გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
180210117002076304
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/513-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.0-.2019 წ. ქ. მცხეთა

მცხეთის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური

მოსარჩელე - სს „ფ---- ბანკი საქართველო“

წარმომადგენელი - ლა–- ბე-----

მოპასუხე - პა---- ქუ----–---–-, ხა---- ქუ----–---–-, მა-–---- ქუ----–---–-, იშ--- ვოს-------

იშ--- ვოს-------ს წარმომადგენელი - ავთ------– კა------

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. პა---- ქუ----–---–ს, ხა---- ქუ----–---–ს და მა-–---- ქუ----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 12 745.75 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სოლიდარულ თავდებს მა-–---- ქუ----–---–ს და იშ--- ვო-------- შორის 2017 წლის 18 ივლისის დადებული უძრავი ქონების (მდებარე ქალაქი ბათუმი, ა----–---ბლის ქუჩა N20, ს/კ: 0-.2-.06.0--.0-----) ნასყიდობის ხელშეკრულება;

სარჩელი არსი:

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 07 ოქტომბერს მოპასუხე პა---- ქუ----–---–მა მოსარჩელისგან მიიღო სესხი 13 000 აშშ დოლარის ოდენობით 110- დღით, რისი დაბრუნების ვადას წარმოადგენდა 2019 წლის 15 ოქტომბერი. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.45%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს. ამასთან, საურავი ირიცხება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 07 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები ხა---- ქუ----–---–თან და მა-–---- ქუ----–---–თან, მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 16 300 აშშ დოლარის ოდენობით. 2017 წლის 12 ივლისს მსესხებელმა გადაიხადა მინიმალური თანხა, რის შემდეგაც შეწყვიტა გადახდა. ბანკის წარმომადგენლებმა დაამყარეს კომუნიკაცია, როგორც მსესხებელთან, ასევე თავდებ პირებთან. ამ უკანასკნელებმა უარი განაცხადეს ვალდებულების შესრულებაზე. ამასთან, მა-–---- ქუ----–---–მა, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დარღვეული ვალდებულების შესახებ, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები 2017 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებებით გაასხვისა იშ--- ვო---------ე. მოსარჩელის მითითებით, იშ--- ვოს------- არის მა-–---- ქუ----–---–-ს მეზობელი და ნათესავი (შვილის ნათლია). ზემოთ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები არის მოჩვენებითი გარიგება, სხვა შემთხვევაში ერთი პიროვნება ერთდროულად ვერ იყიდდა სამ უძრავ ქონებას ქსანსა და ბათუმში.

2019 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მესამე სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა 2017 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლზეც ვოშ--- ვო--------ა შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი ბათუმი, ა----–---ბლის ქუჩა #20, ს/კ: 0-.2-.06.0--.0-----.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე იშ--- ვო--------ა შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მა-–---- ქუ----–---–მა მისი კუთნილი უძრავი ქონებები გადაუფრმა (მიყიდა) იშ--- ვო-------- ამ უკანასკნელის წინაშე წარსულში წარმოშობილი ვალის ნაწილის სანაცვლოდ. მოპასუხე დღემდე ფლობს და განკარგავს დასახელებულ ქონებებს მისი შეხედულებისამებრ.

მოპასუხეებმა მა-–----, პა---- და ხა---- ქუ----–---–ს სასამართლოში შესაგებელი არ წარადგინეს.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ - ხა---- ქუ----–---–მა სრულად ცნო სარჩელი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულებით პა---- ქუ----–---–მა მოსარჩელისგან სესხად მიიღო 13 000 აშშ დოლარი 110- დღის ვადით, 2019 წლის 15 ოქტომბრამდე. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.45%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის ხელშეკრულება და მასზედ თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი;

3.1.2. სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის ხელშეკრულება N 0-----.2100.0--;

3.1.3. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ხა---- ქუ----–---–თან და მა-–---- ქუ----–---–თან დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით. თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 16300 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- თავდებობის ხელშეკრულებები;

3.1.4. 2017 წლის 12 ივლისს მსესხებელმა გადაიხადა სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური თანხა, რის შემდეგაც შეწყვიტა გადახდა. მოვალეებს ერიცხებათ დავალიანება 12 745.75 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 10 594.49 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 1896,12 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2-5.14 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- სესხის გადახდის ისტორია;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

3.1.5. 2017 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელემ მსესხებელს და თავდებ პირებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები ვალდებულების დარღვევის თაობაზე. გაფრთხილების წერილით ზემოთ აღნიშნულს პირებს მიეცათ 14 დღის ვადა გადახდის მომენტისათვის არსებული დავალიანების გადასახდელად, ასევე, ეცნობათ, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში, სს „ფ---- ბანკი საქართველო“ იტოვებდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას და მთლიანი დავალიანების დაფარვის მიზნით, მიიღებდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს, კერძოდ, მოვალისა და თავდები პირების ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს.

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 15 აგვისტოს გაფრთხილების წერილები;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მა-–---- ქუ----–---–მა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე მცხეთა, სოფ. ც---------, კორპუსი მე-7 ქუჩა, N9, (ს/კ 7-.10.0-.0--.01.5--); მცხეთა, სოფ. ც---------, მე-7 ქუჩა N2, (ს/კ 7-.10.0-.0--.01.5--); ქალაქი ბათუმი, ა----–---ბლის ქუჩა, N20, (ს/კ 0-.2-.06.0--.0-----);2017 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებებით გაასხვისა იშ--- ვო---------ე.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- განცხადება, განცხადების მიღების ბარათი;

- ნასყიდობის ხელშეკრულებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2016 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს პა---- ქუ----–---–ს, მა-–---- ქუ----–---–ს და ხა---- ქუ----–---–ს ეკისრებათ დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება 12745.75 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობას, მოსარჩელე ვერ ადასტურებს სადავო გარიგებების მოჩვენებით ხასითს, თავის მოთხოვნას ამყარებს მხოლოდ ზეპირ განმარტებებზე, რაც არ არის გამყარებული სარწმუნო და წონადი მტკიცებულებებით, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მოთხოვნის საფუძვლიანობაში. მხარეთა ახსნა-განმარტების და მტკიცებულებათა ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე უტყუარად არ დასტურდება მოპასუხეების მა-–---- ქუ----–---–-სა და იშ--- ვოს-------ს განზრახვა მესამე პირის მოტყუების და შესაბამისად, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების კონტექსტში, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ამ სასარჩელო მოთხოვნის დაყმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 56-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 327-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 871-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, 976-ე, 986-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოპასუხეებს პა---- ქუ----–---–ს, ხა---- ქუ----–---–ს და მა-–---- ქუ----–---–ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. ხოლო, ამავე კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

 

ამასთან, გარდა მოპასუხე ხა---- ქუ----–---–-სა, სხვა მოპასუხეები არც სასამართლოს სხდომებში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სხდომის თარიღი ეცნობებოდათ საჯარო შეტყობინებების მეშვეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების პა---- ქუ----–---–-ს და მა-–---- ქუ----–---–-ს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, ამ საქმეზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი, რადგან მოსარჩელე მოითხოვს ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებას და მისი მოთხოვნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. სოლიდარული ვალდებულების არსიდან გამომდინარე იგი საერთო ვალდებულებაა და ასეთ დავაზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი.

 

6.3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/0-; Van de Hurk v Netherlands par.61; Garcia Ruiz v Spain (GC) par.26; Jahnke and Lenoble v France (dec); Perez v France (GC), par. 81; Hirvisaari v Finland,§32). შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2016 წლის 07 ოქტომბერს პა---- ქუ----–---–თან დადებული N0-----.2100.0-- საკრედიტო ხელშეკრულება; ასევე, მა-–---- ქუ----–---–თან და ხა---- ქუ----–---–თან დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

წლის 07 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებელმა მიიღო 13 000 აშშ დოლარი, 110- დღის ვადით, 2019 წლის 15 ოქტომბრამდე. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 14.45 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შესრულდა, მსესხებელმა გადაიხადა კრედიტის ნაწილი, რის გამოც წარმოიშვლა დვალიანება, რაც შეადგენს 12745,75 აშშ დოლარს, სადაც ძირითადი თანხაა 10 594.49 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 896.12 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2-5.14 დოლარი.

 

6.7. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მსესხებლთან ერთად სოლიდარულად იკისრეს თავდებებმა, ხა---- ქუ----–---–მა და მა-–---- ქუ----–---–მა, რის გამოც მოპასუხეთა ვალდებულება სოლიდარულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის და შესრულდა მხოლოდნაწილობრივ. კერძოდ, გადახდილია სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილი. ამასთან, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თანხის გადახდით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხეებს არ მიუთითებიათ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

ამდენად, პა---- ქუ----–---–-ს მიერ საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ჯეროვნად შესრულებული არ არის, გადაცილებულია სესხის დაბრუნების ვადა და კრედიტი სრულად დაბრუნებული არ არის. ამასთან, ვალდებულება სოლიდარულია.

 

6.10. რაც შეეხება სარგებლის დაკისრების მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. საკრედიტო ურთიერთობაში კრედიტის დაბრუნება ნიშნავს არა მარტო კრედიტის ძირითადი თანხის გადახდას, არამედ სარგებლის გადახდასაც. ამდენად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, როგორც კრედიტის ძირითადი თანხის 10-94.49 აშშ დოლარის, ისე სარგებლის 1896.12 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ს. პირგასმატეხლოს გადახდა მსესხებელს ეკისრება სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. მოსარჩელე მოითხოვს დარიცხულ პირგასამტეხლოს 2-5.14 აშშ დოლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ 419-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუმცა აღნიშნული მუხლი ადგენს ასევე გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, კრედიტორი ზემოთ ხსენებული გარემოებების არსებობისას არ იქნება შეზღუდული, თუკი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია ვადის გადაცილებისათვის. განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირგასამტეხლოზე.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადავო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2-5.14 აშშ დოლარი არის გონივრული და ვალდებულების დარღვევის გარემოებების შესაბამისი პირგასამტეხლოს თანხა. ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე «ზეწოლა», რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

სასამართლოს მსჯელობა მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში:

 

6.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი ითვალისწინებს დაუყოვნებლივ აღსრულებას. აღნიშნული მუხლის 11-ლი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. განსახილველ დავაში, სესხის ხელშეკრულების 4.8-ე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად. ვიშესაბამისად, მეორე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მსჯელობა მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში:

 

6.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

6.15. აქვე, მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).

 

6.16. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

6.17. სასამართლო კრედიტორის მესამე სასარჩელო მოთხოვნის, უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების თაობაზე, სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 56-ე მუხლს განიხილავს (მოჩვენებითი გარიგება).

 

6.18. სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი.

 

მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში გამოვლენილია გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედება, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.

 

6.19. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა საერთო მიზნით მოქმედების პრეზუმფცია არ მოქმედებს, რადგან ერთი ოჯახის წევრები არ არიან. მოსარჩელემ ვერ დასძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაამტკიცა, რომ მათ ერთმანეთის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. სასამართლო უარყოფს სარჩელში მითითებულ არგუმენტებს, მოსარჩელე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განმარტებით, მას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა სასარჩელო მოთხოვნის მართებულობაში.

 

მოსარჩელის განამრტებით, მყიდველი არ სარგებლობს უძრავი ქონებებით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, მოჩვენებითი გარიგების მიზანი, როგორც წესი, მესამე პირის მოტყუებაა. ეს მესამე პირი შეიძლება იყოს როგორც კრედიტორი, ისე სახელმწიფოც. სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). სავალდებულო არ არის მოჩვენებითი გარიგების მიზანი ყოველთვის იყოს მესამე პირის მოტყუება. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა, მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებული ფასის გადახდა. შეძენილი უძრავი ქონებით არსარგებლობა არ არის საკმარისი საფუძველი ამ გარიგების მიჩნევისათვის მოჩვენებითად. აქვე, სასამართლო მიუთითებს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპის დაცულობითაა განპირობებული სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში მოცემული გარიგებათა ბათილობის სხვადასხვა ნორმატიული რეგულირება.

 

6.20. მნიშვნელოვანია, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება. მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი გარიგება ანუ, მას ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მა–-სადამე, სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული საფუძვლით გარიგების მოჩვენებითობის ინტერესი შესაძლებელია ჰიპოთეტურად გააჩნდეს იმ პირს, რომლის მოტყუებასაც მიზნად ისახავს გარიგებაში მონაწილე მხარე.

 

6.21. სასამართლოს მიაჩნია, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არ ქმნიან გამოყენებული ნორმის (სსკ-ის 56.1 მუხლი) შემადგენლობას, რამეთუ როგორც განიმარტა მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე (მოქმედებდნენ შეთანხმებით), რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. აქედან კი, გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, იმის თაობაზე, რომ ამ საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლების მქონეა არა თავად გარიგებაში ნების გამომვლენი მხარე ანუ, ის პირი, რომელიც გარიგების მონაწილე მეორე მხარეს თავიდანვე შეუთანხმდა და რომელთან ერთადაც განიზრახავდა სამართლებრივი შედეგის დაუდგომლობას (სიმულაციას), არამედ სხვა პირი, რომლის უფლებაც ირღვევა ამგვარი ნების შეთანხმებული გამოვლენის შედეგად.

 

6.22. როგორც ზემოთ აღინიშნა, სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რაც დგინდება საქმეში არსებულ მტკიცებულებებით. კერძოდ, დადგენილია, რომ ძირიტადმა მსესხებელმა პა---- ქუ----–---–მა ხელშეკრულების გრაფიკით დადგენილი გადახდის თარიღში 2017 წლის 12 ივლისს ნაწილობრივ გადაიხადა იმავე თვეში გადასახდელი თანხა. ხოლო, თავდებმა მა-–---- ქუ----–---–მა მისი საკუთრება განკარგა და გაასხვისა იშ--- ვო---------ე 2017 წლის 18 ივლისს. საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 15 აგვისტოს დათარიღებული - ვალდებულების დარღვევის შესახებ გაფრთხილების წერილით მა-–---- ქუ----–---–ს ეცნობა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ. საქმეში სხვა მტკიცებულება თავდების ინფორმირების შესახებ არ მოიპოვება.

 

შესაბამისად დადგენილად უნდა მივიჩნიოთ გარემოება, რომ მა-–---- ქუ----–---–-სთვის ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის შესახებ არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი სარგებლობდა კონსტიტუცითა და კანონით დადგენილი საკუთრების უფლებით და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა მის კუთვნილ უძრავ ქონებებს.

 

ამდენად, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერი განზრახვის გონივრული ეჭვი მასზედ, რომ ხსენებული ოპერაცია განახორციელეს მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისაგან თავი არიდების მიზნით.

 

6.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

 

6.24. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.(იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 200-, გვ.64).

 

სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის პირობებში ვერ შეძლო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის ეფექტიანი რეალიზება მესამე სასარჩელოს მოთხოვნის ფარგლებში, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

 

მსჯელობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ:

 

6.2-. მოსარჩელემ ამავე სარჩელით იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშ--- ვოს-------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე (მდებარე: ქ.მცხეთა, სოფ. ც---------ს დასახლება, კორპუსი მე-7 ქუჩა, #9, ს/კ: 7-.10.0-.0--.01.5--; ქ.ბათუმი, ა----–---ბლის ქუჩა, #20, ს/კ: 0-.2-.06.0--.0-----; ქ.მცხეთა, სოფ.ც---------, მე-7 ქუჩა #2, ს/კ: 7-.10.0-.0--.01.5--) ყადაღის დადება.

 

2017 წლის 07 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე იშ--- ვოს-------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ქ.ბათუმი, ა----–---ბლის ქუჩა, #20, ს/კ: 0-.2-.06.0--.0-----) დაედო ყადაღა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები სასამართლომ ბათილად არ მიიჩნია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას იშ--- ვოს-------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარეს - ქ.ბათუმი, ა----–---ბლის ქუჩა, N20, ს/კ: 0-.2-.06.0--.0-----).

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 932.51 ლარის ოდენობით, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 150 ლარი, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე ხა---- ქუ----–---–მა ცნო სარჩელი, მოპასუხეებს - მა-–---- ქუ----–---–ს და პა---- ქუ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 932.51 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 50 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს „ფ---- ბანკი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პა---- ქუ----–---–ს (პ/ნ 3----------), ხა---- ქუ----–---–ს (პ/ნ 3----------) და მა-–---- ქუ----–---–ს (პ/ნ 3----------) სს „ფ---- ბანკი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 12745.75 აშშ დოლარის გადახდა;

3. არ დაკმაყოფილდეს სს „ფ---- ბანკი“-ს სასარჩელო მოთხოვნა, 2017 წლის 18 ივლისს მა-–---- ქუ----–---–ს და იშ--- ვო-------- შორის დადებული, ქალაქ ბათუმში, ა----–---ბლის ქუჩა #20-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-.2-.06.0--.0-----) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე;

4. პა---- ქუ----–---–ს (პ/ნ 3----------) და მა-–---- ქუ----–---–ს (პ/ნ 3----------) სს „ფ---- ბანკი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 932.51 ლარის და 50 ლარის მოსარჩელისათვის გადახდა სახელმწიფო ბაჟის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად;

5. გაუქმდეს 2017 წლის 07 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას იშ--- ვოს-------ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ.ბათუმი, ა----–---ბლის ქუჩა, N20, სართული 1, ბინა N4 (ს/კ 0-.2-.06.0--.0-----);

6. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი