გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
080210016001397687
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1143-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.02.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე

მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რი---–---------ი”, უფლებამონაცვლე - სს ,,ლი------------ი“

წარმომადგენელი - ნ---- კა------ა

მოპასუხეეები - ლ-–- ჭ--–---–ი და ზ------ წ--------–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებზე - ლ-–- ჭ--–---–სა და ზ------ წ--------–ზე, სოლიდარულად სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ 14. 527,96 ლარის (ძირი - 10000 ლარი; სარგებელი -407.96 ლარი; ჯარიმა - 4120 ლარი) გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. მოპასუხეებზე - ლ-–- ჭ--–---–სა და ზ------ წ--------–ზე, სოლიდარულად სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ - გამარტივებული წარმოებისთვის გადახდილი -101 ლარის და გადახდილი სახ. ბაჟი - 435.85 ლარის, სულ 536,85 ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

2.დავის არსის მოკლე მიმოხილვა.

 

2.1. 2----–-–-----------ს სესხის ხელშეკრულება №1-----ის საფუძველზე ლ-–- ჭ--–---–მა მისო რი---–---------თან (შემდეგში სს ,,ლი------------ი“), სესხის სახით მიიღო 10. 000(ათი ათასი) ლარი 03 თვის ვადით წლიური 42%-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სოლიდარული თავდებობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა ზ------ წ--------–თან (პ/ნ 6----------). სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობებს მოპასუხეები არ ასრულებენ. უკვე 09 თვეა მოპასუხეებს არ გაუკეთებიათ შენატანი. ისინი არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული (ტელეფონითაც, პირადად და წერილობით), რომ მოსარჩელე მიმართავდა აღსრულებას თუ მოპასუხეების მხრიდან არ მოხდებოდა ვალდებულებების შესრულება, თუმცა მიუხედავად ამისა, გაფრთხილებებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

 

2016 წლის 12 თებერვალს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების წესით მიმართა მოსარჩელემ სააღსრულებლო ბიუროს სადაც რესპოდენტებმა (მოპასუხეებმა) ლ. ჭ--–---–მა და ზ. წ--------–მა მხოლოდ ნაწილობრივ აღიარეს დაკისრებული ვალდებულება, რის საფუძველზეც 2016 წლის 0-------ს №1-------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეს დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე და მოსარჩელეს დაუბრუნდა მასალები.

 

დღეის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს: ძირი 10000 (ათი ათასი) ლარი, სარგებელი 407.96 ლარი, ხოლო ჯარიმა -4120 ლარი, სულ- 14527,96 ლარი.

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ს განჩინებით, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რი---–---------ი“-ს უფლებამონაცვლედ დადგინდა სს ,,ლი------------ი“.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1 მოპასუხე ლ-–- ჭ--–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სარჩელს ნაწილობრივ ეთანხმება. 2----–-–-----------ს სესხის ხელშეკრულება №1-----ის საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რი---–---------იდან სესხის სახით ნამდვილად მიიღო 10 000 ლარი 03 თვის ვადით წლიური 42%-ის დარიცხვით. მის სახელზე გაცემული №1---- სესხი უზრუნველყოფილია ზ------ წერეთლის თავდებობით, რის შედეგადაც 2----–-–-----------ს გაფორმდა შეთანხმება თავდებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თავდები ზ------ წ--------–ი პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე №1---- სესხის ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებისთვის სოლიდარულად.

 

მოპასუხე ლ-–- ჭ--–---–მა არ ცნო სარჩელი ჯარიმის 4120 ლარის, აგრეთვე დარიცხულ სარგებელის 407.96 ლარის მოთხოვნის ნაწილში.

 

2.2. მოპასუხე ზ------ წ--------–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არის თავდები პირი და მას არ უნდა დაეკისროს არანაირი თანხის გადახდა, რადგან მას თანხა არ მიუღია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ს განჩინებით,შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,რი---–---------ი“-ს უფლებამონაცვლეა სს ,,ლი------------ი“.

მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ს განჩინება. (ტ.1.ს/ფ. 103-104; 71-98).

 

3.1.2. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ლ-–- ჭ--–---–მა ნაწილობრივ, ძირი თანხის 10.000 ლარის ნაწილში - ცნო სარჩელი.

მტკიცებულება.

-შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს სესხის ხელშეკრულება №1-----ის საფუძველზე ლ-–- ჭ--–---–მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რი---–---------იდან უფლებამონაცვლე სს ,,ლი------------ი“. სესხის სახით აიღო 10. 000 ლარი 03 თვის ვადით წლიური 42%-ის დარიცხვით.

მტკიცებულება. 2----–-–-----------ს სესხის ხელშეკრულება №1---- (ტ.1.ს/ფ.15-21).

 

3.2.2. დადგენილია, რომ ლ-–- ჭ--–---–ის სახელზე გაცემული №1---- სესხი უზრუნველყოფილია ზ------ წერეთლის თავდებობით, რის შედეგადაც 2----–-–-----------ს გაფორმდა შეთანხმება თავდებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თავდები ზ------ წ--------–ი პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე №1---- სესხის ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებისთვის სოლიდარულად.

მტკიცებულება. 2----–-–-----------ს შეთანხმება №1---- თავდებობის შესახებ. (ტ.1.ს/ფ.22-23).

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 12 თებერვალს №16022145/142872 განცხადებით დავალიანების გადახდევინების შესახებ შესაბამისად, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ „საქართველოს კანონის და გამარტივებული წარმოების წესით მოსარჩელემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს- 14527,96 ლარის მოთხოვნის ოდენობით, სადაც ლ-–- ჭ--–---–მა და ზ------ წ--------–მა მხოლოდ ნაწილობრივ (11635,14 ლარის) ოდენობით აღიარეს დაკისრებული ვალდებულება.

მტკიცებულება. განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ტ.1.ს/ფ.30-37).

 

3.2.5. მოსარჩელის განმარტებით 2016 წლის 15 ივნისის მდგომარეობით სარჩელის შემოტანის დროისათვის დავალიანება შეადგენს: ძირი 10.000 (ათი ათასი) ლარი, სარგებელი 407.96 ლარი, ხოლო ჯარიმა -4120 ლარი, სულ- 14527,96 ლარი.

მტკიცებულება: შეტყობინება (ტ.1.ს/ფ. 26).

 

3.2.6. სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც დარღვეული იქნა მოპასუხე მხარის მიერ, რის გამოც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანება შეადგენს - ძირ თანხაზე 10.000 (ათი ათასი) ლარი, სარგებელი 407.96 ლარი, ხოლო ჯარიმა -4120 ლარი, სულ- 14.527,96 ლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ლ-–- ჭ--–---–მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის 10.000 ლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე, 891-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

-მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-–- ჭ--–---–მა სს ,,ლი------------ი“-დან სესხის სახით აიღო 10 000 ლარი 03 თვის ვადით წლიური 42%-ის დარიცხვით.

 

დადგენილია, რომ ლ-–- ჭ--–---–ის სახელზე გაცემული №1---- სესხი უზრუნველყოფილია ზ------ წერეთლის თავდებობით, რის შედეგადაც 2----–-–-----------ს გაფორმდა შეთანხმება თავდებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თავდები ზ------ წ--------–ი პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე №1---- სესხის ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებისთვის სოლიდარულად.

 

- დადგენილია, რომ საბანკო პროდუქტზე დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეებს სს ,,ლი------------ი“-ს წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეებს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება სრულად უნდა ჰქონოდათ დაფარული.

 

6.3. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ პირებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლი------------ი“-ს მიერ სრულად იქნა შესრულებული ყველა საბანკო ხელშეკრულებაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე (ძირითადი მოვალე) მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის 10.000 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

მითითებული სამართლის ნორმების საფუძველზე, იმავე მოტივაციით სარჩელი საფუძვლიანია სოლიდარული მოვალის, ზ------ წ--------–ის მიმართ, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-–- ჭ--–---–ის სახელზე გაცემული №1---- სესხი უზრუნველყოფილია ზ------ წერეთლის თავდებობით, რის შედეგადაც 2----–-–-----------ს გაფორმდა შეთანხმება თავდებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თავდები ზ------ წ--------–ი პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე №1---- სესხის ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებისთვის სოლიდარულად.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს, ლ-–- ჭ--–---–მა სს ,,ლი------------ი“-დან სესხის სახით აიღო 10.000 ლარი 03 თვის ვადით წლიური 42%-ის დარიცხვით.

 

-დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივნისის მდგომარეობით სარჩელის შემოტანის დროისათვის დავალიანება შეადგენს: ძირი 10.000 (ათი ათასი) ლარი, სარგებელი 407.96 ლარი, ხოლო ჯარიმა -4120 ლარი, სულ- 14.527,96 ლარი.

- დადგენილია, რომ საბანკო პროდუქტზე დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეებს სს ,,ლი------------ი“-ს წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება, სესხის ძირი და საპროცენტო სარგებელი სრულად უნდა ჰქონოდათ დაფარული.

 

6.5. მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.

 

6... განსახილველ შემთხვევაში სადავოა ასევე სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის ვადაში დაუბრუნებლობისთვის. (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.2000%).

 

6.7. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მოსაზრებას, რომლებიც პირგასამტეხლოს გადახდაზე უარს აცხადებენ მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით და სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულების შესრულება არაა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარის ფინანსურ შესაძლებლობაზე და არ წარმოადგენს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.

 

6.8. შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა მოპასუხეს აკისრია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მაგრამ სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

6.9. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივნისის მდგომარეობით სარჩელის შემოტანის დროისათვის დავალიანება შეადგენს: ძირი 10.000 (ათი ათასი) ლარი, სარგებელი 407.96 ლარი, ხოლო ჯარიმა -4120 ლარი, სულ- 14527,96 ლარი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 1000 ლარით. (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი).

- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

- „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14

 

6.10. სასამართლო ეთანხმება მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, 10.000 ლარზე მოთხოვნილია 4120 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო. ამდენად - აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე (საკრედიტო ხელშეკრულება) გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 1000 (ათასი) ლარით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

6.13. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან სარჩელში მითითებული ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, კერძოდ სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების მოვალეობა, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია. მოპასუხეებს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებიათ, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

7.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 435.85 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლ-–- ჭ--–---–მა ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის - 10.000 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში (იგი უნდა გათავისუფლდეს სახ. ბაჟის გადახდისაგან და სახ. ბაჟი (10.000 ლარის 3%) 300.00 ლარი ზ------ წ--------–ს (არ ცნო სარჩელი) უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

 

მოპასუხე ლ-–- ჭ--–---–მა სარჩელი არ ცნო პროცენტის - 407.96 ლარის და პირგასამტეხლოს ნაწილში. პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა 1000 ლარით, ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი (1407.96 ლარის 3%) - 42.24 ლარის მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 93.60 ლარის ექვივალენტი ლარი, ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

მოსარჩელემ გამარტივებული სააღსრულებო წარმოებისათვის გადაიხადა 100 ლარი, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,ლი------------ის’’-ს სარჩელი მოპასუხეების - ლ-–- ჭ--–---–ის და ზ------ წ--------–ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.

 

2. მოპასუხეებს- ლ-–- ჭ--–---–ს და ზ------ წ--------–ს სს ,,ლი------------ის’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 10. 000 (ათი ათასი) ლარის, სესხის პროცენტის 407.96 ლარის და პირგასამტეხლოს 1000 (ათასი) ლარის, სულ 11.407.96 ლარის (ამასთან ზ------ წ--------–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 10.400 ლარით) გადახდა.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 300.00 ლარი ზ------ წ--------–ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

 

4.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 42.24 ლარი და გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი 100 (ასი) ლარი, ზ------ წ--------–ს და ლ-–- ჭ--–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

 

5.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 93.60 ლარი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე