გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3514 -17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22.02.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ი---- ჭუ----ე
მოპასუხე - ლ---ა გო---ე
წარმომადგენელი - ლ--–- ბა----–--ე.
მოპასუხე - ი--- ქ--------ე
დავის საგანი - ქონების(მოძრავი ნივთის) ყადაღისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა: ყადაღისაგან გათავისუფლდეს მოსარჩელის კუთხვილი მოძრავი ნივთები- კომპიუტერის კომპლექტი „ლჯ“-ის ფირმის -1 ცალი; კომპიუტერის მაგიდა, ლამინირებული, ყავისფერი -1 ცალი; ზალის კედელი სამგანზომილებიანი, ყვითელი ფერის -1 ცალი; სავარძელი ორადგილ---ი ვარდისფერ ფერში - 1 ცალი; ჟურნალების მაგიდა მინის - 1 ცალი; სამზარეულოს მაგიდა ყვითელი ფერის - 1 ცალი; ზალის სკამი ხის, ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; სამზარეულოს სკამი ხის, ყვითელი ფერის - 6 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგი“ პლაზმური - 1 ცალი; მაცივარი „ვესტელის“ ფირმის თეთრი - 1 ცალი; სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის წინ ვერცხლისფერი კანტით და შავი უკანა მხრით. – 1 ცალი; უკრაინული გაზის გამათბობელი თეთრი - 1 ცალი.
1.1. მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ხ--------- ქუჩა №-----ში. რამდენიმე ხნის წინ, კერძოდ 2017 წლის 14 ნოემბერს, მოსარჩელესთან მივიდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები და დააყადაღეს მისი კუთვნილი ნივთები. მათ მოსარჩელეს განუმარტეს, რომ მოქალაქე ი--- ქ--------ეს (მოსარჩელის მაზლის ცოლს) აქვს მოქალაქე ლ---ა გო---ის ვალი და სწორედ ამის გამო აყადაღებდნენ ნივთებს. მოპასუხის განმარტებით, ი--- ქ--------ეს არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული აღნიშნული ნივთების შეძენაში. ის ცხოვრობს თბილისში.
დაყადაღებულ იქნა რამდენიმე ნივთი:
1. კომპიუტერის კომპლექტი „ლჯ“-ის ფირმის -1 ცალი
2. კომპიუტერის მაგიდა, ლამინირებული, ყავისფერი -1 ცალი
3. ზალის კედელი სამგანზომილებიანი, ყვითელი ფერის -1 ცალი
4. სავარძელი ორადგილ---ი ვარდისფერ ფერში - 1 ცალი.
5. ჟურნალების მაგიდა მინის - 1 ცალი
6. სამზარეულოს მაგიდა ყვითელი ფერის - 1 ცალი
7. ზალის სკამი ხის, ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი
8. სამზარეულოს სკამი ზის, ყვითელი ფერის - 6 ცალი
9. ტელევიზორი „სამსუნგი“ პლაზმური - 1 ცალი
10. მაცივარი „ვესტელის“ ფირმის თეთრი - 1 ცალი
11. სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1 ცალი
12. ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის წინ ვერცხლისფერი კანტით და შავი უკანა მხრით. – 1 ცალი
13. უკრაინული გაზის გამათბობელი თეთრი - 1 ცალი.
მოპასუხის განმარტებით, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები არის მისი საკუთრება, მისივე შეძენილი. მოპასუხეს, ი--- ქ--------ეს არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული მათ შეძენაში. მოსარჩელის განმარტებით მაცივარი ,,ვესტელი“ და ტელევიზორი ,,სამსუნგი“ პლაზმური არის მისი დედამთილის მიერ შეძენილი.
დაყადაღებული ნივთების ღირებულება შეადგენს 2000 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ი--- ქ--------ემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთების შეძენაში მას წვლილი არ მიუძღვის. ის მართალია რეგისტრირებულია მითითებულ მისამართზე, მაგრამ ფაქტიურად ცხოვრობს თბილისში.
2.2. მოპასუხე ლ---ა გო---ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ი---- ჭუ----ე ცენტრალური საარჩეევნო კომისიის მონაცემების მიხედვით ცხოვრობს მისამართზე ქუთაისი ხ--------- №9/41. ამას ადასტურებს ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ქონებრივი უზრუნველყოფის დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია ი---- ჭუ----ის მიერ.
სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლები მივიდნენ ი--- ქ--------ის ოჯახში, რომელიც ცხოვრობს მისამართზე ქუთაისის ხ--------- №----. ხოლო ი---- ჭუმბურიძის ოჯახი ცხოვრობს ქუთაისის ხ--------- №9/41 ბინაში. შესაბამისად ი---- ჭუ----ის ოჯახში აღმასრულებლები არ გამოცხადებულან.
დაყადაღების აქტი შედგენილი იქნა მისამრთზე: ქუთაისი ხ--------- №----. აქტის თანახმად დაყადაღებულია ნივთები, რომლებიც განთავსებული არის აღნიშნულ მისამართზე. წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება დაყადაღებული ნივთების კუთვნილება ი---- ჭუ----ისადმი და არც იდენტიფიცირება არის შესაძლებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ საოჯახო ნივთების შეფასების შესახებ აუდიტორული ფი---- „ა----------------–-------ს“ ექსპერტის ვ--------ს მიერ ი---- ჭუ----ის მიმართვის საფუძველზე შეფასდა საოჯახო ნივთები მდებარე ქ.ქუთაისი ხ--------- №-----ში; შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა შემდეგი ნივთები: კომპიუტერის კომპლექტი :ლჯ“-ის ფირმის -1 ცალი. მონიტორი, ქეისი, კლავიატურა, მაური, დინამიკები. შავი ფერის. (ძველი) შეფასდა 200 ლარად. კომპიუტერის მაგიდა ლამინირებული ყავისფერი -1 ცალი. შეფასდა - 30 ლარად. ზალის კედელი სამგანზომილებიანი ყვითელი ფერის -1ცალი. შეფასდა - 400 ლარად. სავარძელ---ი ორადგილ---ი ვარდისფერ ფერში -1 ცალი. შეფასდა - 100 ლარად.ჟურნალების მაგიდა მინის -1ცალი.შეფასდა 50 ლარად. სამზარეულოს მაგიდა ყვითელი ფერის - 1 ცალი. შეფასდა - 50 ლარად; ზალის სკამი ხის, ნაჭრის ზედაპირით 6ცალი. შეფასდა - 90 ლარად. სამზარეულოს სკამი ხის, ყვითელი ფერის 6 ცალი. შეფასდა 30 ლარად. ტელევიზორი სამსუნგი, პლაზმური -1 ცალი. შეფასდა - 150 ლარად. მაცივარი ვესტელის ფირმის, თეთრი - 1 ცალი. შეფასდა - 300 ლარად. სარეცხი მანქანა სამსუნგის ფირმის, თეთრი ფერის - 1 ცალი. შეფასდა - 300 ლარად. ტელევიზორი ‘ სამსუნგი’-ის ფირმის წინ ვერცხლისფერი კანტით და შავი უკანა მხარით -1 ცალი. შეფასდა - 100 ლარად. უკრაინული წარმოების გაზის გამათბობელი თეთრი -1ცალი. შეფასდა - 200 ლარად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული საოჯახო ნივთები სულ შეფასდა 2000 ( ორი ათასი) ლარად.
მტკიცებულება: აუდიტორული ფი---- „ა----------------–-------ს“
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ნოემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიორგი ჩაფიძის მიერ ყადაღა დაედო ქუთაისის ხ--------- №---- -ში არსებულ მოძრავ ნივთებს. კომპიუტერის კომპლექტი „ლჯ“-ის ფირმის - 1 ცალი; კომპიუტერის მაგიდა, ლამინირებული, ყავისფერი -1 ცალი; ზალის კედელი სამგანზომილებიანი, ყვითელი ფერის -1 ცალი; სავარძელი ორადგილ---ი ვარდისფერ ფერში - 1 ცალი; ჟურნალების მაგიდა მინის - 1 ცალი; სამზარეულოს მაგიდა ყვითელი ფერის - 1 ცალი; ზალის სკამი ხის, ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; სამზარეულოს სკამი ხის, ყვითელი ფერის - 6 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგი“ პლაზმური - 1 ცალი; მაცივარი „ვესტელის“ ფირმის თეთრი - 1 ცალი; სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის წინ ვერცხლისფერი კანტით და შავი უკანა მხრით. – 1 ცალი; უკრაინული გაზის გამათბობელი თეთრი - 1 ცალი.
მტკიცებულება: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აღმასრულებლის გიორგი ჩაფიძის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი.
3.2.2. დადგენილია, რომ ი---- ჭუ----ემ 2015 წლის 26 დეკემბერს სესხის სახით შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანოზაცია კ-------–ი“ სესხის სახით მიიღო 1050 აშშ დოლარი მოძრავი ნივთების შესაძენად და შეიძინა, სარეცხი მანქანა. ტელევიზორი ლჯ; კარმა; მაცივარი ,,ჰიტაჩი“; პერსონალური კომპიუტერი; გაზქურა; ზალის გარნიტური.
მტკიცებულება: სესხის დაფარვის გრაფიკი; სესხის ქონებრივი უზრუნველყოფის დოკუმენტი.
3.2.3. მოწმე ნ---- კვ-----ს განმარტებით, არის ი---- ჭუ----ის კარის მეზობელი. ი--- 2014 წლიდან ცხოვრობს ქ.ქუთაისი ხ--------- №-----ში; სახლში არსებული ავეჯი არის სამტრედიის ქარხნის ნაკეთობა, ძველი. სკამეები შენაკეთები. ტელევიზორი ვინ შეიძინა ზუსტად არ იცის. ზალის მაგიდა ი----ს აჩუქა თვითონ. ი--- ქ--------ეს კარგად არ იცნობს, რადგან იყო საზღვარგარეთ.
მტკიცებულება: მოწმის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3.მოწმე ქ------- ც----ს განმარტებით, ტენიკა, სარეცხის მანქანა, კომპიუტერი, ფერადი ტელევიზორი, ,,სტენკა“ ორი გარდერობის კარადით, ჩალისფერი სავარძლები, მაცივარი და სამზარეულოს ავეჯი ი---- ჭუ----ის საკუთრებაა. ეს ნივთები ი---ს ჰქონდა იმავე სახლში არსებულ ბინაში საიდანაც ჩამოიტანა და დააწყო ქ.ქუთაისში ხ--------- №-----ში არსებულ მამამთილის ბინაში. ი--- ქ--------ე არ ცხოვრობს ამ მისამართზე.
მტკიცებულება: მოწმის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე ი---- ჭუ----ის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია იურიდიული ფაქტი, ხოლო სასამართლოში დავის შემთხვევაში დადგენილია მტკიცების ტვირთის სტანდარტი. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხე ი--- ქ--------ის ვალდებულების გამო დაყადაღებულია მისი მოძრავი ნივთი და ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე და მოძრავი ნივთების შეძენის მადასტურებელ მტკიცებულებაზე. მოპასუხე ი--- ქ--------ემ სარჩელი ცნო.
მოპასუხე ლ---ა გო---ის და მისი წარმომადგენელის განმარტებით, მოსარჩელის ნივთები აღმასრულებელის მიერ დაყადაღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხე მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და განმარტა, რომ მოსარჩელე არ არის რეგისტრირებული იმ მისამართზე სადაც ნივთებია განთავსებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
სამოტივაციო ნაწილი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1.სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ ქონებაზე, კომპიუტერის კომპლექტი „ლჯ“-ის ფირმის -1 ცალი; კომპიუტერის მაგიდა, ლამინირებული, ყავისფერი -1 ცალი; ზალის კედელი სამგანზომილებიანი, ყვითელი ფერის -1 ცალი; სავარძელი ორადგილ---ი ვარდისფერ ფერში - 1 ცალი; ჟურნალების მაგიდა მინის - 1 ცალი; სამზარეულოს მაგიდა ყვითელი ფერის - 1 ცალი; ზალის სკამი ხის, ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; სამზარეულოს სკამი ხის, ყვითელი ფერის - 6 ცალი; სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის წინ ვერცხლისფერი კანტით და შავი უკანა მხრით. – 1 ცალი; უკრაინული გაზის გამათბობელი თეთრი - 1 ცალი, ი--- ქ--------ეს არ გააჩნია საკუთრების უფლება და აღნიშნული ნივთი ეკუთვნის ი---- ჭუ----ეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
ხოლო დაყადაღებული პლაზმური „სამსუნგი“ -ს ფირმის ტელევიზორის და „ვესტელის“ ფირმის თეთრი მაცივარის მიმართ, მოსარჩელეს არ აქვს მოთხოვნის ულება და ამ ნაწილში ის არასათანადო მოსარჩელეა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ევროპის სასამართლოს პრაქტიკა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 140-ე მუხლები, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, 32-ე, მე-40, 44-ე, 45-ე, 48-ე, 55-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
6.2. ამ მხრივ საყურადღებოა ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი). ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს. პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას. ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ხოლო ,,ბ’’ პუნქტის მიხედვით - ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: - სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;
6.4. სასამართლო მხარეებს მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.5. აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, ი---- ჭუ----ემ 2017 წლის 22 სექტემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ი--- ქაფიანიაძის და ლ---ა გო---ის მიმართ.
6...,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ნოემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიორგი ჩაფიძის მიერ ყადაღა დაედო ქუთაისის ხ--------- №---- -ში არსებულ მოძრავ ნივთებს: კომპიუტერის კომპლექტი „ლჯ“-ის ფირმის -1 ცალი; კომპიუტერის მაგიდა, ლამინირებული, ყავისფერი -1 ცალი; ზალის კედელი სამგანზომილებიანი, ყვითელი ფერის -1 ცალი; სავარძელი ორადგილ---ი ვარდისფერ ფერში - 1 ცალი; ჟურნალების მაგიდა მინის - 1 ცალი; სამზარეულოს მაგიდა ყვითელი ფერის - 1 ცალი; ზალის სკამი ხის, ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; სამზარეულოს სკამი ხის, ყვითელი ფერის - 6 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგი“ პლაზმური - 1 ცალი; მაცივარი „ვესტელის“ ფირმის თეთრი - 1 ცალი; სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის წინ ვერცხლისფერი კანტით და შავი უკანა მხრით. – 1 ცალი; უკრაინული გაზის გამათბობელი თეთრი - 1 ცალი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ი---- ჭუ----ემ იმთავითვე განუცხადა აღმასრულებელს, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები არის მისი კუთვნილება და გაჩნია შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება.
6.7. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მიხედვით - 1. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;
ბ)სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ;
გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;
დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;
ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა);
ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა;
ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და ლუქების ნომრები;
თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახავად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;
ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;
კ) კრედიტორისა და მოვალის შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი.
2. ქონებაზე ყადაღის დადებასთან ერთად ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.
3. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.
6.8. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მიხედვით -1. მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას. 2. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.
6.9. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. ამავე მუხლით არის დაწესებული, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით -მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები
მოცემული დავის კანონშესაბამისად გადაწყვეტისათვის აუცილებელია მტკიცების სტანდარტის სწორად განსაზღვრა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საფუძვლ---ობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლ---ობის დასადასტურებლად მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე და მის მიერ მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.
დადგენილია, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მოწმეებისათვის ცნობილია საქმის გარემოებების შესახებ, რაც დასტურდება მათი ჩვენებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს - მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება, მდებარე ხ--------- №---- -ში - კომპიუტერის კომპლექტი „ლჯ“-ის ფირმის -1 ცალი; კომპიუტერის მაგიდა, ლამინირებული, ყავისფერი -1 ცალი; ზალის კედელი სამგანზომილებიანი, ყვითელი ფერის -1 ცალი; სავარძელი ორადგილ---ი ვარდისფერ ფერში - 1 ცალი; ჟურნალების მაგიდა მინის - 1 ცალი; სამზარეულოს მაგიდა ყვითელი ფერის - 1 ცალი; ზალის სკამი ხის, ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; სამზარეულოს სკამი ხის, ყვითელი ფერის - 6 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგი“ პლაზმური - 1 ცალი; მაცივარი „ვესტელის“ ფირმის თეთრი - 1 ცალი; სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის წინ ვერცხლისფერი კანტით და შავი უკანა მხრით. – 1 ცალი; უკრაინული გაზის გამათბობელი თეთრი - 1 ცალი, ნამდვილად წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის საკუთრებას.
მოპასუხე - ი--- ქ--------ემ სარჩელი ცნო, ხოლო ლ---ა გო---ეს კი მოსარჩელის მტკიცებულებათა გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო არ იზაირებს მოპასუხე ლ---ა გო---ის და მისი წარმომადგენელის განმარტებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს ხ--------- №---- -ში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს”. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ი---- ჭუ----ე ნივთების დასყადაღებისას იმყოფებოდა იმავე მისამართზე და იმთავითვე განუცხადა აღმასრულებელს, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები არის მისი კუთვნილება და გაჩნია
სასამართლოს მითითება მფლობელობასთან დაკავშირებით.
6.10. ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მფლობელობის უფლება, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს განმარტოს მფლობელობის, როგორც უფლების იურიდიული შინაარსი.
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად 2 ნიშანზე დაიყვანება: 1. ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა. აქ იურიდიული ბატონობა ივარაუდება და არ შეიძლება იგი დავიყვანოთ ნივთის მიმართ ფიზიკურ შემხებლობამდე. 2. ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვება. აქ იგულისხმება, რომ მთავარია მფლობელობა, იმის მიუხედავად, თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვებული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით, ე.ი მას სურდეს, რომ იყოს მფლობელი.
სამოქალაქო სამართალში (კოდექსში) მფლობელობა გამიჯნულია საკუთრებისგან. საკუთრება ესაა ნივთზე ბატონობის უფლება, ხოლო მფლობელობა თვით ეს ბატონობაა. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც. მფლობელობა ფაქტია და ამ ფაქტის უკან შეიძლება იდგეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებები.
მფლობელობის განმარტებისას აუცილებელია დადგინდეს მფლობელობის ხარისხი (კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელი). მფლობელის კეთილსინდისიერება თუ არაკეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების საგანია და მათში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლისადმი. ხოლო მფლობელის კანონიერება თუ უკანონობა ობიექტური, ნორმატიული ნების შეფასების საგანია.
მფლობელობის ფაქტის შეფასებისას მხედველობაში მიიღება როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორები. მფლობელობის სამართლებრივი მდგომარეობის მიმართ განსხვავებულია ამ ფაქტორთა მნიშვნელობაც. თუკი ობიექტური ფაქტორები თვით მფლობელობის მდგომარეობის ბედ-იღბალს განსაზღვრავენ, სუბიექტური ფაქტორები, ძირითადად თვით მფლობელის უფლებრივ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. ამდენად, კანონიერი იქნება მფლობელობა, რომელიც ემყარება კანონის ნორმატიულ ნებას, ხოლო უკანონო იქნება მფლობელობა, რომელიც კონფლიქტშია კანონის ნორმატიულ ნებასთან.
ვინაიდან მფლობელობაში მესაკუთრის ვარაუდი დაშვებულია მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, დავის შემთხვევაში მტკიცებულებათა საფუძველზე უნდა დადგინდეს სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, რაც როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოწმეთა ჩვენებებით, მოძრავი ნივთების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებებით. მოსარჩელის იმავე მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრება.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლით - სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.
თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ განმარტა, რომ ტელევიზორი „სამსუნგი“ პლაზმური და მაცივარი „ვესტელის“ ფირმის თეთრი, არის მისი დადამთილის შეძენილი და წარმოადგენს მის საკუთრებას. ამ ნაწილში სარჩელით მოთხოპვნის უფლებამოსილი პირია აღნიშნული მოძრავი ნივთების შემძენი პირი და არა მოსარჩელე ი---- ჭუ----ე.
6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.13. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ი--- ქ--------ის ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით - მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ სადავო ნივთების დაყადაღებით, მოსარჩელეს წაერთვა მისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების ფლობისა და სარგებლობის უფლება. შესაბამისად, დაყადაღებული მოძრავი ნივთების ყადარისაგან გათავისუფლების მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლ---ია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ---ად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ი--- ქ--------ემ სარჩელი ცნო და იგი სსს კოდექსის 49.2-ე ნაწილით, სრულად უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარჩელის ფასია 2. 000. 00 ლარი, სახ. ბაჟი 50 ლარი.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ყადაღისაგან გათავისუფლდა მოსარჩელის კუთხვილი მოძრავი ნივთები- კომპიუტერის კომპლექტი „ლჯ“-ის ფირმის -1 ცალი; კომპიუტერის მაგიდა, ლამინირებული, ყავისფერი -1 ცალი; ზალის კედელი სამგანზომილებიანი, ყვითელი ფერის -1 ცალი; სავარძელი ორადგილ---ი ვარდისფერ ფერში - 1 ცალი; ჟურნალების მაგიდა მინის - 1 ცალი; სამზარეულოს მაგიდა ყვითელი ფერის - 1 ცალი; ზალის სკამი ხის, ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; სამზარეულოს სკამი ხის, ყვითელი ფერის - 6 ცალი; სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის წინ ვერცხლისფერი კანტით და შავი უკანა მხრით. – 1 ცალი; უკრაინული გაზის გამათბობელი თეთრი - 1 ცალი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 25 ლარი, მოპასუხე ლ---ა გო---ეს უნდა დაეკისროს ი---- ჭუ----ის სასარგებლოდ გადასახდელად.
ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა ტელევიზორი „სამსუნგი“ პლაზმური - 1 ცალი; მაცივარი „ვესტელის“ ფირმის თეთრი - 1 ცალი ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 25 ლარი უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს. კერძოდ-აღსრულება გაგრძელდეს 2017 წლის 14 ნოემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით, იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიორგი ჩაფიძის მიერ დაყადაღებული „სამსუნგი“-ს ფირმის პლაზმური - ტელევიზორის და „ვესტელის“ ფირმის თეთრი მაცივარის მიმართ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია, სხვა მოძრავი ნივთების მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 102-ე, 103-ე, 140-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ი---- ჭუ----ის სარჩელი ლ---ა გო---ის და ი--- ქ--------ის მიმართ - მოძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
2. ყადაღისგან გათავისუფლდეს მოსარჩელის კუთხვილი მოძრავი ნივთები- კომპიუტერის კომპლექტი „ლჯ“-ის ფირმის -1 ცალი; კომპიუტერის მაგიდა, ლამინირებული, ყავისფერი -1 ცალი; ზალის კედელი სამგანზომილებიანი, ყვითელი ფერის -1 ცალი; სავარძელი ორადგილ---ი ვარდისფერ ფერში - 1 ცალი; ჟურნალების მაგიდა მინის - 1 ცალი; სამზარეულოს მაგიდა ყვითელი ფერის - 1 ცალი; ზალის სკამი ხის, ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; სამზარეულოს სკამი ხის, ყვითელი ფერის - 6 ცალი; სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის, თეთრი ფერის - 1 ცალი; ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის წინ ვერცხლისფერი კანტით და შავი უკანა მხრით. – 1 ცალი; უკრაინული გაზის გამათბობელი თეთრი - 1 ცალი.
3. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია. კერძოდ-აღსრულება გაგრძელდეს 2017 წლის 14 ნოემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით, იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიორგი ჩაფიძის მიერ დაყადაღებული - „სამსუნგი“-ს ფირმის პლაზმური - ტელევიზორის და „ვესტელის“ ფირმის თეთრი მაცივარის მიმართ.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - რომლითაც შეჩერდა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია, სხვა მოძრავი ნივთების მიმართ დარჩეს უცვლელი.
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 25 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარი, მოპასუხე ლ---ა გო---ეს დაეკისროს ი---- ჭუ----ის სასარგებლოდ გადასახდელად.
6. სარჩელზე უარის ნაწილში გადხდილის სახ. ბაჟი 25 ლარი ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე