გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
330210019002820982
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#2/1180-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.02.2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდი-ანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე ეკ--------- წი-–------

წარმომადგენლები რ-------------ა, დ----------------

მოპასუხე პა---- ცი-–---

წარმომადგენელი ეკ--------- გეწაძე

დავის საგანი საზიარო უფლების გაუქმება თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნი-თის აუქციონზე გაყიდვისა და ამოანაგები თანხის თანამესაკუთრეთა შორის განაწილების გზით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ეკ--------- წი-–------ს სასარჩელო მოთხოვნაა გაუქმდეს საზიარო უფლება მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, ი-. ჯა----–---–-- ქუჩა #17-2. მოსარჩელე საზიარო უფლების გაუქმებას მოითხოვს საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგების განაწილების გზით.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრი-ი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრი-ი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ი-. ჯა----–---–-- ქუჩა #17-ში აღრიცხულია პა---- ცინ–--ის (1/2 ნაწილი) და ეკ--------- წი-–------ს (1/2 ნაწილი) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 02 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.1.2. თბილისში, ი-. ჯა----–---–-- ქუჩა #17-ში მდებარე 58,13 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი ორ ოთახიანი ბინის გამიჯვნა შესასვლელი კარების და ოთახების განლაგებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წილების შესაბამისად, თანამესაკუთრეთა შორის შეუძლებელია. დასახელებულ გარემოებას ეთანხმება მოპასუხე მხარეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 06 ოქტომბრის აუდიტორის საექსპერტო დასკვნა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრი-ი გარემოებები

 

3.2.1. მხარეები სადავო ფაქტები არ მიუთითებიათ.

 

სამოტი-აციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრი- გარემოებათა სამართლებრი-ი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე, 173-ე, 961-ე, 963- 964-ე, 954-955-ე მუხლი

 

6. სამართლებრი-ი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლი-ად ეკუთვნის ერთი ობიექტი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ნი-თი ერთობლი-ად ეკუთვნით მოდავე მხარეებს. ისინი არიან სადაო უძრავი ქონების თანამესაკუთრეები. უძრავი ქონება წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრი- ურთიერთობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

ეკ--------- წ--–------ და პა---- ცი-–---ს თითოეულს ეკუთვნით საზიარო საგნის 1/2 ნაწილი, ამგვარად, მათი წილობრი-ი მონაწილეობა საზიარო ქონებაში განსაზღვრულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლების თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, ხოლო 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.

 

დადასტურებულია, რომ მხარეთა თანასაკუთრების ობიექტის ერთმანეთისაგან იდეალური წილით გამოცალკავება და ცალკე საკუთრების უფლების ობიექტად გამოყენება შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნი-თის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნი-თის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მოსპობის გარეშე (ნი-თის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი. ამიტომ საზიარო საგნის გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა მხარეთა შორის უნდა განაწილდეს მათი წილების შესაბამისად. შესაბამისად თითოეულ მხარეს როგორც მოსარჩელეებს ისე მოპასუხეებს უნდა გადაეცეს მათი წილის შესაბამისი ამონაგები თანხები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა პა---- ცი-–---ს უნდა დაეკისროს ეკ--------- წი-–------ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით პა---- ცი-–---ს დამატებით უნდა დაეკისროს მოსარჩელის წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების ნაწილი 160 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გაუქმდეს ეკ--------- წი-–------ს და პა---- ცინ–--ის საზიარო უფლება უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ი-. ჯა----–---–-- ქუჩა #17 (უძრავი ქონების ს/კ 0----------------------) იძულებითი აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდეს საზიარო საგანზე მათი კუთვნილი წილების შესაბამისად. ეკ--------- წ--–------ გადაეცეს ამონაგები თანხის - 1/2 ნაწილი, პა---- ცი-–---ს გადაეცეს ამონაგები თანხის 1/2 ნაწილი.

 

2. პა---- ცი-–---ს დაეკისროს მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩი-რდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩი-რების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩი-რების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე