გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
330210019002874409
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/4282-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი"

წარმომადგენელი - გი---------------ე

მოპასუხეები - მა------------ა, ფე-----------------ა

წარმომადგენელი - მა------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში - მა------------ა, ფე-----------------ა

წარმომადგენელი - მა------------ა

მოპასუხე შეგებებულ სარჩელში - სს "სა---------–--------ი"

წარმომადგენელი - გი---------------ე

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მა------------ას სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 20-6 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 14435,1- აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1- 230.54 აშშ დოლარი, პროცენტი - 680.58 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 500 აშშ დოლარი, საკომისიო - 24 აშშ დოლარი;

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ფე-----------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, მ--------–-----, მ------/რ------ 1, კ-----------, ბინა N6-, ფართი: 9-.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: 0-.1-.1-.0-4.0--.0-.0---

 

1.3. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე მა------------ას საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

 

(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, ასევე, მოხსნა მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში/ იხ. 24.1-.20-8 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

20-6 წლის 10 მაისს სს „სა---------–--------“-სა და მა------------ას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: მოქმედების ვადა - 300 თვე, მოცულობა: 300000 ლარი ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში, წლიური - 0,5%- დან 48%-მდე დარიცხვით. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 20-6 წლის 17 მაისს სს „სა---------–--------ი“-სა და მა------------ას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მა------------ას სასარგებლოდ გაიცა სესხი 1-1-0 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, კრედიტის მართვის საკომისიო -24 აშშ დოლარის დარიცხვით, ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1.5% -ის ოდენობით. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 20-6 წლის 10 მაისს სს „სა---------–--------ი“-სა და ფე-----------------ას შორის ასევე დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ფე-----------------ას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი გ-–------ მ-----, მ/რ 1, კ-----------9, ბინა N6-, 9-.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით ს.კ N 0-.1-.1-.0-4.0--.0-.0---

 

მოპასუხეს, მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია, მან დაარღვია გადახდის გრაფიკი, რის გამოც დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელე ბანკმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი, აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო ხელშეკრულება და ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან. პირველ დარღვევას ადგილი ჰქონდა 20-6 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო 27.02.20-7- შემდეგ გადახდები არ განხორციელებულა შესაბამისად ამ რიცხვიდან ხდება პირგასამტეხლოს დარიცხვა. (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5% დარიცხვით) .

 

ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ 20-7 წლი 6 ივნისის მდგომარეობით 20-6 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებაზე ერიცხება დავალიანება: 26696.17 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1-230.54 აშშ დოლარი, პროცენტი - 680.58 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1476-.05 აშშ დოლარი, საკომისიო - 24 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა მა------------ამ და ფე-----------------ამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვეს მისი შემცირება, არაგონივრულობისა და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გამო.

 

3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

3.1. 20-6 წლის 10 მაისის ხელშეკრულების მე-9 (ბანკის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის მეშვეობით) და მე-10 (ბანკის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის გზით) მუხლების ბათილად ცნობა.

 

(მოსარჩელეებმა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა. / იხ 28.02.20-9 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

20-6 წლის 17 მაისს სს „სა---------–--------“-სა და მა------------ას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება 1- 1-0 აშშ დოლარზე, წლიური 17 % განაკვეთის დარიცხვით 60 თვის (5 წლის) ვადით. აქედან 1-000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ნასესხებ თანხას, ხოლო 1-0 აშშ დოლარი კი დაზღვევის თანხას. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 20-6 წლის 10 მაისს სს „სა---------–--------ი“-სა და ფე-----------------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ფე-----------------ას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე : ქალაქი თბილისი, გ-–------, მ------/რ------ 1, კ-----------, ბინა N6-; აღნიშნული ხელშეკრულების მე-9 (ბანკის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის მეშვეობით), მე-10 (ბანკის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის გზით) და მე-15 მუხლები (პრეტენზიები და დავები) წარმოადგენენ კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებას და ეწინააღმდეგება კანონს.

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

4.1. მოპასუხე სს ,,სა---------–--------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების მოცემული მუხლები არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად ბათილობის საფუძვლები არ არსებობს.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. 20-6 წლის 10 მაისს სს „სა---------–--------“-სა და მა------------ას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: მოქმედების ვადა - 300 თვე, მოცულობა: 300000 ლარი ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში, წლიური - 0,5%- დან 48%-მდე დარიცხვით.

 

აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 20-6 წლის 17 მაისს სს „სა---------–--------ი“-სა და მა------------ას შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მა------------ას სასარგებლოდ გაიცა სესხი 1-1-0 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, კრედიტის მართვის საკომისიო -24 აშშ დოლარის დარიცხვით, ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1.5% -ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-6 წლის 10 მაისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 17-22).

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23-24).

 

5.1.2. 20-6 წლის 10 მაისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 20-6 წლის 10 მაისს სს „სა---------–--------ი“-სა და ფე-----------------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ფე-----------------ას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი გ-–------ მ-----, მ/რ 1, კ-----------9, ბინა N6-, 9-.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით ს.კ N 0-.1-.1-.0-4.0--.0-.0---

 

იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ,,თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-34);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40).

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.1.3. მოპასუხე მა------------ამ არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, შესაბამისად, სს ,,სა---------–--------ის“ მიმართ, 20-6 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მა------------ას ერიცხება დავალიანება - 26 696,17 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია - 1-230,54 აშშ დოლარი, პროცენტი - 680,58 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1476-,05 აშშ დოლარი, საკომისიო - 24 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 57);

- ამონაწერი საბანკო ანაგარიშიდან (ს.ფ. 48-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

5.1.4. ბანკის მხრიდან მსესხებელსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს გაეგზავნა გაფრთხილება დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება (ს.ფ. 43-46).

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

5.1.5. 20-6 წლის 10 მაისის იპოთეკის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგანის გადახდევინების წესებზე. კერძოდ, იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის უფლებამოსილების წარმოშობის მომენტიდან ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს ბანკის განცხადების საფუძველზე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ბანკის შეხედულებისამებრ სასამართლო ან კერძო აღმასრულებლის მიერ.

 

წინამდებარე ხელშეკრულების 8.2.2. პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული კერძო აუქციონის ფორმით. ხოლო 8.2.3. პუნქტის თანახმად, მიიღოს გადაწყვეტილება იპოთეკის საგნის უშუალოდ, პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს იპოთეკის საგნის უშუალოდ, პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაცია ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, ბანკის მიერ ხელშეკრულების 8.2.2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის წესით ბანკის მიერ დანიშნული სპეციალისტის მეშვეობით.

 

ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, ბანკის მიერ ხელშეკრულების 8.2.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, იპოთეკის საგნის უშუალოდ, პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის მიზნით, ბანკი მოქმედებს მესაკუთრის სახელით და ხარჯზე, შესაბამისად ამ მიზნით მისი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს ან/და ხელს აწერს ნებისმიერ გარიგებას, მიმართავს, განცხადებას ან/და სხვა ნებართვაზე ან/და მინდობილობაზე და ეს უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობებში არ შეიძლება შეიზღუდოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 2500 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2500 აშშ დოლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მა------------ას პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი, რის გამოც უნდა შემცირდეს ათმაგი ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 250 აშშ დოლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. პირგასამტეხლო არის მაღალი და უნდა შემცირდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

რაც შეეხება მა------------ასა და ფე-----------------ას შეგებებულ სარჩელს, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 286-ე, 30--ე, 317-ე, 327-ე, 36--ე, 400-ე, 417-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 180-ე, 208-ე მუხლები.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირი თანხის 1-230,54 დოლარის, პროცენტის 680,58 აშშ დოლარისა და საკომისიოს 24 აშშ დოლარის ნაწილში, რაც მათ მიმართ მოცემული ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, მა------------ას მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

8.4. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 36--ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - მა------------ას მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 20-6 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 2500 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 250 აშშ დოლარამდე.

 

8.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 20-6 წლის 10 მაისს სს „სა---------–--------ი“-სა და ფე-----------------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ფე-----------------ას კუთვნილი უძრავი ქონება.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ,,თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე“.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,სა---------–--------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

აღნიშულიდან გამომდინარე, სს ,,სა---------–--------ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, უნდა განხორციელდეს, მოპასუხე ფე-----------------ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს სს ,,სა---------–--------ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მა------------ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

8.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობა განსაზღვრაზე.

 

დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 20-6 წლის 10 მაისს სს „სა---------–--------ი“-სა და ფე-----------------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება.

 

ამავე ხელშეკრულებით საკრედიტო მოთხოვნის უზრუნვესაყოფად მხარეებმა განსაზღვრეს იპოთეკის საგნის რეალიზაციის ფორმა, მათ შორის კერძო აუქციონისთვის მიმართვის თაობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას დაცულია ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს გამსესხებელსა და მსესხებელს წარმოეშვათ იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები;

 

შეგებებული სარჩელის ავტორები იპოთეკის ხელშეკრულების სადავო პუნქტების (მე-9 და მე-10) ბათილად ცნობას ითხოვენ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე და უთითებენ, რომ აღნიშნული მუხლები წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებას.

 

ამ კონტექსტში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს საცილო გარიგებათა სამართლებრივი ბუნება. კერძოდ, თუ უფლებამოსილი პირი არ ისარგებლებს კანონმდებლობით განსაზღვრული შეცილების უფლებით, საცილო გარიგება ნამდვილი ხდება და სამართლებრივად სავალდებულო ძალას იძენს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ისევე როგორც, ხელმოწერის სინამდვილეს, სადავოდ არ ხდის. იგი არ მიუთითებს იძულების, მუქარის, ძალადობის, მოტყუების ან/და გარიგების საცილოობის სხვა სამართლებრივ საფუძვლებზე. ასეთ ვითარებაში კი, სასამართლოს მიაჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია ფე-----------------ას თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე და ამ მიმართებით სადავო ხელშეკრულების პუნქტების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

რაც შეეხება სადავო ხელშეკრულების მე-9-10 პუნქტებს და ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების საჯარო წესრიგთან შესაბამისობას, სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასახელებულ მუხლში მითითებული ბათილი გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს, გულისხმობს შემთხვევას, როდესაც სახეზეა კანონის იმპერატიულ დანაწესთან გამოვლენილი ნების შეუსაბამობა. ამასთან, გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, სოციალური სამართლიანობის პრინციპს და ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. გარიგების საჯარო წესრიგთან შესაბამისობის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე, მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან და ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გარიგების დადების ნება გამოავლინა მხარემ.

 

ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის, რომ გამოხატული ნება საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ ან ამორალურად იქნეს ცნობილი, აუცილებელია პირობათა კუმულატიური ერთობა, რომლითაც გარიგების უცილოდ ბათილობა დასტურდება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების სადავო პუნქტებზე და განმარტავს, რომ მართალია, გარიგება ითვალისწინებს იპოთეკის საგნის რეალიზაციის რამოდენიმე ფორმას, თუმცა ამავე გარიგებით კრედიტორს მიენიჭა უფლება თავისი შეხედულებისამებრ მოეხდინა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მათ შორის კერძო აუქციონის ფორმით და პირდაპირი მიყიდვის გზით. (9.1. პუნქტი და 10.1.). ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტები შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე და 302-ე მუხლის მოთხოვნებათან და ცალკე აღებული სადავო სტანდარტული პირობა, სასამართლოს მოსაზრებით, არ არღვევს კეთილსინდისირების პრინციპს და უკანონოდ არ ბოჭავს მოსარჩელეს.

 

სასამართლო არ იზიარებს, შეგებებული სარჩელის ავტორების განმარტებას მასზედ, რომ სს ,,სა---------–--------ის“ მიერ ადგილი ჰქონდა უფლების ბოროტად გამოყენებას. საქმის მასალებით არ დგინდება ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენება (სკ 55-ე მუხლი). ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში შესაძლოა ვიგულისხმოთ შესრულებასა და ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობა, საბაზრო ძალაუფლების, მეორე მხარის მძიმე მდგომარეობის გამოყენებით და გამოუცდელობით. ასეთ შემთხვევაში სარჩელის პერსპექტივისათვის აუცილებელია ნორმაში აღწერილი სუბიექტური ფაქტორების დადასტურება, განსახვავებით სკ 54-2 მუხლისაგან, სადაც გარიგების შინაარსისა და შედეგების მიმართ ობიექტური შეფასების მასშტაბი მოქმედებს და უკანა პლანზე ინაცვლებს გარიგების დადების სუბიექტური წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რაც დაასაბუთებდა მოდავე მხარეთა შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობის ფაქტს და სადავო გარიგების დადებას მოპასუხის მხრიდან მათზე გავლენის ბოროტად გამოყენებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

8.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

ამ განმარტებიდან ცხადია, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

 

ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია იურიდიული ინტერესი, ანუ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება გაუმართლებელია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შემთხვევაში ვერ გახდება მისთვის გარკვეული სარგებლის მომტანი, რადგან სს ,,სა---------–--------მა“ თანხის დაკისრებასთან ერთად მოითხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.

 

მაია და ფე-----------------ებს უარი უნდა ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

9.1. მოსარჩელის სს ,,სა---------–--------ი“-ს მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 19-0 ლარი; (ს.ფ. 58).

 

დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 20-6 წლის 17 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტის, პირგასამტეხლოს და საკომისიოს ჯამს 26 696,17 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში 1- 26-,02 აშშ დოლარის ოდენობით (1471,05-2500), რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (26696,17 აშშ დოლარი) 45,92%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 19-0 ლარის 45,92% - 890,85 ლარი.

 

ამდენად, სარჩელის შემცირების შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 14435,1- აშშ დოლარს (26696,17-1-26-,02), ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1049,15 ლარს (19-0-890,85).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 20-6 წლის 17 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის დავალიანების, შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნეს ძირი თანხის, პროცენტისა და შემცირებული პირგასამტეხლოს ნაწილში რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (14435,1- აშშ დოლარის) 84,41%-ს შეადგენს და სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს 1049,15 ლარის 84,41% - 885,58 ლარი.

 

დარჩენილი ნაწილი კი, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.

 

9.2. მა------------ასა და ფე-----------------ას მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი; (ს.ფ. 173-174);

 

გამომდინარე იქიდან, რომ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულის გათვალისწინებით მა------------ასა და ფე-----------------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 07 თებერვლის განჩინებით დაკამყოფილდა მა------------ასა და ფე-----------------ას განცხადება შეგებებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შეჩერდა სს ,,სა---------–--------ის“ მიმართვის საფუძველზე სპეციალისტ - შპს ,,თბილისის ს-----–------ ს---–--“ (ს/კ 2--------) მიერ დანიშნული კერძო აუქციონი ფე-----------------ას (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, მ--------–-----, მ------/რ------ 1, კ-----------, ბინა #6-, ფართი :9-.00 კვ.მ, ს/კ: 0-.1-.1-.0-4.0--.0-.0---

 

ვინაიდან, მა------------ასა და ფე-----------------ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი მოპასუხეების მა------------ასა და ფე-----------------ას მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სს ,,სა---------–--------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

 

3. მა------------ასა და ფე-----------------ას შეგებებული სარჩელი სს ,,სა---------–--------ი"-ს მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე მა------------ას სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 20-6 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1-185,1- აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1- 230.54 აშშ დოლარი, პროცენტი - 680.58 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 250 აშშ დოლარი, საკომისიო - 24 აშშ დოლარი;

 

5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ფე-----------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, მ--------–-----, მ------/რ------ 1, კ-----------, ბინა N6-, ფართი: 9-.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: 0-.1-.1-.0-4.0--.0-.0---

 

6. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე მა------------ას საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

 

7. სს „სა---------–--------ი“-ს დაუბრუნდეს 06/06/20-7 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1776,43 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 06/06/20-7; საგადახდო დავალება #1-796; გადამხდელი - სს სა---------–--------ი, გადამხდელის ბანკი - სს სა---------–--------ი ; სახაზინო კოდი - 3--------; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).

 

8. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

9. შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

10. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 07 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სს ,,სა---------–--------ის“ მიმართვის საფუძველზე სპეციალისტ - შპს ,,თბილისის ს-----–------ ს---–--“ (ს/კ 2--------) მიერ დანიშნული კერძო აუქციონი ფე-----------------ას (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, მ--------–-----, მ------/რ------ 1, კ-----------, ბინა #6-, ფართი :9-.00 კვ.მ, ს/კ: 0-.1-.1-.0-4.0--.0-.0---

 

1-. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-1- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

1-. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი