გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
140210117002185564
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210117002185564

საქმე №2/1844-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე _ ი----ბ ხ-------ი

წარმომადგენლები – ქ------ნ ბ----–---–ი, მ--ა გ-----–-–---–ი

მოპასუხე _ ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრი.

წარმომადგენელი - ზ---დ ბ----–---–ი, გ------ი მ--–--ე

მოპასუხე _ ს-------------------------------–- სააგენტო, ს-------------------------------–---------------------------------–-------------–---------------------------–------------–-------------–----- ოფისი

წარმომადგენელი - ი----ე კ------------ე

დავის საგანი _ გამგეობის სხდომის ოქმეს ბათილად ცნობა, კრების ოქმის ბათილად ცნობა, რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და რეგისტრირებული მონაცემების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.2. ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის წევრთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა;

1.3. ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის გამგეობის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა;

1.4. ს-------------------------------–- სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის NB-------- ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მანამდე არსებული მონაცემების აღდგენა;

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 03 აპრილს ქალაქ გორში შეიქმნა ა(ა)იპ „შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრი“. ცენტრის წესდების თანახმად 2013 წლის 04 აპრილის გამგეობის მიერ იგი არჩეულ იქნა პრეზიდენტად. 2017 წლის აპრილის თვიდან ა(ა)იპ „შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის“ გამგეობის წევრებს შორის დაიწყო დაძაბულობა, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ამჟამინდელი პრეზიდენტის ზ---დ ბ----–---–ის მიერ. წესდების თანახმად, 2017 წლის 04 აპრილს ჩატარდა ცენტრის საერთო კრება, რა დროსაც უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, მაგრამ ზ---დ ბ----–---–ის მიერ მოხდა კრების ჩაშლა. 2017 წლის 31 ოქტომბერს კი ა(ა)იპ „შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის“ წესდების დარღვევით გამგეობის წევრთა ნაწილის მიერ ჩატარდა გამგეობის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებული იქნა ერთი საკითხი - ცენტრის გამგეობის მიერ ცენტრის ახალი წევრების მიღების საკითხი და გამგეობის სხდომის მონაწილეთა მიერ ერთხმად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცენტრის წევრებად ზ---დ ბ----–---–ისა და ბ---კ გ------–--ის მიღების თაობაზე. აღნიშნულის შემდგომ, კვლავ წესდების ნორმათა დარღვევით, 2017 წლის 20 ნოემბერს მოწვეულ იქნა ცენტრის საერთო კრება, სადაც განიხილეს ორი საკითხი: ცენტრის გამგეობაში ახალი წევრების დამატება და ცენტრის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრა/დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. საერთო კრებაზე დამსწრე წევრთა მიერ ხმების უმრავლესობით იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები მიღებული: პირველ საკითხზე ცენტრის გამგეობის წევრებად აირჩნენ ცენრის ახალი წევრები ზ---დ ბ----–---–ი და ბ---კ გ------–--ე, მეორე საკითხთან დაკავშირებით კრების ოქმში აღნიშნულია, რომ ცენტრის წესდებაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული და გამიჯნული ხელმძღვანელ პირთა (პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი) უფლებამოსილებები, იკვეთება მათი ფუნქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გაუგებრობა, როგორც ცენტრის მართვისას, ისე მესამე პირებთან ურთიერთობაში, შეთავაზებულ იქნა რომ ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებოდა პრეიზდენტს. კრებამ გადაწყვიტა ცენტრის პრეზიდენტს მინიჭებოდა ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება ყველა საკითხზე შეუზღუდავად, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც პირდაპირა იყო განსაზღვრული წევრთა საერთო კრების ან/და გამგეობის კომპეტენციად. ცენტრს შესაძლოა ყოლოდათ რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი, რომლებსაც არ გააჩნდათ დამოუკიდებლად ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. იმავე დღეს, 2017 წლის 20 ნოემბერს მოხდა გამგეობის სხდომის ჩატარება. დღის წესრიგის თანახმად, სხდომაზე გატანილ იქნა შემდეგი საკითხები: 1. ცენტრის მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლება 2. ცენტრის ახალი პრეზიდენტის არჩევა, 3. ცენტრის ახალი ვიცე-პრეზიდენტის დამატება და 4. სხვადასხვა. სამივე სხდომა 2017 წლის 31 ოქტომბრის გამგეობის სხდომა, 2017 წლის 20 ნოემბრის საერთო კრება და ამავე დღეს ჩატარებული გამგეობის სხდომა გამართულ იქნა ა(ა)იპ „შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის“ წესდების დარღვევით. კერძოდ: წესდების შესაბამისად არ მოხდა კრების მოწვევის თაობაზე მოსარჩელის გაფრთხილება. 2017 წლის 20 ნოემბრის საერთო კრების ოქმში არ არის დაფიქსირებული ცვლილებები მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, აღნიშნული კრების დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წევრების უფლებამოსილებების განსაზღვრის თაობაზე, რა საკითხიც დღის წესრიგით საერთოდ არ იყო განსაზღვრული. 2017 წლის 31 ოქტომბრის გამგეობის სხდომაზე განხილულ იქნა მხოლოდ ორი განცხადება ცენტრის წევრებად მიღების თაობაზე, მაშინ როდესაც გამგეობის სხდომის გამართვისათვის ცენტრში რეგისტრირებული იყო კიდევ ექვსი განცხადება. ვინაიდან, სხდომის სხდომის ოქმის საფუძველზე არ განხორციელებულა წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია 2017 წლის 20 ნოემბრის გამგეობის სხდომაზე სამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება ლეგიტიმური. არცერთი ოქმი არ შეიცავს ყველა სავალდებულო რეკვიზიტს, კერძოდ ოქმებს არ აქვთ მინიჭებული ნომრები. ცენტრის წესდების თანახმად, საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ წელიწადში ერთხელ მაინც, ან როდესაც ამას ცენტრის ინტერესები მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 20 ნოემბრის კრება ისე ჩატარდა, რომ გამგეობას არ უმსჯელია მისი მოწვევის შესახებ და არც მისი მოწვევის აუცილებლობა არ არის დასაბუთებული. ს-------------------------------–- სააგენტოს მიერ ცვლილებების რეგისტრაციის დროს არ მომხდარა წარდგენილი ოქმებისა და გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. წარდგენილი არცერთი ოქმი არ შეიცავს სავალდებულო რეკვიზიტებს. მიუხედავად ასეთი თვალშისაცემი დარღვევებისა ს-------------------------------–- სააგენტოს მიერ არ მომხდარა წარდგენილი დოკუმენტების დახარვეზებაც კი, რომ მოეთხოვა დაშვებული დარღვევების აღმოფხვრა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მთელი რიგი კომპლექსური დარღვევების გამო მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის გადაწყვეტილებისა და სხდომის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, სასამართლომ არ უნდა ცნოს ბათილად სადავო კრების ოქმები, ვინაიდან ის მირებულია კანონისა და ცენტრის წესდების მოთხოვნათა სრული დაცვით. 2017 წლის 20 ნოემბრის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის თარიღი მხარეს ეცნობა წესდების მე-3 მუხლის შესაბამისად შეტყობინების ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით. არც წესება და არც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს ააიპ-ს რომ გამგეობის ან წევრების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ასახონ წესდებაში. მათი ასახვა ოქმებში საკმ----სია, რომ გადაწყვეტილებას ჰქონდეს იურიდიული ძალა. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ წესდებაში ცვლილების აუსახველობა შესაბამისი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. დამსწრე წევრთაგან არავის უთქვამს უარი ოქმზე ხელმოწერაზე, შესაბამისად ისინი დაეთანხმნენ, რომ ჩატარებულიყო რიგგარეშე კრება და დაეთანხმნენ მიღებულ განსახილველ საკითხებს. სასამართლომ ასევე არ უნდა ცნოს ბათილად 2017 წლის 20 ნოემბრის გამგეობის წევრთა საერთო კრების ოქმი. აღნიშნულ შემთხვევაში სწორედ გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება არსებული პრეზიდენტის გათავისუფლებისა და ახალი პრეზიდენტის არჩევის შესახებ და ამავე ოქმის შესაბამისად პრეზიდენტმა წარადგინა და გამგეობამ დაამტკიცა მეორე ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა, მოსარჩელე პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2013 წლის 04 აპრილს, წესდების შესაბამისად კი 2017 წლის 04 აპრილს მას უკვე გასული ჰქონდა უფლებამოსილების ვადა. ასევე წესდების შესაბამისადაა განსაზღვრული გამგეობის ოქმის შედგენის პირობები, კერძოდ სხდომის ადგილი, დრო, მონაწილეთა რაოდენობა, საკითხები და გამგეობის გადაწყვეტილება, ოქმს ხელს უნდა აწერს სხდომის თავმჯდომარე. 2017 წლის 20 ნოემბრის გამგეობის სხდომის ოქმი სრულად შეესაბამება წესდების აღნიშნულ პირობებს, იგი მიღებულია უმრავლესობით და მითითებულ ოქმში გადაწყვეტილებას ხელს აწერს ხუთივე დამსწრე წევრი. გამგეობის მოწვევის დროს გამგეობის წევრთა რაოდენობა იყო 8, გამგეობის სხდომას დაესწრო 5, რაც ნიშნავს რომ წესდების შესაბამისად გამგეობა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილებები. გამგეობის ყველა წევრს სატელეფონო საშუალებით ეცნობათ გამგეობის სხდომის მოწვევის შესახებ და მითითება იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელემ არ იცოდა სხდომის ჩატარების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. სასამართლომ არ უნდა სცნოს ბათილად 2017 წლის 31 ოქტომბრის გამგეობის გადაწყვეტილება, რადგან იგი იყო უფლებაუნარიანი, ოქმში დაცულია წესდებით გათვალისწინებული ყველა პირობა, კერძოდ მითითებული სხდომის ჩატარების დრო, ადგილი, განსახილველი საკითხები და გადაწყვეტილებას ხმა დაუჭირა ყველა დამსწრე წევრმა. შესაბამისად ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამოდინარე მოსარჩელე სათანადოდ ვერ ამტკიცებს თავის მოთხოვნებს და მას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2.2. მოპასუხე ს-------------------------------–- სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 2017 წლის 20 ნოემბერს ს-------------------------------–- სააგენტოს განცხადებით მიმართა ზ---დ ბ----–---–მა ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით დაჩქარებული წესით, კერძოდ, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილებისა და ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილებების მოთხოვნით. აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილ იქნა 2017 წლის 31 ოქტომბრის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილება, 2017 წლის 20 ნოემბრის წევრთა საერთო კრებისა და ამავე თარიღის გამგეობის სხდომის ოქმები სხვა სრეგისტრაციო მასალებთან ერთად და მის მიერ გადახდილ იქნა დაჩქარებული წესით ცვლილების რეგისტრაციის საფასური 200 ლარი. მარეგისტრირებელი ორგანო თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი კონკრეტული განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, მარეგისტრირებულმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ს-------------------------------–- სააგენტოსათვის ს-------------------------------–- სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრი 2013 წლის 04 აპრილიდან რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) ურიდიული პირების რეესტრში და მის პრეზიდენტს წარმოადგენდა ი----ბ ხ-------ი, რომელიც წესდებით განსაზღვული ოთხწლიანი ვადის გასვლის შემდგომ ცენტრის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე წარმოადგენდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს.

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 20 ნოემბრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) ურიდიული პირების რეესტრიდან ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის პრეზიდენტს წარმოადგენს ზ---დ ბ----–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.1.3. 2017 წლის 31 ოქტომბერს შედგა შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის გამგეობის სხდომა. დღის წესრიგით გაისაზღვრა ცენტრის გამგეობის მიერ ცენტრის ახალი წევრების მიღების საკითხი. გამგეობის 8 წევრიდან დამსწრე 4 წევრის (ზუ---ბ კ----------ა, მ----ა ხ------–---–ი, მ----ნე გ----–---–ი, იაგო რუსიშვილი) მიერ უმრავლესობით ცენტრის ახალ წევრებად მიღებულ იქნენ ზ---დ ბ----–---–ი და ბ---კ გ------–--ე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილება;

 

3.1.4. 2017 წლის 20 ნოემბერს შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრში შედგა საერთო კრება. დღის წესრიგით გაისაზღვრა ცენტრის გამგეობაში ახალი წევრების დამატება და ცენტრის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ის უფლებამოსილების განსაზღვრა/დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. წევრთა საერთო კრებაზე, 8 საერთო წევრიდან დამსწრე 5 წევრის (ზუ---ბ კ----------ა, მ----ა ხ------–---–ი, მ----ნე გ----–---–ი, ბ---კ გ------–--ე, ზ---დ ბ----–---–ი) მიერ უმრავლესობით მოხდა გამგეობის წევრებად ზ---დ ბ----–---–ისა და ბ---კ გ------–--ის არჩევა და პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრა/დაზუსტება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის წევრთა საერთო კრების ოქმი;

 

3.1.5. 2017 წლის 20 ნოემბერს ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრში შედგა გამგეობის სხდომა. დღის წესრიგით განსაზღვრული იყო ცენტრის მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავსიუფლება, ცენტრის ახალი პრეზიდენტის არჩევა, ცენტრის ახალი ვიცე-პრეზიდენტის დამატება და „სხვადასხვა“. გამგეობის სხდომაზე 8 წევრიდან დამსწრე 5 წევრის (ზუ---ბ კ----------ა, მ----ა ხ------–---–ი, მ----ნე გ----–---–ი, ბ---კ გ------–--ე, ზ---დ ბ----–---–ი) მიერ უმრავლესობით პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა ი----ბ ხ-------ი, ახალ პრეზიდენტად აირჩა ზ---დ ბ----–---–ი, ვიცე-პრეზიდენტად - მ----ნე გ----–---–ი, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა ზუ---ბ კ----------ა და ცენტრის ახალ პრეზიდენტს მიენიჭა უფლებამოსილება განეხორციელებინა ყველა აუცილებელი ქმედება გამგეობის გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილება;

 

3.1.6. ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის წესდების 3.1.5 მუხლის თანახმად, საერთო კრების მოწვევის შესახებ ცენტრის წევრებს უნდა ეცნობოთ წერილობით კრების ჩატარებამდე 20 დღით ადრე მ--ნც. შეტყობინებაში აღინიშნება კრების ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით, ფაქსით ან ელ-ფოსტით. წესდების 3.2.9 მუხლის თანახმად საერთო კრების გააწყვეტილება ნამდვილია თუ ის საკითხი, რაზედაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული შეტანილია საერთო კრების დღის წესრიგში. საკითხი, რომელიც არ იყო წინასწარ შეტანილი დღის წესრიგში, კრებაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტის მოთხოვნით შეიძლება იქნას შეტანილი დღის წესრიგში პუნქტში „სხვადასხვა“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის წესდება;

 

3.1.7. 2017 წლის 20 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ზ---დ ბ----–---–მა ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით დაჩქარებული წესით, კერძოდ, ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილებისა და ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების ცვლილების მოთხოვნით. რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილ იქნა ცენტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილება, 2017 წლის 20 ნოემბრის ცენტრის წევრთა საერთო კრების ოქმი, 2017 წლის 20 ნოემბრის ცენტრის გამგეობის სხდომის ოქმი, განცხადება, ამონაწერი რეესტრიდან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. იმავე დღეს - 2017 წლის 20 ნოემბერს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა NB--------/3 გადაწყვეტილება ცენტრის რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციის შესახებ;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჯარო რეესტრის 2017 წლის 20 ნოემბრის NB--------/3 გადაწყვეტილება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.7. სასამართლოს დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 31 ოქტომბრის ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის გამგეობის სხდომა, 2017 წლის 20 ნოემბრის ცენტრის წევრთა საერთო კრება და 2017 წლის 20 ნოემბრის ამავე ცენტრის გამგეობის სხდომა მოწვეული არ ყოფილა ცენტრის წესდების შესაბამისად და ამდენად, როგორც ცენტრის საერთო კრება, ისე გამგეობა უფლებამოსილი არ იყო მიეღო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე სადავო გადაწყვეტილებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარს უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის კრების მოწვევის თაობაზე პროცედურის დაცვას და მიუთითებს, რომ პირველ რიგში გაურკვეველია, თუ ვისი ინიციატივით მოხდა კრების მოწვევა-ჩატარება, ასევე აღნიშნავს, რომ არ მომხდარა კრების ჩატარების თაობაზე ინფორმაციის მისთვის შეტყობინება. მოსარჩელე მხარის განმარტების საწინააღმდეგოდ კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია წესდებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით კრების მოწვევისა და ჩატარების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, კერძოდ როგორც თავად მოპასუხე მიუთითებს 2017 წლის 31 ოქტომბრის სხდომის დღის შესახებ ი----ბ ხ-------ს ამავე დღეს ეცნობა მობილური ტელეფონის მეშვეობით. 2017 წლის 20 ნოემბრის საერთო კრების ჩატარების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა ელექტრონული ფოსტით (მეილით), მაშინ როდესაც მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ ცენტრის წესდებაში დაფიქსირებული მისი ელ-ფოსტის გამოუყენებლობის შესახებ, რასაც ასევე ადასტურებენ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ზ. ი-------ს, მ. გ----–---–ისა და მ. ავეტისიანის ჩვენებები. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2017 წლის 20 ნოემბრის გამგეობის სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის თაობაზე ასევე არ ყოფილა ცნობილი მოსარჩელე მხარისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ ი----ბ ხ-------ის სარჩელი ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის მიმართ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 29-ე, 31-ე, 35-ე, 50-ე მუხლები, წესდება.

 

„მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი“.

 

იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 91-ე მუხლით, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებისას, მისი წევრები (დამფუძნებლები) მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენენ შეთანხმებას - წესდებას, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას და შესაბამისად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული გარიგების აუცილებელ ელემენტებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრულია გარიგების ცნება, რომელის თანახმადაც, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნებისმიერი იურიდიული პირის რეგისტრაციისას, დამფუძნებელთა/წევრთა მიერ შედგენილი გარიგება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, იგივე წესდება) წარმოადგენს სწორედ მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამის შეთანხმებას, რომლითაც უნდა დარეგულირდეს ამ საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის, მართვის, საქმიანობის, გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის წესი.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლოს თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას და განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.

 

„მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის“ 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის წესდებით განსაზღვრული არის როგორც ცენტრის წევრთას მიღების, ასევე ცენტრის წევრთა საერთო კრებისა თუ გამგეობის სხდომების მოწვევა-ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.

 

ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის წესდების 3.1.5 მუხლის თანახმად, საერთო კრების მოწვევის შესახებ ცენრტრის წევრებს უნდა ეცნობოთ წერილობით კრების ჩატარებამდე 20 დღით ადრე მაინც. შეტყობინებაში აღინიშნება კრების ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით, ფაქსით ან ელ-ფოსტით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ცენტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის გაგეობის სხდომა მოწვეულ იქნა წესდების გათვალისწინებული წესების დარღვევით, კერძოდ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების მათ შორის თავად მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებითა და მის მიერ მოსარჩელესთან განხორციელებული სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაციისა საფუძველზე სასმართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ზემოხსენებული გამგეობის სხდომის დღის შესახებ ინფორმირებული არ იყო დადგენილი წესის შესაბამისად, რითაც მას საშუალება არ მიეცა მონაწილეობა მიეღო აღნიშნული კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

სასამართლო ასევე დადგენილად და დასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არც 2017 წლის 20 ნოემბრის ცენტრის საერთო კრებისა და ამავე დღეს გამართული ცენტრის გამგეობის სხდომის შესახებ იყო ცნობილი მოსარჩელისათვის წესდებით განსაზღრული წესის შესაბამისად. სასამართლო საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიღებს მოპასუხის განმარტებას, იმასთან დაკვშირებით, რომ წესდების შესაბამისად მოსარჩელეს 2017 წლის 20 ნოემბრის ცენტრის საერთო კრების სხდომის შესახებ ეცნობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მაშინ როდესაც როგორც საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა განმარტეს, ისინი არ სარგებლობდნენ წესდებაში მითითებული ელექტრონული ფოსტით და სხდომების გამართვის თაობაზე მათთვის შეტყობინება ხორციელდებოდა სატელეფონო შეტყობინებით ან უშუალოდ პირადად ინფორმაციის გადაცემის გზით. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მის მიერ არჩეული ფორმით კრების დღის თაობაზე მოსარჩელისათვის შეტყობინების მიუღებლობის შესახებ და შესაბამისად მას უნდა მიეღო დამატებით ზომები, რათა საერთო კრების გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ცნობილი ყოფილიყო მოსარჩელისათვის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირის ზ---დ ი-------ს ჩვენებაზე, რომ არც მისთვის, როგორც ცენტრის დამფუძნებლისთვის ყოფილა ცნობილი მიმდინარე სხდომების შესახებ, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას დარღვეულ იქნა ცენტრის დამფუძნებელი წევრების კანონითა და წესდებით მინიჭებული უფლებები - მონაწილეობა მიეღოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში და გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

 

საგულისხმოა, რომ იმავე დღეს - 2017 წლის 20 ნოემბერს, ჩატარდა ცენტრის გამგეობის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცენტრის პრეზიდენტის თანამდებობიდან ი----ბ ხ-------ის გათავისუფლებისა და ცენტრის ახალ პრეზიდენტად ზ---დ ბ----–---–ის არჩევის შესახებ. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქმისათვის იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ არც აღნიშნული სხდომის გამართვისა და დღის წესრიგის შესახებ ყოფილა ცნობილი მოსარჩელე ი----ბ ხ-------ისათვის, რითაც უხეშად იქნა დარღვეული მოსარჩელის, როგორც ცენტრის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულების უფლებები და რაც ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილება, ასევე 2017 წლის 20 ნოემბრის ცენტრის საერთო კრებისა და 2017 წლის 20 ნოემბრის გამგეობის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-20 მუხლს, რომლის თანახმადაც თუ გადაწყვეტილება რეგტისტრაციის შესახებ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ბათილად ან არარად იქნება ცნობილი, რეგისტრაციის შედეგად საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად/არარად ცნობილი/აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ს-------------------------------–- სააგენტოში გასაჩივრებული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2017 წლის 20 ნოემბრის NB--------/3 გადაწყვეტილება, როგორც მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგები, რაც თავისთავად გულისხმობს ბათილად ცნობილ ამ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და იგი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ი----ბ ხ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის წევრთა საერთო კრების ოქმი.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრის 2017 წლის 20 ნოემბრის გამგეობის სხდომის ოქმი.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ცნობილი ს-------------------------------–- სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის NB-------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და მოხდეს 2017 წლის 20 ნოემბრის რეგისტრაციამდე არსებული მონაცემების აღდგენა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ა(ა)იპ შ------------–-------------–---------–------------ განვითარების ცენტრს მოსარჩელე ი----ბ ხ-------ის სასარგებლოდ 400 (ოთხასი) ლარის ანაზრაურება სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე