გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1691-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.03.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ო“
წარმომადგენელი - ნ----ა კუ-------
მოპასუხეები - გუ----ი შ----ე, ზ---- შ----ე, ა----ლ ჭო------–--ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებზე -გუ----ი შ----ე, ზ---- შ----ე და ა----ლ ჭო------–--ეზე მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად - 8,342.28 (რვაათას სამას ორმოცდაორი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარის გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხეებზე -გუ----ი შ----ე, ზ---- შ----ე და ა----ლ ჭო------–--ეზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის - 250.27 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახ. ბაჟის 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების-22 ლარის და სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 42 ლარის გადასახდელად დაკისრება.
2. დავის არსის მოკლე მიმოხილვა.
მოსარჩელის განმარტებით, რომ 2----–-–-----------ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ო“-ს და გუ---- შ----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8,000.00 ლარი 36 თვით, 0.96 % თვიური საპროცენტო სარგებლით, სსკ 623 მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამასთან, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.8-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 1-0 დღის განმავლობაში.
მსესხებელს ყავდა სამი თავდები. სსკ 891 მუხლის მიხედვით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კ-----იტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე სსკ 892 მუხლის მიხედვით თავდების ნამდვილობისთვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება, 2----–-–-----------ს სამივე თავდებთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ზ---- შ----ემ, ა----ლ ჭო------–--ემ და დავით ცუცხაშვილმა (აწ. გარდაცვლილი პირი, მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე მოხსნა მოთხოვნა დავით ცუცხაშვილის მიმართ) იკისრეს ვალდებულება, კ-----იტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კ-----იტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი მოთხოვნის მიღებიდან 1- კალენდარულ დღეში.
სსკ 896 მუხლის მიხედვით თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, თავდებობის ხელშეკრულებიდან სსკ მიხედვით თავდებები ვალებული არიან დაფარონ მოვალის არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სსკ 902 მუხლის მიხედვით თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კ-----იტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს, თავდების მოთხოვნით კ-----იტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ, ამდენად მსესხებლის და თავდებების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, ასევე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება.
2. მოპასუხეთა პოზიცია.
ა----ლ ჭო------–--ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით მან ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ის სასამართლოს მოახსენებს, რომ სესხი არ არის აღებული მის მიერ, ის არის თავდები. სახეზეა ძირითადი მოვალე, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე უნდა ეცადოს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ძირითადი მოვალისგან. მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირი თანხის 5,048.37 ლარის და პროცენტის 941.74 ლარის ნაწილში.
ზ---- შ----ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით მან ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ის სასამართლოს მოახსენებს, რომ სესხი არ არის აღებული მის მიერ, ის არის თავდები. სახეზეა ძირითადი მოვალე, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე უნდა ეცადოს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ძირითადი მოვალისგან. მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირი თანხის 5,048.37 ლარის და პროცენტის 941.74 ლარის ნაწილში.
გუ---- შ----ის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით მან ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მან სესხის სახით აიღო 8000 ლარი. თვეში პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 316 ლარი. აღნიშნულ თანხას 17 თვე იხდიდა და გადახდილი აქვს 5372 ლარი, დღეს კი მოსარჩელე მისგან ითხოვს იმდენივე ოდენობის თანხას, რაც სესხის სახით ქონდა გამოტანილი, რაც არ არის სამართლიანი.
მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირი თანხის 5,048.37 ლარის და პროცენტის 941.74 ლარის ნაწილში. მაგრამ ვინაიდან, თანხა არის დიდი და ვერ შეძლებს მის ერთჯერადად გადახდას, ამიტომ ის სასამართლოს თხოვს შეაძლებინოს და აღნიშნული თანხის გადახდა დააკისროს ეტაპობრივად, ყოველთვიური გადასახდელის სახით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–-----------ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ო“-ს და გუ---- შ----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8,000.00 ლარი 36 თვით, 0.96 % თვიური საპროცენტო სარგებლით, სსკ 623 მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამასთან, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.8-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 1-0 დღის განმავლობაში.
მტკიცებულება:
- სესხის ხელშეკრულება
- სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.1.2. 2----–-–-----------ს სამივე თავდებთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ზ---- შ----ემ და ა----ლ ჭო------–--ემ იკისრეს ვალდებულება, კ-----იტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კ-----იტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი მოთხოვნის მიღებიდან 1- კალენდარულ დღეში.
მტკიცებულება:
- თავდების განცხადებები
- თავდებობის ხელშეკრულებები
3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებს - შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ომ’’ გაუგზავნა გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მტკიცებულება:
- გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეების - სასესხო დავალიანება შეადგენს 8234.2.28 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5,048.37 ლარი, პროცენტი - 941.74 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 333.31 ლარი, ჯარიმა - 1,994.58 ლარი. საკომისიო 24.28 ლარი.
მტკიცებულება:
- სესხის გადახდის გრაფიკი
3.2.4. სადავოა სესხზე დარიცხული ჯარიმა.
მტკიცებულება: შესაგებელი, მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.
სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მითითებას სარჩელის თაობაზე და განმარტავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას და უთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკ-----იტო ხელშეკრულება. მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სსს კოდექსის 102-ე და იმავე კოდექსის 103-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 11--ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სესხის ძირის 5,048.37 ლარის და პროცენტის - 941.74 ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კ-----იტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კ-----იტის ხელშეკრულებით კ-----იტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კ-----იტი სესხის ფორმით.
- მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2----–-–-----------ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ო“-ს და გუ---- შ----ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8,000.00 ლარი 36 თვით, 0.96 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 3.8-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 1-0 დღის განმავლობაში.
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს და შემდეგ მის თავდებ პირებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის, მიერ სრულად იქნა შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კ-----იტი, ხოლო მოვალის მიერ კ-----იტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კ-----იტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ამდენად სარჩელი სესხის ძირი თანხის და პროცენტის დავალიანების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ -მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2----–-–-----------ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----ო“-ს და გუ---- შ----ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8,000.00 ლარი 36 თვით, 0.96 % თვიური საპროცენტო სარგებლით.
სესხის ხელშეკრულების 3.8-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 1-0 დღის განმავლობაში. სარჩელის სასამართლოში წარმოდგენისას ჯარიმა განისაზღვრა 1,994.58 ლარით.
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 2----------–------------------------).
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2---) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კ-----იტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
- სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან ბანკი, როგორც სამოქალაქო სამართალურთიერთობის სუბიექტი და როგორც საკ-----იტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თუ არ მოხდება საკ-----იტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შეწყვეტს ფუნქციონირებას.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია ჯარიმა 1,994.58 - ლარის ოდენობით, რაც უნდა შემცირდეს განისაზღვროს 500 ლარით.
- „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 250,27 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი და პროცენტის, მთლიანობაში 5990.11 ლარის დაკისრების ნაწილში ცნეს სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 179.70 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან, საგადახდო დავალება №1--. 1-.0-.2--- წელი. ხოლო მოპასუხეების უნდა გათავისუფლდნენ ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემცირებული პირგასამტეხლოს 500 ლარის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 1- ლარის ექვივალენტი ლარი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 44.83 ლარი, სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 20 ივნისის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,კ-----ო ბანკის” სარჩელი.
2. მოპასუხეებს; გუ----ი შ----ეს, ზ---- შ----ეს, ა----ლ ჭო------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი - 5,048.37 ლარი, პროცენტი - 941.74 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 333.31 ლარი, საკომისიო -24.28 ლარი.
3. მოპასუხეებს: გუ----ი შ----ეს, ზ---- შ----ეს და ა----ლ ჭო------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ-----ო ბანკის” სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯების - სახელმწიფო ბაჟის -1- ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - 50 ლარის, ამონაწერის მომზადების -22 ლარის და სამართლებრივი შეზღუდვის -42 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე სს ,,კ-----ო ბანკს” დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი - 179.70 ლარი ანგარიშიდან, 3001831-0 საგადახდო დავალება №1--. 1-.0-.2--- წელი.
5. სახ. ბაჟი 44.83 ლარი, ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. სარჩელის უზრუნველყოფა დარჩეს უცვლელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე