გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31118-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - რკ „პი-----–-------------------–---ი“
წარმომადგენლები - არჩ--–---–----ე (ლიკვიდატორი), თა----------ია, ანა ჯი--–---
მოპასუხეები - მა---------–---, გი--------------–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - მა---------–---ს და გი--------------–ს რკ „პი-----–-------------------–---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 234.90 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 2 542.65 ლარი, პროცენტი - 2--.34 ლარი და პირგასამტეხლო - 474.91 ლარი;
1.2. მოპასუხეებს - მა---------–---ს და გი--------------–ს რკ „პი-----–-------------------–---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითად თანხაზე - 2 542.65 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის - წლიური 20%-ის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 41.80 ლარს, 20---–-–-----------------იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. მოპასუხეებს - მა---------–---ს და გი--------------–ს რკ „პი-----–-------------------–---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადასახდელ თანხაზე - 2 759.99 ლარზე (ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი), ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 0.25%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს დღეში 6.90 ლარს, 20---–-–-----------------იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 20---–-–---------------ს რკ „პი-----–------------------–---სა“ და მა---------–---ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მა---------–---ზე გაიცა სესხი 6 200 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 20%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.25%.
სარჩელში მითითებულია, რომ მა---------–---მ არ დაფარა სესხი სრულად და ბოლო გადახდა განახორციელა 01.05.20-- წელს, რის გამოც, მისი დავალიანება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3 234.90 ლარს.
მოპასუხე გი--------------–თან დაკავშირებით სარჩელში განმარტებულია, რომ მან დაარღვია მისი, როგორც კომპანიის დირექტორის ფიდუციური ვალდებულებები, რაც გამოიხატა მა---------–---ზე სესხის გაცემაში იმ პირობებში, როცა რკ „პი-----–-------------------–---ი“ იყო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. ამასთან, მისი და ზოგადად, ხელმძღვანელობის მისამართით კომპანიის კი წარმომადგენელი მიუთითებს მათ არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე, რამაც საერთო ჯამში გამოიწვია „კ--–-----“ გაკოტრება, რის გამოც გააჩნია 4 000 000 ლარამდე დავალიანება მეანაბრეებისა და სხვა კრედიტორების წინაშე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი მოპასუხე გი--------------–მა, რომელმაც არ ცნო სარჩელი და არ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. თუმცა, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა და ამდენად, მისი პოზიცია ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში უცნობია.
2.2. მოპასუხე მა---------–---მ წარმოდგენილ შესაგებელში ცნო სარჩელი.
სასამართლო სხდომაზე მა---------–---მ დააზუსტა მისი პოზიცია და განმარტა, რომ დავალიანების ძირითად თანხას და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს სადავოდ არ ხდის. რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის შემდგომ მოთხოვნილ პროცენტს (მიუღებელ შემოსავალს) და პირგასამტეხლოს აღსრულებამდე, მოპასუხე არ ეთანხმება და ითხოვს, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 20-- წლის 2-------ს №2-- განკარგულებით რკ „პი-----–------------------–---ს“ გაუუქმდა არასაბანკო სადეპოზიტო - საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაცია. ლიკვიდატორად დაინიშნა არჩ--–---–----ე.
(ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულება, ს.ფ. 22)
3.1.2. უდავოა, რომ გი--------------–ი წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს სადავო სესხის გაცემის მომენტისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესრულებული რკ „პი-----–-------------------–---ის“ საერთო ფინანსური მდგომარეობის შემოწმების აქტით (2----–-–--------------ის მდგომარებით) დგინდება, რომ გი--------------–ი ასევე არის კ--–----- 24.5%-ის წილის მესაკუთრე და გამგეობის თავმჯდომარე.
(მხარეთა ახსნა-განმარტებები; შემოწმების აქტი (ს.ფ. 37-45)
3.1.3. 20---–-–---------------ს ერთის მხრივ რკ „პი-----–------------------–---ს“ (წარმოდგენილი მისი დირექტორის გი--------------–ის სახით) და მეორეს მხრივ მა---------–---ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №ს---11.2-----, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა სესხის თანხა - 6 200 ლარი, 24 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 20%-ის დარიცხვით.
ვალდებულების დარღვევისთვის ხელშეკრულების 4.1 მუხლით განისაზღვრა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.25%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 4.2 მუხლით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებელი გადააცილებს ხელშეკრულების 2.6 მუხლით გათვალისწინებული სესხის თანხის დაბრუნების ვადას (სესხის გაცემის დღიდან 24 თვეს), გამსესხებელი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
(სესხის ხელშეკრულება, დაფარვის გრაფიკი, ს.ფ.23-24, 25)
3.1.4. მა---------–---მ 20---–-–--------------ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განახორციელა 05.01.20-- წელს.
(სარჩელი; ამონაწერი, ცნობა დავალიანების შესახებ, ს.ფ. 26-28, 29)
3.1.5. 20---–-–-----------------ის მდგომარეობით მა---------–---ს ერიცხება სასესხო დავალიანება 3 234.90 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 2 542.65 ლარი, დარიცხული პროცენტი - 2--.34 ლარი და პირგასამტეხლო - 474.91 ლარი.
(სარჩელი; ცნობა დავალიანების შესახებ, ს.ფ. 29)
3.1.6. რკ „პი-----–-------------------–---ის“ ლიკვიდატორ არჩ--–---–----ის მიერ მა---------–---ს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც მსესხებელს მოეთხოვა დავალიანების დაფარვა. შეტყობინება მოპასუხეს ჩაბარდა 12.10.20-- წელს.
(შეტყობინება, საფოსტო უკუგზავნილი, ს.ფ. 291-30)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მა---------–---ს რკ „პი-----–-------------------–---ის“ წინაშე, 20---–-–-----------------ის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება 3 234.90 ლარის ოდენობით.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დავალიანების შესახებ ცნობით და თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებითაც დადგენილად მიიჩნევს, რომ მა---------–---ს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე ჯეროვნად. სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტში მიუთითა, რომ მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 01.05.20-- წელს, მაშინ როცა, ხელშეკრულებაზე დანართი გრაფიკის შესაბამისად, სესხი სრულად უნდა დაფარულიყო 22.11.20-- წელს. ამდენად, დავალიანების არსებობა წარმოადგენს უდავო გარემოებას. მის ოდენობასთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ იზიარებს ლიკვიდატორის მიერ გაცემულ ცნობას დავალიანების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მა---------–---ს რკ „პი-----–-------------------–---ის“ წინაშე, 20---–-–-----------------ის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება 3 234.90 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 542.65 ლარი, მასზე დარიცხული პროცენტი - 2--.34 ლარი და პირგასამტეხლო - 474.91 ლარი.
3.2.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 0.25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 20---–-–-----------------იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაღალია, უნდა შემცირდეს და მისი გადახდა მა---------–---ს უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ 10-ჯერ შემცირებული ოდენობით.
თავდაპირველად სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პერიოდზე და არა 20---–-–-----------------ამდე დარიცხულ თანხაზე, რამდენადაც, მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დაკისრებას მხოლოდ 17 ოქტომბრიდან აღსრულებამდე პერიოდზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მართალია სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების ნორმაზე, რომელიც მოსარჩელეს აძლევს უფლებას მოითხოვოს მოპასუხისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ მას სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ანიჭებს მისი შეფასების საშუალებას, ოდენობის გონივრულობის გათვალისწინებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი დაკისრება მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. აღნიშნულ პოზიციას სასამართლო ამყარებს იმ ფაქტს, რომ სესხზე დარიცხული სარგებელი - წლიური 20% ისედაც არის სამომხმარებლო სესხებისთვის გათვალისწინებულ პროცენტთან შედარებით მაღალი განაკვეთი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 0.25%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას მოსარჩელე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც ითხოვს და რამდენადაც მხარეს არ მოუთხოვია მისი შემცირება, მასზე არ იმსჯელებს სასამართლო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად, ხელშეკრულების მოქმედების დროს ისედაც მაღალი პროცენტით გამოხატული პირგასამტეხლო დაერიცხა სესხს. ამ ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ორგანიზაცია პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ისედაც დაიკმაყოფილებს მის მოთხოვნას სრულად და მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისაღებ თანხაზე მეტს, პირგასამტეხლოს ხარჯზე. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომაც 0.25%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არის არაგონივრული.
ყოველივე ხსენებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს პირგასამტეხლოს შემცირებას 10-ჯერ და ამდენად, 20---–-–-----------------იდან, მოპასუხეს, ყოველდღიურად ნაცვლად 0.25%-ისა, უნდა დაეკისროს 0.025%-ის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3.2.3. მა---------–---ს რკ „პი-----–-------------------–---ის“ სასარგებლოდ არ ეკისრება 20---–-–-----------------იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების ძირითადი თანხის - 2 542.65 ლარის 20%-ის გადახდა, როგორც მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს პროცენტის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე ხელშეკრულების 2.3 მუხლზე და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირითადი თანხის წლიური 20%-ის მოპასუხეზე დაკისრებას. თუმცა, ყურადღებამისაქცევია, რომ მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ სამართლებრივ საფუძვლებზე და არ ახსენებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მის კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნას გახდიდა საფუძვლიანს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს მეტად გულმოდგინე და ფაქიზ მიდგომას უფრო მეტად დაუცველი მხარის კიდევ უფრო მეტად კაბალურ პირობებში ჩაყენების თავიდან ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში უპირობოდ მივიღებთ შემთხვევას, როდესაც პირისათვის, რომლისთვისაც შეუძლებელია მიმდინარე დავალიანების თანხის გადახდაც კი, ყველა შემთხვევაში დაეკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დასარიცხი პროცენტი, რაც ცხადია მას ჩააყენებს კიდევ უფრო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნული კი ცალსახად ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და საჯარო წესრიგს.
თუ ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულდებოდა, რა თქმა უნდა მოსარჩელე მიიღებდა შესაბამისი ოდენობის სარგებელს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა იწურება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება დავალიანების ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლის, პირგასამტეხლოს გადახდა, სავარაუდო ზიანად, გონივრული განსჯის შედეგად, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის შემდგომ მიუღებელი პროცენტის დარიცხვა არ უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, ზიანი არის ეკონომიკური დანაკლისი და სწორედ ზიანის ფაქტი უნდა დასაბუთდეს. ასეთად კი სამართლიანად და ობიექტურად ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ უფრო მეტი მოგების მიუღებლობა.
სასამართლოს სურს ცალსახად აღნიშნოს, რომ ზედმიწევნით არგუმენტირებულად და დამაჯერებლად უნდა იყოს დასაბუთებული მოთხოვნა, რომ სწორედ მითითებულ პროცენტად შეძლებდა იგი თანხის გაცემას მისი დაბრუნების შემთხვევაში, რომ მან ვერ გასცა თანხა და ამით განიცადა ზიანი და ა.შ. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ”წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს”, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ეჭვის საფუძველს. (სუსგ. საქმე №ას-459-438-2015).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ არის სათანადოდ დასაბუთებული მოსარჩელის მიერ და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობაზე მითითება არ არის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი არგუმენტი.
3.2.4. არ არსებობს მსესხებელ მა---------–---სთან ერთად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მოპასუხე გი--------------–ზე სოლიდარულად დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელე მიუთითებს გი--------------–ის მხრიდან ფიდუციური ვალდებულებების დარღვევაზე და განმარტავს, რომ მისი მოქმედებით (სესხის გაცემით) რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, რაც საფუძველია მასზე ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრებისთვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გი--------------–თან მიმართებაში რკ-ს ლიკვიდატორი საუბრობს ზოგადად კომპანიის ხელმძღვანელი პირების ქმედებებზე, რამაც მიიყვანა მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე და მათ შორის მიუთითებს გი--------------–ის, როგორც დირექტორის მიერ სადავოდ გამხდარი სესხის გაცემის ფაქტსაც. თუმცა, მისი მხრიდან ვერ დადასტურდა, რაში გამოიხატა გი--------------–ის ბრალეულობა ხსენებული სესხის გაცემით კომპანიის წინაშე, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება კომპანიის მილიონობით ფულად ვალდებულებებს, რაც შესაძლოა ცალკე დავის საგანი იყოს. მოცემული დავის ფარგლებში კი არ იკვეთება თანხის სოლიდარულად დაკისრების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მ----------–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ პირგასამტეხლოს ნაწილში - ნაწილობრივ. რაც შეეხება მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
ამავდროულად, მოთხოვნა გი--------------–თან მიმართებაში არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები;
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი მე-9 მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი ადგენს, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში, ერთის მხრივ რკ „პი-----–------------------–---სა“ და მა---------–---ს შორის ურთიერთობა წარმოშობილია წერილობითი ფორმით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან, რომელიც ითვალისწინებდა სარგებელს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მა---------–---მ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ცნობა დავალიანების შესახებ, რასაც არ ხდის სადავოდ არც მა---------–--- და უფრო მეტიც, იგი აღიარებს დავალიანების არსებობის ფაქტს. ამდენად, მოთხოვნა 3 234,90 ლარის დაკისრების ნაწილში არის დასაბუთებული, საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა - გადასახდელი თანხის 0.25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი“ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამავდროულად, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ დავაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, რაც გახდა სასამართლოსთვის საფუძველი ემსჯელა პირგასამტეხლოს დაკისრებასა და მისი ოდენობის გონივრულობაზე. მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მა---------–---ზე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომაც, ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით, იყო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 10-ჯერ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და 20---–-–-----------------იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მა---------–---ს უნდა დაეკისროს 0.025%-ის გადახდა ყოველდღიურად (წლიური 9.125%), ნაცვლად 0.25%-ისა (წლიური 91.25%). 6.4. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გაირკვევს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სასამართლოს მოსაზრებით, ნორმით დადგენილი ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. სასამართლომ ახსენა და კიდევ ერთხელ გაამახვილებს მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელე უმთავრესად ვალდებული იყო დაესაბუთებინა რა ზიანი განიცადა მან მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელეს, რომ მისი მხრიდან ვერ მოხდა ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება და რომ მხოლოდ სამართლებრივ ნორმებზე აპელირება ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სწორედ სარჩელში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე უნდა ედასტურებინა ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელეს, რომ მან ნამდვილად განიცადა ზიანი, კონკრეტული ოდენობით. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებით ან ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით დაესაბუთებინა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა. მით უფრო, სასამართლოს სურს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ თუ ვმსჯელობთ ზიანის ანაზღაურებაზე, წინამდებარე სარჩელით მოსარჩელეს გარდა ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოსი, სასამართლომ ასევე მიაკუთვნა ხელშეკრულების მოქმედების შემდგომ პერიოდზე - აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოც, რაც ასევე ზიანის მაკომპენსირებელი საშუალებაა. შესაბამისად, სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების დაკისრება მსესხებელზე, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.5. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კოოპერატივში ხელმძღვანელობის უფლება აქვს დირექტორს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. კანონის ზემოაღნიშნული 9.6 მუხლი დირექტორს ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობას აკისრებს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასების ერთგვარი საშუალებაა. ხსენებული ფიდუციური ვალდებულებები ხელმძღვანელ პირს/დირექტორს ავალდებულებს მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ და არა საკუთარი ინტერესების შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, Business Judgment Rule-იც (სამეწარმეო გადაწყვეტილებათა თავისუფლება) კი ვერ გაათავისუფლებს მას იმ პასუხისმგებლობისგან, რაც მოყვება ფიდუციური ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. სამეწარმეო ურთიერთობებში დამკვიდრებული "კეთილსინდისიერი დირექტორის" საბაზისო პრინციპი არ შეიძლება შეიზღუდოს. დირექტორის პასუხისმგებლობის წინაპირობები ამ ორი კომპონენტით განისაზღვრება. პრინციპი მოიცავს კორპორაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ მეწარმე სუბიექტისათვის დამახასიათებელი გონივრული მოქმედების სტანდარტის უზრუნველყოფას. დირექტორის არამართლზომიერი მენეჯმენტის შეფასება ორი მიმართულებით არის შესაძლებელი. პირველს განეკუთვნება ე.წ კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს -მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა). ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან) ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი ეხება საზოგადოების წინაშე დირექტორის - გი--------------–ის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს დირექტორის ქმედების (სადავო სესხის გაცემა) შედეგად კომპანიისთვის ზიანის მიყენებაზე. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა დირექტორის ნაწილში თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არის დაუსაბუთებელი. შესაბამისად, მოთხოვნა არც ამ ნაწილში უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხევაში, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება დაკმაყოფილებული თანხის პროპორციული ოდენობით ბაჟის ანაზღაურება. კერძოდ, მოპასუხე მა---------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრება 119.70 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რკ „პი-----–-------------------–---ის“ სარჩელი მოპასუხეების - მ----------–--ის და გი--------------–ის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მა---------–---ს რკ „პი-----–-------------------–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3 234.90 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 2 542.65 ლარი, პროცენტი - 2--.34 ლარი და პირგასამტეხლო - 474.91 ლარი.
3. მოთხოვნა, დავალიანების ძირითად თანხაზე - 2 542.65 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის - წლიური 20%-ის, ყოველთვიურად 41.80 ლარის, 20---–-–-----------------იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
4. მოთხოვნა 20---–-–-----------------იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მა---------–---ს რკ „პი-----–-------------------–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელ თანხაზე - 2 759.99 ლარზე (ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი), პირგასამტეხლოს - 0.025%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაცვლად 0.25%-ისა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.90 ლარს, 20---–-–-----------------იდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. რკ „პი-----–-------------------–---ის“ მოთხოვნა გი--------------–ის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს.
6. მოპასუხე მა---------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 119.70 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე