გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2019
საქმის ნომერი
330210118002557116
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21950-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - ც---------------ი

წარმომადგენელი - დ--------–----ე

მოპასუხე - შპს ,,ნ------------ი''

წარმომადგენელი - გ-------------–--ე, გ---–---------ე

მოპასუხე - ნ-----------ი ნ---------------

დავის საგანი - ნ-----------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოთხოვნა სარჩელში

1.1. გაუქმდეს ნ----------- ნ---------------ს მიერ 2018 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო აქტის რეგისტრაციის №1--------.

სარჩელის საფუძვლები (ს.ფ. 1-18):

1.1.1. 2018 წლის 10 მაისს ნ----------- ნ---------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო აქტის რეგისტრაციის №1--------, რომლის გაცემის საფუძველს წარმოადგენს მასსა და შპს ,,ნ------------ს’’ შორის 2017 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება №1-------- და 2017 წლის 25 დეკემბერის იპოთეკის ხელშეკრულება №1--------;

1.1.2. 2017 წლის 25 დეკემბერის იპოთეკის №1-------- ხელშეკრულება გაფორმდა მასსა და შპს ,,ნ------------ს’’ შორის და ხელშეკრულება მხოლოდ დაამოწმა ნ-----------მა ნ---------------მ სანოტარო წესით;

1.1.3. იპოთეკის №1-------- ხელშეკრულების 7.10 პუნქტი, რომელშიც ზოგადად არის მითითებული ნ-----------ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება, არ ეხება იმ ძირითად ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მოხდა იპოთეკის ხელშეკრულების დადება;

1.1.4. ნ-----------ის მიერ არ მომხდარა "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე მისი, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის, კანონის მოთხოვნის საფუძველზე საჭირო ინფორმირება;

1.1.5. მასსა და შპს ,,ნ------------ს’’ შორის 2017 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება №1-------- საერთოდ არ დაუმოწმებია ნ-----------ს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ კრედიტორის განცხადება იმის თაობაზე, რომ მას ერიცხებოდა დავალიანება 76 988.38 აშშ დოლარის ოდენობით, უსაფუძვლოა და მიუთითებს სააღსრულებო ფურცლის უკანონობაზე;

1.1.6. იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს მხოლოდ უზრუნველყოფის ხელშეკრულებას. გაცემული სააღსრულებო ფურცელი კი არსებითად ემყარება მასსა და შპს ,,ნ------------ს’’ შორის 2017 წლის 25 დეკემბერს გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებას №1--------, რომელიც არ ყოფილა ნ-----------ის მიერ დამოწმებული;

1.1.7. ვინაიდან თავად ვალდებულების წარმომშობი ხელშეკრულება არ გაფორმებულა ნ-----------ის მიერ და მას არც კი დაუმოწმებია აღნიშნული ხელშეკრულება, შესაბამისად, მას არც იმის უფლება ჰქონდა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაეცა სააღსრულებო ფურცელი;

1.1.8. მას მოპასუხესთან საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას არ განუცხადებია თანხმობა იმის თაობაზე, რომ კრედიტორს უფლება ჰქონდა მიემართა ნ-----------ისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;

1.1.9. თავად წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებაც ადასტურებს, რომ იგი შედგენილია არა ნ-----------ის მიერ, არამედ შპს ,,ნ------------ის’’ და მის მიერ. აღნიშნულის საფუძველზე კი 2018 წლის 10 მაისს ნ----------- ნ---------------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ასევე ითვალისწინებს აღსრულების ფორმად იპოთეკის საგნის - უძრავი ქონების რეალიზაციას, არის უკანონო;

1.1.10. საკრედიტო ხელშეკრულების პირობები არსებითად განსხვავდება იმ პირობებისგან რაზეც მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში;

1.1.11. სააღსრულებო ფურცელი უკანონოა იმ გარემოების გამოც, რომ მოპასუხე შპს ,,ნ------------ს’’ მის მიმართ არ აქვს ვალდებულება შესრულებული, რადგან მოპასუხეს მისთვის არ გადაუცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 62 500 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს ,,ნ------------მა’’ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები, (ს.ფ. 84-92):

2.1.1. მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 6.8 პუნქტში მითითებულია, რომ იგი უფლებამოსილი იყო მიემართა ნ-----------ისთვის. მართალია აღნიშნული ხელშეკრულება არ დამოწმებულა ნ-----------ის მიერ, მაგრამ მოსარჩელეს ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულების ყველა გვერდზე, შესაბამისად, მისი მითითება იმის თაობაზე, რომ არ იყო ინფორმირებული სასამართლოს გარეშე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობაზე, დაუსაბუთებელია;

2.1.2. იპოთეკის ხელშეკრულება აქცესორული ბუნებისაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ხელშეკრულების გარეშე არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----------ს იპოთეკის ხელშეკრულებაში დეტალურად აქვს გადატანილი ყველა ის არსებითი პირობა, რაც აუცილებელია სესხის ხელშეკრულებისათვის. შესაბამისად, ნ-----------ის მიერ მოსარჩელისთვის იპოთეკის ხელშეკრულების დადასტურებისას განმარტებული იქნა სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობებიც, მათ შორის, ნ-----------ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობა;

2.1.3. გარდა ამისა, ნ-----------ის უფლებას, გასცეს სააღსრულებო ფურცელი, ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსიც. შესაბამისად, ნათელია კანონმდებლის ნება იმის თაობაზე, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში მსგავსი ჩანაწერის არსებობა საკმარისია ნ-----------ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გასაცემად;

2.1.4. საკრედიტო ხელშეკრულების ნ-----------ის მიერ დამოწმების ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს. იმისთვის, რომ ნ-----------მა გასცეს სააღსრულებო ფურცელი, აუცილებელია დამოწმდეს იპოთეკის ხელშეკრულება ე.წ. საჯარო აქტით, ანუ ნ-----------ის მიერ ყველა პირობის განმარტებით, რის თაობაზეც იპოთეკის ხელშეკრულებაშივე უნდა არსებობდეს შეთანხმება ნ-----------ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე. განსახილველ შემთხვევაში მსგავსი შეთანხმების არსებობა დასტურდება როგორც საკრედიტო ხელშეკრულებით, ასევე იპოთეკის ხელშეკრულებით;

2.1.5. არასწორია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მას არ გადასცემია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მის მიერ თანხის გაცემა ხდება სს ,,თ----------ის’’ ანგარიშიდან, შესაბამისად, სალაროს შემოსავლის ორდერს გასცემს სს ,,თ----------ი’’. მის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერით კი დასტურდება მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით გაცემული თანხის მიღება.

 

2.2. მოპასუხე ნ-----------მა ნ---------------მ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 99-107):

2.2.1. მოსარჩელეს საკრედიტო ხელშეკრულების ყველა გვერდზე აქვს ხელი მოწერილი. მის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება დასტურდება იპოთეკის ხელშეკრულებით, რომელიც გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან და ყველა პირობა გაწერილია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2.2.2. მის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობაზე დათქმა არის როგორც საკრედიტო, ასევე იპოთეკის ხელშეკრულებაში;

2.2.3. იგი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს;

2.2.4. იგი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად ისე, რომ მას არ ევალება გადახდის დადასტურების შემოწმება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 25 დეკემბერს შპს ,,ნ------------ს’’ და ც---------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №1--------, რომლის თანახმადაც მოსარჩელის სახელზე 12 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის გადახდის პირობით, გაიცა სესხი 62 246.28 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო წინამდებარე ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

ხელშეკრულების 3.10 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 25 დეკემბერს ნ----------- ნ---------------სთან გაფორმებულია იპოთეკის ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 6.8 მუხლის თანახმად, მსესხებლის მხრიდან ამ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს ნ-----------ისგან მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი და განაგრძოს შესაბამისი პროცედურები საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 39-42)

 

3.1.2. შპს ,,ნ------------სა’’ და ც---------------ს შორის 2017 წლის 25 დეკემბერს დადებული №1-------- საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მათ შორის ამავე თარიღში დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება №1--------.

აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ც---------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქუჩა ბ-------–ა (ყოფ. შ------ი) №7--------184.65 კვ.მ - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0----------------------.

ხელშეკრულების 7.10 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილია მიმართოს ნ-----------ს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად. მიიღოს სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო ფურცლის მიღებისათვის სანოტარო ბიუროში გადახდილი საზღაურის ანაზღაურება ამავე სააღსრულებო ფურცლით მოითხოვოს მსესხებლისგან. ამასთან, თუ მსესხებლის მიერ არ ხდება დარიცხული სარგებლის (პროცენტის) გადახდა და ეს ვადაგადაცილება გრძელდება 14 კალენდარული დღეზე მეტი დროის განმავლობაში, ან არ ხდება სესხის ძირითადი თანხის გადახდა, ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ზღვრულ ვადაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს მოსთხოვოს სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული გადაუხდელი სარგებლის და საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ დაბრუნება და მიმართოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს იპოთეკის საგნის ხარჯზე ვალდებულების იძულებითი წესით შესრულების მიზნით ვალდებულებების ვადამდელი შესრულების მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში არ შესრულდება იპოთეკარის მოთხოვნა, იპოთეკარს უფლება აქვს დაიწყოს იპოთეკის საგანზე აღსრულების მიქცევა, მათ შორის მიიღოს ნ-----------ისგან სააღსრულებო ფურცელი. მხარეები თანხმდებიან, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია გადახდა მიაქციოს მოვალის/მოვალეების მთელ ქონებაზე, რის თაობაზეც მიეთითება ნ-----------ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში. მხარეები ადასტურებენ, რომ ნ-----------ისგან მიიღეს ჯეროვანი და დეტალური განმარტება ნ-----------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. ნ-----------ი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (უფლებამონაცვლის) შესაბამისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, წინამდებარე იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი შესაბამისი საკრედიტო (ცვლილება/დამატება) ხელშეკრულებით წარმოშობილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-37)

 

3.1.3. კრედიტორის - შპს ,,ნ------------ის’’ მიმართვის საფუძველზე 2018 წლის 10 მაისს ნ----------- ნ---------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------.

აღნიშნული სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია - შპს ,,ნ------------ი’’; მოვალედ/მესაკუთრედ - ც---------------ი; ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად - იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული 2017 წლის 25 დეკემბერს ნ----------- ნ---------------ს მიერ, რეგისტრირებული სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრში ნომრით №1--------.

სააღსრულებო ფურცლის თანხმად, აღსასრულებელი ვალდებულების სახედ განისაზღვრა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაცია, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა კი განისაზღვრა 76 988.39 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 62 500 აშშ დოლარი, პროცენტი 6 986.32 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 7 502.06 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 28-30)

 

3.1.4. 2018 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1-------- საფუძველზე, კერძო აღმასრულებელ ნ-------–--–-–---–ის მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოების - A-------- ფარგლებში 2018 წლის 22 მაისს მოსარჩელეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადება (ს.ფ. 24-27)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2017 წლის 25 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების №1-------- საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხე შპს ,,ნ------------ისაგან’’ მიღებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 62 500 აშშ დოლარი.

სასამართლო მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ანუ ის დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. (იხ. სუსგ, საქმე №ას-361-343-2015). შესაბამისად, მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ სადავო გახადა მოპასუხისაგან საკრედიტო ხელშეკრულებით №1-------- გათვალისწინებული თანხის მიღების ფაქტი. მოპასუხის განმარტებით იგი სესხად თანხებს გასცემს სს ,,თ----------ში’’ გახსნილი დეპოზიტიდან, შესაბამისად, მოსარჩელეს თანხა მიღებული აქვს სწორედ სს ,,თ----------იდან’’. მითითებული გარემოების დასტურად წარმოდგენილია სს ,,თ----------ის’’ მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს გაცემული სალაროს გასავლის ორდერი №3----- (ს.ფ. 68), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ ანგარიშის მფლობელის - შპს ,,ნ------------ის’’ ანგარიშიდან მოსარჩელის სახელზე გაცემულია თანხა 62 500 აშშ დოლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ.

შესაბამისად, აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 25 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების №1------- საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხე შპს ,,ნ------------ისაგან’’ მიღებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 62 500 აშშ დოლარი.

 

3.2.2. არ არსებობს ნ----------- ნ---------------ს მიერ 2018 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის, სანოტარო აქტის რეგისტრაციის №1-------- გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

შესაბამისად, სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ 2018 წლის 10 მაისს ნ----------- ნ---------------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველია მხარეთა შორის 2017 წლის 25 დეკემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც არ გაფორმებულა და არც კი დამოწმებულა ნ-----------ის მიერ, რაც, მისი განმარტებით, გამორიცხავდა მის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ამასთან, ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს შპს ,,ნ------------ს’’ და ც---------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №1--------, რომლის თანახმადაც მოსარჩელის სახელზე 12 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის გადახდის პირობით გაიცა სესხი 62 246.28 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთანავე, უდავოა, რომ შპს ,,ნ------------სა’’ და ც---------------ს შორის 2017 წლის 25 დეკემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით №1-------- წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მათ შორის ამავე თარიღში დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება №1--------.

დადგენილია, რომ №1-------- საკრედიტო ხელშეკრულების 6.8 მუხლის თანახმად, მსესხებლის მხრიდან ამ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს ნ-----------ისგან მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი და განაგრძოს შესაბამისი პროცედურები საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, აღნიშნულ დათქმას ითვალისწინებს მხარეებს შორის იმავე თარიღში დადებული სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის №1-------- ხელშეკრულებაც. კერძოდ, იპოთეკის ხელშეკრულების 7.10 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილია მიმართოს ნ-----------ს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----------ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობა გათვალისწინებულ იქნა როგორც მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, ისევე მის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, რომელიც დამოწმებულია ნ-----------ის მიერ.

სასამართლო მიუთითებს იპოთეკის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების როლსა და ბუნებაზე და განმარტავს, რომ იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას (იხ. საქმე №ას-369-350-2015).

შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმასთან მიმართებით, რომ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება ასევე შეიცავს საკრედიტო ხელშეკრულების არსებით პირობებს. ამასთან, აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები ადასტურებენ, რომ ნ-----------ისგან მიიღეს ჯეროვანი და დეტალური განმარტება ნ-----------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ სადავოდ გამხდარი სააღსრულებო ფურცლითვე დგინდება, რომ მისი გაცემის საფუძველს წარმოადგენს არა მოსარჩელის მიერ აპელირებული სანოტარო წესით დაუმოწმებელი საკრედიტო ხელშეკრულება, არამედ სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, წარმოდგენილი ხელშეკრულებების პარალელურად მხოლოდ მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას ხელშეკრულების დადების დროს არ აცნობეს აღნიშნული პუნქტის თაობაზე, არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას მასზე, როგორც ფაქტის მიმთითებელ მხარეზე არსებული მტკიცების ტვირთის განსახორციელებლად.

ამასთანავე, სადავოდ გამხდარი სააღსრულებო ფურცელი თავადვე მიუთითებს, რომ მისი გაცემის საფუძველია არა საკრედიტო ხელშეკრულება, არამედ სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება.

სასამართლო მიუთითებს ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ნ-----------ი კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნ-----------ი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამართალში მოქმედ ე.წ პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ გარიგების ნოტარიულად დამოწმებისას საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ ნების გამომვლენს ნ-----------ი უმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს არაორაზროვან მითითებას იმის თაობაზე, რომ მხარეთათვის ცნობილი იყო ნ-----------ის მიერ სააღსრულებო გაცემის შესაძლებლობაზე.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორი ნოტარიულად დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილი იყო მიეღო ნ-----------ისგან სააღსრულებო ფურცელი. ის გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულება არ იყო დამოწმებული ნოტარიულად, არ წარმოადგენს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ----------- ნ---------------ს მიერ 2018 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის - სანოტარო აქტის რეგისტრაციის №1-------- გაუქმების საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, მე-300 მუხლი, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნ-----------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნ-----------ი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნ-----------ის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო №1-------- ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული 2017 წლის 25 დეკემბერის №1-------- იპოთეკის ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კი 2018 წლის 10 მაისს ნ----------- ნ---------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო აქტის რეგისტრაციის №1--------.

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

წარმოდგენილი სარჩელით, სასარჩელო მოთხოვნაა ნ-----------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ამასთან, მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული და დადასტურებული ნ-----------ის მიერ, მისთვის არ იყო ცნობილი ვალდებულების დარღვევისას ნ-----------ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილებაზე, რაც მიუთითებს სადავოდ გამხდარი სააღსრულებო ფურცლის უკანონობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლით კი განსაზღვრულია, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნ-----------ი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნ-----------მა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ნ-----------ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის ფაქტი, როგორც საკრედიტო ხელშეკრულებით, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულებით - რომელიც მითითებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლად. ისევე როგორც ის გარემოება, რომ ნ-----------ის მიერ მხარეთათვის განმარტებულ იქნა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ არ არსებობს ნ----------- ნ---------------ს მიერ 2018 წლის 10 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის, სანოტარო აქტის რეგისტრაციის №1-------- გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 3 000 ლარი (ს.ფ. 43-44) და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე (ს.ფ. 45-46). სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ს.ფ. 49-52).

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ც---------------ის სარჩელი შპს ,,ნ------------ის'' და ნ----------- ნ---------------ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნ----------- ნ---------------ს მიერ 2018 წლის 10 მაისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი