განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №---------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1------------–ი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- ჭ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–------ ა--–--ის ძე ა------------ი, დაბადებული - 1----–-–----- ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ--------–-------–--------------------------ში (დაუსწრებლად).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ადვოკატი - ნ------- ი--–---–ი,სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ა-–------ ა------------მა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, განიზრახა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს საბ---ო ანგარიშების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ა----------------------------------ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა-–------ ა------------ი დარეგისტრირდა 2----–-–------------ოს რეგისტრირებული კომპანიის - შპს „ნ----------------–------–--–--------“-ის (ს/კ 4--------) 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად.
1.2. შპს „ნ----------------–------–--–--------“-ის საქმიანობის ძირითად საგანს შეადგენდა ყიდვა-გაყიდვა, იმპორტ-ექსპორტი და კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საქმიანობა, თუმცა რეალურად საწარმოს შექმნა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისაკენ. კერძოდ, საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად რეგისტრაციის დღესვე, 2----–-–----------------–ს, წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, ა-–------ ა------------მა სს „პ--------- ბ---–ი“ კომპანიის სახელზე გახსნა ანგარიში, სადაც 2----–-–------------ს მოხდა ა----------------------------------ის - ს--–-- ბ-------–ის (S--------------) „B----------------------------------"-ში გახსნილი საბ---ო ანგარიშიდან 60 000 ევროს გადარიცხვის მცდელობა, თუმცა სს „პ--------- ბ---მა“ უარი განაცხადა თანხის შპს „ნ----------------–------–--–--------“-ის ანგარიშზე ჩარიცხვაზე, რადგანაც მიმღების გრაფაში ნაცვლად „ნ----------------–------–--–--------“-ისა, მითითებული იყო „ს--–----------–--–“-ი.
1.3. ა-–------ ა------------მა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, განზრახული ჰქონდა რა მას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სსიპ „ს-------------------------------–----------ო“-ში, 2----–-–------------ს განახორციელა შპს „ნ----------------–------–--–--------“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და კომპანიის საფირმო სახელწოდებად რეგისტრირებული იქნა შპს „ს--–-- ბ------–--–“-ი (ს/კ 4--------). სსიპ „ს-------------------------------–----------ოში“ ცვლილებების რეგისტრაციის განხორციელებიდან მოკლე პერიოდში, კერძოდ, 2----–-–------------ს, განმეორებით განხორციელდა ა----------------------------------ის - ს--–-- ბ------–--–ის (S--------------) B-----------------------------------ში გახსნილი საბ---ო ანგარიშიდან, მფლობელის და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ნების საწინააღმდეგოდ, 60 000 ევროს გადმორიცხვა, რაც მომდევნო დღეს აისახა შპს „ს--–-- ბ------–--–ის“ სს „პ--------- ბ---–ი“ გახსნილ საბ---ო ანგარიშზე და საკომისიოს თანხის გამოკლებით იმავე დღეს სრულად იქნა გატანილი ა-–------ ა------------ის მიერ.
1.4. აღნიშნული ქმედებით ა-–------ ა------------ი, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, თაღლითურად დაუფლა ა----------------------------------ის - ს--–-- ბ------–--–ის (S--------------) კუთვნილ 60 000 ევროს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში დაზარალებულის - ე----------------ოში მცხოვრები ს--–-- ბ------–--–ის დაკითხვის ოქმი, საიდანაც გაირკვა, რომ დაზარალებული არის პენსიონერი, მისი ანგარიშის ერთერთი განმკარგველი იყო თავად, მისი მეუღლე და ქალიშვილი. მას საბ---ო ანგარიში გახსნილი ჰქონდა ე-------ში „B----------------------------------“ ბ---–ი. 2----–-–-----------–ს, ს--–-- ბ------–--–ისთვის ცნობილი გახდა, რომ 60 000 ევრო აღარ იყო მის ანგარიშზე, ვინაიდან მისი ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე ხსენებული თანხა გადარიცხული იქნა საქართველოში. თანხის გადარიცხვის საფუძველი გახდა ს--–-- ბ------–--–ის ელექტრონული საფოსტო მისამართიდან ჰაკერულად თავდასხმის შედეგად ბ---–ი გაგზავნილი ყალბი შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, თითქოს ს--–-- ბ------–--–ი ითხოვდა 60 000 ევროს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის - შპს „ნ----------------–------–--–--------ის“ სს „პ--------- ბ---–ი“ არსებულ საბ---ო ანგარიშზე გადარიცხვას; ე-------ში არსებულმა „B----------------------------------“ ბ----ს წარმომადგენელმა მიღებული ელექტრონული შეტყობინება აღიქვა რეალურად და თანხის გადარიცხვა ს--–-- ბ-------–ის სახელით განახორციელა საქართველოში, შპს „ნ----------------–------–--–--------ის“ სს „პ--------- ბ---–ი“ არსებულ საბ---ო ანგარიშზე. დაზარალებულმა ს--–-- ბ------–--–მა მიმართა ე-------ის პოლიციას თაღლითობის საჩივრით, ვინაიდან თანხის გადარიცხვა საქართველოში განხორციელდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, თაღლითურად და ითხოვდა აღნიშნული თანხის უკან დაბრუნებას; მას არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებდა საქართველოსთან, შპს „ნ----------------–------–--–--------“-თან და ა-–------ ა------------თან.
2.2. მოწმე გ------- ს------–---–ის ჩვენების თანახმად, შპს „ნ----------------–------–--–--------“-ის ანგარიში სს „პ--------- ბ---–ი“ გაიხსნა 2----–-–----------------–ს, ა-–------ ა------------ის მიერ. ეს უკანასკნელი იყო ამ კომპანიის ასპროცენტიანი წლის მფლობელი და დირექტორი. 2----–-–-----------ს, შპს „ნ----------------–------–--–--------“-ის ანგარიშზე, ა----------------------------------ის მიერ, ს--–-- ბ------–--–ის მიმართ განხორციელდა 60 000 ევროს ჩარიცხვის მცდელობა. ა-–------ ა------------ი გამოცხადდა თანხის ასაღებად სს „პ--------- ბ---–ი“, სადაც განეცხადა უარი თანხის გაცემაზე, ვინაიდან თანხის ჩარიცხვის ტრანზაქციისას იყო ხარვეზები, კერძოდ, ანგარიშის ნომერი იყო სწორად მითითებული, თუმცა მიმღებად მითითებული იყო ფიზიკური პირი - ს--–-- ბ------–--–ი. 2----–-–------------ს, ა-–------ ა------------ი გამოცხადდა სს „პ--------- ბ----ს“ ს-------------ში, მდებარე თბილისში, ბ-------–---–ის ქ--------ში და განაცხადა, რომ შპს „ნ----------------–------–--–--------“-ის სახელი შეიცვალა შპს „ს--–-- ბ------–--–ად“. ბრალდებულმა წარადგინა რეესტრიდან ამონაწერი. 2----–-–-------------ს, ფიზიკური პირის - ს--–-- ბ------–--–ის მიერ, ე----------------ოდან გადმოირიცხა 60 000 ევრო უკვე შპს „ს--–-- ბ------–--–ის“ სახელზე. მოწმის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ყველაფერი სწორად იყო - მიმღებიც ემთხვეოდა და ანგარიშის ნომერიც. ბ---მა გასცა თანხა 2----–-–------------ს, ა-–------ ა------------ზე. მეორე დღეს, შუამავალი ბ----სგან სს „პ--------- ბ---მა“ მიიღო შეტყობინება თაღლითობის შესახებ, სადაც ნახსენები იყო, რომ შპს „ს--–-- ბ------–--–ის“ სახელზე ფიზიკურმა პირმა - ს--–-- ბ------–--–მა მოახდინა ტრანზაქცია 60 000 ევროს ოდენობით. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულის შემდეგ იგივე სახის შეტყობინება მიიღეს ბ--–----ს ბ----დან, საიდანაც ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებას თაღლითობის სქემის გამო. სს „პ--------- ბ---მა“ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რადგან 2----–-–------------ს, თანხა საკომისიოს გამოკლებით იყო გატანილი ა-–------ ა------------ის მიერ. აღნიშნულის შემდეგ უშუალოდ გ------- ს------–---–მა მოაგროვა ყველა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გადასცა ფ-------------------------ის სამსახურს. მოწმემ განმარტა, რომ ზემოხსენებული ტრანზაქციის გარდა რაიმე სხვა ბრუნვა ხსენებულ შპს-ს არ განუხორციელებია.
2.3. მოწმეების - გ------- კ------სა და გ--------- კ------ს ჩვენებებით დადგინდა, რომ 2-------- წლებში მათ ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა „კ------------------------თან“ და ახორციელებდნენ ა-----------–--ის საქართველოში იმპორტსა და რეალიზაციას. ერთ დღეს მათ ოფისში მივიდა უცნობი მამაკაცი, სახელად ლ-----, რომელიც დაინტერესდა მათი საქმიანობით და მანქანის შეძენით; იგი ასევე დაინტერესდა, გ--------- კ------ და გ------- კ------ დარეგისტრირებული იყვნენ თუ არა გადასახადის გადამხდელ სუბიექტად. ხსენებულმა მამაკაცმა კ-----ებს შესთავაზა, ბიზნესის გაფართოების მიზნით შპს-ს ჩამოყალიბება, რომლის ანგარიშზეც ჩაირიცხებოდა თანხა მ-------ის იმპორტისთვის. ლ-----ს ინიციატივით დარეგისტრირდა შპს „ნ----------------–------–--–--------“. მისივე ინიციატივით გაიხსნა ანგარიში ხსენებული შპს-ს სახელზე სს „პ--------- ბ---–ი“. შპს-ს სახელწოდებაც ლ-----ს მოფიქრებული იყო და მანვე გადაიხადა სარეგისტრაციო თანხა. მოწმეთა განმარტებით, კომპანია დარეგისტრირდა გ--------- ჩ----ის სახელზე, კერძოდ, ის მიეთითა დირექტორად და ასპროცენტიანი წილის მფლობელად, ასევე გაიხსნა ანგარიში ბ---–ი, სადაც მიეთითა ტელეფონი მობაილბ----სთვის, რომლის ნომერიც თავად ლ------ შეიძინა. ამის შემდეგ შპს-სთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ტელეფონი მოწმეებმა გადასცეს ლ-----. გავიდა დრო, ხოლო თანხა ბიზნესის გასაფართოებლად და ა-----------–--ის შესაძენად არ ჩარიცხულა. ცოტა ხნის შემდეგ ლ----- მივიდა კ-----ებთან და უთხრა, რომ 500 000 აშშ დოლარი ჩაირიცხებოდა ხსენებული შპს-ს ანგარიშზე, გ--------- ჩ----ე ამ თანხას გამოიტანდა და სანაცვლოდ 20 000 დოლარს გადასცემდა მას, ხოლო დანარჩენს თავად წაიღებდა, რაზედაც გ--------- ჩ----ემ უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ, ლ------ მოიყვანა ა-–------ ა------------ი და იუსტიციის სახლში მის სახელზე გადააფორმეს შპს „ნ----------------–------–--–--------“. ა-–------ ა------------ი დარეგისტრირდა ხსენებული შპს-ს დირექტორად და ასპროცენტიანი წილის მფლობელად. მოწმეთა განმარტებით, გ--------- ჩ----ის სახელზე შპს „ნ----------------–------–--–--------ის“ რეგისტრაციის პერიოდში რაიმე სამეწარმეო საქმიანობა ან საბ---ო ტრანზაქცია არ განუხორციელებიათ.
2.4. სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდა სს „პ--------- ბ----ს“ ს------–------------------–--------------–--------------ის - ი---------ის გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმი, სადაც ი---------ე ადასტურებს, რომ შპს „ს--–-- ბ------–--–ი“ იყო სს „პ---------ბ----ს“ კლიენტი, რომელმაც საბ---ო ანგარიშები გახსნა 2----–-–------------–ის თვეში. კომპანიის სახელწოდება სს „პ--------- ბ---–ი“ ანგარიშების გახსნისას იყო შპს „ნ----------------–------–--–--------ი“, ხოლო კომპანიის დირექტორად რეგისტრირებული იყო ა-–------ ა------------ი. კლიენტი, 2----–-–---------ის თვის მეორე ნახევარში მისული იყო სს „პ--------- ბ----ს“ მეორე სერვისცენტრში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ა-–------------------ის გ--------------ში. ა-–------ ა------------მა წარმოადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც ირკვეოდა, რომ შპს „ნ----------------–------–--–--------ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და დაერქვა შპს „ს--–-- ბ------–--–ი“, ხოლო კომპანიის დირექტორად კვლავ რჩებოდა ა-–------ ა------------ი. ამ უკანასკნელმა გააკეთა განცხადება კომპანიის სახელწოდების ცვლილების შესახებ, რომელიც განახორციელა თავად ი---------ემ. განცხადების გაკეთებიდან მცირე დროის გასვლის შემდგეგ, ა-–------ ა------------ი კვლავ გამოცხადდა სს „პ---------ბ----ს“ მეორე სერვისცენტრში და მოითხოვა თავისი კომპანიის - შპს „ს--–-- ბ-------–ის“ საბ---ო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 60 000 ევროს გატანა. ამ დროსაც ა-–------ ა------------ს მომსახურება გაუწია ი---------ემ. მან შეამოწმა ა-–------ ა------------ის პიროვნება, დარწმუნდა, რომ ნამდვილად ის იყო შპს „ს--–-- ბ------–--–ის“ დირექტორი, რის შემდეგაც გადასცა მისივე კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული 60 000 ევრო საკომისიოს გამოკლებით. თანხის მიღების შემდეგ ა-–------ ა------------ი წავიდა და დატოვა საბ---ო დაწესებულება.
2.5. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმეის სახით დაიკითხა საქართველოს მ---------------------------------------------–--–--------------–--------–----–----–----–-----------–-----------–----------------------------–-------------------------–---–---------------------------–ი - ბ------------ე, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მისი მონაწილეობის ფაქტი. ხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; იგი სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მის ჩვენებას დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.6. საქართველოს ფ-------------------------ის სამსახურიდან წარმოდგენილი 2----–-–------------–ის წერილის თანახმად, საქართველოს ფ-------------------------ის სამსახურში სს “პ---------ბ----დან“ შევიდა შეტყობინება საეჭვო ოპერაციის შესახებ: მიმდინარე წლის 1------------–ს, შპს „ნა---------------–------–--–----“ – ს სახელზე გახსნილ იქნა ანგარიში, 6-------ს აღნიშნული შპს-ს ანგარიშზე განხორციელდა თანხის ჩარიცხვის მცდელობა 60.000 ევროს ოდენობით – ფიზიკური პირის ს--–-- ბ------–--–ის (S--------------) ანგარიშიდან (B----------------------------------., ე-------ი). იმის გამო, რომ მიმღების ანგარიშის ნომერი სწორად იყო მითითებული, მაგრამ მიმღების დასახელებაში მითითებული იყო „ს--–-- ბ------–--–“, ბ---მა თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა არ განახორციელა და დაუბრუნა გამომგზავნს. მიმდინარე წლის 2--------ს, შპს ,,ნ----------------–------–--–--------ს” შეეცვალა სახელი შპს „ს--–-- ბ------–--–ით“ (ს/ ნ 4--------, 100 % წილის მფლობელი – ა-–------ ა------------ი, 2---------, პ/ნ 2----------). 3--------ს, იგივე თანხა განმეორებით გადმოირიცხა უკვე შპს „ს--–-- ბ------–--–ის“ ანგარიშზე (ისევ ფიზიკური პირის - ს--–-- ბ------–--–ის ანგარიშიდან). ამ ჯერზე მიმღების დასახელებაც სწორად იყო მითითებული და თანხის ჩარიცხვა მოხდა კლიენტის ანგარიშზე, ხოლო ა-–------ ა------------მა მეორე დღეს გაიტანა თანხა ანგარიშიდან. 2--------–ს - გადარიცხვაში მონაწილე შუამავალი ბ----დან, ხოლო 2--------–ს - გადმომრიცხავი ბ----დან შემოვიდა მოთხოვნა - აღნიშნული თანხა უკან დაბრუნებოდა გადმომრიცხავს, რადგან ეს ტრანზაქცია არ განხორციელებულა მისი დავალებით.
2.7. 2----–-–------------ოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ 2----–-–------------ოს, დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგბელობის საზოგადოება - შპს ,,ნ----------------–------–--–--------,“ საიდენტიფიკაციო ნომრით - 4---------, იურიდიული მისამართით - საქართველო, ქ.ზ---------------–----------------, რომლის დირექტორი და ასპროცენტიანი წილის მფლობელიც არის გ--------- ჩ----ე (პ/ნ 1----------).
2.8. 2----–-–---------------–ის განცხადებით ა-–------ ა------------მა მიმართა ს-------------------------------– სააგენტოს, სუბიექტის (საიდენტიფიკაციო კოდით - 4---------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. შესაცვლელი რეკვიზიტებია ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება, წილი ცვლილება, იურიდიული მისამართის ცვლილება. განცხადებას თან ერთვის ასევე განცხადება და გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ გ--------- ჩ----ე და ა-–------ ა------------ი.
2.9. 2----–-–---------------–ის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ შპს ნ----------------–------–--–--------ის, საიდენტიფიკაციო ნომრით - 4---------, იურიდიული მისამართია საქართველო, მ--------–-------–-------------------------, ხოლო დირექტორი და ასპროცენტიანი წილის მფლობელია ა-–------ ა------------ი (პ/ნ 2----------).
2.10. 2----–-–------------ის განცხადებით ა-–------ ა------------მა მიმართა ს-------------------------------– სააგენტოს სუბიექტის (საიდენტიფიკაციო კოდით 4---------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. შესაცვლელი რეკვიზიტია საფირმო სახელწოდების ცვლილება. განცხადებას თან ერთვის ა-–------ ა------------ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კრების ოქმი, რომლის თანახმად, შპს „ნ----------------–------–--–--------ის“ საფირმო სახელწოდება შეიცვალა ახალი სახელწოდებით -„ს--–-- ბ------–--–ი,“ ინგლისურად თარგმნის შემთხვევაში - S--------------.
2.11. 2----–-–------------ის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ შეზუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, რომლის საიდენტიფიკაციო ნომრია 4---------, იურიდიული მისამართია საქართველო, მ--------–-------–-------------------------, ხოლო დირექტორი და ასპროცენტიანი წილის მფლობელია ა-–------ ა------------ი (პ/ნ 2----------); საფირმო სახელწოდება არის შპს ს--–-- ბ------–--–.
2.12. სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია სს „პ---------ბ----ს“ ს-------------იდან (მდებარე ქ. თბილისი, ბ-------–---–ის ქ-------) ამოღებული დოკუმენტაცია, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ 2----–-–----------------–ს, ა-–------ ა------------მა მიმართა განცხადებით სს „პ---------ბ---ს“, რომლის თანახმად, იგი როგორც შპს „ნ----------------–------–--–--------ის“ დირექტორი ითხოვს, შპს-ს გაუხსნას სალარე/მულტისავალუტო №G--------------------- ანგარიში, ეროვნული ბ----ს ნორმატიული ატქების საფუძველზე. ამავე თარიღით ბ----ს წარმომადგენლის მიერ დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი ხელშეკრულება, რაც ხელმოწერით დაადასტურა სს „პ---------ბ----ს“ წარმომადგენელმა და მეორე მხრივ, შპს „ნ----------------–------–--–--------ის“ დირექტორმა - ა-–------ ა------------მა. 2----–-–------------ს, სს „პ---------ბ---ს“ განცხადებით კვლავ მიმართა ა-–------ ა------------მა, რომლითაც აცნობა, რომ 2--------- წლიდან შეიცვალა კომპანიის (ს/ნ 4--------) სახელწოდება და ახალი სახელწოდებაა შპს „ს--–-- ბ------–--–.“ განცხადებას თან ერთვის საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერი.
2.13. შპს „ს--–-- ბ------–--–ის“ საბ---ო ანგარიშიდან - №G---------------------/EUR, სს „პ---------ბ----ს“ მიერ გაცემული 1-------------------- წ.წ. პერიოდის საბ---ო ამონაწერის თანახმად, 2----–-–------------ს, ხსენებულ ანგარიშზე S---------------ის ანგარიშიდან - E----------------------- ჩაირიცხა 60 000 ევრო. ხსენებული თანხა 2----–-–------------ს განაღდებული იქნა ა-–------ ა------------ის მიერ, საიდანაც ბ----ს მიერ გაცემული თანხა არის 59,700 ევრო, ხოლო ნაღდი ფულის გატანის საკომისიო 298.50 ევრო.
2.14. სასამართლოსთვის უცნობია ბრალდებულ ა-–------ ა------------ის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში. საქართველოში შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის /სამმართველოს/ სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციით, 2----–-–--------------------–-–-----------დე დროის მონაკვეთში, ა-–------ ა------------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. „ს------“-ს გავლით. მის მიმართ საქართველოს მ----------------------------------------–--------–----–----–----–-----------–-----------–----------------------------–--------------------------–-–----------------ის დადგენილებით გამოცხადდა ძებნა.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ა-–------ ა------------ის მიერ თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დაუფლების ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ა-–------ ა------------ი, განიზრახა რა მან სხვა პირთან ერთად, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, დარეგისტრირდა შპს „ნ----------------–------–--–--------ის“ (ს/კ 4--------) 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად. ა-–------ ა------------მა სს „პ---------ბ---–ი“ კომპანიის სახელზე გახსნა ანგარიშები, სადაც 2----–-–------------ს მოხდა ა----------------------------------ის - ს--–-- ბ------–--–ის (S--------------) „B----------------------------------"-ში გახსნილი საბ---ო ანგარიშიდან 60 000 ევროს გადარიცხვის მცდელობა, თუმცა სს „პ---------ბ---მა“ უარი განაცხადა თანხის შპს „ნ----------------–------–--–--------“-ის ანგარიშზე ჩარიცხვაზე, რადგანაც მიმღების გრაფაში ნაცვლად „ნ----------------–------–--–--------“-ისა, მითითებული იყო „ს--–-- ბ------–--–ი“. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა განახორციელა შპს „ნ----------------–------–--–--------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და კომპანიის საფირმო სახელწოდებად რეგისტრირებული იქნა შპს „ს--–-- ბ------–--–ი“ (ს/კ 4--------). ცვლილებების რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, 2----–-–------------ს, განხორციელდა ა----------------------------------ის - ს--–-- ბ------–--–ის (S--------------) B-----------------------------------ში გახსნილი საბ---ო ანგარიშიდან, მფლობელის და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ნების საწინააღმდეგოდ, 60 000 ევროს გადმორიცხვა, რაც მომდევნო დღეს აისახა შპს „ს--–-- ბ------–--–ის“ სს „პ---------ბ---–ი“ გახსნილ საბ---ო ანგარიშზე და საკომისიოს თანხის გამოკლებით, იმავე დღეს, სრულად იქნა გატანილი ა-–------ ა------------ის მიერ.
3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია ა-–------ ა------------ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
· სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დაზარალებულ ს--–-- ბ------–--–ის ჩვენება არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ გაზიარებული, ვინაიდან მისი სასამართლო სხდომაზე დაკითხვა არ მომხდარა და მხოლოდ გამოძიების ეტაპზე, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, კ-----–----ის მთავრობის შ-----------------------------------–-–------------ სამმართველოში დაკითხვის ოქმი იქნა საჯაროდ წაკითხული. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმის გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმი სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ის სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ერთ-ერთ ძირითად, მაგრამ არა ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებად. საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom), 2011 წლის 15 დეკემბერს, დაადგინა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად. პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს, არსებობდა თუ არა მოწმის დაუსწრებლობის და შესაბამისად, მოწმის მიცემული ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილებულია პირველი ტესტი და მოწმეების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით (ს--–-- ბ------–--–ი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე). რაც შეეხება მეორე ტესტს, თუ რამდენად არის ხსენებული მოწმეების ჩვენებები ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული მოწმის ჩვენება არ არის ერთადერთი, თუმცა ის ერთ-ერთი გადამწყვეტია და მასში გაჟღერებული ინფორმაცია ბრალდებულების მიერ სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ჩადენის ნაწილში დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები). განსახილველ შემთხვევაში ასევე იქნა დაკმაყოფილებული მესამე ტესტი, ვინაიდან გონივრულად მოხდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების შექმნა, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფა, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას, ვინაიდან სასამართლოსაც და დაცვის მხარესაც მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა ზემოხსენებული დაკითხვის ოქმის გამოკვლევაში, კერძოდ, გარდა მისი სასამართლო სხდომაზე საჯარო წაკითხვისა, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით და რომლებიც ამყარებენ და ადასტურებენ ხსენებული მოწმის ჩვენებაში გაჟღერებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, თუმცა უშუალოდ გადაუმოწმებელი ჩვენება, მაშინ როდესაც ის გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით, შესაძლოა საფუძვლად დაედოს პირის მსჯავრდებას და ეს ეჭვქვეშ არ დააყენებს მთლიანობაში სასამართლო პროცესის სამართლიანობას. ასევე საქმეზე ფაფროვიჩი პოლონეთის წინააღმდეგ“ (FĄFROWICZ v. POLAND, საჩივარი: 43609/07) გადაწყვეტილება (მეოთხე სექცია) 17.07.2012), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირის მსჯავრდება მხოლოდ და გადამწყვეტად შესაძლოა ეფუძნებოდეს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებელ მოწმეთა ჩვენებებს, იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისათვის, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმარისად სანდოა. ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამოწმებს მოწმის გამოუცხადებლობის სათანადო მიზეზს და სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწმის ადგილსამყოფელის დასადგენად გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს. იმ პირობებში, როდესაც შიდასამართლებრივი კანონმდებლობა ითვალისწინებს მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის უფლებას მისი საზღვარგარეთ ხანგრძლივი ყოფნის გამო, ამასთან, ვერ იქნა დადგენილი პირის დაბრუნების თარიღი, რის გამოც ობიექტურად შეუძლებელი ხდება ამ პირის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ლეგიტიმურად მიიჩნევს მოწმის მიერ გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოქვეყნების შემდეგ აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას. სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული სტანდარტით იხელმძღვანელა სასამართლომ, როდესაც მტკიცებულებად გამოიყენა ერთ-ერთი მოწმის გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ოქმი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის, აღნიშნული მოწმე იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ამასთან, უცნობი იყო მისი დაბრუნების თარიღი. ხოლო საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY; საჩივარი №9154/10), გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კვლავ განამტკიცა საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom) 2011 წლის 15 დეკემბერს დიდი პალატის მიერ დადგენილი სტანდარტები, განმარტა, რომ იმ მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, რომელთა დაკითხვაც ბრალდებულის ან მისი ადვოკატის თანდასწრებით შეუძლებელია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მე-3 პარაგრაფთან ერთად, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს, რომ გადადგან ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, საშუალება მისცენ ბრალდებულს, რომ მან კითხვები დაუსვას მოწმეს ან განხორციელდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მოწმის დაკითხვის უზრუნველყოფა. ამგვარი ღონისძიებები წარმოადგენს გულმოდგინებას, რომელიც ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გამოავლინონ, რათა უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობა (იხ. Sadak and Others v. Turqey 2001 წელი, D. v. Finland 2009 წლის 7 ი--–--ი, Gossa v. Poland 2007 წლის 9 იანვარი), თუმცა impossibilium nulla est obligation, ხელისუფლების ორგანოებს არ შეიძლება ბრალად დაედოთ გულმოდგინების ნაკლებობა, თუ ისინი ბრალდებულისათვის მოწმის დაკითხვის შესაძლებლობის მინიჭებისათვის არ გამოავლენენ სათანადო ძალისხმევას; მოწმეთა ხელმიუწვდომლობა, როგორც ასეთი, არ ხდის სისხლსამართლებრივი წარმოების შეწყვეტას აუცილებელს (იხ. Anter v. Austria 1992 წლის 28 აგვისტო; Scheper v. the Netherlands 2005 წლის 5 აპრილი; Mayali v. France 2005 წლის 14 ივნისი და Haas v. Germany 2005 წლის 17 ნოემბერი). ამავე საქმეში დიდმა პალატამ განმარტა, რომ მაშინ, როდესაც დაცვის მხარისათვის აშკარად უპირატესი იყო მოწმეებთან პირდაპირ დაპირისპირება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შენიშნავს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიმართ არსებობდა მოლოდინი, რომ დააზუსტებდნენ საქმის გარემოებებს; სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების ინტერესი აშკარად მოითხოვდა მოწმეთა ჩვენებების დასაშვებად ცნობას. მოწმეთა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას არ შეეძლო ბრალდების მხარის დაბრკოლება, რადგან მათ მიერ მიცემული ჩვენებები სამართალწარმოების მიმდინარეობისას მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდებოდა (Asch v. Austria 1991 წლის 26 აპრილი).
· ასევე არ იქნა სარწმუნოდ მიჩნეული დაცვის მხარის ვერსია ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში მხოლოდ ვინმე ლ-----ს როლის გამოკვეთის თაობაზე, ვინაიდან ფაქტი, რომ ა-–------ ა------------ი უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულებრივ სქემაში და მან უშუალოდ გაანაღდა ს--–-- ბ------–--–--–ის საბ---ო ანგარიშიდან, მსხვერპლის ინფირმირების გარეშე გადმორიცხული ფულადი თანხა - 60 000 ევროს ოდენობით, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, მოწმეთა ჩვენებითა და წერილობითი მტკიცებულებით. მის აქტიურ როლზე ხსენებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უშუალოდ მის მიერ ხდება ფიქტიური შპს-ს სახელზე მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა, შემდგეგ ხსენებული შპს-ს სახელის შეცვლა და ანგარიშიდან ფულადი თანხის გატანა.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი: დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
3.10. რაც შეეხება ა-–------ ა------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სასამართლო ცალ-ცალკე მიმოიხილავს მათ:
· თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტუყუებით - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხერხი აქვს. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულ ს--–-- ბ------–--–ის კუთვნილი საბ---ო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა განხორციელდა მისი თანხმობის გარეშე, ამასთან, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად შეცდომაში შეიყვანა სს „პ---------ბ----ს“ თანამშრომლები და ფიქტიურად დაარსებული შპს-ს ანგარიშიდან აღნიშნული თანხა გაიტანა სრულად და მართლსაწინააღმდეგოს მიისაკუთრა.
· თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. გარდა ამისა, - დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიიჩნევა მაშინ, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. აუცილებელია, რომ წინასწარი შეთანხმება დროში წინ უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებას. განსახილველ საქმეში, დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და თითოეული ბრალდებულის როლი პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული და გამოძიებით დაუდგენელი პირი შეკავშირდნენ დაზარალებულის კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით. ა-–------ ა------------ი, გააზრებული ჰქონდა რა მას მის მიერ განხორციელებული ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურდა დაზარალებულის კუთვნილი ქონების დაუფლება, დარეგისტრირდა შპს „ნ----------------–------–--–--------ის“ დირექტორად და ასპროცენტიანი წილის მფლობელად; მან სს „პ---------ბ---–ი“ ხსენებული შპს-ს სახელზე გახსნა მულტისავალუტო ანგარიში; მანვე ბ----ს შეცდომაში შეყვანის მიზნით, სახელი გადაარქვა ხსენებულ შპს-ს და დაარეგისტრირა შპს „ს--–-- ბ------–--–ის“ სახელით, შემდეგ კი აღნიშნული სახელის გამოყენებით, სს „პ---------ბ----“-დან გაიტანა არარეზიდენტი პირის - ს--–-- ბ------–--–ის საბ---ო ანგარიშიდან ამ უკანასკნელის ინფორმირების გარეშე გადმორიცხული 60 000 ევრო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ა-–------ ა------------მა და გამოძებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა განახორციელეს ერთი და იგივე უმართლობა; მათ შეცდომაში შეიყვანეს დაზარალებული და სს „პ---------ბ----ს“ თანამშრომლები და ერთობლივად დაეუფლნენ ს--–-- ბ-------–--–ის კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას; შესაბამისად, ა-–------ ა------------ი და გამოძებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს;
· თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით - ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალი შეადგენს ჯამში 60 000 ევროს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ა-–------ ა------------ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ა-–------ ა------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–------ ა------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. ხოლო, დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა და დანაშაულის რეციდივი.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ა-–------ ა------------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის ზომის დამძიმების კუთხით, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აშკარად საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელთა ქმედების ფარგლები სცდება საქართველოს საზღვრებს, რაც საერთაშორისო დონეზე ლახავს სახელმწიფოსა და მისი საბ---ო სისტემის სანდოობის რეპუტაციას; იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისთვის მიყენებულია დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც არ არის ანაზღაურებული, ასევე მსჯავრდებული ძებნილია და უცნობია მისი ადგილსამყოფელი, რის გამოც სასამართლო ვერ შეაფასებს მის სოციალურ და ეკონომიკურ მდოგმარეობას, სასამართლო არ მსჯელობს სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის გამოყენებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია სასჯელის - ჯარიმის აღუსრულებლობის პერსპექტივა.
5.5. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს. დანაშაულის რეციდივი განმარტებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ა-–------ ა------------ი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. რაც შეეხება უშუალოდ სასჯელის განსაზღვრას დანაშაულის რეციდივის დროს, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, ა-–------ ა------------ი მსჯავრდებულია 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 24 იანვრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–--------------–ის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა განაჩენით დანიშნული სასჯელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განჩინებით, გაუქმდა ა-–------ ა------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით დანიშნული და 20---–-–--------------–ის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 (ცხრა) თვით და 24 (ოცდაოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა-–------ ა------------ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–------ ა------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------ ა------------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით; ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- საქართველოს ფ-------------------------ის სამსახურის 0--0--2--- წლის №------ მომართვაზე თანდართულ დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია 01 დისკად - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–------ ა------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–------ ა------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით;
3. მსჯავრდებულ ა-–------ ა------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
4. მსჯავრდებულ ა-–------ ა------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- საქართველოს ფ-------------------------ის სამსახურის 0--0--2--- წლის N------ მომართვაზე თანდართულ დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია 01 დისკად - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით; განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე