გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/16666-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - სს ,,მი--------------ი“
წარმომადგენელი - ან-------–---–ი
მოპასუხეები - და--------------–--ე, ნო------------–--ე, ნა---------------–ი, გი-----------------–ი, გუ----------------–ი, მზ-------------–ი, მზ------------–--ე
დავის საგანი - სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. და--------------–--ე, ნო------------–--ე, ნა---------------–ი, გი-----------------–ი, გუ----------------–ი, მზ-------------–ი, მზ------------–--ე ცნობილ იქნენ გარდაცვლილი გ----ი ს--------–--ის კუთვნილი უძრავი ქონებების, მდებარე: ა) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--; ბ) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--- მესაკუთრეებად.
(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ მოხსნა მოთხოვნა იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში/ იხ. 11.03.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს მ----------------- ო---------–-- ,,მი--------------სა“ და და--------------–--ეს შორის 2013 წლის 06 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გ----ამ ს--------–--ისა და მ---- გ---------- საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება, მდებარე: ა) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--; ბ) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--;
მსესხებლის მიერ დაირღვა სესხის დაფარვის გრაფიკი, რის საფუძველზეც სს მ---- ,,მი--------------მა“ მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს ნ---- თ----------- და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი. ნოტარიუსმა 2015 წლის 23 იანვარს გასცა სააღსრულებო ფურცელი იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და და--------------–--ეს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრა 20303,70 აშშ დოლარისა და 102 ლარის გადახდა. საქმე აღსასრულებლად გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა სააღსრულებო წარმოება შეჩერდა რადგან გაირკვა რომ ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე გ----- ს--------–--ე გარდაცვლილია.
იმისათვის, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაგრძელდეს საქმის წარმოება, უნდა დადგინდეს გ----- ს--------–--ის უფლებამონაცვლეები და მოპასუხეები ცნობილი უნდა იქნენ გ----- ს--------–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრეებად.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 165-170, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოისმინეთ 2019 წლის 11 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი დაზუსტებული შესაგებლით სარჩელი ცნეს გ----- ს--------–--ის უფლებამონაცვლედ ნო------------–--ის ცნობის ნაწილში და განმარტეს, რომ დანარჩენი მოპასუხეები და--------------–--ე, ნა---------------–ი, გი-----------------–ი, გუ----------------–ი, მზ-------------–ი და მზ------------–--ე უარს აცხადებენ გ----- ს--------–--ის უფლებამონაცვლეობაზე.
(იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ს.ფ. 237, მოპასუხის ახსნა-განმარტება, მოისმინეთ 2019 წლის 11 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს მ----------------- ო---------–-- ”მი--------------სა” და და--------------–--ეს შორის 2013 წლის 6 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის თანხა შეადგენს 15000 აშშ დოლარს. სესხის ვადად განისაზღვრა 24 თვე, წლიური 32%.
აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა გ----- ს--------–--ისა და მ---- გ---------- კუთვნილი უძრავი ქონებები, მდებარე: ა) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--; ბ) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 39-40);
- იპოთეკის ხელშეკრულებები (იხ. ს.ფ. 14-31);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 33-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. და--------------–--ემ ჯეროვნად არ შეასრულა მას და სს ,,მი--------------ი“-ს შორის 2013 წლის 06 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება, რის გამოც დავალიანების გადახდევინების მიზნით, ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 23 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სს ,,მი--------------მა“ აღსრულების მიზნით ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 23 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს ა------- და გ-----ის სააღსრულებო ბიუროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 53-57);
- სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (იხ. ს.ფ. 51-52);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. 2014 წლის 29 მაისს გარდაიცვალა იპოთეკის საგნის მესაკუთრე გ----- ს--------–--ე, რის გამოც შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ა------- და გ-----ის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული, ნოტარიუსის 2015 წლის 23 იანვრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება - სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე.
ამდენად, ნოტარიუსის 2015 წლის 23 იანვრის სააღსრულებო ფურცელი დღეის მდგომარეობით აღსრულებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 59);
- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა (იხ. ს.ფ. 51-52);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.4. და--------------–--ე, ნო------------–--ე და მზ------------–--ე არიან 2014 წლის 29 მაისს გარდაცვლილი გ----- ს--------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები, ხოლო ნა---------------–ი, გი-----------------–ი, გუ----------------–ი, მზ-------------–ი არიან გარდაცვლილი ნ----- ს--------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები, ეს უკანასკნელი თავის მხრივ არის გ----- ს--------–--ის პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი);
გარდაცვლილი გ----- ს--------–--ის სამკვიდრო ქონების თაობაზე სანოტარო ბიუროსათვის არავის მიუმართავს, შესაბამისად დღეის მდგომარეობით, გ----- ს--------–--ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის.
ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე ნო------------–--ე ფაქტობრივად არის დაუფლებული გ----- ს--------–--ის სამკვიდრო ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 209-210);
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 119-123, 211);
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის პასუხი (იხ. ს.ფ. 208);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, დაზუსტებული შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.5. უძრავი ქონებები, მდებარე: ა) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--; ბ) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--, დღეის მდგომარეობით კვლავ ირიცხება გარდაცვლილი გ----- ს--------–--ის სახელზე. გ----- ს--------–--ის მემკვიდრეებს აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში არ აღურიცხავთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ვებგვერდზე www. napr.gov.ge)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების და--------------–--ის, ნა---------------–ის, გი-----------------–ის, გუ----------------–ის, მზ-------------–ისა და მზ------------–--ის მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი არ დასტურდება.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელი ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეები ფაქტობრივად დაუფლებულები არიან გ----- ს--------–--ის სამკვიდრო ქონებას.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი დაზუსტებული შესაგებლით სარჩელი ცნეს გ----- ს--------–--ის უფლებამონაცვლედ ნო------------–--ის ცნობის ნაწილში და განმარტეს, რომ დანარჩენი მოპასუხეები და--------------–--ე, ნა---------------–ი, გი-----------------–ი, გუ----------------–ი, მზ-------------–ი და მზ------------–--ე უარს აცხადებენ გ----- ს--------–--ის უფლებამონაცვლეობაზე.
ამდენად, მოპასუხეები და--------------–--ე, ნა---------------–ი, გი-----------------–ი, გუ----------------–ი, მზ-------------–ი და მზ------------–--ე უარყოფენ მათი მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვდროს მიღების ორ წესს, კერძოდ: სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში და სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგადად გარიგების ნიშან-თვისებები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც სამკვიდროს მიღების შესახებ გარიგებისთვისაა დამახასიათებელი. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია, სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული აქტია. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების მიზნით სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანას, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასა და მის მიღებაზე უარის თქმას სხვა პირთა სასარგებლოდ. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, სამკვიდრო მიღებულად ითვლება. სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლში მითითებული წესის შესაბამისად კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მითითებულ დანაწესში კანონმდებელი უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს მემკვიდრის ნების დადგენას - სურს თუ არა მას სამკვიდროს მიღება. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას.
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-20--).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა სახეებია მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეები და--------------–--ე, ნა---------------–ი, გი-----------------–ი, გუ----------------–ი, მზ-------------–ი და მზ------------–--ე ფაქტობრივად შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ დაადასტურებდა მათ მიერ სამკვიდროს მიღებას.
მოსარჩელე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.
შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ სახეზეა მხოლოდ ნო------------–--ის მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებიან სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს. სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნო------------–--ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 208-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1336-ე, 1421-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე - ნო------------–--ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, რაც მის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე - გ----- ს--------–--ე გარდაიცვალა 2014 წლის 24 მაისს. და--------------–--ე, ნო------------–--ე და მზ------------–--ე არიან 2014 წლის 29 მაისს გარდაცვლილი გ----- ს--------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები, ხოლო ნა---------------–ი, გი-----------------–ი, გუ----------------–ი, მზ-------------–ი არიან გარდაცვლილი ნ----- ს--------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეები, ეს უკანასკნელი თავის მხრივ არის გ----- ს--------–--ის პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი);
გარდაცვლილი გ----- ს--------–--ის სამკვიდრო ქონების თაობაზე სანოტარო ბიუროსათვის არავის მიუმართავს, შესაბამისად დღეის მდგომარეობით, გ----- ს--------–--ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის.
ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე ნო------------–--ე ფაქტობრივად არის დაუფლებული გ----- ს--------–--ის სამკვიდრო ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
უძრავი ქონებების, მდებარე - ა) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--; ბ) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--, მესაკუთრეს წარმოადგენდა გ----- ს--------–--ე.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების და--------------–--ის, ნა---------------–ის, გი-----------------–ის, გუ----------------–ის, მზ-------------–ისა და მზ------------–--ის მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი არ დასტურდება.
შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ სახეზეა მხოლოდ ნო------------–--ის მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ნო------------–--ემ კანონით დადგენილი წესით - ფაქტობრივი ფლობით, მიიღო მამკვიდრებლის - გ----- ს--------–--ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების შესახებ მოპასუხე მხარეს არ განუცხადებია და არც ასეთ პირებს არ მოუმართავთ სასამართლოსთვის.
ამასთან, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხულია გარდაცვლილი გ----- ს--------–--ის საკუთრებად, აღირიცხოს მისი მემკვიდრის სახელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,მი--------------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს ნო------------–--ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ნო------------–--ე, როგორც გ----- ს--------–--ის მემკვიდრე, ცნობილი უნდა იქნეს გ----- ს--------–--ის კუთვნილი უძრავი ქონებების, მდებარე: ა) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--; ბ) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--, მესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში უნდა აღირიცხოს მის საკუთრებაში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1507,55 ლარის ოდენობით (ს.ფ. 66-68);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ნო------------–--ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში და იმის გათვალისიწნებით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, მოსარჩელეს სახელმწიფო ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,მი--------------ი“-ს სარჩელი მოპასუხეების - და--------------–--ის, ნო------------–--ის, ნა---------------–ის, გი-----------------–ის, გუ----------------–ის, მზ-------------–ისა და მზ------------–--ის მიმართ სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე - ნო------------–--ე (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს მამკვიდრებლის - გ----- ს--------–--ის (პ/ნ 4----------) კუთვნილი უძრავი ქონებების, მდებარე: ა) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--; ბ) მ----–----–------- ჩ------------, ს------–- შ--- ა-----–--- ს/კ 2-.0-.2-.0--, მესაკუთრედ.
3. სს ,,მი--------------ი“-ს დაუბრუნდეს მ------ ჩ--–---- მიერ 2015 წლის 19 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100.00 ლარი.
(გადახდის თარიღი - 19/0-/2015 საგადახდო დავალება #-; გადამხდელი- მ------ ჩ--–---; გადამხდელის ბანკი - სს ბ----------------–----; სახაზინო კოდი - 3--------; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა.);
4. სს ,,მი--------------ი“-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1407.55 ლარი.
(გადახდის თარიღი - 14/08/2015 საგადახდო დავალება #0; გადამხდელი - სს მ----------------- ო---------–-- მი--------------ი (ამჟამინდელი სს ,,მი--------------ი“); გადამხდელის ბანკი - ს-------------------------; სახაზინო კოდი - 3--------; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა.);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი