გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
330210018002312078
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/5124-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე: კ-------------------ე

წარმომადგენელი: დ------–---–--ე

მოპასუხეები: 1 შ-------------------

2. ჰ---–----–-------–---–ი

3. დ--------------–ი

4. მ-------------–ი

5. ს--–-------------–ი

6. ს-----------------–ი

 

წარმომადგენლები: ნ---------------–ი

გ-----------–---–---–ი

ლ---–-------------–ი

 

დავის საგანი: შესრულებული სამუშაოს ღირებულების და ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2009-2011 წლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების 23 943.84 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 6332.98 ლარი შეადგენს დიზაინპროექტის, 4500 ლარი -სამშენებლო ნაწილის პროექტირების ღირებულებას, ხოლო 11809,86 ლარი - ზედნადებ ხარჯებს ინჟინერ ტექნიკური პერსონალისთვის.

1.2. მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 23 943.84 ლარის წლიური 7%-ის (1676.07 ლარის) დაკისრება 2011 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეები არ სცნობენ სარჩელს. ისინი მიიჩნევენ, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და იმავდროულად ხანდაზმულია სამწლიანი სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლიდან დღემდე თბილისში, ბ------–--–--------------ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 0----------------------) ნაწილი რეგისტრირებულია დ-------–--–-- და მ-------------–ების სახელზე. დ--------------–ის სახელზე რეგისტრირებულია 102.37 კვ.მ, შ--–-- და მ-------------–ების სახელზე 102.37 კვ.მ. უძრავ ქონებაში ფუნქციონირებდა ლუდის რესტორანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საჯარო რეესტრის ამონაწერი;

 

3.1.2. შ--–-----------–- გარდაიცვალა 2014 წლის 19 თებერვალს. მას დარჩა ხუთი პირველი რიგის მემკვიდრე, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, კერძოდ: 2014 წლის 19 მარტს ნოტარიუსს შ--–-----------–-ს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართეს დ--------------–მა (შ--–-----------–-ს შვილი), მ-------------–მა (შ--–-----------–-ს მეუღლე), კ-------------–-- (შვილი) სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართა ნოტარიუსს 2015 წლის 20 აპრილს. კ-------------–- რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა იმავე მისამართზე, სადაც რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი შ--–-----------–-. 2014 წლის 19 ივნისს ნოტარიუსს შ--–-----------–-ს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართეს ს-----------------–მა (შვილი) და ს--–-------------–მა (შვილი).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით ჰ---–----–-------–---–თან ერთად თანამოპასუხეებად ჩაებნენ შ--–-----------–-ს უფლებამონაცვლეები დ-------------------------------–----

 

2015 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა შ--–-----------–-ს უფლებამონაცვლე (შვილი) კ-------------–-, რომლის სამკვიდრო ქოებაზეც სამკვიდრო მოწმობა გაიცა დედის -მ-------------–ის სასარგებლოდ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმით კ-------------–-ს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მ-------------–ი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქმეში სავალდებულო თანამოპასუხეებად ჩაებნენ ს-------- და ს--–-------------–ები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა;

_დროებითი სამკვიდრო მოწმობები;

_თბილისის საქალაქო სასაართლოს და სააპელაციო სასამართლოს განჩინებები;

_ს--–---- და ს-------- ყ--–----–ების დბადების მოწმობის ასლები;

 

3.1.3. 2010 წლის 2 დეკემბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონება, ფართობით 204.75 კვ.მ, სადაც განთავსებულია ლუდის რესტორანი რეგისტრირებული იყო ჰ---–----–-------–---–ის და შ--–-----------–-ს სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2009 წლის 6 აპრილი, აღნიშნული უძრავი ქონება შპს მეგობრობა 2-ის საკუთრებას წარმოადგენდა 2003 წლის 27 ივნისამდე, რაც დასტურდება 2003 წლის აუქციონის ოქმით, რომლის თანახმად ქონება შეიძინა ა-–-------------------------- აღნიშნულიდან გამომდინარე 2009-2011 წლებში ქონების მესაკუთრე არ იყო შ-------------------.

 

უძრავი ქონება 2003 წლამდე რეგისტრირებული იყო შ-------------------ის“ სახელზე. შემდგომში შ--–-----------–-ს და ჰ---–----–-------–---–ის, შემდგომში ა-–-------------------------, მოგვიანებით ისევ ჰ---–----–-------–---–ის, ხოლო 2013 წლის 19 აპრილს გ-------------–----–-------–---–---------------–---–-----------------–---–--------------–--- 2014 წლის 16 მაისს.

 

2010 წლის თებერვლის მდგომარეობით გაცემული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით შპს მეგობრობა 2-ის პარტნიორები იყვნენ როგორც შ--–-----------–-, ასევე ჰ---–----–-------–---–ი. ხოლო დირექტორი იყო ჰ---–----–-------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

_ მხარეთა ახსნა-განმარტება;

_საჯარო რეესტრის ამონაწერი;

_სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;

 

3.1.4 2013 წლის 15 ივლისს საგამოძიებო ორგანოს დადგენილებით შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დაიწყო კ-------------------ის განცხადების საფუძველზე შ--–-----------–-ს მიმართ, სადაც კ-------------------ე მიუთითებდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა თაღლითურ ქმედებებს.

გამოძიების შეწყვეტას საფუძვლად დაედო გამოძიების მიერ დადგენილი გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა არა თაღლითურ ქმედებას შ--–-----------–-ს მხრიდან, არამედ კ-------------------ესა და შ--–-----------–- შორის საქმიან მოლაპარაკებას. დადგენილებით მითითებულია, რომ საბოლოო მოლაპარაკება კ-------------------ესა და შ--–-----------–- შორის შედგა კ-------------------ის მიერ ლუდის რესტორნში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გამოძიების შეწყვეტის დადგენილება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2009 წლის აგვისტოში მოსარჩელესა და მოპასუხეებს ჰ---–----–-------–---–ს და აწ გარდაცვლილ შ--–-----------–- შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად მოსარჩელემ იკისრა სადავო უძრავ ქონებაზე საპროექტო სამუშაოების შესრულება, ასევე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა წარმოება და ზედამხედველობა. სამუშაოები დასრულდა 2011 წლის აგვისტოს თვის ბოლოს.

 

ზემოაღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

2013 წლის 13 მარტს კ-------------------ემ განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს შ--–-----------–-ს წინააღმდეგ, სადაც მიუთითა, რომ ლუდის რესტორანთან დაკავშირებით პირველადი შეთანხმება 2009 წელს შედგა შ--–-- ყ-------–თან, მან განახორციელა საპროექტო სამუშაოები, ხელმძღვანელობდა სამშენებლო სამუშაოებს, სამუშაოები მიმდინარეობდა 2011 წლის აგვისტომდე. კ-------------------ე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ის მიზნად ისახავდა გაწეული სამუშაოების სანაცვლოდ უძრავი ქონებიდან 10 %-იანი წილის დათმობას, რასაც არ ეთანხმებოდა შ--–-----------–-, იგი ითხოვდა წარმოედგინა კ-------------------ეს გაწეული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რის შემდგომაც აანაზღაურებდა თანხას ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, განცხადებაში მიუთითა კ-------------------ემ რომ ბოლოს შეთანხმდნენ ფულად ანაზღაურებაზე, ამასთან უთანხმოება გამოიწვია თანხის ოდენობამ.

2013 წლის 27 მარტს შ--–-- ყ-------–თან საგამოძიებო ორგანოს მიერ შედგა ზეპირი გასაუბრების ოქმი. შ--–-- ყ-------–მა მიუთითა, რომ შეთანხმება შედგა მას, ჰ---–----–-------–---–ს და კ-------------------ეს შორის, უძრავი ქონება იყო რეგისტრირებული ჰ---–----–-------–---–ის სახელზე. შ--–-- ყ-------–მა განმარტა, რომ საბოლოოდ იგი შეუთანხმდა კ-------------------ეს გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე რაშიც გადაიხდიდა 10 000 ლარს, ამასთან თავად კ-------------------ე ითხოვდა 12 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას. შ--–-----------–- მიუთითებდა, რომ თუ კ-------------------ე არ იყო თანახმა 10 000 ლარის ანაზღაურებაზე, მაშინ მას უნდა წარმოედგინა ხარჯთაღრიცხვა მოწვეული ყოფილიყო აუდიტი, რომელიც შეაფასებდა გაწეული სამუშაოების ღირებულებას, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით დადგენილია ასევე რომ მოლაპარაკებებს ესწრებოდა მ---------–---ე. 2013 წლის 8 აპრილს ეს უკანასკნელი გამოძიების ორგანოს მიერ დაიკითხა მოწმის სახით, მან დაადასტურა, რომ 2009 წელს შ--–-----------–-ს ინიციატივით დაუკავშირდა კ-------------------ეს, შ--–-----------–-ა და კ-------------------ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად კ-------------------ე უზრუნველყოფდა რესტორნის მშენებლობასა და არქიტექტურასთან დაკავშირებულ საკითხებს, დამატებით ასევე კისრულობდა 30 000 აშშ დოლარის საქმეში ჩადებას, ხოლო თუკი თანხას ვერ უზრუნველყოფდა შეფასდებოდა მის მიერ გაწეული სამუშაოები. მ---------–---ის ჩვენებით შ--–-----------–- კისრულობდა ვლდებულებას აენაზღაურებინა გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ 10 000 ლარი კ-------------------ისთვის, რაზედაც არ იყო თანახმა კ-------------------ე, ალტერნატივის სახით შ--–-----------–- სთავაზობდა კ-------------------ეს აუდიტის მიერ გაწეული მომსახურების შეფასებას, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა.

 

გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის შვილი ნ--------------ძე ადასტურებდა შეთანხმების არსებობას კ-------------------ესა და შ--–-----------–- შორის.

 

უშუალოდ თოთიბაძესა და შ--–-----------–- შორის შეთანხმების არსებობას ადასტურებდა ასევე მოწმის სახით დაკითხული ა---------–------ე.

 

გამოძიების ეტაპზე 2013 წლის 15 აპრილს დაიკითხა ჰ---–----–-------–---–ი, თავის ჩვენებაში მან დაადასტურა, რომ ფართის მესაკუთრე იყო თავად, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა შ--–-- ყ-------–თან, რომელმაც მასთან მიიყვანა კ-------------------ე და განაცხადა რომ ლუდის რესტორნის აშენებას და არქიტექტურული სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფდა კ-------------------ე, რაზედაც არც მას და არც შ--–-----------–- პრეტენზია არ განუცხადებიათ და შეთანხმება შედგა. სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა სამი წლის განმავლობაში.

 

საგამოძიებო ორგანოებში დაფიქსირებული ჩვენებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შეთანხმება არსებობდა მოსარჩელეს აწ გარდაცვლილ შ--–-----------–- და ჰ---–----–-------–---–ს შორის, აღსანიშნავია, რომ დასახული მიზნის სამართლებრივი ხარვეზის, საბოლოოდ დაგეგმილი ქმედებების განუხორციელებლობის გამო, დადგა საკითხი კ-------------------ისათვის გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, თუმცა დავა გამოიწვია სწორედ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობამ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემ დეგ მტკიცებულებებს:

_საგამოძიებო საქმის მასალები;

_მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. მოსარჩელე კ-------------------ის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს. ამ ოდენობის შეფასება საგამოძიებო ორგანოში საქმის წარმოებისას დაფიქსირებულია უშუალოდ აწ გარდცავლილ შ--–-----------–-ს მიერ, განსხვავებული მოსაზრება საგამოძიებო ორგანოში არ აქვს დაფიქსირებული ჰ---–----–-------–---–ს.

 

სასამართლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, სამუშაოების და ხარჯების ნუსხის თანახმად დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ახორციელებდა საპროექტო სამუშაოებს ასევე ზედამხედველობას უწევდა სამუშაოთა წარმოებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს წარმოების არცერთ ეტაპზე მოსარჩელსა და მოპასუხეებს შორის არ დგებოდა ხარჯთაღრიცხვის და ურთიერთშედარების აქტები, ზედმიწევნით ზუსტი გაანგარიშება მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების და მისი ღირებულების არ არის შესაძლებელი.

 

საქმის მასალებით , მოსარჩელის და მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმის ჩვენებებით ირკვევა, რომ სამუშაოთა განხორციელებაში ჩაბმული იყო როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე ჰ---–----–-------–---–ი და დანარჩენი მოპასუხეების უფლებრივი წინამორბედი_შ--–-----------–-.

 

ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მიერ 2014 წლის 18 ივნისს გაიცა დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ 238.8 კვ.მ ლუდის რესტორნის რეკონსტრუქციის პროექტის და ინტერიერის დიზაინის ღირებულება 2014 წლის 18 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 6332.98 ლარს. დასკვნაში მითითებულია, რომ საკვლევ მასალად გამოყენებული იქნა კ-------------------ის მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაცია. 2013 წლის 1 ოქტომბერს კ-------------------ის მიერ ა-------------–--ესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კ-------------------ის დაკვეთით შედგენილი იქნა ლუდის რესტორანში განხორციელებული სამშენებლო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების, გათბობის, ინვენტარის ხარჯთაღირიცხვა, სადაც სამშენებლო ნაწილის პროექტირების ხარჯი შეადგენს 4500 ლარს, ხოლო ინჟინერ ტექნიკური პერსონალისთვის ზედნადები ხარჯები 11809,86 ლარს.

 

სასამართლო საექსპერტო დასკვნას და ა-------------–--ის მიერ შესრულებულ ხარჯთაღრიცხვას ვერ მიიჩნევს, შესრულებული სამუშაოების ზუსტი ოდენობის დამდგენ უტყუარ დოკუმენტად, ვინაიდან იგი მომზადებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების და მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, წინააღმდეგობრივია რიგ გაანგარიშებებში მაგ. ინჟინერ ტექნიკური პერსონალისთვის ზედნადები ხარჯები გაანგარიშებულია 11809,86 ლარის ოდენობით, ამასთან მოპასუხე საკუთარ თავს აიგივებს მთლიანი ტექნიკური პერსონალისათვის განკუთნილ ხარჯებთან მიმართებაში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ-------------------ის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულება უნდა შეფასდეს 10 000 ლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საგამოძიებო ორგანოში წარმოებული საქმის მასალები:

_მხარეთა ახსნა-განმარება;

_მოწმის ჩვენება;

_საექსპერტო დასკვნა;

_ა-------------–--ის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს ჰ---–----–-------–---–ს, დ------------ და მ-------------–ებს მოსარჩელის სასრაგებლოდ უნდა დაეკისროთ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10 000 ლარის ანაზღაურება. უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს დამატებით 13943.84 ლარის ანაზღაურებაზე. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 10 000 ლარის წლიური 7 % პროცენტი 2011 წლის სექტემბრის თვიდან, მოსარჩელის სარჩელი მოპასუხე მეგობრობა 2-ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

მოთხოვნა ჰ---–----–-------–---–ის, შ--–-----------–-ს უფლებამონაცვლეების-დ-------------- ს--–---- და ს-----------------–ების მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 23 943.84 ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზინის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებისგან.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა შეუძლია მოსთხოვოს ვითომ_კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო, ან თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება, ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის დროისათვის.

 

5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა-6 წელს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პირები, სადაც მოსარჩელემ შეასრულა გარკვეული სამუშაოები, იყვნენ ჰ---–----–-------–---–ი და შ--–-----------–-, აღნიშნული სამუშაოების შესრულებას საფუძვლად დაედო „ე.წ საქმიანი მოლაპარაკება“ ერთის მხრივ მოსარჩელეს და მეორეს მხრივ ჰ---–----–-------–---–ს და შ--–-----------–- შორის, მოლაპარაკებამ საბოლოო ჯამში ვერ შეიძინა სათანადო სამართლებრივი ფორმა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების მითითებას მხარეთა შორის სახელშეკრულებო (ნარდობა) ურთიერთობის არსებობასთან და ხელშეკრულების სამწლიან ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ დაიწყო რა გარკვეული სამუშაოების შესრულება ლუდის რესტორანში, მისი მიზანი არ იყო სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სანაცვლო საზღაურის მიღება, მხარეები გეგმავდნენ საქმიან ურთიერთობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებაში უნდა გავრცელდეს 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2014 წლის 7 ივლისს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2011 წლის აგვისტოს თვის ბოლოს, სამუშაოების დასრულებისთანავე, ხოლო მოპასუხეებს ამავე დროიდან წარმოეშვათ თანხის ანაზღაურების ვალდებულება. 2013 წლის 13 მარტს შეწყდა ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელის მიერ საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვით, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გაგრძელდა 2013 წლის 15 ივლისამდე, ვიდრე 2013 წლის 15 ივლისის დადგენილებით გამოძიების ორგანოს მიერ არ იქნა შეწყვეტილი დადგენილებით გამოძიება. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემტხვევაშიც კი თუ არშემდგარი გარიგებიდან გამომდინარე (საწარმოს დაფუძნება თუ ერთობლივი საქმინობა) გამოვიყენებთ სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადას, სამი წელი მაინც არ არის გასული. მოსარჩელემ სამუშაო დაასრულა 2011 წლის აგვისტოს თვეში, საგამოძიებო ორგანოს მიმართა 2013 წლის 13 მარტს, გამოძიება შეწყდა 2013 წლის 15 ივლისს და სარჩელი აღძრა სასამართლოში 2014 წლის 7 ივლისს.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ გაწეული სამუშაოების ღირებულება 10 000 ლარის ფარგლებში, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩლეს, ხოლო უარი უნდა ეთქვას 13943.84 ლარის ანაზღაურებაზე.

 

5.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

5.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

5.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-----------–- გარდაიცავალა 2014 წლის 19 თებერვალს, შ--–-----------–-ს სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, შესაბამისად სახეზეა სამკვიდრო მასა. შ--–-----------–-ს მემკვიდრეებმა დ------------- ს--–---- და ს-------- ყ-------–ებმა სამკვიდრო მიიღეს სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით, კ-------------–--_ ფაქტობრივი ფლობით, თაის მხრივ კ-------------–-ს სამკვიდრო ქოენება მიიღო მ-------------–მა. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ისინი პასუხს აგებენ მამკვიდრებლის ვალებზე.

 

5.8. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. მოცემულ შემთხვევაში ჰ---–----–-------–---–ი და აწ გარდაცვლილი შ--–-----------–- წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს მოსარჩელის წინაშე. აღნიშNული გულისხმობს რომ 10 000 ლარის გადახდაზე სოლიდარულად აგებდნენ პასუხს ჰ---–----–-------–---–ი და აწ გარდაცვლილი შ--–-----------–-, მაგრამ ვინაიდან შ--–-- ყ--–აველი გარდაცვლილია მისი მემკვიდრეები 10 000 ლარს გადაიხდიდიან წილობრივი მონაწილეობით მღებული სამკვიდროს ფარგლებში, კერძოდ დავით, ს--–---- და ს-------- თითოეული თანხის 1/5 ნაწილს გადაიხდის და მ-------------–ი 2/5-ს.

 

5.9. სამოქალაქო კოდექსის 471-ე მუხლის თუ ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ თითოეული მათგანი ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნა თავ-თავისი სამკვიდრო წილის შესაბამისად.

 

მემკვიდრეები პასუხს აგებენ მამკვიდრებლის ვალებზე წილობრივი მონაწილეობით.

 

მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის_ 2011 წლის სექტემბრიდან 23 943.84 ლარის წლიური 7%-ის ზიანის სახით ანაზღაურება.

 

5.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

5.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახამდ კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

5.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

5.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

5.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

სასამართლო მიიჩნევს დასაბუთებულად მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით 10 000 ლარის წლიური 7%-ის დაკისრების თაობაზე 2011 წლის სექტემბრიდან , რასაც მოსარჩელე მიიღებდა თანხის ანაბარზე განთავსების შემთხვევაში. კომერციულ ბანკებში , ფიზიკური პირებისათვის გახსნილ ვადიან ანაბარზე, წლიური 7% წარმოადგენს გონივრულ თანხას. უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით დამატებით 13943.44 ლარის ყოველწლიური 7 %-ის ანაზაურების მოთხოვნის ნაწილში.

 

მოთხოვნა მოპასუხე შ--------------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

5.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ შ------------------- არ იყო 2009-2011 წლებში იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც მოსარჩელემ სადავო პერიოდში შეასრულა სამუშაოები, უძრავი ქონება შ-------------------ს არც რაიმე სამართლებრივი ფორმით არ ჰქონია გადაცემული, (იჯარა, ქირავნობა), არ დასტურდება არანაირი სამართლებრივი კავშირი სადავო პერიოდში შ--------------------ის უძრავ ქონებასთან. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედებოდა მის მოთხოვნას ამ კონკრეტული მოპასუხის წინააღმდეგ.

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

მოსარჩელე ითხოვდა ექსპერტიზის დასკვნისთვის განკუთვნილი 500 ლარის, ხარჯთაღრიცხვისთვის განკუთვნილი 800 ლარის ანაზღაურებას, რაც არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ ემყარება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ამ კონკრეტულ მტკიცებულებებს.

სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 870 ლარი, დაზუსტებულ სარჩელზე გადახდილი აქვს მოსარჩელეს 50 ლარი, იურიდიული მომსახურების სახით 1000 ლარი. აღნიშნული ხარჯი ანაზღაურდება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროორციულად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 47-ე მუხლებით დადგენილ ფარგლებში.

 

7.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ-------------------ის სარჩელი მოპასუხეების ჰ---–----–-------–---–ის და შ--–-----------–-ს უფლებამონაცვლეების დ--------------–ის, მ-------------–ის, ს--–-------------–ის და ს-----------------–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. დაეკისროთ მოპასუხეებს ჰ---–----–-------–---–ს და შ--–-----------–-ს უფლებამონაცვლეებს დ------------- ს--–---- და ს-----------------–ებს მოსარჩელის კ-------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად 10 000 ლარის გადახდა; (ამასთან სოლიდარულ პასუხისმგებლობაში დავით, ს--–---- და ს-----------------–ის წილობრივი მონაწილეობა განისაზღვროს თითოეულზე გადასახდელი თანხის 1/5-ის ოდენობით, ხოლო მ-------------–ზე 2/5-ის ოდენობით);

3. დაეკისროთ მოპასუხეებს ჰ---–----–-------–---–ს და შ--–-----------–-ს უფლებამონაცვლეებს დ------------- ს--–---- და ს-----------------–ებს მოსარჩელის კ-------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად ზიანის სახით 2011 წლის სექტემბრის თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე 10 000 ლარის წლიური 7%; (სოლიდარულ პასუხისმგებლობაში დავით, ს--–---- და ს-----------------–ების წილობრივი მონაწილეობა განისაზღვროს თითოეულზე გადასახდელი თანხის 1/5-ის ოდენობით, ხოლო მ-------------–ზე 2/5-ის ოდენობით);

4. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შ--------------------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

5. დაეკისროთ მოპასუხეებს ჰ---–----–-------–---–ს და შ--–-----------–-ს უფლებამონაცვლეებს დ--------------–ს, ს--–-------------–ს, ს-----------------–ს და მ-------------–ს მოსარჩელის კ-------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 363 ლარი, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 541 ლარი (სოლიდარულ პასუხისმგებლობაში დავით, ს--–---- და ს-----------------–ების წილობრივი მონაწილეობა განისაზღვროს თითოეულზე გადასახდელი თანხის 1/5-ის ოდენობით, ხოლო მ-------------–ზე 2/5-ის ოდენობით);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე