გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
330210018002435450
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13377-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე

მოსარჩელე - ნ--- ს---–------ია

წარმომადგენელი - დ----------–----ე

მოპასუხე - გ------------–---–ი

წარმომადგენლები - მ--–-------------ე, თ------------–-–---–ი

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გ------------–---–ს დაეკისროს ნ--- ს---–------იასაგან მიღებული თანხის - 20 000 აშშ დოლარის დაბრუნება

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2011-2012 წლებში მოპასუხე გ------------–---–მა მოსარჩელე ნ--- ს---–------იასაგან მიიღო 20 000 აშშ დოლარი, რაც მხარეთა შეთანხმებით უნდა ჩათვლილიყო საცხოვრებელი ბინის შეძენის საფასურში. 2011 წლის მარტიდან აღნიშნული ბინა დაქირავებული ჰქონდათ ნ--- ს---–------იას და ნუ------ შა-------, რომლებიც გ------------–---–ს უხდიდნენ ქირას თვეში 800 აშშ დოლარს. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ შედგა გ------------–---–ის ბრალით, რადგან ის არ წარმოადგენდა აღნიშნული ბინის მესაკუთრეს.

 

უსაფუძვლოდ მიღებული და, პრაქტიკულად, მითვისებული თანხის დაბრუნების ნაცვლად, გ------------–---–მა ჯერ პოლიციაში წარადგინა საჩივარი ნ--- ს---–------იასა და ნუ------ შა------- მიმართ, ხოლო ამ გზით შედეგის მიუღწევლობის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი ლ--–----------ასა და ნ------–--–------ის მიმართ, რომელთა მონაწილეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ფორმალურად გაფორმებული სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად ჰქონდა იპოთეკით დატვირთული თავისი საცხოვრებელი ბინა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------------–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ არ არსებობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგება დადებული ისეთი ფორმით, როგორც ამას კანონი მოითხოვს. გარიგების კანონით დადგენილი ფორმის დაცვას კანონი უკავშირებს უძრავ ქონებასთან წარმოშობილი მოთხოვნების წამოყენების ვადას მოვალის მიმართ. ნ--- ს---–------იასა და გ------------–---–ს შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2010 წლის ივლისიდან და იგი შეწყდა დაახლოებით 5-6 თვის გასვლის შემდეგ, საუბარია 2010 წლის დეკემბერ - 2011 წლის იანვრის პერიოდზე. აღნიშნულიდან ცალსახად და დასაბუთებულად ივარაუდება, რომ მოსარჩელეს სწორედ ამ მომენტიდან სამი წლის ვადაში უნდა მოეთხოვა თანხის დაბრუნება. მას ასეთი მოთხოვნა კანონით საამისოდ დადგენილ სამწლიან ვადაში უნდა წამოეყენებინა. უფრო მეტიც 2012 წლის 24 ივლისს ნ--- ს---–------იამ ვა--------------–--- დეტექტივების განყოფილებას მისცა ახსნა-განმარტება, სადაც მოსარჩელემ ისაუბრა გ------------–---–თან არსებულ ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მიღებულ იპოთეკურ სესხზე და პირდაპირ მიუთითა, რომ მისი შეფასებით გ------------–---–ს მისი ოჯახისათვის გადასახდელი აქვს 19 000 აშშ დოლარი და რომ იგი ამ თანხიდან გ------------–---–ის ნაცვლად დაფარავს 15 000 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვითონ მიუთითებს სასესხო ურთიერთობაზე, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით რაიმე გარიგება მხარეთა შორის არ არსებობს. შესაბამისად, სესხის დაბრუნება მოსარჩელეს კანონით დადგენილ 3 წლიან ვადაში უნდა მოეთხოვა იმ მომენტიდან, როცა გ------------–---–თან შეწყვიტა ურთიერთობა, ანუ 2011 წლის იანვრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული ეს ფაქტობრივი გარემოება ხანდაზმულობის სამართლებრივ საფუძველთან ერთად ფაქტობრივ საფუძველსაც აცლის მის მოთხოვნას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტისა და 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებებში ასახულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ნ------–--–------ისა და ლ--–----------ას მიერ დადებულ საკრედიტო ვალდებულებების სანაცვლოდ, იძულებით აუქციონზე გასხვისდა გ------------–---–ის ქონება. როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, მან N2/1------ სამოქალაქო საქმეზე მოწმედ მიწვევის მომენტში შეიტყო თანხის დაბრუნების მოთხოვნის არსებობაზე, აღნიშნული დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოწმე სასამართლოს აქეთ აწვდის განსახილველ საქმეზე ინფორმაციას და თვითონ არ იღებს ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ--- ს---–------იამ ოჯახთან ერთად იქირავა გ------------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებული ქ. თ---–--–-------–--–---–----------–- მდებარე ბ------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.07.2014 ზეპირი გასაუბრების ოქმი (ტ. 1-ლი, ს.ფ. 148-153);

- 24.07.2012 გასაუბრების ოქმი (ტ.1-ლი, ს.ფ. 154-155)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ქირავნობის საგანი გ------------–---–ს არ ეკუთვნოდა. იგი ბინის მესაკუთრედ არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული.

 

ამავე კორპუსში გ------------–---–ს ეკუთვნის რამდენიმე ბინა.

 

ამჟამად ქ. თ---–--–-------–--–---–----------–- მდებარე ბ-------ის მესაკუთრეები არიან ი-----–----------ია (გ------------–---–ის დედა), ლ-–------------------–---–ი, ნ------------–---–ი (გ------------–---–ის ძმიშვილები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერi საჯარო რეესტრიდან (ტ. 1-ლი, ს.ფ. 226)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ტ. 1-ლი; ს.ფ 218-227).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2011 წელს ნ--- ს---–------იამ გ------------–---–ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სა-------–-თ რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სა-------–-ანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სა-------–-თ დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელნი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ ას-867-834-2016).

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე დავებზე მოსარჩელეს ეკისრება გამდიდრების დადასტურების ვალდებულება, განსახილველ შემთხვევაში კი, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ უნდა დაადასტუროს თანხის მიღების საფუძვლის არსებობა ან ის ფაქტი, რომ თანხა უკან დააბრუნა.

 

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

საქმეში წარმოდგენილია სი---–-ს სა-------–-ს საქმის მასალები, რომელიც დაიწყო გ------------–---–ის მიმართვის საფუძველზე. 25.06.2012 წლის განცხადებაში გ------------–---–ი მიუთითებს, რომ ნ--- ს---–------იას ნაქირავები ჰქონდა თ---–--–-------–--–---–----------–- მდებარე N-----ა. გ------------–---–ს დასჭირდა 14 000 ლარი. ნ--- ს---–------იამ გამოთქვა ნაქირავები ბინის შეძენის სურვილი და ბეს სახით გადასცა 14 000 ლარი, რომელიც მან ჩაუთვალა 10 000 აშშ დოლარად (ტ. მე-2; ს.ფ. 16).

 

გ------------–---–ი ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვა--------------–--- სამმართველოს პოლიციის დეტექტივების განყოფილების გამომძიებელთან 21.07.2012 წლის ზეპირი გასაუბრების ოქმში კვლავ აღნიშნავს, რომ ნ--- ს---–------იას ნაქირავები ჰქონდა ბინა. ვინაიდან დაჭირდა თანხა, ნ--- ს---–------იას შესთავაზა ბინის შეძენა. ბინის საფასურის ანგარიშში ნ--- ს---–------იან გადასცა 14 000 ლარი, რომელიც ჩაითვალა 10 000 აშშ დოლარად. შპს „ი--------------------საგან“ აღებული სესხიდან ნ--- ს---–------იამ გ------------–---–ს კიდევ გადასცა 10 000 აშშ დოლარი, იმის გამო, რომ აღნიშნული თანხით სურდა ბინის შესაძენი თანხის ნაწილის დაფარვა, რაც რეალურად ასეც ჩაითვალა და მას ბინის საფასურის ნაწილი - 20 000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა (ტ. მე-2; ს.ფ. 36-39).

 

24.07.2012 წლის ნ--- ს---–------იასთან გასაუბრების ოქმში მოსარჩელე ადასტურებს გ------------–---–ისათვის ბინის საფასურის ანგარიშში თანხის გადაცემას (ტ. მე-2; ს.ფ. 42).

 

წარმოდგენილი შესაგებლითა და ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ დაადასტურა 14 000 ლარის მიღების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იყო სესხი და არა ბინის შესაძენად გადახდილი თანხა.

 

მხარის აღიარებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ--- ს---–------იამ გო-- კვ-----–---–ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი.

 

თანხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა ევალებოდა მოპასუხეს. საქმეში ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე გ------------–---–ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოპასუხემ ბინის ქირა ნ--- ს---–------იას 800 აშშ დოლარიდან შეუმცირა 500 აშშ დოლარამდე და ვალი ამ გზით გაისტუმრა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, ანუ მთავარ სხდომაზე, დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარდგენა ან ახალ გარემოებებზე მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მოპასუხეს იმ გარემოების შესახებ, რომ მან მოსარჩელეს შეუმცირა ბინის ქირა სესხის დაფარვის მიზნით - არ მიუთითებია საქმის წინასწარი მომზადების სტადიაზე. მთავარ სხდომაზე ასევე არ მიუთითებია საპატიო მიზეზი, რის გამოც მანამდე ვერ მიუთითა აღნიშნულის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც მხარეს არ მიუთითებია საქმის მომზადების დასრულებამდე.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სათანადო წესით მითითების შემთხვევაშიც კი, ეს მტკიცება ვერ იქნებოდა გაზიარებული, ვინაიდან შესაბამისი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოპასუხე ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს ნ--- ს---–------იას წერილობით ახსნა-განმარტებაზე (ტ. 1-ლი; ს.ფ 71-74), თუმცა ამ განმარტებაში არ ჩანს, რომ ქირის შემცირების გზით სესხი უნდა დაფარულიყო. გარდა ამისა, გაურკვეველია, რა მიზნით, ვის წინაშე გააკეთა ნ--- ს---–------იამ ეს ახსნა-განმარტება. დოკუმენტი არ არის სი---–-ს სა-------–-ს საქმის ნაწილი, დამოუკიდებლადაა წარმოდგენილი და უცნობია მისი დანიშნულება, შესაბამისად, სასამართლო მას სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს.

 

სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად აფასებს მოწმე ნ------–--–------ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ „ი--------------------საგან“ აღებული სესხიდან ნაწილი ნ--- ს---–------იამ გო-- კვ-----–---–ს გადასცა, თუმცა თავად თანხის გადაცემას არ დასწრებია (იხ. 12.12.2018 წლის ოქმი; 10:42:57).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ გ------------–---–ის განცხადებას და გამოკითხვის ოქმებს აქვს იგივე მტკიცებულებითი ძალა, რაც მხარის ახსნა-განმარტებას. მოპასუხემ აღიარა თანხის მიღება. საქმის განხილვისას მას სათანადო წესით არ გაუქარწყლებია ეს აღიარება. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის იმ მტკიცებას, რომ თანხა გ------------–---–მა კი არა ი-----–----------იამ (დედამ) მიიღო, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეს განმარტება სხვა მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება, გარდა ამისა, საქმის განხილვისას, სხვადასხვა კონტექსტში, მოპასუხის წარმომადგენლებმა თავად არაერთხელ დაადასტურეს, რომ ი-----–----------ია გო-- კვ-----–---–-ს დედაა, ისინი ერთი ოჯახი იყვნენ და მოქმედებდნენ ერთობლივად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნ--- ს---–------იამ გ------------–---–ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს არ დაუბრუნებია. მხარეები ვერ თანხმდებიან ზუსტად რა პერიოდიდან ქირაობდა ნ--- ს---–------ია მოპასუხის ოჯახისგან ბინას ან თანხის გადაცემა როდის მოხდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თანხა ერთიანად არ მიუცია მოსარჩელეს მოპასუხისათვის, ასევე გამოკითხვის ოქმში გო-- კვ-----–---–ი თავად მიუთითებს, რომ ნ--- ს---–------იამ ბინა 2011 წლის მარტიდან იქირავა, თანხა კი მალევე დასჭირდა, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გადაცემა მოხდა 2011 წლის განმავლობაში.

 

3.2.2. ნ--- ს---–------იამ გ------------–---–ის 20 000 აშშ დოლარი გადასცა ბინის ნასყიდობის საფასურის ანგარიშში.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა თანხის მიღების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ მან მიიღო 14 000 ლარი სესხად, ამასთან, თანხა გადაეცა არა გ------------–---–ს, არამედ მის დედას, ი-----–----------იას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს გარემოება არ დასტურდება.

 

24.12.2012 გასაუბრების ოქმში ნ--- ს---–------ია აღნიშნავს, რომ მან 2011 წელს იქირავა ბინა გ------------–---–ისაგან. ბინის გაქირავებიდან რამოდენიმე თვეში გ------------–---–ს შეექმნა პრობლემები სააღსრულებო ბიუროსთან და სჭირდებოდა თანხა 14 000 ლარის ოდენობით. ნ--- ს---–------იამ და მისმა მეუღლემ გადასცეს მას 14 000 ლარი. იმის გამო, რომ გ------------–---–ი ვერ იხდიდა დავალიანებას - შეთავაზა იმ ბინის ყიდვა, რომელიც მოსარჩელეს დაქირავებული ჰქონდა. ნ--- ს---–------ია და მისი მეუღლე დათანხმდნენ 5 წლის განმავლობაში, განვადებით - 170 000 აშშ დოლარად ბინის ყიდვის პირობას.

 

25.06.2012 წლის განცხადებაში გ------------–---–ი მიუთითებს, რომ ნ--- ს---–------იას მისი ოჯახის კუთვნილ ბინაში შესვლიდან მალე დასჭირდათ 14 000 ლარი, რის გამოც, დადგნენ უხერხულობაში, რომ ბინის გაყიდვა მოუწევდათ. ნ--- ს---–------იამ აღნიშნული ბინის შეძენის სურვილი თავად გამოთქვა. გ------------–---–მა ის ბინა 170 000 აშშ დოლარად შესთავაზა, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა. ნ--- ს---–------იამ და ნუ------ შა------მ (მოსარჩელის მეუღლე) ბეს სახით გადასცეს 14 000 ლარი, ეს თანხა ჩაითვალა 10 000 აშშ დოლარად, ხოლო ბინის დანარჩენი თანხის ეტაპობრივად დაფარვას მოსარჩელე მოპასუხეს დაჰპირდა 2015 წლამდე (ტ. მე-2; ს.ფ. 16).

 

მოპასუხე გ------------–---–ი 21.07.2012 წლის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვა--------------–--- სამმართველოს პოლიციის დეტექტივების განყოფილების გამომძიებელთან ზეპირი გასაუბრების ოქმში კვლავ აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში ფ--–--–---–----------–- მდებარე კორპუსში ეკუთვნის რამდენიმე ბინა, მათ შორის N-----ა, რომელიც 2011 წლის მარტში იქირავა ნ--- ს---–------იამ ოჯახთან ერთად. 2011 წლის ივლისში შეექმნა ფინანსური პრობლემები, სასწრაფოდ უნდა შეეტანა 13 990 ლარი, რის გამოც იძულებული იყო გაეყიდა გაქირავებული ბინა, რის შესახებაც ნ--- ს---–------იას აცნობა. ამ უკანასკნელმა თავად გამოთქვა ბინის შეძენის სურვილი, თუმცა არ ჰქონდათ ერთიანი თანხა. ბინის საფასური იყო 170 000 აშშ დოლარი. ნ--- ს---–------ია შეუთანხმდა, რომ პირველ ეტაპზე გადასცემდა 14 000 ლარის, რომელიც ჩაითვლებოდა 10 000 აშშ დოლარად, დანარჩენ 160 000 აშშ დოლარს კი დაფარავდა 2015 წლამდე. ამავე ოქმში მოპასუხე მიუთითებს, რომ „ი--------------------სგან“ სესხად აღებული თანხიდან ნ--- ს---–------იამ მას გადასცა 10 000 აშშ დოლარი. მოსარჩელე ნ--- ს---–------იამ თანხა მისცა მას იმის გამო, რომ აღნიშნული თანხით სურდა ბინის შესაძენი თანხის ნაწილის დაფარვა, რაც რეალურად ასეც ჩაითვალა და მას ბინის საფასურის ნაწილი - 20 000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა (ტ. მე-2; ს.ფ. 36-41).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2018 სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ა-------–---–მა (გ------------–---–ის რძალი) განმარტა, რომ ნ--- ს---–------ია ქირით ცხოვრობდა იმ ბინაში, რომელიც მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთრებაში გადაეცა მის ყოფილ დედამთილს ი-----–----------იას, რაზეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა და საბოლოოდ ბინა აღიღიცხა ი-----–----------იასა და მისი შვილების, ლ-–------------------–---–ის და ნ------------–---–ის თანასაკუთრებად. მიუხედავად იმისა, რომ ნ--- ა-------–---–ი ნ--- ს---–------იას არ იცნობდა, გაიგო რა იმის შესახებ, რომ ნ--- ს---–------ია აპირებდა ფ--–--–---–----------–- მდებარე ბ------ის ყიდვას - მივიდა მასთან და გააფრთხილა, რომ ბინას ედო ყადაღა, რის გამოც ვერ შეძლებდა ბინის ყიდვას. მოწმეს არ ახსოვს ზუსტად როდის შედგა ეს საუბარი (12.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო--ნაწერი,10:04:40).

 

ყველა აღნიშნული მტკიცებულების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეებს შორის შედგა მოლაპარაკება ბინის შეძენასთან დაკავშირებით და 20 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ სწორედ ბინის საფასურის ანგარიშში გადასცა მოპასუხეს.

 

მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გადაცემული თანხა იყო სესხი. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 979-ე, 623-ე, 477-ე, 128-ე, 130-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

კანონის ეს ნორმა ეხება შესრულების კონდიქციის გამოყენების მთავარ შემთხვევას, კერძოდ შესრულების უკუმოთხოვნას, რომელიც განხორციელდა ვალდებულების შესასრულებლად. იგი მოიცავს როგორც შემთხვევებს, რომელშიც შემსრულებელი ახდენს ფაქტობრივად არარსებული ვალდებულების შესრულებას, ასევე ბათილი ან არ შემდგარი ხელშეკრულებების უკუქცევის შემთხვევებს. 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული შემთხვევა, რომ „ვალდებულება არ წარმოიშვა“, ეხება შემთხვევას, როდესაც სამომავლო ვალდებულებაზე ხორციელდება წინმსწრები შესრულება. მაგალითად, როდესაც ვიღაც იხდის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ავანსს იმ მოლოდინით, რომ ეს ხელშეკრულება განხორციელდება.

 

ზემოთმითითებული ურთიერთობის სპეციფიკა ისაა, რომ მოთხოვნა მიმართულია ქონებისაკენ, რომელიც მოსარჩელემ მოპასუხეს შეგნებულად, საკუთარი ნებით გადასცა, თუმცა ითხოვს დაბრუნებას, რადგანაც გადაცემის სახელშეკრულებო საფუძველი არ არსებობდა ან შემდგომში მოისპო. ამგვარად, აღნიშნული მუხლი აწესრიგებს შემთხვევას, რასაც ჩვეულებრივ, რესტიტუციას უწოდებენ.

 

კრედიტორის სუბიექტური უფლება კონდიქციურ ვალდებულებებში არის იურიდულიად უზრუნველყოფილი შესაძლებლობა მოითხოვოს უსაფუძვლო გამდიდრების დაბრუნება, ყველა მოგებითურთ, მის გაუმჯობესებაზე გაღებული ხარჯების გამოკლებით. აღნიშნულის შესაბამისად, მოვალის სუბიექტური ვალდებულება არის უფლებამოსილი პირისათვის უსაფუძვლოდ შეძენილი/დაგროვილი ქონების დაბრუნება, მთელი მიღებული შემოსავლითურთ, მასზე გაღებული ხარჯების გამოკლებით. პირველ ადგილზე დგას ქონების ნატურით გადაცემა. ქონების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება არაა დამოკიდებული იმაზე იცოდა თუ არა მოვალემ, ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას, უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი ეხება ვალდებულების საფუძველზე შესრულებულის დაბრუნებას (ე.წ. შესრულების კონდიქცია). ე.წ. არაკონდიქცია კი, მოიცავს შემთხვევებს, რომლებიც დგას გამიზნული თუ არსებული ვალდებულებების წარმოშობის ფარგლებს გარეთ, ანუ, იმ შემთხვევებს, როდესაც ქონების მოძრაობა პირადი ჩარევის საფუძველზე ხდება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ორივე შემთხვევას ერთი რამ აქვს საერთო – სავარაუდო კრედიტორის მიმართ უნდა არსებობდეს ქონების გადაცემა, რომელიც მიმართული იყო ვალდებულების შესრულებისაკენ. შესრულება ემსახურება ფაქტობრივად არსებული ან სავარაუდო ვალდებულებითი ურთიერთობის განხორციელებას, ასევე, ორივე შემთხვევაში, ვალდებულება ან არ არსებობს თავიდანვე ან შემდეგში წყდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გო-- კვ-----–---–მა ნ--- ს---–------იას შესთავაზა მისი ოჯახის კუთვნილი ბინის შეძენა, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა და ბინის ნასყიდობის საფასურის ანგარიშში გ------------–---–ს გადასცა 20 000 აშშ დოლარი. დადგენილია ასევე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება, რომლის შესასრულებლადაც ნ--- ს---–------იამ თანხა გადასცა მოპასუხეს, არ წარმოშობილა.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თანხა მიიღო სესხად და არა ბინის საფასურის ანგარიშში.

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, არ იკვეთება, რომ ნ--- ს---–------იამ მოპასუხეს თანხა გადასცა იმ მოლოდინით, რომ მას უკან უნდა დაებრუნებინა და არც ის დასტურდება, რომ გ------------–---–მა ამგვარი ვალდებულება იკისრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ დავობს სარგებელზე, არამედ ითხოვს მხოლოდ გადაცემულის უკან დაბრუნებას.

 

თანხის დაბრუნების დამდასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს გადაცემულის დაბრუნების გამომრიცხველ საფუძვლებს. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ გავიდა ხანდაზმულობის ვადა.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

აღნიშნული შესაძლებლობის დროში შეზღუდვა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:

 

1. სასარჩელო ხანდაზმულობა უადვილებს სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას;

2. სასარჩელო ხანდაზმულობა მიმართულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვისაკენ, არიდებს რა მის მონაწილეებს იმ გაუგებრობას, რაც აუცილებლად წარმოიშობოდა სამოქალაქო სა-------–-ს დამრღვევ პირს დიდი ხნის მანძილზე თუ დავაყენებდით სახელმწიფო იძულების ღონისძიების გამოყენების რისკის ქვეშ;

3. დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით, ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში;

4. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თავიანთი უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების აქტიურობის სტიმულირებას ახდენს, აგრეთვე აძლიერებს ორმხრივ კონტროლს ვალდებულების შესრულებაზე.

 

სიტყვა „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მხოლოდ მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. გასათვალისწინებელია, რომ მატერიალური სარჩელის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატურად არ ქარწყლდება. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვოს.

 

სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარის უფლება, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში სწორედ ამგვარი შესაგებელია წარმოდგენილი: მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან 3-წლიანი ვადა გასულია.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნა შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელ ნორმებს ემყარება. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. ვინაიდან კანონით არ არის გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის სპეციალური ვადის გავრცელება, მასზე უნდა გავრცელდეს საერთო 10-წლიანი ვადა.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება მოთხოვნის წარმოშობის ზუსტი მომენტი, კერძოდ, როდის ჩაიშალა მხარეთა შორის ბინის შეძენის შესახებ მოლაპარაკება და როდის შეიტყო ნ--- ს---–------იამ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლების არსებობის შესახებ, მაგრამ თუ ხანდაზმულობის ვადას ავითვლით მხარეთა შორის სამართალურთიერთობის წარმოშობის მომენტიდანაც კი, 10-წლიანი ვადა მაინც არ არის გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

6.3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღ------ა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო არ არის ვალდებული, დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები ან შეაფასოს მხარეთა ის პოზიციები დავის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით, რომლებსაც მნიშვენლობა არ აქვს დავის გადაწყვეტისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დიდ ყურადღებას უთმობს შპს „ი--------------------სთან“ დადებულ სესხის ხელშეკრულებას. ხელშეკრულებაში მსესხებლები არიან ნ------–--–------ე და ლ--–----------ა, ხოლო სესხი უზრუნველყოფილი იყო გ------------–---–ის უძრავი ქონებით.

 

განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის არავითარი მნიშვენლობა არ აქვს, სინამდვილეში ვინ მიიღო სესხის თანხა, ხელშეკრულებით დაფიქსირებულმა მსესხებლებმა თუ ნ--- ს---–------იამ, დავის გადაწყვეტისათვის ასევე არ აქვს მნიშვენლობა იმის გარკვევას, გ------------–---–ს უნდა გაესტუმრებინა თუ არა სესხის ნაწილი და, ზოგადად, ამ სესხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებს. მოსარჩელის წარმომადგენელს სურს ამ დავის ფარგლებში გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენით დაიცვას ლ--–----------ასა და ნ------–--–------ის ინტერესები მათსა და გ------------–---–ს შორის მიმდინარე დავაში (იხ. თბილისის საქალაქო სასმაართლოს გადაწყვეტილება, ტ. 1-ლი; ს.ფ. 75-113), ამდენად, სასამართლო არ მსჯელობს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (...). იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

გ------------–---–ს ნ--- ს---–------იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1474.62 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება, ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება, რომლის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--- ს---–------იას სარჩელი გ------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. გ------------–---–ს ნ--- ს---–------იას სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

3. გ------------–---–ს ნ--- ს---–------იას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1474,62 ლარისა და 50 ლარის ანაზღაურება, ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია