გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16-------8
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - ივ------------–---–ი.
წარმომადგენლები - ქე------------–---ა, გო---------–--ე.
მოპასუხე - სს ,,ლ--–----“
წარმომადგენლები - გი-------–---–---ე, ოთ----------ე.
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - სს ,,ლ--–----“
წარმომადგენლები - გი-------–---–---ე, ოთ----------ე.
მოპასუხე - ივ------------–---–ი.
წარმომადგენლები - ქე------------–---ა, გო---------–--ე.
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ივ------------–---–ი).
1.1. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (საიდანაც 400 000 აშშ დოლარი არის მოსარჩელის მიერ მისაღები თანხა, ხოლო 100 000 აშშ დოლარი არის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა), გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის შესაბამისად.
1.2. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ 125 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (საიდანაც 100 000 აშშ დოლარი არის მოსარჩელის მიერ მისაღები თანხა, ხოლო 25 000 აშშ დოლარი არის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა), გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის შესაბამისად.
1.3. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ 20-- წელს გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება 7500 ლარის ოდენობით. მოხდეს აღნიშნული მოთხოვნის 20-- წლის სექტემბრის თვეში დამატებით მიღებული ხელფასის თანხაში გაქვითვა და ივ------------–---–ის ვალდებულება აღიარებული იქნას შეწყვეტილად მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის საფუძველზე;
1.4. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ 7500 ლარის გადახდა;
1.5. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი შემდეგი გაანგარიშებით: 500 000 აშშ დოლარის 0,07 პროცენტი (3-- აშშ დოლარი) 20-- წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.6. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი შემდეგი გაანგარიშებით: 125 000 აშშ დოლარის 0,07 პროცენტი (87,5 აშშ დოლარი) 20-- წლის 17----------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.7. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი შემდეგი გაანგარიშებით: 7500 ლარის 0,07 პროცენტი (5,25 ლარი) 20-- წლის 6 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
მოსარჩელის განმარტებით 20-- წლის 21 ა--------დან 20-- წლის 16 ნოემბრამდე ივ------------–---–ი წარმოადგენდა სს ,,ლ--–----’’-ს გენერალურ დირექტორს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 20-- წლის 27 აპრილის სხდომის ოქმით მოსარჩელეს, წლების განმავლობაში გაწეული სამსახურის სანაცვლოდ მიეცა ერთჯერადი, დამატებითი გასამრჯელო 400 000 აშშ დოლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე). ამავე სხდომის ოქმით გადაწყდა, რომ 2020 წლის ბოლომდე გენერალური დირექტორის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შემთხვევაში საზოგადოება გადაუხდიდა მას კომპენსაციას 100 000 აშშ დოლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე).
20-- წლის 16 ნ--------ს მოსარჩელე, სასამსახურო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით (ხელშეკრულების 11.2 მუხლის მოთხოვნები) გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან (სს „ლ--–----“-ის აქციათა 100%-ის მფლობელმა კომპანია „ლი--------------–----------------ვი.“-მ გადაწყვეტილება მიიღო 20-- წლის 1-----------ს, რაც მეწარმეთა რეესტრში დარეგისტრირდა 20-- წლის 16 ნ--------ს). ამასთან, გენერალური დირექტორის გათავისუფლებით მას წაერთვა შვებულებით სარგებლობის უფლება. ივ------------–---–ს შვებულებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე მხარეთა შორის დადებული სასამსახურო ხელშეკრულება (9.1 მუხლი). აღნიშნული უფლებით სარგებლობას ივ------------–---–ი აპირებდა ნოემბრის მესამე დეკადიდან, საახალწლო პერიოდში, თუმცა მას ეს უფლება წაერთვა მოპასუხე კომპანიის მხრიდან სასამსახურო ხელშეკრულების ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვეტით. ამ ვითარებაში, ივ------------–---–ი უფლებამოსილია გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ მიიღოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. შესაბამისად, მას უნდა მიეცეს კომპენსაცია ერთი თვის ხელფასის ოდენობით - 7,500 ლარი.
ივ------------–---–თან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების 11.2 მუხლის თანახმად „წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ყოველი მხარე ვალდებულია გააფრთხილოს მეორე მხარე შეწყვეტამდე 1 თვით ადრე წერილობითი შეტყობინებით. ამ შემთხვევაში საზოგადოება ვალდებულია გაუსწოროს დირექტორს საბოლოო ანგარიში.“ ივ------------–---–თან ხელშეკრულება არ შემწყდარა 1 თვით ადრე განხორციელებული წერილობითი შეტყობინებით. ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად „საზოგადოება ვალდებულია გასამრჯელო გასცეს თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.“ სს „ლ--–----“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორის „ლი--------------–----------------ვი.“-ს 20-- წლის 1-----------ს გადაწყვეტილებით ივ------------–---–ი გათავისუფლებულ იქნა დირექტორის თანამდებობიდან და აღნიშნული გათავისუფლება მეწარმეთა რეესტრში დარეგისტრირდა 20-- წლის 16 ნ--------ს. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა ძალაში შედის მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, 20-- წლის 16-----------ს. ამ დროს, კომპანიას უკვე გადახდილი უნდა ჰქონოდა ივ------------–---–ის 20-- წლის დეკემბრის თვის ხელფასი. შესაბამისად, აღნიშნულ ერთი თვის პერიოდზე ივ------------–---–ს ეკუთვნის ხელშეკრულების 5.1 მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება, ხელზე ასაღები 7,500 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით დირექტორზე ვრცელდება შრომის კოდექსით გათვალისწინებული დაცვის მინიმალური სტანდარტები. შრომის კოდექსის 38-ე მუხლი დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში კომპენსაციის მიღების უფლებას იცავს. შესაბამისად, შრომის კოდექსის ის მინიმალური დაცვის გარანტიები, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით ასევე ვრცელდება კომპანიის დირექტორზე, თავის თავში მოიცავს შრომის კოდექსის 3-.3 მუხლსაც. ამდენად, მოპასუხე კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს ივ------------–---–ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადაუხდელი თანხის 0.07%.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე სს ,,ლ--–----’’-ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებს, რომ არსებობდა ივ------------–---–ისათვის 400 000 აშშ დოლარის გადაცემის განსაკუთრებული საჭიროება. გაურკვეველია რის საფუძველზე განესაზღვრა ივ------------–---–ს დამატებითი გასამრჯელო, რადგან 20-- წლის 27 აპრილის სხდომის ოქმში ყოველგვარი ნამდვილობის დადასტურების გარეშე არის აღნიშნული, რომ ივ------------–---–ის მიერ ეფექტურად განხორციელებული საქმიანობის შედეგად კომპანიის ფინასური მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა აქციონერის ინფორმირების გარეშე და მისგან მალულად. სს ,,ლ--–----’’-ს ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენდა კა-------------ე და აკონტროლებდა მას, რომელიც გარდაიცვალა 20-- წლის 1------------. აღნიშნულით ისარგებლა მოსარჩელემ და რომელიც თავად იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ფაქტობრივად საკუთარ თავს გადასცა თანხა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 20-- წლის 27 აპრილის სხდომის ოქმით. ცხადია, რომ გასამრჯელოს სახით ამ ოდენობის თანხის დირექტორისათვის გადახდა ეწინააღმდეგება კომპანიის ინტერესებს, თანაც იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტაცია რის თანმხვედრ გასამრჯელოს წარმოადგენდა აღნიშნული 400 000 აშშ დოლარი. შესაბამისად სახეზე გვაქვს კომპანიის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. მიღებული გადაწყვეტილება არათუ აქციონერთა შემოსავლების გაზრდისაკენ, არამედ პირიქით, ქონებრივი ზიანის მომტანია კომპანიისათვის. ამასთან არც სადაო სამეთვალყურეო საბჭოს ოქმი და არც სამომსახურეო ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას, რომ 400 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს უნდა მიეცეს საშემოსავლო გადასახადის გარეშე, ანუ ხელზე მისაღები თანხის სახით.
მოპასუხის განმარტებით ვინაიდან მხარეთა შორის არსებული სასამსახურე ხელშეკრულება არეგულირებს დირექტორის სოციალური დაცვის საკითხს, არ არსებობს შრომის კოდექსის გამოყენების რაიმე საფუძველი. აღნიშნული ხელშეკრულების 9.1. მუხლის მიხედვით დირექტორს ეკუთვნის ყოველწლიური შვებულება სამუშაო ადგილის და ხელფასის შენარჩუნებით, თუმცა კომპანიას არ ეკისრება ვალდებულება დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში გადაუხადოს მას ანაზღაურება გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამოუყენებელი შვებულების ფულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ივ------------–---–ის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით გამოირიცხება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით გათვალიწინებული პირობები, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს კომპანიას წლიური 8 პროცენტის ოდენობით თანხის გადახდა, გარდა იმისა, რომ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება თუ რის საფუძველზე ითხოვს ამ ოდენობით თანხის დაკისრებას მოპასუხისათვის, ამასთან აღნიშნული მოთხოვნა გაჟღერდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე დაუშვებელია.
ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ერთი თვით ადრე შეუტყობინებლობის საფუძვლით, კერძოდ, კომპანიის აქციონერის 20-- წლის 1-----------ს გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 20-- წლის 16 ნ--------ს, რის საფუძველზეც ივ------------–---–ი გათავისუფლებული იქნა დირექტორის თანამდებობიდან, შესაბამისად სასამსახურე ხელშეკრულების შეწყვეტა ძალაში შევიდა 20-- წლის 16 ნ--------ს, რის შემდეგაც ივ------------–---–ს დირექტორის უფლებამოსილება აღარ განუხორციელებია. დაუშვებელია მეწარმე სუბიექტის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რომ პარტნიორს შეეზღუდოს საწარმოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება, რაც მას მინიჭებული აქვს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონით. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის არგუმენტაცია ხელშეკრულების შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე შეტყობინების ვალდებულების შესახებ, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში კომპანიის ვალდებულებას დირექტორს დამატებით გადაუხადოს ხელფასი.
3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა (სს ,,ლ--–----’’)
3.1. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 9000 აშშ დოლარის გადახდა;
3.2. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 372 ლარის გადახდა;
3.3. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 20-- წლის სექტემბრის თვეში დამატებითი ხელფასის სახით მიღებული თანხის 7000 ლარი ლარის გადახდა;
3.4. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 20-- წლის ნოემბრის თვეში ხელფასის სახით მიღებული თანხის 7275 ლარი ლარის გადახდა;
3.5. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 47000 ლარის გადახდა;
3.2. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 41 177 აშშ დოლარის ანაზღაურება;
3.3. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 523 705 ლარის ანაზღაურება.
სს ,,ლ--–----’’-ს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ 20-- წლის 1------------ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ივ------------–---–მა კომპანიისგან 9000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომობილი, რომლის ნასყიდობის ღირებულება უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 20-- წლის 3---------------ა, თუმცა მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ვალდებულება შესრულებული არ არის. იმავე დღეს, 20-- წლის 1------------ს, ივ------------–---–მა სს ,,ლ--–----’’-თან დადო იმავე ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება, კომპანიისაგან დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით. ივ------------–---–ს სრულად აქვს მიღებული 20-- წლის ნოემბრის თვის საიჯარო თანხა, მიუხედავად იმისა, რომ იჯარის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 20-- წლის 16 ნ--------ს შეწყდა. შესაბამისად მოპასუხეს სს ,,ლ--–----’’-საგან უსაფუძვლოდ აქვს მიღებული 372 ლარი.
მოპასუხემ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე 20-- წლის 2------------ს დამატებითი ხელფასის სახით მიიღო 7000 ლარი, ხოლო 20-- წლის ნ--------ში წინასწარ მიიღო ხელფასი 7275 ლარის ოდენობით, თუმცა სასამსახურო ხელშეკრულება ივ------------–---–თან შეწყდა 20-- წლის 1-----------ს, მას შემდეგ რაც იგი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.
ივ------------–---–ი კომპანია სს ,,ლ--–----’’-ის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის შეუზღუდავი უფლებით სარგებლობდა, თუმცა მან მისთვის გამოცხადებული ნდობა მხოლოდ კომპანიის საზიანოდ გამოიყენა, მან არამიზნობრივად გახარჯა კომპანიის თანხები და დაარღვია მასზედ დაკისრებული ფიდუციური ვალდებულება. ივ------------–---–მა 20-- წლის მ---ი-ოქტომბრის თვეში საქვეანგარიშოდ კომპანიიდან გაიტანა 47000 ლარი, თუმცა მას კომპანიაში არ წარუდგენია თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული არავითარი დოკუმენტი. შესაბამისად ცალსახაა სს ,,ლ--–----’’-ისათვის მიყენებული ზიანი, რადგან ივ------------–---–მა არამიზნობრივად გახარჯა კომპანიიდან გატანილი საქვეანგარიშო თანხა 47000 ლარის ოდენობით.
20-- წლის 22 მ---ს სს ,,ლ--–----“-მა მომსახურების ორი ხელშეკრულება დადო პ------------------ ,,უნ-------–-- ს.ა„-სთან - ს---–--------–----------–-ნებლობის დაპროექტების და გასაწევი სამუშაოს შეფასების“ შესახებ და ,,საქართ---–---------------------------------ში ტემპერატურული რეჟიმის სასაწყობე მეურნეობების ბაზრის და მისი ზრდის პერსპექტივების შესწავლის შესახებ. აღნიშნულის სანაცვლოდ კომპანიის მიერ გადახდილია ჯამში 41 177 აშშ დოლარი. ამასთან საზოგადოებას დასახელებული კვლევების ჩატარების აუცილებლობა არ გააჩნდა, შესაბამისად ივ------------–---–მა კომპანიისთვის უსარგებლო კვლევებში გადაიხადა 41 177 აშშ დოლარი, რითაც აზარალა კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ,,უნ-------–-- ს.ა„ წარმოადგენს პ------------------ს და მისი კავშირი საქართველოსთან არ დგინდება, ორივე კვლევა შესრულებულია ქართულ ენაზე, ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის შემდეგ - 20-- წელს. გარდა იმისა, რომ არ არსებობდა არავითარი საჭიროება დასახელებული ორი კვლევის ჩატარების, ამასთან საყურადღებოა, რომ სს ,,ლ--–----’’-ს თავის საქმიანობის განმავლობაში არასდროს გამოუყენებია ,,უნ-------–-- ს.ა„-ს ჩატარებული კვლევები. შესაბამისად კომპანიის დირექტორმა ყოვლად უსარგებლო კვლევაში გადაიხადა 41177 აშშ დოლარი. სახეზეა კომპანიის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რადგან აღნიშული ქმედება ხელსაყრელი არ იყო კომპანიისათვის და არ გამომდინარებდა კომპანიის საუკეთესო მიზნებიდან.
სს ,,დ--–--ს’’ კომპანია სს ლ--–----’’-ს მიმართ გააჩნდა დავალიანება 99240 ლარის ოდენობით. 20-- წლის 4 დეკემბერს კომპანიის დირექტორის ივ------------–---–ის გადაწყვეტილებით დავალიანების კონვერსია განხორციელდა სს ,,დ--–--ი’’-ს 9,924 ჩვეულებრივ აქციად და სს ,,ლ--–----’’ გახდა სს ,,დ--–--ი’’-ს აქციონერი. 20-- წლის 7 მ---ს აღნიშნული აქციები სს ,,ლ--–----’’-მა მინიმალურ ფასად 5000 აშშ დოლარად მიჰყიდა ,,ბა--------2’’-ს. ამასთან მყიდველის მიერ თანხა დღემდე გადახდილი არ არის, თუმცა კომპანიის დირექტორის ივ------------–---–ის მიერ ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
სს ,,პა------–----ს“ გააჩნდა დავალიანება სს ,,ლ--–----’’-ს მიმართ 424465 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხი შეადგენდა 285701 ლარს და კრედიტორული დავალიანება 138764 ლარს. 20-- წლის 7 ნ--------ს ივ------------–---–ის გადაწყვეტილებით მოხდა აღნიშნული დავალიანების კონვერსია სს ,,პა------–----ს“ 3-5,032 ცალ ჩვეულებრივ აქციად, რომელიც საკუთრებაში გადაეცა სს ,,ლ--–----’’-ს. 20-- წლის 7 მ---ს აღნიშნული აქციები მინიმალურ ფასად 1-000 აშშ დოლარად მიყიდული იქნა ,,მო----------------------–------დ’’-სათვის, ამასთან ნასყიდობის თანხა გადახდილი არ ყოფილა და არც დირექტორის მხრიდან მოჰყოლია აღნიშნულს რაიმე რეაგირება.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით კომპანიის დირექტორმა ორივე შემთხვევაში კომპანიის აქციები გაასხვისა 10-ჯერ ნაკლებ ღირებულებად, ვიდრე მან გადაიხადა 6 თვით ადრე, რაც ადასტურებს ზიანის არსებობას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სს ,,დ--–--ი’’-ს ან/და სს ,,პა------–----’’ 20---20-- წლისათვის წარმოადგენდნენ გადახდისუუნარო კომპანიებს და შესაბამისად ვერ განახორციელებდნენ ფინანსურ ანგარიშსწორებას. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციები რაიმე ფორმით დაგეგმა კა-------------ემ. ასევე არ დასტურდება, რომ ასეთი დაბალი ფასით აქციების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს ან/და აქციონერების გადაწყვეტილებით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ინვ--------–--------ი წარმოადგენდა ლი---------------–ის მიერ სრულად კონტროლირებად ან/და შვილობილ კომპანიას. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მო------- არის ლინ-----ს სრულ კონტროლ ქვეშ მყოფი კომპანია.
მოსარჩელე განმარტავს, რომ აქციების კონვერსია და შემდეგ გასხვისება მოხდა ივ------------–---–ის დირექტორობის პერიოდში, როდესაც კომპანია კონტროლდებოდა მის მიერ. შესაბამისად სს ,,ლ--–----’’-სათვის ზემოაღნიშნული გარემოება მხოლოდ 20-- წლის 16 ნ--------ის შემდეგ, ანუ ივ------------–---–ის გათავისუფლების შემდეგ გახდა ცნობილი. შესაბამისად უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია (ივ------------–---–ი).
4.1. მოპასუხე ივ------------–---–ის წარმომადგენლებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს ავტომობილის ნასყიდობის თანხა 9000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ თავად კომპანიას აქვს გადასახდელი ივ------------–---–ისათვის სასამსახურო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა და სწორედ აღნიშნული გახდა მიზეზი, რის გამოც ივ------------–---–ი თავს იკავებს ნასყიდობის თანხის გადახდაზე.
მოპასუხის წარმომდგენელთა განმარტებით იჯარის ხელშეკრულება დაიდო 20-- წლის 1------------ს. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად გადახდის ვალდებულება იწყება ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან და გადახდილ უნდა იქნას ყოველთვიურად, მიმდინარე კალენდარული თვის გასვლიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. საიჯარო ქირის გადახდის დროისათვის, რაც განხორციელდა 20-- წლის 1-----------ს, თანხის გადახდის საფუძველს წარმოადგენდა 20-- წლის 1 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება. მხარეთა შორის ნამდვილი ხელშეკრულების არსებობა კი გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას. ამასთან ივ------------–---–ი საიჯარო ქირის თანხას ყოველთვის დაგვიანებით იღებდა - 20-- წლის სექტემბრის თვის იჯარის ქირა მიიღო 20-- წლის 18 ოქტომბერს - 1 თვისა და 13 დღის დაგვიანებით; 20-- წლის ოქტომბრის თვის იჯარის ქირა მიიღო 20-- წლის 7 ნ--------ს - 1 თვისა და 2 დღის დაგვიანებით; ხოლო, 20-- წლის ნოემბრის თვის იჯარის ქირა ჩაერიცხა 20-- წლის 1-----------ს - 9 დღის დაგვიანებით. საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 20-- წლის 16 ნ--------ს, ანუ მას შემდეგ რაც კომპანიას უკვე წარმოშობილი ჰქონდა 20-- წლის ნოემბრის თვის იჯარის თანხის გადახდის ვალდებულება. ამასთან ხელშეკრულება შეწყდა თავად სს ,,ლ--–----’’-ს ინიციატივით. შესაბამისად მცდარია მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ ივ------------–---–ს ზედმეტად აქვს მიღებული საიჯარო თანხა.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ დირექტორის სამუშაოს სპეციფიკა მოითხოვს ყოველდღიური აუცილებელი ხარჯების გაწევას, რომელიც ემსახურება კომპანიის ინტერესებს. ამგვარ ხარჯებს წარმოადგენს ბენზინის, ტელეფონის, ფრენის, მივლინების, სასტუმროს ხარჯები და სხვ. აღნიშნული ხარჯები გამოწვეულია ყოველდღიური, გაუთვალისწინებელი საჭიროებებიდან და მრავალმილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანიისათვის აუცილებელია. დირექტორის პასუხისმგებლობის მიმართ დადგენილი სტანდარტის თანახმად მოპასუხე კომპანიას, მინიმუმ, უნდა დაედასტურებინა რაში გამოიხატება ივ------------–---–ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დირექტორმა კომპანიისგან საქვეანგარიშოდ მიიღო თანხები არ ნიშნავს კომპანიისათვის ზიანის მიყენებას. კომპანიას ზიანი მიადგება მხოლოდ მაშინ, თუკი დირექტორი კომპანიისგან მიღებულ თანხებს არამიზნობრივად გახარჯავს. ამის მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს ივ------------–---–ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და ამ ქმედების შედეგად კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტს. თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით არც სს ,,ლ--–----’’-ის ბენეფიციარებს და არც ბორდის წევრებს ჰქონიათ რაიმე პრეტენზიები, რადგან სრულად იყვნენ ინფორმირებულნი კომპანიაში სამეურნეო/საოპერაციო ამ ტიპის ხარჯებთან დაკავშირებით.
მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით 20-- წლის სექტემბრის თვეში ივ------------–---–მა დამატებითი ხელფასის სახით მიიღო 7,000 ლარი. აღნიშნულ თანხასთან და მოთხოვნასთან დაკავშირებით მან გამოიყენა სსკ 442.1 მუხლი, რომლის თანახმადაც „ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა“ და გაუქვითა მოპასუხე კომპანიას გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია (7,500 ლარი) სექტემბრის თვეში დამატებითი ხელფასის სახით მიღებულ თანხაში (7,000 ლარი). რაც შეეხება ნოემბრის თვის ანაზღაურებას, აღნიშნულ პერიოდში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად ივ------------–---–მა ნოემბრის თვეში ხელფასის სახით მიიღო არა 7,500 ლარი, არამედ 6,275.2 ლარი (0--11.20-- წელს 3,000 ლარი, 07.11.20-- წელს 200 ლარი, 08.11.20-- წელს 500 ლარი, 11.1-.20-- წელს 2,575.2 ლარი). ამასთან ივ------------–---–მა 20-- წლის ნ--------ში დაიწყო მასზე, როგორც გენერალურ დირექტორზე დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულება, თუმცა მოპასუხე კომპანიის ცალმხრივი გადაწყვეტილებით ამის შესაძლებლობა არ მიეცა. 20-- წლის ნოემბრის თვეში თანხების მიღების დროისათვის მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და ივ------------–---–ი კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს. სწორედ ამიტომ, სსკ 406.1 მუხლის თანახმად ივ------------–---–ი ინარჩუნებს საპასუხო შესრულების, 20-- წლის ნოემბრის თვის ხელფასის მიღების უფლებას. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ ივ------------–---–ს საერთოდ არ მიუღია 20-- წლის ოქტომბრის თვის ხელფასი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 20-- წლის ნოემბრის თვის ხელფასის ნაწილში მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხის განმარტებით შეგებებული სარჩელის მე–2 მოთხოვნა (ივ------------–---–ისათვის 41,177 აშშ დოლარის დაკისრება) ეფუძნება სს „ლ--–----“–სა და „უნ-------–-- ს.ა.“–ს შორის 20-- წლის 22 მ---ს დადებულ ორ ხელშეკრულებას, რომელთა თანახმადაც სს „ლ--–----“–მა კომპანია „უნ-------–-- ს.ა.“–ს დაუკვეთა ორი დასკვნის მომზადება: ს---–--------–----------–-ნებლობის დაპროექტება და მშენებლობის განხორციელებისათვის გასაწევი სამუშაოს შეფასება და საქართ---–---------------------------------ში ტემპერატურული რეჟიმის სასაწყობე მეურნეობების ბაზრისა და მისი ზრდის პერსპექტივების შესწავლა; განსახორციელებელი პროექტის ფინანსური ანალიზი და მომგებიანობის განსაზღვრა. მითითებული ხელშეკრულებები დადებულია 20-- წლის 22 მ---ს. მათი დადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კომპანია გეგმავდა საქმიანობის გაფართოებას. კერძოდ, სს „ლ--–----“–ის ტერიტორიაზე არის მოქმედი სამაცივრე საწყობი (ბლოკი 1) და იგეგმებოდა იმავე ზომის მეორე სამაცივრე საწყობის გახსნა (ბლოკი 2). ბაზარზე მაღალი კონკურენციის გამო, საჭირო იყო სამაცივრე მეურნეობის კუთხით ბაზრის დეტალური გამოკვლევა, რათა კომპანიის აღნიშნული საქმიანობა გამხდარიყო კონკურენტუნარიანი და მომგებიანი. ამიტომ მიღებულ იქნა კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება. ამგვარი ტიპის კვლევები კომპანიას იქამდეც ქონდა მომზადებული, სასაწყობე ფართში სტელაჟების მოწყობასთან და სასაწყობე ლოჯისტიკის თბილისის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ივ------------–---–მა კომპანიის სახელით თვითნებურად გააფორმა კომპანიისათვის სრულიად გამოუსადეგარი ხელშეკრულება, არ შეესაბამება სინამდვილეს. კვლევების მომზადება დაკავშირებული იყო კომპანიის სამომავლო საქმიანობის გაფართოებასთან და გადაწყვეტილება კვლევების ჩატარების თაობაზე მიღებულ იქნა უშუალოდ სს „ლ--–----“–ის ბენეფიციარის, კა-------------ის მიერ. ივ------------–---–მა, როგორც გენერალურმა დირექტორმა, შეასრულა აღნიშნული დავალება და იმოქმედა კომპანიის საუკეთესო ინტერესებში. მოსარჩელე არ აპელირებს იმაზე, რომ ხელშეკრულება მოჩვენებითად დაიდო, ან რომ ხელშეკრულების ფასი აცდენილი იყო საბაზრო ღირებულებას, ან რომ ივ------------–---–ს ხელშეკრულების დადებისას გააჩნდა ინტერესთა კონფლიქტი და იგი დაკავშირებული იყო კომპანია „უნ-------–-- ს.ა.“–სთან. ამასთან, მხარე არც იმაზე აპელირებს, რომ კომპანიას არ მიუღია დასკვნა. სს „ლ--–----“ მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ მან აღარ გამოიყენა მიღებული კვლევა, თუმცა არ მიუთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც კვლევის არ გამოყენების გამო პასუხისმგებლობას ივ------------–---–ს დააკისრებდა: მაგალითად, ის, რომ დასკვნა არ პასუხობს მასში დასმულ ამოცანებს, ან რომ დასკვნა არარელევანტურია კომპანიის საქმიანობისათვის, ან ის, რომ ის საკითხი, რაც დასკვნამ გამოიკვლია უკვე გამოკვლეული და შესწავლილი იყო კომპანიის მხრიდან და ახალი კვლევის ჩატარების საჭიროება არ არსებობდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სს „ლ--–----“–მა მიღებული კვლევა აღარ გამოიყენა, არ ნიშნავს ივ------------–---–ის მხრიდან ფიდუციური ვალდებულებების დარღვევას. თუკი სს „ლ--–----“ გადაწყვეტს საკუთარი ბიზნესის იმგვარ გაფართოებას, როგორიც იგეგმებოდა 20-- წელს, მას ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს მიღებული კვლევები.
უსაფუძვლოა ასევე მოსარჩელის მოთხოვნა 20--–20-- წლებში განხორციელებულ ტრანზაქციების გამო, კერძოდ: უპირველეს ყოვლისა, ივ------------–---–ის მიმართ დაყენებული მოთხოვნა არის ხანდაზმული. ამასთან, მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს ზიანის ანაზღაურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს: არ არსებობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ არსებობს ზიანი და არ არსებობს ივ------------–---–ის ბრალი.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 15.1 მუხლის თანახმად ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 15.1 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადის ათვლა იწყება უშუალოდ ქმედების განხორციელების დროიდან. შეგებებული სარჩელი სასამართლოში შეტანილია 20-- წლის 9----------ს, 20-- წლის 7 მ---იდან 5 წლის, 3 თვისა და 2 დღის დაგვიანებით, მაშინ, როცა უკვე გასულია მეწარმეთა შესახებ კანონის 15.1 მუხლით დადგენილი პრეტენზიების წარდგენის ზოგადი 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სსკ 130–ე მუხლის მიხედვით: „როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.“ სს „ლ--–----“–მა კონვერსიების და დადებული ხელშეკრულებების თაობაზე შეიტყო მაშინ, როცა კონვერსიები და აქციების გასხვისება განხორციელდა, ვინაიდან სწორედ სს „ლ--–----“ იყო აღნიშნული ქმედებების მონაწილე. შეგებებული სარჩელის ნაწილში სადავოა სს „ლ--–----“–ს მოთხოვნები ივ------------–---–ის მიმართ, ამიტომ, ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადის ასათვლელად, თუკი სასამართლო გამოიყენებს სსკ 130–ე მუხლს, აუცილებელია დადგინდეს როდის შეიტყო სს „ლ--–----“–მა კონვერსიებისა და გასხვისებების შესახებ. ამასთან, მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანიაში ახალი მენეჯმენტია, არ წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას. კონვერსიებისა და აქციათა გასხვისების თაობაზე უშუალოდ ფლობდა ინფორმაციას სს „ლ--–----“–ის აქციათა 100%–ის მფლობელი კომპანია „ლი--------------–----------------ვი.“, რაც დასტურდება, თუნდაც იმ გარემოებით, რომ 20-- წლის 1--------–ს „ლი--------------–----------------ვი.“–ს დირექტორმა ოლ------------ამ კომპანიის იურისტებს (ლ-–-------------ე, თა----------------ძე და სოფ------------–--ლი) დავალება მისცა გაესხვისებინათ სს „ლ--–----“–სა და შპს „გე----------ი“–ს კუთვნილი აქციები, მათ შორის, სს „დ--–--ისა“ და სს „პა------–---ში.“ ამ დროისათვის „ლი--------------–----------------ვი.“ ფლობდა სს „ლ--–----“–სა და შპს „გე----------ის“ წილთა 97%–ს. 20-- წლის 1--------–ის დავალება დადასტურებულ იქნა შპს „გე----------ის“ 20-- წლის 7 მ---ის პარტნიორთა კრების ოქმითაც, რომელზეც „ლი--------------–----------------ვი.“–მ მიიღო შპს „გე----------სი“–ს კუთვნილი წილების გასხვისების გადაწყვეტილება შემდეგ კომპანიებში: შპს „ბა------------------ი“, შპს „ბა--------2“ და სს „პა------–----. იმავე დღეს, 20-- წლის 7 მ---ს სს „ლ--–----“–მა და შპს „გე----------სმა“ გაასხვისეს თავიანთი კუთვნილი აქციები სს „პა------–---ში. შესაბამისად, „ლი--------------–----------------ვი.“–მ აქციათა გასხვისების თაობაზე იცოდა 20-- წლის 7 მ---ს, როცა დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებები. სარჩელი სასამართლოს წარედგინა 20-- წლის 9----------ს, 20-- წლის 7 მ---იდან 5 წლის, 3 თვისა და 2 დღის დაგვიანებით.
ამასთან სახეზე არ გვაქვს ზიანის ანაზღაურების კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი, კერძოდ: სს „ლ--–----“–ის მიერ განხორციელებული კონვერსიები და აქციათა გასხვისება წარმოადგენდა კა-------------ის და „ლი--------------–----------------ვი.“–ს დაქვემდებარებაში არსებული კომპანიათა ჯგუფის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სქემის ნაწილს. შესაბამისად, ივ------------–---–ი, ისევე, როგორც ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების დირექტორები მოქმედებდნენ უშუალო ბენეფიციარების დავალებით; აქციათა გასხვისება მოხდა „ლი--------------–----------------ვი.“–ს დაქვემდებარებაში მყოფ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებზე, შესაბამისად თეორიულადაც არ შეიძლება საუბარი იყოს რაიმე სახის ზიანზე; აქციათა გასხვისების ფასი და პირობები დადგენილი იყო თავად „ლი--------------–----------------ვი.“–ს მიერ და მან მიიღო კიდეც ხელშეკრულებით დადგენილი ანაზღაურება. აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს ივ------------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ზიანს, მიზეზშედეგობრივ კავშირს და ივ------------–---–ის ბრალს. გარდა იმისა, რომ აქციათა გასხვისება არ ყოფილა ივ------------–---–ის თვითნებური და ერთპიროვნული გადაწყვეტილება, აღნიშნულის განხორციელებით არც რაიმე ზიანი მიდგომია სს „ლ--–----“–ს და მის აქციონერს, ვინაიდან აქციათა გასხვისება განხორციელდა „ლი--------------–----------------ვი.“–ს დაქვემდებარებაში და შესაბამისად სს „ლ--–----“–თან დაკავშირებულ კომპანიებზე. კერძოდ, 20-- წლის 7 მ---ს, სს „ლ--–----“–მა სს „დ--–--ის“– აქციები გაასხვისა შპს „ბა--------2“–ზე, ხოლო სს „პარ----–--სის“ აქციები გაასხვისა კვიპროსულ კომპანია „მო---------------------–--------ზე.“ არა მხოლოდ აქციათა შემძენი, არამედ ტრანზაქციაში მონაწილე ყველა კომპანია წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ კომპანიას. მოსარჩელე აცხადებს, რომ აქციათა გასხვისებით მას მიადგა ზიანი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 20-- წლის 7 მ---ს სს „დ--–--ისა“ და სს „პარ----–--სის“ აქციათა ფასი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ეს ხელშეკრულებებში იქნა მითითებული.
5. ფაქტობრივი გარემოებები.
5.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
5.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის ინსპექციის უფროსის 20-- წლის 21 ა--------ს №1------------------ ბრძანებით განხორციელდა ცვლილება სს ,,ლ--–----’’-ს სამეწარმეო რეესტრში, კერძოდ, საზოგადოების გენერალურ დირექტორად დანიშნული იქნა ივ------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის ინსპექციის უფროსის 20-- წლის 21 ა--------ს №1------------------ ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 24);
5.1.2. დადგენილია, რომ სს ,,ლ--–----’’-ის აქციათა 100% წილის მფლობელი კომპანიის ლი----------------–------------ს ბი. ვი.-ს მიერ (მართველი საბჭოს ერთადერთი წევრი ოლ------------ა) 20-- წლის 1-----------ს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სს ,,ლ--–----’’-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ივ------------–---–ის გათავისუფლების და ამავე თანამდებობაზე ამ---------------ს დანიშვნის შესახებ.
ლი----------------–------------ს ბი. ვი.-ს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 16 ნ--------ს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №B1--------- და სს ,,ლ--–----’’-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დარეგისტრირდა ამ--------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლი----------------–------------ს ბი. ვი.-ს გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 28-36);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 39-40);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 1-----------ს გადაწყვეტილება №B1--------- (ტ.1. ს.ფ. 38);
5.1.3. დადგენილია, რომ სს ,,ლ--–----’’-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 20-- წლის 27 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივ------------–---–ს შეუნარჩუნდეს არსებული შრომის საზღაური/გასამრჯელო და გაფორმდეს დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დირექტორისთვის დამატებით შემდეგი სახის გასამრჯელო და შეღავათები: ა) დირექტორს დამატებითი გასამრჯელოს სახით მიეცეს 400 000 აშშ დოლარი, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს 20-- წლის 1----------ნ 20-- წლის 3- დ-----------ე პერიოდში; ბ) დირექტორს აუნაზღაურდეს მობილური ტელეფონით სარგებლობის ხარჯი და ავტომობილის საწვავი საჭიროების შესაბამისად, ასევე მგზავრობის და ნებისმიერი სხვა მიზნობრივი ხარჯი, რომლებიც გამოწვეული იქნება მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში; გ) 2020 წლის ბოლომდე დაკავებული პოზიციიდან დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში ან/და დირექტორის მიერ მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საზოგადოებამ გადაუხადოს დირექტორს კომპენსაციის სახით 100 000 აშშ დოლარი, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ლ--–----’’-ის სამეთვალყურეო საბჭოს ოქმი (ტ.1. ს.ფ. 41-42);
5.1.4. დადგენილია, რომ 20-- წლის 3--------–ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (წარმოდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნი--------------ის სახით) და მეორეს მხრივ ივ------------–---–ს შორის გაფორმა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის შესაბამისად საზოგადოება ვალდებულია დირექტორს ყოველთვიურად გადაუხადოს გასამრჯელო 7500 ლარი ხელზე ასაღები. საზოგადოება ვალდებულია გასამრჯელო გასცეს თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ამავე მუხლის 5.2 პუნქტის თანახმად საზოგადოებამ იკისრა ვალდებულება ყოველთვიური გასამრჯელოს გარდა დირექტორს მისცეს დამატებითი გასამრჯელოს სახით 400 000 აშშ დოლარი, გადახდის დღისთვის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. წლიური გასამრჯელოს გადახდა უნდა მოხდეს 20-- წლის 1----------ნ 20-- წლის 3- დ-----------ე;
სასამსახურო ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ყოველი მხარე ვალდებულია გააფრთხილოს მეორე მხარე შეწყვეტამდე 1 თვით ადრე წერილობითი შეტყობინებით. ამ შემთხვევაში საზოგადოება ვალდებულია გაუსწოროს დირექტორს საბოლოო ანგარიში. ამავე მუხლის 11.3. პუნქტის მიხედვით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის ბოლომდე დაკავებული პოზიციიდან დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში ან/და დირექტორის მიერ მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საზოგადოება ვალდებულია გადაუხადოს დირექტორს კომპენსაციის სახით 100 000 აშშ დოლარი, გადახდის დღისთვის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 3--------–ის სასამსახურო ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 43-45);
5.1.5. დადგენილია, რომ 20-- წლის 1------------ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ ივ------------–---–ს (,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება №1-------, რომლის შესაბამისად ივ------------–---–ის მიერ შეძენილი იქნა ავტომობილი მერსედეს-ბენც (MERCEDES_BENC), მოდელი ML3--, რეგისტრაციის ნომერი L--------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით ნასყიდობის თანხის გადახდა უნდა მოხდეს ქონების მყიდველისათვის გადაცემიდან 2 თვის ვადაში, არაუგვიანეს 20-- წლის 3---------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება №1------- (ტ.2. ს.ფ. 48-49);
5.1.6. დადგენილია, რომ 20-- წლის 1------------ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,მოიჯარე’’) და მეორეს მხრივ ივ------------–---–ს (,,მეიჯარე’’) შორის გაფორმდა მსუბუქი ავტომანქანის იჯარის შესახებ ხელშეკრულება №1-------, რომლის შესაბამისად ივ------------–---–მა ავტომობილი მერსედეს-ბენც (MERCEDES_BENC), მოდელი ML3--, რეგისტრაციის ნომერი L--------, დროებით სარგებლობაში გადასცა სს ,,ლ--–----’’-ს. საიჯარო ქირის ოდენობა ყოველთვიურად განისაზღვრა 800 ლარით (ხელზე მისაღები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იჯარის ხელშეკრულება №1------- (ტ.2. ს.ფ. 50-51);
- მიღება ჩაბარების აქტი №0---------- (ტ.2. ს.ფ. 52);
5.1.7. დადგენილია, რომ 20-- წლის 16 ნ--------ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,მოიჯარე’’) და მეორეს მხრივ ივ------------–---–ს (,,მეიჯარე’’) შორის გაფორმდა №1---------- შეთანხმება მსუბუქი ავტომანქანის №1------- იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №1---------- შეთანხმება (ტ.2. ს.ფ. 53);
- მიღება ჩაბარების აქტი №0---------- (ტ.2. ს.ფ. 54);
5.1.8. დადგენილია, რომ 20-- წლის 18 ოქტომბერს სს ,,ლ--–----’’-ის მიერ ივ------------–---–ისათვის გადახდილია იჯარის თანხა 800 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 20-- წლის 7 ნ--------ს სს ,,ლ--–----’’-ის მიერ ივ------------–---–ისათვის გადახდილია იჯარის თანხა 800 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 20-- წლის 1-----------ს სს ,,ლ--–----’’-ის მიერ ივ------------–---–ისათვის გადახდილია იჯარის თანხა 800 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ტ.2. ს.ფ. 5-);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ტ.2. ს.ფ. 56);
- საგადახადო დავალება (ტ.2. ს.ფ. 57);
5.1.9. დადგენილია, რომ 20-- წლის მ---ი, ივნისი, ა--------, სექტემბერი და ოქტომბრის თვეებში, ივ------------–---–ის მიერ სს ,,ლ--–----’’-დან საქვეანგარიშოდ გატანილია ჯამში 47000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერები, საგადახდო დავალებები (ტ.2. ს.ფ. 58-79);
5.1.10. დადგენილია, რომ 20-- წლის 2------------ს ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 1-500 ლარი;
20-- წლის 27 ოქტომბერს ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 1000 ლარი;
20-- წლის 1 ნ--------ს ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 3000 ლარი;
20-- წლის 7 ნ--------ს ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 200 ლარი;
20-- წლის 8 ნ--------ს ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 500 ლარი;
20-- წლის 1-----------ს ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 2575 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები (ტ.2. ს.ფ. 80-82);
- საგადახდო დავალებები (ტ.2. ს.ფ. 83-85);
- საგადახდო დავალება (ტ.2. ს.ფ. 86);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ტ.2. ს.ფ. 87);
- საგადახდო დავალება (ტ.2. ს.ფ. 88);
- საგადახდო დავალება (ტ.2. ს.ფ. 89);
5.1.11. დადგენილია, რომ 20-- წლის 22 მ---ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,დამკვეთი’’) და მეორეს მხრივ ,,უნ-------–-- ს.ა.’’-ს (,,შემსრულებელი’’) შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება საქართ---–---------------------------------ში ტემპერატურული რეჟიმის სასაწყობე მეურნეობების ბაზარისა და მისი ზრდის პერსპექტივების შესწავლის შესახებ; განსახორციელებელი პროექტის ფინანსური ანალიზისა და მომგებიანობის განსაზღვრის შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 17647 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 22 მ---ის მომსახურების ხელშეკრულება (ტ.2. ს.ფ. 90-95);
- მიღება ჩაბარების აქტი (ტ.2. ს.ფ. 96);
5.1.1-- დადგენილია, რომ 20-- წლის 22 მ---ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,დამკვეთი’’) და მეორეს მხრივ ,,უნ-------–-- ს.ა.’’-ს (,,შემსრულებელი’’) შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ს---–--------–----------–-ნებლობის დაპროექტება (,,პროექტი’’), მშენებლობის განხორციელებისათვის გასაწევი სამუშაოს შეფასება, პროექტის ტექნიკური და ფინანსური ანალიზი. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 23530 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 22 მ---ის მომსახურების ხელშეკრულება (ტ.2. ს.ფ. 97-105);
- მიღება ჩაბარების აქტი (ტ.2. ს.ფ. 106);
5.1.13. დადგენილია, რომ სს ,,ლ--–----’’-ის დირექტორის ივ------------–---–ის 20-- წლის 4-----------ს გადაწყვეტილებით განხორციელდა სს ,,დ--–--ის’’ სს ,,ლ--–----’’-ს მიმართ არსებული 99240 ლარის ოდენობით არსებული დავალიანების კონვერსია 9,924 ჩვეულებრივ აქციად და სს ,,ლ--–----’’ გახდა სს ,,დ--–--ი’’-ს აქციონერი შესაბამისი წილობრივი მონაწილეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ლ--–----’’-ის დირექტორის ივ------------–---–ის 20-- წლის 4-----------ს გადაწყვეტილება (ტ.2. ს.ფ. 107-108);
- სს ,,დ--–--ი’’-ს აქციონერის 20-- წლის 4-----------ს გადაწყვეტილება (ტ.2. ს.ფ. 109-111);
5.1.1-. დადგენილია, რომ 20-- წლის 7 მ---ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ბა--------2’’-ს (,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სს ,,ლ--–----’’-ს მიერ გასხვისებული იქნა სს ,,დ--–--ი’’-ს 9,924 აქცია. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 5000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.2. ს.ფ. 11--118);
5.1.15. დადგენილია, რომ სს ,,ლ--–----’’-ის დირექტორის ივ------------–---–ის 20-- წლის 7----------ს გადაწყვეტილებით განხორციელდა სს ,,პა------–--ს’’-ის სს ,,ლ--–----’’-ს მიმართ არსებული 424465 ლარის ოდენობით არსებული დავალიანების (მათ შორის: სესხის თანხა 285701 ლარი და კრედიტორული დავალიანება 138764 ლარი) კონვერსია 3-5,032 ცალ ჩვეულებრივ აქციად და სს ,,ლ--–----’’ გახდა სს ,,პა------–---’’-ის აქციონერი შესაბამისი წილობრივი მონაწილეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ლ--–----’’-ის დირექტორის ივ------------–---–ის 20-- წლის 7----------ს გადაწყვეტილება (ტ.2. ს.ფ. 119-120);
- სს ,,პა------–--სი’’-ს აქციონერთა 20-- წლის 7----------ს რიგგარეშე კრების ოქმი (ტ.2. ს.ფ. 121-127);
5.1.16. დადგენილია, რომ 20-- წლის 7 მ---ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,გამყიდველი’’) და შპს ,,გე----------სს’’ (,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ მო----------------------–--------ს (,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სს ,,ლ--–----’’-ს და შპს ,,გე----------სის’’ მიერ გასხვისებული იქნა სს ,,პა------–----’’-ს აქციები. ნასყიდობის ფასი სს ,,ლ--–----’’-ს კუთვნილ აქციებზე განისაზღვრა 1-000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.2. ს.ფ. 130-135);
5.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
5.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა მიერ მათი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის საფუძვლად მითითებულ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე.
სს ,,ლ--–----’’ მოითხოვს მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 20-- წლის ნოემბრის თვეში ხელფასის სახით მიღებული თანხის 7275 ლარი ლარის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ 20-- წლის 1 ნ--------ს ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ში ხელფასის სახით მიღებული აქვს 3000 ლარი; 20-- წლის 7 ნ--------ს - 200 ლარი; 20-- წლის 8 ნ--------ს - 500 ლარი; 20-- წლის 1-----------ს - 2575 ლარი. სხვა სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ივ------------–---–ის მიერ 20-- წლის ნოემბრის თვეში ხელფასის მიღებას საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) აღიარებს ნოემბრის თვეში მხოლოდ 6275 ლარის ოდენობით ხელფასის მიღებას (იხ. 2019 წლის 16 იანვრის ახსნა-განმარტება, 1.2.2. პუნქტი), სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ივ------------–---–ის მიერ, როგორც სს ,,ლ--–----’’-ს დირექტორის მიერ, 20-- წლის ნოემბრის თვეში მიღებულია ხელფასი 6275 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ ივ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სს ,,ლ--–----’’-ს შეგებებული სარჩელი.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4, მე-9, მე-15, 53-ე, 54-ე, 5--ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე, 3-7-ე, 327-ე, 361-ე, 709-ე, 710-ე, 976-ე მუხლები;
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლი;
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე, 3--ე მუხლები;
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-4, 201-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 13--ე მუხლი;
8. სამართლებრივი შეფასება.
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 3-6-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
დადგენილია, რომ სს ,,ლ--–----’’-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 20-- წლის 27 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივ------------–---–ს შეუნარჩუნდეს არსებული შრომის საზღაური/გასამრჯელო და გაფორმდეს დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დირექტორისთვის დამატებით შემდეგი სახის გასამრჯელო და შეღავათები: ა) დირექტორს დამატებითი გასამრჯელოს სახით მიეცეს 400 000 აშშ დოლარი, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს 20-- წლის 1----------ნ 20-- წლის 3- დ-----------ე პერიოდში; ბ) დირექტორს აუნაზღაურდეს მობილური ტელეფონით სარგებლობის ხარჯი და ავტომობილის საწვავი საჭიროების შესაბამისად, ასევე მგზავრობის და ნებისმიერი სხვა მიზნობრივი ხარჯი, რომლებიც გამოწვეული იქნება მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში; გ) 2020 წლის ბოლომდე დაკავებული პოზიციიდან დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში ან/და დირექტორის მიერ მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საზოგადოებამ გადაუხადოს დირექტორს კომპენსაციის სახით 100 000 აშშ დოლარი, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
დადგენილია, რომ 20-- წლის 3--------–ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (წარმოდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნი--------------ის სახით) და მეორეს მხრივ ივ------------–---–ს შორის გაფორმა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის თანახმად საზოგადოებამ იკისრა ვალდებულება ყოველთვიური გასამრჯელოს გარდა დირექტორს მისცეს დამატებითი გასამრჯელოს სახით 400 000 აშშ დოლარი, გადახდის დღისთვის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. წლიური გასამრჯელოს გადახდა უნდა მოხდეს 20-- წლის 1----------ნ 20-- წლის 3- დ-----------ე;
სასამსახურო ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.3. პუნქტის მიხედვით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის ბოლომდე დაკავებული პოზიციიდან დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში ან/და დირექტორის მიერ მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საზოგადოება ვალდებულია გადაუხადოს დირექტორს კომპენსაციის სახით 100 000 აშშ დოლარი, გადახდის დღისთვის ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზემოაღნიშნული სასამსახურო ხელშეკრულების და სამეთვალყურეო საბჭოს 20-- წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სს „ლ--–----“ ვალდებული იყო ივ------------–---–ისათვის 20-- წლის 3- დ-----------ე გადაეხადა 400,000 აშშ დოლარი, ხოლო 20-- წლის 16 დ-----------ე გადაეხადა 100,000 აშშ დოლარი.
რაც შეეხება სს ,,ლ--–----’’-ს წარმომადგენელთა მითითებას, რომ არ არსებობდა ივ------------–---–ისათვის 400 000 აშშ დოლარის და 100000 აშშ დოლარის გადაცემის განსაკუთრებული საჭიროება და, რომ 20-- წლის 27 აპრილის სხდომის ოქმში ყოველგვარი ნამდვილობის დადასტურების გარეშე არის აღნიშნული, რომ ივ------------–---–ის მიერ ეფექტურად განხორციელებული საქმიანობის შედეგად კომპანიის ფინასური მდგომარეობა გაუმჯობესდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სასამსახურო ხელშეკრულება და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ,,ლ--–----’’-ის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. აღნიშნული დოკუმენტები ძალაშია, შედავებული არ არის და შესაბამისად არსებობდა თუ არა ივ------------–---–ისათვის ზემოაღნიშნული თანხების გადაცემის საჭიროება და მიზანშეწონილობა სასამართლოს განხილვის საგანი ვერ იქნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს; საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 400 000 აშშ დოლარის და 100000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის შესაბამისად, რაც წარმოადგენს კრედიტორისათვის (ივ------------–---–ი) ხელზე მისაღებ თანხას და უნდა აუნაზღაურდეს სრულად.
8.2. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს და მის დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულება განიხილება, როგორც დავალების ხელშეკრულება, თუმცა ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული პირის (დირექტორის) მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის.
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-13--127-20-- საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირის სოციალური უფლების დაცვისაკენ, შესაბამისად, საკასაციო პალატა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.5.6. პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ კორპორაციული მართვის ფარგლებში ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულების (წერილობითი ან/და ზეპირი ნებისას) სოციალური საკითხების რეგულირების თვალსაზრისით შეიძლება გამოყენებულ იქნას შრომის კოდექსის სწორედ ის ნორმები, რომლებიც ამ უფლებებს ადგენენ, თუმცა მათი რეალიზაციის მატერიალური საფუძველი მხოლოდ ამ კანონით არ შემოიფარგლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ-ის დირექტორს გააჩნია შრომის კოდექსის V თავით რეგლამენტირებული უფლება, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით (შკ-ის 21.1 მუხლი), თუკი მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულება განსხვავებულ რეგულაციას არ ითვალისწინებს (ამავე ნორმის შემდგომი დანაწესები), ამასთანავე, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ვინაიდან დირექტორის გათავისუფლების საფუძველი არა შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობაა, არამედ დავალების მიმცემის ცალმხრივი ნებაა, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საკითხის ამავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილით შეზღუდვა კანონის სწორი განმარტებიდან არ გამომდინარეობს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების საკითხი სრულად ექცევა „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის რეგულაციის სფეროში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995 დადგენილებით, ძალაშია 22.06.1997 წლიდან), რომლის პირველი მუხლით დადგენილია მისი გამოყენების სფერო, თუმცა იგი არ არის ამომწურავი და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, მოცემული ჩამონათვალით კონვენციის მოქმედების შეზღუდვა მისი სწორი განმარტებიდან არ გამომდინარეობს, იგი მიღებულია 1936 წელს მაშინ, როდესაც მრავალი სპეციალიზაცია და საქმიანობის სახე არ არსებობდა (იხ. სუსგ #ას-1222-1073-10, 13 იანვარი, 2011 წელი. მოხმობილ საქმეზე საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის მხრიდან „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის ფართო განმარტება და არ დაუშვა განსახილველად დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი). ამავე კონვენციის მე-6 მუხლით რეგლამენტირებულია შემდეგი: პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმის თანახმად, დასაქმებულისათვის მინიჭებული გამოუყენებელი ფასიანი შვებულების კომპენსაციის მოთხოვნის უფლების რეალიზაციისათვის ერთობლივად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დასაქმებულის მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების მოპოვება; ბ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლების გზით განხორციელდა; გ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე კუთვნილი შვებულების გამოუყენებლობა/არასრული გამოყენება’’
დადგენილია, რომ 20-- წლის 3--------–ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (წარმოდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნი--------------ის სახით) და მეორეს მხრივ ივ------------–---–ს შორის გაფორმა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის შესაბამისად საზოგადოება ვალდებულია დირექტორს ყოველთვიურად გადაუხადოს გასამრჯელო 7500 ლარი ხელზე ასაღები. საზოგადოება ვალდებულია გასამრჯელო გასცეს თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად დირექტორს ეკუთვნის ყოველწლიური შვებულება სამუშაო ადგილის და ხელფასის შენარჩუნებით.
მხარეთა შორის ასევე დავას არ იწვევს ის გარემოება 20-- წლის 1-----------ს მდგომარეობით, როდესაც ,,ლ--–----’’-ის აქციათა 100% წილის მფლობელი კომპანიის ლი----------------–------------ს ბი. ვი.-ს მიერ (მართველი საბჭოს ერთადერთი წევრი ოლ------------ა) მიღებული იქნა გადაწყვეტილება სს ,,ლ--–----’’-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ივ------------–---–ის გათავისუფლების თაობაზე, ამ უკანასკნელს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით ნასარგებლები არ ჰქონდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ივ------------–---–ის მოთხოვნა დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს 20-- წელს გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება 7500 ლარის ოდენობით, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8.3. მეწარმეთა შესახებ საქართველოს საქართველოს კანონის 5--ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს და ნებისმიერ დროს გამოიწვევს დირექტორებს, ასევე მათთან დებს და წყვეტს ხელშეკრულებებს.
საქმეში წარმოდგენილია სს ,,ლ--–----’’-ს წესდება, რომლის მე-9 მუხლის 9.8 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი და ნებისმიერ დროს გამოიწვიოს იგი, დადოს და შეწყვიტოს დირექტორებთან ხელშეკრულებები.
დადგენილია, რომ სს ,,ლ--–----’’-ის აქციათა 100% წილის მფლობელი კომპანიის ლი----------------–------------ს ბი. ვი.-ს მიერ (მართველი საბჭოს ერთადერთი წევრი ოლ------------ა) 20-- წლის 1-----------ს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სს ,,ლ--–----’’-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ივ------------–---–ის გათავისუფლების და ამავე თანამდებობაზე ამ---------------ს დანიშვნის შესახებ.
ლი----------------–------------ს ბი. ვი.-ს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 16 ნ--------ს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №B1--------- და სს ,,ლ--–----’’-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დარეგისტრირდა ამ--------------ე.
ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს ნებისმიერ დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული 30 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება გამოყენებული ვერ იქნება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-23-23-20-- საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, ეს არის სპეციფიკური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. (სუსგ 2001 წლის 30 მარტის განჩინება საქმეზე №3კ/259-01, სუსგ 2003 წლის 26 ივნისის განჩინება საქმეზე № ას-68-767-03;)’’
სასამართლო განმარტავს, რომ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვტილების მიღებამდე დირექტორისათვის ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების ვალდებულება კომპანიას არ აქვს, თუნდაც იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ დირექტორის გათავისუფლების დაყოვნებამ, მათი უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. შესაბამისად კომპანიას ვერ ექნება ვალდებულება აუნაზღაუროს დირექტორს გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე შეუტყობინებლობის გამო, რაიმე სახის კომპენსაცია.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე.
ამავე მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმა მართალია ითვალისწინებს დირექტორისათვის შეტყობინების გაგზავნას, მაგრამ იგი უკავშირდება არა გადაწყვეტილების მიღებას გათავისუფლდეს თუ არა დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან, არამედ უკავშირდება უკვე მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ რეგისტრაციის მომენტი იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას და შესაბამისად დირექტორის მიერ კომპანიის სახელით მოქმედებას. სწორედ აღნიშნულის გამო კანონმდებელმა ზიანის ანაზღაურება დაუკავშირა არა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტს, არამედ ამ გადაწყვეტილების რეგისტრაციის ფაქტს.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.
ამავე კანონის 201 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად ითვლება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო ეს უკანასკნელი კი უკავშირდება მხარისათვის ოფიციალურად გაცნობის ან გამოქვეყნების. ამასთან გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ვინაიდან სს „ლ--–----“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორის „ლი--------------–----------------ვი.“-ს 20-- წლის 1-----------ს გადაწყვეტილება, ივ------------–---–ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მეწარმეთა რეესტრში დარეგისტრირდა 20-- წლის 16 ნ--------ს, ხელშეკრულების შეწყვეტა ძალაში შევიდა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, 20-- წლის 16-----------ს და ამ დროის გათვალისწინებით, კომპანია ვალდებულია ივ------------–---–ს გადაუხადოს 20-- წლის დეკემბრის თვის ხელფასი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ივ------------–---–ის სარჩელი დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს 7500 ლარის გადახდა და დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი შემდეგი გაანგარიშებით: 7500 ლარის 0,07 პროცენტი (5,25 ლარი) 20-- წლის 6 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8.3. საქართველოს შრომის კოდექსის 3--ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოსარჩელე უკავშირებს საქართველოს შრომის კოდექსის 3--ე მუხლის მე-3 ნაწილს (იხ. დაზუსტებული სარჩელი).
დადგენილია, რომ სს ,,ლ--–----’’-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 20-- წლის 27 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ივ------------–---–ს შეუნარჩუნდეს არსებული შრომის საზღაური/გასამრჯელო და გაფორმდეს დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება დირექტორისთვის დამატებით შემდეგი სახის გასამრჯელო და შეღავათები: ა) დირექტორს დამატებითი გასამრჯელოს სახით მიეცეს 400 000 აშშ დოლარი, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს 20-- წლის 1----------ნ 20-- წლის 3- დ-----------ე პერიოდში; ბ) დირექტორს აუნაზღაურდეს მობილური ტელეფონით სარგებლობის ხარჯი და ავტომობილის საწვავი საჭიროების შესაბამისად, ასევე მგზავრობის და ნებისმიერი სხვა მიზნობრივი ხარჯი, რომლებიც გამოწვეული იქნება მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში; გ) 2020 წლის ბოლომდე დაკავებული პოზიციიდან დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში ან/და დირექტორის მიერ მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საზოგადოებამ გადაუხადოს დირექტორს კომპენსაციის სახით 100 000 აშშ დოლარი, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
20-- წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად დირექტორისათვის დამატებითი ანაზღაურების მიცემა და შეღავათების მინიჭება განპირობებული იყო იმ გარემოებებით, რომ კომპანიის დირექტორად ივ------------–---–ის დანიშვნის დროისათვის კომპანია იმყოფებოდა მძიმე ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე. დირექტორის მიერ, დანიშვნის დღიდან ეფექტურად განხორციელებული საქმიანობის შედეგად აღნიშნული პრობლემები არსებითად იქნა დაძლეული, გაუმჯობესებული იქნა ფინანსური მდგომარეობა, შეიცვალა და გაუმჯობესდა კომპანიის ინფრასტრუქტურა.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სს ,,ლ--–----’’-ის 20-- წლის 27 აპრილის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება გაუქმებული არ არის, იგი კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული არ ყოფილა და შესაბამისად სასამართლო არ ახდენს კვლევას რამდენად სწორი და მიზანშეწონილია საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამეთვალყურეო საბჭო ივ------------–---–ისათვის 400 000 აშშ დოლარის გადაცემას უკავშირებს მის წარმატებულ საქმიანობას, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი პირის. შესაბამისად აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს გასამრჯელოს გაწეული სამსახურისათვის, ისევე როგორც სს ,,ლ--–----’’-ის სამეთვალყურეო საბჭოს 20-- წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ივ------------–---–ისათვის 100 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან აღნიშული თანხის გადახდა დაუკავშირდა ივ------------–---–ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ვადამდე ადრე, ანუ კომპანიამ აიღო ვალდებულება კომპენსაციის სახით გადაუხადოს ივ------------–---–ს 100 000 აშშ დოლარი, თუკი ეს უკანასკნელი გათავისუფლებული იქნებოდა დაკავებული პოზიციიდან 2020 წლის ბოლომდე ან/და მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით ვერ შეძლებდა თავისი უფლებამოსილების შესრულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულება იდება და შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე და 710-ე მუხლები. გათვალისწინებით იმისა, რომ სს ,,ლ--–----’’-ს 400 000 აშშ დოლარის და 100 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა როგორც კომპენსაციის თანხა ხელშეკრულების შეწყვეტისათვის და ერთგვარი ბონუსის თანხა, რაც დაუკავშირა მოსარჩელის წარმატებულ საქმიანობას, მის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება საქართველოს შრომის კოდექსის 3--ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი პირობა, რომლის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ გადაუხდელ თანხაზე უნდა მოხდეს პროცენტის დარიცხვა (საქართველოს სკ-ის 411-ე მუხლი), სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მითითებული იქნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 83-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო ზემოაღნიშნული საფუძვლით მოსარჩელის მოთხოვნაზე ვერ იმსჯელებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ივ------------–---–ის მოთხოვნები: ა) დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი შემდეგი გაანგარიშებით: 500 000 აშშ დოლარის 0,07 პროცენტი (3-- აშშ დოლარი) 20-- წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბ) დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი შემდეგი გაანგარიშებით: 125 000 აშშ დოლარის 0,07 პროცენტი (87,5 აშშ დოლარი) 20-- წლის 17----------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არ უნდა დაკმაყოფილდეს
8.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 13--ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ივ------------–---–მა სარჩელი ცნო იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ლ--–----’’ მოითხოვს მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის ნასყიდობის თანხა 9000 აშშ დოლარის ოდენობით და სექტემბრის თვეში დამატებითი ხელფასის სახით მიღებული თანხის 7,000 ლარი ლარის გადახდა;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
დადგენილია, რომ 20-- წლის 1------------ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,მოიჯარე’’) და მეორეს მხრივ ივ------------–---–ს (,,მეიჯარე’’) შორის გაფორმდა მსუბუქი ავტომანქანის იჯარის შესახებ ხელშეკრულება №1-------, რომლის შესაბამისად ივ------------–---–მა ავტომობილი მერსედეს-ბენც (MERCEDES_BENC), მოდელი ML3--, რეგისტრაციის ნომერი L--------, დროებით სარგებლობაში გადასცა სს ,,ლ--–----’’-ს. საიჯარო ქირის ოდენობა ყოველთვიურად განისაზღვრა 800 ლარით (ხელზე მისაღები).
ასევე დადგენილია, რომ 20-- წლის 16 ნ--------ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,მოიჯარე’’) და მეორეს მხრივ ივ------------–---–ს (,,მეიჯარე’’) შორის გაფორმდა №1---------- შეთანხმება მსუბუქი ავტომანქანის №1------- იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. იმავე დღეს შედგა მიღება ჩაბარების აქტი №0----------, რომლის თანახმად მოიჯარემ დააბრუნა, ხოლო მეიჯარემ ჩაიბარა ზემოაღნიშნული ავტომობილი.
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 20-- წლის ნოემბრის თვის იჯარის თანხა 800 ლარის ოდენობით სრულად იქნა გადახდილი 20-- წლის 1-----------ს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-528-501-20-- საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე’’.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-- წლის 1-----------ს შემდეგ სს ,,ლ--–----’’ აღარ სარგებლობდა ივ------------–---–ის კუთვნილი ავტომობილით. ამასთან იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოხდა ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე რასაც ადასტურებს №1---------- შეთანხმება და მიღება ჩაბარების აქტი. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სს ,,ლ--–----’’-ს მიერ 20-- წლის 1-----------ს შემდეგ ივ------------–---–ისათვის 372 ლარის გადაცემა ვალდებულების გარეშე, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას ზემომითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ--–----’’-ს სარჩელი მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო თანხის გადახდა 372 ლარის ოდენობით, უნდა დაკმაყოფილდეს.
8.6. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
დადგენილია, რომ 20-- წლის 3--------–ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (წარმოდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნი--------------ის სახით) და მეორეს მხრივ ივ------------–---–ს შორის გაფორმა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის შესაბამისად საზოგადოება ვალდებულია დირექტორს ყოველთვიურად გადაუხადოს გასამრჯელო 7500 ლარი ხელზე ასაღები. საზოგადოება ვალდებულია გასამრჯელო გასცეს თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.
დადგენილია, რომ ივ------------–---–ს 20-- წლის ნოემბრის თვის ხელფასის თანხა ჯამში მიღებული აქვს 6275 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სს ,,ლ--–----’’-ის აქციათა 100% წილის მფლობელი კომპანიის ლი----------------–------------ს ბი. ვი.-ს მიერ (მართველი საბჭოს ერთადერთი წევრი ოლ------------ა) 20-- წლის 1-----------ს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სს ,,ლ--–----’’-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ივ------------–---–ის გათავისუფლების თაობაზე. აღნიშული გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 16 ნ--------ს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №B1--------- და სს ,,ლ--–----’’-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივ------------–---–ის ნაცვლად დარეგისტრირდა ამ--------------ე.
განსახილველ მოთხოვნაზე სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სს ,,ლ--–----’’-ს მოთხოვნის კანონიერება, რომელიც შეეხება ივ------------–---–ის დირექტორობის პერიოდში 20-- წლის ნოემბრის თვეში ხელფასის სახით დარიცხული თანხის დაბრუნებას 7500 ლარის ოდენობით. თავის მხრივ, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მან ნოემბრის თვეში ხელფასის სახით მიიღო არა 7,500 ლარი, არამედ 6,275.2 ლარი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 406-ე მუხლის პირველ ნაწილს და განმარტავს, რომ მან 20-- წლის ნ--------ში დაიწყო მასზე, როგორც გენერალურ დირექტორზე დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულება, თუმცა მოპასუხე კომპანიის ცალმხრივი გადაწყვეტილებით ამის შესაძლებლობა არ მიეცა. 20-- წლის ნოემბრის თვეში თანხების მიღების დროისათვის მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და ივ------------–---–ი კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს. სწორედ ამიტომ, სსკ 406.1 მუხლის თანახმად ივ------------–---–ი ინარჩუნებს საპასუხო შესრულების, 20-- წლის ნოემბრის თვის ხელფასის მიღების უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით შესაფასებელი სამართალურთიერთობა ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს და მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მიხედვით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოხმობილი ნორმის ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ სასამსახურო ხელშეკრულების არსებით პირობას მათ შორის გასამრჯელოზე შეთანხმება წარმოადგენს.
როგორც ზემოთ აღინიშნა სს ,,ლ--–----’’-ს და ივ------------–---–ს შორის 20-- წლის 3--------–ს გაფორმებული სასამსახურო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოება დირექტორს ყოველთვიურად გადაუხდის გასამრჯელოს 7500 ლარს ხელზე ასაღები თანხის სახით. ამასთან გასამრჯელო გაიცემა თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.
„მეწრმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
„მეწრმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დირექტორთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მათთან წესდების შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით. წესდებაში ასეთი განსაზღვრების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ხელმძღვანელობის ზოგადი უფლებამოსილებანი.
ამავე კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე.
გათვალისწინებით იმისა, რომ ივ------------–---–ს ნოემბრის თვეში ხელფასის სახით მიღებული აქვს 6,275.2 ლარი, ამასთან მისი უფლებამოსილება, როგორც სს ,,ლ--–----’’-ს დირექტორის შეწყდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 16 ნ--------ს მიღებული №B1--------- გადაწყვეტილებით, სს ,,ლ--–----’’-ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ივ------------–---–ს უნდა დაეკისროს ზედმეტად მიღებული თანხის ანაზღაურება, რაც შეადგენს 2275 ლარს, კერძოდ, გათვალისწინებით იმისა, რომ 20-- წლის 16 ნოემბრამდე მისაღები ხელფასის ოდენობა იყო 4000 ლარი (7500:30*16), ხოლო ივ------------–---–ს მიღებული აქვს ნოემბრის თვის ანაზღაურება 6275 ლარის ოდენობით, მას კომპანიის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ზედმეტად მიღებული თანხა 2275 ლარი.
8.7. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-1307-1245-20-- საქმეზე განმარტა შემდეგი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით’’.
სასამართლო განმარტავს, რომ დირექტორი სამეწარმეო საზოგადოების მართვის აუცილებელი ორგანოა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების საქმიანობის სწორად წარმართვაში და მის მიერ მიღებული ბიზნეს-გადაწყვეტილებები, უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებში. დირექტორს კომპანიის წინაშე აქვს ვალდებულება განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები კეთილსინდისიერად, იმ რწმენით რომ მისი მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისათვის და იმგვარი ზრუნვით, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი გულისხმიერი ადამიანი. დირექტორის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილებები და შესაბამისად გარიგებები დაცულია სამართლებრივი თვალსაზრისით თუ დირექტორი არ არის დაინტერესებული სამეწარმეო გადაწყვეტილების საგნით და გარიგება შეესაბამება კომპანიის საუკეთესო ინტერესებს. ამასთან დირექტორი „დაინტერესებულ პირად“ ჩაითვლება სამეწარმეო გადაწყვეტილების საგნით, თუ აღნიშნული მასზე პირადად ახდენს გავლენას, მათ შორის, როგორც კომპანიასთან დასადები გარიგების მეორე მხარეზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-11-4-1076-20-- საქმეზე განმარტა შემდეგი ,,საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი არა მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი, არამედ, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი და პასუხს იძლევა კითხვაზე - როგორ უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მიერ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება დირექტორს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მას არ მიუძღვის საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში ბრალი და რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით. მტკიცების თვალსაზრისით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომაროება არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი (იხ. სუსგ №ას-245-230-20--, 23 ოქტომბერი, 20-- წელი.)’’.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 20-- წლის 22 მ---ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,დამკვეთი’’) და მეორეს მხრივ ,,უნ-------–-- ს.ა.’’-ს (,,შემსრულებელი’’) შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება საქართ---–---------------------------------ში ტემპერატურული რეჟიმის სასაწყობე მეურნეობების ბაზარისა და მისი ზრდის პერსპექტივების შესწავლის შესახებ; განსახორციელებელი პროექტის ფინანსური ანალიზისა და მომგებიანობის განსაზღვრის შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 17647 აშშ დოლარი.
ასევე დადგენილია, რომ 20-- წლის 22 მ---ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,დამკვეთი’’) და მეორეს მხრივ ,,უნ-------–-- ს.ა.’’-ს (,,შემსრულებელი’’) შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ს---–--------–----------–-ნებლობის დაპროექტება (,,პროექტი’’), მშენებლობის განხორციელებისათვის გასაწევი სამუშაოს შეფასება, პროექტის ტექნიკური და ფინანსური ანალიზი. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 23530 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს დირექტორმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულოს დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი. ამასთან აუცილებელია სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი; დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან; როგორც წესი, ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. აღნიშნული, თუნდაც ერთ-ერთი ნიშნის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას გამორიცხავს.
მხოლოდ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ივ------------–---–ის, როგორც სს ,,ლ--–----’’-ის დირექტორის მიერ, მოხდა მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება რომლის საგანი იყო ს---–--------–----------–-ნებლობის დაპროექტება (,,პროექტი’’), მშენებლობის განხორციელებისათვის გასაწევი სამუშაოს შეფასება, პროექტის ტექნიკური და ფინანსური ანალიზი, საქართ---–---------------------------------ში ტემპერატურული რეჟიმის სასაწყობე მეურნეობების ბაზარისა და მისი ზრდის პერსპექტივების შესწავლა, განსახორციელებელი პროექტის ფინანსური ანალიზისა და მომგებიანობის განსაზღვრა - არ წარმოადგენს საწარმოს დირექტორისათვის ხელშეკრულებაზე გადახდილი თანხის დაკისრების საფუძველს. მოსარჩელე (სს ,,ლ--–----’’) ვალდებული იყო სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ დასახელებული კვლევის საგანი არ წარმოადგენს კომპანიის ინტერესის სფეროს და მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნებოდა კვლევის შედეგი, კომპანია დასკვნას ვერ გამოიყენებდა მისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე. კომპანიის დირექტორის მოვალეობა განსაზღვრულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით და პირველ რიგში ეს არის - დირექტორმა განსაზღვროს საზოგადოების განვითარების მნიშნელოვანი პრიორიტეტები, რომელიც ხელსაყრელია ამ უკანასკნელისათვის. შესაბამისად იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დირექტორის თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა), პასუხისმგებლობის დაკისრება დირექტორისათვის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახეზე იქნება - მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ--–----’’-ს მოთხოვნა მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 41 177 აშშ დოლარის ანაზღაურება, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ივ------------–---–ისათვის დაკისრების თაობაზე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 20-- წლის მ---ი, ივნისი, ა--------, სექტემბერი და ოქტომბრის თვეებში, ივ------------–---–ის მიერ სს ,,ლ--–----’’-დან საქვეანგარიშოდ გატანილია ჯამში 47000 ლარი. ამასთან მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული თანხის ხარჯვის მიზნობრიობას და მოპასუხე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გატანა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს კომპანიისათვის ზიანის მიყენებად. სასამართლო განმარტავს, რომ სალაროდან თანხის გატანა არ წარმოადგენს უპირობოდ საწარმოსათვის ზიანის მიყენების მცდელობას და ასეთი ოპერაცია შესაძლებელია საწარმოს მიზნებს ემსახურებოდეს, თუმცა არ გულისხმობს, რომ დირექტორის (თანხის მიმღები პირის) გათავისუფლებას ვალდებულებისაგან ამტკიცოს, რომ მან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა კომპანიის მიზნებისათვის გამოიყენა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალების თანახმად 20-- წლის მ---ი, ივნისი, ა--------, სექტემბერი და ოქტომბრის თვეებში, ივ------------–---–ის მიერ სს ,,ლ--–----’’-დან საქვეანგარიშოდ გატანილია ჯამში 47000 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხის ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ მოპასუხის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 47000 ლარის გადახდა.
8.8. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.
განსახილველ შემთხვევაში სს ,,ლ--–----’’ მოითხოვს მოპასუხე ივ------------–---–ს დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 523 705 ლარის ოდენობით, ხოლო ზიანის წარმოშობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს ორ გარემოებას, კერძოდ: ა) ივ------------–---–ის (როგორც კომპანიის დირექტორის) 20-- წლის 4-----------ს გადაწყვეტილებას, რომლითაც განხორციელდა სს ,,დ--–--ის’’ სს ,,ლ--–----’’-ს მიმართ არსებული 99240 ლარის ოდენობით არსებული დავალიანების კონვერსია 9,924 ჩვეულებრივ აქციად, რაც 20-- წლის 7 მ---ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ბა--------2’’-ს (,,მყიდველი’’) შორის გაფორმებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებით გასხვისებული იქნა 5000 აშშ დოლარად; ბ) ასევე მოსარჩელე ივ------------–---–ისათვის ზიანის დაკისრების ვალდებულებას უკავშირებს ამ უკანასკნელის მიერ 20-- წლის 7----------ს გადაწყვეტილებას, რომლითაც განხორციელდა სს ,,პა------–--ს’’-ის სს ,,ლ--–----’’-ს მიმართ არსებული 424465 ლარის ოდენობით არსებული დავალიანების (მათ შორის: სესხის თანხა 285701 ლარი და კრედიტორული დავალიანება 138764 ლარი) კონვერსია 3-5,032 ცალ ჩვეულებრივ აქციად, რაც ასევე 20-- წლის 7 მ---ს ერთის მხრივ სს ,,ლ--–----’’-ს (,,გამყიდველი’’) და შპს ,,გე----------სს’’ (,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ მო----------------------–--------ს (,,მყიდველი’’) შორის გაფორმებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებით გასხვისდა 1-000 აშშ დოლარად.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, მაგრამ ამავე დროს დასახელებული საკანონმდებლო ნორმა მიუთითებს, რომ ის გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით ამ თუ იმ მოთხოვნის განხორციელების სპეციალური ვადა ან მისი ათვლის განსხვავებული წესი არ არის განსაზღვრული. ამდენად, ხანდაზმულობის მარეგულირებელი სხვა ნორმა, შესაძლოა, უფრო სპეციალური იყოს მოთხოვნის საფუძვლიდან გამომდინარე, ვიდრე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული ნორმა.
განსახილველ შემთხვევაში სს ,,ლ--–----’’ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და შესაბამისად დღის წესრიგში დგება დელიქტური სამართლის ნორმების გამოყენებისას, მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, ანუ სსკ-ის 10---ე მუხლი, რომლის თანახმად დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმეში წარმოდგენილია სს ,,ლ--–----’’-ს წესდება, რომლის თანახმად საზოგადოების მართვის ორგანოები დირექტორის გარდა არის აქციონერთა საერთო კრება და დირექტორთა საბჭო, ხოლო მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს აქციონერთა საერთო კრება.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 3- პუნქტის შესაბამისად აქციონერს უფლება აქვს, საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნება წარდგენილი საერთო კრებამდე 10 დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განხილულ იქნეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე, რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული.
ამავე მუხლის 32 პუნქტის თანახმად კი აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს.
ამავე მუხლის 33 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვთ, საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება.
ამავე მუხლის 35 პუნქტის თანახმად ნებისმიერი კლასის აქციათა 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, სააქციო საზოგადოების შესაბამისი მმართველობის ორგანოსგან მოითხოვონ ამ საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები ან/და დასადები გარიგებების შესახებ ინფორმაცია ან/და გარიგებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ასლები.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები.
ამავე კანონის 5--ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენცია არის კონტროლი გაუწიოს თითოეული დირექტორის საქმიანობას; ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში; გააკონტროლოს და შეამოწმოს საზოგადოების ფინანსური დოკუმენტაცია, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების სალარო და ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა; მას შეუძლია ეს დაავალოს ცალკეულ წევრებს ან განსაზღვრულ ექსპერტებს; შეამოწმოს წლიურ ანგარიშები, მოგების განაწილების წინადადება და ამის თაობაზე მოახსენებს საერთო კრებას; ცნობაში სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიუთითოს, თუ როგორ და რა მოცულობით შეამოწმა მან საზოგადოების ხელმძღვანელობა გასული სამეურნეო წლის განმავლობაში, წლიური ანგარიშისა და საქმიანობის ანგარიშის რომელი ნაწილი შეამოწმა და გამოიწვია თუ არა ამ შემოწმებებმა საბოლოო შედეგების არსებითი ცვლილებები;
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და კომპანიის წესდების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ კომპანიის აქციონერები და სამეთვალყურეო საბჭო აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას, მათ უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოსთხოვონ დირექტორს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში სს ,,ლ--–----’’-ს კუთვნილი აქციების (რომელიც კომპანიას გააჩნდა სს ,,დ--–--ში’’ და სს ,,პა------–--სში’’) შპს ,,ბა--------2’’-სათვის და მო----------------------–--------ისათვის მიყიდვის თაობაზე ივ------------–---–ის 20-- წლის 7 მ---ის გადაწყვეტილება, იმთავითვე ცნობილი იყო სს „ლ--–----“–ის აქციათა 97%–ის მფლობელი კომპანია „ლი--------------–----------------ვი.“-სათვის (ტ.2. ს.ფ. 226-227). აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი „ლი--------------–----------------ვი.“-ს მიერ გაცემული მინდობილით (ტ.2. ს.ფ. 216-217), რომლის თანახმად კომპანიის იურისტებს მიენიჭათ უფლებოსილება მონაწილეობა მიიღონ შპს ,,ბა--------2’’-ში და სს ,,პა------–---ში’’ კომპანიის კუთვნილი აქციების გასხვისებასთან დაკავშირებით და ასევე შპს „გე----------ის“ 20-- წლის 7 მ---ის პარტნიორთა კრების ოქმით, რომელზეც „ლი--------------–----------------ვი.“–მ მიიღო შპს „გე----------სი“–ს კუთვნილი წილების გასხვისების გადაწყვეტილება შემდეგ კომპანიებში: შპს „ბა------------------ი“, შპს „ბა--------2“ და სს „პა------–----.“ (ტ.2. ს.ფ. 222-225).
მართალია საქმეში წარმოდგენილია „ლი--------------–----------------ვი.“–ს დირექტორის ოლ------------ას განცხადება, რომ კომპანიას არასდროს ჰქონია პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი ან რაიმე ინტერესი, ან წილი ,,მო--------------------–--------ში’’ (ტ.3. ს.ფ. 119-122), თუმცა საწინააღმდეგოს მიუთითებს საქმეში არსებული მასალები და საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ჯუ------------–---–ის (შპს ,,ბა------------------ი’’-ის და შპს ,,ბა--------2’’-ს დირექტორი ტ.2. ს.ფ. 235-237, 249-251) და ლე-----------ას (შპს ,,გე----------სის’’ დირექტორი, ტ.2. ს.ფ. 226-227), ჩვენებები. მოწმეთა განმარტებით, რომ სს „ლ--–----“–ის მიერ განხორციელებული კონვერსიები და აქციათა გასხვისება წარმოადგენდა კა-------------ის და „ლი--------------–----------------ვი.“–ს დაქვემდებარებაში არსებული კომპანიათა ჯგუფის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სქემის ნაწილს და ივ------------–---–ი, ისევე, როგორც ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების დირექტორები მოქმედებდნენ უშუალო ბენეფიციარების დავალებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ,,ლ--–----’’-ს შეგებებული სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 20-- წლის 9----------ს, სასმართლო იზიარებს ივ------------–---–ის (წარმომადგენელთა) პოზიციას, რომ სს ,,ლ--–----’’-ს მოთხოვნა - დაეკისროს ივ------------–---–ს 20-- წლის 7 მ---ის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება 523 705 ლარის ოდენობით, არის ხანდაზმული.
გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დერივაციული სარჩელის განხილვისას მტკიცების თვალსაზრისით, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, მან უნდა მიუთითოს და წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს საწარმოს მატერიალური დანაკლისის ფაქტს, რომელიც დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგია, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია, გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომარეობა არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) მხოლოდ ვალის მოცულობისა და შემდეგში გასხვისებული აქციების ნასყიდობის ფასთა სხვაობაზე მიუთითებს და მასზედ დაყრდნობით ითხოვს მოპასუხისათვის ზიანის დაკისრებას, თუმცა მის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება, რომ 20-- წლის 7 მ---ის მდგომარეობით სს „ლ--–----“–ის აქციები, რომელიც კომპანიას გააჩნდა სს ,,დ--–--ში’’ და სს ,,პა------–--სში’’ გაცილებით მაღალი ღირებულების იყო და დირექტორის - ივ------------–---–ის მიერ მათი გასხვისებისას ბრალეულად იქნა დარღვეული ფიდუციური მოვალეობები, წარმოდგენილი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ--–----’’-ს მოთხოვნა დაეკისროს მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 523 705 ლარის ოდენობით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში ივ------------–---–ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე 50 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 96-97). ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნას სარჩელის აღძვრის დროისათვის ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსი (2,61 ლარი) და დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) 400 000 აშშ დოლარი (1044000 ლარი); ბ) 100 000 აშშ დოლარი (261000 ლარი); გ) 7500 ლარი; დ) 7500 ლარი; ე) 400 000 აშშ დოლარის 0,07 პროცენტი 20-- წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით წარმოადგენს 800226 ლარს; ვ) 100 000 აშშ დოლარის 0,07 პროცენტი 20-- წლის 17----------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით წარმოადგენს 200056 ლარს; ზ) 7500 ლარის 0,07 პროცენტი (5,25 ლარი) 20-- წლის 6 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით წარმოადგენს 5748 ლარს.
ამდენად ჯამში ივ------------–---–ის სარჩელზე დავის საგნის ღირებულებას წარმოადგენს 2 326 030 ლარი. ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისი პროპორციით უნდა დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რაც შეადგენს 1693 ლარს. ასევე ივ------------–---–ის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
სს ,,ლ--–----’’-ს მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ.2. ს.ფ. 1-0-1-1). აღნიშულ შემთხვევაშიც გათვალისწინებული უნდა იქნას შეგებებული სარჩელის აღძვრის დროისათვის ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსი (2,46 ლარი) და დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) 9000 აშშ დოლარი (221-0 ლარი); ბ) 372 ლარი; გ) 7000 ლარი; დ) 7275 ლარი ლარი; ე) 47000 ლარი; ვ) 41 177 აშშ დოლარი (10--95 ლარი); ზ) 523 705 ლარი.
ამდენად ჯამში სს ,,ლ--–----’’-ს შეგებებულ სარჩელზე დავის საგნის ღირებულებას წარმოადგენს 708787 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ 9000 აშშ დოლარის და 7000 ლარის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი საფუძველზე სს ,,ლ--–----’’-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 207 ლარის ოდენობით, ხოლო 353 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ივ------------–---–ს (შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად). მასვე უნდა დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს.
საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 90-91), რომელიც გაფორმებულია იურიდიულ ფირმა შპს ,,ბ----–---’’-ს და ივ------------–---–ს შორის. ხელშეკრულების თანახმად იურიდიული მომსახურების საფასური ერთ დავაზე განსაზღვრულია 10 000 აშშ დოლარით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ, დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. იმისათვის, რომ მხარისათვის მისი დაკისრება მოხდეს, აუცილებელია, შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით (იგულისხმება, ფაქტობრივ- სამართლებრივი სირთულე, საქმის მნიშვნელობა და სხვა), რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა და წესი ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ივ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ივ------------–---–ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 5000 აშშ დოლარის ოდენობით.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 4-------ს განჩინებით ივ------------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ა) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა სს ,,ლ--–----’’-ს უძრავი ქონების მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დასახლება ზა----, ქუჩა ავ---–-- №5-, ს/კ 72.1--0--1--, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, მათ შორის აღნიშნული უძრავი ნივთის გამოყენება უკვე არსებული ვალდებულების ზრდის ან/და დამატების უზრუნველსაყოფად; ბ) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა სს ,,ლ--–----’’-ს უძრავი ქონების მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქუჩა იუ--–--- №1-, ს/კ 0-----------.0--, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, მათ შორის აღნიშნული უძრავი ნივთის გამოყენება უკვე არსებული ვალდებულების ზრდის ან/და დამატების უზრუნველსაყოფად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 26 ივნისის განჩინებით სს ,,ლ--–----’’-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 4-------ს განჩინება, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა სს ,,ლ--–----’’-ს უძრავი ქონების მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქუჩა იუ--–--- №1-, ს/კ 0-----------.0--, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, მათ შორის აღნიშნული უძრავი ნივთის გამოყენება უკვე არსებული ვალდებულების ზრდის ან/და დამატების უზრუნველსაყოფად.
გათვალისწინებით იმისა, რომ ივ------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (500 000 აშშ დოლარისა და 7500 ლარის დაკისრების ნაწილში), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 4-------ს განჩინება, რომლითაც ივ------------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა სს ,,ლ--–----’’-ს უძრავი ქონების მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დასახლება ზა----, ქუჩა ავ---–-- №5-, ს/კ 72.1--0--1--, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, მათ შორის აღნიშნული უძრავი ნივთის გამოყენება უკვე არსებული ვალდებულების ზრდის ან/და დამატების უზრუნველსაყოფად, უნდა დარჩეს უცვლელად.
10.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 9----------ს განჩინებით სს ,,ლ--–----“-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში ივ------------–---–ის (პ/ნ 0--1-------) სახელზე არსებულ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის - ჯამში 708 789 (შვიდასრვაათას შვიდასოთხმოცდაცხრა) ლარის ფარგლებში.
ვინაიდან სს ,,ლ--–----’’-ს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (ჯამში 78787 ლარის დაკისრების ნაწილში), შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 9----------ს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს 630002 ლარზე ყადაღის დადების ნაწილში, ხოლო იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა აქვს დადებული საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში ივ------------–---–ის (პ/ნ 0--1-------) სახელზე არსებულ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს ჯამში 78787 ლარის ფარგლებში, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ივ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ 400 000 (ოთხასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (ხელზე მისაღები თანხა), გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის შესაბამისად
1.2. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა (ხელზე მისაღები თანხა), გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის შესაბამისად.
1.3. დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ 20-- წელს გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
1.4. ივ------------–---–ის სარჩელი დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს 7500 ლარის გადახდა და დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი შემდეგი გაანგარიშებით: 7500 ლარის 0,07 პროცენტი (5,25 ლარი) 20-- წლის 6 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არ დაკმაყოფილდეს.
1.5. ივ------------–---–ის მოთხოვნები: ა) დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი შემდეგი გაანგარიშებით: 500 000 აშშ დოლარის 0,07 პროცენტი (3-- აშშ დოლარი) 20-- წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბ) დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს ივ------------–---–ის სასარგებლოდ დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი შემდეგი გაანგარიშებით: 125 000 აშშ დოლარის 0,07 პროცენტი (87,5 აშშ დოლარი) 20-- წლის 17----------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არ დაკმაყოფილდეს.
2. სს ,,ლ--–----’’-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.1. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის გადახდა;
2.2. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო თანხის გადახდა 372 (სამას სამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით.
2.3. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 20-- წლის სექტემბრის თვეში დამატებითი ხელფასის სახით მიღებული თანხის 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა;
2.4. მოპასუხე ივ------------–---–ს დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ 20-- წლის ნოემბრის თვეში ხელფასის სახით ზედმეტად მიღებული თანხის 2275 (ორი ათას ორას სამოცდათხუთმეტი) ლარი ლარის გადახდა;
2.5. მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 47000 (ორმოცდაშვიდი ათასი) ლარის გადახდა;
2.6. სს ,,ლ--–----’’-ს მოთხოვნა მოპასუხე ივ------------–---–ს დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ 20-- წლის ნოემბრის თვეში ხელფასის სახით ზედმეტად მიღებული თანხის 5000 ლარის გადახდა არ დაკმაყოფილდეს.
2.7. სს ,,ლ--–----’’-ს მოთხოვნა მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 41 177 აშშ დოლარის ანაზღაურება არ დაკმაყოფილდეს.
2.8. სს ,,ლ--–----’’-ს მოთხოვნა მოპასუხე ივ------------–---–ს სს ,,ლ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 523 705 ლარის ანაზღაურება არ დაკმაყოფილდეს.
3. სს ,,ლ--–----’’-ს დაეკისროს ივ------------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1693 (ათას ექვსას ოთხმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით.
4. სს ,,ლ--–----’’-ს დაეკისროს ივ------------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. ივ------------–---–ს დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 353 (სამას ორმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით.
6. სს ,,ლ--–----’’-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარჩელის აღძვრისას სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 207 (ორას შვიდი) ლარის ოდენობით (გადახდის თარიღი 20-- წლის 9----------, გადახდილი თანხა 5000 ლარი, გადამხდელის ბანკი სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’, გადამხდელი J---------, სახაზინო კოდი 300773-50).
7. ივ------------–---–ს დაეკისროს სს ,,ლ--–----’’-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
8. სს ,,ლ--–----’’-ს დაეკისროს ივ------------–---–ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
9. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 9----------ს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში ივ------------–---–ის (პ/ნ 0--1-------) სახელზე არსებულ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს ჯამში 630002 ლარის ფარგლებში, ხოლო 78787 ლარის ფარგლებში ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა დარჩეს უცვლელად.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1- დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე