გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N0502--018002570819
N2/847-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.02.2019 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე- სს ,,თ-----------",მოსარჩელის წარმომადგენელი- ია------–---ძე,მოპასუხე- იო-------------ძე,მოპასუხე -მა----------------ე
მოპასუხე- ნა----–-----------ში,წარმომადგენელი-ნი----–------------–--ლი
დავის საგანი:უფლებამონაცვლის დადგენა, მესაუთრედ ცნობა და თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. იო-------------ძე (პ/ნ 2----------) და მა----------------ე (პ/ნ 2---------7) ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის (პ/ნ 1----------) მემკვიდრეებად.
1.2. ცნობილ იქნეს იო-------------ძე (პ/ნ 2----------) და მა----------------ე (პ/ნ 2---------7) უფლებამონაცვლედ და მესაკუთრედ აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ დანაშთ ქონებაზე ს/კ 27.15.49.2-- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს მემკვიდრების იო-------------ძის (პ/ნ 2----------) და მა----------------ის (პ/ნ 2---------7) სახელზე.
1.3. მოპასუხეებს-იო-------------ძეს, მა----------------ეს და ნა----–-----------შს 3230368-8759319 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ სს თ-----------ს სასარგებლოდ დავალიანების თანხა-6154.52 ლარის ოდენობით.
1.4. მოპასუხეების-იო-------------ძის, ნა----–-----------შისა და მა----------------ის სს თ-----------ს მიმართ არასებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების -ს/კ 27.15.49.2-- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.5. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების-იო-------------ძის, ნა----–-----------შისა და მა----------------ის კუთვნილ სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე.
მოსარჩელე ორგანიზაციის-სს თ-----------ს წარმომადგენლის-ია------–---ძის განმარტებით 2015 წლის 21 სექტემბერს სს თი---------სა და აწ გარდაცვლილ ლევან გურგენაძეს შორის გაფორმდა N13-31253-000067 საკრედიტო ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს თი---------სა და ლე-------------ძეს შორის 2015 წლის 21 სექტემბერს გაფორმდა N13-31253-000544 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს თ-----------ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ლე-------------ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 27.15.49.2--.
N13-31253-000067 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 28 იანვარს ბანკსა და ლე-------------ძეს შორის გაფორმდა N3230368-8759319 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 6100 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 60 თვე, სარგებლის წლიური 30%-ის დარიცხვით.
N3230368-8759319 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 28 იანვარს ნა----–-----------შსა და ბანკს შორის გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება N1231231329262.
ია------–---ძის განმარტებით მოსარჩელე ორგანიზაციისათვის გახდა რა ცნობილი იპოთეკით დატვირთული ქონების თანამესაკუთრის და მსესხებლის ლე-------------ძის გარდაცვალების ფაქტი, სამკვიდრო ქონების შესახებ ბანკმა ინფორმაციის მოსაძიებლად მიმართა ნოტარიუსთა პალატას, შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. მიღებული წერილით დადგინდა რომ ლე-------------ძის სამკვიდრო არ ქონდა არავის მიღებული. ვინაიდან, მოპასუხეები არ ასრულებენ ბანკის წინაში ვალდებულებებს, ასევე მსესხებლის სავარაუდო მემკვიდრეებიც თავს არიდებენ თანხის გადახდას, მხარე მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენლი-ნი----–------------–--ლი ცნობს შემცირებულ სასარჩელო მოთხოვნას.
მოპასუხეები-იო-------------ძე, მა----------------ე და ნა----–-----------ში ეთანხმებიან მათ წარმომადგენელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელე სს ,,თი---------სა'' და მოპასუხე ლე-------------ძეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო პროდუქტით მომსახურების ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.20-28).
3.2.2. 2015 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელე სს ,,თი---------სა'' და მოპასუხე ლე-------------ძეს შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.29-34).
3.2.3. 2017 წლის 28 იანვარს მოსარჩელე სს ,,თი----------სა'' და მოპასუხე ლე-------------ძეს შორის გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 6100 ლარზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ.25-37).
3.2.4. 2017 წლის 28 იანვარს მოსარჩელე სს ,,თი----------სა'' და მოპასუხე ნა----–-----------შს შორის გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.48-51).
3.2.5. საქეშია ლე-------------ძის გარდაცვალების მოწმობის ასლი N35187000017.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 67).
3.2.6. საქმეშია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად უძრავი ქონების ს/კ 27.15.49.2--, მესაკუთრეა აწ გარდაცვლილი ლე-------------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 76-77).
3.2.7. საქმეშია გაფრთხილებები დავალიანების არსებობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გაფრთხილებები (ს.ფ.81-96).
3.2.8. საქმეშია სახ. სერვისების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის ცნობა, რომლის მიხედვითაც აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის მეუღლე არის მა----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა (ს.ფ. 158).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 867ე, 1328-ე, 1421-ე, 1484-ე,286-ე, 301-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც დადგენილია სს თი---------მა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 1 აგვისტოს.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.
ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-სს თ-----------ს მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
როგორც დადგენილია მსეხებლის-აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.
დადგენილია, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელე სს ,,თი---------სა'' და აწ გარდაცვლილ ლე-------------ძეს შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. პუნქტი 3.2.2).
2017 წლის 28 იანვარს მოსარჩელე სს ,,თი----------სა'' და ლე-------------ძეს შორის გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 6100 ლარზე, ხოლო იმავე დღეს მოსარჩელე სს ,,თი----------სა'' და მოპასუხე ნა----–-----------შს შორის გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება (იხ. პუნქტი 3.2.3-3.2.4).
საქმეში არესებული ლე-------------ძის გარდაცვალების მოწმობის თანახმად ლე-------------ძე გარდაცვლილია 2017 წლის 26 დეკემბერს (იხ. პუნქტი 3.2.5).
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების ს/კ 27.15.49.2--, მესაკუთრეა აწ გარდაცვლილი ლე-------------ძე (იხ. პუნქტი 3.2.6).
საქმეში არსებული სახ. სერვისების სააგენტოს 2018 წლის 27 ნოემბრის ცნობის თანახმად აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის მეუღლე არის მა----------------ე (იხ. პუნქტი 3.2.8).
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილმა ლე-------------ძემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა ბანკს. მსესხებელი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მას გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარა პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
როგორც დადგენილია, მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა სარჩელში მოპასუხეებად მიუთითა აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის პირველი რიგის მემკვიდრეები და მოითხოვა მათი- იო-------------ძის და მა----------------ის აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის მემკვიდრეებად ცნობა და ასევე მოითხოვა, რომ იო-------------ძე და მა----------------ე ცნობილ იქნან უფლებამონაცვლედ და მესაკუთრედ აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის საკუთრებაში არსებულ დანაშთ ქონებაზე ს/კ 27.15.49.2-- და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს მემკვიდრების- იოსებ და მა----------------ეების სახელზე.
საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება.....) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონცველობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
როგორც დადგენილია მსესხებელი ლე-------------ძე გარდაიცვალა 2017 წლის 26 დეკემბერს. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლიდან გამომდინარე იოსებ და მა----------------ეები ცნობილ უნდა იქნან აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის მემკვიდრეებად და უფლებამოცვლეებად და მათ სახელზე უნდა აღირიცხოს უძრავი ქონება ს/კ 27.15.49.2--.
საქართველოს სკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად: სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე კოდექსის 1421-ე მულის თანახმად: სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე, ხოლო სკ-ის 1484-ე მუხლის მიხედვით მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
ვინაიდან მსესხებელმა-ლე-------------ძემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნა სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით ლე-------------ძის უფლებამონაცვლეები-იოსებ და მა----------------ეები უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს გადაუხადონ ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ.
6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ სს თი---------მა სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების თანხის გადახდა.
საქართველოს სკ-ის 301-ე მუხლის 1 ნაწილით მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ვინაიდან აწ გარდაცვლილმა ლე-------------ძემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა კრედიტი, აღნიშნული არის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის საფუძველი. გარდა აღნიშნულისა მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებული არიან, რომ თუ იპოთეკის საგანი არ იქნება საკმარისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის, მაშინ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს მევალის სხვა ქონებიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლინად თავისუფლდებიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელე ორგანიზაციას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიძება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 49-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,თ-----------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. იო-------------ძე (პ/ნ 2----------) და მა----------------ე (პ/ნ 2---------7) ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის (პ/ნ 1----------) მემკვიდრეებად.
1.2. ცნობილ იქნეს იო-------------ძე (პ/ნ 2----------) და მა----------------ე (პ/ნ 2---------7) უფლებამონაცვლედ და მესაკუთრედ აწ გარდაცვლილ ლე-------------ძის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ დანაშთ ქონებაზე ს/კ 27.15.49.2-- და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს მემკვიდრების იო-------------ძის (პ/ნ 2----------) და მა----------------ის (პ/ნ 2---------7) სახელზე.
1.3. მოპასუხეებს-იო-------------ძეს, მა----------------ეს და ნა----–-----------შს 3230368-8759319 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ სს თ-----------ს სასარგებლოდ დავალიანების თანხა-6154.52 ლარის ოდენობით.
1.4. მოპასუხეების-იო-------------ძის, ნა----–-----------შისა და მა----------------ის სს თ-----------ს მიმართ არასებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების -ს/კ 27.15.49.2-- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.5. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების-იო-------------ძის, ნა----–-----------შისა და მა----------------ის კუთვნილ სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე.
2. მოსარჩელე - სს ,,თი---------ს'' დაუბრუნდუს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 556.51 ლარი და 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან:
2.1. სახელმწიფო ხაზინა, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300893150, საგადახდო დავალება №1, ბანკის კოდი - TRESGE22, თარიღი 26.07.2018 წ. თანხა - 556.51 (ხუთასორმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარი.
2.2. სახელმწიფო ხაზინა, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300893150, საგადახდო დავალება №2, ბანკის კოდი - TRESGE22, თარიღი 26.07.2018 წ. თანხა - 100 (ასი) ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინა კიკნაძე