გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
010210018002686100
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002686100

2-4387/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27/02/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: ა--------- მ-------ე

წარმომადგენელი: ლ--–------------ე

მოპასუხე: პ----- გ---–--------ა

დავის საგანი: განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა;

ა--------- მ-------ემ სარჩელი აღძრა პ----- გ---–--------ას წინააღმდეგ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით.

- არასრულწლოვანი შვილების, დ--- და რ---- გ---–--------ების რჩენისათვის მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200-200 ლარის ოდენობით.

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

ა--------- მ-------ე და პ----- გ---–--------ა 20---–-–-----------ლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (ქორწინების რეგისტრაციის ადგილი უკრაინა, ხ--------- ოლქი). ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. დ--- გ---–--------ა, დაბადებული - 20---–-–----------ს და რ---- გ---–--------ა, დაბადებული - 20---–-–-----------. ა--------- მ-------ე და პ----- გ---–--------ა დაახლოებით ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდენ უკრაინაში. მათ ჰქონდათ ნორმალური ოჯახური მდგომარეობა. ცოლ-ქმარს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც ა--------- მ-------ე შვილებთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და უკვე 2018 წლის ივლისიდან ცხოვრობს ბათუმში. მოპასუხემაც უკრაინაში გაყიდა თვისი ქონება და დაბრუნდა საქართველოში. მოსარჩელეს არ სურს მეუღლესთან შერიგება. მოპასუხე წინააღმდეგია განქორწინებისა. მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის აღდგენა და თანაცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, რის გამოც მოითხოვს განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტას. მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებასთან ერთად გადაწყდეს მოპასუხის საალიმენტო ვალდებულება. ამტკიცებს, რომ მოპასუხე ვალდებულია არჩინოს შვილები. მისი შემოსავალი საკმარისია იმისათვის, რომ მოპასუხეს გადასახდელად ალიმენტი თვეში ორას-ორასი ლარის ოდენობით.

 

1.1. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი არ სცნო. მთავარ სხდომაზე განქორწინების ნაწილში სარჩელი სცნო. ალიმენტის ნაწილში სარჩელი არ სცნო. განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტამდე გადასაწყვეტია შვილების მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის საკითხები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები:

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ა--------- მ-------ე და პ----- გ---–--------ა დაქორწინდნენ 20---–-–-----------ლს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ქორწინების მოწმობა. ს.ფ. 18.

3.1.2. ა--------- მ-------ეს და პ----- გ---–--------ას ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - დ--- გ---–--------ა დაბადებული 20---–-–----------ს და რ---- გ---–--------ა, დაბადებული 20---–-–-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები.

3.1.3. მხარეები გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ უკრაინაში. ამჟამად მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა დაძაბულია. აქვთ კონფლიქტური სიტუაცია, რის გამოც ერთმანეთს დაშორდენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

 

3.1.4. დ--- გ---–--------ა და რ---- გ---–--------ა ცხოვრობენ დედასთან ერთად ქ.ბათუში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

3.1.5. ა--------- მ-------ე მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენების ცენტრში. ასევე ამზადებს ბავშვებს ინგლისურ ენაში. მისი საერთო შემოსავალი შეადგენს 500 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 3.2.1 მხარეთა შორის მთავარი სადაო საკითხია მოპასუხის შემოსავალი;

3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს აქვს ისეთი შემოსავალი, რომელიც იძლევა საშუალებას ალიმენტის სახით თვეში 200-200 ლარის გადახდისა.

 

3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

3.2.4. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს აქვს მაღალი შემოსავალი. ამ გარემოების შემოწმების მიზნით სასამართლომ იხელმძღვანელა საქ. სსკ-ის 354-ე მუხლით, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებების მოპოვებაში. ასეთი რამ განპირობებულია ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული საქმეთა თავისებურებებით. ალიმენტი შვილის რჩენისა და აღზრდისათვის გათვალისწინებული თანხაა და მისი ოდენობის დადგენა სასამართლოს ვალდებულებაცაა. ამიტომ მოსარჩელესთან ერთად სასამართლომაც უნდა იზრუნოს მოპასუხის შემოსავალის დადგენის მტკიცებულებების მოპოვებაში. სწორედ მტკიცებულებების ანალიზითაა შესაძლებელი გონივრული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა. მტკიცებულებების, სასამართლოს ინიციატივით შეგროვება, დამოკიდებულია მოსარჩელის აქტიურობაზე. მან უნდა მიუთითოს იმ ორგანოზე, საიდანაც შეიძლება მოპასუხის შემოსავალის ამსახველი მტკიცებულების გამოთხოვება. მოსარჩელემ ვერ მიუთითა მოპასუხის შემოსავლის წყაროზე. შესაბამისად მისი შემოსავალი ვერ დადგინდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ის ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ სარჩელი განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

_ “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეები 2002 წლის 3 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს არსებობს თუ არა საქართველოს სკ-ის 1123-ე მუხლით გათვალისწინებული განქორწინების დაუშვებელი გარემოება.

 

სასამართლომ შეამოწმა განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება დასახელებულ ნორმით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთ დაფასებასა და პატივისცემაზე. თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოსარჩელემ გამოავლინა ნება განქორწინებისა და კატეგორიულად გამორიცხა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა მათი შერიგება ვერ მოხერხდა. საქმის სიტუაციის მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. მით უფრო, როცა მოპასუხეც ეთანხმება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას, რაც მის მიერ გაცხადებული იქნა სასამართლო სხდომაზე.

 

ალიმენტის ნაწილი

6.4 სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.

 

შვილის უფლებებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით, რომლის მე-3 მუხლითაც ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.5. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.6. შვილების მიმართ მშობლების ვალდებულებები ასევე დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით. დასახელებული ნორმით:

,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი - რ---- და დ--- გ---–--------ები. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად. მამა - პ----- გ---–--------ა დროებით (მისი განმარტების მიხედვით) ცხოვრობს ქ.ზუგდიდში. მიუხედავად იმისა, რომ პ----- გ---–--------ა არ ცხოვრობს მის შვილებთან ერთად, ის ვალდებულია იზრუნოს მათზე. მას გააჩნია შვილების მიმართ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც მოსარჩელე - ა--------- მ-------ეს. კერძოდ ის ვალდებულია იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი, უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.

ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.

 

საქმის განხილვით პ----- გ---–--------ას კონკრეტული პოზიცია ვერ გაირკვა. ის მსჯელობებში რიგ ეპიზოდებში ამტკიცებს, რომ ამ მომენტისათვის მას არ აქვს შემოსავალი და ვერ გადაიხდის ალიმენტს. რიგ ეპიზოდებში კი თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი სრულად (იხ. სხდომის ოქმი). საერთო ჯამში მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური ან სხვა ტიპის პრობლემები, არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის შემოსავალი, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა და ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის საჭირო თანხები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხისათვის ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე უნდა დაეკისროს 150-150 ლარის გადახდა. ეს იქნება გონივრული თანხა, ვინაიდან მოპასუხეს საქართველოში არ უფიქსირდება რაიმე სახის სტაბილური შემოსავალი. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის, საარსებო მინიმუმისა და თითოეული ფიზიკური პირის წინაშე არსებული ყოფიერი პრობლემების გათვალისწინებით, წინამდებარე შემთხვევაში ალიმენტის სახით ჯამში - 400 ლარის დაკისრება არაგონივრულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორი შვილის რჩენისთვის 300 ლარით მათი რჩენისა და აღზრდის მიზანი ვერ მიიღწევა. შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და 300 ლარი არაა საკმარისი (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილებს ასწავლოს ცურვა, ცეკვა და უცხო ენა, მაშინ მას დაჭირდება შვილის შესაბამის წრეებში შეყვანა. ამ სამ ,,ოპერაციას“ თვეში 300 ლარი დიდი ალბათობით არ ეყოფა), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოსარჩელეს ან მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 300 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 300 ლარის გადახდა.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

სარჩელი აღძრულია 2018 წლის 22 ოქტომბერს, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.

 

7.საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ნაწილში ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პ----- გ---–--------ას დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 300 ლარის გადახდა. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 54 ლარს. მოპასუხემ სარჩელი ალიმენტის ნაწილში არ სცნო. შესაბამისად მოპასუხეს სახ. ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 54 ლარის გადახდა.

განქორწინების ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის ცნობის გამო მოპასუხე სახ. ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა--------- მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. პ----- გ---–--------ას (დაბადებული - 0---------) და ა--------- მ-------ეს (პ/ნ 6----------) შორის, 20---–-–-----------ლის №--- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით;

3. პ----- გ---–--------ას, თავისი არასრულწლოვანი შვილის, დ--- გ---–--------ასათვის (დაბადებული - 0----------–--–-) და რ---- გ---–--------ას (დაბადებული - 0--------- წელს) რჩენისათვის, მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით,4. ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგინდეს 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.

5. პ----- გ---–--------ას, სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით დაეკისროს 54 ლარის გადახდა.

6. ა--------- მ-------ეს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი (საგადასახადო დავალება 18339721, გადახდის თარიღი 19/10/2018 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ლიბერთი ბანკი, სახაზინო კოდი - 300693150)

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე