გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11283-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - შპს ,,მ-----’’
წარმომადგენელი - შ---------------–---–ი
მოპასუხეები - ლ--–-----–------–---–ი, მ------- გ--------
წარმომადგენელი - დ--------------ე
დავის საგანი -თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ--–-----–------–---–ს და მ------- გ--------ს შპს „მ-----“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 4043.35 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე.
2015 წლის 24 დეკემბერს შპს „მ-----“-ს და ლ--–-----–------–---–ს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება NF--------------, რომლის თანახმად ერთის მხრივ მოსარჩელემ აიღო ვალდებულება გადაეხადა ლ--–-----–------–---–ის სატრანს-პორტო საშუალების ნასყიდობის ფასი. თავის მხრივ მოპასუხემ აიღო ვალდებულება კომპანიის საკუთრებაში გადაეცა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დაეფარა როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები. დავალიანების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა თავდებობით, რომლის თავდებსაც წარმოადგენდა მ------- გ--------, რომელსაც ლ--–-----–------–---–თან ერთად სოლიდარულად აქვს ნაკისრი ეს ვალდებულებები.
მოსარჩელის განმარტებით, კომპანიის მხრიდან სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხე ლ--–-----–------–---–მა ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, მოხდა სატრანსპორტო საშალების შპს „მ-----“-ს საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ძირითადი თანხის გადახდა არ მომხდარა. შესაბამისად, კომპანიამ გამოიყენა ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავალიანების ამოღების მიზნით გაყიდა სატრანსპორტო საშუალება. ნასყიდობის ფასი იყო 900 ლარი, ამასთან, მოპასუხეს სატრანსპორტო საშუალების გაყიდვამდე სესხის დასაფარავად შპს „მ-----“-ს ანგარიშზე შეტანილი აქვს 730 ლარი, საერთო ჯამში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა შეადგენს 1630 ლარს. შესაბამისად, მოხდა არსებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა, რადგან 1630 ლარს გამოაკლდა კომპანიის მიერ რეალიზა-ციისთვის გაწეული ხარჯები 138 ლარი, კერძოდ: წერილების ხარჯები - 3 ლარი, ევაკუატორის ხარჯი - 105 ლარი და სითი პარკის ჯარიმა 30 ლარი, ასევე შემოტანილი თანხით დაიფარა ვალდებულების ჯარიმა - 203.94 ლარი, პროცენტი - 840.91 ლარი და ძირითადი თანხა 407.15 ლარი.
ამდენად, კომპანიამ არსებულ ძირითად ვალდებულებას, 4 450 ლარს გამოაკლო გადახდილი ძირი თანხა 407.15 ლარი და შესაბამისად არსებულმა დავალიანებამ შეადგინა 4043.35 ლარი. მიუხედავად მცდელობებისა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე დავალიანება არ დაიფარა, შესაბამისად, თავისი უფლებების დასაცავად შპს „მ-----“ ითხოვს თანხის დაკისრებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ--–-----–------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელემ სრულად გადაიხადა ნასყიდობის ფასი. ამასთან, მის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ნაწილობრივ და ძირითადი თანხა არ არის სრულად დაფარული. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემას მოპასუხე აღნიშნულს უარყოფს და აღნიშნავს, რომ უბრალოდ მოხდა შსს მომსახურების სააგენტოში მის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია, მომავალში დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით.
მოპასუხის განმარტებით, ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე გადახდილია 1630 ლარი, თუმცა, მოსაზრებას გაქვითვის შესახებ არ ეთანხმება. მოსარჩელემ მისი უფლება გამოიყენა არაკეთილსინდისიერად და მოახდინა მისი არარეალურ ფასად გასხვისება.
2.2. მ------- გ--------ს სარჩელისა და სასამართლო სხდომის თარიღების შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. სარჩელთან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 24 დეკემბერს შპს ,,მ-----ს’’ და ლ--–-----–------–---–ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება F--------------. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ლიზინგის თანხა განისაზღვრა 4 450.50 ლარით, სატრანსპორტო საშუალების ფასი - 4 300 ლარით, ლიზინგის ვადა - 24.12.2017, საპროცენტო განაკვეთი - 4.82% თვეში, თანხის გაცემის საკომისიო - 150.50 ლარით ხოლო ლიზინგის საერთო ღირებულება - 7 608.00 ლარით.
ამავე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-9 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებია: SUBARU L----- B4, VIN კოდი B--------, გამოშვების წელი 2002, ძრავის მოცულობა 1994, ფერი RUXI 7/8.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად, ლიზინგის მისაღებად ლიზინგის მიმღები კისრულობს საკუთრებაში გადასცეს ,,მ-----ს’’ სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ,,მ-----’’ კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს ლიზინგის მიმღებს ან გამყიდველს სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი. მას შემდეგ, რაც ,,მ-----’’ მიიღებს სატრანსპორტო საშუალებას საკუთრებაში, ,,მ-----’’ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ლიზინგის მიმღებს უფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს და აგრეთვე გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ლიზინგის მიმღები კი იღებს სატრანსპორტო საშუალებას ლიზინგით.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 7.1. პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები უხდის ,,მ-----ს’’ პროცენტს სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადა-უხდელი ნაწილისგან დაფინანსებით სარგებლობის მთელი ფაქტობრივი პერიოდის განმავლობაში, ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 13.2. პუნქტის მიხედვით, ,,მ-----ს’’ უფლება აქვს დააკისროს ლიზინგის მიმღებს 20 ლარის ოდენობით ერთჯერადი პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი გადასახდელების ვადის გადაცილები-სთვის, ხოლო თუ გადახდა არ განხორციელდება, დამატებით დაარიცხოს გრაფიკით გათვალისწინებული ერთი თვის გადასახდელის 1% საჯარიმო პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 14.3. და 14.3.1. პუნქტების თანახმად, ,,მ-----ს’’ გააჩნია უფლება წერილობითი შეტყობინებით, ცალმხრივად გავიდეს ხელშეკრულებიდან, თუ ლიზინგის მიმღებმა დროულად ან სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდა და ასეთი დაყოვნება გრძელდება 30 დღეზე მეტი ვადით.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 14.4 და 14.7 პუნქტების თანახმად, ,,მ-----ს’’ მხრიდან ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ, ,,მ-----ს’’ მოთხოვნისთანავე გადასცეს სატრანს-პორტო საშუალება ,,მ-----ს’’ ან ამ უკანასკნელის მინდობილ პირს და შეასრულოს ყველა სახელშეკრულებო გადახდა სატრანსპორტო საშუალების გადაცემამდე და აგრეთვე გადაიხადოს ყველა სხვა ფულადი თანხა, რომლიც გადახდაც ეკუთვნის ,,მ-----ს’’ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე.
თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება ან ,,მ-----’’ ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან, მას გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად, სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისების და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, სტანდარტული პირობები (ს.ფ. 18-28)
3.1.2. 2015 წლის 24 დეკემბერს, ამავე თარიღში დადებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,მ-----ს’’ და ლ--–-----–------–---–ს შორის დაიდო ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ლიზინგის ხელშეკრულებით გადასაცემი ავტომობილის (მარკა, მოდელი- SUBARU, მოდელი L----- B4, VIN კოდი B--------, რეგისტრაციის ნომერი G--------) ღირებულება განისაზღვრა 4 300 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 33)
- ავტომობილის შეფასების ფურცელი (ს.ფ. 37)
3.1.3. 2015 წლის 24 დეკემბერს შპს ,,მ-----ს’’ და ლ--–-----–------–---–ს შორის დადე-ბული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების F-------------- უზრუნველსაყოფად ამავე თარიღში დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული ლიზინგის მიმღების ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ლიზინგის თანხა, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, საკომისიოები, პირგასამტეხლოები და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 38 - 39)
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 40)
3.1.4. მოპასუხე ლ--–-----–------–---–ის მიერ დარღვეულია 2015 წლის 24 დეკემბრის ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილია 730 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერი, ცნობა (ს.ფ. 41- 42)
3.1.5. 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს ლ--–-----–------–---–ს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და ავტომობილის მოსარჩელისთვის გადაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვები (ს.ფ. 52 - 55)
3.1.6. 2016 წლის 04 მაისს ლ--–-----–------–---–ს გაეგზავნა შეტყობინება ლიზინგის საგნის რეალიზაციის შესახებ და განესაზღვრა 5 დღე დავალიანების ნებაყოფლობით შესრულებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება (ს.ფ. 56 - 57)
3.1.7. 2016 წლის 13 ივნისს მოსარჩელის მიერ განხორციელდა ლიზინგით გადაცემული ავტომობილის მარკა, მოდელი - SUBARU, მოდელი L----- B4, VIN კოდი B--------, რეგისტრაციის ნომერი G-------- რეალიზაცია 900 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბუღალტრული განაცხადი (ს.ფ. 43);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 44)
3.1.8. ავტომობილის რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაიფარა ლ--–-----–------–---–ის ვალდებულებიდან ძირითადი თანხის ნაწილი - 407.15 ლარი, პროცენტი - 840.91 ლარი და ჯარიმა - 203.94 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 42)
3.1.9. 2015 წლის 24 დეკემბრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან NF-------------- გამომდინარე მოსარჩელის მიმართ მოპასუხე ლ--–-----–------–---–ის დავალიანება შეადგენს 4043.35 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 45)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „მ-----“-ს მიერ ავტომობილის რეალიზაცია განხორციელებულია ხელშეკრულების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპისს თანახმად, ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავო გახადა ავტომობილის რეალიზაციის ფასი. მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილის გადაცემა განხორციელდა აპრილში, ხოლო რეალიზება მოხდა ივნისში, გადაცემული ავტომობილი იყო არამუშა მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია მისი სარეალიზაციო ფასის შემცირება. მოპასუხე არ დაეთანხმა აღნიშნულ განმარტებას, თუმცა მას მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზების მიზნით, არ წარმოუდგენია რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გადაცემისას ავტომობილის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა არაგონივრულ, დაბალ ფასად და იგი მის მიერვე სადავოდ გამხდარ ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ავტომობილიების რეალიზების ვებგვერდიდან ამონარიდის წარმოდგენით შემოიფარგლა. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა თუ რა მიზნით შეიძლება განეხორციელებინა მოსარჩელეს ავტომობილის დაბალ ფასად რეალიზება.
ამასთანავე, აღნიშნულზე მსჯელობისას, უპირველესად გასათვალისწინებელია მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება ან ,,მ-----’’ ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან, მას გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. შესაბამისად, მხარეები ხელშეკრულებით თავადვე შეთანხმდნენ იმგვარ დათქმაზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ავტომობილი გაესხვისებინა ნებისმიერ ფასად. აღნიშნული შეთანხმების არსებობა კი უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციას გასხვისების არაგონივრულ ფასთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნულზე თანხმობით მოპასუხემ თავადვე აიღო ის სამოქალაქო სამართლებრივი რისკი რაც გამომდინარეობდა აღნიშნული დათქმიდან.
შესაბამიასად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომობილის რეალიზაცია არ განხორციელებულა არაგონივრულ ფასში.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 576-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 361-ე, მე- 400-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა და მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილო-ბისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია ლიზინგის და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებ-რივი ურთიერთობა.
6.2. მოპასუხეების მიმართ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთაგან სოლიდარულად ლიზინგის ხელშეკ-რულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4043.35 ლარის გადახდას.
სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობ-რივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს შპს ,,მ-----ს’’ და ლ--–-----–------–---–ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება F--------------. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ლიზინგის თანხა განისაზღვრა 4 450.50 ლარით, სატრანსპორტო საშუალების ფასი - 4 300 ლარით, ლიზინგის ვადა - 24.12.2017, საპროცენტო განაკვეთი - 4.82 % თვეში, თანხის გაცემის საკომისიო - 150.50 ლარით ხოლო ლიზინგის საერთო ღირებულება - 7 608.00 ლარით.
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს შპს ,,მ-----ს’’ და ლ--–-----–------–---–ს შორის დადებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების F-------------- უზრუნველსაყოფად ამავე თარიღში დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული ლიზინგის მიმღების ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ლიზინგის თანხა, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, საკომისიოები, პირგასამტეხლოები და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, მოპასუხე ლ--–-----–------–---–ის მიერ დარღვეულია 2015 წლის 24 დეკემბრის ლიზინგის ხელშეკ-რულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან F-------------- გამომდინარე მოსარჩელის მიმართ მოპასუხე ლ--–-----–------–---–ის დავალიანება შეადგენს 4043.35 ლარს.
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის დავალიანების ფაქტს. სადავოა ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობა. მათი განცხადებით, რეალიზაცია მოხდა არაგონივრულ, დაბალ ფასად, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა დავალიანების ოდენობაზე.
მოპასუხემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოება. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის დავალიანება მოსარ-ჩელის მიმართ 4043.35 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყო-ფილების საფუძველს, როგორც ძირითადი მოვალის, ასევე სოლიდარული თავდების მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავი-სუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 121.29 ლარი (ს.ფ. 59). ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,მ-----ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
ლ--–-----–------–---–ს და მ------- გ--------ს შპს ,,მ-----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 4043.35 ლარის გადახდა;
2. ლ--–-----–------–---–ს და მ------- გ--------ს შპს ,,მ-----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 121.29 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე