გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2019
საქმის ნომერი
611210018002604678
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210018002604678

#2/3---18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.03.2019 წელი ქ. მ--------–ი

შესავალი ნაწილი

მ--------–ის მ-----------ი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - ა-–---–- ა-----ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - გ--–- გ--–----ე

მოპასუხე - სსიპ ,,ს----–-–----- ქ------- ე---------–ი ს---------"

წარმომადგენლები - მ------ ნ------ე, ქ------- ქ---–---,მესამე პირი დამოკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------------ის საჯარო სკოლა

წარმომადგენლები - ფ------ გ----------ი (დირექტორი), მ--- ბ--------–---–ი,მესამე პირები დამოკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ო------ მ------ი, შ---–- მ------ა, პ------- მ------ა და ტ------ ა-----ა,წარმომადგენელი - ი---- ბ----–-–---–ი

დავის საგანი - აუცილებელი გზის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ა-–---–- ა-----ი ითხოვს აუცილებელი სატრანსპორტო და საფეხმავლო გზის დადგენას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს #0-------- დასკვნის მე-2 ვარიანტის და მის საფუძველზე ი/მ მ----- ა-–---ის მიერ მომზადებული საკადასტრო აგეგმითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ს----–-–-----ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (სკ 8-----------) გავლით.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ საკუთრებაში აქვს მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------------ში მდებარე უძრავი ქონება - 3100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სკ 8-----------). იქიდან გამომდინარე, რომ მისი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სხვა მესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გარემოცვაში, მას შეზღუდული აქვს საჯარო გზასთან დამ---ვშირებელი აუცილებელი გზით სარგებლობის შესაძლებლობა. მისი დავალებით ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი გზასთან და შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ ორი ვარიანტი, სადაც საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან მოეწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან: პირველი ვარიანტი - #8----------- და #8----------- საკადასტრო კოდების მიწის ნაკვეთების გავლით და დანართი #2 ყვითელი ფერის ისრების მიმართულებით, და მეორე ვარიანი - #8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით დანართი #2 ლურჯი ფერის ისრებით. იქიდან გამომდინარე, რომ მე-2 ვარიანტი გზის ნაწილი არის უფრო მოკლე შედარებით საჯარი გზასთან დასაკავშირებლად, ასევე გადის მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნაკვეთის ნაწილს, პრაქტიკულადაც საფეხმავლო მისასვლელი გზა აქედან იყო, და წარმოადგენს იმ ტერიტორიის ,,მკვდარი" კუთხის ნაწილს, არ იქნება მიყენებული რაიმე დანაკარგი და ზიანი. მხარისათვის არსებითი მნიშვნელობისაა ჰქონდეს აუცილებლელი საავტომობილო გზა. ის სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და კაპიტალური კედლით გამიჯნავს აუცილებელ გზას სკოლის ეზოსგან.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ ,,ს----–-–----- ქ------- ე---------–მა ს---------"-მ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გზა არ არის ერთადერთი გზა. ექსპერტის დასკვნით, უმოკლესი საფეხმავლო და საავტომობილო გზა შეიძლება მოეწყოს #8----------- და #8----------- საკადასტრო კოდების მიწის ნაკვეთების გავლით. ამასთან, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------------ის საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება. მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებულია სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, რაც გამორიცხულია აუცილებელი გზის დადგენის პირობებში, ვინაიდან აუცილებელი უალტერნატივო კავშირი საჯარო გზასთან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

2.2. დამოკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია

სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------------ის საჯარო სკოლის წარმომადგენელი მ--- ბ--------–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ბავშვები სწორედ ამ ადგილიდან შედიან სკოლის ტერიტორიაზე, რომელზეც მოსარჩელე აცხადებს, რომ აუთვისებელია, და იგი არის მუდამ უფრო დატვირთული, ვიდრე სხვა ტერიტორიები, ვინაიდან აქ სულ არის ბავშვების მოძრაობა უწყვეტად. ბავშვების ინტერესებში შედის სწორედ ის, რომ უსაფრთხო გარემო იყოს სკოლის მთლიან ტერიტორიაზე შექმნილი. რაც შეეხება გზის გაყვანას, ეს შორეული პერსპექტივაა, და რომც განხორციელდეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობითი სამუშაოების ჩატარება იქნება ამისთვის საჭირო, რომელიც ხელისშემშლელი იქნება სასწავლო პროცესისათვის.

 

2.3. დამოკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების პოზიცია

ო------ მ------ი, შ---–- მ------ა, პ------- მ------ა და ტ------ ა-----ა წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებაში არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითეს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელეს აქვს გზა, რომელიც დაკავშირებულია საჯარო გზასთან, თუმცა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ მოსარჩელეს აუცილებელი გზა უნდა დაუდგინდეს მისი მოთხოვნის შესაბამისად, ს----–-–-----ს საკუთრებაში არსებული, და არა მათი მიწის ნაკვეთების გავლით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგურარხში მდებარე უძრავი ქონება (სკ 8-----------) წარმოადგენს ა-–---–- ა-----ის საკუთრებას.

მტკიცებულება:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 43-45).

 

3.1.2. მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგურარხში მის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონება სკ 8----------- წარმოადგენს ს----–-–-----ს საკუთრებას, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8----------- წარმოადგენს ო------ მ------ის, პ------- მ------ას, ტ------ მ------ას და შ---–- მ------ას თანასაკუთრებას, ხოლო მიწის ნაკვეთი სკ 8----------- - ო------ მ------ის საკუთრებას.

მტკიცებულებები:

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს. ფ. 40-42, 49, 140-141);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს 2018 წლის 5 ივნისის დასკვნა #0-------- (ს. ფ. 24-38, 210-225).

 

3.1.3. ს----–-–----- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (სკ 8-----------) რეგისტირებულია სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დემიაგეურარხის საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება. იქ ამჟამად ფუნციონირებს სკოლა, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად.

მტკიცებულება:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 40-42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 100, 2019 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგურარხში მდებარე ა-–---–- ა-----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (სკ 8-----------) ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. მას ოთხივე მხრიდან ესაზღვრება სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არაა, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობით შეღობილია და სხვის მფლობელობაშია.

მასთან უმოკლესი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან - 1. ვარიანტი: #8----------- და #8----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულიო მიწის ნაკვეთების გავლით, 2. ვარიანტი - #8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის გავლით.

ორივე შემთხვევაში, მისასვლელი საავტომობილო გზის მოსაწყობად საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტდება მხარეთა შეთანხმებით და ადგილზე დაზუსტების საფუძველზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მავთულბადის ღობის ნაწილის დემონტაჟი და გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება), რომელიც უნდა განახორციელდეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო პირობების მოთხოვნების შესაბამისად.

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას არარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ექსპერტის დასკვნით ირკვევა, ის შემოღობილია, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იმყოფება კონკრეტული პირის მფლობელობაში. მართალია, რომელიმე ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრების უფლება მასზე ექსპერტმა ვერ დაადგინა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა და სტანდარტების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მიწის რეფორმა, ეს არ გამორიცხავს მასზე საკუთრების უფლების არსებობას. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიჩნევა ს----–-–-----ს საკუთრებად. ამასთან, არც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გადის გზა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის კავშირს საჯარო გზასთან.

მტკიცებულებები:

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს. ფ. 40-49);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს 2018 წლის 5 ივნისის დასკვნა #0-------- (ს. ფ. 24-39);

- საკადასტრო გეგმა (ს. ფ. 42);

- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი დისკთან ერთად (ს. ფ. 46-48);

- ექსპერტ ლ------- კ-----------ის განმარტებები (2019 წლის 7 მარტის სხდომის ოქმი,14:54:02-15:03:45 სთ ).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ა-–---–- ა-----ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე სამოქალაქო მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 23 თებერვალის განჩინებაში, საქმეზე #ას-889-829-2017, განმარტა, რომ დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი).

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება დაცულია მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დადგენილია ს----–-–-----ს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს საკუთრებით მშვიდობიან სარგებლობას, თუმცა, როგორც კონვენციით, ისე - ე---------–ი სამართლით (სკ-ის 170-ე მუხლი) საკუთრების უფლებაში ჩარევა დასაშვებია, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია პროპორციულობის ტესტი, რომლის თანახმადაც, ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური, ემსახურებოდეს ნათელი მიზნის მიღწევას და იყოს თანაზომიერი (უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება). საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და მტკიცების თვალსაზრისით, ეს ნორმა მოსარჩელეს ავალდებულებს იმის სარწმუნოდ დადასტურებას, რომ სახეზეა მისი პირველი ნაწილის ყველა ელემენტი (საქმე #ას-127-127-2018, 2018 წლის 20 აპრილის განჩინება).

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენას, რაც ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების ბოჭვას იწვევს და დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობაა მოცემული, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს არ უნდა ჰქონდეს კავშირი საჯარო გზასთან, ამ კავშირს უნდა უზრუნველყოფდეს მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და კავშირი უნდა იყოს ობიექტურად უალტერნატივო. ამასთან, ობიექტური მიზანშეწონილობა გულისხმობს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (მესაკუთრეების) საკუთრების უფლება უნდა შეიზღუდოს შეძლებისდაგვარად მინიმალურად და ალტერნატიული ვარიანტების არსებობის შემთხვევაში, იმ ვარიანტს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელიც ნაკლებად ლახავს სხვა პირის საკუთრების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. და 3.1.2. პუნქტები), სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ნამდვილად არ აქვს კავშირი საჯარო გზასთან. ექსპერტის დასკვნაში შემოთავაზებულია ორი ვარიანტი, რომელთაგან მოსარჩელე უპირატესობას ანიჭებს მე-2 ვარიანტს იმ საფუძვლით, რომ ეს გზა უფრო მოკლეა, უნდა მოეწყოს მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთის გავლით, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე, და ფაქტობრივადაც ამგვარად არის მოწყობილი გზა.

სავარაუდო გზების სიგრძესთან დაკავშირებით ექსპერტის დასკვნაში მონაცემები არ არის და მასზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ დასკვნაში მოცემულ ნახაზზე ვიზუალური დაკვირვებით. ექსპერტის განმარტების თანახმად კი, გზის სიგრძე დაახლოებით ერთი და იგივე იქნება. შესაბამისად, ეს არგუმენტი გადამწყვეტი ვერ იქნება დავისთვის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სკოლას, რომელიც დღეისათვის იქ ფუნქციონირებს.

,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალ საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით.

გზის უსაფრთხოების საკითხი მით უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, როდესაც საკითხი ბავშვებს - არასრულწლოვნებს შეეხებათ. ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და ამ სფეროში ს----–-–-----ს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ხაზს უსვამს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ასევე გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მონაკვეთი, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, უნდა გაიაროს საავტომობილო გზამ, მოეწყობა მიწის ნაკვეთის განაპირა ადგილას, რომელიც ფაქტობრივად არც გამოიყენება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტი არ მეტყველებს იმაზე, რომ სრულად იქნება დაცული ბავშვების უსაფრთხოება. ბავშვები დღის განმავლობაში, სკოლაში ყოფნისას, დროის გარკვეულ მონაკვეთს მის ეზოში ატარებენ, დარბიან, თამაშობენ. დასვენებასა და გაკვეთილების დაწყებამდე/დასრულების შემდეგ ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან სკოლის ტერიტორიაზე. ასეთ ვითარებაში, ს----–-–-----ს ვალდებულებაა უზრუნველყოს ისინი უსაფრთხო გარემოთი როგორც სასწავლო დაწესებულების შენობის შიგნით, ისე მის ეზოში. სკოლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ეზოში საავტომობილო გზის მოწყობა ერთმნიშვნელოვნად საფრთხის შემცველი იქნება ბავშვებისთვის. აკრძალვა, რომ არ მიუახლოვდნენ კონკრეტულ ადგილს, მოკლებული იქნება სამართლებრივ საფუძველს და ფაქტობრივადაც შეუსრულებელი დარჩება.

მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ აუცილებელი გზის გამიჯვნით მიწის ნაკვეთის დანარჩენილ ნაწილისგან.

მოსარჩელე აცხადებს, რომ ის უზრუნველყოფს კაპიტალური კედლის აშენებას.

სასამართლო ეთანხმება მოსარჩელეს, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვთა უსაფრთხოება დაცული იქნება, თუმცა აქვე ყურადღებას ამახვილებს აუცილებელი გზის სამართლებრივ ბუნებაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი წარმოადგენს საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვის კანონისმიერ საფუძველს სხვა პირისათვის სარგებლობის უფლების მინიჭებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ინარჩუნებს მასზე საკუთრების უფლებას, რაც თავის თავში მოიაზრებს ფლობას, სარგებლობას და განკარგვას, თუმცა ამ მიწის ნაკვეთის ნაწილით სარგებლობის უფლებას ასევე ანიჭებს მესამე პირს - მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.

მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სქემით აუცილებელი გზის მოწყობით კი მისი ამჟამინდელი მესაკუთრის საკუთრების უფლება ფიქციად გარდაიქმნება - ის ნაწილი, რომელზეც მოეწყობა აუცილებელი გზა, გაემიჯნება მიწის ნაკვეთის დანარჩენ ნაწილს კედლით და მისით ფაქტობრივად მხოლოდ მოსარჩელე ისარგებლებს საკუთარი მიზნებისთვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტი გვთავაზობს მე-2 ალტერნატივასაც. საგულისხმოა, რომ მეორე შემთხვევაში უფლება ეზღუდება ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, თუმცა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8----------- წარმოადგენს კომლის - ო------ მ------ის, პ------- მ------ას, ტ------ მ------ას და შ---–- მ------ას თანასაკუთრებას, ხოლო მიწის ნაკვეთი სკ 8----------- - ამ კომლის ერთ-ერთი წევრის - ო------ მ------ის საკუთრებას. ამასთან, როგორც ექსპერტმა განმარტა, ო. მ------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში (სკ 8-----------) საჯარო გზიდან შედის გრუნტის გზა, რომლითაც, როგორც მოსარჩელემ და მესამე პი---- დაადასტურეს, უკვე ისარგებლა ა. ა-----მა. ამ გზით სარგებლობენ თავად მესამე პირებიც. მართალია, აღნიშნული გზა სრულად არ უზრუნველყოფს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის კავშირს საჯარო გზასთან - არ მივყავართ მასთან, მაგრამ როგორც დასკვნაშია ასახული, ორივე შემთხვევაში გზის მოსაწყობად სამუშაოებია ჩასატარებელი.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში, ვინაიდან არჩევანი უნდა გაკეთდეს სხვადასხვა პირთა საკუთრების უფლების შეზღუდვას შორის, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ამ პირთა ინტერესებით, კერძოდ, თუ რომელი ვარიანტის არჩევა შეზღუდავს ნაკლებად დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. მოცემულ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სკ 8----------- მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლების შეზღუდვის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს ს----–-–----- ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და ს----–-–----- ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს ს----–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები ს----–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ს----–-–----- ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ს----–-–----- ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

ამდენად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნაზე გადასახდელი ბაჟი შეადგენს 4000/100X3=120 ლარს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მ-----------ი მოსამართლის განსჯად საქმეზე ს----–-–----- ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად კი, მ-----------ი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 4000 ლარს. შესაბამისად, დავა მ-----------ი სასამართლოს განსჯადია, რის გამოც მასზე გადასახდელი ს----–-–----- ბაჟის ოდენობა ნახევრდება და შეადგენს 60 ლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზედმეტად გადახდილი ს----–-–----- ბაჟი მოსარჩელეს დაუბრუნდება ს----–-–----- ბიუჯეტიდან.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა-–---–- ა-----ის სარჩელი სსიპ ,,ს----–-–----- ქ------- ე---------–ი ს---------"-ს მიმართ აუცილებელი გზის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. ა-–---–- ა-----ს ს----–-–----- ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ--–- გ--–----ის მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გადახდილი ს----–-–----- ბაჟის - 120 ლარის (საგადახდო დავალება #0) ნახევარი - 60 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მ--------–ის მ-----------ი სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მ--------–ის მ----------- სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: მანანა მესხიშვილი