გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210018002590146 (N2/914-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------------------------------------–-ა''
წარმომადგენელი - მე---------------
მოპასუხეები - ლა--------------ა, ელ----------------–---–ის, ნა----–-----------–---–-ს, ზუ--------–----–--ლი
მოპასუხე - ნა----–-----------–---–-ს წარმომადგენელი ელ----------------–---–ი
დავის საგანი - აუცილებელი გზის მოწყობის უფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს ლა--------------ას საკუთრებაში არსებულ, საკადასტრო კოდის N2----------- მქონე მიწის ნაკვეთის - 274 კვ.მ. ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად.
1.2. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს ელ----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ, საკადასტრო კოდის N2----------- მქონე მიწის ნაკვეთის - 1734 კვ.მ. ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად.
1.3. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს ნა----–-----------–---–-ს საკუთრებაში არსებულ, საკადასტრო კოდის N2----------- მქონე მიწის ნაკვეთის - 394 კვ.მ. ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად.
1.4. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს ზუ--------–----–--ლის საკუთრებაში არსებულ, საკადასტრო კოდის N2----------- მქონე მიწის ნაკვეთის - 2013 კვ.მ. ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად.
1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს „სა---------–--------------------------------------–-ა“, დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად, ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების მართვას და განვითარებას, რომელთა საშუალებით, ხორციელდება ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საქართველოში იმპორტირება, საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების მომარაგება, აგრეთვე ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში.
საქართველოს მთავრობის 201--–-–--------–-სის №1--- განკარგულებით, სს „სა---------–--------------------------------------–-ას“ დაევალა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის და მისი წარმატებით განხორციელების მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება.
მშენებლობის ნებართვის მისაღებად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, აუცილებელია კორპორაციამ მოიპოვოს და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ დაარეგისტრიროს საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განლაგებული ყველა მიწის ნაკვეთის შესაბამისი ფართობებით სარგებლობის უფლება.
პროექტის დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, „კორპორაციამ“ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულება მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან, ასევე დაწყებულია მუშაობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კორპორაციის კაპიტალში შეტანასთან ან/და მათზე სერვიტუტის უფლების გავრცელებასთან დაკავშირებით, ხოლო მოპასუხეების კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ვერ ხერხდება კორპორაციის სასარგებლოდ უფლების მოპოვება მათი მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებასა და კუთვნილი მიწის ნაკვეთის კორპორაციის სასარგებლოდ სერვიტუტის უფლებით დატვირთვაზე უარის თქმის გამო.
კორპორაციას აღნიშნული პროექტის გახორციელების და თავის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით ესაჭიროება მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების მოპოვება, რითაც შესაძლებლობა ექნება განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, უზრუნველყონ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა და შემდგომში მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაცია.
მოსარჩელის წარმომადგენლსი განმარტებით, მოპასუხეების მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, შესაბამისად, გაზსადენის მშენებლობის შემდეგ, მესაკუთრეები თავისუფლად შესძლებენ მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ისევე, როგორც დღემდე სარგებლობდნენ, გააგრძელებენ მის დამუშავებას, ერთწლიანი კულტურების და მრავალი სახეობის მრავალწლიანი ნარგავის გაშენებას, ხოლო მშენებლობის ან შემდგომში - მილსადენის ექსპლუატაციის დროს „კორპორაციის“ მიერ მიწის ნაკვეთზე რაიმე ზიანის მიყენების შემთხვევაში, „კორპორაცია“ მზადაა სრულად და სამართლიანად, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აუნაზღაუროს მესაკუთრეს მიყენებული ზიანი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ლა--------------ამ - წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელის განცხადება იმის თაობაზე, რომ მიწის მესაკუთრეს ,,სერვიტუტის მიწით'' სარგებლობის უფლება ეზღუდება მხოლოდ ,,სამშენებლო პერიოდის'' განმავლობაში. მისი მიწის ნაკვეთის შემთხვევაში რელევანტური არ არის მოსარჩელის მხრიდან იმაზე მითითება, რომ მილსადენის განთავსების შემდეგ მესაკუთრეს მიწაზე ნებისმიერი სახის ერთწლიანი კულტურის, ასევე საკმაოდ ფართო სახეობის ნარგავების მოყვანის შესაძლებლობა კანონმდებლბით აქვს გარანტირებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მილსადენის გაყვანის შემთხვევაში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მთელ პერიმეტრზე შეუძლებელი იქნება ნებისმიერი სახის მშენებლობის განხორციელება, რის გამოც ნაკვეთს მთლიანად ეკარგება კომერციული მიმზიდველობა და ის სრულად გამოუსადეგარი ხდება მისთვის, რადგან ვერ მოახერხებს მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ. შეზღუდვები შეამცირებს ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადგილი ექნება მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის დაუშვებელ შეზღუდვას.
ლა--------------ამ განმარტა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აქვს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, დაავადება პროგრესირებადია. მკურნალობა დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მიწის ნაკვეთის ღირებულების შემცირება. კომპანიის ინტერესების გატარება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ შეილახოს მისი ფინანსური ინტერესები, შესაბამისად, უნდა მოხდეს კონპანიის მიერ ნაკვეთის გამოსყიდვა მიწის საბაზრო ღირებულების შესაბამისად.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, მას როგორც მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და განკარგოს იგი საკუთარი სურვილისა და საჭიროებისამებრ. მილსადენის გაყვანით ეზღუდება ნაკვეთზე მშენებლობის წარმოებისა და ხეების გაშენების შესაძლებლობა, ამდენად მიწის ნაკვეთის გამოყენებას დანიშნულებისამებრ ვერ შესძლებს.
შესაგებლის თანახად, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა თუ რამდენად უალტერნატივოა აუცილებელი გზის დადგენა თითოეულ მოპასუხესთან მიმართებაში და რატომ არის მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყენება ერთადერთი საშუალება მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ჯეროვანი გამოყენებისათვის. ასეთ დასაბუთებას სარჩელი არ შეიცავს, ალტერნატიული გზის დადგენის მიზნით კორპორაციას სერვიტუტის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ უწარმოებია სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან, რომლებიც შესაძლოა დათანხმებოდნენ შეთავაზებულ პირობებს, რამდენადაც მიწის ნაკვეთებს იყენებენ ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. გარდა ამისა, კორპორაციას არ განუხილავს მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებზე სერვიტუტის ან აუცილებელი გზის გამოყენების ალტერნატივა და არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი ამით მისი საკუთრების არათანაზომიერი, არაპროპორციული და შესაბამისად, დაუშვებელი შეზღუდვის თავიდან აცილება.
2.2. მოპასუხეებმა ელ---------------–---–მა და ნათ--–----------–---–მა - წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, შესაგებლის თანახმად, მილსადენის გაყვანის შემთხვევაში მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მთელ პერიმეტრზე შეუძლებელი იქნება ნებისმიერი სახის მშენებლობის განხორციელება, რის გამოც ნაკვეთს მთლიანად ეკარგება კომერციული მიმზიდველობა და ის სრულად გამოუსადეგარი ხდება მათთვის, რადგან ვერ მოახერხებენ მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ. შეზღუდვები შეამცირებს ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოიფლების შემთხვევაში ადგილი ექნება მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის დაუშვებელ შეზღუდვას.
მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, მათ როგორც მესაკუთრეებს უფლება აქვთ თავისუფლად ფლობდნენ და სარგებლობდნენ ქონებით და განკარგონ იგი საკუთარი სურვილისა და საჭიროებისამებრ. მათ გეგმებში არ შედის ნაკვეთზე ერთწლიანი კულტურების დათესვა და აპირებენ კაკლის ნარგავების გაშენებას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვების გამო კი აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია.
მილსადენის ორივე მხარეს 21 მერტი სიგანის დაცვის ზონა თითქმის მთლიანად მოიცავს მათ მიწის ნაკვეთებს, რომელთა სიგანე სულ 28 მეტრია ნათ--–----------–---–ის შემთხვევაში, ხოლო 27 მეტრი - ელ---------------–---–ის შემთხვევაში, აკრძალვას კი მილსადენის ექსპულადაციის პერიოდიდან გამომდინარე სამუდამო ხასიათი ექნება. ამდენად, მიწის ნაკვეთის გამოყენებას დანიშნულებისამებრ ვერ შესძლებენ. ამასთანავე, ამავე დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში ვერ შესძლებენ მიწის ნაკვეთებზე ვერც ერთი ტიპის შენობა-ნაგებობის განთავსებას.
2.3. მოპასუხე ზუ--------–----–--ლმა - წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ N2-----------. ფართობია 3001 კვ.მ. მოსარჩელე ითხოვს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 2013 კვ.მ. ფართობის გამოყენებას, რაც მიწის ნაკვეთის 67.07%-ს შეადგენს. შესაბამისად, მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა არსებითი, არათანაზომიერი და დაუშვებელია.
სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელის განცხადება იმის თაობაზე, რომ მიწის მესაკუთრეს ,,სერვიტუტის მიწით'' სარგებლობის უფლება ეზღუდება მხოლოდ ,,სამშენებლო პერიოდის'' განმავლობაში. მისი მიწის ნაკვეთის შემთხვევაში რელევანტური არ არის მოსარჩელის მხრიდან იმაზე მითითება, რომ მილსადენის განთავსების შემდეგ მესაკუთრეს მიწაზე ნებისმიერი სახის ერთწლიანი კულტურის, ასევე საკმაოდ ფართო სახეობის ნარგავების მოყვანის შესაძლებლობა კანონმდებლბით აქვს გარანტირებული.
მოპასუხის გეგმებში არ შედის ნაკვეთზე ერთლიანი კულტურების დათესვა და აპირებს კაკლის ნერგების გაშენებას. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილების თანახმად, აკრძალულია კაკლის გაშენება მილსადენის დაცვის ზონაში, რაც შეადგენს 21 მეტრს. მილსადენის ორივე მხარეს 21 მეტრის სიგანის დაცვის ზონა თითქმის მთლიანად მოიცავს მიწის ნაკვეთს, რომლის სიგანე სულ 28 მეტრია. აღნიშნულის გამო ნაკვეთს მთლიანად ეკარგება კომერციული მიმზიდველობა და ის სრულად გამოუსადეგარი ხდება მისთვის, რადგან ვერ ახერხებს მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ, რასაც მილსადენის ექსპლუატაციის პერიოდიდან გამომდინარე ფაქტობრივად სამუდამო ხასიათი ექნება.
მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, მას როგორც მესაკუთრეს უფლება აქვს თავაისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და განკარგოს იგი საკუთარი სურვილისა და საჭიროებისამებრ.
შესაგებლის თანახმად, გზშ-ს ანგარიშში მოცემული ალტერნატივების ანალიზი განიხილვას სამ ალტერნატივას: 1. პროექტის განუხორციელებლობა; 2. ალტერნატივა 1 - არსებული გასზადენის სრული დემონტაჟი და არსებულ დერეფანში ახალი გაზსადენის მშენებლობა. 3. ალტერნატივა 2 (შერჩეული ალერნატივა) - მოქმედი გასზადენის დატოვება და ახალი გაზსადენის მშენებლობა ალტერნატიულ დერეფანში.
მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა თუ რამდენად უალტერნატივოა აუცილებელი გზის დადგენა თითოეულ მოპასუხესთან მიმართებაში და რატომ არის მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყენება ერთადერთი საშუალება მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ჯეროვანი გამოყენებისათვის. ასეთ დასაბუთებას სარჩელი არ შეიცავს. ალტერნატიული გზის დადგენის მიზნით კორპორაციას სერვიტუტის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ უწარმოებია სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან, რომლებიც შესაძლოა დათანხმებოდნენ შეთავზებულ პირობებს, რამდენადაც მიწის ნაკვეთებს იყენებენ ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად. გარდა ამისა, კორპორაციას არ განუხილავს მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებზე სერვიტუტის ან აუცილებელი გზის გამოყენების ალტერნატივა და არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი ამით მისი საკუთრების არათანაზომიერი, არაპროპორციული და შესაბამისად, დაუშვებელი შეზღუდვის თავიდან აცილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს მთავრობის 201--–-–--------–-სის №1--- განკარგულებით, სს „სა---------–--------------------------------------–-ას“ დაევალა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განხორციელება და მისი წარმატებით შესრულების მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების წარმოება. „პროექტის“ ძირითადი მიზანია, აჭარის და ზოგადად შავიზღვისპირა რეკრეაციული ზონების, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს ქვედა ზონის მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტის გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მთავრობის 201--–-–--------–-სის №1--- განკარგულება;
- „სა---------–--------------------------------------–-ის“ 21.04.2015 წლის წერილი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 08.05.2015 წლის წერილი №-------
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2.2. „პროექტის“ განხორციელების მიზნებისთვის, სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ მიერ გაწეულია მოცულობითი სამუშაო, რომლის შედეგად, სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ, 2017 წლის 17 მარტის №5---- ბრძანებით, მიღებულ იქნა პირობიანი მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 17 მარტის №5---- ბრძანება;
3.2.3. „პროექტის“ უზრუნველსაყოფად, შეძენილია გაზსადენის მშენებლობისათვის საჭირო მილები და ფასონური ნაწილები, რომელთა ღირებულება მხოლოდ მიმდინარე პროექტისთვის შეადგენს 7,211,124 აშშ დოლარს, რაც, გადახდის მომენტისათვის არსებული სავალუტო კურსის (2.30) გათვალისწინებით, 16,585,585 ლარია. სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, „პროექტის“ საწყისი 45კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია 2017 წელს, რომლის ღირებულება შეადგენს 12 370 882.82 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია ელექტრონული ტენდერების შესახებ (№NAთ1-------- და შPA1--------);
- სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებები;
3.2.4. სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ მიერ მომზადებული „აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების“ მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თანახმად, მშენებლობისათვის შერჩეული მარშრუტი, რომელიც გაივლის მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, წარმოადგენს გარემოსდაცვითი, ტექნიკური თუ ეკონომიკური კუთხით საუკეთესო ვარიანტს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში შერჩეული ალტერნატივა გულისხმობს გაზსადენის გაყვანას ვაკე რელიეფზე. თავიდან იქნება აცილებული გურიის მთა-გორიან მონაკვეთებზე გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული სირთულეები. საპროექტო გაზსადენის მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რეგიონის გაზმომარაგება განხორციელდება უწყვეტად არსებული გაზსადენის (აჭარის განშტოების) მეშვეობით და მოხდება რეგიონის გაზმომარაგების დივერსიფიკაცია. „პროექტით“ გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთების მინიმალური რაოდენობის შეზღუდვა, რაც, გაზსადენის მარშრუტს უალტერნატივოს ხდის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ მიერ მომზადებული „აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების“ მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიდან ამონარიდი;
3.2.5. „პროექტის“ განხორციელების და „კორპორაციის“ მიერ, თავის მფლობელობაში (სარგებლობაში ან საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებთან შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, „კორპორაციამ“ საკუთარი ხარჯით გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში განთავსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების უმეტეს ნაწილთან და საკუთარი ხარჯით დაარეგისტრირა შესაბამისი უფლებები სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში". სარგებლობის უფლებები რეგისტრირებულია ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწებზე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, (ბრძანება №432, №10 და №228) გაფორმებულია სერვიტუტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წარმოშობილი უფლებებიც, ასევე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სიტუაციური რუკა მოპასუხის და მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთების;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 31.12.2----–-–------------------
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 14.01.2----–-–-----------------
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 22.07.2----–-–------------------
- 22.01.2--- წლის სერვიტუტის №7-------------ელშეკრულება;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.2.6. ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომა 2-ში მდებარე, „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში განლაგებული საკადასტრო კოდის მქონე N2----------- მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მოპასუხის - ლა--------------ას სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.7. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე, „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში განლაგებული საკადასტრო კოდის მქონე N2----------- მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მოპასუხის - ნა----–-----------–---–-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.8. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე, „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში განლაგებული საკადასტრო კოდის მქონე N2----------- მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მოპასუხის - ელ---------------–---–-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.9. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე, „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში განლაგებული საკადასტრო კოდის მქონე N2----------- მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მოპასუხის - ზუ--------–----–--ლის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;(ტომი -1, ს.ფ. 44)
3.2.10. სს „სა---------–--------------------------------------–-ამ“ წერილობით მიმართა მოპასუხეებს, მიაწოდა ინფორმაცია სერვიტუტის ხელშეკრულების პირობების, საკომპენსაციო თანხის ოდენობის და მისი გამოთვლის საფუძვლების (ექსპერტიზის დასკვნის) შესახებ და თანდართული ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, თუმცა, მოპასუხეებს, ზეპირი მოლაპარაკებების დროს გამოთქმული მოსაზრება, აღნიშნული შეთავაზების მიღების შემდეგაც არ შეუცვლიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ წერილი;
- სერვიტუტის ხელშეკრულების პროექტი;
- მიწის ნაკვეთის აღწერის აქტი;
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა;
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი დასარეგისტრირებელი სერვიტუტის (აუცილებელი გზის) ფართობის ჩვენებით;
3.2.11. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებულია, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილ მიწის ფართობებზე სარგებლობის (აუცილებელი გზის) უფლებების მოპოვების აუცილებლობა, ხოლო საწინააღმდეგო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის” მიერ მოპასუხეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთებით სარგებლობისას მოპასუხეს უწესდება გარკვეული შეზღუდვები, რაც წარმოშობს მისი მხრიდან აღნიშნულით თმენის ვალდებულებას.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც მითითებული მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზეპირი განმარტება ფაქტის სადაოობისას არ წარმოადგენს ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხეების განმარტებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სადაო ფაქტის მტკიცება მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს. ნებისმიერ მხარეს ზეპირად ნებისმიერი განმარტების მიცემა შეუძლია, მაგრამ როცა ეს განმარტება სადაო ხდება, სასამართლო ვალდებულია მისი ნამდვილობა შეამოწმოს.
მოპასუხეებისს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილებზე, რომელზეც სარჩელით მოთხოვნილია კორპორაციისათვის აუცილებელი გზის უფლება, არ არის რაიმე სხვა უძრავი ქონება, გარდა მიწის ნაკვეთისა. ამასთან, კორპორაცია მზადაა, მოპასუხეებს გადაუხადოს კომპენსაცია. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითება, რომ სახეზეა არასამართლიანი კომპენსაცია და მხარეები ვერ შეთანხმდნენ თანხის ოდენობაზე არ წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მითუმეტეს როდესაც კონპენსაციის ოდენობა დავის საგანს არ წარმოდგენს სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ შეძლო სარჩელის დასაბუთება, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მას უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს აუცილებელი გზით სარგებლობა, ხოლო მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მის მიერ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 21-ე;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 170-ე, 180-ე, 183-ე, 247-ე, 323-ე მუხლები;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით;
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
შესაბამისად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის იურიდიულად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას”. სასამართლოს განმარტებით, იგი ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მნიშვნელობას კარგავს, უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შედარება.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები, რომელთა მიწის ნაკვეთი მოყოლილია კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის, აცხადებენ უარს კორპორაციის შეთავაზებაზე, შეუძლებელი ხდება კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირება და უწყვეტობის უზრუნველყოფით მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა. შედეგად ფერხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება.
საქმის მასალების კვლევით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეზღუდვის ფარგლები (აუცილებელი გზის ფართობი) გონივრულ შესაბამისობაშია აუცილებელი გზის მოთხოვნასთან.
იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეებს იმაზე მეტი შეზღუდვის თმენის ვალდებულება მოუწია, ვიდრე აღნიშნული აუცილებელი გზის ფარგლებში თავსდება (აუცილებელი გზის ფართობი), მითითებული გარემოება გათვალისწინებულ უნდა იქნეს თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის დაწესების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს, რომელთა მიწის ნაკვეთები მოყოლილია კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის, აცხადებს უარს კორპორაციის შეთავაზებაზე, შეუძლებელი ხდება კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირება და უწყვეტობის უზრუნველყოფით მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა. შედეგად ფერხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უკვე დამტკიცებული პროექტის არსებობა გულისხმობს მესამე პირთა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვების საჭიროებას. ამასთან, უფლება მოპოვებულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, თანაც, იმგვარად, რომ დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები. უფლების მოპოვების ერთ-ერთი სანივთო სამართლებრივი შესაძლებლობა სერვიტუტის დადგენაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. უძრავი ქონების მიმართ შეძენის წესს კი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე - 183-ე მუხლები, შესაბამისად, სერვიტუტის დადგენის მიზნებისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნება უძრავი ნივთის სანივთო სამართლებრივი შეზღუდვით დატვირთვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს "სა---------–--------------------------------------–-ა"-სგან მიეცა სერვიტუტის თაობაზე შეთანხმების გაფორმების წინადადება, რაზეც უარი განაცხადეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს ─ აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და საკუთრების ჩამორთმევას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
6.3. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.
კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~. ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.
6.4. საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა კი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კოდექსის 180-ე მუხლით რეგლამენტებული აუცილებელი გზის უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კორპორაციას, როგორც მეზობელ მიწის ნაკვეთებზე უფლებების მფლობელსა და მესაკუთრეს, უნდა მიეცეს უფლება, შევიდეს და ისარგებლოს მოპასუხის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით აუცილებელი გზის უფლების მოსაწყობად, რათა შეძლოს აუცილებელი კავშირის დამყარება საკუთარ მიწის ნაკვეთებთან, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი, რის შესახებაც მოსარჩელემ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტაცია, რომლითაც უდავოდ დადგინდა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტი. პროექტი ხელს უწყობს მინიმუმამდე შემცირდეს ატმოსფეროში ბუნებრივი გაზის გაჟონვები. ქვეყნის მოსახლეობა შეუფერხებლად უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, იზრდება ქვეყნის გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. პროექტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა ადასტურებს იმ ინტერესთა გარემოცვის არსებობას, რომლის დასაცავად, მოპასუხეთა საკუთრების უფლების შეზღუდვა აუცილებელია, რაც, ინტერესთა გონივრულ ბალანსს არ არღვევს.
აუცილებელი გზის უფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კორპორაციის უფლებამოსილება, დააწესოს და მოპასუხეების ვალდებულება ითმინონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ტექნიკური, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტებით განსაზღვრული სავალდებულო უსაფრთხოების შეზღუდვები.
სასამართლო აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა აუცილებელი გზის მოწყობის მეშვეობით, რაღა თქმა უნდა, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში უნდა მოხდეს, რითაც დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები, ანუ გარკვეული თმენის ვალდებულება სწორედაც რომ შესატყვისი კომპენსაციით უნდა იქნეს ანაზღაურებული.
დადგენილია, რომ ლა--------------ა, ნა----–-----------–---–-, ელ----------------–---–ი და ზუ--------–----–--ლი წარმოადგენენ „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში განლაგებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს.
მოპასუხეთა საკუთრებაში (მართლზომიერ მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაზსადენის მშენებლობის, გატარების და ექსპლუატაციის უფლების მიღების მიზნით კორპორაციამ შეთავაზა მოპასუხეებს სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმება. შეთავაზებაში აღნიშნული იქნა კომპენსაციის ოდენობა, რომელიც დადგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, რაზედაც მოპასუხეებმა განაცხადა უარი. აღნიშნული კი შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, სა---------–--------------------------------------–-ამ გამოთქვა მზაობა კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა, სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა იდენტიფიცირებადი ოდენობით კომპენსაციის სანაცვლოდ აუცილებელი გზის დადგენა. ასეთი მოთხოვნის არსებობის პირობებში, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, თუ რამდენად გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითხოვდა კორპორაცია აუცილებელი გზის დადგენას. თუ სარჩელში ამგვარი მოთხოვნა იქნებოდა სახეზე, ასეთ შემთხვევაში, მოპასუხესაც მიეცემოდა შესაძლებლობა შესაგებლით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას შეცილებოდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ აუცილებელი გზის დადგენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებია, თუმცა, ასეთ ვითარებაში, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშობა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს როგორც შეგებებული სარჩელის აღძვრის, ასევე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის გზით. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს რომ წინამდებარე სასარჩელო წარმოების საგანი არ არის კომპენსაციის განსაზღვრა. შესაბამისად, მხარემ მართალია, სარჩელში მიუთითა, რომ „კორპორაცია მზადაა ნებისმიერ დროს გაუფორმოს მოპასუხეებს სერვიტუტის ხელშეკრულება, რომელიც ერთვის წინამდებარე სარჩელს და გადაუხადოს კომპენსაცია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუმცა, აღნიშნული წარმოადგენს სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებას. მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელი აღძრულია აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა კი ეხება არამხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა, შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ. ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება არამხოლოდ აუცილებელი გზის ფარგლებში არსებული თმენის ვალდებულება, ასევე ის შეზღუდვა, დანაკარგი, დანაკლისი, თუ ზემოქმედება, რისი თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე აუცილებელი გზის ფარგლებში წარმოეშობა, რაღა თქმა უნდა, თუ მხარე დაადასტურებს, რომ აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე არსებობს ზემოქმედება, რითაც მესაკუთრე უფლება ილახება და რისი თმენის ვალდებულებაც მას აუცილებელი გზის დაწესებით წარმოეშვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართო მიიჩნევს, რომ ერთ მხრივ, საფუძვლიანია სა---------–--------------------------------------–-ის სარჩელი აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე. სარჩელის საფუძვლიანობას განაპირობებს როგორც აუცილებელი გზის წინაპირობების არსებობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, ასევე აღნიშნული შეზღუდვის დაწესების მიზანშეწონილობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, თუმცა, მეორე მხრივ, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი შეზღუდვა საჭიროებს მესაკუთრის უფლებათა შეზღუდვაზე დაწესებული თმენის ვალდებულების გონივრულ, სამართლიან კომპენსირებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე JAHN AND OTHERS v. GERMANY განმარტა, რომ საკუთრების თავისუფლად სარგებლობაში ჩარევისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესებსა და კერძო პირის ფუნდამენტური უფლების დაცვის მოთხოვნილებებს შორის. უნდა არსებობდეს პროპორციულობის გონივრული ურთიერთმიმართება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის, როდესაც ხდება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ეხება საკუთრების უფლების ჩამორთმევას ან შეზღუდვას.
ანაზღაურების პირობები არის ხელშესახები იმის შეფასებისას - მიღებული ზომები იცავს, თუ არა, აუცილებელ სამართლიან ბალანსს და ხომ არ აკისრებს განმცხადებელს არაპროპორციულ ტვირთს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ დავაში არ არსებობდა რა სასარჩელო მოთხოვნა არც მოსარჩელის მხრიდან, თუ რა კომპენსაციის სანაცვლოდ ითხოვდა აუცილებელი გზის დადგენას და არც შეგებებული სარჩელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ამიტომ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმაზე მეტს, ვიდრე არ უთხოვია, ამიტომ სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ აუცილებელი გზის დაწესების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების მართებულობაზე მსჯელობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელე სს "სა---------–--------------------------------------–-ა"-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, სასამართლო განმარტავს, საკუთრების აბსოლუტურ უფლებად მიჩნევა შეფარდებითია, არ არსებობს შეუზღუდავი საკუთრება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია მისი შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებათა რიცხვს არ განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლებაში ჩარევა, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვა და საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვისას აუცილებელია: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა. კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება.
6.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, კორპორაციის მიერ გატარებულია ძირითადი ღონისძიებები, რაც მოიცავს მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო პროცედურების გავლას, რაც თავის მხრივ დატვირთულია მრავალმხრივი და შრომატევადი პროცესებით, კერძოდ, შემუშავებულია მშენებლობის პროექტი, მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩატარებულია არქეოლოგიური კვლევა, გაფორმებულია სერვიტუტის ხელშეკრულებები, გაღებულია მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხარჯები, რაც თავის მხრივ მოიცავს ეროვნული არქივის მომსახურების, ექსპერტიზის მიერ შესრულებული სამუშაოს, საწვავის, საჯარო რეესტრის, სანოტარო მომსახურების და სხვა მომსახურების ხარჯებს. კორპორაციის მიერ გაღებული ხარჯები არის სოლიდური. ამასთან, საერთო სასამართლოებში დავების განხილვის და დასრულებისთვის საჭირო პროცედურების და ვადების, ასევე საქმეთა სიჭარბის გათვალისწინებით, შესაძლოა დავა წლობით გაგრძელდეს. სამუშაოების დროულად განუხორციელებლობა კი კორპორაციის მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო სამუშაოები შესყიდულია, ხოლო გაზსადენის მშენებლობის შემდეგ, იგეგმება აღნიშნული გაზსადენის სისტემაში ჩართვა, რაც რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგებით უზრუნველყოფას მოემსახურება. ახალი გაზსადენის აშენებამდე, კორპორაცია ლიცენზირებული ოპერატორის მეშვეობით გააგრძელებს გაზის მიწოდებას ძველი გაზსადენის მეშვეობით, რომლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აღნიშნული იწვევს ტექნიკური მომსახურების საჭიროებას. გაზსადენზე არსებული დაზიანებების გამო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას კი გაზის გაფრქვევის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია და გაზსადენის ექსპლუატაციის შედეგად მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, რაც იწვევს მეტ დაზიანებას, გაზის დანაკარგს, გამტარუნარიანობის დაქვეითებას, შესაბამისად, ,,კორპორაციის’’ ფინანსურ ზარალს. სამშენებლო სამუშაოების ოპერატიულად დაუსრულებლობის შემთხვევაში კი ყველაზე დიდი ზიანი მოსახლეობას და საწარმოებს მიადგება, ვინაიდან მუდმივად არსებობს დიდი მასშტაბის ავარიის და მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩენის საფრთხე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობით მიყენებული ზიანი მისი აღსრულებით გამოწვეულ, სავარაუდო ზიანს მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის გამოც გადაწყვეტილება, აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭების ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილია თითოეული მოპასუხის მიმართ 120 ლარის გადახდის სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ სარჩელი ლა--------------ას, ელ----------------–---–ის, ნა----–-----------–---–-სა და ზუ--------–----–--ლის მიმართ დაკმაყოფილდეს.
1.1. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს ლა--------------ას საკუთრებაში არსებულ, საკადასტრო კოდის N2----------- მქონე მიწის ნაკვეთის - 274 კვ.მ. ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად;
1.2. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს ელ----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ, საკადასტრო კოდის N2----------- მქონე მიწის ნაკვეთის- 1734 კვ.მ. ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად;
1.3. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს ნა----–-----------–---–-ს საკუთრებაში არსებულ, საკადასტრო კოდის N2----------- მქონე მიწის ნაკვეთის - 394 კვ.მ. ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად;
1.4. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ქობულეთის 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ,,სა---------–--------------------------------------–-ას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს ზუ--------–----–--ლის საკუთრებაში არსებულ, საკადასტრო კოდის N2----------- მქონე მიწის ნაკვეთის - 2013კვ.მ. ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად;
2. მოპასუხეებს - ლა--------------ას (პ/ნ 2----------), ელ----------------–---–ს (პ/ნ 3---------0), ნა----–-----------–--ლს(პ/ნ 3----------) და ზუ--------–----–--ლს (პ/ნ 3----------- დაეკისროდ სს „სა---------–--------------------------------------–-ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, თითოეულს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 120 ლარის ანაზღაურება;
3. სს ,,სა---------–--------------------------------------–-ის“ მოთხოვნა ლა--------------ას, ელ----------------–---–ის, ნა----–-----------–---–-სა და ზუ--------–----–--ლის მიმართ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14) მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ციცინო როხვაძე