გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2019
საქმის ნომერი
330210018002389940
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/10396 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე რ----- ზ---------

წარმომადგენელი ბ---- ზ-----–-–---–-

მოპასუხე ა----- ზ---------

წარმომადგენელი პ----- ლ---–-----

მოპასუხე რ----- ო---------

წარმომადგენელი ზ------ ვ---–---–-

დავის საგანი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, სამკვიდრო მოწმობისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

რ----- ზ---------ს მიერ 2007 წლის 0-------ს გარდაცვლილი ს------ ზ---------ს სამკვიდრო ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთი მეორედი ნაწილის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და შესაბამის ნაწილში 2008 წლის 2--------–- რ-------------------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (N-----) ბათილად ცნობა;

უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, მოპასუხეებს რ-------------------სა და ა----- ზ--------ს შორის 2014 წლის 2-----–--- დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ მეორედ ნაწილში ბათილად ცნობა;

უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, მოპასუხეებს ა----- ზ---------- და რ----- ო--------ს შორის 2016 წლის 0-----–--- დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ მეორედ ნაწილში ბათილად ცნობა;

მოპასუხე რ----- ო---------ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ რ----- ზ---------ს აღიარება;

 

მოსარჩელის მამა, ს------ ზ--------- იყო უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, მესაკუთრე. მისი გარდაცვალების მომენტში მას ჰყავდა სამი კანონისმიერი მემკვიდრე: მოსარჩელის აწ გარდაცვლილი ძმა რ-------------------ი, მოსარჩელის დედა და თავად მოსარჩელე რ----- ზ---------. მამის გარდაცვალების შემდეგ, მის სამკვიდროს მიღების საკითხთან დაკავშირებით ნოტარიუსს მიმართა მოსარჩელის ძმამ რ-------------------მა. ამ უკანასკნელს მოსარჩელისათვის არ უცნობებია, რომ მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიემართა ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაცია არც მოსარჩელის დედას ჰქონდა. მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობდა სადავო ბინაში მამის გარდაცვალებიდან სამი წლის განმავლობაში (მოსარჩელის დედაც ამ პერიოდში გარდაიცვალა), ხოლო შემდგომ, რ----------------ი გაემგზავრა საზღვარგარეთ. მოსარჩელის ძმამ ისარგებლა იმით, რომ მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი კანონით დადგენილი მოთხოვნები. მან ნოტარიუსი შეიყვანა შეცდომაში, დაუმალა სხვა პირველი რიგის მემკვიდრეთა არსებობა და 2008 წლის 2--------–- რ-------------------ის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის ძმის სახელზე. რ-------------------მა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება გადააფორმა თავის შვილზე ა----- ზ--------ზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მოსარჩელე რ----- ზ--------მა 2016 წლის აპრილის თვეში აღმოაჩინა, რომ უძრავი ქონება იყო ა----------------ის საკუთრებაში. მოსარჩელემ 2016 წელს წამოიწყო დავა, თუმცა გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორების გამო, იმ დროისათვის ვერ შეძლო დავის გაგრძელება. მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მიღებული ზომებისა, 2016 წლის 0-----–---- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ა----- ზ--------მა სადავო ქონება, მდებარე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრებაში გადასცა რ----- ო--------ს. რ-------------------ი გარდაიცვალა 2016 წლის 1--------–-. მას ჰყავს მხოლოდ ერთი პირველი რიგის მემკვიდრე, ა----- ზ---------. მოსარჩელე მხარემ იმ დროისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ შეძლო დავის გაგრძელება სამკვიდროს მისაღებად. რ----- ზ--------ს, როგორც 2007 წლის 0-------ს გარდაცვლილი ს------ ზ---------ს პირველი რიგის მემკვიდრეს აქვს უფლება მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ერთ მეორედ ნაწილზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ა----- ზ--------- მოთხოვნებს არ ეთანხმება.

მამკვიდრებელ ს------ ზ---------ს გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო მიიღო რ-------------------მა, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება სადავო ქონების ა----- ზ---------ს სახელზე ე.წ. ფიქტიური გადაფორმების თაობაზე. მოპასუხემ ა----- ზ--------მა სადავო უძრავი ქონება 2014 წლის 2-----–--- დადებული უძრაბი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა რ-------------------ისაგან, რაშივ მხარის მიერ გადახდილია ნასყიდობის საფასური 35000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 2-----–--- ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებაში არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ის, რომ სადავო გარიგება დაიდო მშობელსა და შვილს შორის, ვერ ჩაითვლება გარიგების მოჩვენებითად აღიარების უპირობო საფუძვლად. აღნიშნულზე მითითების გარდა არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება.

მოსარჩელეს კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ სამკვიდროს გაცემა მამკვიდრებლის სხვა მემკვიდრეზე განხორციელდა კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შესახებ მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა.

 

მოპასუხე რ----- ო--------- მოთხოვნებს არ ეთანხმება. მოპასუხეებს, ა----- ზ--------ს და რ----- ო--------ს შორის 2016 წლის 0-----–--- კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ნასყიდობის თანხა გადახდილია სრული ოდენობით. სადავო ხელშეკრულების მოჩვენებითობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე რ----- ზ--------- არის ს-------------------–---- მოქალაქე. იგი დაქორწინდა 1983 წელს. მას შვილი შეეძინა 1984 წელს. მოსარჩელის შვილი საბავშვო ბაღსა და სკოლაში დადიოდა ქალაქ ე------–-. მოსარჩელემ მეუღლესთან საქორწინო ურთიერთობა შეწყვიტა 1987 წელს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ს-------------------–---- პასპორტი, სახელმწიფოს კოდი A--, პასპორტის ნომერი A-------- (ს.ფ. 182-184).

3.1.2. რ----- ზ--------- შვილთან ერთად არდადეგების პერიოდში პერიოდულად ჩამოიდიოდა საქართველოში მშობლებთან, მათ საცხოვრებელ ბინაში;

2002-2006 წლებში რ----- ზ--------- დასაქმებული იყო საქართველოში, ქალაქ თბილისში, ვ------------------–-. რ----- ზ---------ს შვილი ამჟამად ცხოვრობს ს--------- რესპუბლიკაში, ქალაქ ე------–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_მოწმე თ------------–---–ის ჩვენება (2019 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.3. რ----- ზ--------ს მამკვიდრებლის, ს------ ზ---------ს გარდაცვალების შემდგომ არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის და გარდაცვლილის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ მიუღია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.4. ა----- ზ--------- არ იმყოფება საქართველოში. იგი ორი ათწლეულის წინ დედასთან ერთად გაემგზავრა ა---------–-----------–-–-------ში, სადაც დღემდე ცხოვრობს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_მოწმე ნ-----–----------ის ჩვენება (2019 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.5. მოსარჩელე რ----- ზ--------ს რ-------------------ის გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია. ამჟამად, ბინა დროებით სარგებლობაში ქირავნობის საფუძველზე გადაცემული აქვთ მდგმურებს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_მოწმე ნ-----–----------ის ჩვენება (2019 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ს------ ზ--------- და ს-------–-----------ი ქორწინებაში იყოფებოდნენ 1959 წლის 2-----------. მათ შვილების წარმოადგენენ რ----- ზ--------- (დაბადებული 1----–-–-- 2---------ს) და რ-------------------ი (დაბადებული 1----–-–-- 1---------ს);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 19 აპრილს გაცემული ქორწინების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 18);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 20 აპრილს გაცემული რ----- ზ---------ს დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 19);

_რ-------------------ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 167).

3.2.2. ს------ ზ--------- გარდაიცვალა 2007 წლის 1------ს. ს-------–-----------ი გარდაიცვალა 2008 წლის 2-----–--ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 19 აპრილს გაცემული გარდაცვალების მოწმობა N0----------, აქტი ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 20, 164);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 19 აპრილს გაცემული გარდაცვალების მოწმობა N0----------, აქტი ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 22).

3.2.3. 2008 წლის 2--------–- რ-------------------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის ს------ ზ---------ს (გარდაცვალების თარიღი 2007 წლის 0--------) დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე თბილისი, დ-----------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრებაში მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა რ-------------------მა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_რ-------------------ის 2008 წლის 23 ივლისის განცხადება შედგენილი ქ. თბილისის დიდუბის რაიონის ნოტარიუსის სახელზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული ცნობები (ს.ფ. 163, 165-166);

_1993 წლის 17 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 168);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, უფლების რეგისტრაცია N1-------------------- ს.ფ. 17);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.04.2008 წელი (ს.ფ. 169-170);

_2008 წლის 2--------–- გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი 2---- (ს.ფ. 25, 161-162).

3.2.4. 2014 წლის 2-----–--- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ-------------------მა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, თ---–-------------------------------------–-------------------------, ფ---------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრებაში გადასცა ა----- ზ--------ს (წარმომადგენელი ც---------------–--ე). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;

აღნიშნული უძრავი ქონება, 2014 წლის 2-----–---- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ა----- ზ---------ს სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2014 წლის 2-----–---- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშერკულება (ს.ფ. 28-29);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 30.07.2014 წელი (ს.ფ. 27).

3.2.5. რ-------------------ი გარდაიცვალა 2016 წლის 1--------–-. მოპასუხე ა----- ზ--------- წარმოადგენს რ-------------------ის შვილს;

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2016 წლის 1--------–- გარდაცვლილი რ-------------------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი რ-------------------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 26 აპრილს გაცემული გარდაცვალების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 21);

_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს გაცემული ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან N1------- (ს.ფ. 181);

_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 09 ნოემბერს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან N1------- (ს.ფ. 200);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 26.04.2016 წელს გაცემული ცნობა N0----------- (ს.ფ. 23);

_ნოტარიუს ზ---–--------–---–ის მიერ 27.05.2016 წელს რ----- ზ---------ს სახელზე გაცემული ცნობა N-- (ს.ფ. 33).

3.2.6. 2016 წლის 0-----–---- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა----- ზ--------მა (წარმომადგენელი თ----------–-–---–ი) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, თ---–-------------------------------------–-------------------------, ფ---------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრებაში გადასცა რ----- ო--------ს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;

უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა რ----- ო---------ს სახელზე;

2016 წლის 08 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით, რ----- ო---------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თ---–-------------------------------------–-------------------------, ფ---------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2016 წლის განჩინების საფუძველზე რეგისტრირებულია სამართლებრივი შეზღუდვა აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ნივთის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2016 წლის 0-----–---- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-32);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 11.07.2016 წელი (ს.ფ. 30);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08.08.2016 წელი (ს.ფ. 52-53).

3.2.7. მოსარჩელე რ----- ზ--------- მამკვიდრებლის ს------ ზ---------ს გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებიდან უძრავ ნივთის, მდებარე თბილისი, მ--------------------------–------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთ მეორედ ნაწილს;

რ----- ზ--------მა საქართველოს ფარგლები დატოვა 2012 წლის აპრილის თვეში და გაემგზვარა სამუშაოდ საზღვარგარეთ. იგი საქართველოში დაბრუნდა 2016 წლის აპრილის თვეში. მან სადავო ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრეობითი საფუძვლით სასამართლოში დავა დაიწყო 2016 წლის მაისის თვეში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თ------–--–--–---–ის, მ---------------–---–ის, ა---------–------ის, ნ-----–----------ის, გ---------------–---–ის მიერ შედგენილი განცხადება (ს.ფ. 145);

_მოწმეების ნ-----–----------ის, გ-------------------ის და თ------------–---–ის ჩვენებები (2019 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი).

სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა).

სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. მემკვიდრეობით-სამართლებრივი ნორმა (1424-ე მუხლი) იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, შესაბამისად, მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში. მოსარჩელე რ----- ზ--------- მამის გარდაცვალების დროისათვის და მისი გარდაცვალების შემდგომ ცხოვრობდა სადავო ბინაში, მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. მოწმეების ნ-----–----------ის, გ-------------------ის და თ------------–---–ის ჩვენების მიხედვით, რ----- ზ--------- მამის გარდაცვალების შემდგომ აგრძელებდა მამკვიდრებლის სახლში ცხოვრებას და უვლიდა დედას ს-------–-----------ს, რომელიც ცხოვრობდა და გარდაიცვალა ამავე საცხოვრებელ მისამართზე. ნ-----–----------ის განმარტებით, იგი წარმოადგენს მეზობელს და 1962 წლიდან იცნობდა რ----- ზ---------ს ოჯახს, მის მშობლებს და ასევე ძმას, რ-------------------ს. მოწმე ადასტურებს, რომ რ----- ზ--------- ს------ ზ---------ს გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც ცხოვრობდა სადავო სახლში და უვლიდა როგორც დედას ს-------–-----------ს ასევე ძმას, რ-------------------ს. ორივე მათგანს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რ-------------------ის მეუღლე და შვილი ა----------------ი იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, ა---------–-----------–-–-------ში. ს------ ზ---------ს გარდაცვალებიდან (გარდაცვალების თარიღი 2007 წლის 0--------) ს-------–-----------ის გარდაცვალებამდე (გარდაცვალების თარიღი 2008 წლის 2-----–--ი) პერიოდში სადავო სახლში ცხოვრების ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მოწმე ნ-----–----------ე, რომელიც ცხოვრობდა იმავე კორპუსში, მეზობლად. თუმცა აღნიშნული მოწმე კონკრეტულად ვერ იხსენებს რა პერიოდამდე იმყოფებოდა რ----- ზ--------- ამ მისამართზე და გაემგზავრა თუ არა იგი საზღარგარეთ და რა პერიოდით. ნ-----–----------ე იცნობს მოპასუხე რ----- ო--------ს, რომელიც გაიცნო რ-------------------ის დაკრძალვაზე, როგორც ა----- ზ---------ს ოჯახის ახლობელი, ნათესავი. ნ-----–----------ე იხსენებს იმ გარემოებასაც, რომ რ-------------------ის გარდაცვალების შემდგომ (ზუსტ პერიოდს ვერ ასახელებს), საცხოვრებელ ბინის კარებთან ნახა რ----- ო---------, რომელმაც განუმარტა, რომ ა----- ზ---------ს დავალებით საცხოვრებელი ბინა გაქირავდა.

მოწმეები გ-------------------ი და თ------------–---–ი მიუთითებენ, რომ ს------ ზ---------ს გარდაცვალების შემდეგ პერიოდულად (დაახლოებით კვირაში ერთხელ მაინც) სტუმრობდნენ რ----------------ს სადავო საცხოვრებელ მისამართზე. გ-------------------ის მამიდა იყო რ----- ზ---------ს მეგობარი. გ-------------------ს და მის მეუღლეს, თ------------–---–ს ჰქონდათ ახლო და ხშირი ურთიერთობა რ----- ზ---------ს ოჯახთან. ისინი ასევე იცნობდნენ მოსარჩელის ძმას, რ-------------------საც. მოწმეები გ-------------------ი და თ------------–---–ი არ იცნობენ მოპასუხეებს ა----- ზ--------ს და რ----- ო--------ს. მოწმეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ რ----- ზ--------- მამის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა ცხოვრებას სადავო სახლში. იგი ამავე სახლში ცხოვრობდა დედის გარდაცვალების პერიოდშიც. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ, საიდანაც დაბრუნდა ძმის, რ-------------------ის გარდაცვალების პერიოდისათვის. ძმის დაკრძალვის შემდგომ კი, როგორც თავად რ----- ზ---------საგან გადმოცემით გახდა ცნობილი, რ-------------------ის შვილმა აღარ მისცა ნებართვა მოსარჩელეს შესულიყო და ეცხოვრა სადავო ბინაში.

საქმეზე მოწმეთა ჩვენებების საწინააღმდეგოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მამის, ს------ ზ---------ს გარდაცვალების შემდგომ, რ----- ზ---------ს სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტზე მიუთითებდა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით პირდაპირ და უტყუარად დასტურდება, რომ რ----- ზ--------- ს------ ზ---------ს გარდაცვალების შემდგომ (გარდაცვალების თარიღი 0----------–--–-) ექვსი თვის განმავლობაში ფლობდა, მართავდა სადავო უძრავ ქონებას, ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე უწყვეტად. ქონების ფაქტობრივი პყრობა, მოვლა-პატრონობა მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მოსარჩელე მხარეს არ შეუწყვეტია. შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული მოქმედებები მიუთითებენ მემკვიდრის, რ--------------ის სამკვიდროს მიღების სურვილზე, რომლითაც ვლინდება მისი ნება, გახდეს სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მესაკუთრე. ფაქტობრივად ქონების დაუფლების შემდგომ კი მან უკვე დაიწყო თავისი უფლების რეალიზაცია, რაც ადასტურებს იმას, რომ რ----- ზ--------მა კანონის დადგენილი წესით (ფაქტობრივად დაუფლების გზით) სადავო სამკვიდრო მიიღო.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელე რ----- ზ--------ს აქვს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით საკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლება 2007 წლის 0-------ს გარდაცვლილი ს------ ზ---------ს დანაშთ სამკვიდრო ქონების (მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------) ერთ მეორედ ნაწილზე, რაც წარმოადგენს 2008 წლის 2--------–- რ-------------------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს.

წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რ-------------------სა და ა----- ზ--------ს შორის 2014 წლის 2-----–--- უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, მ--------------------------–------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ მეორედ ნაწილში და ასევე, იმავე უძრავ ქონებაზე, ა----- ზ---------- და რ----- ო--------ს შორის 2016 წლის 0-----–--- დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ მეორედ ნაწილში ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძველი;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით: 1306-1307-ე , 1336-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 477-ე, 183-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-1500-ე, 56-ე, 115-ე, 170-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე რ----- ზ--------მა მოითხოვა 2007 წლის 0-------ს გარდაცვლილი ს------ ზ---------ს სამკვიდრო ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთი მეორედი ნაწილის მის (რ----- ზ---------ს) მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და შესაბამის ნაწილში 2008 წლის 2--------–- რ-------------------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (N-----) ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, მოპასუხეებს რ-------------------სა და ა----- ზ--------ს შორის 2014 წლის 2-----–--- დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ მეორედ ნაწილში და ამავე უძრავ ნივთზე, მოპასუხეებს ა----- ზ---------- და რ----- ო--------ს შორის 2016 წლის 0-----–--- დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ მეორედ ნაწილში ბათილად ცნობა, მოპასუხე რ----- ო---------ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.

 

დადგენილია, რომ ს------ ზ--------- და ს-------–-----------ი ქორწინებაში იყოფებოდნენ 1959 წლის 2-----------. რ----- ზ--------- (დაბადებული 1----–-–-- 2---------ს) და რ-------------------ი (დაბადებული 1----–-–-- 1---------ს) არიან ს------ ზ---------ს და ს-------–-----------ის შვილები. ს------ ზ--------- გარდაიცვალა 2007 წლის 1------ს. ს-------–-----------ი გარდაიცვალა 2008 წლის 2-----–--ს (3.2.1., 3.2.2). ს------ ზ---------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

მოსარჩელე მხარე მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნას აყენებს მამის, ს------ ზ---------ს დანაშთ ქონების, მდებარე, თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. ერთ მეორედ წილზე. უდავოა, რომ რ----- ზ--------- და მისი ძმა, რ-------------------ი წარმოადგენდნენ გარდაცვლილი ს------ ზ---------ს პირველი რიგის მემკვიდრეებს, შვილებს. სამოქალაქო კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ადგენს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოს წარმოადგენს მოსარჩელე მხარის მიერ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილ ვადაში და წესით მამის დანაშთი სამკვიდროს მიღების გარემოება. მოპასუხე მხარე აპელირებს მტკიცებულების (მოწმეთა ჩვენების) არასანდოობასა და არადამაჯერებლობაზე. შესაბამისად მიიჩნევს, რომ მოდავე მხარის მიერ არ არის საქმეში სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში დაადასტურებდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას - მოსარჩელე მხარის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს. ამდენად, მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით არ მიუღია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-1500 მუხლებით, კერძოდ, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. მემკვიდრეებს სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.

 

საქმის მასალებით, 2008 წლის 2--------–- რ-------------------ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის ს------ ზ---------ს (გარდაცვალების თარიღი 2007 წლის 0--------) დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე თბილისი, დ-----------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრებაში მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა რ-------------------მა (3.2.3). მხარეთა განმარტებით, ს------ ზ---------ს პირველი რიგის მემკვიდრეს, რ----- ზ--------ს მამკვიდრებლის, ს------ ზ---------ს გარდაცვალების შემდგომ არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის და გარდაცვლილის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ მიუღია (3.1.3).

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 2-----–--- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ-------------------მა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, თ---–-------------------------------------–-------------------------, ფ---------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრებაში გადასცა ა----- ზ--------ს (წარმომადგენელი ც---------------–--ე). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული უძრავი ქონება, 2014 წლის 2-----–---- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ა----- ზ---------ს სახელზე (3.2.4). ეს უკანასკნელი წარმოადგეს რ-------------------ის შვილს.

რ-------------------ი გარდაიცვალა 2016 წლის 1--------–-. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ რეესტრის მონაცემებით, არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი რ------------------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. (3.2.4). შესაბამისად, დადგენილია, რომ მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის ასაღებად ნოტარიუსისათვის არავის მიუმართავს და არც სამკვიდრო მოწმობა გაცემულა. როგორც მხარეები განმარტავენ, ა----- ზ--------- არ იმყოფება საქართველოში. იგი რამდენიმე წლის წინ დედასთან ერთად გაემგზავრა ა---------–-----------–-–-------ში, სადაც დღემდე ცხოვრობს (3.1.4). შესაბამისად, რ-------------------ის უფლებამონაცვლეს მოცემულ საქმეში წარმოადგენს მისი შვილი ა----- ზ---------. რ-------------------ის სხვა მემკვიდრეების შესახებ ინფორმაცია საქმეზე წარმოდგენილი არ არის და არც მხარეები მიუთითებენ აღნიშნულზე. მოპასუხე ა----- ზ---------ს წარმომადგენლის განმარტებით, იგი რ-------------------ის პირველი რიგის მემკვიდრეების არსებობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, 2016 წლის 0-----–---- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა----- ზ--------მა (წარმომადგენელი თ----------–-–---–ი) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, თ---–-------------------------------------–-------------------------, ფ---------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრებაში გადასცა რ----- ო--------ს. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა რ----- ო---------ს სახელზე (3.2.6).

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი ორივე ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძვლებზე. თუმცა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო გარიგებათა ბათილობის საფუძვლების განსაზღვრამდე, დადგინდეს მოსარჩელის რ----- ზ---------ს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოშობილი უფლება სადავო ქონების (მდებარე მისამართზე, თ---–-------------------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------) ერთ მეორედ ნაწილზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, არ არის აბსოლიტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვეში გამოვლენა. კანონის ეს მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად მატერიალური კანონით გათვალისწინებულია მტკიცების სტანდარტი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ადგენს ფაქტობრივი დაუფლების გზით სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ ფაქტს და ამ მუხლიდან წარმოშობილი მემკვიდრის უფლების დადასტურებისათვის კანონით რაიმე სპეციალური ფორმა ან მტკიცებულება გათვალისწინებული არ არის.

 

სამკვიდროს მიღება თავისი სამართლებრივი ბუნებით ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას, ქონებით სარგებლობას და პირის, როგორც მესაკუთრის დამოკიდებულებას სამკვიდრო ქონების მიმართ.

 

სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და მოწმეთა ჩვენებით დასტურდება მოსარჩელე რ----- ზ---------ს მიერ მამკვიდრებლის ს------ ზ---------ს გარდაცვალების შემდგომ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო ქონების (მდებარე თბილისი, მ--------------------------–------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------) ერთი მეორედ ნაწილის ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, რაც სამოქალაქო კანონმდებლობით მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო (3.2.7). სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების არასანდოობას, არადამაჯერებლობასა თუ მათი შინაარსის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ს------ ზ---------ს გარდაცვალების შემდგომ, ექვსი თვის განმავლობაში, მოსარჩელე ცხოვრობდა, ფლობდა, მართავდა სადავო ქონებას, უვლიდა და პატრონობდა უძრავ ნივთს. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ მოწმის განმარტებით, რომელიც ცხოვრობდა მეზობლად, მიუთითებს, რომ რ----- ზ--------- უვლიდა მამკვიდრებელს, დაესწრო მის დაკრძალვას და შემდგომ განაგრძო იმავე სახლში ცხოვრება და დედის, ს-------–-----------ის მოვლა, მასზე მზრუნველობა. ყოველივე აღნიშნული ქმედება მიუთითებს რ----- ზ---------ს სამკვიდროს მიღების სურვილზე, რომლითაც ვლინდება მისი ნება, გახდეს სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მესაკუთრე. ფაქტობრივად ქონების დაუფლების შემდგომ კი მან უკვე დაიწყო თავისი უფლების რეალიზაცია, რაც წარმოადგენს სამკვიდროს მიღებას კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2008 წლის 2--------–-. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, იმავე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ რ----- ზ--------მა განახორციელა თავისი უფლებები და სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, რაც მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. აღნიშნული კი რ-------------------ის, როგორც ს------ ზ---------ს პირველი რიგის მემკვიდრის სახელზე გაცემული სადავო სამკვიდრო მოწმობის ერთ მეორედ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ორივე ნასყიდობის ხელშეკრულება (დადებული 2014 წლის 2-----–--- და 2016 წლის 0-----–---) წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებებს და დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად და იმ განზრახვის გარეშე, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვეს. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით სადავო ბინაში არც ერთი მხარე არ ცხოვრობს. მოსარჩელე რ----- ზ--------ს რ-------------------ის გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია. მხარეთა განმარტებით, ბინა დროებით სარგებლობაში ქირავნობის საფუძველზე გადაცემული აქვთ მდგმურებს (3.1.5).

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. ამგვარი გარიგების დადების შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილია, რომ რ-------------------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა მამის დანაშთ ქონებაზე გაიცა არამართზომიერად, რის გამოც მან არამართებულად მიიღო მთლიანი სამკვიდრო ქონება საკუთრებაში. რ-------------------მა დამალა რა ნოტარიუსთან იმავე რიგის სხვა მემკვიდრის, რ----- ზ---------ს არსებობა, მან კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით მოიპოვა მამის დანაშთ სრულ ქონებაზე უფლება. აღნიშნულით კი დაირღვა რ----- ზ---------ს, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის უფლება. რ-------------------ისათვის 2014 წლის 2-----–--- სადავო ქონების ხელშეკრულების დადების დროისათვის ცნობილი იყო, რომ იგი განკარგავდა იმ ქონების ნაწილსაც, რაც მას არამართლზომიერი გზით ჰქონდა მიღებული საკუთრებაში. რ----- ზ--------ს მამის დანაშთ ქონებაზე უფლება წარმოეშვა აღნიშნული სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების მომენტიდან. შესაბამისად, მას (მოსარჩელეს) უკვე მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება სადავო უძრავი ნივთის შესაბამის წილზე, რაც 2014 წლის 2-----–--- დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მოპასუხე ა----- ზ--------ს. ამ შემთხვევაში, იკვეთება გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედება, რაც მიზნად ისახავს მესამე პირების შეცდომაში შეყვანას, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამასთან, ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მამა-შვილს, რ-------------------ს და ა----- ზ--------ს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს სხვა ქვეყანაში და საქართველოში წლების მანძილზე არ ყოფილა, მისთვის, როგორც ოჯახის წევრისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო ქონების რ-------------------ის სახელზე მემკვიდრეობითი საფუძვლით აღრიცხვისა და სხვა იმავე რიგის მემკვიდრის არსებობის თაობაზე. სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. ამდენად, მოცემულ საქმეზე, სასამართლო გარიგების ვერც ერთ მხარეს ვერ მიიჩნევს კეთილსინდისიერად, რაც აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, ეჭქვეშ დგას 2016 წლის 0-----–--- მოპასუხეებს ა----- ზ---------ს და რ----- ო--------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობაც. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის პოზიციაზე საჯარო რეესტრის მონაცემებში, სადავო ქონებაზე გარიგების დადებამდე სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2016 წლის 08 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით, რ----- ო---------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავი ქონებაზე, მდებარე მისამართზე თ---–-------------------------------------–-------------------------, ფ---------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2016 წლის განჩინების საფუძველზე რეგისტრირებულია სამართლებრივი შეზღუდვა აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ნივთის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მოპასუხის მხრიდან მოქმედებათა აკრძალვა რეგისტრირებულია სადავო გარიგების დადების შემდგომ. სხვა სახის მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რ----- ო--------მა, როგორც შემძენმა იცოდა ქონებაზე დავის არსებობისა თუ რაიმე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ.

 

მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო გარიგების მხარეებს აკავშირებთ ნათესაური ურთიერთობა, რასაც მოპასუხე მხარე არ ეთანხმება. მოწმე ნ-----–----------ე მიუთითებს, რომ მან რ----- ო--------- გაიცნო რ-------------------ის დაკრძალვაზე, როგორც ა----- ზ---------ს ახლობელი, ნათესავი. ასევე, მოწმე იხსენებს რ----- ო---------ს სადავო სახლის კართან შემთხვევით შეხვედრის ფაქტს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ ა----- ზ--------ს სურდა აღნიშნული ბინის გაქირავება. კონკრეტული პერიოდს მოწმე ვერ ასახელებს, თუმცა აღნიშნულს ადგილი ჰქონდა რ-------------------ის გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოწმის ჩვენებაში მითითებული გარემოებანი რომც არ გაიზიაროს სასამართლომ, ზემოთ როგორც აღინიშნა, ა----- ზ--------ს, რომელიც 2016 წლის 0-----–---- ნასყიდობის ხელშეკრულებაში წარმოადგენს გამყიდველს, არ გააჩნდა უფლება სრულად განეკარგა სადავო უძრავი ქონება. სასამართლომ შეაფასა 2014 წლის 2-----–--- რ-------------------სა და ა----- ზ--------ს შორის დადებული გარიგების სამართლებრივი მხარე და მიიჩნია, რომ გარიგება ერთ მეორედ ნაწილში უნდა იქნეს ცნობილი ბათილად, როგორც მოჩვენებით დადებული ხელშეკრულება. სასამართლო ა----- ზ---------- და რ----- ო--------ს შორის 2016 წლის 0-----–--- დადებული გარიგების მიმართაც ადგენს იმავე ბათილობის საფუძვლებს, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ დღეის მდგომარეობით რ----- ო---------, როგორც მესაკუთრე ფლობს, განკარგავს ან იღებს სარგებელს სადავო უძრავი ქონებიდან.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას გამოიკვეთა ორივე გარიგების შედეგად ხელშეკრულების მხარეთა კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ----- ზ--------ს მემკვიდრეობითი სამართლებრივი საფუძვლით უკვე მოპოვებული ჰქონდა საკუთრების მოთხოვნის უფლება ქონების ერთ მეორედ ნაწილზე, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ჯერ ა----- ზ--------ს, ხოლო შემდგომ რ----- ო--------ს. ხელშეკრულებათა მხარეების მიერ გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო, სადავოდ გამხდარი გარიგებები ბათილია იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სასამართლომ დაადგინა მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელე მხარის უფლება სადავო ქონებაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.

 

ამდენად, საასმართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე რ----- ზ--------- წარმოადგენს რა ს------ ზ---------ს პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით დადგენილ ვადაში და წესით. შესაბამისად, არსებობს საფუძველი მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე, თბილისი, მ--------------------------–------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებისა, რაც წარმოადგენს რ-------------------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის და ასევე, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესაბამის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

იმის გათვალისწინებით, რომ რ----- ზ---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ა----- ზ--------ს და რ----- ო--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით 900 (ცხრაასი) ლარი და ასევე, ასევე, 50 (ორმოცდაათი) ლარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით.

 

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თუმცა მას არ წარმოუდგენია იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება (საგადახდო დავალება, სალაროს შემოსავლის ორდერი). შესაბამისად, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მხარის მიერ წარმომადგენლისათვის ხარჯის გაწევის ფაქტს. აღნიშნული კი წარმოადგენს მოსარჩელე მხარისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა რ----- ზ---------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოპასუხე რ----- ო--------ს აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთი მეორედი ნაწილის გასხვისება და სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვა, მათ შორის იპოთეკით დატვირთვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ რ----- ზ---------ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლო არ აუქმებს 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს რ----- ზ---------ს (ს--------- პასპორტის A--------) სარჩელი მოპასუხეების რ----- ო---------ს (პირადი №0----------) და ა----- ზ---------ს (ა---------–-----------–--–----------------–---------------ის N---------) მიმართ:

 

1.1. დადგენილ იქნეს მოსარჩელე რ----------------ის მიერ 2007 წლის 0-------ს გარდაცვლილი ს------ ზ---------ს (პირადი N0----------, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N0------) სამკვიდრო ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთი მეორედი ნაწილის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი და შესაბამის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 2--------–- რ-------------------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა N-----;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, რ-------------------სა (პირადი N0----------) და ა----- ზ--------ს (ა---------–-----------–--–----------------–---------------ი 4--------) შორის 2014 წლის 2-----–--- დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ერთ მეორედ ნაწილში;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი უძრავ ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ა----- ზ---------- (ა---------–-----------–--–----------------–---------------ი 4--------)

და რ----- ო--------ს (პირადი N0----------) შორის 2016 წლის 0-----–--- დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ერთ მეორედ ნაწილში;

 

1.4. ცნობილ იქნეს რ----- ზ--------- (ს-------------------–---- პასპორტი A--------) რ----- ო---------ს (პირადი N0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბილისი, მ--------------------------–-------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ;

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს რ----- ო--------სა და ა----- ზ--------ს მოსარჩელე რ----- ზ---------ს (ს-------------------–---- პასპორტი A--------) სასარგებლოდ 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე რ----- ზ---------ს (ს-------------------–---- პასპორტი A--------) შუამდგომლობა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეების რ----- ო--------სა და ა----- ზ---------სათვის დაკისრების თაობაზე;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქლაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე