განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე N---------
(N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- ყ---–-----–---–ი
სტაჟიორ-პროკურორები - თ-------- მ-------ე, ი-----------–-–---–ი, ა----–----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ვ--–----ს ძე ნ--------ი - დაბადებული 1----–-–----- ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გ--–--------------------–---------------ი და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–---------------–----–----–-------ში).
ადვოკატები - მ--–---- ხ-------ა, მ---–---- ჩ-----–---ი, თ----- მ----–--ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 23:40 სთ-ზე, ქ. თბილისში ს------–---------–-----–----–----–-----------------------ში მდებარე ტ------ მ------–---–ის, ლ---- მ------–---–ის და ჯ---–----- თ------–---–-- საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია გ------- ნ--------მა და შეეცადა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მათ საცხოვრებელ სახლში არსებულ ნივთებს, თუმცა ჯ---–----- თ------–---–--, ტ------ მ------–---–ისა და ლ---- მ------–---–ის აქტიური ქმედებით დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. აღნიშნული ქმედებით, ტ------ მ------–---–ს, ლ---- მ------–---–ს და ჯ---–----- თ------–---–ს შესაძლოა მისდგომოდათ მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით
2.1. დაზარალებულ ჯ---–----- თ------–---–-- ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, ს------–---------------–----–----–-------------------------–-----ში, შვილებთან -ტ------ და ლ---- მ------–---–ებთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. 2018 წლის 21 მაისს, იგი იმყოფებოდა სახლში მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. საღამოს, დაახლოებით 23:00 საათისთვის, როდესაც ჯ---–----- თ------–---–ი ბავშვთან ერთად იმყოფებოდა აივანზე და აჭმევდა მას საჭმელს, მოესმა ბაღის მხრიდან თუნუქის ხმა, რომლითაც გაყოფილია მისი და მეზობლის ეზოები. მან არ მიაქცია ყურადღება აღნიშნულს და განაგრძო თავისი საქმე; შემდეგ ჩაიყვანა აბაზანაში ბავშვი, დაბანა ხელ-პირი და წაიყვანა დასაძინებლად. ამ დროს შვილიშვილმა მოისურვა წყლის დალევა. დაზარალებულმა ბავშვის პატარა მაგიდიდან აიღო ჭიქა და შვილიშვილს უთხრა, რომ დალოდებოდა. იგი გავიდა აივნის გავლით სააბაზანო ოთახში ჭიქის გასარეცხად და წყლის ასავსებად; 2-3 მეტრის გავლის შემდეგ დაინახა, რომ აბაზანაში შუქი იყო ჩამქრალი, რაც გაუკვირდა, რადგან რამდენიმე წუთის წინ შუქი ენთო და თავადაც ანთებული ჯ---–----- თ------–---–ი შევიდა აბაზანაში, აანთო სინათლე, აავსო წყალი და როდესაც ბრუნდებოდა სახლში, დაურეკა თავის შვილს და ჰკითხა, სად იყო ფანარი, ვინაიდან ეჭვი შეეპარა განვითარებულ მოვლენებში. შვილებმა მას უთხრეს, რომ უკვე სახლთან იყვნენ და მალე მივიდოდნენ. როდესაც ჯ---–----- თ------–---–ი გამოვიდა აბაზანიდან, ამ დროს მოვიდნენ მისი შვილები, იგი მიდიოდა წინ, ხოლო უკან მიყვებოდნენ ლ---- და ტ------ მ------–---–ი; როდესაც შედიოდა ოთახში, ამ დროს პირისპირ შეეჩეხა გ------- ნ--------ი, რომელიც გამოიქცა მისი სახლიდან. მას უკან მოსდევდა დაზარალებულის შვილიშვილი ტირილით - ,,წადი, წადი.“ მოწმემ ხელი სტაცა გ------- ნ--------ს, თუმცა ამ უკანასკნელს პრიალა ქურთუკი ეცვა და გაუსხლტა ხელიდან. აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა დაახლოებით 23:30 საათისთვის.
2.2. დაზარალებულებმა ტ------ მ------–---–მა და ლ---- მ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს ჯ---–----- თ------–---–-- ჩვენებაში გაჟღერებული ფაქტობრივი გარემოებები; მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მაისს, იმყოფებოდნენ სამსახურში 23:00 საათამდე; შინ რომ ბრუნდებოდნენ, დაახლოებით 23:30 საათიდან 23:40 საათამდე ინტერვალში იმყოფებოდნენ უკვე ს------–---------ში, მათ ქუჩაზე, როდესაც ტ------ მ------–---–ს მობილურ ტელეფონზე დაურეკა დედამ - ჯ---–----- თ------–---–მა და ჰკითხა, თუ სად იყო ფანარი და ასევე სთხოვა, რომ მალე მისულიყვნენ სახლში. შვილებმა დედას უთხრეს, რომ უკვე სახლთან იმყოფებოდნენ; როდესაც შევიდნენ ეზოში, ჯ---–----- თ------–---–ი გამოდიოდა აბაზანიდან და მიდიოდა სახლისკენ. ტ------ და ლ---- მ------–---–ები მიყვებოდნენ დედას უკან, რა დროსაც სახლის კარიდან გამოიქცა გ------- ნ--------ი, რომელიც შეეჩეხა ჯ---–----- თ------–---–ს. ბრალდებულს უკან მოყვებოდა ტ------ მ------–---–ის მცირეწლოვანი ქალიშვილი, რომელიც ბავშვური ლექსიკით ამბობდა სიტყვას „წადი“ და ტიროდა. ჯ---–----- თ------–---–მა ხელი სტაცა ბრალდებულს ხელზე, თუმცა ამ უკანასკნელს პრიალა ნაჭრის ქურთუკი ეცვა და გაუსხლტა, შემდეგ გაირბინა აივანზე, გადახტა ეზოს მხარეს და იქიდან ღობეზე გადახტომის გზით გადავიდა მეზობლის ეზოში.
2.3. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლის - ზ------- ს------ის ჩვენების თანახმად, მან 2----–-–----------ს, 00:50 საათიდან 02:15 საათამდე დროის ინტერვალში, ჩაატარა ქ. თბილისი, ს------–---------------–----–----–-----------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მოწმის ჩვენების თანახმად, კინოლოგების მიერ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, სახლის პირველი სართულზე შესასვლელიდან პირდაპირ, ხალიჩის ზედაპირიდან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები.
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, შსს კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა - გ------- კ--–------ემ და დ----- ც-----–-–---–მა დაადასტურეს, რომ 2----–-–----------ს, შემთხვევის ადგილიდან სუნის კვალის ნიმუშები აღებული იქნა დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, ძაღლი გაშვებული იქნა კვალზე და პირველად იგი გაიქცა და გაჩერდა ღობესთან, რის შემდეგაც ძაღლი ხელმეორედ იქნა გაშვებული ღობის მეორე მხრიდან, რის შემდეგაც ძაღლმა გაიარა გარკვეული მანძილი და გაჩერდა.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა - გ------- ტ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ქ. თბილისში, ს------–---------–-----–----–----–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კარის პირდაპირ, ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ გ------- ვ--–----ს ძე ნ--------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. მოწმემ განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა სამი სხვადასხვა ძაღლის მონაწილეობით, რათა სწორი დასკვნა გაცემულიყო. მოცემულ შემთხვევაში, სამივე ძაღლმა იდენტური სუნის კვალი აჩვენა. ამასთან, ექსპერტმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა კატეგორიულია და სუნის აღრევა გამორიცხულია. ამასთან, სუნი არის ინდივიდუალური და უნიკალური და ორ ადამიანს, თუნდაც ისინი იყვნენ ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებული ტყუპები, არ შეიძლება ჰქონდეთ იდენტური სუნები.
2.6. 2----–-–----------ით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილიდან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში, სამძებრო ძაღლი სახელად „ტ----“ გაშვებული იქნა კვალზე შემთხვევის ადგილიდან; იგი გაუყვა კვალს, მივიდა ეზოს ბოლოში და ღობესთან გაჩერდა. ხელმეორედ გაშვებული იქნა მეორე მხრიდან, ძაღლმა გაიარა დაახლოებით 200 მეტრი და ს------–---------–----–----–----–-------------ის მიმდებარედ გაჩერდა.
2.7. ბრალდებულის დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ბრალდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ს------–--------------–----–----–------------.
2.8. 2018 წლის 31 მაისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ქ. თბილისში, ს------–---------–-----–----–----–-----------------------ში მდებარე ტ------ მ------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კარის პირდაპირ, ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ გ------- ვ--–----ს ძე ნ--------ისგან (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 6----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
2.9. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - ნ------- ბ----–---–ი, საქართველოს შსს ქ. თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - ა-----------------–---–ი, ექსპერტ-კრიმინალისტები - გ------- მ---------ე, ნ-------------–---–ი, ბ-----------------ა და ნ-----------ე; ასევე საქართველოს შსს ქ. თბილისის ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - გ------- რ------ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისობაზე სასამართლომ იმსჯელა შესაბამის საპროცესო ეტაპზე. ამასთან, მათი გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
2.10. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 5.1. და 5.2. პუნქტად მითითებული სუნის კვალის ნიმუშები და ორი ცალი კომპიუტერული დისკი. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.
2.11. ბრალდებულმა გ------- ნ--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 21 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 8-ის ნახევრისთვის, იგი მივიდა თავის მეგობარ - მ-----–-------–---–თან. მათ დალიეს ლუდი. შემდეგ მ-----–-------–---–ი გავიდა სახლიდან დაახლოებით ათი წუთით. აღნიშნულის შემდეგ, ისინი გავიდნენ სახლიდან და იქვე უბანში, მაღაზიასთან იმყოფებოდნენ დაახლოებით 22:00 საათამდე და საუბრობდნენ მ-----–-------–---–ის მეზობლებთან. მათთან ერთად ამ დროისათვის იყო დაახლოებით ათი პირი. ამის შემდეგ, მ-----–-------–---–ი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ტ------–----------ში, გზად შეიძინეს თონის პური და ასევე დაახლოებით ხუთი წუთით მოუწიათ „მ-------------თან“ შეჩერება; შემდეგ გ------- ნ--------ი და მ-----–-------–---–ი მივიდნენ ტოტალიზატროში, სადაც თამაში, რომლის სანახავადაც მივიდნენ, უკვე დაწყებული იყო. ბრალდებული შევიდა საპირფარეშოში და შემდეგ გამოვიდა ტ------–----------იდან, იქ შეხვდა ნაცნობს, რომელსაც ესაუბრა დაახლოებით 30-40 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ მ-----–-------–---–ი და გ------- ნ--------ი ერთად წამოვიდნენ ტ------–----------იდან, გაიარეს მაღაზიაში, იყიდეს კონიაკი და ავიდნენ მ--------–---–ის მეგობარ ქალთან, სადაც ერთად დალიეს ალკოჰოლი. დაახლოებით ორის ნახევრისთვის ბრალდებული წამოვიდა მ-----–-------–---–ის მეგობარი ქალის სახლიდან და ს------–---იღმის ასახვევიდან თავის სახლამდე გაჰყვა მისთვის უცნობ პირს „B-----“-ის მარკის ავტომობილით. როდესაც მივიდა სახლთან, დაინახა რომ თავის ჩასახვევთან გადაადგილდებოდნენ გამომძიებელი - გ------- რ------ე და ტ------ მ------–---–ი, მან თავი აარიდა მათთან შეხვედრას და მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვიდა მანქანიდან, რაც მათ გაიარეს. როდესაც გ------- ნ--------ი ჩამოვიდა მანქანიდან, გამვლელი პოლიციის ავტომანქანა გააჩერა და ჰკითხა სამსახურში იყო თუ არა მათი განყოფილების უფროსის მოადგილე, ვინაიდან დღის განმავლობაში ამ უკანასკნელმა დაურეკა ბრალდებულს და სთხოვა შეხვედრა. ბრალდებული გაჰყვა აღნიშნულ ავტომობილში მყოფ პოლიციელებს. როდესაც გ------- ნ--------ი მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, იყო დაახლოებით 02:30 საათი; მოგვიანებით მას აცნობეს, რომ ტ------ მ------–---–ი მის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას და ამხელდა ბინაში შეღწევით ქურდობის მცდელობაში.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული გ------- ნ--------ის მიერ ქურდობის მცდელობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ------- ნ--------მა, 2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 23:40 საათზე, შეაღწია ქ. თბილისში, ს------–---------–-----–----–----–-----------------------ში მდებარე ჯ---–----- თ------–---–--, ლ---- მ------–---–ის და ტ------ მ------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მათ კუთვნილ ნივთებს. მის მიერ დანაშაულებრივი განზრახვა ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი, ვინაიდან მას დანაშაულზე წაასწრეს დაზარალებულებმა, რის გამოც გ------- ნ--------ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, თუმცა დროული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად იგი დაკავებული იქნა სამართალდამცავთა მიერ.
3.8. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია გ------- ნ--------ის უდანაშაულობის თაობაზე, კერძოდ:
· დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ალიბის მოწმე მ-----–-------–---–ი, რომელმაც დაადასტურა ბრალდებულის ვერსია ალიბის თაობაზე, თუმცაღა მისი ჩვენება სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნოდ, ვინაიდან როგორც მოწმემ საქმის არსებითი განხილვის დროს დაკითხვსას განაცხადა, მან გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას არ გაამხილა იმ პირის ვინაობა, თუ ვის ბინაში მიიღეს მან და ბრალდებულმა ალკოჰოლური სასმელი, ვინაიდან არ სურდა ხსენებული პირი (მეგობარი ქალი) დაეკითხათ მოწმის სახით. აღნიშნული გარემოება ბრალდებულმა გ------- ნ--------მა ახსნა იმით, რომ არ სურდა მის მეუღლეს გაეგო იმის შესახებ, რომ იგი მ-----–-------–---–თან ერთად იმყოფებოდა ამ უკანასკნელის მეგობარი ქალის ბინაში, ვინაიან შესაძლოა აღნიშნულზე ნ--------ის მეუღლეს გარკვეული ეჭვები გასჩენოდა. ისმის ლოგიკური კითხვა: თუკი ქალბატონი, რომელთანაც მართლაც იმყოფებოდნენ სახლში გ------- ნ--------ი და მ-----–-------–---–ი, იყო ამ უკანასკნელის მეგობარი ქალი, რატომ უნდა ეეჭვიანა აღნიშნულზე ნ--------ის მეუღლეს?! ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ როგორც თავად ბრალდებულიც აცხადებს, იმ პერიოდში, როდესაც იგი თითქოსდა მ-----–-------–---–თან ერთად იმყოფებოდა, შეხვდა არაერთ პირს, თუმცა არც მ-----–-------–---–ი და არც ბრალდებული ასახელებენ მათ ვინაობას; დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი პირი, ვინც დაადასტურებდა მ-----–-------–---–ის ჩვენებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, სასამართლოსთვის საეჭვოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულიცა და მისი მეგობარიც გულმოდგინედ მალავენ ალიბის მოწმეთა ვინაობას. აღნიშნული სასამართლოს ეჭვს უჩენს დაცვის მხარის ვერსიის სანდოობაში.
· სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას იმის შესახებ, რომ დაზარალებულ ჯ---–----- თ------–---–ს აქვს პირადი წყენა გ------- ნ--------ის ოჯახის მიმართ, ვინაიდან მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულის ბიძასთან წლების წინ და შესაბამისად, აღნიშნულის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ ცრუდ ასმენს მას, შემდეგ გარემოებთა გამო: ბრალდებული საუბრობს დაახლოებით ათი წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა ნამდვილობაც არ დასტურდება სხვა არცერთი გარემოებით. გარდა ამისა, თავად ბრალდებულმა განმარტა, რომ ჯ---–----- თ------–---–--ა და ბიძამისის ურთიერთობა დასრულდა ათი წლის წინ; მთელი ამ დროის განმავლობაში, ბრალდებული აგრძელებდა ცხოვრებას ჯ---–----- თ------–---–-- მეზობლად; შესაბამისად, ლოგიკას მოკლებულია, თუნდაც ადგილი ჰქონოდა მსგავს გარემოებას, ჯ---–----- თ------–---–ს გასჩენოდა შურისძიების სურვილი გ------- ნ--------ის მიმართ, ამ უკანასკნელის ბიძასთან დაშორებიდან ათი წლის შემდეგ. ამასთან საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულთა დაკითხვისას, დაცვის მხარეს შეკითხვა აღნიშნულ ფაქტებზე საერთოდ არ დაუსვამთ მაშინ, როდესაც აღნიშნული გარემოების გამოკვეთა პროცესის მიმდინარეობისას (თუკი საერთოდ ჰქონდა ადგილი ამ გარემოებას) სწორედ დაცვის მხარისთვის იყო ხელსაყრელი. აღნიშნული ფაქტი სასამართლოს გაუმყარებდა ვარაუდს დაცვის მხარის ვერსიის სანდოობაზე.
· რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის სანდოობას, დადგენილი ფაქტია და დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ ბრალდებული დაზარალებულთა ბინაში არ ყოფილა მრავალი წლის განმავლობაში, შესაბამისად, ლოგიკური არგუმენტაციით ვერ ხსნის თუ როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მისი სუნის კვალი დანაშაულის ადგილას. ამასთანავე, ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ცალსახად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და კატეგორიულობა.
· რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას, მისი დაკავების გარემოებებთან და დროსთან მიმართებაში, სასამართლო მათ არ მიიჩნევს სარწმუნოდ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ სამართალდამცავები, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს აღნიშნული ღონისძიება, ამასთან, დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს თავად ბრალდებული გ------- ნ--------იც ისე, რომ შესაბამის გრაფაში არ არის მისი შენიშვნა რაიმე დარღვევის არსებობის თაობაზე; შესაბამისად, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ეს განცხადება, მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა შეაღწია რა სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, დაზარალებულთა ჩარევის შედეგად ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა და ვერ დაეუფლა მათ კუთვნილ ნივთებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; შესაბამისად, გ------- ნ--------ს მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.
3.11. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება -ნივთის ფარული დაუფლება (მოცემულ შემთხვევაში ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა); 3) პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და სამართლებრივი სიკეთის დაზიანების საფრთხეს შორის უნდა არებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
3.12. რაც შეეხება გ------- ნ--------ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას- ქმედების ჩადენის მცდელობას ბინაში უკანონო შეღწევით, აღნიშნულ ნაწილში დაზარალებულთა ჩვენებებითა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ნ--------მა შეაღწია ჯ---–----- თ------–---–-- ლ---- მ------–---–ის და ტ------ მ------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და ცდილობდა ნივთების დაუფლებას, რომ არა დაზარალებულთა მიერ ფაქტზე წასწრება.
3.13. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას; ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ნ--------მა ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- ნ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, წარსულში არაერთი ნასამართლობა და დანაშაულის რეციდივი.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა მის მიერ განზრახული ქმედების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაც გამოიხატა დაზარალებულის მიერ მისთვის ხელშეშლაში. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; ამასთან, გ------- ნ--------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება და სახეზეა დანაშაულის რეციდივი. შესაბამისად, სასმაართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს. დანაშაულის რეციდივი განმარტებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ გ------- ნ--------ი ქმედების ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------–ის განაჩენით, გ------- ნ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ------- ნ--------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განჩინებით, აღნიშნულ განაჩენში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულ გ------- ნ--------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ნ--------ს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5.7. ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, გ------- ნ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ნ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სარგებლო შრომა 200 საათის ვადით.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში, გ------- ნ--------ი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, შესაბამისად, მან ჩაიდინა რა ახალი განზრახი დანაშაული, მის მიმართ პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით უნდა გაუქმდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
5.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ნ--------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის და გ------- ნ--------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები, რომლებიც დალუქული სახით ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--აში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც დალუქული სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ნ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი -საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ნ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით; დანარჩენ ნაწილში ზ---------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
4. გ------- ნ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------ის 04:35 საათიდან.
5. მსჯავრდებულ გ------- ნ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის და გ------- ნ--------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები, რომლებიც დალუქული სახით ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--აში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც დალუქული სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე