გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
820210018002506305
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210018002506305 (2-372/2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - ჟ--–---------–--ე

მოპასუხე - ა-------------ე

მოპასუხე - ნ-----------ე

მოპასუხე - ნ--------------ე

მოპასუხე - ნ------------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების ა-------------ის, ნ-----------ის, ნ--------------ის და ნ------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ჟ--–---------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჭ------–ი, საკადასტრო კოდი: N2----------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ჟ--–---------–--ეს.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2012 წლის 16 თებერვალს, მ--------------სა და ა-------------ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ--------------მ 6 თვის ვადით 5 %-ის დარიცხვით გასცა სესხი თანხით 10 000 აშშ დოლარი, ა-------------ის სასარგებლოდ. თავის მხრივ ა-------------ემ იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგნად ჩადო, მისი და ოჯახის წევრების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ჭ------–ი, ს/კ 2-----------.

 

2012 წლის 24 ოქტომბერს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ, 2015 წლის 03-11 თებერვალს ჩატარდა იძულებითი აუქციონი, რომელზეც უძრავი ქონება შეიძინა ჟ--–---------–--ემ.

 

აუქციონის დასრულების შემდგომ მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, რის საფუძველზეც უძრავი ქონება მდებარე, ხელვაჩაური, სოფელი ჭ------–ი ს/კ 2------------ით დარეგისტრირდა ჟ--–----------–--ის საკუთრებაში.

 

ყოფილ მესაკუთრეებს, ა-------------ეს, ნ-----------ეს, ნ--------------ესა და ნ------------ეს არაერთხელ მიმართა თხოვნით, რათა თავისუფალ მდგომარეობაში გადმოეცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თუმცა დღემდე მის მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია, ისინი კვლავ აგრძელებენ არაკანონიერ ფლობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ა-------------ემ, ნ-----------ემ, ნ--------------ემ და ნ------------ემ წამოადგინეს შესაგებელი, სადაც არ სცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმებიან და ითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე ნ--------------ემ სარჩელი არ სცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რაც შესაგებელშია აღნიშნული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ჭ------–ში მდებარე სადავო უძრავი ქონების - დაზუსტებული ფართობი: 2600.00 კვმ და შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 192.50 საკადასტრო კოდი 2-----------) მესაკუთრე არის მოსარჩელე ჟ--–---------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1. სარჩელი სამოქალაქო საქმეზე

2. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

4. მხარეთა განმარტებები (სხდომის ოქმები);

 

3.1.2 სარჩელით სამოქალაქო საქმეზე, მასზე წარმოდგენილი შესაგებლით, 2015 წლის 27 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მხარეთა განმარტებებით დადგენილია რომ სადავო ქონების ერთადერთ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულია ჟ--–---------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე

2. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

4. მხარეთა განმარტებები (სხდომის ოქმები);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე, რომლის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებას ითხოვს მოსარჩელე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე

2. შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე

3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

4. მხარეთა განმარტებები (სხდომის ოქმები);

 

საკითხის გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი ფაქტის დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს თანაბრად. მოპასუხე მხარემ რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და ზეპირადაც კი ვერ შეძლო დასაბუთება, მოსარჩელის მოთხოვნის კანონშეუსაბამობის დასადასტურებლად.

 

ის გარემოება, რომ მოპასუხეებს გარკვეული დრო სჭირდებათ თანხის მოსაპოვებლად მოსარჩელე მხარისათვის გადასაცემად უძრავი ქონების სანაცვლოდ არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

მოსარჩელე ჟ--–---------–--ე თავისი არგუმენტების დადასტურების მიზნით წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჭ------–ი, საკადასტრო კოდი 2----------- წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს კონსტიტუცია,- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჭ------–ი, საკადასტრო კოდი 2----------- წარმოადგენს მის საკუთრებას და მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.

 

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ უძრავი ქონება მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ჭ------–ი, საკადასტრო კოდი 2-----------, მოსარჩელე ჟ--–---------–--ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.

 

მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რის გამოც ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება ჟ--–---------–--ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, მყარი და დამაჯერებელია.

 

საქმის განხილვის მომენტისათვის ჟ--–---------–--ე ქონების მესაკუთრეა და ამ საკუთრების უფლების რეგისტრაციას აქვს სისრულისა და უტყუარობის დანიშნულება.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის კუთვნილ ქონებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ მოპასუხეები და არ აძლევენ საშუალებას ამ ქონებით ისარგებლოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. ჟ--–---------–--ე მესაკუთრეა და მას აქვს ასეთი მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ მოპასუხეები ა-------------ე, ნ-----------ე, ნ--------------ე და ნ------------ე ფლობენ ჟ--–---------–--ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებას და სარგებლობენ ამ სიკეთით, რისი წინააღმდეგიც არის მოსარჩელე. მას მოპასუხეთა გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. მოპასუხეები არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც გამოსახლებული უნდა იქნენ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება ჟ--–---------–--ის საკუთრების უფლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესით. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ1’’ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;

 

რამდენადაც, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244ე, 248-250-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ჟ--–---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

მოპასუხეების ა-------------ის, ნ-----------ის, ნ--------------ის და ნ------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ჟ--–---------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჭ------–ი, საკადასტრო კოდი: N2----------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ჟ--–---------–--ეს.

 

2. მოპასუხებსს ა-------------ეს, ნ-----------ეს, ნ--------------ეს და ნ------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით გელაშვილი