განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2019
საქმის ნომერი
190100118002458986
თარიღი
09.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/ 371-18

(№012040418005)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: გ---------------–---–ი, დაბადებული 2----–-–-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.რუსთავი, ს--------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (არასრულწლოვანის ასაკის ეპიზოდი);

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტები - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (არასრულწლოვანის ასაკის ეპიზოდი);

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სრულწლოვანის ასაკის ეპიზოდი).

 

ადვოკატი: მადონა მიქელაძე

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.რუსთავში, ს------------ კორპუსის დერეფანში არსებული საერთო სამზარეულოდან, გ------------------ე და გ---------------–---–ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ თ------------------ის კუთვნილ „არისტონის“ ფირმის წყლის გამათბობელს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 50 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.რუსთავში, ს------------ კორპუსის დერეფნიდან, ვ----------------ე და გ---------------–---–ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ვ--–------------––--–--–---ის ბინის კართან მდგარ მისივე კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მაცივარს და „ელექტროლუქსის“ ფირმის სარეცხის მანქანას, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 400 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 04 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.რუსთავში, სააკაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი შენობის ნანგრევებში, გ---------------–---–მა სახის, ყბისა და ნიკაპის არეში მუშტების რამოდენიმეჯერ დარტყმით სცემა არასრულწლოვანი ვ---------------ე, რომელმაც შედეგად მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ყველა დარტყმის შედეგად ვ---------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ქურდობის ეპიზოდი:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

 

ბრალდებულმა გ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემული ბრალდების პერიოდისთვის ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვალი ჰქონდა გადასახდელი და ვანო და გ------------------ეებს სთხოვა თუ რამით შეძლებდნენ, დახმარებოდნენ. მეორე დღეს მასთან მივიდა ვ---------------ე და უთხრა, რომ იშოვეს საოჯახო ტექნიკა, ახლობელი ჩუქნიდა მაცივარს და სარეცხის მანქანას და შეეძლო ესარგებლა. როდესაც ძმებთან სახლში მივიდა, ნახა, რომ ნივთები დერეფანში ეწყო, მათ ჩამოიტანეს ისინი სადარბაზოსთან, დაიქირავეს მანქანა და წაიღეს დასაგირავებლად. დატვირთვის დროს წ---–-----ები დაიხმარეს. ვინაიდან სამივე არასრულწლოვნები იყვნენ, მძღოლის პირადობის მოწმობა გამოიყენეს. მათ დააგირავეს სარეცხის მანქანა, ხოლო მაცივარი ერთ-ერთ მოვაჭრე ქალბატონს მიჰყიდეს, რომელიც მას ფულის დაბრუნებას სთხოვდა, მას შემდეგ, რაც მაცივარი პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს. აღებული თანხიდან მანქანის მძღოლს გადაუხადა, 20-20 ლარი მისცა ძმებ ვანო და გ------------------ეებს, ასევე წ---–-----ებს, ხოლო დანარჩენი თანხით ვალი გადაიხადა. მისი ბრალეულობა არის მხოლოდ ის, რომ იგი ბრმად ენდო მეგობრებს და მათ გულწრფელობაში ეჭვი არ შეუტანია. ნივთების წამოღების დღეს დააკაკუნა კიდეც მეზობლის კარზე, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად ნაჩუქარი ნივთები იყო, თუმცა კარი არავინ გაუღო. რაც შეეხება წყლის გამაცხელებელს, რომელიც ვანო და გ------------------ეების საერთო მოხმარების სამზარეულოში იდო, გ------იმ ამაზეც უთხრა, რომ დიდი ხანია მისი ჯართში ჩაბარება უნდოდა და ვერ მოახერხა და ერთად ჩააბარეს ჯართში.

 

ბრალდებულმა ვ---------------ის ცემის ეპიზოდში თავი დამნაშავედ ცნო და აღნიშნა, რომ ნივთების ქურდობის შემდეგ, მათ ურთიერთობა დაეძაბათ, იგი საყვედურობდა ძმებს, რადგან ყველაფერი მას გადააბრალეს და ვითარებაში გარკვევის მიზნით ვანოსთან შელაპარაკება მოუვიდა, ვანო ყელში წვდა მას, რის შემდეგაც მანაც დაარტყა სახეში.

 

დაზარალებულმა ვ--–------------––--–--–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი მაცივარი და სარეცხი მანქანა საცხოვრებელი ბინის წინ, დერეფანში იდო. ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდა და ადგილის არ ქონის გამო ოთახში ვერ შეიტანა, ამიტომ დროებით გარეთ ელაგა. ერთ დღეს მისმა მეზობელმა წყლის გამაცხელებელი რომ ვერ იპოვა, ყვირილი დაიწყო და მაშინ მიხვდა, რომ მისი ნივთებიც აღარ იდო.

 

დაზარალებულმა თ------------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არისტონის ფირმის წყლის გამაცხელებელს ინახავდა საერთო მოხმარების სამზარეულოში კარადის თავზე და აღმოაჩინა, რომ ის იქ აღარ იდო. აღნიშნულის შესახებ შეატყობინა პოლიციას და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში.

 

მოწმე ვ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.რუსთავში, ს-----------------ში. მის მეგობარს გ---------------–---–ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და დახმარება სთხოვა. ამ მიზნით, მისი საცხოვრებელი სახლის დერეფნიდან მოიპარეს სარეცხის მანქანა და მაცივარი, რომელიც დააგირავეს და მიყიდეს ერთ-ერთ მოვაჭრეს. ნივთების გადატანაში მეგობრები დ----- და გ--------–---–-----ები დაეხმარნენ, ხოლო დაგირავება მანქანის მძღოლს სთხოვეს. მაცივარში გ------ის 80 ლარი გადაუხადეს. მას და ძმებ წ---–-----ებს გ------იმ 20-20 ლარი მისცა, რაც მან უკან დაუბრუნა, როდესაც საქმეზე გამოძიება დაიწყო. გ------იმ მას უთხრა, რომ ამ საქმეზე დედამისთან ლაპარაკობდა და ამის გამო იჩხუბეს, რა დროსაც გ------იმ სცემა იგი.

 

მოწმე გ------------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ---------------–---–თან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და დროის დიდ ნაწილს ის მათთან სახლში ხშირად ატარებდა. როდესაც მან სამზარეულოში წყლის გამაცხელებლი ნახა, სთხოვა, რომ ჯართში ჩაებარებინათ, მან უთხრა, რომ ის ნივთი მისი არ იყო, თუმცა შემდეგ დაეთანხმა და 9 ლარი გადაუხადეს ლითონის მიმღებ პუნქტში. მისთვის ცნობილია ასევე, რომ გ---------------–---–მა და მისმა ძმამ ვანომ, მეზობლების საოჯახო ნივთები დააგირავეს და გაყიდეს. ორივე შემთხვევაში არც მას და არც მის ძმას არ უთქვამთ მისთვის, რომ მაცივარი, სარეცხის მანქანა და წყლის გამაცხელებელი მათ მეზობლებმა აჩუქეს. გ------ის ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამისთვის სჭირდებოდა თანხა, რაზეც უარი ვერ უთხრეს.

 

მოწმე გ--------–---–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ---------------–---–თან და ძმებ მაისურაძეებთან მას მეგობრული დამოკიდებულება აქვს. ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს, რომ გ---------------–---–ს და ვ---------------ეს, ვანოს სახლის სადარბაზოდან, საოჯახო ნივთების გადატანაში დაეხმარა. ვანომ უთხრა, რომ დედამისის ნივთები იყო, ისინი მათი ბინის დერეფანში იდო. როგორც იცის მაცივარი და სარეცხის მანქანა დააგირავეს, გ---------------–---–მა მას 20 ლარი მისცა დახმარების სანაცვლოდ.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ----- წ---–-----მა, რომელმაც განმარტა, რომ გ---------------–---–ს და ვ---------------ეს ის და მისი ძმა დაეხმარნენ მაცივრის და სარეცხის მანქანის დაგირავებაში. ნივთები დააგირავა გ---------------–---–მა, ვანოს განმარტებით კი დედამისმა ახალი იყიდა და ესენი მათ მისცა.

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულმა ვ---------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 4 აპრილს დილით გავიდა ეზოში, შეხვდა გ---------------–---–ი და მისი მეგობრები, ზაური თვარაძე და დათო წ---–-----ი. მათ უთხრეს, რომ გ------ის მისი ნახვა სურდა. მივიდა სახლში და გ------იმ ფული სთხოვა, რადგან მაცივარის მყიდველი ქალი ითხოვდა 80 ლარის დაბრუნებას. იმავე დღეს, მოგვიანებით, გ------ის დავალებით დაუძახეს და გ------იმ ის ნანგრევებში წაიყვანა და უთხრა დედამისთან რატომ საუბრობდა ქურდობის შესახებ. იჩხუბეს, გ------იმ შეაგინა და 5-6 ჯერ დაარტყა სახის არეში. ტუჩი გაუსკდა და ამ მდგომარეობაში რომ მივიდა სახლში, მიმართეს პოლიციას.

 

ცემის ფაქტთან დაკავშირებით მოწმე გ------------------ემ განმარტა, რომ ნივთების ჩაბარებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ იჩუბეს მისმა ძმამ და გ---------------–---–მა. ის ქალი, რომელმაც მაცივარი იყიდა, ითხოვდა ფულის დაბრუნებას. ვანოს გ------ისთვის არ დაურტყამს, გ------იმ სცემა და ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა.

 

მოწმე დ----- წ---–-----მა დაადასტურა, რომ შეესწრო ვ---------------ისა და გ---------------–---–ის ჩხუბს, ხოლო გ------------------ე აშველებდა მათ.

 

მოწმე ნ-----–-----------–--–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო გამოძიება ვ---------------ის განცხადების საფუძველზე, რომ გ---------------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან ჩაატარა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები და ადასტურებს მათ სისწორეს.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები: შ-----–------------–ი, დ----- ხ-------–---–ი, ლ-–------------–---–ი და ს---------------–---–ი. მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების ირგვლივ და დაადასტურეს შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების რეალობა.

 

მოწმე შ-----–------------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რუსთავში ს-----------ში საერთო საცხოვრებელში მოპარულ იქნა თ------------------ის კუთვნილი არისტონის ფირმის წყლის გამაცხელებელი, რომელიც მისი ინფორმაციით ჩააბარეს ქ.რუთავში ბათუმის და გაგარინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდ.მეწარმე ბადრი ჯახველაძის ჩამბარებელ პუნქტში. ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ იგივე ს-----------ში მდებარე დერეფანში არსებული აბდუჟალიმოვის კუთვნილი სარეცხი მანქანა დალომბარდებული იყო ვინმე ტარიელ ჭაუჭიძის მიერ რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის კვეთაზე ლომბარდში, ასევე დალომბარდებული იყო სამსუნგის ფირმის მაცივარი, რომელიც ქ-------------–--ას მიერ იყო შეძენილი, რომელიც უნდა ჰქონოდა სავარაუდოდ სახლში, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახსენა ხელმძღვანელობას და მიიღეს შესაბამისი ზომები.

 

მოწმე დ----- ხ-------–---–მა სასამართლოს ხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ის და მისი თანამშრომელი ს---------------–---–ი წავიდნენ მოქალაქე ქ-------------–--ასთან, რომელიც მუშაობს ე.წ სტამბულის ბაზრობაზე. მან განაცხადა, რომ მასთან მივიდნენ გ---------------–---–ი და გ------------------ე და უთხრეს, რომ თეთრი მაცივარი ჰქონდათ გასაყიდი. აღნიშნული მაცივარი მან იყიდა დაახლოებით 60 ლარად. შემდგომ მათ ამოიღეს ერთკამერიანი სამსუნგის ფირმის მაცივარი.

 

2018 წლის 20 თებერვლის ამოღების ოქმის მიხედვით, ქ-------------–--ასაგან ამოღებული იქნა მაცივარი.

 

2018 წლის 20 თებერვლის ამოღების ოქმის მიხედვით, შავი ლითონის მიმღებ პუნქტ შ------------დან“ ამოღებული იქნა არისტონის ფირმის წყლის გამათბობელი.

 

2018 წლის 20 თებერვლის ლომბარდის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ქ.რუსთავი, მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩის კვეთაზე მდებარე შ----------------ის“ კუთვნილ ლომბარდში ჩატარებული ჩრეკისას ამოღებული იქნა სარეცხი მანქანა.

 

2018 წლის 28 თებერვლის დადგენილებით გ---------------–---–ის მიმართ დაიწყო განრიდების პროცესი. 2018 წლის 28 თებერვლის დადგენილებით ვ---------------ის მიმართ დაიწყო განრიდების პროცესი.

 

2018 წლის 27 მარტს გ------ი ბადუშვილთან და ვ---------------ესთან გაფორმდა განრიდების ხელშეკრულებები.

 

2018 წლის 28 მარტის პროკურორის დადგენილებებით სისხლის სამართლის N012200218004 საქმეზე გ---------------–---–ის და ვ---------------ის მიმართ არ დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა.

 

2018 წლის 26 აპრილს არასრულწლოვან გ---------------–---–ის მიმართ შეწყდა განრიდების პროცესი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.

 

სსკ-ს 177-ე მუხლით, ქმედების ქურდობად დაკვალიფიცირებისთვის უნდა დადგინეს შემდეგი ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მისაკუთრების მიზანი, 2. ქმედების ფარული ხასიათი და 3. არის თუ არა ნივთი სხვისი. ამ გარემოებებიდან თუნდაც ერთის არარსებობის შემთხვევაში ქმედება ვერ ჩაითვლება ქურდობად. ქურდობა განზრახი დანაშაულია და განზრახვის შეფასებისას უნდა დაგინდეს, რომ პირი აცნობიერებს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებს ამ ქმედებით გამოწვეული დამდგარ შედეგს ან ასეთის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანუ აქვს ქმედების განხორციელების სურვილი. მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება გულისხმობს, რომ პირი აცნობიერებს, რომ ჩადის კანონით აკრძალულ ქმედებას, ითვალისწინებს, რომ მის ქმედებას მოჰყვება შედეგი, რომლითაც ზიანი ადგება სხვა პირს ან სახელმწიფოს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა. ქურდობის შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნივთი, რომელსაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება, იყოს სხვისი. ასევე აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენის განზრახვა შესაძლოა პირს ჰქონდეს როგორც წინასწარ მოფიქრებული, ისე უეცრად წარმოშობილი, ანუ სხვისი ნივთის ქურდობის განზრახვა შესაძლებელია პირს გაუჩნდეს ნივთით დაინტერესების მომენტში და მის დაუფლებამდე არც ითვალისწინებდეს მის არსებობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ დანაშაულის ფაქტი, ასევე მნიშვნელოვანია პირის აღქმა, კერძოდ, შეგნებული აქვს თუ არა მას, რომ ნივთს სხვისგან ფარულად ეუფლება. იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ გ---------------–---–ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი კონკრეტულად დასტურდება მოწმეების: გ------------------ის, ვ---------------ის, დაზარალებულების თ------------------ის და ვ--–------------––--–--–---ის ჩვენებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დგინდება, რომ გ---------------–---–მა ვ---------------ესთან და გ------------------ესთან ერთად ჩაიდინა ქურდობა, კერძოდ ვ---------------ესთან ერთად იგი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ------------------ის სარეცხის მანქანას და მაცივარს, ხოლო გ------------------ესთან ერთად ვ--–------------––--–--–---ის წყლის გამაცხელებლს. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, ბრალდებულების ასაკის, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით, ვ---------------ესთან და გ---------------–---–თან პროკურორმა დაიწყო განრიდების პროცესი და დადო მათთან ხელშეკრულება, თუმცა შემდეგში პროკურორის დადგენილებით, გ---------------–---–ის მიმართ განახლდა ს/ს დევნა და ქურდობის ბრალდების საქმე გაუერთიანდა ვ---------------ის მიმართ ცემის ეპიზოდის საქმეს.

 

დაცვის მხარემ ძირითადად სადავოდ მიიჩნია, არა ქმედების ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულები, არამედ დანაშაულის ჩადენის განზრახვის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობაზე დაყრდნობით, მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა, შესაბამისად, სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასებისას, იმსჯელებს სწორედ სადავო საკითხზე და ამასთან აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას, არ გამოვლენილა აცერთი ისეთი გარემოება, რომლიც სასმართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, რომ ვ---------------ე დაინტერესებულია როგორც განრიდებული პირი, ვინაიდან ასეთივე პირობები იყო გათვალისწინებული თავდაპირველად გ---------------–---–ის მიმართაც და მხოლოდ მათი აღიარების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ბრალდების მხარემ არ დაიწყო მათ მიმართ სს დევნა. შესაბამისად, ვ---------------ე დარჩა იმ პოზიციაზე, რაც მას ჰქონდა განრიდებამდე, ხოლო გ---------------–---–მა ისარგებლა საქმის არსებითი განხილვის უფლებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებული არ მოქმედებდა ქურდობის განზრახვით და მას აღნიშნული ნივთები აჩუქეს ძმებმა მაისურაძეებმა და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულის განზრახვა უნდა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასებით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას დადგინდა, რომ ძმებ მაისურაძეებს სახლში ჰქონდათ ისეთივე მნიშვნელობის ნივთები, რომელიც ბრალდებულის განმარტებით მათ აჩუქეს მეზობლებმა, თუმცა ნივთების განლაგება (სარეცხის მანქანა და მაცივარი იდო საერთო მოხმარების დერეფანში, ხოლო წყლის გამათბობელი საერთო სამზარეულოში) არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სადარბაზოში მცხოვრებმა ასაკიანმა მამაკაცებმა ბავშვებს აჩუქეს საყოფაცხოვრებო, ბავშვების ასაკთან შესადარებლად აბსოლუტურად მათთვის უსარგებლო ნივთები. საქმეზე ასევე დადგინდა, რომ გ---------------–---–ს ჰქონდა ფინანსური პრობლემები და მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ოდენობის თანხაც, რომელიც შეიძლებოდა ხსენებული ნივთების რეალიზაციის გზით მიეღო, გარდა ამისა დადგინდა, რომ ნივთების დაუფლების და მათი რეალიზაციის პროცესში აქტიური და მოქმედებაზე პასუხისმგებელი იყო სწორედ ბრალდებული, მან მოიხმო დასახმარებლად ძმები წ---–-----ები, დაიქირავა სატრანსპორტო საშუალება, მაცივარი მიჰყიდა ქ-------------–--ას და მიღებული შემოსავალიც საჭიროებისამებრ მოიხმარა. გათვალისწინება იმისა, რომ ძმებმა არ გაუმხილეს ბრალდებულს ნივთების მესაკუთრის შესახებ, დასაშვებია თუკი ნივთების რეალიზაციის შედეგად აღებულ თანხას თავად მოიხმარდნენ ვანო და გ------------------ე და გ---------------–---–ს მხოლოდ დახმარებისთვის გადაუხდიდნენ ფულს, თუმცა აბსოლუტურად არასარწმუნოა, რომ ძმებმა მაისურაძეებმა გ---------------–---–ის ფინანსური პრობლემების მოგვარების დაინტერესების სურვილით თავად ჩაიდინეს ქურდობა და არ გაუმხილეს მას, ვისი მხარდაჭერისთვისაც შეექმნებოდათ პრობლემები, მით უფრო იმ პირობებში, რომ ბადუაშვილმა მათ თანხის მხოლოდ ნაწილი გადასცა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პოზიცია მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყურად დგინდება, რომ გ---------------–---–ის ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს - ქურდობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ წყლის გამაცხელებლის, მაცივრის და სარეცხი მანქანის დაუფლების დროს გ---------------–---–ი მოქმედებდა ფარულად, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი ქმედება არ იყო შესამჩნევი მესაკუთრეებისთვის. ამასთან მისი განზრახვა მოიცავდა იმ ნივთების დაუფლებას, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდა მათზე.

 

ქმედების დამამძიმებელი გარემოებები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ მიყენებული ქმედებით დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ---------------–---–ის ქმედებამ დაზარალებულ ვ--–------------––--–--–---ს მიაყენა 150 ლარის ზევით მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, შესაბამისად, ვინაიდან ნივთების დაუფლების მომენტში (ვ--–------------––--–--–---ის ეპიზოდი) იმყოფებოდა ვ---------------ესთან ერთად, ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, გ---------------–---–ის და ვ---------------ის ერთობლივი მოქმედება ნივთების აღებისას, სრულად იძლევა მათი ჯგუფურად მოქმედების შეფასების საფუძველს. ვ---------------ესთან განრიდების პირობების გამოყენება კი თავის მხრივ არ წარმოადგენს ჯგუფურად ჩადენილი ქმედების კავლიფიკაციის შეცვლის საფუძველს, ვინაიდან განრიდების პროცესი გულისხმობს მართლმსაჯულების ალტერნატიულ მექანიზმს და არ გამორიცხავს პირის ს/ს პასუხისმგებლობას.

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულის ნივთების დაუფლების მომენტში იმყოფებოდნენ გ---------------–---–ი და ვ---------------ე.

 

ამდენად, მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედებაში არსებობს სსკ-ს 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და მისი ქმედება შეიცავს ქურდობისთვის დამახასიათებელ ძირითად - ქმედების ფარულ ხასიათსა და მისაკუთრების მიზნის ნიშნებს.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულია ძალადობის ორი ხერხი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა. სხვაგვარი ძალადობა, რომელშიც იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა ან თერმული საშუალებით ზემოქმედება და სხვა, შედეგი გამოიხატება ფიზიკური ტკივილის სახით და მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასთან. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას ან სისხლნაჟღენთს, აღსანიშნავია, რომ ცემის დროს გამოყენებული საშუალება, იქნება ეს საგანი თუ ხელ-ფეხი, მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგანს. ამავე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქ/პ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თუ ქმედება ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

 

ცემის ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს დაზარალებულ ვ---------------ის და მოწმეების გ------------------ის და დ----- წ---–-----ის ჩვენებებში არ გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი, მიაჩნია, რომ ყველა მათგანი გულწრფელია და მათ მიერ მითითებული გარემოებები ემთხვევა როგორც ერთმანეთს, ისე საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციას, რაც გახდა მათი ფიზიკური დაპირისპირების საფუძველი. გარდა აღნიშნულია, ცემის ფაქტი დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ვ---------------ეს, აღენიშნებოდა ნაჭდევი, მარცხენა საფეთქლის მიდამოში, სისხლჩაქცევა ქვედა ტუჩის ლორწოვან გარსზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ---------------–---–მა ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გ---------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ქურდობის ეპიზოდები ჩადენილი აქვს არასრულწლოვნობის ასკში, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

გ---------------–---–ის ინდივიდუალური შეფასების ანგრიშის მიხედვით, მისი შეფასებისას გამოიკვეთა ძლიერი ინდივიდუალური, ოჯახური და საზოგადოებრივი დამცავი ფაქტორების არსებობა. გ------ის აქვს რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება და ამჟამადაც დაკავებულია სამსახურით, აქვს ასევე განათლებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. არის ნიჭიერი, აქვს მაღალი ინტელექტი, აქვს ჰობი, გაწყვიტა ურთიერთობა დესტრუქციული ქცევის მეგობრებთან და ამჟამად მის სამეგობროს პროსოციალური ქცევის მეგობრენი წარმოადგენენ, დაინტერესებულია პოეზიით და რელიგიით, ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი, როგორც ოჯახის წევრების, ასევე გარშემომყოფების სახით. ოჯახს აქვს სტაბილური საცხოვრებელი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.”

 

”გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორიცელების შესახებ” (პეკინურ წესები) მე-17 მუხლის ”ა”, ”ბ”, ”გ” , ”დ” ქვეპუნქტების თანახმად, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპია სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას, ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობის და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით, პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევის არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა, არასრულწლოვანის კეთილდღეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი საქმის განხილვისას.

 

ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორიელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გამოყენების წესისა და მხარეთა შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანების თანახმად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების, აგრეთვე ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის მიმართ, რომლის შესახებაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა. პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ, თუ არასრულწლოვნის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის აუცილებელი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა და თუ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რომლებიც სისხლისსმართლებრივი დევნით შეილახება, აღემატება იმ სხვა საზოგადოებრივ ინტერესებს, რომლებიც არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად იქნებოდა დაცული. ამავე ბრძანების თანახმად, პროკურორი ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, თუმცა მისი უარი განრიდების პროცესის დაწყებაზე ან/და მედიაციაში მონაწილეობაზე არ აბრკოლებს განრიდების პროცესს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-40-ე მუხლი ადგენს განრიდების გამოყენების წინაპირობებს, რა დროსაც განრიდების გამოყენება შესაძლებელია მუხლში მითითებულ გარემოებათა ერთობლიობისას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის მიმართ დაწყებული იყო განრიდების პროცესი, რომელიც შეწყდა იმ საფუძვლით, რომ მან ჩაიდინა ახალი დანაშაული, საქმე ხელახალი განრიდების პროცესის დასაწყებად, სასამართლომ არ გაუგზავნა ბრალდების მხარეს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი საუკეთესო ინტერესები და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი ქმედებისათვის, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად: თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------–---–ს სსკ-ს 39-ე მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რომლის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გ---------------–---–ს უნდა განესაზღვროს ჯარიმა, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ვინაიდან ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა და დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. რაც შეეხება სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელებს - შინაპატიმრობას და საზოგადოებსიათვის სასარგებლო შრომას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია აღნიშნული სასჯელების გამოყენება, ვინაიდან შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვნისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას და არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს, ამასთან, "???????????? ???????? ?????????? ?????? ?? ????????? ??????? " საქართველოს კანონის 44.8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად: "შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას ხმარდება." საქართველოს სასჯელღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N146 ბრძანების შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის მე5 და მე-12 ნაწილების თანახმად: კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველია: მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის ამ წესით დადგენილი პირობებით შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიის გამოუყენებლობა. აპარატურის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას წარმოადგენს: აპარატურის სრული ღირებულების ოდენობით ფულადი თანხის - 5000 ლარის განთავსება სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე აპარატურის დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში;

 

რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, იგი ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დასაქმებულია და აქვს თავისი შემოსავალი, აღნიშნული სასჯელების დანიშვნის შემთხვევაში, არსებობს რისკი მათი აღუსრულებლობის, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გ---------------–---–ს უნდა განესაზღვროს ჯარიმა და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სსკ-ს 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

2. გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში სასჯელის აღსრულება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მაცივარი, „ელექტროლუქსის“ ფირმის სარეცხი მანქანა და „არისტონის“ ფირმის წყლის გამათბობელი, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ხოლო სუნის ნიმუში განადგურედეს. (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე