გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210018002435007
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210018002435007

საქმე №2/13433-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე შპს ,,რ---–-----------------ი’’

დირექტორი თ---------–-–----ე

წარმომადგენელი დ------------------ე

 

მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი თ------------–--ე

 

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს ,,ს----------–--------ის’’ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ქ. თბილისში, შ-------ას N40-ში, მე-4 სართულზე მდებარე, მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. საოფისე სამუშაო მაგიდა უჯრის გარეშე - 6 ცალი, 2. საოფისე სამუშაო მაგიდა 2-უჯრით - 1 ცალი, 3. საკონფერენციო მაგიდა (4 სეგმენტისგან) - 1 ცალი, 4. საოფისე სამუშაო მაგიდა დიდი წითელი უჯრის გარეშე - 1 ცალი, 5. მოძრავი ბორბლებიანი ტუმბო - 2 ცალი, 6. ტუმბო ბორბლების გარეშე - 5 ცალი, 7. საოფისე სავარძლები ნაჭრის ფაქტურით - 4 ცალი, 8. საოფისე სკამი - 1 ცალი, 9. ქსეროქსი-პრინტერი-სკანერის ფუნქციებით მარკა LexMark - 1 ცალი თავისი კაბელით, 10. ტანსაცმლის კარადა სამ-კარიანი - 1 ცალი, 11. ტანსაცმლის კარადა ორკარიანი კაბინეტის - 1 ცალი, 12. ღია კარადა (თაროები) საბუთებისთვის - 2 ცალი, 13. კარებიანი კარადა საბუთებისთვის - 2 ცალი, 14. კაბინეტის სავარძელი (ოთხკუთხა ფეხით) - 2 ცალი, 15. ტელევიზორის ტუმბო - 1 ცალი, 16. ჰორიზონტალური ალუმინის (ვერცხლისფერი) ფარდა ჟალუზი 2 ფანჯრისთვის, 17. ვერტიკალური ფარდა ჟალუზი 3 ოთახისთვის, 18. კონდიციონერები 2 ცალი მუშა მდგომარეობაში ფირმა OMEDIA, 19. გათბობის ქვაბი ფირმა BOSHI - 1 ცალი BW35 მუშა მდგომარეობაში, 20. სექციური რადიატორები დაკომპლექტებული ოთახებში: 14 (თოთხმეტი) სექცია შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია შესასვლელი, 4 (ოთხი) სექცია შესასვლელი, 8 (რვა) სექცია შესასვლელი, 14 (თოთხმეტი) სექცია შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია სამზარეულო, 8 (რვა) სექცია საკონფერენციო, 14 (თოთხმეტი) სექცია კაბინეტი, 10 (ათი) სექცია სამუშაო ოთახი ვიტრაჟით, 6 (ექვსი) სექცია სამუშაო ოთახი ფანჯრით, 12 (თორმეტი) სექცია სამუშაო ოთახი აივნით, სააბაზანოს რადიატორი-საშრობით 1 (ერთი) ცალი, 21. საპირფარეშოს აქსესუარი: ხელის საქაღალდე 3 ცალი, 22. საპირფარეშოს აქსესუარი: ტუალეტის საქაღალდე 3 ცალი, 23. საპირფარეშოს 3 სარკე დაუზიანებელი, 24. ორადგილიანი დივანი 1 ცალი შავი ტყავის.

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, იხ. 24.01.2019წ. სხდომის ოქმი / არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე განჩინება, ს.ფ. 129-130).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 1 დეკემბერს შპს ,,რ---–-----------------ისა’’ და შპს ,,ქ------–ს’’ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც მხარეთა წარმომადგენლებს შორის დამატებით გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც განსაზღვრული და აღწერილი იქნა უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთები, კერძოდ ფართში განთავსებული საოფისე ინვენტარი და ტექნიკა-აქსესუარები, რომლებიც უძრავ ნივთთან ერთად დროებით სარგებლობასა და მფლობელობაში გადაეცა მოიჯარე - შპს ,,ქ------–ს’’.

 

2017 წლის 30 ოქტომბერს იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზებული იქნა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, შ-------ას N40, ს/კ 0----------------------, რომლის შესახებაც მოსარჩელემ შეიტყო მხოლოდ 2018 წლის 3 იანვარს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს N242 წერილით. აღმასრულებელი ბიუროს განკარგულებით ეს შეეხებოდა მხოლოდ უძრავ ნივთს და არა მოძრავ ნივთებს რომლებიც არის იქ განთავსებული. მესაკუთრე გახდა შპს ,,ვ-–----–----–ა 57ბ’’, რომელიც თანახმა იყო, რომ დაეცალა ფართი აღნიშნული ნივთებისგან, ამის მიუხედავად მოიჯარემ უარი განაცხადა მოძრავი ნივთების გადაცემაზე. დღეის მდგომარეობით ქონების მესაკუთრეა სს ,,ს----------–--------ი’’, რომლის მფლობელობასა და სარგებლობაშია უძრავ ნივთში განთავსებული ნივთები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სს ..ს----------–--------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,რ---–-----------------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი N0---------------------- იძულებითი აუქციონის გზით გასხვისდა და 2017 წლის 9 ნოემბრის განკარგულებით უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა შპს ,,ვ-–----–----–ა 76ბ’’. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სწორედ შპს ,,ვ-–----–----–ა 76ბ’’ და შპს ,,ქ------–ს’’ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. 2018 წლის 18 მაისის თბილისის სააუქციონო სახლის განკარგულებით, შპს ,,ვ-–----–----–ა 76ბ’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, შ-------ას ქუჩა N40 (ს/კ 0----------------------) აუქციონზე იქნა გატანილი და უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა სს ,,ს----------–--------ი’’. 2018 წლის 22 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ქ------–ს’’ შორის გაფორმდა 2018 წლის 12 თებერვლის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების დამატებითი პირობა, რომლითაც მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 9 ოქტომბრიდან.

 

13.03.2019 წლის განცხადებით, სს ,,ს----------–--------მა’’ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა მოსარჩელისათვის დაებრუნებინა ნივთები, რომლებიც არ წარმოადგენს უძრავი ნივთის საკუთვნებელს და რომელთა გარეშეც უძრავი ნივთის ღირებულება არ გაუფასურდება. კერძოდ, სს ,,ს----------–--------ი’’ აცხადებს თანხმობას მოსარჩელისათვის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებაში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთების დაბრუნებაზე:

1. საოფისე სამუშაო მაგიდა უჯრის გარეშე - 6 ცალი;

2. საოფისე სამუშაო მაგიდა 2 უჯრით - 1 ცალი;

3. საკონფერენციო მაგიდა (4 სეგმენტისგან) – 1 ცალი;

4. საოფისე სამუშაო მაგიდა დიდი წითელი უჯრის გარეშე - 1 ცალი;

5. მოძრავი ბორბლებიანი ტურბო - 2 ცალი;

6. ტუმბო ბორბლების გარეშე - 5 ცალი;

7. საოფისე სავარძლები ნაჭრის ფაქტურით - 4 ცალი;

8. საოფისე სკამი - 1 ცალი;

9. ქსეროქსი-პრინტერი-სკანერის ფუნქციებით LexMark – 1 ცალი თავისი კაბელით;

10. ტანსაცმლის კარადა (თაროები) საბუთებისათვის - 2 ცალი;

11. ტანსაცმლის კარადა ორკარიანი კაბინეტის - 1 ცალი;

12. ღია კარადა (თაროები) საბუთებისათვის - 2 ცალი;

13. კარებიანი კარადა საბუთებისათვის - 2 ცალი;

14. კაბინეტის სავარძელი (ოთკუთხა ფეხით) – 2 ცალი;

15. ტელევიზორის ტუმბო - 1 ცალი;

16. საპირფარეშოს აქსესუარი: ხელის საქაღალდე - 3 ცალი;

17. საპირფარეშოს აქსესუარი: ტუალეტის საქაღალდე - 3 ცალი;

18. საპირფარეშოს სარკე - 3 ცალი;

19. ორადგილიანი დივანი შავი ტყავის - 1 ცალი;

 

სს ,,ს----------–--------მა’’ 21.03.2019წ. სხდომაზე დამატებით ცნო მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა - სამ-კარიანი ტანსაცმლის კარადას - 1 ცალი (რიგით მე-10 სასარჩელო მოთხოვნის ჩამონათვალში).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,რ---–-----------------ის’’ საკუთრებაში იყო უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, შ-------ას ქ. N40, არასაცხოვრებელი ფართი, სართული 4, 217 კვ.მ (ს/კ 0----------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17)

 

3.1.2. შპს ,,რ---–-----------------ისა’’ და შპს ,,ქ------–-K---------’’-ს შორის 2017 წლის 1 დეკემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ქ------–-K---------’’-ს, როგორც მოიჯარეს სარგებლობასა და მფლობელობაში გადაეცა ქ. თბილისში, შ-------ას ქ. N40-ში (ს/კ 0----------------------) მდებარე, არასაცხოვრებელი ფართის 217 კვ.მ-დან 188 კვ.მ ფართი. მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-24);

 

3.1.3. იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასაცემი საგნის საფუძველზე, მხარეთა შორის დაიდო მ------------------------------------7, რომლის შესაბამისადაც მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. თბილისში, შ-------ას ქ. N40-ში მე-4 სართულზე განთავსებული ფართის 188 კვ.მ და ამ ფართში განთავსებული საოფისე ინვენტარი და ოფისის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკა-აქსესუარები. კერძოდ მიღება-ჩაბარების აქტით დეტალურად აღიწერა გადასაცემი ქონების ჩამონათვალი.

 

ინვენტარის ჩამონათვალი:

1. საოფისე სამუშაო მაგიდა უჯრის გარეშე - 6 ცალი;

2. საოფისე სამუშაო მაგიდა 2 უჯრით - 1 ცალი;

3. საკონფერენციო მაგიდა (4 სეგმენტისგან) – 1 ცალი;

4. საოფისე სამუშაო მაგიდა დიდი წითელი უჯრის გარეშე - 1 ცალი;

5. მოძრავი (ბორბლებიანი) ტურბო - 2 ცალი;

6. ტურბო ბორბლების გარეშე - 5 ცალი;

7. საოფისე სავარძლები ნაჭრის ფაქტურით - 4 ცალი;

8. საოფისე სკამი - 1 ცალი;

9. ქსეროქსი-პრინტერი-სკანერის ფუნქციებით, მარკა LexMark (ერთი) ცალი თავისი კაბელით;

10. ტანსაცმლის კარადა სამკარიანი - 1 ცალი;

11. ტანსაცმლის კარადა ორკარიანი კაბინეტის - 1 ცალი;

12. ღია კარადა (თაროები) საბურავებისათვის - 2 ცალი;

13. კარებიანი კარადა საბუთებისათვის - 2 ცალი;

14. კაბინეტის სავარძელი (ოთკუთხა ფეხით) – 2 ცალი;

15. ტელევიზორის ტუმბო - 1 ცალი;

16. ჰორიზონტალური ალუმინის (ვერცხლისფერი) ფარდა ჟალუზი 2 ფანჯრისათვის;

17. ვერტიკალური ფარდა ჟალუზები - 3 ოთახისათვის;

18. კონდიციონერები - 2 ცალი მუშა მდგომარეობაში - ფირმა ,,OMEDIA’’;

19. გათბობის ქვანი ფირმა - ,,BOSH’’ – 1 ცალი BW35 მუშა მდგომარეობაში;

20. სექციური რადიატორები დაკომპლექტებული ოთახებში;

20.1. 14 სექცია - შესასვლელში;

20.2. 6 სექცია - შესასვლელი;

20.3. 4 სექცია - შესასვლელი;

20.4. 8 სექცია - შესასვლელი;

20.5. 14 სექცია - შესასვლელი;

20.6. 6 სექცია - სამზარეულო;

20.7. 8 სექცია - საკონფერენციო;

20.8. 8 სექცია - საკონფერენციო;

20.9. 14 სექცია - კაბინეტი;

20.10. 10 სექცია - სამუშაო ოთახი ვიტრაჟით;

20.11. 6 სექცია - სამუშაო ოთახი ფანჯრით;

20.12. 12 სექცია - სამუშაო ოთახი აივნით

20.13. სააბაზანოს რადიატორი - საშრობი - 1 ცალი

21. საპირფარეშოს აქსესუარი: ხელის საქაღალდე - 3 ცალი;

22. საპირფარეშოს აქსესუარი: ტუალეტის საქაღალდე - 3 ცალი;

23. საპირფარეშოს სანათები მუშა მდგომარეობაი - 6 ცალი;

24. საპირფარეშოს საქაღალდე ურნები - 3 ცალი;

25. სამზარეულოს ურნა სასურსათო ნარჩენებისთვის - 1 ცალი;

26. მთლიანი საოფისე ფართის ჭერის განათებები მუშა მდგომარეობაში - 54 ამსტრონგის განათების ფილა - 216 ცალი ნათურით;

27. ელექტრო გამანაწილებელი კარადა - 2 ცალი;

28. 3 საპირფარეშო - მუშა მდგომარეობაში - 3 პირსაბანი და 3 ტუალეტი , 3 სარკე დაუზიანებელი;

29. წყლის მრიცხველი 1 ცალი დამონტაჟებული მამაკაცების საპირფარეშოში - მუშა მდგომარეობაში;

30. გაზის მრიცხველი (1 ცალი) დამონტაჟებული შენობის კიბის უჯრედში - მუშა მდგომარეობაში;

31. დენის მრიცხველი (1 ცალი) დამონტაჟებული შენობის კიბის უჯრედში - მუშა მდგომარეობაში;

32. ოფისის კარის გასაღები - 2 ეგზემპლიარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტი (25-27)

 

3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 იანვარს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 02.06.2017 წელს გაცემული N3/5072-16 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება N----------, სადაც კრედიტორს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური, ხოლო მოვალეს შპს ,,რ---–-----------------ი’’. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 30.10.2017 წელს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზებული იქნა მოვალის შპს ,,რ---–-----------------ის’’ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, შ-------ას ქუჩა N40, მე-4 სართული, ს.კ: 0---------------------- აღნიშნული ქონების შემძენი, მესაკუთრე გახდა შპს ,,ვ-–----–----–ა 76ბ’’

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.01.2018წ. ცნობა (ს.ფ. 28);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29-30).

 

3.1.5. ქონების გასხვისების შემდგომ შპს ,,ქ------–-K---------’’-იმ გააგრძელა მოქმედი იჯარის ხელშეკრულებით ქონების მფლობელობა, ამავდროულად ნივთის გასხვისების საფუძვლით იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს ,,რ---–-----------------ი’’, როგორც მეიჯარე ჩაანაცვლა ახალმა მესაკუთრემ შპს ,,ვ-–----–----–ას 76ბ’’-მ.

 

3.1.6. 2018 წლის 12 თებერვალს შპს ,,ვ-–----–----–ას 76ბ’’-სა და შპს ,,ქ------–-K---------’’-ს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, შ-------ას ქ. N40 (ს/კ 0----------------------), რომლითაც იჯარის ხელშეკრულების ვადა გახანგრძლივდა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.02.2018წ. საიჯარო ხელშეკრულება (ს.ფ. 82-89);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2018 წლის 4 აპრილს, შპს ,,რ---–-----------------იმ’’ წერილობით მიმართა შპს ,,ქ------–-K---------’’-ს და აცნობა, რომ იჯარით გადაცემული უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა შპს ,,ვ-–----–----–ას 76ბ’’, შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ უძრავი ნივთი, მასში არსებულ მოძრავ ნივთებზე მესაკუთრეს უფლება არ წარმოშობია, რის გამოც შპს ,,რ---–-----------------იმ’’ მოითხოვა კომპანიას დაბრუნებოდა მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული ყველა მოძრავი ნივთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვა მათი სარგებლობისათვის შესაბამისი საზღაურის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.04.2018წ. შეტყობინება (ს.ფ. 31);

 

3.1.8. 2018 წლის 18 მაისს თბილისის სააუქციონო სახლის განკარგულებით, შპს ,,ვ-–----–----–ა 76ბ’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, შ-------ას ქუჩა N40 (ს/კ 0----------------------) აუქციონზე იქნა გატანილი და უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა სს ,,ს----------–--------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.05.2018წ. განკარგულება (ს.ფ. 183-184);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 80-81).

 

3.1.9. 2018 წლის 22 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ქ------–ს’’ შორის დაიდო 2018 წლის 12 თებერვლის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების დამატებითი პირობა, რომლითაც მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 9 ოქტომბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საიჯარო ხელშეკრულების დამატებითი პირობები (ს.ფ. 95).

 

3.1.10. დღეის მდგომარეობით უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, შ-------ას ქუჩა N40 (ს/კ 0----------------------) სს ,,ს----------–--------ის’’ საკუთრებასა და მფლობელობაშია, შესაბამისად ბ----ს მფლობელობაშია ამავე უძრავი ნივთში განთავსებული მოძრავი ნივთებიც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 80-81);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.11. სს ,,ს----------–--------მა’’ სასარჩელო მოთხოვნა ცნო და თანახმაა მესაკუთრეს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. საოფისე სამუშაო მაგიდა უჯრის გარეშე - 6 ცალი; 2. საოფისე სამუშაო მაგიდა 2 უჯრით - 1 ცალი; 3. საკონფერენციო მაგიდა (4 სეგმენტისგან) – 1 ცალი; 4. საოფისე სამუშაო მაგიდა დიდი წითელი უჯრის გარეშე - 1 ცალი; 5. მოძრავი ბორბლებიანი ტურბო - 2 ცალი; 6. ტუმბო ბორბლების გარეშე - 5 ცალი; 7. საოფისე სავარძლები ნაჭრის ფაქტურით - 4 ცალი; 8. საოფისე სკამი - 1 ცალი; 9. ქსეროქსი-პრინტერი-სკანერის ფუნქციებით LexMark – 1 ცალი თავისი კაბელით; 10. ტანსაცმლის კარადა (თაროები) საბუთებისათვის - 2 ცალი; 11. ტანსაცმლის კარად ორკარიანი კაბინეტის - 1 ცალი; 12. ღია კარადა (თაროები) საბუთებისათვის - 2 ცალი; 13. კარებიანი კარადა საბუთებისათვის - 2 ცალი; 14. კაბინეტის სავარძელი (ოთკუთხა ფეხით) – 2 ცალი; 15. ტელევიზორის ტუმბო - 1 ცალი; 16. საპირფარეშოს აქსესუარი: ხელის საქაღალდე - 3 ცალი; 17. საპირფარეშოს აქსესუარი: ტუალეტის საქაღალდე - 3 ცალი; 18. საპირფარეშოს სარკე - 3 ცალი; 19. ორადგილიანი დივანი შავი ტყავის - 1 ცალი; 20. სამ-კარიანი ტანსაცმლის კარადას - 1 ცალი (რიგით მე-10 სასარჩელო მოთხოვნის ჩამონათვალში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს სს ,,ს----------–--------ის’’ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთში, (მდებარე - ქ. თბილისი, შ-------ას ქ. N40) განთავსებული 5 მოძრავი ნივთის კუთვნილების საკითხი, რომლებთან დაკავშირებითაც ნივთის მფლობელი უარს აცხადებს მათი თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნებას, სადავო მოძრავი ნივთების საკუთვნებლად მიჩნევისა და მისი უძრავ ნივთთან კავშირის საფუძვლით. კერძოდ, სს ,,ს----------–--------ი’’ უარს აცხადებს შ----------–--------------------- გადასცეს:

1. ჰორიზონტალური ალუმინის (ვერცხლისფერი) ფარდა ჟალუზი 2 ფანჯრისთვის,2. ვერტიკალური ფარდა ჟალუზი 3 ოთახისთვის,3. კონდიციონერები 2 ცალი მუშა მდგომარეობაში ფირმა OMEDIA,4. გათბობის ქვაბი ფირმა BOSHI - 1 ცალი BW35 მუშა მდგომარეობაში,5. სექციური რადიატორები დაკომპლექტებული ოთახებში: 14 (თოთხმეტი) სექცია შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია შესასვლელი, 4 (ოთხი) სექცია შესასვლელი, 8 (რვა) სექცია შესასვლელი, 14 (თოთხმეტი) სექცია შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია სამზარეულო, 8 (რვა) სექცია საკონფერენციო, 14 (თოთხმეტი) სექცია კაბინეტი, 10 (ათი) სექცია სამუშაო ოთახი ვიტრაჟით, 6 (ექვსი) სექცია სამუშაო ოთახი ფანჯრით, 12 (თორმეტი) სექცია სამუშაო ოთახი აივნით, სააბაზანოს რადიატორი-საშრობით 1 (ერთი) ცალი.

 

მოპასუხის მტკიცებით, მის მიერ საჯარო აუქციონზე შეძენილი იქნა უძრავი ნივთი, მასში არსებულ საკუთვნებელთან ერთად, შესაბამისად არ არსებობს ამავე უძრავ ნივთის ჯეროვანი სარგებლბისათვის არსებული ნივთების გამოთხოვის საფუძველი, რადგანაც საკუთვნებელი იზიარებს უძრავი ნივთის უფლებრივ ბედს, რაც გულისხმობს მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში ამ მოძრავი ნივთების მესაკუთრის ცვლილებასაც. მთავარი ნივთის შესახებ გარიგებები შეეხება საკუთვნებელსაც, შესაბამისად, უდავოა, რომ ბ---- გახდა, როგორც ნივთის ისე მისი საკუთვნებლის მესაკუთრე.

 

იმისათვის, რომ გადაწყდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა და სადავო ნივთებთან მიმართებით უპირატესი უფლების მფლობელი, მნიშვნელოვანია უპირველესად განისაზღვროს საკუთვნელის დეფინიცია, რის შემდგომაც შეფასებული იქნეს თითოეული ნივთის სამართლებრივი კუთვნილების საკითხი.

 

სსკ-ს 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. უნდა განიმარტოს, რომ საკუთვნებელია მოძრავი ნივთები, რომლებიც მართალია არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი, თუმცა განკუთვნილია მთავარი ნივთის სამეურნეო მიზნებისათვის და ამ დანიშნულებით სივრცობრივ კავშირშია მასთან. ამ მხრივ საკმარისია გარეგნულად შესამჩნევი სივრცობრივი კავშირი. საჭირო მიზნობრივი დანიშნულება, როგორც წესი მიიღწევა კონკლუდენტური მოქმედებით, რომლისთვისაც ნივთით ფაქტობრივი სარგებლობა შეიძლება იყოს სხვა ნივთის ეკონომიკური მიზნის ნიშან-თვისება. თუმცა, საკუთვნებლის თვისება სახეზე არ გვაქვს, თუ ნივთი სამოქალაქო ბრუნვაში არ განიხილება, როგორც საკუთვნებელი. საკუთვნებელსა და შემადგენელ ნაწილს შორის განსხვავების დადგენისას ხელმძღვანელობენ (ადგილობრივი) სამოქალაქო ბრუნვაში აღიარებული შეხედულებით ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

 

სასამართლო სადავო შემთხვევაში, ჰორიზონტალური ალუმინის (ვერცხლისფერი) ფარდას (ჟალუზი), ვერტიკალური ფარდა ჟალუზს და კონდიციონერს ვერ განიხილავს სსკ-ს 151-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე უძრავი ნივთის საკუთვნელად და მათ ვერ დააქვემდებარებს უძრავი ნივთის სამართლებრივ ბედს, რამეთუ მათი ქონებიდან გამოთავისუფლება არ წარმოშობს იმგვარ მდგომარეობას, რაც უშუალოდ უძრავი ნივთის სამეურნეო დანიშნულებიდან (კონკრეტულ შემთხევაში ოფისი) გამომდინარე გამოიწვევს მისი ღირებულების შემცირებას ან დანიშნულების მოსპობას. აქვს სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ზოგადად ნივთს საკუთვნებლად ვერ მივიჩნევთ მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ქონებაში არსებობა იწვევს ამავე ქონების ღირებულების გაზრდას. მოპასუხის შედავება მდგომარეობდა იმაში, რომ მათ გარკვეული ღირებულება გადაიხადეს იმ მიზნით, რომ თუნდაც ქონებაში დამონტაჟებული იყო კონდიციონერი, რაც არ იწვევს კონდიციონერის საკუთვნებლად მიჩნევის საფუძველს, რამეთუ საკუთვნებლად კონკრეტული ნივთის მიჩნევისათვის გაბატონებული მოსაზრებით იგი უნდა მიიჩნეოდეს მთავარი ნივთს ფუნქციონირებისათვის საჭირო ნივთად, რაც ვერც ფარდა-ჟალუზების და ვერც კონდიციონერების შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული.

 

რაც შეეხება, გათბობის ქვაბსა და სექციურ რადიატორებს სასამართლო კონკრეტულ ნივთებს მათი სივრცობრივი კავშირიდან გამომდინარე მიიჩნევს დაკავშირებულად უძრავ ნივთთან მიმართებით და განიხილავს მას კონკრეტული ქონების საკუთვნებლად, რადგანაც ისინი ერთიანობაში უზრუნველყოფენ შენობით სარგებლობის გაუმჯობესებას. ამასთანავე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ამგვარი განსხვავებული მიდგომა კონკრეტულ ნივთებთან მიმართებით მდგომარეობს საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულებიდან გამომდინარე, კერძოდ კონდიციონერი თავისი მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე ექვემდებარება სხვა ფართშიც მათი ფუნქციური დანიშნულებით გამოყენებას, რისგან განსხვავებითაც სექციური რადიატორები მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულ ფართში დამონტაჟდა ფართის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, რამაც განსაზღვრა მათი რაოდენობა. ამავდროულად ისინი ერთიანობაში დაკავშირებული არიან გათბობის ქვაბთან, რისი ერთობლივად უძრავი ნივთიდან გამოთავისუფლება ვერ იქნება გამართლებული საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულებიდან გამომდინარე.

 

ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ საკუთვნებლის ბედთან დაკავშირებით საუბარია არა უძრავ ნივთთან სამართლებრივ ერთიანობაზე, არამედ შემძენის ინტერესიდან გამომდინარე ნივთის შეძენისას და მასში არსებული ნივთების ერთიანობის მოლოდინთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს მიხედულებით გათბობის ქვაბთან დაკავშირებით წარმოშობს შემძენის ინტერესის უპირატესად გათვალისწინებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,რ---–-----------------ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 170-ე,172-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 131-ე, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სსკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. შპს ,,რ---–-----------------ის’’ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

 

სპეციალურობის პრინციპის თანახმად, ვინდიკაციური მოთხოვნის უფლების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი. ნივთების ერთობლიობის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება ვრცელდება თითოეულ ნივთზე ცალ-ცალკე (quot res tot vindicatones). ნივთი, სსკ-ს 172-ე მუხლის მიხედვით კი, არის სსკ-ს 148-ე-149-ე მუხლებით განსაზღვრული სხეულებრივი ნივთები. ამდენად, ვინდიკაციის საგანი შესაძლოა იყოს მოძრავი ან/და უძრავი ნივთი და იგი ფართო გაგებით ყველა ქონებრივ სიკეთესთან მიმართებით (არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) არ ვრცელდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,რ---–-----------------ი’’ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს უძრავ ნივთში განთავსებული ნივთების გამოთხოვას, რომელთა კონკრეტულ ფართში არსებობას ადასტურებს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, ამავდროულად თავად მოპასუხეც არ ხდის სადავოდ მოთხოვნილი ნივთების ფიზიკურად არსებობისა და მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთში განთავსების ფაქტს, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს სარჩელს. კერძოდ ბ---- მოთხოვნას ცნობს შემდეგ ნივთებთან მიმართებით: 1. საოფისე სამუშაო მაგიდა უჯრის გარეშე - 6 ცალი, 2. საოფისე სამუშაო მაგიდა 2-უჯრით - 1 ცალი, 3. საკონფერენციო მაგიდა (4 სეგმენტისგან) - 1 ცალი, 4. საოფისე სამუშაო მაგიდა დიდი წითელი უჯრის გარეშე - 1 ცალი, 5. მოძრავი ბორბლებიანი ტუმბო - 2 ცალი, 6. ტუმბო ბორბლების გარეშე - 5 ცალი, 7. საოფისე სავარძლები ნაჭრის ფაქტურით - 4 ცალი, 8. საოფისე სკამი - 1 ცალი, 9. ქსეროქსი-პრინტერი-სკანერის ფუნქციებით მარკა LexMark - 1 ცალი თავისი კაბელით, 10. ტანსაცმლის კარადა სამ-კარიანი - 1 ცალი, 11. ტანსაცმლის კარადა ორკარიანი კაბინეტის - 1 ცალი, 12. ღია კარადა (თაროები) საბუთებისთვის - 2 ცალი, 13. კარებიანი კარადა საბუთებისთვის - 2 ცალი, 14. კაბინეტის სავარძელი (ოთხკუთხა ფეხით) - 2 ცალი, 15. ტელევიზორის ტუმბო - 1 ცალი, 21. საპირფარეშოს აქსესუარი: ხელის საქაღალდე 3 ცალი, 22. საპირფარეშოს აქსესუარი: ტუალეტის საქაღალდე 3 ცალი, 23. საპირფარეშოს 3 სარკე დაუზიანებელი, 24. ორადგილიანი დივანი 1 ცალი შავი ტყავის.

 

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს საკმარისს საფუძველს სასარჩელო მოთხოვნის კონკრეტულ ნაწილში დაკმაყოფილებისათვის, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო დამატებით მსჯელობას მიზანშეუწონლად მიიჩნევს სადავოობის არ არსებობის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ ნაწილში სარჩელის ცნობა, როგორც შეუქცევადი სამართლებრივი შედეგი, წარმოადგენს მისთვის აღიარებული მოთხოვნის ფარგლებში პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარის საფუძველს (სსსკ-ის მე-3 და 208-ე მუხლები).

 

6.2. საგულისხმოა, რომ სს ,,ს----------–--------ი’’ უარს ამბობს უძრავ ნივთში განთავსებული გარკვეული ნივთების გადაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ ისინი, წარმოადგენენ უძრავი ნივთის საკუთვნებელს, რომლის მოცილებაც გაუმართლებლად მიაჩნია, რამეთუ იგი უძრავ ნივთთან კავშირში განსაზღვრავს ქონების საერთო ღირებულებას. კერძოდ, ბ---- მოთხოვნას სადავოდ ხდის, შემდეგ ნივთებთან მიმართებით: 1. ჰორიზონტალური ალუმინის (ვერცხლისფერი) ფარდა ჟალუზი 2 ფანჯრისთვის, 2. ვერტიკალური ფარდა ჟალუზი 3 ოთახისთვის, 3. კონდიციონერები 2 ცალი მუშა მდგომარეობაში ფირმა OMEDIA, 4. გათბობის ქვაბი ფირმა BOSHI - 1 ცალი BW35 მუშა მდგომარეობაში, 5. სექციური რადიატორები დაკომპლექტებული ოთახებში: 14 (თოთხმეტი) სექცია შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია შესასვლელი, 4 (ოთხი) სექცია შესასვლელი, 8 (რვა) სექცია შესასვლელი, 14 (თოთხმეტი) სექცია შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია სამზარეულო, 8 (რვა) სექცია საკონფერენციო, 14 (თოთხმეტი) სექცია კაბინეტი, 10 (ათი) სექცია სამუშაო ოთახი ვიტრაჟით, 6 (ექვსი) სექცია სამუშაო ოთახი ფანჯრით, 12 (თორმეტი) სექცია სამუშაო ოთახი აივნით, სააბაზანოს რადიატორი-საშრობით 1 (ერთი) ცალი.

 

მოპასუხის მტკიცებით, მის მიერ საჯარო აუქციონზე შეძენილი იქნა უძრავი ნივთი, მასში არსებულ საკუთვნებელთან ერთად, შესაბამისად არ არსებობს ამავე უძრავ ნივთის ჯეროვანი სარგებლობისათვის არსებული ნივთების გამოთხოვის საფუძველი, რადგანაც საკუთვნებელი იზიარებს უძრავი ნივთის უფლებრივ ბედს, რაც გულისხმობს მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში ამ მოძრავი ნივთების მესაკუთრის ცვლილებასაც. მთავარი ნივთის შესახებ გარიგებები შეეხება საკუთვნებელსაც, შესაბამისად, უდავოა, რომ ბ---- გახდა, როგორც ნივთის ისე მისი საკუთვნებლის მესაკუთრე.

 

6.3. სსკ-ს 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.

 

ნორმის მიხედვით, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მოძრავი ნივთი, მაგრამ არა უძრავი ნივთი და უფლება. საკუთვნებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სამართლებრივად დამოუკიდებელი ნივთი, რომელიც არ არის მთავარი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. განსხვავებით 150-ე მუხლისაგან, რომლის მიზანია, შეინარჩუნოს ნივთისა და მისი შემადგენელი ნაწილების ერთიანი ეკონომიკური ღირებულება, და მათი სამართლებრივი ბედის განსაზღვრა ერთიან წესებს დაუქვემდებაროს, 151-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ, სხვადასხვა ნივთის სამართლებრივი დამოუკიდებლობის მიუხედავად, მათ შორის შესაძლებელია არსებობდეს ეკონომიკური ერთიანობა, რაც სამართლებრივად ერთობლივ განსჯას აუცილებელს ხდის. ამ მიზნის მისაღწევად სამოქალაქო კოდექსი იმ ნივთებს, რომლებიც მთავარი ნივთის სამსახურისთვის არის განკუთვნილი, საკუთვნებელს უწოდებს.

 

საკუთვნებლის დანიშნულება მთავარი ნივთის მიმართ განისაზღვრება მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებიდან, მისი ფაქტობრივი სარგებლობისა და სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებიდან. მთავარი ნივთი უნდა ასრულებდეს განსაზღვრულ სამეურნეო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს საკუთვნებელი. მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულება არ ნიშნავს ამ ნივთის მხოლოდ სამეწარმეო, მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, არამედ იგი მოიცავს იმ მიზანს, რომლის გამოც არსებობს მთავარი ნივთი. საკუთვნებელი ემსახურება მთავარ ნივთს, თუ იგი ხელს უწყობს მთავარი ნივთის ფუნქციის რეალიზებას („სამეურნეო დანიშნულება“). მნიშვნელობა არ ენიჭება იმ გარემოებას, თუ რამდენად აუცილებელი და საჭიროა მთავარი ნივთისათვის საკუთვნებლის არსებობა. საკუთვნებლის დამხმარე ფუნქციიდან გამომდინარეობს მისი დაქვემდებარებული დამოკიდებულება მთავარი ნივთისადმი. საკუთვნებელსა და მთავარ ნივთის შორის უნდა არსებობდეს სივრცობრივი კავშირი და იგი უნდა ემსახურებოდეს მთავარი ნივთის სამეურნეო მიზანს. მოძრავი ნივთი არის საკუთვნებელი, თუ იგი, სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციის მიხედვით, მთავარ ნივთთან ერთად საერთო სამეურნეო დანიშნულებით ხასიათდება. თუ საკუთვნებლის ყველა წინაპირობა გამოკვეთილია, ნივთი შეიძლება არ ჩაითვალოს საკუთვნებლად, თუკი დამკვიდრებული შეხედულება მას ასეთად არ განიხილავს. ამდენად, ამა თუ იმ ნივთის საკუთვნებლად მიჩნევისათვის, გაბატონებულ შეხედულებას ენიჭება მნიშვნელობა.

 

151-ე მუხლი არ განსაზღვრავს საკუთვნებლის სამართლებრივ შედეგებს. როგორც წესი, საკუთვნებელი სამართლებრივად დამოუკიდებელი ნივთია და მასზე ვრცელდება მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული დებულებები.მთავარი ნივთის სამართლებრივი ბედი საკუთვნებელზე არ ვრცელდება, თუმცა, მთავარი ნივთის შესახებ გარიგებები შეეხება საკუთვნებელსაც. ამით კოდექსი იმ გარემოებას ანიჭებს მნიშვნელობას, რომ მოძრავი ნივთები თავისი სამეურნეო-ეკონომიკური დანიშნულებით და სივრცობრივი კავშირით განსაზღვრულ ეკონომიკურ ერთიანობას ქმნიან და კანონმდებელი ასეთი ერთიანობის შენარჩუნებას განსაზღვრულ ფარგლებში საჭიროდ თვლის.

 

სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს მითითებას საკუთვნებლის სანივთო უფლებით დატვირთვის შესახებ, თუმცა სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი დებულებები შესაძლებელს ხდის, რომ პირის ვალდებულება, გაასხვისოს ან დატვირთოს ნივთი, გავრცელდეს საკუთვნებელზეც. სამოქალაქო კოდექსის 324-ე მუხლის შესაბამისად, თუ პირი იღებს ვალდებულებას, გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი ნივთი, ეს ვალდებულება ვრცელდება ნივთის საკუთვნებელზედაც, თუკი ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისიწინებული.

 

ამდენად, ზოგადი წესის შესაბამისად, მთავარ ნივთთან დაკავშირებით არსებული გარიგება ვრცელდება ასევე საკუთვნებელზედაც, თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ უძრავი ნივთი შეძენილია აუქციონზე, რა დროსაც ქონებაში განთავსებულ მოძრავი ნივთების ბედი არ გადაწყვეტილა, რაც მოხმობილი ნორმის შესაბამისად შესაძლოა იძლეოდეს იმგვარ განმარტებას, რომ ამავე განკარგულებით სს ,,ს----------–--------ი’’ გახდა, როგორც უძრავი ნივთის ასევე მასში განთავსებული მოძრავი ნივთების - საკუთვნებლის მესაკუთრე. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში საყურადღებოა გარემოება, რომ შპს ,,რ---–-----------------ი’’ ჯერ კიდევ შპს ,,ვ-–----–----–ას 76ბ’’-ზე ქონების გასხვისებისას სადავოდ ხდიდა აღნიშნულ ნივთში არსებული მოძრავი ნივთების შემძენისათვის დატოვებას, რაც ამ მხრივაც წარმოშობს მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველს. სასამართლო სადავო საკითხის შეფასებისას კონდიციონერსა და ფარდა-ჟალუზებს ვერ განიხილავს უძრავ ნივთთან იმგვარ დაკავშირებულ ნივთად, რომელიც შემძენის მხრიდან გაბატონებული მოსაზრების შესაბამისად აღქმული შეიძლება ყოფილიყო ნივთის საკუთვნებლად, შესაბამისად შემძენს არც მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა სადავო ნივთებთან მიმართებით მისი საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, გათბობის ქვაბსა და სექციურ რადიატორებს, მათი კავშირის და ერთიანობის, ასევე ზოგადად გაბატონებული შეხედულების მიხედვით, ისინი განხილული უნდა იქნეს საკუთვნებლად, რადგანაც შემძენისათვის აღნიშნულ ქონებაში დამონტაჟებული ქვაბი ლოგიკურია, რომ მიიჩნევა ოფისის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ნივთად.

 

სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით დაშვებულია კანონისმიერი პრეზუმფცია, რომელიც დამატებით მტკიცებას არ ექვემდებარება, ეს ვარაუდი არსებობს მანამ, ვიდრე პირი, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული დამაჯერებლად არ გააქარწყლებს ამ მოსაზრებას, შესაბამისად. საკუთვნებელი, არ არის მხოლოდ მთავარი ნივთით სარგებლობის უკიდურესი აუცილებლობა, არამედ ნებისმიერი ნივთია, რომლებიც ხელს უწყობს მთავარი ნივთის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას. (იხ. სუსგ. საქმე Nას- 262-253-2012, 25.06.2012წ; Nას-586-561-2016, 29.07.2016წ.). კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,რ---–-----------------იმ’’ უზრუნველყო კოდიციონერისა და ფარდა-ჟალუზების შემთხევევაში დაედასტურებინა მათი გამოთხოვის საფუძვლიანობა, რაც ვერ იქნება გაზიარებული გათბობის ქვაბსა და სექციურ რადიატორებთან მიმართებით.

 

6.4. როგორც აღინიშნა, ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს და ამტკიცებდეს რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი. ნივთის ვინდიცირების შემადგენელი ელემენტებიდან ერთ-ერთის დამტკიცების შეუძლებლობა სარჩელის უარყოფის საფუძველია. რაც შეეხება მფლობელს, მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის დაძლევის შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე - მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მას ეკისრება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. მოსარჩელე შპს ,,რ---–-----------------ის’’ აქვს უფლება გამოითხოვოს კონდიციონერი და ფარდა ჟალუზები მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც კოდექსით დაშვებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა ვერ ასაბუთებს მის აუცილებლობას და იმ ზიანის არსებობას, რომელიც მას ადგება გადაწყვეტილების დროული აღუსრულებლობით. რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობის გამო.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 120 ლარი (ს.ფ. 35).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

49.2. მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სსსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სსსკ-ს 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, რომელთა ღირებულებაც წარმოდგენილი მასალებით არ ისაზღვრება, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი უნდა განისაზღვროს, სსსკ-ს 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მოსარჩელეს გადახდილი 120 ლარის ნაცვლად უნდა გადაეხადა 60 ლარი, თანახმად, სსსკ-ს 39-ე და 41-ე მუხლების ერთობლივი განმარტებისა. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოსარჩელეს დაუბრუნოს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით. ხოლო გადახდილი 60 ლარიდან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30 ლარი, რამეთუ მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო დარჩენილი 30 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შესაბამისად.

 

ამავდროულად სს ,,ს----------–--------ს’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს ,,რ---–-----------------ის’’ მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,რ---–-----------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სს ,,ს----------–--------ის’’ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ქ. თბილისში, შ-------ას N40-ში, მე-4 სართულზე მდებარე, მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. საოფისე სამუშაო მაგიდა უჯრის გარეშე - 6 ცალი, 2. საოფისე სამუშაო მაგიდა 2-უჯრით - 1 ცალი, 3. საკონფერენციო მაგიდა (4 სეგმენტისგან) - 1 ცალი, 4. საოფისე სამუშაო მაგიდა დიდი წითელი უჯრის გარეშე - 1 ცალი, 5. მოძრავი ბორბლებიანი ტუმბო - 2 ცალი, 6. ტუმბო ბორბლების გარეშე - 5 ცალი, 7. საოფისე სავარძლები ნაჭრის ფაქტურით - 4 ცალი, 8. საოფისე სკამი - 1 ცალი, 9. ქსეროქსი-პრინტერი-სკანერის ფუნქციებით მარკა LexMark - 1 ცალი თავისი კაბელით, 10. ტანსაცმლის კარადა სამ-კარიანი - 1 ცალი, 11. ტანსაცმლის კარადა ორკარიანი კაბინეტის - 1 ცალი, 12. ღია კარადა (თაროები) საბუთებისთვის - 2 ცალი, 13. კარებიანი კარადა საბუთებისთვის - 2 ცალი, 14. კაბინეტის სავარძელი (ოთხკუთხა ფეხით) - 2 ცალი, 15. ტელევიზორის ტუმბო - 1 ცალი, 16. ჰორიზონტალური ალუმინის (ვერცხლისფერი) ფარდა ჟალუზი 2 ფანჯრისთვის, 17. ვერტიკალური ფარდა ჟალუზი 3 ოთახისთვის, 18. კონდიციონერები 2 ცალი მუშა მდგომარეობაში ფირმა OMEDIA, 19. საპირფარეშოს აქსესუარი: ხელის საქაღალდე 3 ცალი, 20. საპირფარეშოს აქსესუარი: ტუალეტის საქაღალდე 3 ცალი, 21. საპირფარეშოს 3 სარკე დაუზიანებელი, 22. ორადგილიანი დივანი 1 ცალი შავი ტყავის და აღნიშნული ნივთები გადაეცეს მოსარჩელე შპს ,,რ---–-----------------ის’’.

 

3. შპს ,,რ---–-----------------ის’’ მოთხოვნა: 1. გათბობის ქვაბის (ფირმა BOSHI - 1 ცალი BW35 მუშა მდგომარეობაში), და 2. სექციური რადიატორების (დაკომპლექტებული ოთახებში: 14 (თოთხმეტი) სექცია შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია შესასვლელი, 4 (ოთხი) სექცია შესასვლელი, 8 (რვა) სექცია შესასვლელი, 14 (თოთხმეტი) სექცია შესასვლელი, 6 (ექვსი) სექცია სამზარეულო, 8 (რვა) სექცია საკონფერენციო, 14 (თოთხმეტი) სექცია კაბინეტი, 10 (ათი) სექცია სამუშაო ოთახი ვიტრაჟით, 6 (ექვსი) სექცია სამუშაო ოთახი ფანჯრით, 12 (თორმეტი) სექცია სამუშაო ოთახი აივნით, სააბაზანოს რადიატორი-საშრობით 1 (ერთი) ცალი) გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შპს ,,რ---–-----------------ის’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას ნ-------–-–-----ს (შ-----------–-------–-------------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60 ლარი (გადახდილია 120 ლარი), რომელიც 02.05.2018 წელს N- საგადასახადო დავალების საფუძველზე ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: ს-----------------, ბ----ს კოდი - T-------, სახაზინო კოდი - 300773150;

 

5. სს ,, ს----------–--------ს’’ შპს ,,რ---–-----------------ის’’ სასარგებლოდ გადახდეს 30 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. შპს ,,რ---–-----------------ის’’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

7. სს ,, ს----------–--------ს’’ შპს ,,რ---–-----------------ის’’ სასარგებლოდ გადახდეს 200 ლარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

9. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის ნაწილში (მე-8 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე