გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1260 -16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–--ს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--ს ბ---ი“
წარმომადგენელი - ჯ---- ტ--–----ე.
მოპასუხეები - გ-- აფ----------ე; ნ--- გ-------ძე.
წარმომადგენელი - ა---------– ბ----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
1.1. დავის საგანი:
1.2. მოპასუხეებზე- გ-- აფ----------ე და ნ--- გ-------ძე, მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბ---ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 28 274.42 აშშ დოლარისა და სახ. ბაჟის 2. 011.07 ლარის გადასახდელად დაკისრება.
1.3. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნეს იპოთეკით დატვირთული გ-- აფ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ბ-----ს ქუჩა №----- ბინა №-- ს/კ 0------------------. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნას გ-- აფ----------ისა და ნ--- გ-------ძის საკუთრებაშ არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და გ-- აფ----------ეს შორის 2014 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №გაი 056360. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 26 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკური კრეიდიტის ხელშეკრულება №სბი 056351, რომლის თანამხად გ-- აფ----------ეზე გაიცა კრედიტი 26.300.00 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 9%; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%.
2014 წლის 26 დეკემბერს ბ---სა და გ-- აფ----------ეს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების №გაი 056360 დანართი №გაი 056360-236861 უძრავი ქონების დაზღვევის შესახებ.
კრედიტის უზრუნველსაყოფაც გაფორმდა, იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებები.
მოვალემ დაარღვია საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება და ბ---ის მრიდან არაერთი წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეთა მხრიდან არ მომხდარა არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხეებმა წარმოადგინეს შესაგებელი და სარჩელი 21.800 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნეს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა (წარმომადგენელი ა---------– ბ----------ე) მხარი დაუჭირეს შესაგებელს და განმარტეს, რომ მოსარჩელე ძირი თანხიდან ედავება 1626 აშშ დოლარით მეტს, ასევე შეუსაბამოდ მაღალია მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2819 აშშ დოლარი, რადგან იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი და მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა ხელი შეუშალეს სესხის დაფარვაში.
მოპასუხეების განარტებით, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის გარდა, გ-- აფ----------ის და ნ--- გ-------ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ აღსრულების მიქცევის ნაწილში, რადგან მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე ნიშნავს, რომ ამ მოცულობის ფარგლებში უნდა მოხდეს აღსრულებ ადა არა სხვა ქონებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.დადგენილია, რომ მოპასუხეებმა შესაგებელით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ, 21.800 აშშ დოლარის ნაწილში - ცნეს სარჩელი.
მტკიცებულება.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და გ-- აფ----------ეს შორის 2014 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №გაი 056360. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 26 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №სბი 056351, რომლის თანამხად გ-- აფ----------ეზე გაიცა კრედიტი 26.300.00 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 9%; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%.
2014 წლის 26 დეკემბერს ბ---სა და გ-- აფ----------ეს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების №გაი 056360 დანართი №გაი 056360-236861 უძრავი ქონების დაზღვევის შესახებ.
მტკიცებულება: ხელშეკრულება №გაი 056360; იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №სბი 056351; (ტ.1.ს/ფ.14-28).
3.2.2. დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 26 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №შAI 056311, რომლის თანამხად გ-- აფ----------ეზე გაიცა კრედიტი 26.300.00 აშშ დოლარი.
მტკიცებულება: იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება № №შAI 056311. (ტ.1.ს/ფ.29-34).
3.2.3. დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 26 დეკემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და ნ--- გ-------ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომელთა თანახმად თავდებმა პირმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა გ-- აფ----------ის მიერ ბ---ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
მტკიცებულება:
- განცხადება სოლიდარული თავდების შესახებ. (ტ.1.ს/ფ.35-36).
3.2.4. დაგენილია, რომ 2016 წლის 29 ივნისის მდგომარეობით სარჩელის შემოტანის დროისათვის სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ მიმართ გ-- აფ----------ის დავალიანება შეადგენს: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 23,426.03 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი 1.784.88 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2.915.04 აშშ დოლარი, სულ 28,194.71 აშშ დოლარი;
მტკიცებულება:
- ინფორმაცია სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ტ.1.ს/ფ.47).
3.2.5. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და გ-- აფ----------ეს შორის 2014 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №გაი 056360. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 26 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №სბი 056351, რომლის თანამხად გ-- აფ----------ეზე გაიცა კრედიტი 26.300.00 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 9%; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%.
2014 წლის 26 დეკემბერს ბ---სა და გ-- აფ----------ეს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების №გაი 056360 დანართი №გაი 056360-236861 უძრავი ქონების დაზღვევის შესახებ. (ტ.1.ს/ფ.14-28).
დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 26 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №შAI 056311, რომლის თანამხად გ-- აფ----------ეზე გაიცა კრედიტი 26.300.00 აშშ დოლარი. (ტ.1.ს/ფ.29-34).
დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 26 დეკემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და ნ--- გ-------ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომელთა თანახმად თავდებმა პირმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა გ-- აფ----------ის მიერ ბ---ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (ტ.1.ს/ფ.35).
3.2.6. სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული იქნა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც დარღვეული იქნა მოპასუხე მხარის მიერ, რის გამოც საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანება შეადგენს - ძირ თანხაზე 23,426.03 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი 1.784.88 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2.915.04 აშშ დოლარი, სულ 28,194.71 აშშ დოლარი;
ასევე დადგენილია, რომ შესაგებელით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ - 21.800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-418-ე, 891-ე მუხლებით, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
-ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
-ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
-მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და გ-- აფ----------ეს შორის 2014 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №გაი 056360. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 26 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №სბი 056351, რომლის თანამხად გ-- აფ----------ეზე გაიცა კრედიტი 26.300.00 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 9%; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%.
2014 წლის 26 დეკემბერს ბ---სა და გ-- აფ----------ეს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების №გაი 056360 დანართი №გაი 056360-236861 უძრავი ქონების დაზღვევის შესახებ. (ტ.1.ს/ფ.14-28).
დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 26 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №შAI 056311, რომლის თანამხად გ-- აფ----------ეზე გაიცა კრედიტი 26.300.00 აშშ დოლარი. (ტ.1.ს/ფ.29-34).
დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 26 დეკემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და ნ--- გ-------ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომელთა თანახმად თავდებმა პირმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა გ-- აფ----------ის მიერ ბ---ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (ტ.1.ს/ფ.35-36).
- დადგენილია, რომ დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეებს სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეებს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება სრულად უნდა ჰქონოდათ დაფარული.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბ---სა და მსესხებელ გ-- აფ----------ეს შორის წარმოიშვა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’მიერ სრულად იქნა შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სესხის დაფარვის გრაფიკში ქრონოლოგიურად არის აღწერილი სესხის გადახდის დინამიკა, მითითებულია ძირი თანხის კლების შესახებ და უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება სესხის ძირი თანხის სახით 1626.00 აშშ დოლარის მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ.
-ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
-სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე (ძირითადი მოვალე) გ-- აფ----------ის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის 21.800 აშშ დოლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
მითითებული სამართლის ნორმების საფუძველზე, იმავე მოტივაციით სარჩელი საფუძვლიანია სოლიდარული მოვალის, ნ--- გ-------ძის მიმართ, რადგან ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 26 დეკემბერს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და ნ--- გ-------ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომელის თანახმად, თავდებმა პირმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა გ-- აფ----------ის მიერ ბ---ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
6.4. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და გ-- აფ----------ეს შორის 2014 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №გაი 056360. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2014 წლის 26 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება №სბი 056351, რომლის თანამხად გ-- აფ----------ეზე გაიცა კრედიტი 26.300.00 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 9%; პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%.
-დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ივნისის მდგომარეობით სარჩელის შემოტანის დროისათვის სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ მიმართ დავალიანება შეადგენს: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის პროცენტს - 1,784.88 აშშ დოლარს.
- დადგენილია, რომ საბ---ო პროდუქტზე დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეებს სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება, სესხის ძირი და საპროცენტო სარგებელი სრულად უნდა ჰქონოდათ დაფარული.
მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
6... განსახილველ შემთხვევაში სადავოა ასევე სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისათვის.
6.7.პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მოსაზრებას, რომლებიც პირგასამტეხლოს გადახდაზე უარს აცხადებენ მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით და სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულების შესრულება არაა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარის ფინანსურ შესაძლებლობაზე და არ წარმოადგენს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.
შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა მოპასუხეს აკისრია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მაგრამ სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. 2016 წლის 29 ივნისის მდგომარეობით სარჩელის შემოტანის დროისათვის სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ მიმართ გ-- აფ----------ის დავალიანება შეადგენს: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე პირგასამტეხლოს 2,915.04 აშშ დოლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საბ---ო პროდუქტზე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 1000 აშშ დოლარით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი), რადგან დადგენილია, რომ გ-- აფ----------ე იცავდა ბ---ის მიერ დდაგენილ გრაფიკს და ასრულებდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
- ს----------–--ს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
- „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (ს----------–--ს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და ს----------–--ს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე ს----------–--ს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14
6.8. სასამართლო ეთანხმება მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად - აღნიშნულ საბ---ო პროდუქტზე (№1717276 საკრედიტო ხელშეკრულება) გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 1000 აშშ დოლარით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე.
6.9. მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით - უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ-- აფ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ბ-----ს ქუჩა №----- ბინა №-- ს/კ 0------------------.
6.10.მოხმობილი სამართლის ნორმების თანახმად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა, დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, გ-- აფ----------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ბ-----ს ქუჩა №----- ბინა №-- ს/კ 0------------------. რეალიზაცის, ხოლო თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნას მოპასუხეების- გ-- აფ----------ის და ნ--- გ-------ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ, მოთხოვნის ნაწილში, რადგან სსს კოდექსის 463-ე მუხლით - თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
6.11. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.12. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან სარჩელში მითითებული ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, კერძოდ სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის გამო ვალდებულების შესრულების მოვალეობა, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულებები. ამასთან დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ძირითადმა მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია. მოპასუხეებს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებიათ, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
7.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 2,011.07 ლარი, ასევე დადგენილია, რომ შესაგებელით და მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, კერძოდ, 21,800.00 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში (654.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსით) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან, საგასასახადო დავალება №--775. 06.29.2016 წელი. ხოლო მოპასუხეების უნდა გათავისუფლდნენ ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს პროცენტის - 1784.88 აშშ დოლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 83.55 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 57.45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,ს----------–--ს ბ---ი’’-ს სარჩელი მოპასუხეების - გ-- აფ----------ის და ნ--- გ-------ძის მიმართ - თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.
2. მოპასუხეებს- გ-- აფ----------ეს და ნ--- გ-------ძეს სს ,,ს----------–--ს ბ---ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 23.426.03 აშშ დოლარის, სესხის პროცენტის 1784.88 აშშ დოლარის, და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარს, სულ 26.210.91 აშშ დოლარის გადახდა.
3. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებული იქნეს გ-- აფ----------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი. ქ. ბ-----, N77-78, ბინა-35. ს/კ 0------------------.
იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნეს გ-- აფ----------ის და ნ--- გ-------ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.
4. სახ. ბაჟის სახით გადახდილი 654.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), მოსარჩელეს დაუბრუნდეს ანგარიშიდან -3--------, საგასასახადო დავალება №--775. 06.29.2016 წელი. გადამხდელი სს ს----------–--ს ბ---ის სათავო ოფისი.
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 83.55 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 57.45 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნ-----------ს ქ. №--), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კ--------ს ქ. №--) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კ--------ს ქ. №--) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე