გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
330210017001773917
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2035-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2019 წელი ქ. თ---–---

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე): შპს ,,SK------P“

წარმომადგენელი: ნა---–---–--ე

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე): სს--------------–--------------------------------ი

წარმომადგენელი: ცო-------------ე

დავის საგანი (თავდაპირველ სარჩელში) : თანხის დაკისრება

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში): პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს--------------–--------------------------------ისთვის შპს ,,SK------P“-ის სასარგებლოდ 17 639,90 ლარის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 06 იანვარს ს----------–-------------------------------სა და შპს ,,SK------P“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,SK------P“ ახორციელებდა ს-----ს გათბობის სისტემების, საქვაბეების და გაზის ქსელების გამართულად მუშაობის ტექნიკურ მომსახურებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 47 196,42 ლარს, რომლის ანგარიშსწორებაც უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების შემდეგ, ყოველი თვის ბოლოს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მან განახორციელა 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ს-----ის შესაბამისი შენობების გათბობით უზრუნველყოფა, ს-----ის გაზისა და თბომომარაგების სამსახურის უფროსი კ---ბერ კ------- უარს აცხადებს შპს ,,SK------P“-ის მიერ წარდგენილ შესრულებული სამუშაოს 2016 წლის 09 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი N--ის და 2016 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი N--ის ხელმოწერაზე.

 

მოპასუხე არ ახდენს ორივე თვის, ჯამში 17 639,90 ლარის ანაზღაურებას და 2016 წლის 23 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ.

 

(იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-6, მოისმინეთ 2019 წლის 26 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:01:29-17:18:19).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოსარჩელეს იმის დას----რად, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად ჰქონდა შესრულებული 2016 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, წარმოადგენს მხოლოდ მათ მიერ, ცალმხრივად ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი ნათლად და ერთმნიშვნელოვნად ადას----რებს მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. კერძოდ, 2016 წლის 26 ოქტომბრის უ--------------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სეზონის მოსვლის გამო 2016 წლის 01 ნოემბრიდან ყველა კორპუსში გათბობის ჩართვის შესახებ. მიუხედავად უნივერსისტეტის შეტყობინებისა და მოსარჩელის ვალდებულებისა, ფაქტობრივად მთელი 2 თვის განმავლობაში უ--------------- ადმინისტრაციული კორპუსის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე მე-6 სასწავლო კორპუსი სრულად არ თბებოდა.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 40-44, მოისმინეთ 2019 წლის 26 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:18:28).

 

3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

3.1. მოპასუხე შპს ,,SK------P“-ისათვის სს--------------–--------------------------------ის სასარგებლოდ 2016 წლის 06 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 2359,82 ლარის დაკისრება.

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

2016 წლის 26 ოქტომბერს უ--------------- N7--------------- წერილით მოპასუხეს ეცნობა, სეზონის მოსვლის გამო 2016 წლის 01 ნოემბრიდან ყველა კორპუსში გათბობის ჩართვის შესახებ. მიუხედავად უ--------------- შეტყობინებისა და მოპასუხის ვალდებულებისა (ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2. პუნქტი), ფაქტობრივად მთელი 2 თვის განმავლობაში უ--------------- ადმინისტრაციული კორპუსი, ასევე მე-6 სასწავლო კორპუსი და პირველი სასწავლო კორპუსი არ თბებოდა. აღნიშნულმა გამოიწვია თანამშრომელთა და ს----დენტთა უკმაყოფილება, თითქმის ყოველდღე უ--------------- გაზმომარაგების სამსახურსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატში შედიოდა უამრავი სატელეფონო ზარი და განცხადებები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ასეთ ვითარებაში თითქმის ყოველდღდე უ--------------- გაზისა და თბომომარაგების სამსახურის უფროსი ცდილობდა სატელეფონო კავშირის დამყარებას მოპასუხის წარმომადგენლებთან, აწვდიდა ინფორმაციას არსებული ხარვეზების შესახებ და მოუწოდებდა ვალდებულების შესრულებაზე. მიუხედავად უ--------------- მცდელობისა, მოპასუხე ვალდებულების შესრულებას არ ახორციელებდა.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, რომელთა შესრულება და დაცვა გულისხმობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებას. ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა.

 

მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო უ--------------- მიერ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2. პუნქტის საფუძველზე ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება და მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2359,82 ლარს. აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობა მოპასუხეს. ამასთან, უ--------------- 2016 წლის 23 დეკემბრის წერილით აცნობა შესყიდვების ს---------- შპს ,,SK------P“-ის“ მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის თაობაზე, ს---------- თავმჯდომარის 2017 წლის 27 თებერვლის N--- განკარგულებით შპს ,,SK------P“ დარეგისტრირდა შავ სიაში, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

მიუხედავად მოსარჩელის წერილობითი თუ ზეპირი შეტყობინებისა, მოპასუხემ დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა.

 

(იხ. შეგებებული სარჩელი, ს.ფ. 62-67, მოისმინეთ 2019 წლის 26 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:18:28).

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

4.1. მოპასუხე შპს ,,SK------P“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხემ განახორციელა საქართველოს ტ---------- უ--------------- 1,2,3,4,6,8 და ა---------–- ფ-----–------- კორპუსებში გათბობის ჩართვა. ვინაიდან მე-6 კორპუსში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და გათბობის სისტემას აღენიშნებოდა დეფექტები, სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა რამდენიმე დღის დაგვიანებით და არა ორი თვის დაგვიანებით, როგორც მოსარჩელე უთითებს. გარდა ამისა, ადმინისტრაციული კორპუსის ჩართვის შემდგომ გამოვლინდა დეფექტები და კოსპუსის მცირე ნაწილი რამდენიმე დღის განმავლობაში არ თბებოდა, რასაც ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანად აღმოფხვრილი იქნა ის დეფექტები, რომლის გამოც დაგვიანდა მხოლოდ ორი კორპუსის გათბობით სრულყოფილი მომსახურება, რაც გამოწვეული იყო საქართველოს ტ---------- უ--------------- გათბობის მოძველებული სისტებით და არა მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებით.

 

ვინაიდან მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 06 იანვარს, გათბობის სისტემა ჩართული იყო 2016 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილის დასაწყისში. შესაბამისად, 2016 წლის აპრილის თვეში როცა მოხდა მოსარჩელის მიერ გათბობის გამორთვის მოთხოვნა, მოპასუხის მიერ სისტემის გამორთვის შემდგომ განხორციელდა ტ---------- შემოწმება და შედგა შესაბამისი დეფექტური აქტები, რაც მოსარჩელეს ეცნობა ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილის თვეში და შესაბამისად მათ გააჩნდათ ვალდებულება შეეძინათ დეფექტურ აქტში მითითებული დეტალები. 2016 წლის ოქტომბრის თვეში არაერთხელ იქნა მოსარჩელისათვის მოთხოვნილი იმ დეტალების წარდგენა რაც მითითებულია დეფექტურ აქტებში და სწორედ მოსარჩელის მიერ დაგვიანებით მოწოდებულმა დეტალებმა გამოიწვია ნოემბრის თვეში გათბობის სისტემის დაგვიანებით ჩართვა მხოლოდ ორ კორპუსში და არა მთელ ტექნიკურ უნივერსიტეტში.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 110-111, მოისმინეთ 2019 წლის 26 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:01:29-17:18:19).

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. ს--- ს----------–-------------------------------სა და შპს ,,SK------P“-ს შორის 2016 წლის 6 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 47196,42 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს--- საქართველოს ტექნიკურ უ--------------- ობიექტებზე არსებული გათბობის სისტემების, საქვაბეების და გაზის ქსელების გამართულად მუშაობის ტ---------- მომსახურების შესყიდვა ,,შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტ---------- მომსახურება“. ხელშეკრულება დადებული იქნა ერთი წლის ვადით - 2016 წლის 6 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების აღწერილობა, მოცულობები და ფასები განსაზღვრული იქნა დანართი N1-ში;

 

ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში) ს-----ს საქვაბეების და გათბობის სისტემების გამართული მუშაობა, 24 საათიანი გათბობის საქვაბეების მონიტორინგის წარმოება, გათბობის სისტემასთან დაკავშირებულ ავარიებზე რეაგირების მოხდენა შეტყობინებიდან (სატელეფონო, წერილობითი და ა.შ.) მაქსიმუმ 2 საათში და მილგაყვანილობის დაზიანების შემთხვევაში 12 საათის განმავლობაში თავისი ხარჯებით აღმოფხვრა, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანების შემთხვევაში შემსყიდველის მიერ საჭირო მასალების მიწოდებიდან 24 საათში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შესრულებული მომსახურების მიღებისათვის შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერის შემდეგ. ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ხელმოწერიდან არა უგვიანეს 20 დღის განმავლობაში, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის გზით.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ჯეროვნად არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.1.3. სს--------------–--------------------------------ის 23.12.2016 წერილით შპს ,,SK------P“-ს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო უნივერსიტეტი წყვეტდა მხარეთა შორის 06.01.2016წ. გაფორმებულ ხელშეკრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.12.2019 წლის წერილი (ს.ფ. 29).

 

5.1.4. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2016 წლის იანვარი-აპრილის თვეებში გაწეული მომსახურეობის ხარისხი დამკვეთის მიერ შედავებული არ ყოფილა, შესაბამის პერიოდში შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და შპს ,,SK------P“- ს მიღებული აქვს ამ თვეებში შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შპს ,,SK------P“-ის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა, რაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმა) დაკისრების საფუძველი იყო.

 

თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნაა 2016 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობა მოიცავს ხელშეკრულების დანართებში მითითებულ სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვნად შესრულების შესახებ. კონკრეტული დავისთვის შემსყიდველის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ხოლო მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადას----რება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადას----რონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.

 

შპს ,,SK------P“-ს სადავოდ არ გაუხდია გათბობის სისტემის დაგვიანებით ჩართვის ფაქტი, ასევე მე-6 კორპუსის გათბობის სისტემის გაუმართაობის ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, შპს ,,SK------P“-მა განახორციელა საქართველოს ტ---------- უ--------------- 1,2,3,4,6,8 და ა---------–- ფ-----–------- კორპუსებში გათბობის ჩართვა. ვინაიდან მე-6 კორპუსში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და გათბობის სისტემას აღენიშნებოდა დეფექტები, სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა რამდენიმე დღის დაგვიანებით და არა ორი თვის დაგვიანებით, როგორც მოსარჩელე უთითებს. გარდა ამისა, ადმინისტრაციული კორპუსის ჩართვის შემდგომ გამოვლინდა დეფექტები და კოსპუსის მცირე ნაწილი რამდენიმე დღის განმავლობაში არ თბებოდა, რასაც ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანად აღმოფხვრილი იქნა ის დეფექტები, რომლის გამოც დაგვიანდა მხოლოდ ორი კორპუსის გათბობით სრულყოფილი მომსახურება, რაც გამოწვეული იყო საქართველოს ტ---------- უ--------------- გათბობის მოძველებული სისტებით და არა მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებით.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოების დასადას----რებლად ს--- საქართველოს ტ----------- უ--------------- წარმოადგინა სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათები და მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა.

 

2016 წლის 21 ოქტომბრის წერილით ს--- საქართველოს ტ----------- უ--------------- შპს ,,SK------P“-ს აცნობა გათბობის სეზონისათვის (ნოემბერი, დეკემბერი) მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების თაობაზე. ამავე წლის 26 ოქტომბერს ს--- საქართველოს ტ----------- უ--------------- დამატებით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ რადგან მათი მხრიდან არ მომხდარა რეაგირება ს-----ს კორპუსების გათბობების სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, 2016 წლის 01 ნოებრისათვის მომხდარიყო გათბობის ჩართვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა კორპუსში.

 

საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა, რომლითაც სს--------------–--------------------------------ის უფლებამოსილი პირი კ--- კ------- მიმართავს შპს ,,SK------P“-ს და ითხოვს ადმინისტრაციული კორპუსის ნაწილში პრობლემის მოგვარებას, რადგან რადიატორები არ თბებოდა.

 

გათბობის სისტემის გაუმართაობას ადას----რებს აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტ---------- უ--------------- ხელმძღვანელს ქ------------–--ლს მიმართავენ უ--------------- თანამშრომლები და ითხოვენ გათბობის სისტემის ჩართვას. გათბობის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად ეხებოდა მე-6 კორპუსს და ადმინისტრაციულ კორპუსს, თუმცა უ--------------- თანამშრომლები დანარჩენ კორპუსებში არსებულ პრობლემებზეც უთითებენ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათებში, რომლებიც თარიღდება, 2016 წლის 16 ნოემბრით, 17 ნოემბრით, 24 ნოემბრით, 08 დეკემბრითა და 15 დეკემბრით.

 

შპს ,,SK------P“-ს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ გათბობის სისტემის გაუმართაობა გამოწვეული იყო საქართველოს ტ---------- უ--------------- გათბობის მოძველებული სისტემით და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით - უ--------------- მხრიდან დაზიანებული დეტალების მიუწოდებლობა, მოხდა გათბობის სისტემის ჩართვის დაგვიანება, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა. აღნიშნულ მიმოწერაში სს--------------–--------------------------------ის უფლებამოსილი პირი კ--- კ------- 2016 წლის 24 ნოემბერს მიმართავს შპს ,,SK------P“-ს და ატყობინებს, რომ ს-----ს პირველი სასწავლო კორპუსის საქვაბეების დაზიანებული დეტალები მზად აქვთ. ამავე წერილით კ--- კ------- ითხოვს დაზიანებული დეტალების დროულად შეცვლასა და გათბობის სრულფასოვნად ჩართვას. 2016 წლის 30 ნოემბერს დამატებით მიმართავს კ--- კ------- შპს ,,SK------P“-ს და აცნობებს, რომ მათ მიერ მიწოდებული დაზიანებული დეტალები ჯერ კიდევ არ არის დამონტაჟებული. ამავე წერილში კ--- კ------- განმარტავს, რომ ჩართვის დღიდან პრობლემებია ადმინისტრაციულ კორპუსში, არ თბება კორპუსის ნახევარი და ითხოვს სასწრაფო ზომების მიღებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ს--- საქართველოს ტ----------- უ--------------- შპს ,,SK------P“-ს გათბობის სისტემის ჩასართვად ჩასატარებელი მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ჯერ კიდევ 2016 წლის 21 ოქტომბერს მიმართა, ანუ სისტემის ჩართვამდე 10 დღით ადრე, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოპასუხის განმარტებას, რომ სისტემის გაუმართაობა გამოწვეული იყო შემსყიდველის ბრალით, რადგან დროულად არ მოხდა დაზიანებული დეტალების მიწოდება. დაზიანებულ დეტალებზე შპს ,,SK------P“-ის მხრიდან მოსარჩელისათვის მიმართული იქნა 2016 წლის 09 ნოემბრის წერილით, რომელიც ს----------–-------------------------------ს ჩაბარდა 2016 წლის 22 ნოემბერს, ხოლო უ--------------- უფლებამოსილი პირი 2016 წლის 24 ნოემბერს ატყობინებს დაზიანებული დეტალების არსებობის შესახებ და მომდევნო პერიოდშიც 2016 წლის 30 ნოემბერსაც აღნიშნული პრეტენზიით მიმართვას. ეს გარემოებები შპს ,,SK------P“-ის მიერ მითითებულ არგუმენტებს დაუსაბუთებელს ხდის, რადგან სს--------------–--------------------------------ის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა (დაზიანებული დეტალების დაგვიანებით მიწოდება) არ იკვეთება, რაც გათბობის სისტემის გაუმართაობის ნაწილში შპს,,SK------P“-ის ქმედებას გაამართლებდა.

 

შპს ,,SK------P“-მა ვერც იმ ფაქტობრივი გარემოების დადას----რება შეძლო, რომელიც ეხება საქართველოს ტ---------- უ--------------- მოძველებულ გათბობის სისტემას და დაზიანებული საქვაბეების ჩასართავად საჭირო დეტალების იდენტურობას, რადგან აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

 

შპს ,,SK------P“-ის განმარტებით, 2016 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანად იყო გაშვებული გათბობის სისტემა, რის შემდეგაც პირველი კორპუსის გათბობის სისტემა კვლავ გამოვიდა მწყობრიდან და მისი შეკეთებისათვის საჭირო იყო ახალი დეტალების შეძენა, რომლის ვალდებულებაც მოსარჩელეს გააჩნდა. შპს ,,SK------P“-ის მითითებით აღნიშნულ გარემოებას ადას----რებს ის ფატიც, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს მოსარჩელე მოპასუხეს ელ. ფოსტით ატყობინებს, რომ ს-----ს პირველი სასწავლო კორპუსის საქვაბეების დაზიანებული დეტალები აქვთ ადგილზე და ითხოვენ შეცვლას გათბობის სრულყოფილად ჩასართავად, თუმცა წარმოდგენილი დეტალები არ იყო იდენტური იმ სისტემის რომელზეც უნდა განხორციელებულიყო შეცვლა და დეკემბრის დასაწყისში, როცა მოსარჩელემ წარმოადგინა შესაბამისი დეტალები, მყისიერად მოხდა მისი შეცვლა და გათბობის სისტემის სრულფასოვანი ამუშავება.

 

იმ პირობებში როდესაც მოპასუხე დაზიანებული საქვაბეების ჩასართავად საჭირო დეტალების იდენტურობასთან დაკავშირებით მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად 24 საათიანი ვადა ჰქონდა დაზიანებების აღმოსაფხვრელად, დაუსაბუთებელია შპს ,,SK------P“-ის განმარტება, რომ მყისიერად მოხდა მისი შეცვლა და გათბობის სისტემის სრულფასოვანი ამუშავება. როგორც უკვე აღინიშნა, სს--------------–--------------------------------ის უფლებამოსილი პირი კ--- კ------- 2016 წლის 24 ნოემბერს მიმართავს შპს ,,SK------P“-ს და ატყობინებს, რომ ს-----ს პირველი სასწავლო კორპუსის საქვაბეების დაზიანებული დეტალები მზად აქვთ. ამავე წერილით კ--- კ------- ითხოვს დაზიანებული დეტალების დროულად შეცვლასა და გათბობის სრულფასოვნად ჩართვას. 2016 წლის 30 ნოემბერს დამატებით მიმართავს კ--- კ------- შპს ,,SK------P“-ს და აცნობებს, რომ მათ მიერ მიწოდებული დაზიანებული დეტალები ჯერ კიდევ არ არის დამონტაჟებული. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე ს-----ს სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მ-----– კ--–---- 2016 წლის 08 დეკემბრის მოხსნებითი ბარათი, რომლითაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ატყობინებს, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს მიწოდებული დაზიანებული დეტალები ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს ,,SK------P“ ვერ ადას----რებს მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.11.2016 წერილი (ს.ფ. 18);

- 21.10.16 წერილი (ს.ფ. 84);

- 26.10.16 წერილი (ს.ფ. 85);

- 24.11.16 წერილი (ს.ფ. 86);

- ელექტრონული მიმოწერა (ს.ფ. 87);

- მოხსენებითი ბარათები (ს.ფ. 89-93);

 

5.2.2. შპს ,,SK------P“-მა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები.

 

შპს ,,SK------P“-მა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისა და საკუთარ მოვალეობათა შესრულების დამტკიცების მიზნით წარმოადგინა მის მიერ ცალმხრივად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე თვლის, რომ იგი უტყუარად ადას----რებს მისი მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს.

 

სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; ას-901-851-2015,05.02.2016წ.; ას-981-926-2015,11.03.2016წ.;#ას-399-383-2016, 15.07.2016 წ.)

 

განსახილველ საქმეში შპს ,,SK------P“-ს აღძრული აქვს სარჩელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით. წინამდებარე დავის ფარგლებში, რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მოთხოვნილია ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს გადახდა, სასამართლო არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს ,,SK------P“ ვერ ადას----რებს მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას.

 

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს ზემოაღნიშნული ნორმით (სსკ-ის 636-ე მუხლი) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ სამართლებრივ წინაპირობებზე, საჭიროა საქმის მასალებით დადგინდეს, თუ რას შეადგენს სადავო პერიოდში ჩასატარებელი თითოეული სამუშაოს ღირებულება.

 

საქმის მასალებით არ დგინდება ნაკლოვანი შესრულება რამდენით ამცირებს სასარჩელო მოთხოვნას (ჯამური მომსახურების ღირებულებას). ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის დადას----რების პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულება რადგან არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რაც გახდებოდა ყოველთვიური მომსახურების ჯამური ღირებულების კორექტირების საფუძველი.

 

სამოქალაქო საქმისწარმოებისას სასამართლოში შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული პროცესი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომას. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსზღვრონ საქმისათვის არსებითი ფაქტები და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება თუ რომელი მტკიცებულებით უნდა დაადას----რონ ეს ფაქტები. ამასვე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, რომლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადას----რებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადას----რების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. ხოლო მოპასუხეს იმ გარემოებათა მტკიცება, რომელიც შესაგებლის საფუძველია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადას----რა რა მოცულობის სამუშაოები იქნა შესრულებული რეალურად, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,SK------P“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია შპს ,,SK------P“-ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, ასევე დადგენილია, რომ სს--------------–--------------------------------ის მხრიდან ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე 105-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 408-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე, 636-ე მუხლები.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული -კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშკერულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

06.01.2016წ. ხელშეკრულებით შპს ,,SK------P“-მა იკისრა ს-----ს საკუთარი სახსრების ფარგლებში გათბობის სისტემების, საქვაბეებისა და გაზის ქსელების გამართულად მუშაობის ტ---------- მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 47 196,42 ლარით. ხელშეკრულება დადებული იქნა ერთი წლის ვადით - 2016 წლის 6 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე (ს.ფ. 17-21).

 

სს--------------–--------------------------------ის მხრიდან ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 23 დეკემბერს. საქმის მასალებით არ დადას----რდა შპს ,,SK------P“-ის“ მხრიდან 06.01.2016წ. ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი.

 

მოსარჩელემ ვერ დაადას----რა რა მოცულობის სამუშაოები იქნა შესრულებული რეალურად, ხოლო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის დადას----რების პირობებში, სასამართლო შესაბამისი მტკიცებულების გარეშე, რაც გახდებოდა ყოველთვიური მომსახურების ჯამური ღირებულების კორექტირების საფუძველი, მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულება.

სარჩელს არ ერთვის მხარის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ასევე რეალურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის და ღირებულების დამადას----რებელი მტკიცებულება. იმ პირობებში როდესაც სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური მომსახურების ღირებულება იდენტურია, რასაც არ უარყოფენ მხარეები, ხოლო მოცემულ დავაში დადგენილ იქნა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი დამადას----რებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობას. მითითებული გარემოება ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

8.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის (სსკ-ის 629-ე მუხლი) საფუძველზე შეგებებული სარჩელის ფარგლებში წამოშობილი დავის საგანია ასევე მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (სსკ-ის 361.2.-ე მუხლი).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშალა. (სსკ-ის 636-ე, 405-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს შემსრულებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს მოპასუხისათვის ჯარიმის სახით ხელშეკრულების საგნის მთლიანი ღირებულების 5%-ის დაკისრებას, რაც შეადგენს 2359,82 ლარს.

 

საურავი, ისევე როგორც ჯარიმა, წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს. იგი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს, შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც. (იხ. სუსგ ას-848-814-2016);

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობის დადგენა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლების ჯამით (ხელშეკრულების 9.2. პუნქტი) კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს მიზნებს სცდება და მოვალის მიმართ გადაჭარბებული სანქციის დაწესებას გამოიწვევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოპასუხის მიერ არაჯეროვან შესრულებაზე (და არა სრულად შეუსრულებლობაზე), რაც თავისთავად გულისხმობს, რომ შემსრულებლის მიერ გარკვეული სამუშაოს შესრულების ფაქტი უარყოფილი არ არის. ძირითადი სარჩელი შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი დამადას----რებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობას.

 

სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოთხოვნილი ჯარიმა, რის გამოც უნდა შემცირდეს ათმაგი ოდენობით, 235,98 ლარამდე.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

შპს ,,SK------P“-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 530 ლარი (ს.ფ. 31-32);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,SK------P“-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,SK------P“-ს სს--------------–--------------------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 10%) მოსარჩელის მიერ გადახდილი - სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 10 ლარის (100*10%) გადახდა. ხოლო დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა (90 ლარი) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,SK------P“-ის სარჩელი სს--------------–--------------------------------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს--------------–--------------------------------ის შეგებებული სარჩელი შპს ,,SK------P“-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3. მოპასუხე შპს ,,SK------P“-ის მოსარჩელე სს--------------–--------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 235,98 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ,,SK------P“-ის მოსარჩელე სს--------------–--------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი