გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2019
საქმის ნომერი
330210017001918887
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/12044-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე

სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე

მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ი“

წარმომადგენელი - თ-----------–--ე

მოპასუხეები - ი-----–--------–---–ი, ბ-------------------–-–---–ი

მოპასუხე ი-----–--------–---–ის წარმომადგენელი - თ-------------------ე

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 2511.85 ლარის გადახდა,საიდანაც ძირითადი თანხაა 2073.27 ლარი, პროცენტი - 294.23 ლარი, პირგასამტეხლო - 144.35 ლარი.

 

1.2. მოპასუხეებს ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხის 2073.27 ლარის 0.1%-ს გადახდა, 2017 წლის 24 აპრილიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების შესრულებამდე,მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. თავდების - ბ-------------------–-–---–ის მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვროს 238.15 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ და ი-----–--------–---–ს შორის 12.10.2016 წელს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ორგანიზაციამ ი-----–--------–---–ზე გასცა სესხი 2200 ლარის ოდენობით, 18 თვის ვადით, თვეში 24%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ბ-------------------–-–---–თან 12.10.2016 წელს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #16-4, რომლის ძალითაც ბ-------------------–-–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა ი-----–--------–---–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე,საერთო თანხით 2750 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება წარმოდგენილი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილ იქნა სესხის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის ნაწილ-ნაწილ გადახდა გრაფიკის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე ი-----–--------–---–ის მიერ რამოდენიმეჯერ დარღვეული იქნა თანდართული გრაფიკით დადგენილი გადახდის ვადები, მოპასუხეებს 16.02.2017 წელს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი და ეცნობათ, რომ შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა ვადამდე და მოთხოვნილი იქნებოდა მთლიანი დავალიანება, რაც მოპასუხეების მიერ არ იქნა შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, 24.04.2017 წლის მდგომარეობით, მოპასუხეს ერიცხება დავალიანება მოსარჩელის სასარგებლოდ 2511.85 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენს 2073.27 ლარს, დარიცხული და გადაუხდელი პროცენტები 294.23 ლარს, ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე 24.04.2017 წლამდე დარიცხული ჯარიმა (პირგასამტეხლო) 144.35 ლარს.

ასევე ითხოვს მოსარჩელე მოპასუხეებს ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხის 2073.27 ლარის 0.1%-ს გადახდა, 2017 წლის 24 აპრილიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. თავდების - ბ-------------------–-–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს მოთხოვნის ამ ნაწილში 238.15 ლარის ოდენობით-მაქსიმალური პასუხისმგებლობა მთლიან სესხზე კი 2750 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ი-----–--------–---–მა და ბ-------------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ პირველი სასარჩელო მოთხოვნა 2511.85 ლარის ნაწილში, -საიდანაც ძირითადი თანხაა 2073.27 ლარი, პროცენტი 294.23 ლარი, პირგასამტეხლო 144.35 ლარი,-სრულად ცნეს. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას - დავალიანების ძირი თანხის 2073.27 ლარის 0.02%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებას არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში,- მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარემ შეწყვიტა ხელშეკრულება, პირგასამტეხლოს მოთხოვნას კანონისმიერი საფუძველი არ გააჩნია და აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ და ი-----–--------–---–ს შორის 12.10.2016 წელს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საკრედიტო ორგანიზაციამ ი-----–--------–---–ზე გასცა სესხი 2200 ლარის ოდენობით, 18 თვის ვადით, თვეში 24%-ის დარიცხვით.

საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილ იქნა სესხის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის ნაწილ-ნაწილ გადახდა გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 14-19);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20);

- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 21).

 

3.1.2. 2016 წლის 12 ოქტომბერს, სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ და ბ-------------------–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ბ-------------------–-–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა ი-----–--------–---–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე,საერთო თანხით 2750 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.10.2016 თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-27);

- მხარეთა-ახსნა განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე ი-----–--------–---–მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ არსებულმა დავალიანებამ შეადგინა ჯამში 2511.85 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 2073.27 ლარი, საპროცენტო სარგებელი 294.23 ლარი, პირგასამტეხლო 144.35 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 28);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სასამართლოს დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თავისდროულად დაუბრუნებლობისას (გრაფიკის დარღვევისას) მსესხებელი იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 7.5 პუნქტის თანახმად, დავის განხილვისა და სააღსრულებო საქმისწარმოების დასრულებამდე ძირითად თანხაზე პროცენტებისა და ვადაგადაცილებულ თანხაზე ჯარიმის დარიცხვა არ წყდება. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეებმა პირველი სასარჩელო მოთხოვნა 2511.85 ლარის ნაწილში,- საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 2073.27 ლარი, საპროცენტო სარგებელი 294.23 ლარი, პირგასამტეხლო 144.35 ლარი- სრულად ცნეს. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ და ი-----–--------–---–ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ი-----–--------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხეებს ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს, სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, დაეკისროთ პირგასამტეხლო დავალიანების ძირითადი თანხის 2073.27 ლარის 0.1%, 24.04.2017 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. თავდების - ბ-------------------–-–---–ის მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვროს 238.15 ლარის ოდენობით (საერთო პასუხისმგებლობაა 2750 ლარი).

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან -24.04.2017 წლიდან (პირველ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში ამ პერიოდამდეა ნაანგარიშევი (სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე და მას შემდეგ), რომელიც მოიცავს არაუმეტეს ერთ წელს. ამასთან, ხელშეკრულების 7.1 და 7.5 პუნქტებით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თავისდროულად დაუბრუნებლობისას (გრაფიკის დარღვევისას) მსესხებელი იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 7.5 პუნქტის თანახმად, დავის განხილვისა და სააღსრულებო საქმისწარმოების დასრულებამდე ძირითად თანხაზე პროცენტებისა და ვადაგადაცილებულ თანხაზე ჯარიმის დარიცხვა არ წყდება.

 

სასამართლოს განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 0.1%-ს ოდენობით არ არის შესაბამისობაში, ვალდებულების ძირითად თანხასთან, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე, რაც შეადგენს 0.02%-ს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით, ვალდებულების ძირი თანხის 2073.27 ლარის 0.02%, 24.04.2017 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. ამასთან, თავდების ბ-------------------–-–---–ის პასუხისმგებლობა მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა შემოიფარგლოს არაუმეტეს 238.15 ლარით

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 12 ოქტომბერს, სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ და ბ-------------------–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ბ-------------------–-–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა ი-----–--------–---–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. ხელშეკრულების 1.5 პუნქტის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 2750 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 12 ოქტომბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან,მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს 2511.85 ლარის ნაწილში, მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 77.34 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 4.53 ლარის გადახდა.

 

კონკრეტულ შემთხევაში, მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხეებისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებას 100.48 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია 24/04/2017 წლის საგადახდო დავალება #14-------0, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული აქვს ხარჯი 50.24 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მხარეს იურიდიული მომსახურეობის ასანაზღაურებლად დაეკისროს 4 პროცენტის ფარგლებში 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე,2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;

 

2. ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2511.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2073.27 ლარს, პროცენტი -294.23 ლარს, ჯარიმა - 144.35 ლარს.

 

3. ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირ თანხაზე - 2073.27 ლარზე პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ის ოდენობით, 24.04.2017 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

 

4. თავდები პირის ბ-------------------–-–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 2750 ლარით.

 

5. ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება.

 

6. ი-----–--------–---–ს და ბ-------------------–-–---–ს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 4.53 ლარის გადახდა.

 

7. მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ დაუბრუნდეს, მის მიერ, #14-------7 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 77.34 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე