აქტების ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6.17. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.

6.18. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული აქტის მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.

6.19. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

6.20.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

6.21.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.22. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტები - საჩხერის მუნიციპალიტეტის 12.09.20-- წლის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი (ბრძანება) N53 2603 რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში 20-- წლის 24 ივლისის ადგილზე დათვალიერების N00499, N00500 ოქმები და 20-- წლის 27 ივლისის N432, N433 ცნობები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N გადაწყვეტილება N8----------- (21.08.20--) რეგისტრაციის შესახებ და სი---- გე-–------ის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე: რაიონი საჩხერე, სოფელი სხვიტორი ს/კ 35.01.41.210., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N 8----------- -13 (21.08.20--) და სი---- გე-–------ის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე: რაიონი საჩხერე, სოფელი სხვიტორი ს/კ 35.01.41.209., არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს რაიმე ზიანი არ ადგება და არც უკანონოდ არ იზღუდება. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ელ------ გე-–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი