გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21716-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - სა---------–-----------–---------------ო
წარმომადგენელი - ია-------–--ა
მოპასუხე - შპს „ვი----–---------------ს“
წარმომადგენელი - ნი---------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს ”ვი----–---------------ს”-ისათვის მოსარჩელე სა---------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 2017 წლის 13 იანვრის №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 200,00 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ შპს "ვი----–---------------ს"-სა და სა---------–-----------–---------------ოს შორის 2017 წლის 13 იანვრის გაფორმდა №-- ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შეთანხმებული პირობების შესაბამისად მიეწოდებინა შემსყიდველისათვის საქონელი. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 6 000,00 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
მოპასუხემ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყო განსაზღვრული ხარისხის საქონლის მიწოდება და ხელშეკრულების 14.7 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, რაც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შეადგენს 1 200,00 ლარს.
შპს "ვი----–---------------ს"-ის მიერ ლ------------–---------------------–----) საწვავ-საპოხი მასალების განყოფილებაში შეტანილი იქნა სამუხრუჭე სითხე „დ-----4“, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შეტანილი პროდუქცია იდენტურია 2016 წლის 11 მაისის №--- ხელშეკრულებით შპს „თე----------------ი“-ს მიერ შეტანილი პროდუქციის, რომელიც სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს №0-------- დასკვნის საფუძველზე გარეგნული სახით იქნა დაწუნებული.
ფი----------------------------------------------------------–---------------–--ს მიერ 2018 წლის 13 იანვარს №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაკეთდა მოთხოვნა ექსპერტიზის დასკვნაზე, რაზედაც სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს №0--------აქტით თ-----–-------------ს ეცნობა, რომ სამუხრუჭე სითხეზე „დ-----4“ 2016 წლის 24 აგვისტოს გაცემულია ექსპერტიზის დასკვნა №0--------, შესაბამისად ექსპერტის მიერ ნიმუშების განმეორებით აღება მიზანშეუწონლად ჩაითვალა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო,შესაგებელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 16 იანვარს შპს „ვი----–---------------ს“-მა მიაწოდა შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისიწნებული საქონელი სრული ოდენობით, რაზეც იმავე თარიღით გაფორმდა დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი №--. საქონლის მიწოდების შემდეგ, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უარი განაცხადა ძირითადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე და საქონლის ღირებულების ანაზღაურებაზე, იმ მოტივით, რომ მსგავს საქონელთან დაკავშირებით არსებობდა 2016 წლის აგვისტოში გაცემული ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნა №0--------, რომლის მიხედვითაც თა----–------------------თვის სხვა მიმწოდებლის (შპს „თე----------------ი“-ს) მიერ 2016 წელს მიწოდებული ანალოგიური საქონელი ვერ აკმაყოფილებდა ტექნიკურ პირობებს. ამასთან, უშუალოდ შპს „ვი----–---------------ს“-ის მიერ მიწოდებულ საქონელზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა და შემსყიდველი ორგანიზაცია დაეყრდნო მხოლოდ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ გაცემულ ფაქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ №0--------.
საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება შ.პ.ს. „ვი----–---------------ს“-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა (ხელშეკრულებასთან შეუსაბამო ხარისხის საქონლის მიწოდება), შესაბამისად შემსყიდველი არ არის უფლებამოსილი ხელშეკრულების 14.7 პუნქტის შესაბამისად მოითხოვოს მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს "ვი----–---------------ს"-სა (მიმწოდებელსა) და სა---------–-----------–---------------ოს (შემსყიდველს) შორის 2017 წლის 13 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შეთანხმებული პირობებისა და №- დანართის (საქონლის დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები, მიწოდების პირობები და ფასები) შესაბამისად მიეწოდებინა შემსყიდველისათვის საქონელი (სამუხრუჭე სითხე „დ-----4“), ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 6 000,00 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 13 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-28).
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 14.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 13 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-28).
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო დროებით შენახვაზე მიღებული საქონლის ნიმუშ(ებ)ი, ხოლო პარტიებად მიწოდებულ საქონელზე, ყოველი პარტიიდან მიწოდებული საქონლის ნიმუშები, ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქონლის დროებით შენახვაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ გადაეგზავნა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 13 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-28).
3.1.4. 2017 წლის 16 იანვარს შპს „ვი----–---------------ს“-მა მხარეებს შორის 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიაწოდა შემსყიდველს სამუხრუჭე სითხე, რაც თა----–-----------------მ შეინახა დროებით.
მოცემულ ვითარებაში სადავო არ არის გარემოება, მიმწოდებელმა შემსყიდველს საქონელი მიაწოდა შეთანხმებულ ვადაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 16 იანვარს დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი №-- (ს.ფ. 44).
მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:19:22-დან; 17:32:50-დან).
3.1.5. შემსყიდველმა დაიწუნა მიწოდებული პროდუქცია იმ საფუძვლით, რომ შპს "ვი----–---------------ს"-ის მიერ ლ------------–---------------------–----) საწვავ-საპოხი მასალების განყოფილებაში სამუხრუჭე სითხის „დ-----4“-ის შეტანის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შეტანილი პროდუქცია იდენტური იყო 2016 წლის 11 მაისის №--- ხელშეკრულებით შპს „თე----------------ი“-ს მიერ შეტანილი პროდუქციის (დამამზადებელი ქარხნის მიერ საქონლის პარტიაზე გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები), რომელიც სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს №0-------- დასკვნის საფუძველზე გარეგნული სახით იქნა დაწუნებული.
მიმწოდებელს განემარტა, რომ ფი----------------------------------------------------------–---------------–--ს მიერ 2017 წლის 13 იანვარს №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებულ პროდუქციაზე დაინიშნა ექსპერტიზა, რაზედაც სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს №0--------აქტით თა----–------------------ ეცნობა, რომ სამუხრუჭე სითხეზე „დ-----4“ (პარტიების ნომრები: 2-------------) 2016 წლის 24 აგვისტოს გაცემული იყო ექსპერტიზის დასკვნა №0--------, შესაბამისად ექსპერტის მიერ ნიმუშების განმეორებით აღება მიზანშეუწონლად ჩაითვალა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 15 თებერვლისა და 2017 წლის 29 მარტოს სა---------–-----------–---------------ოს წერილები (ს.ფ.30-33).
3.1.6. 2017 წლის 04 აპრილის №---1 აქტის თანახმად, შპს „ვი----–---------------ს“-ს დაეკისრა პირგასამტეხლო 1 200,00 ლარი, 2017 წლის 13 იანვრის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
აქტი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (ს.ფ. 29).
3.1.7. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ შპს „ვი----–---------------ს“-ის მიერ მიწოდებულ საქონელზე საექსპერტო ნიმუში არ აღებულა და ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 17:58:57 – 17:32:18).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. არ დგინდება 2017 წლის 13 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ვი----–---------------ს“-ის მიერ სა---------–-----------–---------------ოსათვის შეთანხმებული პირობებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამო შესყიდვის ობიექტის მიწოდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომელიც ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოსარჩელის წარმომადგენლმა მიუთითა, რომ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებს, რაც, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მიხედვით, გამოვლინდა მიმწოდებლის მიერ შეტანილი პროდუქციისა და 2016 წლის 11 მაისის №--- ხელშეკრულებით შპს „თე----------------ი“-ს მიერ შეტანილი პროდუქციის (დამამზადებელი ქარხნის მიერ საქონლის პარტიაზე გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები) იდენტურობით, რომელიც სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს №0-------- დასკვნის საფუძველზე გარეგნული სახით იქნა დაწუნებული.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 24 მარტის №0-------- დასკვნის თანახმად, სამუხრუჭე სითხეზე „დ-----4“ -თან (პარტიების ნომრები: 2-------------) დაკავშირებით 2016 წლის 24 აგვისტოს გაცემული იყო ექსპერტიზის დასკვნა №0--------, შესაბამისად ექსპერტის მიერ ნიმუშების განმეორებით აღება მიზანშეუწონლად ჩაითვალა (ს.ფ. 70). ამის შესახებ დამატებით სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს №0--------აქტით (ს.ფ. 72) ეცნობა თა----–------------------.
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2016 წლის 24 აგვისტოს №0-------- დასკვნის (ს.ფ. 34-36) თანახმად, 2016 წლის 12 ივლისს თბილისში, ქიზიყის №---ში ექსპერტ ე. გე-–-–---–მა აიღო სამუხრუჭე სითხის “D-- – 4” ნიმუში №- (პარტია №2-----) და ნიმუში №2 (პარტია №0-----) (სინჯის აღების აქტი №10--------), რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პროდუქცია გარეგნული სახით ვერ აკმაყოფილებდა ტექნიკურ პირობაში „ТУ У 2--6-1-------.0-------) მითითებული გამოცდის მეთოდის „Д---------1---“-ს და წარდგენილი პასპორტების №---- და №-6-9-- მოთხოვნას.
მხარეებს შორის სადავო არაა გარემოება, რომ 2017 წლის 13 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ვი----–---------------ს“-ის მიერ მიწოდებული სამუხრუჭე სითხის ნიმუში არ აღებულა და არც ექსპერტიზა ჩატარებულა.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების №- დანართით განსაზღვრული იყო შესყიდვის ობიექტი და მისი მახასიათებლები. ამასთან, მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი დამამზადებელი ქარხნის მიერ საქონლის პარტიაზე გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი შეესაბამებოდა საქონლის ხელშეკრულებით შეთანხმებულ მახასიათებლებს (იხ, 2019 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი 17:58:57 – 17:32:18).
საწინააღმდეგო გარემოებების დასადასტურებლად შემსყიდველი უფლებამოსილი იყო საქონლის ნიმუშები გადაეგზავნა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, ხელშეკრულების 9.4 პუნქტის შესაბამისად.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმება შესაბამისი მიზნის მისაღწევად დაკარგავდა აზრს, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმებისას 2017 წლის 13 იანვარს უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო 2016 წლის 24 აგვისტოს ექსპერტიზის №0-------- დასკვნის შედეგების შესახებ (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მითითებული საქონლის წუნი იდენტური აღმოჩნდებოდა).
მოსარჩელის წარმომადგენელს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებთან შეუსაბამო საქონლის მიწოდებას, არ წარმოუდგენია.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები. ამდენად, სასამართლო შპს „ვი----–---------------ს“-ის მიერ სა---------–-----------–---------------ოსათვის შეთანხმებული პირობებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ფაქტს დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 417-ე, 418-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შეთანხმებული პირობების შესაბამისად მიეწოდებინა შემსყიდველისათვის სამუხრუჭე სითხე „დ-----4“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე - სამუხრუჭე სითხე „დ-----4“; ღირებულებაზე - ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 6 000,00 ლარით, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადებზე - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადა.
მხარეთა შორის სადავო იყო მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის შეთანხმებული პირობების შესაბამისი პროდუქციის მიწოდების ფაქტი. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება და მიმწოდებლის მიერ შეთანხმებული პირობების შეუსაბამო საქონლის მიწოდება, რაც მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევას განაპირობებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება საჭიროებს ორმხრივი ნების გამოვლენას. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ, სუსგ საქმეზე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების ორმხრივად გამოვლენილი ნების საფუძველზე ფულადი და იდენტიფიცირებადი თანხის ოდენობაზე წერილობითი ფორმის შეთანხმება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების 14.7 პუნქტი). ამასთან, მოცემულ ვითარებაში სადავო არ არის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების საგნის მიწოდება ვადის დაცვით. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირგასამტეხლოს გამოყენების ის წინაპირობა, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას (ან ვალდებულების დარღვევას) გულისხმობს. შესაბამისად, სა---------–-----------–---------------ოს მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.
განსახილველ შემთხვევაში, სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ არ ეკისრება ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი მოპასუხე შპს „ვი----–---------------ს“-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე