გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270210919002915008 (2/46-19)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების შესახებ
29 მარტი, 2019 წელი ქ. წალენჯიხა
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
განმცხადებელი - შპ---------------–-------–-----------------ა''
წარმომადგენელი - თა----------------ე
მოპასუხე - ნა---------ა
მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
განხილვის ფორმა - სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე გამარტივებული წესით განიხილა განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2019 წლის 27 მარტს წალენჯიხის მაგისტრატ სასამართლოს განცხადებით მომართა შპ---------------–-------–-----------------ამ'' მოპასუხე ნა---------ას მიმართ - ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე.
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 21 თებერვალს განმცხადებელსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №TU------------4 ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
ლიზინგის საგანია სატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - SU------------R, გამოშვების წელი - 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი SF------5, რომელიც განმცხადებელმა გადასცა მოპასუხეს მფლობელობაში.
განცხადების თანახმად, გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულების პირობები, გრაფიკის შესაბამისად, რის გამოც მოპასუხეს ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას და არც ლიზინგის საგანი დაუბრუნებია განმცხადებლისათვის, იგი ითხოვს, რომ სასამართლომ გამოსცეს ბრძანება მოპასუხის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე.
განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულობის დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები:
-ლიზინგის ხელშეკრულება;
-მიღება-ჩაბარების აქტი;
-ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა;
-გაფრთხილების წერილი;
-ამონაწერი ფულადი თანხების მოძრაობისა და ბრუნვების შესახებ;
-მინდობილობა;
-სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-ე-3097-ე მუხლების საფუძველზე განიხილა განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ზემოაღნიშნული ნორმის ''ე'' ქვეპუნქტის შესაბამისად, წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ განმცხადებეს, როგორც ლიზინგის გამცემსა და მოპასუხეს, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის, დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა.
2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი, კერძოდ, მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 61 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს განმცხადებლის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1.განცხადება დაკმაყოფილდეს;
2.შპ---------------–-------–-----------------ა''-ს დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - მოპასუხის მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - SU------------R, გამოშვების წელი - 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი SF------5;
3.ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი;
4.მოპასუხეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 61 ლარის ანაზღაურება;
5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მისი ასლის ჩაბარების დღიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. წალენჯიხა თამარ მეფის ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა