გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2019
საქმის ნომერი
330310018002725528
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7193- 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - მ-------------ე

წარმომადგენელი - ლ--–-------ე

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ა------------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - თ---------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 სექტემბრის №0---------- გადაწყვეტილება.

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილება.

 

1.3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი და გასცეს მ-------------ის სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის ,,ლ---------’’ მოწმობის მიხედვით, 1----–-–-------------ოს დაბადებული მ-------------ე პ/ნ 0---------- არის მ-------------ე.

 

ქალაქ თბილისის ს---------–----–-- სკოლა ,,გ-–-------ის’’ მიერ 2002 წლის 27 ივნისს გაცემული საშუალო განათლების ატესტატის ,,ნ---------’’ მიხედვით, მ-------------ემ, დაბადებულმა 1----–--–ს, 2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ს---------–----–-- სკოლა ,,გ-–-------ის’’ სრული კურსი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის ლ--------- მოწმობა - ს/ფ 123

- ატესტატის ,,ნ---------’’ ასლი - ს/ფ 124-125

- საბოლოო შეფასების უწყისი N0----- - ს/ფ 127-128

 

3.1.2. 2018 წლის 14 აგვისტოს მ-------------ემ N5---------განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს იუსტიციის სახლის ფილიალს თბილისის იუსტიციის სახლს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 14 აგვისტოს N5--------- განცხადება - ს/ფ 134-135

 

3.1.3. 2018 წლის 12 სექტემბერს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ MES 5------------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და აცნობა, რომ რესურსცენტრების წერილების თანახმად, სკოლა არ მდებარეობდა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივის ინფორმაციით, სკოლის დოკუმენტაცია არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ შესულა. ამასთან საქართველოს განათლების სამინისტრომ 1999 წლის 28 იანვრის N0------------ ლიცენზიით ნება დართო განმცხადებელ დ------------ეს, დაეფუძნებინა ქ. თბილისის N1-- სკოლის ბაზაზე მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა, თუმცა აღნიშნული ლიცენზიის ასლი არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ამ კანონით განსაზღვრულ ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული ჰქონდათ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი იყვნენ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიემართათ ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ჩაითვლებოდა გაუქმებულად. N0------------ ლიცენზია შეტანილია რეგისტრაციის მოწმობასა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის მფლობელის სახელწოდების გრაფაში ფიქსირდება შემდეგი სახელწოდება - შპს ,,გ-–-------ი’’. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ, 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განეხორციელებინათ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს და მიეღოთ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის N84/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი 2001 წლამდე ლიცენზირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის გასავლელად ცენტრისთვის უნდა მიემართათ 2011 წლის პირველ ივლისამდე. ვერ იქნა მოძიებული ზემოთ ხსენებული ლიცენზიის ხელმოწერილი ასლი ვერც ცენტრში და ვერც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არქივში დაცულ დოკუმენტაციაში.

 

ამდენად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა მოქალაქე მ-------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 12 სექტემბერს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ №MES 5------------ წერილი - ს/ფ 136-137

 

3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 სექტემბრის №0---------- გადაწყვეტილებით მოქალაქის №5--------- განცხადება არ დაკმაყოფილდა. მოქალაქე მ-------------ეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ ხერხდება მოქალაქე მ-------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 სექტემბრის №0---------- გადაწყვეტილება - ს/ფ 142-143

 

3.1.5. 2018 წლის 17 სექტემბერს, მ-------------ის წარმომადგენელმა ლ--–-------ემ №1----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ატესტატის დუბლიკატის გაცემის დავალება, ხოლო შემდგომ 2018 წლის 12 ოქტომბერს ზემოთ აღნიშნული საჩივართან დაკავშირებულ ზეპირ განხილვაზე დააზუსტა მოთხოვნა და ასევე მოითხოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 სექტემბრის №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 17 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი - ს/ფ 113-114

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმი ,,მ-------------ის წარმომადგენლის, ლ--–-------ის 2018 წლის 17 სექტემბრის N1----- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ’’ - ს/ფ 148-149

 

3.1.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილებით მ-------------ის წარმომადგენელის ლ--–-------ის 2018 წლის 17 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ლიცენზიის ასლი არ იყო ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია მ-------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებო პროგრამის დასრულების შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №01------- გადაწყვეტილება - ს/ფ 18-21

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 სექტემბრის №0---------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის ნორმებთან.

 

6.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებს და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებს და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს, მ-------------ემ №5--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატს გაცემა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ MES 5------------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და აცნობა, რომ რესურსცენტრების წერილების თანახმად, სკოლა არ მდებარეობდა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივის ინფორმაციით, სკოლის დოკუმენტაცია არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ შესულა. ამასთან საქართველოს განათლების სამინისტრომ 1999 წლის 28 იანვრის N0------------ ლიცენზიით ნება დართო განმცხადებელ დ------------ეს, დაეფუძნებინა ქ. თბილისის N1-- სკოლის ბაზაზე მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა, თუმცა აღნიშნული ლიცენზიის ასლი არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ამ კანონით განსაზღვრულ ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული ჰქონდათ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი იყვნენ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიემართათ ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ჩაითვლებოდა გაუქმებულად. N0------------ ლიცენზია შეტანილია რეგისტრაციის მოწმობასა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის მფლობელის სახელწოდების გრაფაში ფიქსირდება შემდეგი სახელწოდება - შპს ,,გ-–-------ი’’. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ, 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განეხორციელებინათ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს და მიეღოთ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის N84/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი 2001 წლამდე ლიცენზირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის გასავლელად ცენტრისთვის უნდა მიემართათ 2011 წლის პირველ ივლისამდე. ვერ იქნა მოძიებული ზემოთ ხსენებული ლიცენზიის ხელმოწერილი ასლი ვერც ცენტრში და ვერც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არქივში დაცულ დოკუმენტაციაში.

 

ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა მოქალაქე მ-------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის სახელზე ქალაქ თბილისის ს---------–----–-- სკოლა ,,გ-–-------ის’’ მიერ 2002 წლის 27 ივნისს გაცემულია საშუალო განათლების ატესტატის ,,ნ---------’’, ხოლო ქალაქ თბილისი N1-- სკოლის ბაზაზე დაფუძნებული მრავალპროფილიანი საშუალო სკოლის ლიცენზიის ასლზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის არ არსებობა, მითითებული დოკუმენტის გაცემისას არ გამოვლენილა. გარემოების ამ დროისათვის გამოვლენა კი, ზიანს აყენებს მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხების გადაწყვეტისას მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა არამხოლოდ მრავალპროფილიანი საშუალო სკოლის ლიცენზიის ასლზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის არ არსებობას, არამედ დაინტერესებული პირის ინტერესსაც, რომელიც დაკავშირებულია საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაუბრკოლებლად რეალიზებასთან, ვინაიდან მ-------------ეს გააჩნდა კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დოკუმენტებისადმი.

 

ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (ატესტატი, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას, არ დაუშვას ნებისმიერ დროს მათში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.

 

სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა მის სახელზე გაცემული საშუალო განათლების ატესტატის სტაბილურობას, და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ გასცეს სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.

 

აღსანიშნავია, რომ ძირითადად სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც (საქმე ბს-1153-1142(კ-11).

 

მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 12 სექტემბერს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის №MES 5------------ წერილის თანახმად სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში სკოლის დოკუმენტაცია არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ შესულა. ამასთან საქართველოს განათლების სამინისტრომ 1999 წლის 28 იანვრის N0------------ ლიცენზიით ნება დართო განმცხადებელ დ------------ეს, დაეფუძნებინა ქ. თბილისის N1-- სკოლის ბაზაზე მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა, თუმცა აღნიშნული ლიცენზიის ასლი არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ამ კანონით განსაზღვრულ ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული ჰქონდათ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი იყვნენ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიემართათ ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ჩაითვლებოდა გაუქმებულად. N0------------ ლიცენზია შეტანილია რეგისტრაციის მოწმობასა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის მფლობელის სახელწოდების გრაფაში ფიქსირდება შემდეგი სახელწოდება - შპს ,,გ-–-------ი’’. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ, 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განეხორციელებინათ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს და მიეღოთ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის N84/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი 2001 წლამდე ლიცენზირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის გასავლელად ცენტრისთვის უნდა მიემართათ 2011 წლის პირველ ივლისამდე. შესაბამისად, მოსწავლისათვის, რომელიც ენდობოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის წარმათვის კანონიერების პრინციპს, იმთავითვე ვერ იქნებოდა ცნობილი სკოლის არალიცენზირებულობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება თავისთავად გამორიცხავს განათლების მიმღები პირის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურების შესაძლებლობას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა აღმჭურველი აქტის კანონიერი ნდობის პრინციპზე.

 

აქვე, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 სექტემბრის №0---------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მათი ბათილად ცნობისა და სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის მ-------------ის სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემის დავალდებულების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად სარჩელი საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მოსარჩელე მ-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 12 სექტემბრის №0---------- გადაწყვეტილება.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გასცეს მ-------------ის სახელზე, სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი.

 

4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, დაეკისროთ მოპასუხეებს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მოსარჩელე მ-------------ის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთბული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი