განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/442-18
(№012260518002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-----------–---–ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ნ----------------------–---–------------------–-------–-–----------------------------------------------------------------–----------–----------------–--------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------–-–---–----------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები;
ადვოკატი: რ-------------–--;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ნ---------–---–---ე და ნ----------------ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ ქ.რუსთავში, ქ-–---–---–----------- მიმდებარედ მდგარი შპს „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას 581 (ხუთას ოთხმოცდაერთი) ლარის ოდენობით. კერძოდ, ისინი ცდილობდნენ ძალაყინის და ლითონის დეტალის გამოყენებით გაეტეხათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მათ დააზიანეს მონიტორი, რომელიც იყო ამოვარდნილი ჩარჩოდან და როდესაც ტეხავდნენ აპარატის იმ ნაწილის კარს, სადაც ინახება ფულადი თანხა მათ წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც ნ---------–---–---ემ და ნ----------------მა ვერ შეძლეს ქურდობის დასრულება.
ამ ქმედებით ნ---------–---–---ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის როგორიცაა ქურდობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი) ქურდობად ითვლება სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დაუფლება არის პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი (ნივთი) ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევა და მოპოვება.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი.
სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად ნიშნავს იმას, რომ დაუფლება ჩადენილია მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ქურდობის ადგილზე არ ყოფნის დროს. ფარულად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ქმედება, როცა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ყოფნის ადგილზე, მაგრამ მათთვის შეუმჩნევლად.
ქურდობის დროს სავსებით შესაძლებელია მესაკუთრე, მფლობელი ან სხვა პირი ხედავდეს ნივთის დაუფლებას, მაგრამ კვალიფიკაციისათვის მთავარია ის, რომ ქურდს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების ფარულობა. ანუ ქურდი უნდა ფიქრობდეს, რომ ის მოქმედებს შეუმჩნევლად, ფარულად.
ობიექტური მხრივ ქურდობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში. ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა პირი რეალურად დაუფლებულია სხვის მოძრავ ნივთს და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ნივთით ან განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ.
სუბიექტური მხრივ ქურდობა შეიძლება ჩადენილ იქნეს, მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.
რაც შეეხება, ქურდობის ობიექტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გვარეობითი ობიექტი არის საკუთრება, ხოლო უშუალო ობიექტი არის მესაკუთრის ან მფლობელის მიერ ნივთის მიმართ მისი უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა. ანუ საუბარია ნივთის პრაქტიკულად ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკულ შესაძლებლობაზე, რომელიც ისპობა ან დროებით პარალიზდება ქურდობის ჩადენისას.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყოველი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. იმის გათვალისწინებით, რომ ნ---------–---–---ე ფაქტობრივად ვერ დაეუფლა შპს ,,თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ( წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა), შესაბამისად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დაუმთავრებელი დანაშაული მე-19 მუხლზე მითითებით.
აღნიშნულ დანაშაულს (სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლს) გააჩნია მაკვალიფიცირებელი ნიშანები: - ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - იმისათვის, რომ ქურდობას მიეცეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა” პუნქტის კვალიფიკაცია უნდა დადგინდეს ქურდობისას ადგილი ჰქონდა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედების დასრულების შემთხვევაში დაზარალებულს (შპს ,,თიბისი ფეის“) მიადგებოდა 581 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობა ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით - საცავში მოიაზრება მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარად დაცვა, მაგალითად სეიფი, რკინის კარადა, კონტეინერი, ავტორეფრეჟერატორი, დაცული რკინიგზის ვაგონები - მოცემულ შემთხვევაში თიბისი ფეის აპარატში მოიაზრება საცავი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების დაუფლების ცნებაში იგულისხმება ქურდობა, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი პირი, წინასწარ შეთანხმებული ქურდობის ჩასადენად, მასში არ იგულისხმება ამსრულებლისათვის ხელის შეწყობა, დანაშაულის ჩადენის საშუალებათა შოვნა, ასევე საცავში მატერიალურ ფასეულობათა ადგილსამყოფლის შესახებ ცნობების მიწოდება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ნ---------–---–---ე და ნ----------------ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ ქ.რუსთავში, ქ-–---–---–----------- მიმდებარედ მდგარი შპს „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას 581 (ხუთას ოთხმოცდაერთი) ლარის ოდენობით. კერძოდ, ისინი ცდილობდნენ ძალაყინის და ლითონის დეტალის გამოყენებით გაეტეხათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მათ დააზიანეს მონიტორი, რომელიც იყო ამოვარდნილი ჩარჩოდან და როდესაც ტეხავდნენ აპარატის იმ ნაწილის კარს, სადაც ინახება ფულადი თანხა მათ წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც ნ---------–---–---ემ და ნ----------------მა ვერ შეძლეს ქურდობის დასრულება.
ნ----------------ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მისი გარდაცვალების გამო) რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ზ--------–--–---–------–------------–--------------------–---–---------–-------–---–-- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტომასალით, ნ---------–---–---ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი და საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ნ---------–---–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ 42-ე პუნქტის თანახმად, ბავშვს, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, წაყენებულ ბრალდებებში მისი დამნაშავედ ცნობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ბრალდებების დამტკიცება ხდება გონივრულ ეჭვის ფარგლების მიღმა.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ---------–---–---ეს მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩადენილი აქვს ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტებით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ნ---------–---–---ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ნ---------–---–---ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ---------–---–---ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას იგი იყო არასრულწლოვანი, ასევე იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვნის ოჯახს არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა წლების განმავლობაში სტაბილურად ცხოვრობენ ქირით. არასრულწლოვანს მიღებული აქვს არასრული საშუალო განათლება. მართალია ის შემდგომი განათლების მიღების, პროფესიის შეძენის ან დასაქმების სურვილს ამ ეტაპზე არ ამჟღავნებს, თუმცა განათლების ქონა წარმოადგენს მის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს, რადგან მიღებული ცოდნის ბაზაზე მოტივაციის არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება გაიღრმაოს ცოდნა ან შეიძინოს პროფესია. ამასთანვე დაახლოებით 02 თვის წინ ნუგზარმა გამოთქვა დასაქმების სურვილი და დასაქმდა კიდევაც მშენებლობაზე, სადაც ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს. სამსახურში იცავს დისციპლინას და ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას. სამსახურის დახმარებით მოუწესრიგდა დღის რეჟიმი უწევს დილით ადრე ადგომა, შესაბამისად, ის გვიან ღამემდე აღარ იმყოფება ქუჩაში ან კომპიუტერთან, ასევე შემცირდა მისი თავისუფალი დროის ოდენობა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ერთ-ერთ დამცავ ფაქტორს. ნუგზარს შეუძლია დადებითი ურთიერთობის დამყარება, როგორც თანატოლებთან, ასევე თავისზე უფროსებთან. ამ ეტაპზე ნუგზარი არ მონაწილეობს სახიფათო და არალეგიტიმურ აქტივობებში. დაკავებულია სპორტით, თუმცა არა სისტემატურად. ნუგზარისთვის არ არის დამახასიათებელი სხვების მიმართ აგრესიული და კონფლიქტური ქცევა, საგნების მიმართ დესტრუქციულობა, არ ჰქონია თვითდაზიანებების ისტორია. შეუძლია სურვილისამებრ საკუთარი თავის გაკონტროლება, არ მოქმედებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აღნიშნული კი წარმოადგენს არასრულწლოვნის მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების დამცავ ფაქტორებს. ნუგზარს ჰყავს თანადგომის ქსელი დედის და ნათესავების სახით, რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში უწევენ მას მხარდაჭერას, ამჟამად დასაქმებულია და აქვს სამომავლო გეგმები, როგორც დასაქმებასთან, ასევე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ჰყავს რამოდენიმე მეგობრი, რომლებიც არ არიან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, ჰყავს შეყვარებული, რომელიც მის განწყობასა და სამომავლო გეგმებზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. მისი საცოხვრებელი უბანი კეთლსაიმედოა და არ წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების მაპროვოცირებელ ფაქტორს. ნ---------–---–---ეს დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას ნ---------–---–---ე იყო არასრულწლოვანი.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.”
,,გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორიცელების შესახებ” (პეკინურ წესები) მე-17 მუხლის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” , ,,დ” ქვეპუნქტების თანახმად, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპია სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას, ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობის და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით, პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევის არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა, არასრულწლოვანის კეთილდღეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი საქმის განხილვისას.
ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორიელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით მიზანშეწონილია ნ---------–---–---ისთვის სასჯელის ისეთი ფორმის შეფარდება, რომელიც დაეხმარება მას ღირებულებების მიღწევის ჯანსაღი გზების გაცნობიერებაში, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მას დანაშულებრივი ქმედების პრევენციაში. მნიშვნელოვანია, რომ სასჯელმა არ გამოიწვიოს მასში დადებითი ცვლილებების განხორციელების მოტივაციის დაკარგვა და ხელი არ შეუშალოს მის ამჟამინდელ ფუნქციონირებას და სამომავლო განვითარებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე საქმეზე გამოტანილ განაჩენს წინ უსწრებს ნ---------–---–---ის მიმართ გამოტანილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, აღნიშნული ვერ ჩაითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად ბრალდებულს დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულზე ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდებულმა წინა საქმეზე (2017 წლის 06 სექტემბრის ფაქტი) განაჩენის დადგენამდე ჩაიდინა, მიმდინარე საქმით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს. პირობითი მსჯავრის ეფექტურობასა და შემაკავებელ ხასიათზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის დებულებები: კერძოდ, არასრულწლოვნის მიერ პირობითი მსჯავრის შესრულებისთვის თავის არიდებისას სასამართლოს იღებს გადაწყვეტილებას პირობითი მსჯავრის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. ასევე, თუ პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობითი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო წყვეტს პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვების საკითხს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი ქმედებისათვის, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---------–---–---ეს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რომლის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად ნ---------–---–---ეს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 81-ე, 182-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---------–---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად ნ---------–---–---ეს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ნ---------–---–---ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
3. ნ---------–---–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 26 მაისის 07:19 საათიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით.
4. ნ---------–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმდეს.
5. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ---------–---–---ის მიმართ პირობითი მსჯავრის ნაწილში სასჯელის აღსრულება უზრუნველყოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ნ---------–---–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ძალაყინი, ნაზიმ გუსეინვის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული რკინის დეტალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, სამედიცინო პირბადე, 04 (ოთხი) ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ნ.გუსეინოვის და ნ.ცერცვაძის სუნის ნიმუში, ერთი ქილა სუნის კვალი, 01 ცალ დაქტილოფირზე ხელის კვალი და ნ.გუსეინოვის და ნ.ცერცვაძის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ზურგჩანთა, სპორტული ქურთუკი, ფულადი თანხა 581 (ხუთას ოთხმოცდაერთი) ლარის ოდენობით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
შემთხვევის ადგილის სურათები 01 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე