გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210018-02564602 (2/1436-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზ---------- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
მოსარჩელეები: მა---------ი, ნარ-------------ნი
წარმომადგენელი - ლე-–-----–---ი
მოპასუხეები: მ-------------–----–-------- მ----ა, ააიპ ,,მე------------–----–-------------–-----------------–---------–----რი’’
წარმომადგენლები: მა---------უა, ლა---------–---ი
დავის საგანი: შ-------------––-------–-----–-–--------–------------------------–----–-----------------–----------------–---------–----------------------------------------------–---------------------------------–-----------–--------------------------------------–-------------------------------–-----------------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.მოსარჩელის მოთხოვნა
1.1.მა---------ის სა---------------------------–---ს შესახებ მ-------------–----–-------- მ----ს 2----–-–-------------- №1-- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2.ნარ-------------ნის სა---------------------------–---ს შესახებ მ-------------–----–-------- მ----ს 2----–-–-------------- №1-- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.3.მოპასუხეების დავალდებულება აღადგინონ მა---------ი სამსახურში ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-----------------დ, ხოლო იმავე პო---–-----------------–-----–---–------–---------–---------–---ს - დ-----------------------–-- თა-----------ზე, ტო-–--------------------ს არარსებობისას კი მოპასუხეებისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება 201--–-–----------------- (სა---------------------------–---ს თარიღი) ერთი წლის ოდენობით;
1.4.მოპასუხეების დავალდებულება აღადგინონ ნარ-------------ნი ა------------------–----–-------------–------ის ს--------------------------------------ზე, ხოლო იმავე პო---–-----------------–-----–---–------–---------–---------–---ს დ-----------------------–-- თა-----------ზე, ტო-–--------------------ს არარსებობისას კი მოპასუხეებისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება 201--–-–----------------- (სა---------------------------–---ს თარიღი) ერთი წლის ოდენობით;
1.5.მოპასუხე ა------------------–----–-------------–-----------------–---------–----რისათვის მოსარჩელე მა---------ის სასარგებლოდ მი--------–-----–------------–-------ს) - 6-- ლარის ყოველთვიურად ანაზღაურების დაკისრება 20---–-–---------–-- თვიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.6.მოპასუხე ა------------------–----–-------------–-----------------–---------–----რისათვის მოსარჩელე ნარ-------------ნის სასარგებლოდ მი--------–-----–------------–-------ს) - 8-0 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურების დაკისრება 20---–-–---------–-- თვიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.7.მ-------------–----–-------- მ----ს მიერ მოსარჩელე მა---------ის სა---------------------------–---ს თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე დ----------–----–- მოპყრობის ფაქტის დადგენა;
1.8.მ-------------–----–-------- მ----ს მიერ მოსარჩელე ნარ-------------ნის სა---------------------------–---ს თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე დ----------–----–- მოპყრობის ფაქტის დადგენა;
1.9.მ-------------–----–-------- მ----ისათვის მოსარჩელე მა---------ის სასარგებლოდ დ----------–----–- ფაქტის განხორციელების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1 (ერთი) ლარის ოდენობით;
1.10.მ-------------–----–-------- მ----ისათვის მოსარჩელე ნარ-------------ნის სასარგებლოდ დ----------–----–- ფაქტის განხორციელების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1 (ერთი) ლარის ოდენობით (---------------–------------------------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–---------------------
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი სა---------------------------–---ს მოტივი გახდა მოსარჩელეთა მხრიდან ს------–--------------------ს მშ-----–--------–-----------ო აქციებსა და შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა და წარმომადგენლობა ანუ ისინი გათავისუფლდნენ თავიანთი აზრის/შეხედულების გამო თანამდებობებიდან. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათთან ე-----დ ასევე სამსახურიდან გათავისუფლდა 2 პირი.
იმ გარემოება, რომ გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, არ უარყოფს მოსარჩელე მხარე, მაგრამ აცხადებს, რომ ჯერ გაათავისუფლეს მოსარჩელეები და შემდგომ მოხდა რეორგანიზაცია.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია (იხ. დაზუსტებული სარჩელი, სხდომის ოქმები).
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 19.06.2--- წლიდან მოსარჩელე მა---------ი მუშა------------–----–-------------------–-------რ დაფუძნებული ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-----------------დ და იღებდა ხელფასს 6----–-------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-19.06.2--- წლის ბრძანება (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 31);
-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 151);
-წესდება და ამონაწერი (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 188, 44);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
3.1.2. 27.04.2--- წლიდან მოსარჩელე ნარ-------------ნი მუშაობდა მუნ-–----–------------------ს მიერ დაფუძნებული ა------------------–----–-------------–------ის ს--------------------------------------ზე და მისი ხელფასი იყო 8-0 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-27.04.2--- წლის ბრძანება (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 34);
-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 163);
-წესდება და ამონაწერი (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 196, 42);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
3.1.3.თა-----------ზე მუშაობის პერიოდში მა---------ის და ნარ-------------ნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა, სამსახურებრივ საქმიანობაში ისინი გამოირჩეოდნენ აქტიურობით, მათ შეიტანეს წვლილი ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში, რის გამოც პროფესიულ წრეებში ხასიათდებიან დადებითად და სარგებლობენ ავტორიტეტით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-დახასიათებები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 61, მეორე ტომი, ს.ფ. 92-96);
-სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 62-75);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ-------------–----–-------- მერმა რ------------–--- ჩატარებასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით 14.12.2--- წელს მიმართა მ-------------–----–-------- საკრებულოს, რომელმაც 20.12.2--- წელს მიიღო №8- განკარგულება, რომლითაც მ----ს მოთხოვნა მ----–----–--------------------ი რესურსის ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის მიზნით დაკმაყოფილდა. განკარგულების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
,,1.მიეცეს თანხმობა მ-------------–----–-------- მერს განახორციელოს ა-------- რეორგანიზაცია შემდეგი სახით:
ა) ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-, ააი---–--------–------------–-----------–-------------–--–----ის თე------, ა------------------–----–-------------–------ის სამსახური გაერთიანდეს და მათი შერწყმის (გაერთიანების) შედეგად შეიქმნას ა------------------–----–-------------–-----------------–---------–----რი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მ----ს წერილი №1672 (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 209);
-საკრებულოს განკარგულება (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 36);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
3.2.2. 19.03.2018 წლის №4-- წერილით ნარ-------------ნს, ხოლო 19.03.2018 წლის №4-- წერილით მა---------ს მოპასუხე მ-------------–----–-------- მ----ისაგან ეცნობათ, რომ იგეგმებოდა მათი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, რასაც 2018 წლის 22 მარტს შედეგად მოჰყვა მათ მიმართ მ-------------–----–-------- მ----ს მიერ ბრძანებების მიღება. კერძოდ:
1) №1-- ბრძანებით მა---------ი ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–--, ააი---–--------–------------–-----------–-------------–--–----ის თე------ს და ა------------------–----–-------------–------ის სამსახურის რ------------–---, გაერთიანების და მათი შერწყმის საფუძველზე 201--–-–----------------- გათავისუფლდა ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-- დი---------------------------დან. მა---------ს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით;
2) №1-- ბრძანებით ნარ-------------ნი ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–--, ააი---–--------–------------–-----------–-------------–--–----ის თე------ს და ა------------------–----–-------------–------ის სამსახურის რ------------–---, გაერთიანების და მათი შერწყმის საფუძველზე 201--–-–----------------- გათავისუფლდა ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-- დი---------------------------დან. ნარ-------------ნს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მ----ის გაფრთხილების წერილები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 38-39);
-გათავისუფლების ბრძანებები და საგადახდო მოთხოვნები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 77, 79, 184-185);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
3.2.3. მ-------------–----–-------- მ----ს 2----–-–-------------- №131 ბრძანებით ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-, ააი---–--------–------------–-----------–-------------–--–----ის თე------ და ა------------------–----–-------------–------ის სამსახური გაერთიანდა და მათი შერწყმის შედეგად დაფუძნდა ა------------------–----–-------------–-----------------–---------–----რი. ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული აღნიშნული გაერთიანებული იურიდიული პირების წესდებები და დამტკიცდა ა------------------–----–-------------–-----------------–---------–----რის წესდება, რომლის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრა 22.03.2----–-–----- ცენტრის დი-------------------–-ულ გე-------–--ნს, რომელიც იყო ააი---–--------–------------–-----------–-------------–--–----ის თ------------------------
ცენტრის წესდების მე-4 მუხლით განისაზღვრა, რომ სამსახურის მართვას ახორციელებს დი--------რი, რომელსაც თა-----------ზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მ-------------–----–-------- მ----. სამსახურის დი--------რს ჰყავს 3 მოადგილე, რომელსაც თა-----------ზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის დი--------რი, მ-------------–----–-------- მე-----ნ შეთანხმებით.
დადგენილია, რომ ცენტრში დანიშნულია როგორც დი--------რი, ისე მისი მოადგილეები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ბრძანებები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 57, 158);
-წესდება (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 138);
-ც-------------------------------------–-------------–--- (იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 47);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
3.2.4.ა---------------------–--ს პროცესი დასრულდა და ა------------------–----–-------------–-----------------–---------–----რი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ იქნა 15.05.2----–--–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-რ------------–--- პროცესისა და მისი დასრულების დამადასტურებელი ამონაწერები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 42-44, 142);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
3.2.5.ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-ში, ააი---–--------–------------–-----------–-------------–--–----ის თე-----–ი და ა------------------–----–-------------–------ის სამსახურში რ------------–--- განხორციელებამდე დასაქმებული ი------------, საიდანაც რ------------–--- შედეგად სამსახურიდან დათხოვნილ იქნა ოთხი პირი, რომელთაგან ორი მოსარჩელეა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-საშტატო ნუსხა (იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 41-46);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
3.2.6.დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე (გაერთიანებამდე) ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-ში, ააი---–--------–------------–-----------–-------------–--–----ის თე-----–ი და ა------------------–----–-------------–------ის სა--------–--------------–ი პირების ჯა--------------------–-----ს ოდენობა იყო 3----- ლარი, ხოლო რ------------–--- შედეგად შექმნილი ახალი ა------------------–----–-------------–-----------------–---------–----რის თანამშრომლების ჯა--------------------–-----ს ოდენობაა 3---- ლარი ანუ სახელფასო ფონდი გაზრდილია 3--- ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-საშტატო ნუსხა (იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 41-46);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
3.2.7.დადგენილია, რომ მოსარჩელეები თა-----------ზე ყოფნის პერიოდში მონაწილეობდნენ მ-------------–----–------–---------–-----–----- წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებში, თუმცა იმ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მასზედ, რომ სა---------------------------–---ს საფუძველს წარმოადგენს მათი განსხვავებული აზრი/შეხედულება ჰ------–-----–----- საკითხთან დაკავშირებით, საქმეზე არ მოიპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-საშტატო ნუსხა (იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 41-46);
-დისკები (იხ. პირველი ტომი);
-ბეჭდურ მედიაში გავრცელებული მასალა (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 90-118);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ-------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–------------------ი).
სამოტივაციო ნაწილი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა განმარტებების და მოწმის ჩვენების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია; კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საე-----შორისო პაქტი; შრომის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---------- რაიონული სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი მსჯელობა განვითარდება მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით.
6.2.იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს გააჩნია რამდენიმე მოთხოვნა, მიზანშეწონილია, რომ სასამართლოს მიერ ისინი სამართლებრივი თვალსაზრისით განხილულ იქნეს სადავო მოვლენათა თანმიმდევრულობით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ეს ნორმა ადგენს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე და სამართლიან სასამართლოზე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დარღვეულია მისი კონსტიტუციით გარანტირებული შრომითი უფლება და აღნიშნული ნორმის თანახმად, მომართა სასამართლოს.
ქვეყნის უზენაესი კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, გარანტირებულია შრომის უფლება, რაც ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება სოციალური უფლებაა, იგი აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის და მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის. აღნიშნული უფლების ერთ-ერთი გამოხატულებაა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში დასაქმება, დასაქმებულისათვის სამართლიანი პირობების შემქნა, ანაზღაურების მიღება და ა.შ. შრომითი ურთიერთობის კიდევ უფრო სიღრმისეული შეფასების კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 28 თებერვლის №----- გადაწყვეტილება, რომლითაც განიმარტა, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ხოლო 2--- წლის 26 ო-------------------- გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები.
კონსტიტუციის თანახმად, შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. სახელდობრ, შრომის თავისუფლების პრინციპები (შრომითი და თანმდევი ურთიერთობები), რომლებიც განმტკიცებულია კონსტიტუციით, ასახულია და მოწესრიგებულია ორგანულ კანონში – საქართველოს შრომის კოდექსში.
მითითებული ნორმატიული ატის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის მასთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ 2----–-–-------------- ბრძანებას, რასაც მოპასუხემ სამართლებრივ საფუძვლად დაუდო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
სასამართლოს განმარტავს, რომ სა---------------------------–---ს თაობაზე ბრძანების მართებულად მიღების ფაქტი უნდა ამტკიცოს დამქირავებელმა. ამ კუთხით, ყურადსაღებისა სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რაც გულისხმობს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილებას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შრომით ურთიერთობებში, დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, წარუდგინოს სასამართლოს დასაქმებულის სა---------------------------–---ს თაობაზე მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები.
მხარის მტკიცების ტვირთის შესახებ სამართლებრივ დებულებას ვხვდებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ნორმის ნორმატიული შინაარსის სადავო სამართლებრივ სივრცეში გადატანით, ცალსახაა, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილების (ბრძანების) გასაჩივრებისას, რომელსაც საფუძვლად უდევს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს რეორგანიზაციას და მის შედეგად სამუშაო ძალის შემცირებას, დამსაქმებელი დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვალდებულია დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მიმართ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო.
ყურადსაღებია რ------------–--- საკითხზე ს----------–--------------------------–------------–-----------------–-----------–-–----------------------, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რ------------–--- რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სა---------------------------–---ს მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე’’ (----------–---------------–-----------------------------------------------–--–---
მოცემულ შემთხვევაში, მ-------------–----–-------- საკრებულოს 20.12.2--- წლის განკარგულებით და საქმის სხვა მასალების თანახმად, რომ ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-ში, ააი---–--------–------------–-----------–-------------–--–----ის თე-----–ი და ა------------------–----–-------------–------ის სამსახურში დაწყებული რ------------–--- პროცესის მიზანი უნდა ყოფილიყო მ----–----–--------------------ი რესურსის ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვა, მაშასადამე რეორგანიზაციას უნდა ჰქონოდა ეკონომიკური სარჩული. სწორედ აღნიშნული განკარგულება გახდა მოსარჩელეების მიმართ მ-------------–----–-------- მ----ს მიერ სა---------------------------–---ს თაობაზე ბრძანებების მიღების საფუძველი.
დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მა---------ის ყო---–-------------–----- იყო 6-- ლარი, ხოლო ნარ-------------ნის - 8-0 ლარი ანუ მოპასუხეს მოსარჩელეთა მიმართ ჰქონდა სა---–---------------------–----------------თ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია საშტატო ნუსხები, რომელთა თანახმად, ა------------------–----–--------------–-------–-------–---------------------–---–------–---ნების სკ---–-ში დასაქმებულთა ყო---–-------------–-----ს ჯამური ოდენობა იყო 5285 ლარი, ააი---–--------–------------–-----------–-------------–--–----ის თე-----–ი - 15----–----, ა------------------–----–-------------–------ის სამს------–----------- ლარი, რაც ჯამში შეადგენს 3----- ლარს, მაშინ როდესაც აღნიშნული იურიდიული პირების გაერთიანების (რ------------–---) შედეგად ჩამოყალიბებულ იურიდიულ პირის - მე------------–----–-------------–-----------------–---------–----რის თანამშრომლების ჯა--------------------–-----ს ოდენობა გაზრდილია 3--- ლარით და შეადგენს 3----- ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---------- რაიონულ სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელფასო ფონდში გათვალისწინებული თანხები არ იწვევდა მოსარჩელეთა სახით სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა რ------------–--- მოტივით მოსარჩელეთა გათავისუფლების საფუძველი, რამეთუ რეორგანიზაციას საფუძვლად დაედო ფინანსური რესურსის ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის მიზანი, თუმცა მის შედეგად შექმნილ ი-----------–---------–------- გააჩნია ფინანსური რესურსი სახელფასო ფონდში, რაც სავსებით უზრუნველყოფდა მოსარჩელეებთან მათი ზემოთ ხსენებული ხელფასით რ------------–--- შემდგომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას, მოპასუხე მ-------------–----–-------- მ----ამ კი ისე გაათავისუფლა მოსარჩელეები სამსახურიდან, რომ მათთვის ახალ ააიპ-ში - ცენტრში რაიმე თა-----------ზე დანიშვნა, არ შეუთავაზებია. იმ პირობებში, როდესაც აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ეკონომიკური სიდუხჭირე არ ჰქონდა, სასამართლოს მოსაზრებით მას მოსარჩელეები, რომლებსაც დისციპლინური პასუხისმგებლობა არასდროს დაკისრებიათ და თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე საზოგადოებაში გამოირჩეოდნენ ავტორიტეტით, მა---------ი და ნარ-------------ნი მოპასუხეს უნდა დაეტოვებინა სამსახურში.
6.3.საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
სამოქალაქო მატერიალური კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამ ნორმას სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით შინაარსობრივად ავსებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლითაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. მართალია, შრომითი ურთიერთობის წარმოშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპი გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის, რამდენადაც დასაქმებული დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანუ მოსამსახურე დამოკიდებული ხდება დამქირავებელზე, რაც იწვევს რისკებს შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებლის მხრიდან სამართლიანი ბალანსის დარღვევის კუთხით. სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება კეთილსინდისიერების პრინციპი.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
წინამდებარე გადაწყვეტილების 6.2 პუნქტში მითითებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეები გათავისუფლებული იქნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი საფუძვლით, რის გამოც 2----–-–-------------- №1-- და №1-- ბრძანებები მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ბათილია.
6.4.სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მისწრაფებაა ქვეყანაში საე-----შორისო პრინციპების დამკვიდრება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, აღნიშნულ პროცესში აქტიურ მონაწილედ სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტო - სასამართლო გვევლინება. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს საე-----შორისო აქტების გამოყენებას, რაც ეხარება სახელმწიფო ორგანოებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვა საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით. ამ მიმართულებით აღნიშვნის ღირსია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საე-----შორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საე-----შორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ხელშეკრულების ერთ-ერთი სახეა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება, რომელიც არის ორმხრივი გარიგება და რომლითაც ურთიერთობის სუბიექტებს შესაძლოა წარმოადგენდნენ ერთი მხრივ, დამსაქმებელი (საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია) და მეორე მხრივ, დასაქმებული (შემსრულებელი მუშაკი). ხელშეკრულებით დამსაქმებელი კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს მუშაკის სათანადო პირობები და გადაუხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით ხელფასი, დასაქმებული კი დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. ამდენად, გონივრული დაკვირვების შედეგად, შრომითი ხელშეკრულება ვალდებულებითი ხელშეკრულების სპეციალური სახეა და მას სხვა კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებებისაგან განასხვავებს ის გარემოება, რომ როგორც წესი, შრომითი ხელშეკრულება მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს სოციალურ გარემოს, რამდენად ევროპის სოციალური ქარტია (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის N 1876 – რს დადგენილებით) სოციალურ საკითხად განიხილავს შრომითი ურთიერთობებს. მაშასადამე, შრომის უფლება სოციალური უფლებაა, რაც ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან არის დაკავშირებული, მისი რეალიზაცია აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის. სა---------------------------–---ს შემთხვევაში კი შესაძლოა პირი დარჩეს უმუშევარი, რაც მას აყენებს გარკვეული საფრთხეებისა თუ რისკ-ფაქტორების წინაშე. ამაზე მეტყველებს სხვა საე-----შორისო აქტებიც. კერძოდ, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით), კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 16 მაისის №235 დადგენილებით) და სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საე-----შორისო პაქტი (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1994 წლის 25 იანვარს).
საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
დასაქმების პოლიტიკის შესახებ კონვენციით ხელშემკვრელი მხარეების მიერ მხედველობაში იქნა რა მიღებული დეკლარაციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, პირველი მუხლით დაადგინეს, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების, ცხოვრების დონის ამაღლების, სამუშაო ძალაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების სტიმულირების, აგრეთვე უმუშევრობისა და არასრული დასაქმების ლიკვიდაციის მიზნით, ორგანიზაციის ყოველი წევრი (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო) მთავარ მიზნად აცხადებს და ახორციელებს ისეთ აქტიურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია სრული, პროდუქტიული და თავისუფლად არსებული დასაქმებისათვის ხელშეწყობისაკენ.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საე-----შორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საე-----შორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
ამდენად, უსაფუძვლოდ გათავისუფლება სამსახურიდან იწვევს კანონიერ ინტერესს დასაქმებულში აღიდგინოს დარღვეული შრომის უფლებები სამსახურში აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაყენებით და მისი სამართლიანი დაკმაყოფილებით, რამდენადაც მუშაკი რჩება კანონიერი საფუძვლის გარეშე უმუშევარი, რითაც ბუნებრივია ადგება ზიანი. ეს უკანასკნელი ფაქტი კი გამოიხატება იმაში, რომ მუშაკი დამსაქმებლის ბრალით ვერ იღებს ხელფასს, რის გამოც მის მიერ ხდება განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენებაც.
მითითებული მსჯელობის გამომხატველია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლითაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (----------–---------------–---------------–-–------------------------------------------------------------------------------------------).
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის უშუალოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ა------------------–----–-------------–-----------------–---------–----რში ხელმძღვანელ პირთა თანამდებობები (დი--------რი, მისი მოადგილეები) ვაკანტური არ არის. გამომდინარე აქედან, სასამართლო თვლის, რომ სადავო, ბათილი ბრძანებების საფუძველზე უკანონოდ გათავისუფლებით მიყენებული ზიანი მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ კონპენსაციის სახით, თუმცა 22.03.2----–-–----- არა 12 თვის, არამედ 10 თვის ხელფასის ოდენობით, რამდენადაც უდავოა, რომ მოსარჩელეებმა მიიღეს მოპასუხისაგან მასთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტიდან 2 თვის ხელფასი.
ამრიგად, მოპასუხეებს მოსარჩელე მა---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 64-- ლარის, ხოლო ნარ-------------ნის სასარგებლოდ - 8-00 ლარის გადახდა.
6.5.რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დ----------–----–- ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართალწარმოების პროცესში ფაქტების დამაჯერებლად დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე. როდესაც იგი დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მხარე საქმეზე წარმოდგენილი მასალებით და მოწმის ჩვენებით შეეცადა დაესაბუთებინა, რომ მ-------------–----–-------- მ----ს მიერ მოსარჩელე მა---------ის და ნარ-------------ნის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა დ----------–----–- მოტივით, კერძოდ, მ-------------–----–------–------- მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსარჩელეების მიერ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების გამო, თუმცა მითითებული მოტივი საქმეზე სარწმუნოდ ვერ დადასტურდა. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მათთან ე-----დ ასევე შრომითი ურთიერთობა შეწყდა კიდევ 2 თანამშრომელთან, რომელთა დ----------–----–- მოტივით სა---------------------------–---ს თაობაზე დასაბუთებული ეჭვი სასამართლოს არ გააჩნია. ასეთ ვითარებაში კი მოსარჩელის მიერ ზემოთ აღნიშნული გარემოების გამო დ----------–----–- მოტივით სა---------------------------–---ს ფაქტის არსებობა, მოსარჩელეთა მხრიდან უფრო მაღალი სტანდარტით უნდა დადასტურებულიყო, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა.
6.6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე თითოეული მოსარჩელის მიერ გადახდილია პროცესის ხარჯი, სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, რაც სა---------------------------–---ს თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო, უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მა---------ის და ნარ-------------ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1.ბ-----–----------–------–- მ-------------–----–-------- მ----ს 2----–-–-------------- №1-- ბრძანება მოსარჩელე მა---------ის სა---------------------------–---ს შესახებ;
1.2.ბ-----–----------–------–- მ-------------–----–-------- მ----ს 2----–-–-------------- №1-- ბრძანება მოსარჩელე ნარ-------------ნის სა---------------------------–---ს შესახებ;
1.3.მოპასუხეებს მ-------------–----–-------- მე-------------პ ,,მე------------–----–-------------–-----------------–---------–----რს’’ მოსარჩელე ნარ-------------ნის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ კომპენსაციის გადახდა 8-00 ლარის ოდენობით;
1.4.მოპასუხეებს მ-------------–----–-------- მე-------------პ ,,მე------------–----–-------------–-----------------–---------–----რს’’ მოსარჩელე მა---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ კომპენსაციის გადახდა 6--0 ლარის ოდენობით;
2.დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
3.მოპასუხეებს მოსარჩელე ნარ-------------ნის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;
4.მოპასუხეებს მოსარჩელე მა---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ---------- რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ------------------------–--------------) მეშვეობით;
6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა