გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31452-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - სსიპ ქალაქ თბილისის N 1-- საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - ნი----–------–ი
მოპასუხე - ი/მ ბ-----ი ლ---------ე
წარმომადგენელი - ივ------------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ეს 2016 წლის 22 თებერვლის, 2016 წლის 22 მარტის და 2017 წლის 03 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაეკისროს 1990.54 ლარის გადახდა სსიპ ქალაქ თბილისის #1-- საჯარო სკოლის სასარგებლოდ.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 22 თებერვალს, სსიპ ქალაქ თბილისის #1-- საჯარო სკოლას და ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ეს შორის გაფორმდა ორი იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის ქ. თბილისის მუ-----ს, მე-4 მ/რ-ში მდებარე შენობა-ნაგებობების პირველ სართულზე არსებული 90.11 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გადაცემა, კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ერთის მხრივ მეიჯარემ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 2017 წლის 22 თებერვალს, მიღება-ჩაბარების აქტით, მოიჯარეს ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ეს გადასცა იჯარით ზემოაღნიშნული ქონება დროებით სარგებლობაში, 3 წლის ვადით, სასკოლო კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით, ხოლო იჯარის ხელშეკრულების 4.2 მუხლისა და 2016 წლის 22 მარტის შეთანხმების თანახმად, მეორეს მხრივ ,,მოიჯარემ“ იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა საიჯარო ქირა გაფორმებული შეთანხმების დანართი #1-ის თანახმად.
ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ის მიერ 2016 წლის 01 თებერვალს გადახდილ იქნა 900 ლარი, საგარანტიო თანხა. მოიჯარის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამოიხატებოდა საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდით/გადაუხდელობით. კერძოდ, ბ-----ი ლ---------ის მიერ თანხის გადახდა ხორციელდებოდა შემდეგი პერიოდულობით: 30.03.2016 წელს 850 ლარი, 02.08.2016 წელს 450 ლარი, 21.10.2016 წელს 2000 ლარი, 02.11.2016 წელს 340 ლარი, 30.11.2016 წელს 650 ლარი, 05.12.2016 წელს 250 ლარი, 30.12.2016 წელს 500 ლარი, 27.01.2017 წელს 500 ლარი, 16.02.2017 წელს 340 ლარი, 30.03.2017 წელს 400 ლარი, 07.04.2017 წელს 200 ლარი, 27.04.2017 წელს 600 ლარი.
მოიჯარის მიერ 2017 წლის 01 ივნისს წარმოდგენილ იქნა განცხადება, ფინანსური პრობლემების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. 2017 წლის 01 ივნისს, სსიპ ქ. თბილისის #1-- საჯარო სკოლას და ინდ. მეწარმე ბ-----ი ლო-–----ეს შორის ურთიერთშეთანხმებით შეწყდა ხელშეკრულება. 2017 წლის 03 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 2090.54 ლარის ოდენობით, ასევე შეთანხმებით განისაზღვრა გადახდის გრაფიკი, თუმცა აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, მოიჯარის მიერ თანხის გადახდა განხორციელდა მხოლოდ ორჯერ: 30.11.2017 წელს 50 ლარის და 28.02.2018 წელს 50 ლარის ოდენობით. ამასთან, ხელშეკრულების 4.4 მუხლის მიხედვით, მოიჯარის მიერ წინასწარ გადახდილი ბე 900 ლარის ოდენობით, ,,მოიჯარისათვის“ საბოლოო ანგარიშსწორებისას ეთვლება ხელშეკრულებით განსაზღვრულ საიჯარო ღირებულებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, დავალიანება შეადგენს 1990.54 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სსიპ ქ. თბილისის #1-- საჯარო სკოლის სასარჩელო მოთხოვნა 1990.54 ლარის დაკისრების თაობაზე, სრულად ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 22 თებერვალს, სსიპ ქალაქ თბილისის #1-- საჯარო სკოლას და ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ეს შორის გაფორმდა ორი იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის ქ. თბილისის მუ-----ს, მე-4 მ/რ-ში მდებარე შენობა-ნაგებობების პირველ სართულზე არსებული 90.11 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გადაცემა, კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით.
ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მოიჯარეს ფართით სარგებლობის უფლება ჰქონდა სამი წლის ვადით, კვირაში 5 დღით, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, თვეში 120 საათით.
ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, მოიჯარე აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობისათვის, ,,მეიჯარის“ სასარგებლოდ იხდიდა წინამდებარე იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას.
ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, წინამდებარე იჯარის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 21 890 ლარს დღგ-ს გარეშე. საიჯარო ქირის გადახდა, მხარეთა შეთანხმებით უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, 608.05 ლარის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ.18-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 22 თებერვალს, მიღება-ჩაბარების აქტით, მოიჯარეს ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ეს გადასცა იჯარით ზემოაღნიშნული ქონება დროებით სარგებლობაში, 3 წლის ვადით, სასკოლო კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით, ხოლო იჯარის ხელშეკრულების 4.2 მუხლისა და 2016 წლის 22 მარტის შეთანხმების თანახმად, მეორეს მხრივ ,,მოიჯარემ“ იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა საიჯარო ქირა გაფორმებული შეთანხმების დანართი #1-ის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი #1 (ს.ფ. 24);
- 2016 წლის 22 მარტის შეთანხმება (ს.ფ. 25);
- დანართი #1 (ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ის მიერ 2016 წლის 01 თებერვალს გადახდილ იქნა 900 ლარი, საგარანტიო თანხა. მოიჯარემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრლა, რაც გამოიხატა საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდით/გადაუხდელობით. კერძოდ, ბ-----ი ლ---------ის მიერ თანხის გადახდა ხორციელდებოდა შემდეგი პერიოდულობით: 30.03.2016 წელს 850 ლარი, 02.08.2016 წელს 450 ლარი, 21.10.2016 წელს 2000 ლარი, 02.11.2016 წელს 340 ლარი, 30.11.2016 წელს 650 ლარი, 05.12.2016 წელს 250 ლარი, 30.12.2016 წელს 500 ლარი, 27.01.2017 წელს 500 ლარი, 16.02.2017 წელს 340 ლარი, 30.03.2017 წელს 400 ლარი, 07.04.2017 წელს 200 ლარი, 27.04.2017 წელს 600 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 27-40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოპასუხე ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ის მიერ 2016 წლის 22 თებერვლის იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება არაჯეროვნად იქნა შესრულებული. შესაბამისად, სსიპ ქ. თბილისის #1-- საჯარო სკოლის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 1990.54 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქ. თბილისის #1-- საჯარო სკოლის წერილები (ს.ფ. 40-57);
- ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ის წერილი (ს.ფ. 58)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2017 წლის 01 ივნისს, ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ეს და სსიპ ქ. თბილისის #1-- საჯარო სკოლას შორის დაიდო შეთანხმება #2/1, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 01 ივნისიდან შეწყდა, მხარეებს შორის 2016 წლის 22 თებერვალს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- #2/1 შეთანხმება (ს.ფ. 59);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2017 წლის 01 ივნისს, ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ეს და სსიპ ქ. თბილისის #1-- საჯარო სკოლას შორის დაიდო შეთანხმება #2/2, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ეს და სსიპ ქ. თბილისის #1-- საჯარო სკოლას შორის 2016 წლის 22 თებერვალს გაფორმებული #2 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 03 ოქტომბრის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება 2090.54 ლარის ოდენობით, რომელიც მხარეთა შეთანხმება, მოიჯარეს უნდა დაეფარა დანართი #1-ის მოცემული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება #2/2 (ს.ფ. 60);
- დანართი #1 (ს.ფ. 61-62);
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 63-64);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე სადავო გარემოებები დასადგენი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სსიპ ქ. თბილისის #1-- საჯარო სკოლის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ემ სარჩელი სრულად, 1990.54 ლარის დაკისრების თაობაზე ცნო. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ვინაიდან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ინდ. მეწარმე ბ-----ი ლ---------ემ სარჩელი სრულად ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ქალაქ თბილისის N 1-- საჯარო სკოლის სარჩელი მოპასუხე ი.მ ბ-----ი ლ---------ის მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის სრულად ცნობის გამო;
2. მოპასუხე ი.მ ბ-----ი ლ---------ეს სსიპ ქალაქ თბილისის N 1-- საჯარო სკოლის სასარგებლოდ დაეკისროს 1990.54 ლარის გადახდა.
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე სსიპ ქალაქ თბილისის N 1-- საჯარო სკოლას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წლის 24 ოქტომბერს სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით N 0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი. (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე