გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
150210019002851474
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210019002851474

საქმე # 2/30-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რ--ონული სასამართლო

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივა-- დავით მე-–----ე

მოსარჩელე: ას----კ ტა–----ი

წარმომადგენელი: ვა--ლ ბა-–----ე

მოპასუხე: ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანება

წარმომადგენელი: ნო-----ი გვ-------ე

თარჯიმა--: გალაქტიონ გავრელიშვილი

დავის საგა--: სამუშაოზე აღდგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანება;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 02 ოქტომბრის 32151-13 ბრძანება;

1.3. ას----კ ტა–----ი აღდგენილი იქნას სამუშაოზე.

 

2. საქმის ფაქტობრივი გა---მოებები სარჩელის მიხე--ვით:

სარჩელის თანახმად ას----კ ტა–----ი 2016 წლის 22 ივნისიდან დროებით, ხოლო 2016 წლის 22 ივლისიდან მუდმივად მუშაობდა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ბუღალტრის თანამდებობაზე. იგი თავის მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა. რაც შეეხება ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს ზა----ი ბა---------ს მოსარჩელემ მის ქმე--ებაში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, რაზეც მიუთითა, მაგრამ უშე--ეგოდ. ამის შემდეგ მოსარჩელემ დარღვევებთან დაკავშირებით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საგამოძიებო ორგანოებს. ამით განაწყენებულმა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა 2017 წლის 08 დეკემბერს მიიღო სრულიად უკანონო და დაუსაბუტებელი ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ვიდრე ას----კ ტა–----ი სასამართლოს მომართავდა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა უკან გამოართვა გათავისუფლების ბრძანება და მას შემდეგ მოსარჩელე კვლავ აგრძელებდა მუშაობას. მიუხე--ავად ამისა, 2018 წლის 29 აგვისტოს ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა კვლავ მიიღო ახალი ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანება დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მერიამ აღნიშნული ბრძანება დატოვა ძალაში.

აღნიშნული სარჩელი თავდაპირველად ახალქალაქის რ--ონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (მხა---ები: მოსარჩელე - ას----კ ტა–----ი, მოპასუხეები - ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, დავის საგა--: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა) შესაბამისი სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომრით - # 3/52-18. იმის გამო, რომ ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანება არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შესაბამისად მისი დირექტორის ბრძანებაც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინა--- არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, რადგან არ ეყრდნობა საჯარო კანონმდებლობას. ამდენად, სახეზეა შრომის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობით. იქიდან გამომდინა---, რომ სასამართლო სამოქალაქო წესით ვერ იმსჯელებდა მერიის აქტის - 2018 წლის 02 ოქტომბრის #2251-13 ბრძანების კანონიერებაზე, სამოქალაქო საქმეში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია აღარ წარმოადგენდა მოპასუხე მხა---ს. ახალქალაქის რ--ონული სასამართლოს, 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ას----კ ტა–----ის სარჩელი მოპასუხეების ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ, ქვემდება---ობით განსახილველად გადაეცა ახალქალაქის რ--ონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მიენიჭა შესაბამისი სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი - # 2/30-19.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

წერილობით შესაგებელში მოპასუხე ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე ნამდვილად მუშაობდა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, რა დროსაც იგი ხშირად არღვევდა სამსახურებრივ დისციპლინას, იგნონირებას უკეთებდა გაერთიანების დირექტორის მითითებებს, სამუშაო საათებში თვითნებურად ტოვებდა სამუშაო ადგილს, კოლექტივში ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას, თანამშრომლების მიმართ იქცეოდა არაეთიკურად და ხშირად აღსაზრდელების თანდასწრებით სრულიად უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, რის გამოც ხელმძღვანელობის მხრიდან 2018 წლის 15 ივნისს მის მიმართ დაიწყო დისციპლინა----ლი წარმოება. ამავე პერიოდში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდანაც დაიწყო შექმნილი ვითა---ბის ადგილზე შესწავლა, რის საფუძველზეც დადასტურდა ას----კ ტა–----ის მხრიდან დაშვებული გადაცდომები, მოსარჩელე სრულიად კანონიერად იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან, ვინაიდან მან ჩაიდინა მძიმე გადაცდომა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 20 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით მოსარჩელე არ ცხადდებოდა სამსახურში. მან თავისი გამოუცხადებლობა იმით გაამართლა, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორთან შეუთანხმებლად და ამ უკნასკნელისათვის მოულოდნელად განცხადება დატოვა თავის სამუშაო კაბინეტში მისი შვებულებაში წასვლასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ისე წავიდა შვებულებაში, რომ საკითხი არა თუ არ შეათანხმა დირექტორთან, არამე-- ამის თაობაზე საჭიროდაც კი არ ჩათვალა, რომ განცხადების დაწერამდე ან მისი დაწერის შემდეგ ზეპირად მაინც ეცნობებინა მისთვის. მან თვითნებურად მიატოვა სამსახური და ხუთი დღის განმავლობაში არ ცხადდებოდა სამსახურში, რითიც ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც ის ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანებით გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან.

3. ფაქტობრივი გა---მოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გა---მოებები

3.1.1. ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2016 წლის 22 ივნისის #6 ბრძანების საფუძველზე, ას----კ ტა–----ი დაინიშნა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების ახალქალაქის #3 საბავშვო ბაღის ბუღალტერის თანამდებობაზე, 2016 წლის 22 ივნისიდან ერთვი თვის გამოსაცდელი ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2016 წლის 22 ივნისის #6 ბრძანება (ს.ფ. 27);

3.1.2. ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2016 წლის 22 ივლისის #171 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე დაინიშნა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების ბუღალტრად 2016 წლის 22 ივლისიდან (ს.ფ. 26).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2016 წლის 22 ივლისის #171 ბრძანება (ს.ფ. 26);

3.1.3. ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანების საფუძველზე, ას----კ ტა–----ი კოლეგიური ეთიკური ნორმების დარღვევის და სამსახურებრივი მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის, გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანება (ს.ფ. 12).

 

3.1.4. ას----კ ტა–----მა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანება ერთი თვის ვადაში გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 ოქტომბრის ბრძანება (ს.ფ. 29-31).

3.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სე--ა მე-–-------ის ჩვენებით იგი არის საკრებულოს წევრი. მისი განმარტებით შემოწმების დროს კომისიის წევრებსა და ას----კ ტა–----ს შორის კონფლიქტი არ ყოფილა, იყო მხოლოდ ხმაურია-- შეხვე--რები და სიტყვიერი კამათი. მათი მიზა-- იყო ბაღების შემოწმება, ჯგუფში იყვნენ როგორც საკრებულოს წევრები, ისე მერიის წარმომადგენლები. ას----კ ტა–----ს ეთიკის ნორმები არ დაურღვევია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე სე--ა მე-–-------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 251-272)

3.1.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სა----ს მე-–-----ის ჩვენებით იგი არის საკრებულოს წევრი. მისი განმარტებით შემოწმებისას იგი იყო გამგეობის მიერ შექმნილ ჯგუფში. მათ შეამოწმეს ბაღები და შეადგინეს შესაბამისი აქტები, რაც შეეხება მოსარჩელეს იცის რომ ის იყო ბუღალტერი, ხოლო ას----კ ტა–----ის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით მისთვის არაფერია ცნობილი. იგი ეთანხმება და ადასტურებს მის მიერ შე--გენილ აქტებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე სა----ს მე-–-----ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 251-272)

3.1.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული არ--- მა------------ის ჩვენებით იგი არის მერის მოადგილე. მისი განმარტებით შემოწმებისას იგი იყო კომისიის თავმჯდომა---. კომისიის შექმნის მიზეზი იყო ბაღების მენეჯერების საჩივარი პროდუქტების ნაკლებად მიწოდებაზე. ას----კ ტა–----თან შეკამათება მოუვიდათ მენიუსთან დაკავშირებით, ვერ შეთანხმდნენ და წამოვიდნენ, ა.ტა–----ს არ გამოუყრიათ. ას----კ ტა–----ის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევას რაც შეეხება მისთვის ცნობილია რომ ზეპირი სახის საჩივარი იყო ა.ტა–----სა და ბუღალტრებს შორის შემოწმებისას კონფლიქტის არსებობის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე არ--- მა------------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 251-272)

3.1.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ან------მ ავ--------ის ჩვენებით იგი არის ახალქალაქის #1 ბაღის მზა---ულის დამხმა---. ა.ტა–----ი მათი ბაღის შემოწმებისას თავიდან კარგად ექცეოდათ, მაგრამ როდესაც რძე ბარალეთიდან აქტის გა---შე მიუტანეს და პიურეში ჩაასხეს, ას----კ ტა–----მა როდესაც ნახა რძე აღარ იყო მაშინ დაიწყო მათ შორის კონფლიქტი. ა.ავ--------ის შენიშვნაზე ხალათის გა---შე რატომ იყო შესული მან უპასუხა რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ან------მ ავ--------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 251-272)

3.1.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჰრ--რ გო--------ის ჩვენებით იგი არის მერიის აუდიტისა და ინსპექტირების განყოფილების წარმომადგენელი. კომისიის მიერ შემოწმებული იქნა დილისკისა და ახალქალაქის ბაღები. გაესაუბრნენ თანამშრომლებსა და გამგეს. ასევე გაესაუბრნენ ას----კ ტა–----საც. დირექტორსა და ა.ტა–----ს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს და ამიტომაც შეუძლებელი იყო მუშაობის გაგრძელება. მშობლები ა.ტა–----ს უჩიოდნენ რადგან მენიუ არასრულფასოვა-- იყო. ა.ტა–----ის მხრიდან მომარაგების საკითხში ადგილი ჰქონდა გადაცდომას. ჰ.გო--------ი ოქმში მოყვა--ლი გა---მოებების სისწორეს ადასტურებს და ეთანხმება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ჰრ--რ გო--------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 251-272)

3.1.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ოლ--ა მე-–----ის ჩვენებით იგი არის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი განმარტებით კომისია შეიქმნა მერის ბრძანების საფუძველზე და უნდა ჩაეტა---ბინათ ბაღებში საკვებისა და ნივთების შემოწმება. პრობლემები ყველა ბაღში იყო, კერძოდ არასაკმარისი საკვების შეტანა (საკვებს ბუღალტერი უკვეთავს), დილისკის შემოწმებისას კონფლიქტი მოუვიდა ბაღის მენეჯერთან, თხოვეს დაწყნა---ბულიყო მაგრამ უშე--ეგოდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ოლ--ა მე-–----ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 251-272)

3.1.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვრ-– ბე-------ის ჩვენებით იგი არის მერიის იურიდიული სამსახურის იურისტი. მერის ბრძანებით შეიქმნა ჯგუფი, უნდა ჩაეტა---ბინათ ბაღების შემოწმება, რადგან სათანადო კვება არ იყო. დილისკის ბაღის შემოწმებისას მენეჯერი საყვე--ურებით გამოვიდა, რომ შეკვეთა ბუღალტერს უნდა მიეცა. დაუძახეს ას----კ ტა–----ს, მან კი კამათი მენეჯერს დაუწყო. ამის გამო ვეღარ შეძლეს მუშაობის გაგრძელება. ამ დროს ბავშვების მშობლები მივიდნენ, რომლებისგანაც შეიტყვეს რომ მათაც ას----კ ტა–----თან მოსვლიათ კამათი და მას კი გაუგდია ისინი. მოხსენებითი ბარათის შე--გენისას მიუთითეს, რომ ბუღალტერის მხრიდან ადგილი ჰქონდა ეთიკის ნორმების დარღვევას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ვრ-– ბე-------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 251-272)

3.1.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კა---ნ მე-----–---ის ჩვენებით იგი არის მერიის საფინანსო-საბუღალტრო განყოფილების თანამშრომელი. რადგანაც ბაღების მხრიდან ადგილი ჰქონდა საჩივრებს მერის ბრძანებით შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც უნდა ჩაეტა---ბინა ბაღების შემოწმება. შეამოწმეს სოფელ დილისკის საბავშვო ბაღის მენიუ და გამოავლინეს დარღვევები. ხორცის მაგივრად კარტოფილი იყო, მენეჯერის თქმით გადარიცხვები დროულად არ ხდებოდა, ა.ტა–----ს უთქვამს რაც გაქვთ იმით დაკმაყოფილდითო. დაუძახეს ბუღალტერს მან კი კამათი დაიწყო. ამის გამო ვეღარ შეძლეს მუშაობის გაგრძელება. კ. მე-----–---ი ადასტურებს ოქმების სინამდვილეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე კა---ნ მე-----–---ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 251-272)

3.1.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული არ---–ეს აბ-------ის ჩვენებით იგი არის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. რადგანაც შესული იყო მოსახლეობის განცხადებები, რომლებიც ჩიოდნენ ა.ტა–----ის ქცევის გამო, მას კონფლიქტი ჰქონდა დირექტორთან, სოფელ დილისკის მენეჯერთან და მშობლებთან, მერის ბრძანებით შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც უნდა ჩაეტა---ბინა ბაღების შემოწმება. კონფლიქტის გამო შემოწმება ვერ მოახერხეს. დაადგინეს, რომ ას----კ ტა–----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ეთიკის ნორმების დარღვევას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე არ---–ეს აბ-------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ტომი მე-2, ს.ფ. 1-23)

3.1.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მა--კ გა-----–--ნის ჩვენებით იგი არის სოფელ დილისკის #4 საბავშვო ბაღის მენეჯერი. მისი განმარტებით ბავშვებს აკლდათ კვება და ჰიგიენური საშუალებები, მოსთხოვეს გაერთიანების დირექტორს აღნიშნული პრობლემების მოგვა---ბა. დირექტორი ამბობდა რომ ხელს ბუღალტერი უშლიდათ. მოითხოვეს შემოწმება და მიავლინეს კომისია არ---–ეს აბ-------ის ხელმძღვანელობით. ა.ტა–----თან ჰქონდათ კონფლიქტი, მან სამზა---ულოს მოსამსახურეებს შეურაცხყოფა მიაყენა, იგი ბავშვების ულუფის შემცირებას ითხოვდა. ცდილობდა მ.გა-----–--ნი ქურდობაში დაე--ანაშაულებინა. ნაშთის აღწერას ა.ტა–----ი თვის ბოლოს ნაცვლად თვის პირველ რიცხვებში აკეთებდა მათ კი ქურდებს ეძახდა. ამის გამო მასთან კონფლიქტი ჰქონდათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე მა--კ გა-----–--ნის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. ტომი მე-2, ს.ფ. 38-49)

3.1.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჰე------ზ ქოშ----–--ნის ჩვენებით იგი არის მშობელი, მისი შვილი არის სოფელ დილისკის ბაღის აღსაზრდელი. ბაღში პური და საკვები არ აქვთ. დირექტორს როცა ჰკითხა თუ რაში იყო საქმე მან ბუღალტერთან გადაამისამართა. ჰ.ქოშ----–--ნთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ორი მშობელი ად----ნი და გა------–---ი. ტა–----მა მათ უთხრა თქვენთან საქმე არ მაქვსო და გა---თ გასვლა მოსთხოვათ. ას----კ ტა–----ის ამგვარი მოქმე--ებით მათ ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ჰე------ზ ქოშ----–--ნის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. ტომი მე-2, ს.ფ. 70-89)

3.1.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რა---– ად----ნის ჩვენებით იგი არის მშობელთა კომიტეტის წარმომადგენელი და დაინტერესდა კვების საკითხით. ნახეს რომ სოფელ დილისკის #4 ბაღში საკვები არასაკმარისი იყო. ჯერ მენეჯერს ჰკითხეს აღნიშნულის თაობაზე, მან უთხრა რომ პროდუქტი საკმარისი არ იყო და ას----კ ტა–----ისათვის მიემართათ. ის ორ მშობელთან ქოშ----–--ნთან და ად----ნთან ერთად მივიდა ა.ტა–----თან, მან კი უთხრა, რომ არ იცნობდა და მათთან საქმე არ ჰქონდა. ას----კ ტა–----ის ამგვარი მოქმე--ებით მათ ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე რა---– ად----ნის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. ტომი მე-2, ს.ფ. 70-89)

3.1.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხნ---ი გა------–---ის ჩვენებით იგი არის მშობელთა კომიტეტის წარმომადგენელი და დაინტერესდა კვების საკითხით. შეამოწმეს მენიუ და ნახეს რომ ბავშვებს იქ დასახელებული საკვები არ ჰქონდათ. მან ორ მშობელთან ქოშ----–--ნთან და გა-----–--ნთან ერთად მენეჯერს ჰკითხა აღნიშნულის თაობაზე, მენეჯერმა უთხრა რომ პროდუქტი საკმარისი არ იყო და ას----კ ტა–----ისათვის მიემართათ. ისინი ერთად მივიდნენ ა.ტა–----თან, მან კი უთხრა, რომ არ იცნობდა და მათთან საქმე არ ჰქონდა. ას----კ ტა–----ის ამგვარი მოქმე--ებით მათ ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ხნ---ი გა------–---ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. ტომი მე-2, ს.ფ. 70-89)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გა---მოებები:

3.2.1. მოსარჩელე თავის მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა. რაც შეეხება ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს ზა----ი ბა---------ს მოსარჩელემ მის ქმე--ებაში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, რაზეც მიუთითა, მაგრამ უშე--ეგოდ. ამის შემდეგ მოსარჩელემ დარღვევებთან დაკავშირებით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საგამოძიებო ორგანოებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-10, სხდომის ოქმი ს.ფ. 148-166);

- განცხადებები (ს.ფ. 13-19);

- ახალქალაქი-ნინოწმინდის რ--ონული პროკურატურის რ--ონული პროკურორის მოადგილის, 2017 წლის 20 ოქტომბრის მიმართვა (ს.ფ. 21).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინა---ობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხა---ები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხა---ები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხე--ვით, თითოეულმა მხა---მ უნდა დაამტკიცოს გა---მოება--, რომელზე--აც იგი ამყა---ბს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გა---მოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხა---თა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გა---მოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გა---მოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ ას----კ ტა–----ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2-ე, მე-3-ე, მე-6-ე, 22-ე, მუხლებით, 37-ე მუხლის 1 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლებით

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის ცნებას, რომლის თანახმადაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგა--ზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხა---თა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შე--ეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რა--ს, კა--ს ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომა---ობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რ--მე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომა---ობის, პოლიტიკური და სხვა შეხე--ულების გამო. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის სუბიექტები შეიძლება იყვნენ: დამსაქმებელი, დასაქმებული და დასაქმებულთა გაერთიანება. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგა--ზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება). დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6-ე მუხლი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების დადებისს წესს, რომლის თანახმადაც შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

 

ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხა---თა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხა---თა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. მხა---თა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლი ითვალისწინებს ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობის ცნებას, რომლის თანახმადაც ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხა---ს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხა--- წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრე--იტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რ--მე მოქმე--ების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

ამავე კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზია-- მიადგეს სხვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2016 წლის 22 ივნისის #6 ბრძანების საფუძველზე, ას----კ ტა–----ი დაინიშნა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების ახალქალაქის #3 საბავშვო ბაღის ბუღალტერის თანამდებობაზე, 2016 წლის 22 ივნისიდან ერთვი თვის გამოსაცდელი ვადით. ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2016 წლის 22 ივლისის #171 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე დაინიშნა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების ბუღალტრად 2016 წლის 22 ივლისიდან. ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანების საფუძველზე, ას----კ ტა–----ი კოლეგიური ეთიკური ნორმების დარღვევის და სამსახურებრივი მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის, გათავისუფლდა სამსახურიდან. ას----კ ტა–----მა ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანება ერთი თვის ვადაში გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამასთან მოწმეთა ჩვენებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ას----კ ტასჩია-- კოლექტივში ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას, თანამშრომლების მიმართ იქცეოდა არაეთიკურად და ხშირად აღსაზრდელების თანდასწრებით სრულიად უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, რის გამოც 2018 წლის 15 ივნისს მის მიმართ დაიწყო დისციპლინა----ლი წარმოება.

საქართველოს კონსტიტუციის 6-ე მუხლის თანახმად შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. შრომის ხელშეკრულების დადება ემყა---ბა ვალდებულებითი სამართლის აღია---ბული კერძო სამართლებრივი პრინციპებს. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების სუბიექტებს წარმოადგენენ ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანება, როგორც დამსაქმებელი და მოსარჩელე ას----კ ტა–----ი, გაერთიანების მთავარი ბუღალტერი, როგორც დასაქმებული. დამსაქმებლის მოვალეობებს შეადგენს უზრუნველყოს დასაქმებული ხელშეკრულების შესაბამისი პირობების შესაბამისი კონკრეტული სამუშაოთი, შექმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები, განახორციელოს ზე--ამხე--ველობა აღნიშნული პირობების დაცვაზე, დროულად გასცეს ხელფა-- და სხვა. ამავდროულად დასაქმებული შე--ის რა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებელთან, დასაქმებული ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ის ფუნქციები, რაც მას ეკისრება შრომითი ხელშეკრულებიდან და დამსაქმებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებიდან გამომდინა---. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ნებართვის გა---შე, თვითნებურად 20 აგვისტოდან კუთვნილ შვებულებაში გასვლაზე განცხადება დაწერა და დატოვა თავის მაგიდაზე, ფაქტიურად მან თვითნებურად, ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად მიატოვა სამსახური და არ ცხადდებოდა, ის ასევე არ გამოცხადდა 27 აგვისტოსაც, ვინაიდან 28 აგვისტო იყო არასამუშაო დღე. მოსარჩელემ სპეციალურად დაამთხვია მის მიერ შვებულებაში გასვლისათვის მოთხოვნილი ოთხი დღე, რომლის გასვლის შემდეგაც მოდიოდა შაბათ-კვირა. ორშაბათს კი ა.ტა–----ი ვითომ იმყოფებოდა სამსახურში, რაც არ დასტურდება იმითაც, რომ მას ტაბელზე ხელი არ მოუწერია. შესაბამისად ას----კ ტა–----ის მიმართ არსებობდა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა შეამოწმოს რამდენად მართლზომიერად მოქმე--ებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ დასაქმებულის გათავისუფლების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული საფუძვლების კვლევის შე--ეგად. ამდენად, მნიშვნელოვა--ა შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ შეამოწმოს თუ რამდენად მართლზომიერად მოქმე--ებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, როგორც გაერთიანების მთავარი ბუღალტერი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას უნდა დამორჩილებოდა და ანგარიშვალდებული უნდა ყოფილიყო გაერთიანების დირექტორის წინაშე. ას----კ ტა–----ი ვალდებული იყო მისი შვებულებაში გასვლის საკითხი შეეთანხმებინა დირექტორთან, მაგრამ ვინაიდან ის სისტემატიურად იგნორირებას უკეთებდა დირექტორის კანონიერ მოთხოვნებს, იყო მასთან დაპირისპირებული, უწოდებდა ქურდს, მოსარჩელე თვითნებურად ისე წავიდა შვებულებაში, რომ საქმის კურსში არავინ ჩაუყენებია.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხა--ათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონო დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხა---ს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინა---ობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხე--ვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წა----დგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმე--ებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის განმარტება საქმეზე # ას-776-733-2015). შრომის დავების კატეგორიიდან გამომდინა--- მიუხე--ავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმისა, რომ თითოეულმა მხა---მ უნდა დაამტკიცოს გა---მოება--, რომლებზე--აც იგი ამყა---ბს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, მაგრამ როგორც სასამართლო პრაქტიკა მოწმობს მტკიცებულებათა წარდგენის ძრითადი ტვირთი მაინც დამსაქმებელს ეკისრება, რაც იმით აიხსნება, რომ სწორე-- მასთან იმყოფება შრომის დავის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია (ბრძანებები, განკარგულებები, საშტატო განრიგი, სხვა ნორმატიული აქტები, საშტატო ტაბელი და სხვა). მაგრამ მიუხე--ავად ამისა ასევე თავისებურებებით ხა--ათდება მტკიცებულებათა წარდგენა ადმინისტრაციის მიერ ცალკეული კატეგორიის შრომის საქმეებზე. მაგალითად იმ პირთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავების განხილვის დროს, რომლებიც სამუშაოს გაცდენისათვს გათავისუფლებულნი იქნენ სამსახურიდან. საქმეებზე გაცდენისათვის გათავისუფლების შესახებ სწორე-- დასაქმებულმა უნდა დაამტკიცოს, რომ სამუშაოზე მისი არყოფნის მიზეზები პატივსადები იყო. თუ სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავის გადაწყვეტის დროს სასამართლო დაადგენს, რომ ადმინისტრაციას ქონდა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, მაგრამ ბრძანებაში არასწორადაა ფორმულირებული დათხოვნის მიზეზი ან შესაბამისი კანონი არ მიუთითა, სასამართლოს უფლება აქვს შეცვალოს დათხოვნის მიზეზთა ფორმულირება მოქმე--ი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად ფაქტობრივი გა---მოებებიდან გამომდინა---, რომლებიც დათხოვნის საფუძველი გახდა. ამდენად, მოსარჩელე ას----კ ტა–----მა უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულებები, სახეზეა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების, 2018 წლის 29 აგვისტოს #166 ბრძანება არის კანონიერი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგა-- რწმენით, რომელიც უნდა ემყა---ბოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შე--ეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გა---მოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ ნორმის იმ დანაწესს, რომელიც ადგენს, რომ მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. აღნიშნული დანაწესი მიუთითებს მათი შეფასების ერთობლიობაზე. ყოველი მტკიცებულების ცალ-ცალკე შეფასებით ერთობლივად ფასდება წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ხელს უწყობს მოსამართლის შინაგა-- რწმენის ჩამოყალიბებას.

მითითებული ნორმის შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ცალ-ცალკე და ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგა-- რწმენა იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აქე--ან გამომდინა---, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სა---ზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 102-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 30917-ე და 30920-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ას----კ ტა–----ის (პ/ნ 0----------) სარჩელი მოპასუხე ააიპ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართ, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხა---თათვის ჩაბა---ბიდან 14 დღის ვადაში, სა---ზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რ--ონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხა---, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რ--ონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე