განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2019
საქმის ნომერი
330100117002183170
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№---------

№--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - თ-------- ტ----–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებულები:

 

1. ზ------ ჭ-------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 0--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: დ--–----- სოფელი მ--–----------- დ-----–-------- ფაქტობრივი მისამართი - ქ. თბილისი, გ-–-------------------–---- თ--------------------–----

 

2. უ----- ხ------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: მ–------ სოფელი ს--------- ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, ა----–----–-----------------

 

3. ი----- ბ----–-–---–- - დაბადებული 1--- წლის 0---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ს--------- სოფელი ა---------------- შ------------ ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ქ-----------–-------------

 

4. ა-–------ ი-----–---- - დაბადებული 1--- წლის 0---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: დ------- სოფელი ს-----–-------------------- ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, მ---------------------------------------------

 

ადვოკატები - ტ------– კ---–-–---–ი, მ--- ჯ---–----ე, ს------- ჯ--------ე, გ--–- ძ------

 

თარჯიმანი ----–--- თ-------- ფ-------- ა--------ი,-------–- მ-----------

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია:

 

1. ზ----- ჭ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. უ----- ხ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

3. ი----- ბ----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

3. ა-–------ ი-----–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობაში დახმარება, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებაში დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულ ზ----- ჭ-------–---–ის და უ----- ხ------–---–ის მიმართ განსახილველი საკითხია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო ი----- ბ----–-–---–-ს და ა-–------ ი-----–----ს ბრალდება მასში, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ-----------–------------ში მდებარე, შპს ,,---------– ბ--–-----ის“ მ-----–------ის შენობაში, ა-–------ ი-----–----ს დახმარებით, რაც გამოიხატა შემთხვევის ადგილზე არსებული კამერების გამორთვასა და კარის გაღებაში, უ----- ხ------–---–ი, ზ------ ჭ-------–---–ი და ი----- ბ----–-–---–-, ფარულად დაეუფლნენ 12 მეტრის სიგრძის, 16 მმ პროფილის, A III კლასის, 6 შეკვრა არმატურას, რის შედეგადაც შპს ,,---------– ბ--–-----ს“ მიადგა დაახლოებით 38 160 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2. ი----- ბ----–-–---–-ს და ა-–------ ი-----–----ს ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.1. დაზარალებულ შპს ,,---------– ბ--–-----ის“ წარმომადგენლმა ბ--- ლ-----ემ განმარტა, რომ შპს ,,---------– ბ--–-----ში“ მუშაობს აღმასრულებელ დირექტორად. 2017 წლის 8 ოქტომბერს გამთენიისას დაურეკეს და უთხრეს, რომ ობიექტზე მოხდა ქურდობა, როცა გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ნახა პოლიციას დაკავებული ჰყავდა მანქანა, რომელზეც დაწყობილი იყო 6 შეკვრა არმატურა. ქურდობის ჩამდენი პირები იყვნენ ი-----–----, ბ----–-–---–- და კიდევ რამდენიმე. ჩადენილი დანაშაულის შედეგად შპს ,,---------– ბ--–-----ს“ მაიდგა 38 160 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2.2. ბრალდებულმა ი----- ბ----–-–---–მა თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მუშაობდა შპს ,,---------– ბ--–-----ში“ საწყობის გამგედ, საიდანაც წამოვიდა ამ შემთხვევამდე რამოდენიმე თვით ადრე. შპს ,,---------– ბ--–-----ში“ გაიცნო ა-–------ ი-----–----, რომელიც იყო დარაჯი და ამწეკრანის მძღოლიც. მან ი----- ბ----–-–---–ს შესთავაზა არმატურის მოპარვა, რომლის გაყიდვის შემდეგ ი----- ბ----–-–---–ს ა-–------ ი-----–----სთვის უნდა მიეცა გარკვეული თანხა. ი----- ბ----–-–---–მა არმატურის ქურდობის თაობაზე დაითანხმა უ----- ხ------–---–ი. დანაშაულის გეგმის მიხედვით, ა-–------ ი-----–----, რომელიც იმ ღამით ასრულებდა დარაჯის მოვალეობას, გამორთავდა ვიდეო კამერებს, გააღებდა ბაზის ჭიშკარს, ხოლო ი----- ბ----–-–---–- მიიყვანდა უ----- ხ------–---–ს, რომელიც ზ------ ჭ-------–---–თან ერთად ამწეკრანის დახმარებით არმატურას დატვირთავდა სატვირთო ა/მანქანაზე, შემდეგ კი უ----- ხ------–---–ი არმატურის რეალიზაციას მოახდენდა. ი----- ბ----–-–---–-ს განცხადებით, 8 ოქტომბერს ბაზის შიგნით იმყოფებოდა ა-–------ ი-----–----, ხოლო ბაზასთან მივიდნენ ის და უ----- ხ------–---–ი, მალევე მათ შეუერთდათ ზ----- ჭ-------–---–ი. მათ ბაზის ჭიშკარი ღია დახვდათ, საიდანაც გამოვიდა ა-–------ ი-----–----, რომელმაც განაცხადა, რომ ჭიშკარი იყო ღია და ვიდეო კამერები გამორთული. ა-–------ ი-----–---მა ასევე განაცხადა, რომ ამწეკრანი იყო გაფუჭებული და ითხოვდა სხვა ამწეკრანი ყოფილიყო მოძიებული. რამდენიმე ხანში მათ მოიყვანეს სხვა ამწეკრანი. ი----- ბ----–-–---–-ს განმარტებით, ღია ჭიშკარში პირველი თავად შევიდა, ჭიშკარს ბოქლომი არ ედო, ასევე ნახა, რომ ვიდეო კამერები იყო გამორთული. ამის შემდეგ ა-–------ ი-----–---მა თქვა, რამდენიმე წუთით სახლში წავიდოდა და კვლავ უკან დაბრუნდებოდა. სატვირთო ავტომანქანით ი----- ბ----–-–---–-, უ----- ხ------–---–ი და ზ------ ჭ-------–---–ი ბაზაზე შევიდნენ და დაიწყეს არმატურის დატვირთვა. დატვირთვის პროცესში მათთან მივიდა ა-–------ ი-----–----, რომელმაც განაცხადა, რომ ექვს შეკვრაზე მეტი არ უნდა დაედოთ. მათ ა-–------ ი-----–----ს მითითებით დატვირთეს ა/მანქანა არმატურით და როდესაც ბაზიდან გამოვიდნენ პოლიციის თანამშრომლებმა ისინი დააკავეს. ი----- ბ----–-–---–- ინანიებს ჩადენილს და ითხოვს პატიებას.

 

2.3. ბრალდებულმა უ----- ხ------–---–მა თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს დაუკავშირდა ი----- ბ----–-–---–-, რომელმაც განუცხადა, რომ ა-–------ ი-----–---- ბაზიდან გამოატანინებდა ნაქურდალ არმატურას, რაშიც დახმარება ესაჭიროებოდა, სანაცვლოდ გარკვეული თანხა დარჩებოდა, როგორც მას, ასევე უ----- ხ------–---–ს. უ----- ხ------–---–ი დათანხმდა ი----- ბ----–-–---–-ს შეთავაზებას და დასახმარებლად დაუკავშირდა ზ----- ჭ-------–---–ს. ისინი ბაზასთან დათქმულ დროს მივიდნენ სატვირთო ა/მანქანით. უ----- ხ------–---–ის განცხადებით, ს----- ბ----–-–---–ს ა-–------ ი-----–---მა განუცხადა, რომ გააღო ბაზის ჭიშკარი და გამორთო ბაზაზე განთავსებულ ვიდეო კამერები, ასევე განუცხადა, რომ ბაზაზე განთავსებულ ამწეკრანი იყო გაუმართავი. უ----- ხ------–---–ი ამწეკრანის თაობზე დაუკავშირდა მის მეგობარს ჯ--–--- გ-----–---–ს, რომელიც თ-------- პ----–---–თან ერთად მივიდა ბაზასთან. ამწეკრანის მისვლის შემდეგ ისინი ყველანი შევიდნენ ბაზაზე, ა-–------ ი-----–---მა განუცხადა, რომ 6 შეკვრა არმატურაზე მეტი არ დაეტვირთათ. მათ მოახდინეს არმატურის დატვირთვა და როდესაც ბაზის გარეთ გამოვიდნენ პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. უ----- ხ------–---–მა განაცხადა, რომ ა-–------ ი-----–---- შემთხვევის ადგილზე რამოდენჯერმე ნახა, პირველად სანამ ბაზაზე შევიდოდნენ, ხოლო შემდეგ არმატურის დატვირთვამდე, ხოლო ბოლოს არმატურის დატვირთვის პროცესში.

 

2.4. ბრალდებულმა ზ----- ჭ-------–---–მა თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ დაუკავშირდა უ----- ხ------–---–ი და შესთავაზა, რომ ქ-----------–-- ქუჩაზე მდებარე ბაზიდან მოპარული არმატურა მიეტანათ ე.წ. ე-–----ს ბაზრობაზე, სანაცვლოდ კი 1000 აშშ დოლარს გადასცემდა. როდესაც ბაზასთან მივიდა ზ----- ჭ-------–---–ი მას დახვდა უ----- ხ------–---–ი შვილებთან ერთად და ი----- ბ----–-–---–-. ზ----- ჭ-------–---–ის განმარტებით, ი----- ბ----–-–---–- ტელეფონზე ესაუბრებოდა ა-–------ ი-----–---ს, რომელიც რამდენიმე წუთში ბაზასთან დაინახა. ა-–------ ი-----–---მა ი----- ბ----–-–---–ს განუცხადა, რომ ბაზის ჭიშკარი გაიღებოდა და შესულიყვნენ, ასევე განაცხადა, რომ ბაზაზე განთავსებული ვიდეო კამერები იყო გამორთული. მათ ა-–------ ი-----–----სგან შეიტყვეს, რომ ბაზაზე განთავსებული ამწეკრანი არ იყო მწყობრში და სხვა ამწე კრანი მოეძიათ, რის შემდეგაც უ----- ხ------–---–ი დაუკავშირდა თავის ნაცნობს ჯ---ს და სხვა ამწეკრანი მივიდა ბაზასთან. ზ----- ჭ-------–---–ის განმარტებით, ისინი ა-–------ ი-----–---მა ცოტა ხნით დატოვა, ხოლო დანარჩენები ყველანი შევიდნენ ბაზაზე, სადაც დაიწყეს არმატურის დატვირთვა. არმატურის დატვირთვის პერიოდში მათთან მივიდა ა-–------ ი-----–----, რომელმაც განაცხადა ექვს შეკვრაზე მეტი არ დაეტვირთათ. როდესაც ა/მანქანა არმატურით დატვირთეს და ბაზის ტერიტორია დატოვეს, ისინი პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნენ დაკავებულები.

 

2.5. ბრალდებულმა ა-–------ ი-----–---მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2-3 წლის წინ დაიწყო მუშაობა შპს ,, ,,---------– ბ--–-----იში“ მექანიკოსად, მაშინ იქ მუშაობდა ი----- ბ----–-–---–-. ერთად იმუშავეს დაახლოებით 1 წელი და ქონდათ ახლო ურთიერთობა, მათთან ერთად მუშაობდა უ---- ხ------–---–იც. სამსახურში აკეთებდა ბევრ საქმეს, იყო ოპერატორიც, მექანიკოსიც. 7 ოქტომბერს საღამოს მისმა დამ შეატყობინა, რომ მამა იყო ცუდად, შემდეგ დამ და სიძემ გამოუარეს მანქანით და საღამოს წავიდნენ დ-----ში მამის სანახავად, მთელი ღამე დარჩა იქ, დილით დაურეკეს და შეატყობინეს ბაზაში მომხდარი ქურდობის თაობაზე. ა-–------ ი-----–----ს განცხადებით, მას არ მიუღია მონაწილეობა ბაზიდან არმატურის ქურდობაში.

 

2.6. მოწმე გ------- ხ------–---–მა განაცხადა, რომ მამამისს - უ----- ხ------–---–ს დაუკავშირდა ი----- ბ----–-–---–-, რომელმაც შესთავაზა ქ-----------–-- ქუჩაზე სატვირთო ავტომანქანით მისვლა, რათა დაეტვირთათ არმატურით. მან და მისმა ძმამ ს----- ხ------–---–მა უ----- ხ------–---–ი მიიყვანეს ქ-----------–-- ქუჩაზე მდებარე ბაზასთან, სადაც დახვდათ ი----- ბ----–-–---–-. გ------- ხ------–---–ის განმარტებით, ი----- ბ----–-–---–- შევიდა ბაზაში და იქიდან ის და ა-–------ ი-----–---- გამოვიდნენ, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ. მან უ----- ხ------–---–ისგან შეიტყო, რომ ა-–------ ი-----–---ს ბაზის კარი ჰქონდა გაღებული. ისინი შევიდნენ ბაზაზე და დაიწყეს არმატურით მანქანის დატვირთვა, რა დროსაც მათთან მივიდა ა-–------ ი-----–----, რომელმაც განაცხადა, რომ 6 შეკვრა არმატურაზე მეტი არ დაეტვირთათ. როდესაც მანქანა დატვირთეს, გამოვიდნენ ბაზიდან და პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

2.7. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ს----- ხ------–---–მა.

 

2.8. მოწმე ჯ--–--- გ-----–---–მა განაცხადა, რომ დაუკავშირდა უ----- ხ------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ ქ-----------–-- ქუჩაზე დასატვირთი იყო არმატურა. ვინაიდან ჯ--–--- გ-----–---–ის ამწეკრანს არ ეცალა, მან თხოვა თ-------- პ----–---–ის ამწეკრანით მისულიყვნენ ქ-----------–-- ქუჩაზე. ისინი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ გ------- ხ------–---–ი, უ----- ხ------–---–ი, ზ------ ჭ-------–---–ი და ერთი უცნობი პიროვნება. ისინი შევიდნენ ბაზაზე, დატვირთეს ავტო მანქანა არმატურით და როდესაც ბაზის ტერიტორია დატოვეს პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

 

2.9. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ-------- პ----–---–მა.

 

2.10. მოწმე ვ--–-- ხ--–--–---მა განაცხადა, რომ არის შპს ,,---------– ბ--–-----ის“ ბაზის დირექტორი აზერბაიჯანის მხრიდან. 2017 წლის 7 ოქტომბერს 18:00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში, თანამშრომლები აღნიშნავდნენ თბილისობას. დარაჯის ფუნქცია ჩაბარებული აქვს ბ------ უ-------–--ეს და ა-–------ ი-----–---საც. 7 ოქტომბერს ბ------სთან შეთანხმებით მორიგე იყო ა-–------ ი-----–----. მეორე დილით დაუკავშირდა რ--------- კ--–--- რომელმაც განუცხადა, რომ სამსახურში მისულიყო. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, დახვდა პოლიციის თანამშრომლები და შეიტყო, რომ ქურდობის ფაქტზე დაკავებული ყავდათ რამდენიმე პირი, რომლებმაც მოიპარეს 6 შეკვრა არმატურა. ვ--–-- ხ--–--–---მა დაადასტურა, რომ ბაზა იკეტება რკინის კარით, რომელიც სიმაღლეში არის 2.5 მეტრი და სიგანეში არის 7-8 მეტრი. ბაზის კარი იკეტება ელექტრონულადაც და ზედ უკეთდება ბოქლომიც. ბაზის დაკეტილი კარის გაღება გარედან შეუძლებელია. მან ასევე დაადასტურა, რომ მეორე დღეს ნახა ბაზაზე განთავსებული ვიდეო კამერები გამორთული იყო.

 

2.11. მოწმე რ--------- კ--–--მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,---------– ბ--–-----ში’’ დირექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 7 ოქტომბერს თბილისობა იყო და გადაწყვიტეს აღენიშნათ. სუფრაზე იყვნენ ს----- ბ----–-–---–-, პ-–------ ბ-------–---–ი, ი---- ჭ----–---–ი, ძმები ბ-------–---–ები და თავად, შემდეგ შეუერთდათ აზერბაიჯანელი მუშები. რვის ნახევარზე დატოვა სუფრა. ბ------ უ-------–--ე არის დარაჯი, მაგრამ მას ხანდახან ანაცვლებდა ა-–------ ი-----–----. 7 ოქტომბერს ბ------ უ-------–--ე უნდა ყოფილიყო მორიგე, მაგრამ დირექტორთან შეთანხმდნენ, რომ ა-–------ ი-----–---- იმორიგევებდა. რ--------- კ--–--ს მეორე დირექტორმა დაურეკა და უთხრა, რომ ი-----–---- მოგვიანებით მივიდოდა. მეორე დღე გამთენიისას დაურეკეს და უთხრეს მომხდარზე, როცა მივიდა ნახა, რომ ბაზა გახსნილ იყო და არმატურით დატვირთული მანქანა იყო გაჩერებული. კომპანიაში ი----- ბ----–-–---–- მუშაობდა 2017 წლის მარტის ბოლომდე, საწყობის გამგედ. რ--------- კ--–--ს განმარტებით, სანამ სამსახურიდან წავიდოდა ბაზაზე განთავსებული ვიდეო კამერები ჩართულ მდგომარეობაში დატოვა, ხოლო მეორე დღეს როდესაც ქურდობის ფაქტი მოხდა, ნახა, რომ ვიდეო კამერები გამორთულ მდგომარეობაში იყო.

 

2.12. მოწმე ბ------ უ-------–--ემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მუშაობს შპს ,,---------– ბ--–-----ში’’ დარაჯად. 2017 წლის 7 ოქტომბერს ღამით უნდა ყოფილიყო დარაჯად, მაგრამ მიდიოდა სოფელში და სთხოვა ხელმძღვანელობას მის მაგივრად სხვა დარჩებოდა. ბ------ უ-------–--ემ სთხოვა ა-–------ ი-----–---ს მის მაგივრად მორიგეობა, რაზეც დათანხმდა. გამთენიისას დაურეკა რ--------- კ--–--მ და უთხრა, რომ ნაქურდალი არმატურით მანქანა იყო დაკავებული. როცა მივიდა ნახა, რომ კამერები დენიდან გამორთული იყო.

 

2.13. მოწმე ე-–----- მ--------მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,---------– ბ--–-----ში’’ მუშად.

2017 წლის 7 ოქტომბერს ბაზაში მისვლისას სუფრა დახვდა გაშლილი, სუფრაზე იყო ი----- ბ----–-–---–- და სხვები, ნახევარ საათში მოვიდა ა-–------ ი-----–----, რომელიც იმ დღეს დარაჯის ფუნქციას ასრულებდა. სუფრა გაგრძელდა დაახლოებით ღამის 11 საათამდე. ამის შემდეგ წავიდა ოთახში, 10-15 წუთში შემოვიდა ა-–------ ი-----–---- და მ------ ტ-----ს ეთამაშა ნარდი. იგი ნახევარ საათში წავიდა. პოლიციელები მოვიდნენ გამთენიისას 3-4 საათზე.

 

2.14. ანალოგიური ჩვენება მისაც სასამართლოს მოწმე მ------ ტ-----მა.

 

2.15 . მოწმეებმა ი---- ჭ----–---–მა, მ-----– და ლ---- ბ-------–---–ებმა აჩვენეს, რომ ისინი მუშაობენ შპს ,,---------– ბ--–-----ში’’ მუშებად. 7 ოქტომბერს იყო თბილისობა და საღამოს აღნიშნეს. ბაზაზე როდესაც ქეიფობდნენ სხვა თანამშრომლებთან ერთად იყო ი----- ბ----–-–---–-, 8 საათზე მათ შეუერთდათ ა-–------ ი-----–----, რომელიც ღამის დარაჯის ფუნქციას ასრულებდა.

 

2.16. მოწმე კ--- ა--–------–---–მა აჩვენა, რომ არის ი-----------------------------–------------------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი. მიიღო ინფორმაცია ქ-----------–-- ქ-----ში არსებული ლითონის საწყობიდან ი----- ბ----–-–---–-ს, უ----- ხ------–---–ის და ზ----- ჭ-------–---–ის მიერ ლითონის მასალის მოპარვის ფაქტზე, რაც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

2.17.მოწმეებმა თ----- გ------–--ემ, ზ----- ა-----–---–მა და ლ---- კ-------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.18. დაცვის მხარის მოწმეებმა ა--–-- მ--------ამ, რომელიც არის ა-–------ ი-----–----ს და, ს---- მ--------ამ, რომელიც არის ა-–------ ი-----–----ს სიძე, ფ------- ი-----–---მა, რომელიც არის ა-–------ ი-----–----ს ძმა, ა--–-- ფ-–- ა------მა, რომელიც დ-----ში არის ა-–------ ი-----–----ს მამის მეზობელი განაცხადეს, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს ცუდად გახდა ა-–------ ი-----–----ს მამა, რომელიც ცხოვრობს დ-----ში. ა-–------ ი-----–----, მისი და ა--–-- მ--------ა და დის ქმარი თბილისიდან წავიდნენ 8-ის ნახევარზე, ისინი სოფელში ჩავიდნენ 23:30 საათზე და მთელი ღამე იქ დარჩნენ. ა-–------ ი-----–---- მთელი ღამე იყო სახლში და არსად გასულა. ასევე, ა--–-- მ--------ამ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ მამა გარდაიცვალა, მაგრამ თუ როდის მას თარიღი არ ახსოვს.

 

2.19. მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი მოწმეების ვ-----–- გ-----–-ას, გ--- გ-------ის, ზ----- ჯ------–---–ის, პ----- გ-------ს, ი-----–- კ-----–--ის, თ----- ბ-------ის, ე-----–- თ---------–ის, ნ----- ა–-------ს, ი----- თ------–---–-ს, გ--- ა-–----–---–-ს,-------- ა-----–--ის, ი---–---------–---ის, ზ------ ს--------ის, გ------- ხ-------–---–ის, პ----- ბ-------–---–ის, ლ---- ა----–---–-ს, ვ-–-------- ნ------ის,--------- ქ---------ის, ზ------ პ---–---–-ს, ბ---–--- თ---------–---–ის, პ------- ბ-------–---–ის, ზ------ ჯ---–--ის ჩვენებები.

 

2.20. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისში, ქ-----------–-- ჩ-------ში მდებარე მ-----–-- ბაზა შპს ,,---------– ბ--–-----ის’’ ტერიტორია, რომელსაც ქ-----------–-- ქუჩიდან აქვს საგორებელი ჭიშკარი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. ჭიშკრიდან მარჯვნივ განთავსებულია სადარაჯო ოთახი, ოთახში დგას პატარა მაგიდა, რომლის ქვეშ განთავსებულია გარე სათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც გამორთულია კვების წყაროდან, ოთახზე გარედან დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა. ჭიშკრიდან მარცხნივ განთავსებულია სასაწყობე შენობა, სადაც დასაწყობებულია მეტალის მასალა. დაზარალებულმა ვ--–-- ხ--–--–---მა მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულ დასაწყობებულ ლითონის მასალიდან იქნა მოპარული არმატურა.

 

2.21. ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ქ-----------–-- ჩ-------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ზ----- ჭ-------–---–ისგან ამოღებული იქნა ა/მანქანა, ტრაილერი სკანიის ფირმის, სახ. ნომრით N--------- რომელსაც ჰქონდა მისაბმელი სახ. ნომრით V--------

 

2.22. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ი----- ბ----–-–---–-ს ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით და მისი მითითებით ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ შპს ,,---------– ბ--–-----ის“ მ-----–------ის ობიექტზე. ობიექტზე შესვლიდან დაახლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ მივიდნენ შეკვრებად განთავსებულ რკინის არმატურებთან, სადაც ი----- ბ----–-–---–მა თანმხლებ პირებთან ერთად 6 შეკვრა 12 მეტრის სიგრძის არმატურები ამწეკრანის საშუალებით დადეს ტრაილერზე, რომელიც შემდგომ ჩასაბარებლად მიჰქონდათ.

 

2.23. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ------- ხ------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით და მისი მითითებით ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ ქ. თბილისში, ქ-----------–------------ში, სადაც გ------- ხ------–---–მა მიუთითა შავი ფერის რკინის ჭიშკარაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ჭიშკრის გავლით შევიდნენ ბაზაში და შემდეგ მიუთითა და აღნიშნა, რომ თანმხლებ პირებთან ერთად, მათ შორის, ი----- ბ----–-–---–თან ერთად ბაზაზე დატვირთა 6 შეკვრა არმატურა და გამოიტანეს ბაზიდან.

 

2.24. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ს----- ხ------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით და მისი მითითებით, ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ ქ. თბილისში, ქ-----------–------------ში, სადაც განთავსებული არის შპს ,,---------– ბ--–-----ი“. ს----- ხ------–---–მა მიუთითა შავი ფერის რკინის კარებზე, რომელიც ღია იყო და შევიდნენ ბაზაში, შემდეგ მიუთითა აღნიშნული ბაზის ტერიტორიაზე უკანა მხარეს, სადაც ალაგია ლითონის კონსტრუქციის არამტურის შეკვრები. მანვე აღნიშნა, რომ თანხმლებ პირებთან ერთად, მათ შორის, ი----- ბ----–-–---–თან ერთად, დატვირთეს 6 შეკვრა არმატურით ავტო მანქანა და გამოვიდნენ ბაზიდან.

 

2.25. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, უ----- ხ------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით და მისი მითითებით ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ ქ. თბილისში, ქ-----------–------------ში, სადაც მდებარეობს მ-----–------ა. ბაზაზე შესვლის შემდგომ უ----- ხ------–---–მა მიუთითა ის ადგილი სადაც განთავსებულია შეკვრებად დაფასოებული რკინის არმატურები და საიდანაც 2017 წლის 8 ოქტომბერს მოიპარეს უ----- ხ------–---–მა და მისმა თანხმლებმა პირებმა 6 შეკვრა არმატურა.

 

2.26. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ზ------ ჭ-------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით და მისი მითითებით, ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ ქ. თბილისში, ქ-----------–------------ში, სადაც მდებარეობს მ-----–------ა. ბაზაზე შესვლის შემდგომ ზ------ ჭ-------–---–მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც დაფასოებულია რკინის არმატურები შეკვრებად, საიდანაც ზ------ ჭ-------–---–მა და თანმხლებმა პირებმა დაალაგეს 6 შეკვრა 12 მეტრის სიგრძის რკინის არმატურები, რომელიც შემდგომ მიჰქონდათ ჩასაბარებლად.

 

2.27. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N---------ასკვნის თანახმად, ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ავტოსადგომზე ექსპერტიზაზე წარდგენილი, 12,0 მ-ი სიგრძის, 16 მმ პროფილის და A-III კლასის ლითონის არმატურის საბაზრო ღირებულებამ (პირდაპირი ხარჯებით) შეადგინა - 38610,00 (ოცდათვრამეტი ათას ექვსას ათი) ლარი.

 

2.28. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------- ხ------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან რიგით პირველი ანუ მარცხნიდან რიგით მესამე პიროვნება (ა-–------ ი-----–----). გ------- ხ------–---–ის განმარტებით, აბსოლუტურად დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში და ამოცნობილი პიროვნების სიზუსტეში. მან ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სუსტი აღნაგობით, სიმაღლით, მოგრძო პირისახით, მოგრძო ფორმის ცხვირით, სახეზე ჩავარდნილი ყვრიმალებით, დიდი ზომის გამოწეული ყურებით, ოდნავ შემელოტებული მოშავო ფერის თმებით და საერთო იერსახით.

 

2.29. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს----- ხ------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან რიგით პირველი ანუ მარცხნიდან რიგით მესამე პიროვნება (ა-–------ ი-----–----). ს----- ხ------–---–ის განმარტებით, აბსოლუტურად დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში და ამოცნობილი პიროვნების სიზუსტეში. მან ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, მოგრძო პირისახით, მოგრძო ფორმის ცხვირით, სახეზე ჩავარდნილი ყვრიმალებით, დიდი ზომის გამოწეული ყურებით, ოდნავ შემელოტებული მოშავო ფერის თმებით და საერთო იერსახით.

 

2.30. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, უ----- ხ------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან რიგით პირველი ანუ მარცხნიდან რიგით მესამე პიროვნება (ა-–------ ი-----–----). უ----- ხ------–---–ის განმარტებით, იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში და ამოცნობილი პიროვნების სიზუსტეში. მან ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, მოგრძო პირისახით, მოგრძო ფორმის ცხვირით, სახეზე ჩავარდნილი ყვრიმალებით, დიდი ზომის გამოწეული ყურებით, ოდნავ შემელოტებული მოშავო ფერის თმებით და საერთო იერსახით.

 

2.31. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ------ ჭ-------–---–მა წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც მისი განმარტებით არის ა-–------ა. მან ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: მოგრძო პირისახით, მოგრძო ფორმის ცხვირით, სახეზე ჩავარდნილი ყვრიმალებით, დიდი ზომის გამოწეული ყურებით, ოდნავ შემელოტებული მოშავო ფერის თმებით და საერთო იერსახით.

 

2.32. ბრალდებულ ი----- ბ----–-–---–-ს ადვოკატმა მოითხოვა ი----- ბ----–-–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება და კანონით გათვალიწინებული შეღავათების გავრცელება, ვინაიდან, ი----- ბ----–-–---–მა თავიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ჩადენილი ქმედება, ამხილა ყველა პირი ვინც მასთან ერთად ჩაიდინა დანაშაული და გაურკვეველი მიზეზების გამო, ბრალდების მხარემ მასთან არ გააფორმა საპროცესო შეთანხმება.

 

2.33. სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი მასალები, მათი ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი----- ბ----–-–---–-ს მიმართ გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; ბრალდებულ ი----- ბ----–-–---–-ს, ასევე ბრალდებულების ზ----- ჭ-------–---–ის და უ---- ხ------–---–ის აღიარებითი ჩვენებები და სხვა მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, წერილობით და სხვა მტკიცებულებებთან. კერძოდ:

2.33.1. დაზარალებულ შპს ,,---------– ბ--–-----ის“ წარმომადგენლის ბ--- ლ-----ის, მოწმეების ვ--–-- ხ--–--–---ის, რ--------- კ--–--ს, ბ------ უ-------–--ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ-----------–------------ში მდებარე, შპს ,,---------– ბ--–-----ის“ მ-----–------ის შენობიდან მოპარულ იქნა 6 შეკვრა არმატურა.

2.33.2. აღნიშნულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ არ ხდის ბრალდებული ი----- ბ----–-–---–- და გულწრფელად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ი----- ბ----–-–---–-ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია ბრალდებულების ზ----- ჭ-------–---–ის და უ----- ხ------–---–ის ჩვენებებთან, ასევე, მოწმეების ე-–----- მ--------ას, ი---- ჭ----–---–ის, მ-----– და ლ---- ბ-------–---–ების, გ------- და ს----- ხ------–---–ების ჩვენებებთან;

2.33.3. ი----- ბ----–-–---–-ს ბრალდებას გარდა ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა ადასტურებს ი----- ბ----–-–---–-ს, გ------- ხ------–---–ის, ს----- ხ------–---–ის, უ----- ხ------–---–ის, ზ------ ჭ-------–---–ის მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ამოღების ოქმი და საქმეში ჩატარებული სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

2.33.4. სასამართლომ შეაფასა რა ი----- ბ----–-–---–-ს ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ი----- ბ----–-–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი----- ბ----–-–---–-ს ბრალდებას მასში, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ-----------–------------ში მდებარე, შპს ,,---------– ბ--–-----ის“ მ-----–------ის შენობაში, ა-–------ ი-----–----ს დახმარებით, რაც გამოიხატა შემთხვევის ადგილზე არსებული კამერების გამორთვასა და კარის გაღებაში, უ----- ხ------–---–ი, ზ------ ჭ-------–---–ი და ი----- ბ----–-–---–-, ფარულად დაეუფლნენ 12 მეტრის სიგრძის, 16 მმ პროფილის, A III კლასის, 6 შეკვრა არმატურას.

 

2.34. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ბ----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.35. ბრალდებულ ა-–------ ი-----–----ს ადვოკატმა ვრცლად მიმოიხილა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ა-–------ ი-----–----ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ა-–------ ი-----–---- საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მას არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება და სხვა ბრალდებულების მიერ მისი მხილება მიმართულია მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნაზე.

 

2.36. სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი მასალები, მათი ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ა-–------ ი-----–----ს მიმართ გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; ბრალდებულების ი----- ბ----–-–---–-ს, ზ----- ჭ-------–---–ის და უ---- ხ------–---–ის ჩვენებები და სხვა მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, წერილობით და სხვა მტკიცებულებებთან და ისინი უტყუარად ამხელენ ა-–------ ი-----–---ს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში. კერძოდ:

2.36.1. ი----- ბ----–-–---–მა ამხილა ა-–------ ი-----–---- მასში, რომ ა-–------ ი-----–---მა მას შესთავაზა შპს ,,---------– ბ--–-----ის“ ბაზიდან არამატურის მოპარვა, რაშიც შეპირდა დახმარებას, კერძოდ, დანაშაულის გეგმის მიხედვით, ა-–------ ი-----–----, რომელიც იქნებოდა ღამის ცვლაში დარაჯად, გამორთავდა ვიდეო კამერებს, გააღებდა ბაზის ჭიშკარს, რაშიც მიიღებდა თანხის ნაწილს.

2.36.2. მოწმეების ბ------ უ-------–--ის, ვ--–-- ხ--–--–---ის, რ--------- კ--–--ს ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს ბ------ უ-------–--ე ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაუკავშირდა ა-–------ ი-----–---ს მის მაგივრად რომ ედარაჯა, რაზეც დათანხმდა.

2.36.3. მოწმეების ე-–----- მ--------ის, მ------ ტ-----ის, ი---- ჭ----–---–ის, მ-----– და ლ---- ბ-------–---–ების და სხვათა ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 7-8 ოქტომბერს ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და დარაჯის ფუნქციას ასრულებდა ა-–------ ი-----–----.

2.36.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების ვ--–-- ხ--–--–---ის, რ--------- კ--–--ს ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ქ-----------–-- ჩ-------ში მდებარე შპს ,,---------– ბ--–-----ის’’ შესასვლელი რკინის ჭიშკარი იქნა გაღებული, ხოლო სადარაჯო ოთახში განთავსებული გარე სათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა კვების წყაროდან იქნა გამორთული.

2.36.5. ი----- ბ----–-–---–-ს, ზ----- ჭ-------–---–ის, უ----- ხ------–---–ის, გ------- და ს----- ხ------–---–ების, ჯ--–--- გ-----–---–ის, თ-------- პ----–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–------ ი-----–----სგან შეიტყვეს, რომ ამწეკრანი იყო გაფუჭებული და ვერ დატვირთავდნენ მანქანას, რის გამოც დახარება სთხოვეს ჯ--–--- გ-----–---–ს და თ-------- პ----–---–ს.

2.36.6. ი----- ბ----–-–---–-ს, ზ----- ჭ-------–---–ის, უ----- ხ------–---–ის, გ------- და ს----- ხ------–---–ების, ვ--–-- ხ--–--–---ის, რ--------- კ--–--ს, ბ------ უ-------–--ის ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ-----------–------------ში მდებარე, შპს ,,---------– ბ--–-----ის“ მ-----–------ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ა-–------ ი-----–----, რომელმაც სადარაჯო ოთახში დენის წყაროდან გამორთო ვიდეო კამერები, ასევე გააღო ბაზაში შესასვლელი რკინის კარი, რომელიც მხოლოდ შიგნიდან იღებოდა; ამასთან, არმატურის დატვირთვის პერიოდში ა-–------ ი-----–---მა უთხრა ბრალდებულებს, რომ ექვს შეკვრა არამატურაზე მეტი არ დაეტვირთათ.

2.36.7. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს დაცვის მხარის მოწმეების ასლი მ--------ას, ს---- მ--------ას, ფ------- ი-----–---ას და ა--–-- ფ-–- ა------ას ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს ცუდად გახდა ა-–------ ი-----–----ს მამა, რის გამოც დაახლოებით 8 საათზე ა-–------ ი-----–---- თავის დასთან და სიძესთან ერთად წავიდა დ-----ში და დაახლოებით 23:30 საათზე ა-–------ ი-----–---- ჩავიდა სოფელში. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ისინი არიან ა-–------ ი-----–----ს დედმამიშვილები, ნათესავები და დაახლოებული პირები, ამასთან, სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ა-–------ ი-----–---- მამის ცუდად გახდომის გამო ნამდვილად წასულიყო დ-----ში, მაგრამ მოწმეები ვერ ხსნიან თუ რატომ დაიმახსოვრეს დაახლოებით ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტის თარიღი და თბილისიდან წასვლის და ჩასვლის დრო ასე ზუსტად, მაშინ როდესაც, ა-–------ ი-----–----ს დას -----–- მ--------ას არ ახსოვს მამის გარდაცვალების თარიღი, რაც ეჭვს ბადებს მოწმეთა ჩვენების სისწორეში.

2.36.8. ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების და უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ა-–------ ი-----–----ს ჩვენებას წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება არადამაჯერებელია, არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის კრიტერიუმს და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისაკენ.

2.36.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, ა-–------ ი-----–----ს მიმართ უტყუარად დასტურდება დახმარება ქურდობის ჩადენაში.

2.36.8. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელსაც მიეკუთვნება ქურდობა, წარმოადგენენ შედეგიან დელიქტებს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების მომენტიდან, რა დროსაც დამნაშავეს ამოძრავებს ანგარების მოტივი. კონკრეტულ საქმეში ბრალდებულებმა თავიანთი განზრახვა მიიყვანეს ბოლომდე, რადგან იმ ოდენობის არმატურა დააწყვეს მანქანაზე, რისი მოპარვაც ქონდათ განზრახული და გაიტანეს ბაზის ტერიტორიიდან. აღნიშნული ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დამთავრებული დანაშაული.

2.36.9. სასამართლომ შეაფასა რა ა-–------ ი-----–----ს ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ-----------–------------ში მდებარე, შპს ,,---------– ბ--–-----ის“ მ-----–------ის შენობაში, ა-–------ ი-----–---- დაეხმარა ი----- ბ----–-–---–ს, ზ----- ჭ------–---–ს და უ----- ხ------–---–ს ფარულად დაეუფლნენ 6 შეკვრა არმატურას, რაც გამოიხატა შემთხვევის ადგილზე არსებული კამერების გამორთვასა და კარის გაღებაში.

 

2.37. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ა-–------ ი-----–----ს ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა ქურდობაში დახმარება, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებაში დახმარება.

 

ქურდობა, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.38. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თავდაპირველად ა-–------ ი-----–---- და ი----- ბ----–-–---–- შეკავშირდნენ და შეადგინეს გეგმა თუ როგორ უნდა მოეპარათ შპს ,,---------– ბ--–-----ის’’ საწყობიდან არმატურა, შემდეგ ი----- ბ----–-–---–მა არმატურის ქურდობის თაობაზე დაითანხმა უ----- ხ------–---–ი. დანაშაულის გეგმის მიხედვით, ა-–------ ი-----–----, რომელიც იმ ღამით ასრულებდა დარაჯის მოვალეობას, გამორთავდა ვიდეო კამერებს, გააღებდა ბაზის ჭიშკარს, ხოლო ი----- ბ----–-–---–- მიიყვანდა უ----- ხ------–---–ს, რომელიც ზ----- ჭ-------–---–თან ერთად ამწეკრანის დახმარებით არმატურას დატვირთავდა სატვირთო ა/მანქანაზე, შემდეგ კი უ----- ხ------–---–ი არმატურის რეალიზაციას მოახდენდა. არმატურის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა უნდა განაწილებულიყო ბრალდებულებს შორის. აღნიშნული გეგმა განხორციელებულ იქნა ბრალდებულების მიერ, რაც მოწმობს, რომ ოთხივე ბრალდებული წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

2.39. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

2.40. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ი----- ბ----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ა-–------ ი-----–---მა ჩაიდინა ქურდობაში დახმარება, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით

 

2.41. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N---------ასკვნის თანახმად, ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ავტოსადგომზე ექსპერტიზაზე წარდგენილი, 12,0 მ-ი სიგრძის, 16 მმ პროფილის და A-III კლასის ლითონის არმატურის საბაზრო ღირებულებამ (პირდაპირი ხარჯებით) შეადგინა - 38610,00 (ოცდათვრამეტიათასექვსასათი) ლარი; ამავე ფაქტს ადასტურებს დაზარალებულის წარმომადგენლის ბ--- ლ-----ის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები.

 

2.42. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

2.43. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–------ ი-----–----ს და ი----- ბ----–-–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 10 000 ლარს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულმა ი----- ბ----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა დიდი ოდენობით; ასევე, ბრალდებულმა ა-–------ ი-----–---მა ჩაიდინა დახმარება ქურდობაში, დიდი ოდენობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ბ----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

3.3. საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას; ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამხმარის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–------ ი-----–---მა ჩაიდინა ქურდობაში დახმარება, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებაში დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

3.5. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი----- ბ----–-–---–-ს და ა-–------ ი-----–----ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავეებად.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი----- ბ----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება; ი----- ბ----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4.2. ა-–------ ი-----–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სოციალურად მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაული; ი----- ბ----–-–---–ს წარსული ნასამართლობა მოხსნილი აქვს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ა-–------ ი-----–---- არ არის ნასამართლევი, მას ბრალი ედება დანაშაულის ჩადენის დახმარებაში, ორივე ბრალდებული არის დაოჯახებული.

 

5.2. მიუხედავად იმისა, რომ ი----- ბ----–-–---–მა აღიარა დანაშაული, დაასახელა დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირები და თავიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არსებობს ადვოკატის მოთხოვნის გაზიარების საფუძველი სასჯელის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრის თაობაზე, რადგან ი----- ბ----–-–---–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე და იგი დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე, რაც გამორიცხავს სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის წესის გამოყენებას.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ი----- ბ----–-–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე ა-–------ ი-----–---ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სასჯელის მინიმუმი 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა ი----- ბ----–-–---–მა და ა-–------ ი-----–---მა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.

 

6.საპროცესო შეთანხმების არსი ბრალდებულ ზ------ ჭ-------–---–თან და უ----- ხ------–---–თან მიმართებაში.

 

6.1. 2018 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი სახელმწიფო ბრალმდებელს ქ-------–--------------------------------–--------------------- პროკურორ თ-------- ტ----–--ესა და ბრალდებულებს ზ----- ჭ-------–---–ს, უ----- ხ------–---–სა და მის ადვოკატებს გ--–- ძ------სა და ტ------– კ---–-–---–ს შორის.

 

6.2. 2019 წლის 18 იანვარს ქ-------–--------------------------------–--------------------- პროკურორმა თ-------- ტ----–--ე სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობები მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და ბრალდებულ უ----- ხ------–---–სა და ზ----- ჭ-------–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

6.3. უ----- ხ------–---–ის და ზ------ ჭ-------–---–ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ-----------–------------ში მდებარე, შპს ,,---------– ბ--–-----ის“ მ-----–------ის შენობაში, ა-–------ ი-----–----ს დახმარებით, რაც გამოიხატა შემთხვევის ადგილზე არსებული კამერების გამორთვასა და კარის გაღებაში, უ----- ხ------–---–ი, ზ------ ჭ-------–---–ი და ი----- ბ----–-–---–-, ფარულად დაეუფლნენ 12 მეტრის სიგრძის, 16 მმ პროფილის, A III კლასის, 6 შეკვრა არმატურას, რის შედეგადაც შპს ,,---------– ბ--–-----ს“ მიადგა დაახლოებით 38 160 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

6.4. ბრალზე გარიგების შესახებ საპროცესო შეთანხმების ოქმებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე:

ზ------ ჭ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ზ------ ჭ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი. ზ------ ჭ-------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;

უ----- ხ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. უ----- ხ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი. ზ------ ჭ-------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.5.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

6.5.1. ბრალდებულების ზ------ ჭ-------–---–ის და უ----- ხ------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების გ------- ხ------–---–ის, ჯ--–--- გ-----–---–ის, თ-------- პ----–---–ის, ვ--–-- ხ--–--–---ის, კ--- ა--–------–---–ის, რ--------- კ--–--ს, ი----- ხ------–---–ის, ს----- ხ------–---–ის, ბ--- ლ-----ის ჩვენებებით, თავად ბრალდებულების ზ------ ჭ-------–---–ის და უ----- ხ------–---–ის აღიარებითი ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებებით, 2017 წლის N--------ქსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

 

6.6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

6.6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

6.6.2. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ; ბრალდებულები ასევე სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან. გარდა ამისა, მათთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

6.6.3. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებებში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

6.6.4. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

6.7. სამართლებრივი შეფასება:

 

6.7.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 21-ე თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ბრალდებულები ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში.

 

6.7.2. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად. ზ------ ჭ-------–---–ს და უ----- ხ------–---–ს მთლიანად უდასტურდებათ წარდგენილი ბრალდება, რის გამოც, ქ-------–--------------------------------–--------------------- პროკურორის თ-------- ტ----–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7.3. ზ------ ჭ-------–---–ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუქნტით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი. შესაბამისად, უნდა დამტკიცდეს მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

6.7.4. უ----- ხ------–---–ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი. შესაბამისად, უნდა დამტკიცდეს მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

7.1. ზ------ ჭ-------–---–ის მიმართ ჩატარებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ტრაილერი (სახ.N----------), მისაბმელი (სახ.----------), რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

7.2. მისაბმელზე არსებული 6 (ექვსი) შეკვრა, 12 (თორმეტი) მეტრის სიგრძის რკინის არმატურა, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

 

7.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში ერთ ქილად, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-217-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დამტკიცდეს ქ------–--------------------------------–-------------------ის პროკურორ თ-------- ტ----–--ესა და ბრალდებულებს ზ----- ჭ-------–---–სა და უ----- ხ------–---–ს და მათ ადვოკატებს გ--–- ძ------სა და ტ------– კ---–-–---–ს შორის 2018 წლის 17 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმებები.

 

2. ზ----- ჭ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. ზ----- ჭ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი.

 

4. ზ----- ჭ-------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. მსჯავრდებულ ზ----- ჭ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. ზ----- ჭ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 08 ოქტომბრიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

 

7. მსჯავრდებულის ზ----- ჭ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციისა ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

8. მსჯავრდებულ ზ----- ჭ-------–---–ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.

 

9. უ----- ხ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

10. უ----- ხ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი.

 

11. უ----- ხ------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

12. მსჯავრდებულ უ----- ხ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

13. უ----- ხ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 08 ოქტომბრიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

 

14. მსჯავრდებულის უ----- ხ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციისა ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

15. მსჯავრდებულ უ----- ხ------–---–ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს _ სააღსრულებო ბიუროს.

 

16. ი----- ბ----–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

17. ი----- ბ----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

18. მსჯავრდებულ ი----- ბ----–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

19. ი----- ბ----–-–---–- დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრის 13:15 საათიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 08 ოქტომბრიდან - 2017 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

 

20. ა-–------ ი-----–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

21. ა-–------ ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

22. მსჯავრდებულ ა-–------ ი-----–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

23. ა-–------ ი-----–---- დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრის 13:15 საათიდან.

 

24. ნივთმტკიცება:

 

24.1. ზ------ ჭ-------–---–ის მიმართ ჩატარებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ტრაილერი (სახ.N----------), მისაბმელი (სახ.----------) - რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

24.2. მისაბმელზე არსებული 6 (ექვსი) შეკვრა, 12 (თორმეტი) მეტრის სიგრძის რკინის არმატურა, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

24.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში ერთ ქილად, რომელიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

25. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

26. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

27. განაჩენი მსჯავრდებულ ზ----- ჭ-------–---–ის და უ----- ხ------–---–ის ნაწილში გასაჩივრდება შემდეგი წესით:

 

28. მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.

 

29. თუ მსჯავრდებულებმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/