გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/39591-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე
სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი“
წარმომადგენელი - ქ------------------ე
მოპასუხეები - ი-----------–-----ა, ხ------------–----–-–---–ი
მოპასუხე ხ------------–----–-–---–ის წარმომადგენელი - ი-----------–-----ა
დავის საგანი - დავალიანების გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს ი-----------–-----ას და ხ------------–----–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირი თანხის 1985.13 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლის 07 ივლისს, სს ,,თ----------ს“ (რეორგანიზაციამდე ბანკი კ----------ა) და ი-----------–-----ას შორის დაიდო საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საბანკო პროდუქტის ოდენობა 2500 ლარი, ოვერდრაფტის საწყისი თარიღი 02.07.2014 წელი, ოვერდრაფტის დასრულების თარიღი 17.06.2016 წელი, ოვერდრაფტის დაფარვის თარიღი: დარიცხული პროცენტის დაფარვა წარმოებს ყოველი თვის 17 რიცხვისათვის, ხოლო თუ აღნიშნული დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, დარიცხული პროცენტის დაფარვა წარმოებს მომდევნო სამუშაო დღისათვის. ოვერდრაფტის ძირითადი თანხის დაფარვა წარმოებს ოვერდრაფტის დასრულების თარიღისათვის. წლიური საპროცენტო განაკვეთი 40%, პირგასამტეხლო პირველი დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში თუ სესხი უცხოურ ვალუტაშია 10 აშშ დოლარი, ხოლო თუ სესხი ეროვნულ ვალუტაშია 15 ლარი. ერთ დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 1 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2014 წლის 07 ივლისს, მოპასუხე ხ------------–----–-–---–ს და მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ხ------------–----–-–---–მა აიღო ვალდებულება, სს ,,თ----------ს“ და მოპასუხე ი-----------–-----ას შორის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი-----------–-----ასთან ერთად ნაკისრი ფულადი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების შესახებ. სოლიდარული ვალდებულების მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 3250 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელს თან ერთვის გადახდების ისტორია, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხე ი-----------–-----აზე სესხი გაიცა 07/07/2014 წელს. მოპასუხე ახორციელებდა გადახდებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუმცა მან ხელშეკრულება პირველად დაარღვია 2014 წლის სექტემბრის თვეში. ამის შემდეგ კვლავ ახორციელებდა გადახდებს, მან ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის სექტემბრის თვეში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე. შესაბამისად, მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
სს ,,თ----------ის“ მიმართ მოპასუხეების დავალიანება 15/12/2016 წლის მდგომარეობით შეადგენს 3046.88 ლარს, საიდანაც თანხის ძირია 2500 ლარი, პროცენტი 344.89 ლარი, პირგასამტეხლო 201.99 ლარი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სს ,,თ----------ის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა დავალიანების ძირი თანხის 1985.13 ლარის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრება. განმარტა, რომ სარჩელის შემოტანის შემდგომ მოპასუხის მხრიდან გადახდილი იქნა თანხები აღნიშნულ დავალიანებაზე, საიდანაც დაიფარა პირგასამტეხლო, ნაწილით დაიფარა პროცენტი და ძირი თანხა (იხ. სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ი-----------–-----ამ და ხ------------–----–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სარჩელის შესაბამისად მოპასუხე მხარემ აღიარა მხოლოდ ძირი თანხა 400 ლარის ნაწილში,ვინაიდან თვლიან, რომ თანხები გადახდილია ვალის დასაფარავად და დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ვალდებულება შესრულებული აქვთ.
(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 07.07.2014 წელს, სს ,,თ----------ს“ და ი-----------–-----ას შორის დაიდო საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება (სამომხმარებლო), რომლის საფუძველზეც, სს ,,თ----------მა“ ი-----------–-----აზე გასცა სესხი შემდეგი პირობებით: სესხის ოდენობა (ოვერდრაფტის ლიმიტი) – 2500 ლარი, ოვერდრაფტის საწყისი თარიღი: 02.07.2014 წელი, ოვერდრაფტის დასრულების თარიღი: 17.06.2016 წელი. ხელშეკრულების თანახმად, დარიცხული პროცენტის დაფარვა წარმოებდა მომდევნო სამუშაო დღისათვის. ოვერდრაფტის ძირითადი თანხის დაფარვა წარმოებდა ოვერდრაფტის დასრულების თარიღისათვის, წლიური საპროცენტო განაკვეთი 40%.
ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო პირველი დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში - თუ სესხი უცხოურ ვალუტაში იყო - 10 აშშ დოლარი, ხოლო თუ სესხი ეროვნულ ვალუტაშია - 15 ლარი.ერთ დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი (დავალიანების) თანხის 1 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი (დავალიანების) თანხის 0.1 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 15);
- 07.07.2014 წლის საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20);
3.1.2. 07.07.2014 წელს, სს ,,თ----------ს“ და ხ------------–----–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ხ------------–----–-–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, სს ,,თ----------ს“ და ი-----------–-----ას შორის 07.07.2014 წელს დადებული საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ფულადი ვალდებულების მიმართ.
ხელშეკრულების 1.5 პუნქტის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 32 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07.07.2014 წლის სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);
- მხარეთა-ახსნა განმარტება.
3.1.3.მოპასუხე ი-----------–-----ამ დაარღვია ხელშეკრულების პირობები,შესაბამისად, სს ,,თ----------ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ბანკის მიმართ არსებულმა დავალიანებამ შეადგინა ჯამში 3046.88 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 2500 ლარი, საპროცენტო სარგებელი 344.89 ლარი, პირგასამტეხლო 201.99 ლარი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ, დააზუსტა მოთხოვნა და ძირი თანხის სახით მოითხოვა 1985.13 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 26);
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 24-25);
- მხარეთა-ახსნა განმარტება; სასამართლო სხდომის ოქმი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი-----------–-----ას მიერ სს ,,თ----------ის“ მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 923.73 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში,მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებული აქვს, რაზეც მიუთითებს გადახდის გრაფიკი. სს ,,თ----------ს“ სასამართლოსთვის სარჩელით მომართული აქვს 2016 წლის 26 დეკემბერს, მაშინ როდესაც, ი-----------–-----ას მიერ თანხის გადახდები განხორციელდა 2017 წლის 21 ივლისს 816 ლარის ოდენობით, 2017 წლის 21 აგვისტოს 112.79 ლარის, 2017 წლის 21 სექტემბერს 212.24 ლარის, 2017 წლის 20 ოქტომბერს 212.24 ლარის, 2017 წლის 21 ნოემბერს 212.24 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული თანხებიდან ჯამში 1263.39 ლარი მოსარჩელე მხარემ მოპასუხეს ჩაუთვალა პირგასამტეხლოს თანხებში გადახდილად, 344.89 ლარი -საპროცენტო სარგებელში და დარჩენილი ნაწილი - დავალიანების ძირ თანხაში. საბოლოოდ კი მოპასუხე მხარეს სოლიდარულად გადასახდელად განუსაზღვრა ძირი თანხა 1985.13 ლარი.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა მის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხის 1985.13 ლარის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. უფრო მეტიც, სასამართლოსთვის ბუნდოვანია, თუ რა გარემოების საფუძველზე, ჩათვალა მოსარჩელე მხარემ, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების დიდი ნაწილი ჯარიმის თანხაში, ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი ძირ თანხაში გადახდილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ გადახდილი 1263.39 ლარიდან,- რომელიც მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს თანხებში იქნა ჩათვლილი, -1061.40 ლარი უნდა ჩაითვალოს დავალიანების ძირ თანხაში გადახდილად, ხოლო 201.99 ლარი- პირგასამტეხლოს თანხაში, რაც სარჩელით იყო მოთხოვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 15);
- 07.07.2014 წლის საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20);
- 07.07.2014 წლის სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 26);
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 24-25);
- მხარეთა-ახსნა განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ი-----------–-----ამ და ხ------------–----–-–---–მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 400 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, არსებობს სს „თ----------ის“ სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ----------ს” და მოპასუხე ი-----------–-----ას შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ი-----------–-----ამ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, 07.07.2014 წელს, სს ,,თ----------ს“ და ხ------------–----–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ხ------------–----–-–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, სს ,,თ----------ს“ და ი-----------–-----ას შორის 07.07.2014 წელს დადებული საბარათე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ფულადი ვალდებულების მიმართ. ხელშეკრულების 1.5 პუნქტის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 3250 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 07 ივლისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე (იხ. 3.2.1 პუნქტი). კერძოდ დადგენილია, რომ რომ ი-----------–-----ა სარგებლობდა სს ,,თ----------ის“ (რეორგანიზაციამდე ბანკი კ----------ა) ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით, რომლის დაფარვის გრაფიკიც მის მიერ პირველად დარღვეულ იქნა 2014 წლის სექტემბრის თვეში. ამის შემდეგ კვლავ ახორციელებდა გადახდებს, მან ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის სექტემბრის თვეში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე. თუმცა სს ,,თ----------ს“ სასამართლოსთვის სარჩელით მომართული აქვს 2016 წლის 26 დეკემბერს, მაშინ როდესაც, ი-----------–-----ას მიერ თანხის გადახდები განხორციელდა 2017 წლის 21 ივლისს 816 ლარის ოდენობით, 2017 წლის 21 აგვისტოს 112.79 ლარის, 2017 წლის 21 სექტემბერს 212.24 ლარის, 2017 წლის 20 ოქტომბერს 212.24 ლარის, 2017 წლის 21 ნოემბერს 212.24 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხებიდან ჯამში 1263.39 ლარი მოსარჩელე მხარემ მოპასუხეს ჩაუთვალა პირგასამტეხლოს თანხებში გადახდილად, 344.89 ლარი -საპროცენტო სარგებელში და დარჩენილი ნაწილი - დავალიანების ძირ თანხაში. საბოლოოდ კი მოპასუხე მხარეს სოლიდარულად გადასახდელად განუსაზღვრა ძირი თანხა 1985.13 ლარი, რასაც სასამართლო ეთანხმება ნაწილობრივ. სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და ძირი თანხის განსაზღვრა 1085.13 ლარის ოდენობით მოსარჩელის უფლებაა დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ხოლო მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების გამოანგარიშებისას არაპროპორციულად და ზედმეტად დიდი თანხებია მიმართული პირგასამტეხლოს დასაფარავად. კერძოდ, გადახდილი 1263.39 ლარიდან, რომელიც მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოში იქნა მიმართული, 1061.40 ლარი უნდა ჩაითვალოს დავალიანების ძირ თანხაში, ხოლო 201.99 ლარი - პირგასამტეხლოში, რაც სარჩელით იყო მოთხოვნილი. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სოლიდარულად 923.73 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სს ,,თ----------მა“ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 3046.88 ლარიდან 1985.13 ლარამდე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ნახევარი - 50 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი 400 ლარის ნაწილში, შესაბამისად, სს ,,თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარიდან 10.07 ლარი, ხოლო 13.19 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, ხოლო სხვაობა 26.74 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელე ასევე ითხოვს, მოპასუხეების ი-----------–-----ას და ხ------------–----–-–---–ისთვის საფოსტო მომსახურების ხარჯის 14 ლარის დაკისრებას. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი-----------–-----ას და ხ------------–----–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 923.73 ლარის გადახდა.
3. ი-----------–-----ას და ხ------------–----–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 13.19 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ დაუბრუნდეს, მის მიერ 13/12/2016 წელს, #65-0 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ნაწილი, 60.07 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.
5. სს ,,თ----------ის“ მოთხოვნა მოპასუხეებისთვის ფოსტის მომსახურების ხარჯის 14 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე