გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
270210919002882641
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№270210919002882641 (2/43-19)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

 

07.03.2019 წელი ქ.ზუგდიდი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

 

განმცხადებელი - სს ,,ჯე----------–ი“

 

მოპასუხე - ზუ-----------–--–---–ი (პ/ნ 51--------9)

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

სს ,,ჯე----------–ი“ ითხოვს მოპასუხე ზუ-----------–--–---–ისაგან ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

 

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 23 მაისს განმცხადებელსა და ზუ-----------–--–---–ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება.

 

ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება- მარკა მოდელი ME----------Z CL----0, გამოშვების წელი 1---, ფერი რუხი 1--, რეგისტრაციის ნომერი: OO----S, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი EV------0, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი WD--------------4.

 

დასაბრუნებელი ლიზინგის საგნის ამჟამინდელი ღირებულება შეადგენს 3470.00 ლარს.

 

ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის.

 

ზუ-----------–--–---–ის მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, გრაფიკის შესაბამისად არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.

 

ზუ-----------–--–---–ს უნდა გადაეხადა ჯამში 5980.10 ლარი 23.06.2020 წლამდე ყოველთვიურად 249 .16 ლარის შემოტანით.

 

ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 52.05 ლარი.

 

სს ,,ჯე----------–ი’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ზუ-----------–--–---–ის მფლობელობაში არსებული ლიზინგის საგნის - ავტოსატრანსპორტო საშუალება- მარკა მოდელი ME----------Z CL----0, გამოშვების წელი 1---, ფერი რუხი 1--, რეგისტრაციის ნომერი: OO----S, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი EV------0, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი WD--------------4 დაბრუნების შესახებ.

 

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. სს ,,ჯე----------–ი’’-ს განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,ჯე----------–’’-ს’ (ს/ნ 41------8) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზუ-----------–--–---–ის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება- მარკა მოდელი ME----------Z CL----0, გამოშვების წელი 1---, ფერი რუხი 1--, რეგისტრაციის ნომერი: OO----S, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი EV------0, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი WD--------------4.

 

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4. მოპასუხეს სს ,,ჯე----------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 52.05 ლარის გადახდა.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა