განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
330100117001824605
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - დ------–----–---–-----------------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ------ ზ------ის ძე მ------ი - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------–-–---–--------------ში

 

ადვოკატები - ო-–-------------------------–---ი

 

თარჯიმანი - რ------------–-----------------------------------------------------------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111,120-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

სისხლის სამართლის საქმეზე, მ------ მ------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

1.1. ოჯახის წერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ჩ----–-–---–--------------ში, თავის საცხოვრებელ ადგილას, მ------ მ------მა მასთან მუდმივად მცხოვრებ ბიძას - მ----- მ------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ----- მ------მა განიცადა ტკივილი, გულმკერდიში დარტყმის შედეგად წაიქცა და მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის ზედაპირული ჭრილობა, კეფის არეში მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა, მარცხნივ თხემის ქსოვილებში სისხლნაჟღენთი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

1.2. ოჯახის წერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიიფათო არ არის და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ჩ----–-–---–--------------ში, თავის საცხოვრებელ ადგილას, მ------ მ------მა მასთან მუდმივად მცხოვრებ ბებიას - ა-- მ------ს ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხვადასხვა არეში შემდეგი დაზიანებები: მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა, მე-7 ნეკნის მოტეხილობა, ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ჰემატომა იდაყვის მოტეხილობის არეში, სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია სახეზე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული არიან მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და თავის ტვინის შერყევა და მარცხენა საფეთქლის მოტეხილობა მიეკუთვნებიან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხს, ხოლო მე-7 ნეკნის მოტეხილობა, მარცხენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2017 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ჩ----–-–---–--------------ში, თავის საცხოვრებელ ადგილას, მ------ მ------მა მასთან მუდმივად მცხოვრებ ბიძას - მ----- მ------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ----- მ------მა განიცადა ტკივილი, გულმკერდში დარტყმის შედეგად წაიქცა და მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის ზედაპირული ჭრილობა, კეფის არეში მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა, მარცხნივ თხემის ქსოვილებში სისხლნაჟღენთი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2.2. 2017 წლის 1 იანვარს, დილის საათებში, ქ.თბილისში, ჩ----–-–---–--------------ში, თავის საცხოვრებელ ადგილას, მ------ მ------მა მასთან მუდმივად მცხოვრებ ბებიას - ა-- მ------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები (მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით, მე-7 ნეკნის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ჰემატომა მარცხენა იდაყვის სახსრის (მოტეხილობის) არეში) და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა ა-- მ------მა (ბრალდებულის ბებია) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

დაზარალებულ მ----- მ------ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ. თბილისში, ჩ----–-–---–--------------ში მდებარე სახლში, იმავე ეზოში ცხოვრობს მისი ძმისშვილი მ------ მ------ი ოჯახთან ერთად. 2017 წლის 1 იანვარს, დედისგან - ა-- მ------ისაგან შეიტყო, რომ მ------ მას ეჩხუბა. სიტუაციის გასარკვევად მივიდა ბრალდებულთან, რომელიც ნასვამი იყო და მის თვალწინ ა-- მ------ს ფეხი დაარტყა, რის გამოც ასაკოვანი ქალბატონი იქვე კიბესთან, ბეტონის საფარზე დაეცა. დაზარალებულის განმარტებით, მ------მ მასაც დაარტყა წიხლი გულმკერდის არეში, რის გამოც დაეცა ძირს და გაითიშა, როგორ წაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ არ ახსოვს. დაზარალებულის განმარტებით, ძირს დაცემის შედეგად თავზე ჰქონდა ჭრილობა და სისხლი მოსდიოდა, კლინიკაში კი დაუდგინდა ტვინის შერყევა. საავადმყოფოდან სახლში რამდენიმე დღეში დაბრუნებულს დედა - ა-- მ------ი სახლში აღარ დახვდა, ისიც კლინიკაში იყო გადაყვანილი, ხელი ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია ჩაუტარდა. მ----- მ------ის განმარტებით, მისმა ძმამ (მ------ მ------ის მამამ) არაერთხელ დაურე-- მას და ა-- მ------ს, ორივე დაზარალებულს თხოვდა, რომ ბრალდებულზე საჩივარი არ დაეწერათ, მ------ს მცირეწლოვანი შვილები არ დაეტოვებინათ მამის გარეშე. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ კონფლიქტის დღეს ოდნავ ნასვამი იყო (და არა გათიშული), მავე უარყო, რომ ბრალდებულის მიერ კარის გაღების შედეგად, მოულოდნელად დაცემისა და თვითდაზიანების ფაქტი. დაზარალებულის ჩვენებით, მის ოჯახსა და მ------ მ------ს შორის იყო დავა ბინასთან დაკავშირებით, თუმცა პოლიციისადმი მიმართვისა და მ------ მ------ის მხილების საფუძველი გახდა არა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი ან უშუალოდ მისთვის მიყენებული დაზიანება, არამედ დედამისის - ა-- მ------ისათვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც განსაკუთრებით გააბრაზა.

 

მოწმე თ--–- ბ------ის ჩვენებით, დაზარალებულ მ----- მ------ის მეუღლეა. მისი განმარტებით, 2017 წლის 1 იანვარს მის ოჯახში კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და მ------ მ------ს ბიძისა (მ----- მ------ი) და ბებიისათვის (ა-- მ------ი) ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, დაზარალებულებმა დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღეს.

 

მოწმე დ--–---- მ------ის ჩვენებით, მ----- მ------ი მისი ძმაა, ა-- მ------ი - დედა, ხოლო მ------ მ------ი - ძმისშვილი. ისინი ცხოვრობენ ქ.თბილისში, ჩ----–-–---–--------------ში, ერთ ეზოში. მოწმის განმარტებით, უშუალოდ არ შესწრებია კონფლიქტს, თუმცა მ----- მ------ის მეუღლემ, თ--–- ბ------მა ტელეფონით შეატყობინა, რომ მ------ მ------ი ეჩხუბა მ-----ს. კონფლიქტის შედეგად, მ----- მ------იც და ა-- მ------იც რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ კლინიკაში. მოწმის ჩვენებით, ამ თემაზე დაზარალებულებთან არ უსაუბრია, „ოჯახის საქმეა ეს.“

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა ე---– მ----------მა დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე მისი მონაწილეობით ჩატარდა ა-- მ------ის, თ--–- ბ------ისა და დ--–---- მ------ის გამოკითხვა, რა დროსაც მის მიერ სრულყოფილად ითარგმნა (ქურთულ-იეზიდურ ენებზე) ყველა დეტალი და მოწმეთა მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, „ა-–----–----–---–-ს ს----–------------------------- კლინიკის“ ექიმმა კ------- ბ-----მ განმარტა, რომ დაახლოებით ორი წლის წინ, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ა-- მ------ს, რომელიც უჩიოდა ტკივილებს თავის, გულმკერდისა და იდაყვის არეში, ჰქონდა თავბრუსხვევა. პაციენტის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ სცემა შვილიშვილმა და მიაყენა დაზიანებები, თუმცა საავადმყოფოს მიმართა მოგვიანებით, რადგან ტკივილებს ვეღარ გაუძლო. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ა-- მ------ს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, მეშვიდე ნეკნის მოტეხილობა და მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა, ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ხელზე.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 11 იანვარს, შპს „ა-–---–----–---–-ს ს----–------------------------- კლინიკიდან“ ამოღებული იქნა ა-- მ------ისა და მ----- მ------ის სამედიცინო დაკომენტაცია, რაც დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი ი.გ-----–---–ი).

 

ზ/აღნიშნული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ:

· მ----- მ------ი კლინიკაში მოათავსეს 2017 წლის 1 იანვარს, 1---- საათზე და გაეწერა 2017 წლის 3 იანვარს 1---- საათზე, დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის ზედაპირული ჭრილობა. პაციენტის გადმოცემით, ჰოსპიტალიზაციამდე ძმისშვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაარტყა თავი, ჰქონდა წამიერი გონების კარგვის ეპიზოდი.

· ა-- მ------ი კლინიკაში მოათავსეს 2017 წლის 4 იანვარს 18:20 საათზე (ჩივილებით: ტკივილები და მოძრაობის შეზღუდვა მარცხენა იდაყვის სახსარში, ტკივილი გულმკერდის მიდამოში, მარცხენა ზედა კიდურის ფუნქციის მოშლა) და გაეწერა 7 იანვარს 13:00 საათზე, დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით, მე-7 ნეკნის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მასვე აღენიშნება ჰემატომა მარცხენა იდაყვის სახსრის (მოტეხილობის) არეში, სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია სახეზე, მარცხენა საფეთქლის ქიცვის კორტიკალური შრის ხაზოვანი რღვევა. პაციენტის გადმოცემით, ცემა შვილიშვილმა.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2017 წლის 16 იანვარს 11:02 საათზე, ქ.თბილისში, ნ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ------ ზ------ის ძე მ------ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

შპს „ა-–---–----–---–-ს ს----–----- კლინიკა“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №------დან, მოქ. მ----- მ------ს, 2017 წლის 1 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 01.01.2017წ, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის ზედაპირული ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: კეფის არეში მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა, ა--ვე თავის ტვინის კტ.კვლევით, მარცხივ თხემის ქსოვილებში ვლინდება სისხლნაჟღენთი. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პაციენტის სამედიცინო ბარათი №----ში მითითებულია სისხლმდენი ჭრილობა ზ. 3X2სმ. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის (ექსპერტი ნ.ჯ------ე) თანახმად, შპს ა-–---–----–---–-ს ს----–----- კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №------ის ჩანაწერების თანახმად, მოქ.ა-- მ------ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 04.01.2017წ 18:20 სთ-ზე (გაეწერა 07.01.2017წ 13:00 სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით, მე-7 ნეკნის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მასვე აღენიშნება ჰემატომა მარცხენა იდაყვის სახსრის (მოტეხილობის) არეში, სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია სახეზე, მარცხენა საფეთქლის ქიცვის კორტიკალური შრის ხაზოვანი რღვევა. წარმოდგენილი CD დისკების შესწავლის შედეგად დადგინდა მარცხნივ VII ნეკნის მოტეხილობა ბეჭის ხაზზე, მარცხენა იდაყვის ძვლის ოლეკრანონის სახსარშიდა მოტეხილობა, მარცხნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. თავის ტვინის შერყევა და მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობა ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 01.01.2017წ-ს. მარცხნივ მე-7 ნეკნის მოტეხილობა და მარცხენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა (ჰემატომით იდაყვის მოტეხილობის არეში) იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 01.01.2017წ-ს. სახეზე არსებული სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული დაზიანებების მორფოლოგიური აღწერილობის არარსებობის გამო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი-----–- გ-----–---–მა დაადასტურა მ------ მ------ის ბრალდების სს საქმეზე მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მანვე დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულებმა და მოწმეებმა მასთან გასაუბრებისას დაადასტურეს, რომ 2017 წლის 1 იანვარს მ------ მ------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბიძას და ბებიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელებმა მიიღეს დაზიანებები. ა-- მ------ის სხეულზე დაზიანებების ფაქტი გამომძიებელს ა--ვე დაუდასტურა ექიმმა კ.ბ-----მ. ი.გ-----–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულებისა და მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნისა და გარეშე პირის მონაწილეობით, რა დროსაც გამოკითხვის ოქმებში სრულყოფილად აისახა მათ მიერ გამოძიებისათვის ნებაყოფლობით მიწოდებული ინფორმაცია.

 

ბრალდებულ მ------ მ------ისა და მისი მეუღლის, მოწმე დ---- ნ-----ის ჩვენებებით, 2017 წლის 1 იანვარს ბრალდებულს ბიძისა და ბებიისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და დაზარალებულების მხრიდან პოლიციისადმი მიმართვა განპირობებულია მათ ოჯახებს შორის ბინის თაობაზე არსებული დავით. ორივე ხსენებულმა პირმა განმარტა, რომ მ----- მ------ი და ა-- მ------ი თავად დაეცნენ და მიიღეს სავარაუდო დაზიანებები.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფა--ბისა და ლოგიკური ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე:

 

· დაზარალებულ მ----- მ------ის ეპიზოდი

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია პირის განზრახი ქმედება, შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) და მიზეზობივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულ მ----- მ------ის, მოწმე დ--–---- მ------ისა და ექსპერტ ე-- ჩ---–--–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 1 იანვარს, ქ.თბილისში, ჩ----–-–---–-----------------ში მ------ მ------მა მ----- მ------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა გულმკერდის არეში, რის გამოც მ----- მ------ი დაეცა. მ------ მ------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად მ----- მ------ს დაუდგინდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის ზედაპირული ჭრილობა, მარცხივ თხემის ქსოვილებში სისხლნაჟღენთი, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. შესაბამისად, სახეზეა მ------ მ------ის განზრახი ქმედება (გულმკერდის არეში ფეხის ისეთი სიძლიერით დარტყმა, რომ დაზარალებული ძირს დაეცა) და შედეგი (მ----- მ------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

· დაზარალებულ ა-- მ------ის ეპიზოდი

 

დაზარალებულ ა-- მ------ის პოზიციის მიუხედავად (უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე), სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - თვითმხილველი მოწმის მ----- მ------ის, მოწმე დ--–---- მ------ის, ექიმ კ------- ბ-----ს ჩვენებებით და სამედიცინო დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 1 იანვარს, ქ.თბილისში, ჩ----–-–---–-----------------ში მ------ მ------მა ა-- მ------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა, რის გამოც ასაკოვანი ქალბატონი დაეცა ბეტონის საფარზე და მიიღო არაერთი დაზიანება - მარცხენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით, მე-7 ნეკნის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ჰემატომა მარცხენა იდაყვის სახსრის (მოტეხილობის) არეში. მ------ მ------ის ძალადობრივი ქმედებით მიყენებული დაზიანებების გამო დაზარალებულ ა-- მ------ს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და რამდენიმე დღე მკურნალობდა კლინიკაში. აღსანიშნავია დაზარალებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების: თარჯიმან ე.მ----------ის, გამომძიებელ ი.გ-----–---–ისა და ექიმ კ.ბ-----ს ჩვენებები, რომელთაც განმარტეს, რომ როგორც გამოკითხვის ოქმში, ისე სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირდა უშუალოდ ა-- მ------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ 2017 წლის 1 იანვარს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილიშვილმა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები.

 

მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ ა-- მ------მა შვილიშვილის მ------ მ------ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დააფიქსირა ექიმთან გასაუბრებისას, რაც ა--ვე ასახულია სამედიცინო დოკუმენტაციაში. გარდა ამისა, მ------ მ------ის ძალადობრივი ქმედებით ა-- მ------ისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათი და რაოდენობა ნათლად მიუთითებს ა-- მ------ის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობის ხარისხზე, რაც ლოგიკურია, რომ არათუ ასაკოვანი ქალბატონისათვის, არამედ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ფიზიკური ტკივილის გამომწვევია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულ ა-- მ-----ის პოზიციის მიღმა (უარი ჩვენების მიცემაზე) არსებულ მოტივს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახურ დანაშაულზე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ბებიის პოზიციის (ჩვენების მიცემაზე უარი) მიღმა არსებულ მოტივზე ნათლად მიუთითებს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული მისივე განმარტება - „ვერ მოგცემთ ჩვენებას, (მ------ მ------ი) იგივე ჩემი შვილია“, რაც ნათლად მიუთითებს არა იმ ფაქტზე, რომ შვილიშვილის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ა-- მ------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია, არამედ სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის გამო არ საუბრობს ბებია მომხდარზე. ამ კუთხით ა--ვე მნიშვნელოვანია, მოწმე დ--–---- მ------ის პოზიცია, რომ მომხდარი „ოჯახის საქმეა“ და თ--–- ბ------ის პოზიცია, რომელმაც არათუ დედამთილის, არამედ საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ მ------ მ------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტიც არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით მით უფრო, რომ უარყო გამოძიების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა გამოკითხვის დროს.

 

საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა ექსპერტი ნათია ჯ------ე (ვინაიდან ბრალდების მხარეს ხსენებული მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით დაცვის მხარისათვის ინფორმაცია არ გაუცვლია საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით), შესაბამისად, მის მიერ გაცემულ, ა-- მ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას სასამართლო ვერ გაიზიარებს. აღნიშნული მტკიცებულების გარეშე (მოწმეთა ჩვენეებითა და კლინიკიდან ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაციით) კი უტყუარად დგინდება ა-- მ------ისათვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, თუმცა შეუძლებელია დაზიანების ხარისხის განსაზღვრა (თუ რა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა ა-- მ------ს) შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე პირის შეფა--ბის გარეშე.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ მ------ის მიერ ბებიის, ა-- მ------ის მიმართ განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებამ გამოიწვია არა ა-- მ------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, არამედ დაზარალებულს მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

· საქართველოს სსსკ-ის მე-111 მუხლისა და მისი შენიშვნის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133 2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151 1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულები: მ----- მ------ი და ა-- მ------ის არიან ბრალდებულის ბიძა და ბებია, წლებია ცხოვრობენ ერთ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, შესაბამისად, მ------ მ------ის მიერ მ----- მ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შეფა--ბა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით, ხოლო ა-- მ------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შეფა--ბა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სწორია.

 

· სასამართლო ვერ გაიზიარებს მ------ მ------ის, დ---- ნ-----ისა და თ--–- ბ------ის ჩვენებებს, ვინაიდან აღნიშნული ჩვენებები გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობაშია სს საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, ა--ვე ურთიერთსაწინააღმდეგოცაა (მოწმეებმა განსხვავებული ვერსია მიაწოდეს სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაეცა თითქოსდა თავისით ა-- მ------ი - 2017 წლის 1 იანვარს თუ მას შემდეგ). ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული არაგულწრფელი და არასანდო განმარტებები (მაგ: თითქოსდა კარის ჩვეულებრივად, მშვიდად გაღების შედეგად დაეცა კარის მეორე მხარეს მდგომი მ----- მ------ი და მიიღო დაზიანებები), აგრეთვე მისი მეუღლის აპელირება საყოფაცხოვრებო კონფლიქტზე მიზნად ისახავს ბრალდებულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

 

4. სამართლებრივი შეფა--ბა:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფა--ბის დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

პრაქტიკის ანალიზი მიუთითებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მას რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდება კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობს გაერიდოს ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობისა თუ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ მ------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ა-- მ------ის ეპიზოდი);

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (დაზარალებულ მ----- მ------ის ეპიზოდი).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. მ------ მ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

5.2. მ------ მ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის და ახალი ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება მ------ მ------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრის პირობებში (საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით), ვინაიდან ნაკლებად მკაცრი, არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ამასთან, სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ა--ვე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ------ მ------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8-----ის განაჩენი, კერძოდ:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8-----ის განაჩენით, მ------ მ------ი ცნობილი იქნა მსჯავრდებულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მ.მ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაწეყო 2014 წლის 18 თებერვლიდან, სასჯელი კი კალენდარულად მოიხადა 2015 წლის 17 თებერვალს.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ მ------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე (ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით - ჰყავს მეუღლე და 4 შვილი).

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ მ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (დაზარალებულ ა-- მ------ის ეპიზოდი).

 

მ------ მ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (2017 წლის 1 იანვარს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (დაზარალებულ მ----- მ------ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ა-- მ------ის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ მ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ------ მ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8-----ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8-----ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------ მ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ------ მ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 16 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

 

მ------ მ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 2 (ორი) ცალი CD დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია