განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №---------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - თ----- მ-------, ნ----- ქ--------–-–---–ი,სტაჟიორ-პროკურორები - ზ------ ყ---–--–---–ი, ი-–---------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- გ----ს ძე კ------–----ე, დაბადებული - 1----–-–----- ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, თ------–---–----------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ადვოკატი - გ------- ლ--–--–---–ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–-----------------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------- კ------–----ემ, 2----–-–----- აპრილს, დაახლოებით 18:15 საათზე, ძალის გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------- ბინაში, ხელი გაარტყა სახის არეში არასრულწლოვან თ------------–---–ს, ხელიდან გასტაცა 470 აშშ დოლარის, 11-5 ლარის და 60 თეთრის ექვივალენტის ლარში ღირებულების ,,A----”-ს ფირმის ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც თ------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.1. არასრულწლოვანი დაზარალებულის - თ------------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს თბილისში, დ-----------------------------–--------------- ბინაში. 2----–-–----- აპრილს, თ------------–---–ი 15:00 საათიდან მარტო იმყოფებოდა სახლში, ვინაიდან დედამისი - მ--------------------ე, მისი და და სიძე წავიდნენ სასაფლაოზე. დაახლოებით 18:15 საათზე, კაკუნის ხმაზე, იგი მივიდა კართან და შეკითხვაზე თუ ვინ იყო, მამაკაცმა უპასუხა, რომ ეძებდა მ---ს. მან იფიქრა, რომ დედას კითხულობდნენ და გაიხედა კარში არსებულ ე.წ. კარის თვალში, მაგრამ ვერავინ დაინახა. ვინაიდან მამაკაცის ხმა მიამსგავსა ნაცნობ ხმას, დაზარალებულმა გააღო კარი და დაინახა დაახლოებით 180 სმ. სიმაღლის უცხო მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა ჭაღარაშერეული შავი ფერის თმა, ოვალური სახის მოყვანილობა, ნორმალური ზომის ცხვირი და ტუჩები, ღია ყავისფერი, თაფლისფერი თვალები, ხოლო ტანთ ეცვა ტყავის შეკრული ქურთუკი და მუხლებს ზემოთ გადახეული ჯინსი. აღნიშნულ მამაკაცს თ------------–---–მა კარების გაღებისთანავე უთხრა, რომ დედა სახლში არ იმყოფებოდა და დაიწყო კარების დახურვა, მაგრამ უცნობი მამაკაცი ძლიერად მიაწვა კარს, რის გამოც დაზარალებულმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია; უცნობი მამაკაცი შევიდა სახლში, თ------------–---–ს მარჯვენა ხელიდან წაართვა ,,I--------“ მოდელის მობილური ტელეფონი და მარჯვენა მუშტი გაარტყა სახის მარცხენა არეში. გარტყმის შედეგად თ------------–---–მა განიცადა ძლიერი ტკივილი, შეშინებული უკან მიტრიალდა და მისაღებ ოთახში მაგიდას შემოურბინა, რადგან უცნობი მამაკაცი უკან მოსდევდა. დაზარალებული სახლის ღია კარიდან გაიქცა გარეთ, ხოლო კარიდან გასვლამდე უცნობმა ზურგის მხრიდან მიაძახა - ,,ფული მომეცი“. თ------------–---–ი არ გაჩერდა, მიირბინა მეზობლად მცხოვრებ ზ------ ნ------------ესთან და თხოვა დახმარება, რომელმაც მალე მიირბინა დაზარალებულის ბინაში, თუმცა იქ არავინ დახვდა. მომხდარის შესახებ თ------------–---–მა შეატყობინა დედას და კლასელის დედის ტელეფონით - პოლიციას. სახეში დარტყმის შედეგად თ------------–---–ს რამდენიმე დღე დასიებული ჰქონდა ლოყა. სასამართლო სხდომაზე მან დაადასტურა მისი მონაწილეობით 2----–-–------------–ს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - გ------- კ------–----ის ამოცნობა და განმარტა, რომ კარის გაღებისას, სადარბაზოში საკმარისი სინათლე იყო და ნათლად ხედავდა გ------- კ------–----ეს, რომელსაც 1-2 წუთის განმავლობაში აკვირდებოდა, რადგან დედამისის ნაცნობი ეგონა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ბრალდებული პირველად შემთხვევის დღეს, ხოლო მეორედ - ამოცნობისას ნახა და იგი სამ პირს შორის ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, ოვალური სახის მოყვანილობით, ცხვირით, ტუჩებით, თვალების ფერით და ჩაცმულობით. თ------------–---–მა ასევე დაადასტურა 2018 წლის 30 აპრილს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - მობილური ტელეფონის ამოცნობა და განმარტა, რომ 2----–-–----- აპრილს, დაახლოებით 18:15 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------- ბინაში, გ------- კ-----------ემ ხელიდან გასტაცა მისი კუთვნილი 470 აშშ დოლარის ღირებულების ,,A----”-ს ფირმის ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონი. გ------- კ------–----ის ქმედების შემდეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და აღარ აქვს მობილური ტელეფონი, რომელიც ძალიან ჭირდება.
2.2. მოწმე ზ------ ნ------------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს დაზარალებულის მეზობლად, დაახლოებით 20 მეტრში. 2----–-–----- აპრილს, საღამო ხანს, კარებზე შემოესმა ბრახუნის ხმა; როდესაც გააღო კარი, ნახა მისი მეზობელი - თ------------–---–ი, რომელიც იყო აღელვებული და უთხრა, რომ მას ბინაში შეუვარდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც წაართვა ტელეფონი და დარტყა. იგი სასწრაფოდ გაიქცა თ------------–---–ის ბინისკენ, მაგრამ ბინაში არავინ დახვდა. უკან დაბრუნებულს თ------------–---–მა უამბო, რომ როდესაც იგი მარტო იმყოფებოდა სახლში, კარზე შემოესმა კაკუნის ხმა, უცნობი პიროვნება კითხულობდა მ---ს. თ------------–---–მა უცნობს კარი გაუღო, რადგან იფიქრა, რომ უცნობი დედამისს კითხულობდა. კარის გაღების შემდეგ, დაზარალებულმა უცნობს უთხრა, რომ დედამისი სახლში არ იყო და დაიწყო კარის დახურვა, მაგრამ უცნობი კარს მიაწვა, სახლში შევიდა, თ------------–---–ს ხელიდან დასტაცა მობილური ტელეფონი და ხელი გაარტყა სახეში. შეშინებული თ------------–---–ი სახლიდან გამოექცა უცნობ მამაკაცს და დასახმარებლად მიმართა ზ------ ნ------------ეს.
2.3. მოწმე მ--------------------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს თბილისში, დ-----------------------------–--------------- ბინაში, 12 წლის შვილთან - თ------------–---–თან ერთად. 2----–-–----- აპრილს, მ--------------------ე, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად, 15:00 საათზე წავიდა სასაფლაოზე, ხოლო თ------------–---–ი სახლში მარტო დარჩა. დაახლოებით 18:00 საათზე, მას დაუკავშირდა თ------------–---–ი, რომელიც იყო აღელვებული და უთხრა, რომ სახლში შეუვარდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც წაართვა ტელეფონი და დაარტყა. სახლში მისულს, თ------------–---–მა უამბო, რომ კარზე კაკუნისას მამაკაცმა იკითხა მ--- და ვინაიდან ნაცნობი ეგონა, კარი გააღო, მაგრამ კართან მდგომი პიროვნება ვერ იცნო და უთხრა რომ მ--- სახლში არ იყო, რის შემდეგაც სცადა კარის დაკეტვა, რისი საშუალებაც თ------------–---–ს არ მისცა უცნობმა მამაკაცმა, იგი მიაწვა კარს და შევიდა სახლში. აღნიშნულის შემდეგ, უცნობმა მამაკაცმა თ------------–---–ს მარჯვენა ხელიდან დასტაცა მობილური ტელეფონი და სახეში დაარტყა. ბავშვმა მოახერხა და გაიქცა მეზობელთან დახმარების სათხოვნელად. მ--------------------ემ ნახა, რომ თ------------–---–ს სახეზე ჰქონდა სიწითლე, ბრეკეტი ჩამოვარდნილი და განიცდიდა ტკივილს. იმავე დღეს გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც დააფიქსირეს, რომ თ------------–---–ი უჩივის ტკივილს და აქვს შეშუპება მარცხენა ლოყის არეში, ასევე ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული ტრავმა მას მიაყენა უცნობმა მობილური ტელეფონის წართმევის დროს. მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ მობილური ტელეფონის ყუთი წარადგინა წინასწარ გამოძიებაში, მისი შვილის ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონი იყო 1400 ლარის ღირებულების, რომელიც მისმა მეუღლემ გამოუგზავნა თ------------–---–ს ამერიკიდან. ასევე განმარტა, რომ მომხდარის შემდეგ თ------------–---–ს ჰქონდა შიშები და გადიოდა სათანადო მკურნალობას.
2.4. მოწმე გ------ პ-----–---–ის ჩვენების თანახმად, 2----–-–------------–ს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომ თბილისში, ბ-------------------ში მცხოვრები თ------------–---–ის მობილური ტელეფონის ძარცვა ჩადენილი უნდა ჰქონოდა 1--- წელს დაბადებულ ვინმე გ------- გ----ს ძე კ------–----ეს. პირადმა კონტაქტმა მოწმეს ასევე აცნობა, რომ გ------- კ------–----ემ ნაძარცვი მობილური ტელეფონი გაყიდა თბილისში, ც----------------–-----------------ე მობილური მაღაზიის ჯიხურში. გ------ პ-----–---–მა მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას; გადამოწმების შემდეგ მიღებული ინფორმაცია დადასტურდა.
2.5. მოწმე გ-----------------ს ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს თბილისში, ც----------------ში მდებარე მობილური ტელეფონების N----ე მაღაზიაში, სადაც 2----–-–----- აპრილს, დაახლოებით 1---- საათზე, მასთან მივიდა მისი მეგობარი - გ------- კ------–----ე, რომელმაც 100 ლარად მიჰყიდა ,,I--------” მოდელის, მუქი ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი და წავიდა. აღნიშნულის შემდეგ მას გ------- კ------–----ე არ უნახავს. მეორე დღეს, გ-----------------სთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, აღნიშნული მობილური ტელეფონი ამოიღეს და დალუქეს.
2.6. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა - ა------------–---–მა, მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ძარცვის ფაქტზე და მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დაკითხა მოწმეები: არასრულწლოვანი დაზარალებულის დედა - მ--------------------ე, დაზარალებულის მეზობელი - ზ------ ნ------------ე, ასევე - ბრალდებულის მეგობარი - გ-----------------, რომელმაც დაუდასტურა, გ------- კ------–----ისგან 2----–-–----- აპრილს, 100 ლარად, ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონის შეძენის ფაქტი. მანვე დააკავა ბრალდებული და დაკითხა იგი დ------------------------------–-------ში. გარდა აღნიშნულისა, ა------------–---–მა ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა თბილისში, დ-------- ბ------------------, ბ--------ში მდებარე შემთხვევის ადგილი; ბრალდებულის, ექსპერტების და ინსპექტორ-გამომძიებლების მონაწილეობით, 2----–-–------------–ს ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებულმა აჩვენა თბილისში, ც----------------–-----------------ე მაღაზია, სადაც მის ნაცნობ გ-----------------ს 100 ლარად მიყიდა 2----–-–----- აპრილს ძარცვის შედეგად მოპოვებული მობილური ტელეფონი. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, მასში მონაწილე პირები ბრალდებულის ჩათვლით, გაეცნენ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და მის სისწორეზე შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ ჰქონიათ, რაც დაადასტურეს შესაბამისი ხელმოწერებით. ა------------–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - გ-----------------სგან ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონის ამოღების სისწორე.
2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ინსპექტორ-გამომძიებლებმა - გ------- უ–-----ემ და გ------- ქ------–---–მა დაადასტურეს 2----–-–------------–ს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის ფაქტი და განმარტეს, რომ ისინი გამომძიებელთან, ექსპერტ-კრიმინალისტებთან და ბრალდებულთან ერთად გაემართნენ ბრალდებულის მიერ დასახელებულ მისამართზე, თბილისში, ც----------------–-----------------ე მაღაზიაში, სადაც ბრალდებულმა მათ განუმარტა, რომ თავის ნაცნობს 100 ლარად ჩააბარა ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონი. მოწმეებმა განმარტეს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ექსპერტების მიერ მოხდა ფოტოგადაღება. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, გამომძიებელმა, ბრალდებულს და მონაწილე პირებს გააცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რის შემდეგაც ბრალდებულმა და ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა ხელი მოაწერეს აღნიშნულ ოქმს.
2.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ექსპერტ-კრიმინალისტებმა - პ------------–---–--ემ და ლ---------–---–მა დაადასტურეს 2----–-–------------–ს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის ფაქტი და განმარტეს, რომ 2----–-–------------–ს, ძ---–-------–--ის პოლიციის ს-----------–-------- განყოფილებიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ რ-----–-–---–ის ქუჩაზე მდებარე ძ---–-------–--ის პოლიციის ს-----------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც ინსპექტორ-გამომძიებლებთან და ბრალდებულ გ------- კ------–----ესთან ერთად გაემართნენ გ------- კ------–----ის მიერ დასახელებულ მისამართზე, კერძოდ, თბილისში, ც----------------–-----------------ე მაღაზიაში, სადაც ბრალდებულმა მათ განუმარტა, რომ თავის ნაცნობს 100 ლარად ჩააბარა ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონი. ექსპერტებმა ასევე განმარტეს, რომ მათ მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ხოლო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, გამომძიებელმა ბრალდებულს და მონაწილე პირებს გააცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რაზედაც მათ შენიშვნები არ გამოუთქვამთ და ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელმოწერებით.
2.9. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლები - გ------- ქ------–---–ი, ი-–--------–-–---–ი და ნ-----------–--ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისობაზე სასამართლომ იმსჯელა შესაბამის საპროცესო ეტაპზე. ამასთან, მათი გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
2.10. ბრალდებულმა გ------- კ------–----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2----–-–------------–----------------------------------------–-–----- აპრილს, იგი ბ-------------------ში ეძებდა თავის მეგობარს - ვ-----------–ს და პირველ სართულზე, კარზე დაკაკუნებისას იკითხა მისი მეგობრის და - მ---. კარი გაუღო გოგონამ, რომელმაც უთხრა, რომ მ--- სახლში არ იყო. გოგონას კარი ბოლომდე ჰქონდა გაღებული. ბრალდებულმა გოგონას ჰკითხა, იცნობდა თუ არა მ--- დ---–ს, რაზედაც მიიღო უარყოფითი პასუხი. ამის შემდეგ, ბრალდებულმა გოგონას შესთავაზა, დაერეკა დედისთვის და ეკითხა მ--- დ---–ის შესახებ, რაზედაც გოგონა დათანხმდა და მოიტანა მობილური ტელეფონი. სანამ გოგონა დარეკავდა, გ------- კ------–----ემ მას შესთავაზა, რომ თავად დაურეკავდა დედამისს და გამოართვა მობილური ტელეფონი, თუმცა ტელეფონი დაბლოკილი იყო და გოგონას უკანვე გაუწოდა, რა დროსაც გოგონა შევარდა სახლში და დაიყვირა ,,მიშველეთო“. რადგან გოგონა გაიქცა, ბრალდებული თავადაც გაიქცა გოგონას კუთვნილი ,,I--------“ მოდელის მობილური ტელეფონით ხელში. იგი განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა, რის გამოც სახლში ვერ მივიდოდა, ამიტომ მობილური ტელეფონი მიიტანა სადგურის მოედანზე და თავის მეგობარს 100 ლარის სანაცვლოდ ჩააბარა, აღნიშნული თანხით კი იმ დღეს დარჩა სასტუმროში. ბრალდებული მეორე დღეს მივიდა თავის მეგობართან ტელეფონის გამოსართმევად, რომ დაებრუნებინა გოგონასთვის, რა დროსაც იგი დააკავეს. გ------- კ------–----ემ განმარტა, რომ იგი წარსულში სამჯერაა ნასამართლევი ქურდობისთვის და მისი უფლება-მოვალეობები მისთვის კარგად იყო ცნობილი; ასევე განმარტა, რომ 2----–-–------------–ს, მოწმის სახით დაკითხვისას, მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია და გამოკითხვის ოქმს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. ბრალდებულმა დაადასტურა 2018 წლის 15 აპრილის გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა, თუმცა უარყო ოქმში მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრუწლოვან გოგონას წაართვა მობილური ტელეფონი და გაყიდა, რაც ახსნა იმ გარემოებით, რომ იგი ენდო გამომძიებელს, რომელიც არის მისი ნაცნობი და ოქმს ისე მოაწერა ხელი, რომ მის შინაარსს არ გაცნობია. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით, ბრალდებულმა თავდაპირველად განმარტა, რომ ხელმოწერა მისია, მაგრამ შემდეგ განაცხადა, რომ ოქმზე არსებული ხელმოწერა შესაძლოა მას არ ეკუთვნოდეს და ვერც იხსენებს, ხელი ჰქონდეს მოწერილი ისეთი შინაარსის ოქმზე, სადაც მითითებულია მობილური ტელეფონის ,,გაყიდვის“ ან ,,წართმევის“ შესახებ; მას დეტალურად ახსოვს, რომ ხელში ეჭირა დაზარალებულის მობილური ტელეფონი და გაიქცა, მობილური ტელეფონი ჩააბარა 100 ლარის სანაცვლოდ და აპირებდა მეორე დღეს დაებრუნებინა იგი დაზარალებულის ოჯახისთვის.
2.11. საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, დ-------- ბ------------------, ბ--------ში, პირველ სართულზე. ბინაში შესასვლელი რკინის კარი არის ყავისფერი და შესასვლელი კარიდან შევდივართ საერთო ოთახში, რომლის შუა ნაწილში დევს ჟურნალების მაგიდა და ორი ცალი დივანი’ იატაკის ზედაპირი შედგება მარმარილოს მსგავსი ქვისგან. ბინაში შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს მდებარეობს საპირფარეშო, ხოლო მარჯვენა მხარეს სამზარეულო და სასადილო ოთახი, რომლის გაგრძელებაზე არის ბავშვების ოთახი; საერთო ოთახის ბოლოში, მარჯვენა მხარეს არის საძინებელი ოთახი.
2.12. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2----–-–------------–ის ოქმის თანახმად, მოწმე გ------- კ------–----ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც შსს ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომიდან, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები: გამომძიებელი - ა------------–---–ი, ინსპექტორ-გამომძიებლები - გ------- უ----–--ე და გ------- ქ------–---–ი, ექსპერტ-კრიმინალისტები - პ------------–---–--ე და ლ----------–---–ი, მოწმე გ------- კ------–----ის თანხლებით გაემართნენ ქ. თბილისში, ც----------------ის მიმართულებით. ც----ის ქუჩაზე მისვლისას, გ------- კ------–----ემ მათ მიუთითა ც----------------–-----------------ე მაღაზიაზე, სადაც მისი განმარტებით, 2----–-–----- აპრილს, ნაძარცვი მობილური ტელეფონი 100 ლარად მიყიდა ნაცნობ გ-----------------ს. საგამოძიებო ექსპერიმენტი, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დასურათდა 11 (თერთმეტ) ფოტოდ, რაც ჩაიწერა ლაზერულ დისკზე და დაულუქავი სახით გადაეცა გამოძიებას. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გაეცნო მონაწილე პირები, რომელთაც შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება ოქმზე არ გაუკეთებიათ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ხელს აწერს გ------- კ------–----ე და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები.
2.1-. ამოღების 2----–-–------------–ის ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა - ა------------–---–მა, გ-----------------სგან ამოიღო ,,ა---------“-ს მოდელის მობილური ტელეფონი იმეიკოდით - 3--------------, სიმბარათის გარეშე, დაბლოკილ მდგომარეობაში. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა კანონშესაბამისი წესით.
2.14. პირის ამოცნობის 2----–-–------------–ის ოქმის თანახმად, თ------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო რიგში მარჯვნიდან მეორე შუა ადგილას მდგომი პირი. მან იგი ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, სახის საერთო მოყვანილობით, კერძოდ, სახის კანის ფერით, თვალებით, წარბებით, ცხვირის მოყვანილობით, ტუჩებით. დაზარალებულის მიერ ამოცნობილი პირი არის გ------- კ------–----ე. ამოცნობის დაწყებამდე, თ------------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–----- აპრილს, დაახლოებით 18:15 საათზე, სახლის კარზე გაიგო კაკუნის ხმა; როდესაც იგი კართან მივიდა და იკითხა თუ ვინ იყო, მამაკაცმა კარს მიღმა უპასუხა, რომ ეძებდა მ---ს. თ------------–---–მა კარზე არსებულ ე.წ. კარის თვალში“ გახედვისას ვერავინ დაინახა, თუმცა მამაკაცის ხმა ეჩვენა ნაცნობი, რის გამოც გააღო კარი. კარის გაღებისთანავე, თ------------–---–მა მამაკაცს უთხრა, რომ დედამისი სახლში არ იმყოფებოდა, რასაც მამაკაცის მხრიდან მოჰყვა თავის დაქნევა თანხმობის ნიშნად, რაც თ------------–---–მა აღიქვა, რომ მამაკაცმა მისი ნათქვამი გაიგო და დაიწყო კარის დახურვა, თუმცა უცნობი მამაკაცი ძლიერ მოაწვა კარს, რომლის შეკავებაც თ------------–---–მა ვერ შეძლო და მამაკაცი შევიდა სახლში. სახლში შესვლისთანავე, უცნობმა მამაკაცმა მას მომენტალურად გამოართვა ხელიდან კუთვნილი ,,ე---–--“ ფირმის ,,ა---------“ მოდელის, მუქი ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი იმეიკოდით - 3--------------, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მაგთიკომის ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით - 5-----------. ტელეფონის წართმევის შემდეგ, იმავე წამში, მამაკაცმა მარჯვენა ხელის მუშტი ჩაარტყა მას სახეში, რის შემდეგაც სწრაფად მიტრიალდა თ------------–---–ი უკან და გაიქცა მისაღებ ოთახში არსებული მაგიდისკენ, რა დროსაც მამაკაცი დაედევნა, თუმცა დაზარალებულმა მოახერხა ღია სახლის კარიდან გარეთ გაქცევა. იგი ცოტახანში, ნაცნობთან ერთად დაბრუნდა უკან, მაგრამ აღნიშნული მამაკაცი სახლში აღარ დახვდათ.
2.15. ბრალდებულის დაკავების 2----–-–------------–ის ოქმის თანახმად, გ------- კ------–----ის ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა საგამოძიებო მოქმედების - პირის ამოცნობის დასრულების შემდეგ ქ. თბილისში, რ----------–---–-------------ში. ბრალდებულის გადმოცემით და ვიზუალური დათვალიერებით, მას რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ გ------- კ------–----ე გაეცნო დაკავების ოქმს, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით.
2.16. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 30 აპრილის ოქმის თანახმად, სათანადო წესით დალუქულ პოლიეთილენის პარკში (პაკეტის და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის) დევს ლომბარდიდან ამოღებული მართკუთხა ფორმის მობილური ტელეფონი, რომელსაც უკანა მხარეს გააჩნია მუქი ვერცხლისფერი, ლითონის პრიალა ზედაპირის მქონე ხუფი, რაზდაც იკითხება წარწერა - ,,i-----” და აქვს ვ-–-–--------------–--ის ლოგო; მობილური ტელეფონი არის ,,ე---–--“ ფირმის ,,ა---------“ მოდელის, ერთ სიმბარათიანი, სენსორული სისტემის, რომლის იმეიკოდია - 3--------------.
2.17. ობიექტის (საგნის) ამოცნობის 2018 წლის 30 აპრილის ოქმის თანახმად, თ------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი ცალი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო რიგით N1 მობილური ტელეფონი. ნივთის ამოცნობის შემდეგ, დაზარალებულმა თ------------–---–მა განაცხადა, რომ მის მიერ ამოცნობილი მობილური ტელეფონი ამოიცნო ფირმით, ფორმით და მოდელით, ტელეფონი არის ,,ე---–--“ ფირმის ,,ა---------“ მოდელის, მუქი ვერცხლისფერი, მართკუთხედი, ვიზუალური დათვალიერებით და იმეიკოდით. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, დაზარალებულის მიერ ამოცნობილი მობილური ტელეფონი დაილუქა კანონშესაბამისი წესით. ამოცნობის დაწყებამდე, თ------------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–----- აპრილს, დაახლოებით 18:15 საათზე, უცნობმა მამაკაცმა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, დ-------- ბ-------------------ში მდებარე ბ--------ში და ხელიდან გასტაცა მისი კუთვნილი ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონი, ღირებული 470 აშშ დოლარად.
2.18. პაციენტის სამედიცინო N---- ბარათის თანახმად, 2----–-–------------–ს, თ------------–---–ს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნული ბარათის თანახმად, პაციენტს აღენიშნება თავის ზედაპირული ტრავმა, უჩივის ტკივილს, შეშუპებას მარცხენა ლოყის არეში, რომელიც მისი გადმოცემით, მიაყენა უცნობმა პირმა მობილური ტელეფონის წართმევის დროს.
2.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, გ------- კ------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ------- კ------–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, გ------- კ------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; გ------- კ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 04 ივნისის 04:25 საათიდან.
2.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით, გ------- კ------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 1- (ცამეტი) დღის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე და სსკ-ის 67-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- კ------–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. გ------- კ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო, რომლის ათვლაც დაეწყო 2011 წლის 08 სექტემბრიდან.
2.21. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით, გ------- კ------–----ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და საბოლოოდ, გ------- კ------–----ეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 8 (რვა) თვისა და 14 (თოთხმეტი) დღის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო - 2011 წლის 8 სექტემბრიდან.
2.22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-----------–ის განჩინებით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებაში და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ------- კ------–----ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან; ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ------- კ------–----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼-ით, რამაც შეადგინა 3 წელი და 9 თვე. დანიშნულ სასჯელს გამოაკლდა 1 წელი და 6 თვე, რაც მან რეალურად მოიხადა და გ------- კ------–----ეს მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ გ------- კ------–----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 6 თვის და 1- დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით, რამაც შეადგინა 1 წელი, 10 თვე და 24 დღე. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 წლის, 10 თვისა და 24 დღის ვადით, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით და მსჯავრდებულ გ------- კ------–----ეს მოსახდელად დარჩა 4 წლის, 1 თვის და 24 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო - 2011 წლის 08 სექტემბრიდან.
2.23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–--ის განაჩენით, ცვლილება შევიდა გ------- კ------–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-----------–ის განჩინებაში და გ------- კ------–----ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ¼-ით შემცირებულ სასჯელს - 1 (ერთი) წლის, 10 (ათი) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ------- კ------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით. გ------- კ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 08 სექტემბრიდან.
2.24. საქმეში არსებული N------- ცნობის თანახმად, გ------- კ------–----ე პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის მოხდით გათავისუფლდა - 2----–-–------------------ს.
2.25. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენით (დასწრების გარეშე), გ------- კ------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; გ------- კ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
2.26. მსჯავრდებულის დაკავების 2018 წლის 15 აპრილის ოქმის თანახმად, გ------- კ------–----ე მსჯავრდებულის სახით დაკავებულია ქ. თბილისში, კ-------–-----–--------------ში მდებარე დ------------------------------–-------ში, თბილისის საქალაქოს სამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენის საფუძველზე, რომლითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილი ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მსჯავრდებულის სახით დაკავების ოქმს ხელს აწერს გ------- კ------–----ე.
2.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულ გ------- კ------–----ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის მე-4 პუნქტში მითითებული: მომართვის წერილი და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა ფოტოცხრილით, ასევე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის მე-5 პუნქტში საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში მითითებული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი; ამოღებული თ------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი; ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე და 10 (ათი) ცალი დაქტილოფირი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/201-; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული გ------- კ------–----ის, როგორც ორჯერ ან მეტჯერ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, ძარცვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარა დაუფლების ჩადენა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ წარსულში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის სამჯერ ნასამართლევმა გ------- კ------–----ემ, 2----–-–----- აპრილს, დაახლოებით 18:15 საათზე, ძალის გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------- ბინაში და სახის არეში ხელის გარტყმით, არასრულწლოვან თ------------–---–ს, ხელიდან გასტაცა 470 აშშ დოლარის (11-5 ლარის და 60 თეთრის ექვივალენტის ლარში), ღირებულების ,,A----”-ს ფირმის ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც თ------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3.8. განსახილველ შემთხვევაში ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის ვერსია და არ გაიზიარა მისი პოზიცია გ------- კ------–----ის მიერ ქურდობის ჩადენის თაობაზე, რადგან აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ემსახურება მიზნად, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით: კერძოდ, არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებით, კარის დახურვისას ბრალდებული მიაწვა კარებს, შევიდა სახლში და წაართვა მას მობილური ტელეფონი, რა დროსაც მუშტი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ფიზიკურ დაზიანებაზე მიუთითებს თავის ჩვენებაში მოწმე მ--------------------ე, რომელმაც მომხდარი ფაქტიდან მალევე ნახა შვილი - თ------------–---–ი, რომელსაც სახეზე ჰქონდა სიწითლე, ბრეკეტი ჩამოვარდნილი და განიცდიდა ტკივილს. იგივეს ადასტურებს მოწმე ზ------ ნ------------ეც, რომელმაც მომხდარიდან ასევე მალევე ნახა არასრულწლოვანი დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული და უთხრა, რომ მას სახლში შეუვარდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას წაართვა ტელეფონი და დაარტყა. ძალადობის კვალს ადასტურებს პაციენტის N---- სამედიცინო ბარათი, რომლის თანახმად, თ------------–---–ს აღენიშნება თავის ზედაპირული ტრავმა, უჩივის ტკივილს, შეშუპებას მარცხენა ლოყის არეში, რომელიც მისი გადმოცემით, მიაყენა უცნობმა პირმა მობილური ტელეფონის წართმევის დროს. ბრალდებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აცხადებს, რომ არასრუწლოვანი დაზარალებულისთვის ხელი არ დაურტყამს და მის საცხოვრებელ სახლში არ შეჭრილა, არ შეესაბამება სინამდვილეს, რასაც ასევე ადასტურებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი - ა------------–---–ი, რომლის განმარტებით, 2----–-–------------–ს, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულმა აჩვენა თბილისში, ც----------------–-----------------ე მაღაზია, სადაც მის ნაცნობ გ-----------------ს 100 ლარად მიყიდა 2----–-–----- აპრილს ნაძარცვი მობილური ტელეფონი. მოწმემ ასევე დადასტურა, რომ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, ბრალდებული გაეცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და მის სისწორეზე შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ ჰქონია, რაც დაადასტურა ხელმოწერით. იგივე დაადასტურეს ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ინსპექტორ-გამომძიებლებმა: გ------- უ–-----ემ და გ------- ქ------–---–მა, ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა: პ------------–---–--ემ და ლ---------–---–მა, რომლებმაც განმარტეს, რომ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, გამომძიებელმა ბრალდებულს და მათ გააცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რაზედაც ბრალდებულს და მათ შენიშვნები არ ჰქონიათ და ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელმოწერებით. თავად საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს მიუთითა სწორედ იმ მაღაზიაზე, სადაც მისივე განმარტებით, 2----–-–----- აპრილს, ნაძარცვი მობილური ტელეფონი 100 ლარად მიყიდა მის ნაცნობ გ-----------------ს.
3.8.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს რაიმე გონივრული საფუძველი იმისა, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში სასამართლომ ეჭვი შეიტანოს ვინაიდან, ისინი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, ამასთან, მათი ჩვენებები იყო სრულყოფილი და კონკრეტული, მათ არ აურიდებიათ თავი შეკითხვებზე პასუხისაგან; ასევე არ არსებობს რაიმე დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ კონკრეტულ პირებს აქვთ დაინტერესება გ------- კ------–----ის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ.
3.8.2. სასამართლოსთვის ნაკლებ დამაჯერებელია და არგუმენტს მოკლებულია ბრალდებულის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ენდო ნაცნობ გამომძიებელს და ხელი ისე მოაწერა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომ მის შინაარსს არ გაეცნო. ბრალდებული წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის და მისთვის კარგადაა ცნობილი მისი პროცესუალური უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც თავადაც დაადასტურა.
3.8.3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტი, თითქოსდა სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ------- კ------–----ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებულ ქმედებაში და რომ თითქოსდა სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - არასრულწლოვანი დაზარალებულის - თ------------–---–ის ჩვენება. სასამართლო განმარტავს, რომ გარდა აღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მოწმეების: ა------------–---–ის, გ------- ქ------–---–ის, გ------- უ–-----ის, პ------------–---–--ის და ლ---------–---–ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბრალდებულმა თავად მიუთითა მობილური ტელეფონების იმ მაღაზიაზე, სადაც 2----–-–----- აპრილს ნაძარცვი მობილური ტელეფონი 100 ლარად მიჰყიდა გ-----------------ს. აღნიშნული მოწმეები ასევე ადასტურებენ, რომ ბრალდებული გაეცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რასაც ხელი მოაწერა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ასევე დაზარალებულის მიერ გ------- კ------–----ის ამოცნობის ოქმი. ყოველივე აღნიშნული ერთობლიობაში ქმნის მტკიცებულებით ჯაჭვს, რაც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არწმუნებს გ------- კ-----------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ორობიექტიანია და ნორმის დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ, ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთანავე, დამნაშავე აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარმოადგენს ძარცვის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- კ------–----ემ მას ხელიდან გასტაცა მისი კუთვნილი 470 აშშ დოლარის ღირებულების ,,A----”-ს ფირმის ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონი. ასევე მოწმე მ--------------------ის ჩვენების თანახმად, თ------------–---–ის ,,I--------” მოდელის მობილური ტელეფონი ღირებულება იყო 1400 ლარი, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.
3.11. რაც შეეხება კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედების ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით, აღნიშნულ ნაწილში არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ბინის კარის გაღების შემდეგ, გ------- კ------–----ემ მას აღარ მისცა კარის დახურვის საშუალება, ძალის გამოყენებით შევიდა ბინაში და განახორციელა ძარცვა დაზარალებულის მობილური ტელეფონის დაუფლების მიზნით.
3.12. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის. აქ საუბარია ისეთ ძალადობაზე, რომელიც არ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანების დანაშაულის შემადგენლობას, ვინაიდან ამ დროს არ ხდება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომის უნარის უმნიშვნელო, არამყარი დაკარგვაც კი. ძალადობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ძარცვის დამამძიმებელ გარემოებად, როდესაც იგი გამოიყენება სხვისი ქონების დასაუფლებლად. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, გ------- კ------–----ემ არასრულწლოვან დაზარალებულს ხელიდან დასტაცა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და მარჯვენა მუშტი გაარტყა სახის მარცხენა არეში. გარტყმის შედეგად, თ------------–---–მა განიცადა ძლიერი ტკივილი. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე ზ------ ნ------------ეც, რომელსაც მომხდარი ფაქტიდან მალევე მიმართა თ------------–---–მა დასახმარებლად და უთხრა, რომ მას სახლში შეუვარდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც წაართვა მობილური ტელეფონი და დაარტყა. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა იგივე განუცხადა სატელეფონო საუბრისას დედას - მ--------------------ეს. მოწმე მ--------------------ე ადასტურებს, რომ სახლში მისვლისას ნახა, რომ ბავშვს სახეზე ჰქონდა სიწითლე, ბრეკეტი ჩამოვარდნილი და განიცდიდა ტკივილს. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსი ექიმის მიერ შედგენილი პაციენტის N---- სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ 2----–-–------------–ს, თ------------–---–ს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პაციენტი უჩიოდა ტკივილს, შეშუპებას მარცხენა ლოყის არეში, რომელიც პაციენტის გადმოცემით, მიაყენა უცნობმა პირმა მობილური ტელეფონის წართმევის დროს.
3.1-. გ------- კ------–----ის ქმედების კიდევ ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით, გ------- კ------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ------- კ------–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, გ------- კ------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; გ------- კ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 04 ივნისის 04:25 საათიდან.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით, გ------- კ------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 1- (ცამეტი) დღის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე და სსკ-ის 67-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- კ------–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. გ------- კ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო, რომლის ათვლაც დაეწყო - 2011 წლის 08 სექტემბრიდან.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით, გ------- კ------–----ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და საბოლოოდ, გ------- კ------–----ეს მოსახდელად დარჩა 4 (ოთხი) წელი, 8 (რვა) თვე და 14 (თოთხმეტი) დღე თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო - 2011 წლის 8 სექტემბრიდან.
· საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-----------–ის განჩინებით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებაში და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ------- კ------–----ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან; ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ------- კ------–----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼-ით, რამაც შეადგინა 3 წელი და 9 თვე. დანიშნულ სასჯელს გამოაკლდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რაც მან რეალურად მოიხადა და გ------- კ------–----ეს მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ გ------- კ------–----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 6 თვისა და 1- დღის ვადით შეუმცირდა ¼-ით, რამაც შეადგინა 1 წელი, 10 თვე და 24 დღე. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 წლის, 10 თვისა და 24 დღის ვადით დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით და მსჯავრდებულ გ------- კ------–----ეს მოსახდელად დარჩა 4 წლით, 1 თვით და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო - 2011 წლის 08 სექტემბრიდან.
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–--ის განაჩენით, ცვლილება შევიდა გ------- კ------–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-----------–ის განჩინებაში და გ------- კ------–----ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ¼-ით შემცირებულ სასჯელს - 1 (ერთი) წლის, 10 (ათი) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ------- კ------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით. გ------- კ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 08 სექტემბრიდან.
· საქმეში არსებული N------- ცნობის თანახმად, გ------- კ------–----ე პენიტენციურ დაწესებულებიდან სასჯელის მოხდით გათავისუფლდა - 2----–-–------------------ს.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენით (დასწრების გარეშე), გ------- კ------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; გ------- კ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
· მსჯავრდებულის დაკავების 2018 წლის 15 აპრილის ოქმის თანახმად, გ------- კ------–----ე მსჯავრდებულის სახით დაკავებულია ქ. თბილისში, კ-------–-----–--------------ში მდებარე დ------------------------------–-------ში, თბილისის საქალაქოს სამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენის საფუძველზე, რომლითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილი ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3.1-.1. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. 2----–-–----- აპრილის მდგომარეობით, გ------- კ------–----ე სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და მას აღნიშნული დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით (დასწრების გარეშე), გ------- კ------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა). შესაბამისად, დადასტურებულია მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ძარცვა, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.15. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ------- კ------–----ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, გ------- კ------–----ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- კ------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - შვიდიდან თერთმეტ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ------- კ------–----ემ ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, თუმცა, მისი წარსული ნასამართლობები განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს; შესაბამისად, მას სასჯელი არ განესაზღვრება რეციდივის წესით. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ გ------- კ------–----ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. განსახილველ შემთხვევაში, გ------- კ------–----ეს წინა განაჩენით დანიშნული აქვს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
5.6. საბოლოოდ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- კ------–----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი დაულუქავ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ამოღებული თ------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე და 10 (ათი) ცალი დაქტილოფირი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- კ------–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- კ------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით;
3. გ------- კ------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან; მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს 2----–-–------------–იდან - 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი დაულუქავ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ამოღებული თ------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე და 10 (ათი) ცალი დაქტილოფირი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე