განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
210100118002790469
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002790469

საქმე № 1/240-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ ბა-----–---–---–-ს

ბრალდებულ _ ნ-----------–---–ის

ადვოკატ _ თ------------–---–ის

 

მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის დროს განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბა------–---–---–-ს შუამდგომლობა სისხლის სამართლის №034101118001 საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანის შესახებ ბრალდებულ

 

ნ-----------–---–ის მიმართ

 

დაბადებული: 02.10.1---–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: ს-–----–-- განათლებს მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: სოხუმი, ჩა-–-----ს ქ. N9, ბ. 23

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ჭი-----ის ქ. N9

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ნ-----------–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ნ-----------–---–ს ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, ნ-----------–---–მა უკანონოდ შეაღწია სიღნაღის რაიონის სოფელ ვა----ში მდებარე ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის ბიბლიოთეკის ოთახში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 2100 ლარად ღირებულ 3 ცალ კომპიუტერის პროცესორს, 360 ლარად ღირებულ 3 ცალ მონიტორს, 60 ლარად ღირებულ სამ ცალ კლავიატურას, 15 ლარად ღირებულ 3 ცალ ე.წ. „მაუსს“, 350 ლარად ღირებულ 1 ცალ ქსეროქსის აპარატსა და 500 ლარად ღირებულ 1 ცალ პროექტორს, რითაც დაზარალებულს ჯამში მიაყენა 3385 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ამდენად, ნ-----------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 ნ-----------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: კერძოდ; მოწმეების მ-------------–---ის, ა-–------------–---–ის, დ--------------ის, ზ---------------ის, ა-–--------------–---–ის, თ---------------–---–-ს, დ-------------------–---–ის, ლ----–-----–---–ის, ც------------–---–ის, ა------------–--ის გ-----------------–-–---–ის, ზ-----------–------–---–ის, კ-----------------ის და დაზარალებულის წარმომადგენელ თ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი,, ახალგაზრდული ცენტრის მოსაწყობად საჭირო რესურსის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები, ლომბარდიდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების ოქმი, ბრალდებულ ნ-----------–---–ის აღიარებითი ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები ლომბარდიდან ქსეროქსის აპარატისა და პროექტორის ამოღების ოქმი, ბრალდებულ ნ-----------–---–ის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ნ-----------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, 2019 წლის 12 აპრილს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულ ნ-----------–---–ის (მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------------–---–ის მონაწილეობით) და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბა-----–---–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან - გი-------------–---თან და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გი------------–---–თან.

 

3.2. 2019 წლის 12 აპრილს სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - ბა-----–---–---–-ს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და ითხოვა სისხლის სამართლის №034101118001 საქმეზე ბრალდებულ ნ-----------–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანა, კერძოდ, წარმოდგენილი შუამდგომლობით პროკურორმა ითხოვა ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცება, იმის თაობაზე რომ:

 

ნ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით.

 

სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, ნ-----------–---–ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით, ნ-----------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. კერზოდ, 3 წლით, 11 თვით და 26 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კვლავ ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ-----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლების საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი. მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

3.3. 2019 წლის 12 აპრილს, ღია სასამართლო სხდომაზე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - ბა-----–---–---–მა, ბრალდებულმა- ნ-----------–---–მა და ადვოკატმა თ------------–---–მა.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება დანაშაულის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმებების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, რასაც ისინი სადავოდ არ ხდიან. ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბა-----–---–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2 ამასთანავე, სასამართლო შეაფასა ის ფაქტიც, რომლის თანახმადაც საპროცესო შეთანხმების დადებისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულმა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე გათვალისწინებულ იქნა საჯარო ინტერესი _ მაქსიმალური ეფექტიანობით იქნას გამოყენებული სახელმწიფო რესურსი და დაიზოგოს საქმის წარმოების ხარჯები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბა------–---–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს სიღნაღის რაიონული პროკურატურასა და ბრალდებულ ნ-----------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. ნ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით.

 

4. სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, ნ-----------–---–ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.

 

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით, ნ-----------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 344 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კვლავ ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ-----------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი. მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

7. გაუქმდეს ნ-----------–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბერის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 ნოემბრიდან.

 

9. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდგომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულების ნ-----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

10. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ნ-----------–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

11. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს კანონით დადგენილი წესით შემდეგნაირად, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუშები, კარის სახელურიდან აღებული ანაწმენდები, ნ-----------–---–ის ნერწყვის ნიმუში, თითის ანაბეჭდები და სუნის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ზ---------------ის ლომბარდიდან ამოღებული სამი ცალი მონიტორი, ორი ცალი კლავიატურა, ერთი ცალი ე.წ მაუსი ყუთებით და ინსტრუქციის წიგნებით, ქ. თბილისში ა. წე------–------------ს N74-ში მდებარე ლომბარდიდან ამოღებული ქსეროქსის აპარატი და პროექტორი, რომელიც ინახება შსს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

 

12. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

13. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში უფლება აქვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

14. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი