განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
140100118002510798
დავის ტიპი
19 - 108 , 18 - 238 (1) 1 , 238 (1) 1
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002510798

№1/239-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 16 “ იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მან--- შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნათია კიკალიას,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქეთევან გაგოევის,ბრალდებულ ვ-–- ჭ----------–-ს

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ვ-–- შ--–--ს-ძე ჭ----------–-ს (დაბადებული 1--- წლის 2- მ------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, დაოჯახე-ბული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კასპის რაი-ონის სოფელ ქ----- ჭ--–-–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხ-ლით და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 05 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო №0----------- სისხლის სამარ-თლის საქმეზე, ნ--- ქ--------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ვ-–- ჭ----------–- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 05 მაისს, 04 საათსა და 35 წუთზე. 2018 წლის 06 მაისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძი-ების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

2018 წლის 2- ივნისს, ვ-–- ჭ----------–-სათვის წარდგენილი ბრალდება შეიცვალა და მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენი-სათვის.

კერძოდ, ვ-–- ჭ----------–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელო-ბის მცდელობა და განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ-–- ჭ----------–-ს მიერ ჩადენილი ქმე-დებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

- 2018 წლის 04 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ქ----- ჭ--–-–- მდებარე ნ--- ქ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ-–- ჭ----------–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ--- ქ--------–---–ს ჯერ მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანა დაარტყა კეფისა და მარჯვენა ბარძაყის არეში, თუმცა ნ--- ქ--------–---–მა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, რის გამოც ვ-–- ჭ-----------–მა ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა;

 

აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო ვ-–- ჭ----------–ს წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება;

 

- გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 120-ე უხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ვ-–- ჭ----------–- ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 5 მაისს, კასპის რაიონის სოფელ ქ----- ჭ--–-–-, შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლი-ციის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ვ-–- ჭ----------–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის ვ-–- ჭ----------–ს წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება;

 

მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა ნათია კიკალიამ აღნიშნა, რომ სასამართლოში გამოკვლეული და მხა-რეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ - დაზარალებუ-ლისა და დანაშაულის ფაქტის თვითმხილველი მოწმის სასამართლოში მიცემული ჩვე-ნებების, ექსპერტის დასკვნების, სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების - ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ-–- ჭ----------–-ს მხრიდან ნ--- ქ--------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და, როგორც განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის, მის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დაენიშნოს სამართლიანი საპატიმრო სასჯელი, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სპეციფიკის, ხარისხის, სიმძიმის, დანაშაულის რეციდი-ვის, ბრალდებულის პიროვნებისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, (იხ. 2019 წლის 10 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:43:01-16:12:27; რეპლიკა -16:36:53-16:43:18; პროკურორის მიერ წერილობით წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა).

 

ბრალდებულმა შ--–-- ჭ----------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან აღიარა ცივი იარაღის ტარების ფაქტი და ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებულს ბარძაყის მიდამოში მიაყენა დაზიანება. ამასთან, ბრალდებულის განცხადებით, ნ--- ქ--------–---–ისათვის სხვა დაზიანება მას არ მიუყენებია და მისი მოკვლის სურვილი ან განზრახვაც არ ჰქონია, (იხ. 2018 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:44:08-14:45:48; 2019 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი - ბრალდებუ-ლის საბოლოო სიტყვა).

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ქეთევან გაგოევმა დასკვნით სიტ-ყვაში აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რელევან-ტური და ურთიერთშეთანხმებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში ვ-–- ჭ----------–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კერძოდ, ადვოკატის მოსაზრებით, არსებობის შემთხვევაში ვ-–- ჭ----------–ს ჰქონდა ნ--- ქ--------–---–ის მოკვლის განზრახვის სისრულეში მოყვანის ობიექტური შესაძლებლობა. შესაბამისად, ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ ვ-–- ჭ----------–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი სის-ხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ან მის ქმედე-ბას მიეცეს სხვა სამართლებრივი შეფასება, ხოლო 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო სასჯელის დანიშვნისას, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2019 წლის 10 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:12:34-16:36:45; რეპლიკა -16:43:23-16:46:41)

 

სასამართლომ განიხილა ვ-–- ჭ----------–-ს ბრალდების საქმე, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურ-დება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 120-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბა-მისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუა-ლოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

ამდენად, პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ განზრახვის არსებო-ბის დადგენისა და დანაშაულის მცდელობის გამო მისი დამნაშავედ ცნობისათვის უნდა დადგინდეს როგორც მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედების ხასიათი და საშიშ-როება, რაც ადასტურებს, რომ ეს ქმედება უშუალოდ იყო მიმართული განზრახვით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად, აგრეთვე - მიზეზები ან/და ობიექტური გა-რემოებები, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ამასთან, უნდა გამოი-რიცხოს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების ფაქტის არსებობაც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–- ჭ----------–-ს მხრიდან ნ--- ქ--------–---–ის მოკვლის განზრახვის არსებობა არ დასტურდება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკ-ვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერ-ძოდ:

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა ვ-–- ჭ----------–მა აჩვენა, რომ ნ--- ქ--------–---–თან მას აკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება. 2018 წლის 04 მაისს, საღამოს საათებში, ნ--- ქ--------–---–ის თხოვნით იგი მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც ნ--- ქ--------–---–ი ა---- თ---–--–---–თან ერთად სვამდა სასმელს და ორივე მათგანი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ნ--- ქ--------–---–მა მას სთხოვა არყის მიტანა, რის გამოც მასთან მოუხდა შელაპარაკება. მან ოთახში მდგარი მაგიდიდან აიღო დანა, რომელიც დაიჭირა პირით და ნ--- ქ--------–---–ს უთხრა: “ხომ არ უნდა მოგკლა, გაჩერდი“, რის შემდეგ დანის წვერი შესაშინებლად - იმ მიზნით, რომ შეეწყვიტა დალევა - ნ--- ქ--------–---–ს უჩხვლიტა ბარძაყის მიდამოში. ამავე დროს ა---- თ---–--–---–ი, რომელიც მათგან მოშორებით იდგა და კონფლიქტში არ ჩარეულა, მისი თხოვნით წავიდა ნ--- ქ--------–---–ის სახლიდან. მან ნახა, რომ ნ--- ქ--------–---–ს ჭრილობიდან მცირე რაოდენობით მოსდიოდა სისხლი, რის გამოც ფეხით წაიყვანა იგი დაახლოებით 100-150 მეტრის დაშირებით მდებარე სოფლის ამბულატორიის მიმართუ-ლებით, მაგრამ ვინაიდან ამბულატორია დახვდათ დაკეტილი, დააპირეს უკან დაბრუ-ნება, რა დროსაც მას დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს, მისულიყო თავის საცხოვრე-ბელ სახლში. მან ნ--- ქ--------–---–ი დატოვა ამბულატორიის ბაღში, სთხოვა მას, რომ დალოდებოდა და წავიდა თავის სახლში, სადაც იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომ-ლებმა.

 

ვ-–- ჭ----------–მა აგრეთვე დაადასტურა, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღე-ბული დანა ეკუთვნის მას და პირადად ატარებდა, ვინაიდან სჭირდებოდა იგი სხვადა-სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის, (იხ. 2018 წლის 06 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:49:17-17:40:40)

 

სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა ნ--- ქ--------–---–მა დაადასტურა, რომ ვ-–- ჭ----------–თან მას აკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობა. მისი ჩვენებით, 2018 წლის 04 მაისს, ის იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ქ----- ჭ--–-–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში და კლასელის ძმასთან - ა---- თ---–--–---–თან ერთად სვამდა არაყს. დაახლოებით 23:00 საათზე მათთან მივიდა ვ-–- ჭ----------–-, რომელსაც არ ესიამოვნა მისი ა---- თ---–--–---–თან ერთად ყოფნა, რის გამოც მოუხდათ შელაპა-რაკება, რა დროსაც ვ-–- ჭ----------–- მას აგინებდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპო-ბით, ამასთან, ფანჯრის რაფიდან აღებული ხისტარიანი დანა დაარტყა მას ჯერ კისრის, რამდენიმე ხნის შემდეგ კი - ბარძაყის არეში. ნ--- ქ--------–---–ის ჩვენებით, რომ არა ა---- თ---–--–---–ი, რომელმაც ხელი დაუჭირა ვ-–- ჭ----------–ს და დაემუქრა პოლი-ციაში დარეკვით, ვ-–- ჭ----------–- მას მოკლავდა. მან მოახერხა გაქცევა და დაიმალა საქონლის სადგომში, საიდანაც გამოვიდა ვ-–- ჭ----------–-ს წასვლის შემდეგ, დაახლო-ებით 15 წუთში, რის შემდეგაც ა---- თ---–--–---–მა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელთან ერთად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. ნ--- ქ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე აგრეთვე დაადასტურა, რომ ანალოგიური ხასიათის ქმედებას ვ-–- ჭ----------–-ს მხრიდან წარსულშიც ჰქონდა ადგილი, (2018 წლის 16 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:27:58-14:08:48)

 

სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ა---- თ---–--–---–მა, მართალია, დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე, მაგრამ, ამავე დროს, განმარტა, რომ არ დაუნახავს, დაარტყა თუ არა ვ-–- ჭ----------–მა დანა ნ--- ქ--------–---–ს. კერძოდ, ა---- თ---–--–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 04 მაისს, საღამოს საათებში იგი იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ქ----- ჭ--–-–-, ნასვამ მდგომარეობაში და ელოდებოდა სოფლის ავტობუსს, რა დროსაც მასთან მივიდა ნ--- ქ--------–---–ი და შესთავაზა, ერთად დაე-ლიათ ალკოჰოლური სასმელი. მან მაღაზიაში შეიძინა არაყი და ლუდი, რის შემდეგაც წავიდნენ ნ--- ქ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დაიწყეს არყისა და ლუდის დალევა. რამდენიმე ხნის შემდეგ (ზუსტი დრო არ ახსოვს) ნ--- ქ--------–---–ის სახლში მივიდა ვ-–- ჭ----------–-, რომელსაც ნ--- ქ--------–---–თან მოუვიდა შელაპარაკება და ხელი დაარტყა მას სახეში, რის გამოც ნ--- ქ--------–---–ს ცხვირიდან წასკდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ამ დროს ის იჯდა მაგიდასთან და არ დაუნახავს ვაჭა ჭ-----------–ის ხელში დანა, აგრეთვე - დაარტყა თუ არა მან დანა ნ--- ქ--------–---–ს. მანვე აჩვენა, რომ ვ-–- ჭ----------–თან და ნ--- ქ--------–---–თან ახლოს არ მისულა, არ უცდია მათი გაშველება, რადგან “შარს მოერიდა“ და მალევე წავიდა ნ--- ქ--------–---–ის სახ-ლიდან, ამდენად მისთვის უცნობია, კონფლიქტის შემდეგ თუ რა მოხდა და ვინ შეატყო-ბინა მომხდარის შესახებ პოლიციას. მას აგრეთვე არ ახსოვს, ნ--- ქ--------–---–ი მარტო გავიდა სახლიდან, თუ - ვ-–- ჭ----------–თან ერთად. დაახლოებით სამი დღის შემდეგ ნ--- ქ--------–---–თან იპოვა თავისი ტელეფონი, საიდანაც დარეკილი იყო პოლიციაში, (2018 წლის 12 ოქტომბრია სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:45:40-14:29:00)

სასამართლო-სამადიცინო ექსპერტიზის №004270118 დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- ქ--------–---–ი 2018 წლის 04 მაისს მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავ-შირებით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა 2018 წლის 04 მაისს. მას დაუდ-გინდა დიაგნოზი: ბარძაყის ღია ჭრილობა, სკალპის (თხემის) ღია ჭრილობა. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მიერ დაუდგინდა თვალბუდის ჰემატომა (სისხლჩაქცევა). ჭრილობები თხემის და ბარძაყის მიდამოში მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თვალბუდის სისხლჩაქცევა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთე-ლობის მოუშლელად. სამივე დაზიანება, ერთად აღებული, მიეკუთვნება ჯანმრთელო-ბის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, (ტ.1, ს.ფ. 189-190).

 

ნ--- ქ--------–---–ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ 2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 00:55 საათზე, ქალაქ კასპში მდებარე “მედალფას“ სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მიყ-ვანილ იქნა ნ--- ქ--------–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა ღია ჭრილობები ბარძაყის ზემო მესამედში და თხემის არეში. ნ--- ქ--------–---–ის გადმოცემით, 2018 წლის 04 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ჭრილობები მას დანით მიაყენა თანასოფლელმა ვ-–- ჭ----------–მა,(ტ.1, ს.ფ. 161-164).

 

ზეპირი ცნობის მიღების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 04 მაისს, 23 საათსა და 20 წუთზე, “112-ის“ სამსახურს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაამხილა და განაცხადა, რომ სოფელ ქ-----ჭ--–-–- ნ--- ქ--------–---–ი დაჭრა ამავე სოფელში მცხოვრებმა ვ-–- ჭ----------–მა და იგი ნ--- ქ--------–---–ს მიათ-რევდა ნ---ს სახლისაკენ, (ტ.1, ს.ფ.2).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული მტკიცებულებებით ერთობლიობაში უდა-ვოდ არ დასტურდება ფაქტი, რომ ვ-–- ჭ----------–ს სურდა ნ--- ქ--------–---–ის სიცოც-ხლის მოსპობა. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებაში აღნიშნული გარემოებები არ დას-ტურდება მოწმე ა---- თ---–--–---–ის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, თვით ვ-–- ჭ----------–-ს ბრალდების ფორმულირებიდან გამომდინარეობს და დაზარა-ლებულის ჩვენებითაც დადგენილია, რომ ვ-–- ჭ----------–მა ნ--- ქ--------–---–ს დაზი-ანება თავდაპირველად კეფის, შემდეგ კი - ბარძაყის არეში მიაყენა, რაც თავისთავად და ცალკე აღებულიც ეჭვქვეშ აყენებს ვ-–- ჭ----------–-ს მხრიდან მოკვლის განზრახვის არსებობას. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულისათვის მიყენე-ბული დაზიანებების ლოკალიზაციას და სიმძიმის ხარისხს, ბრალდებულის პიროვნე-ბას, მის ფიზიკურ განვითარებას, ქცევას (მოქმედებას) დაზიანებათა მიყენებისას და მიყენების შემდეგ, იარაღად გამოყენებულ საგანს და მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვ-–- ჭ----------–ს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, დაზარალებულისათვის მიეყენებინა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. ამდენად, ქმედებას, რის გამოც მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, უნდა მიეცეს სხვა სამართლებრივი შეფასება და დაკვალიფიცირდეს ამ ქმედებით ფაქტობ-რივად გამოწვეული შედეგის მიხედვით - სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხ-ლით.

 

ვ-–- ჭ----------–-ს მიერ ნ--- ქ--------–---–ისათვის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყე-ნების ფაქტი, გარდა მითითებული მტკიცებულებებისა, დადასტურებულია აგრეთვე სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმებით მიჩნეულია უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ, -

შემთხვევის ადგილის (ნ--- ქ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის) დათვალიერების ოქმით დადგენილია შემდეგი გარემოებები: დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 05 მაისს, 04:40 საათიდან 05:40 საათამდე დროის პერიოდში; შემთხვევის ადგილი მდება-რეობს კასპის რაიონის სოფელ ქ----- ჭ--–-–- და წარმოადგენს ნ--- ქ--------–---–ის საც-ხოვრებელ სახლს; სახლი არის ერთსართულიანი; სახლის მისაღები ოთახის დათვალი-რებისას ნ---ხი და ამოღებულ იქნა სისხლისმსგავსი ლაქები და მუქი-მოყავისფრო ხის ტარის მქონე სამზარეულო დანა, რომლის წვერზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმსგავსი კვალი, (ტ.1, ს.ფ. 20-38);

 

ტანსაცმლის ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით დასტურდება, რომ 2018 წლის 05 მაისს, ნ--- ქ--------–---–ისაგან ამოღებულ იქნა ჩალისფერი ქვედაბოლო, რომელსაც მარჯვენა გვერდიდან აღენიშნება ქვედა დიაგონალური მიმართულების ერთი სანტი-მეტრის სიგრძის ნახევი. ნ--- ქ--------–---–ისაგან აგრეთვე ამოღებულ იქნა იასამნის-ფერი მოკლესახელოებიანი მაისური, რომელსაც რაიმე მექანიკურ დაზიანებათა კვალი არ აღენიშნება. ორივე ამოღებული ტანსაცმელი დასვრილია მოწითალო ფერის სისხ-ლისმაგვარი ლაქებით, (ტ.1, ს.ფ. 11-18);

 

ნიმუშის აღების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 5 მაისს, დაზარალებულ ნ--- ქოჩორაშ-ვილისაგან საექსპერტო კვლევისათვის აღებულ იქნა სისხლის ნიმუში, (ტ.1, ს.ფ. 40-43);

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- ქ--------–---–ის კუთ-ვნილ მაისურსა და ქვედაკაბაზე, შემთხვევის ადგილიდან აღებული კვალის ანაწმენ-დებზე და ამოღებულ დანაზე აღმოჩნდა ნ--- ქ--------–---–ისაგან აღებული სისხლის ნიმუშის იდენტური სისხლი, (ტ.1, ს.ფ. 2-1-231);

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- ქ--------–---–ის ქვედაკაბის უკანა ზედა მხარეს, დაახლოებით შუა ნაწილში, შუა ნაკერიდან ქვედაკაბის მარჯვენა ნაწილში გადასვლით არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ადგილმდება-რეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო დაკვნაში მითითებულ, ნ--- ქ--------–---–ის ბარძაყის ზემო მესამედში არსებულ ჭრილობას, (იხ. ტ.2, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N450/ტრ);

 

ცივი იარაღის ექსპერტიზის N1196/ცი დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგი-ლიდან ამოღებული დანა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულს, არის მჩხვლე-ტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, (ტ.1, ს.ფ. 167-173).

 

ამასთანავე, ვ-–- ჭ----------–-ს, როგორც განზრახ ნაკლებადმძიმე დანაშაულის ჩადენი-სათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი, გარდა მისი აღიარე-ბისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ვ-–- ჭინ-ჭარაული ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 05 მაისს, 04:35 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ქ----- ჭ--–-–-, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავების ადგილზე ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი საკეცი დანა, ერთლესული პირით, (ტ.1, ს.ფ. 45-52).

 

ბრალდებულ ვ-–- ჭ----------–-ს პირადი ჩხრეკის ჩატარების ფაქტი, ჩხრეკის მიმდინა-რეობა და შედეგები გამოკითხვისას დაადასტურა ჩხრეკაში მონაწილე პირმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფი-ლების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ------- მ-----–-----მ, (ტ.1, ს.ფ. 93-95).

 

ცივი იარაღის ექსპერტიზის N1196/ცი დასკვნით დადგენილია, რომ ვ-–- ჭ----------–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, (ტ.1, ს.ფ. 167-173).

 

გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისს ვ-–- ჭ----------–- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი, (ტ.1, ს.ფ. 111-113; 153-155). შიდა ქარ-თლის პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ამ განაჩენით ვ-–- ჭ----------–-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დი-ნება დაიწყო 2017 წლის 31 მაისს და სრულდებოდა 2019 წლის 31 მაისს, (ტ.1, ს.ფ. 151).

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამო-კვლეული მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები, აგრეთვე - მხარეთა მიერ პრეიუდი-ციულად მიჩნეული ფაქტები და გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი ერთობლიობით უდავოდ არის დადასტურებული, რომ ვ-–- ჭ----------–მა ჩაიდინა:

 

- ნ--- ქ--------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ჯან-მრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით;

 

- მანვე ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ გაითვალისწინა ვ-–- ჭ----------–-ს მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე. აგრეთვე გაითვალისწინა ის გარე-მოებაც, რომ წინა განაჩენით პირობითად დანიშნული სასჯელი მისთვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი, რომ გამოსაცდელ ვადაში არ ჩაედინა ანალოგიური დანაშაული. ამ გარე-მოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმა, შინაპატიმრობა ან/და გამასწორებელი სამუშაო, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექ-სის 120-ე მუხლით დადგენილი სანქციით, აგრეთვე - პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნ-ველყოფს სასჯელის მიზანს - სამართლიანობის აღდგენასა და ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილებას. შესაბამისად, მისთვის თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნა ამ შემთხვევაში მიზანშეუწონელია და უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლე-ბის აღკვეთა, სასჯელის აღსრულების პენიტენციურ დაწესებულებაში რეალური მოხ-დით, დანაშაულის რეციდივის არსებობის ფაქტის გათვალისწინებით. სახელდობრ, მას სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

ამავე გარემოებების გათვალისწინებით, მას აგრეთვე უნდა დაენიშნოს რეალური თავი-სუფლების აღკვეთა 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენე-ბულ უნდა იქნეს შთანთქმის პრინციპი.

 

განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ვ-–- ჭ----------–- ასევე ნასა-მართლევია ნ--- ქ--------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადე-ნისათვის, კერძოდ კი - ორივე შემთხვევაში მან თითქმის იდენტური დაზიანებები მია-ყენა დაზარალებულს. ამდენად, არსებობს დანაშაულის რეციდივის განსაკუთრებული შემთხვევა და სასამართლოს მიაჩნია, რომ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას რაიმე შეღავათის - სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივ შეკრების გამოყენება ამ შემთხვევაში მიზანშეუწონელია, დამნაშავის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით და ვ-–- ჭ----------–-სათვის დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალ-დების ნაწილში ვ-–- ჭ----------–-ს ქმედება გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 120-ე მუხლზე;

 

2. ვ-–- შ--–--ს-ძე ჭ----------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

2.1 სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;

 

2.2 სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით;

 

3. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაუ-ლის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯე-ლის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სისხლის სამარ-თლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობისას საბო-ლოო სასჯელად ვ-–- ჭ----------–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძ-ველზე გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით ვ-–- ჭ----------–-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლია-ნად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავი-სუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

5. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–- ჭ----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით;

 

6. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ-–- ჭ----------–ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 05 მაისიდან;

 

7. ვ-–- ჭ----------–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;

 

8. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

8.1 შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ვ-–- ჭ----------–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, ვ-–- ჭ----------–-ს ხელის ანაწმენდების, ხელის კვა-ლის და სისხლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის-მსგავსი ლაქები და ნ--- ქ--------–---–ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

8.2 ვ-–- ჭ----------–-ს და ნ--- ქ--------–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი