განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე #---------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თ---------- სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ------- გ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ------- ჯ----- ძე ბ---–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 3---------ს, ნასამართლევი, რეგისტრაციის ადგილი: თ---–---- შ----–-------ს ქუჩა #--, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თ---–---- გ-–-----------, კორპუსი #-- ბინა #---
ადვოკატი - ი----- ბ-----–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული), 273-ე მუხლი (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართოს 2015 წლის 1------ილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევი კ------- ბ---–---–ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, ქ------–--ში, გ-–-----------ს #- კორპუსში, ბინა #----ში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,000125 გრამ ამფეტამინსა და 0,000034 გრამ მეტამფეტამინს.
Ø აღნიშნულ ეპიზოდში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ------- ბ---–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული).
1.2. თბილისის საქალაქო სასამართოს 2015 წლის 1------ილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევი კ------- ბ---–---–ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, ქ------–--ში, გ-–-----------ს #- კორპუსში, ბინა #----ში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება 0,000055 გრამ ბუპრენორფინს.
Ø აღნიშნულ ეპიზოდში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ------- ბ---–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).
1.3. კ------- ბ---–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. 2017 წლის 14 ნოემბერს, ქ------–--ში, ჯ-----–---–-- ქუჩა #5---- მიმდებარედ კ------- ბ---–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებულ, BERETTA-MOD.8000 მოდელის პისტოლეტს და 11 ცალ ვაზნას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი #---------- იარაღი წარმოადგენს 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებულ, BERETTA-MOD.8000 მოდელის პისტოლეტს, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ხოლო, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 11 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის 9 mm Parabellum ვაზნას და განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ #---------- პისტოლეტისთვის). აღნიშნული 11 ცალი 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
Ø აღნიშნულ ეპიზოდში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ------- ბ---–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).
2.სასამართლომ დაადგინა:
2.1. კ------- ბ---–---–ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, თბილისში, გ-–-----------ს #- კორპუსში, ბინა #----ში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,000125 გრამ ამფეტამინსა და 0,000034 გრამ მეტამფეტამინს.
2.2. კ------- ბ---–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. 2017 წლის 14 ნოემბერს, ქ------–--ში, ჯ-----–---–-- ქუჩა #5---- მიმდებარედ კ------- ბ---–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებულ, BERETTA-MOD.8000 მოდელის პისტოლეტს და 11 ცალ ვაზნას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი #---------- იარაღი წარმოადგენს 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებულ, BERETTA-MOD.8000 მოდელის პისტოლეტს, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ხოლო, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 11 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის 9 mm Parabellum ვაზნას და განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ #---------- პისტოლეტისთვის). აღნიშნული 11 ცალი 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
3.1. 2017წლის 17 თებერვალს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა მ------ ა------–---–მა ოპერატიული წერილობითი პატაკით მიმართა მ--- განყოფილების უფროსს შ---–-- მ---------ეს. პატაკში მითითებული ინფორმაციით, თბილისში, გ-–-----------ს #- კორპუსში, ბინა #----ში კ------- ბ---–---–ი უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას და უნდა იმყოფებოდეს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
3.2. მოწმე მ------ ა------–---–მა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა პატაკში მითითებული ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტი.
3.3. ქ------–--ის ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ნ---- ბ------–---–ის ჩვენებით დადგინდა, 2017 წლის 17 თებერვალს, მ------ ა------–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში, განყოფილების თანამშრომლებთან შ----- ც--–---–-–---–თან და ნ------- ბ----–---–თან ერთად გამოცხადდა გ-–-----------ს #- კორპუსში, ბინა #----ში. ბინაში დახვდათ კ------- ბ---–---–ი. ნ---- ბ------–---–მა კ------- ბ---–---–ს განუცხადა, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია ბინაში ნარკოტიკული ნივთიერების ფლობასთან დაკავშირებით, გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რაც ხელმოწერით დაადასტურა კ------- ბ---–---–მა. ჩხრეკის დაწყებამდე კ------- ბ---–---–ს შეეთავაზა თუკი ფლობდა ნარკოტიკულ ნივთიერებას ნებაყოფლობით წარმოედგინა. შეთავაზების მიღების შემდეგ, კ------- ბ---–---–მა გამომძიებლებს მიუთითა საძინებელი ოთახის კარადაზე, კარადის ერთ-ერთი თაროდან წარადგინა შპრიცები მათში მოთავსებული სითხით, ასევე წარადგინა აბები, წარწერით ველანიუმი. აღნიშნულის შემდეგ, კ------- ბ---–---–მა ჩხრეკაში მონაწილე პირებს ლოჯის ოთახიდან ასევე წარუდგინა შპრიცები. ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ამოღებული ობიექტები ნ---- ბ------–---–მა ჩხრეკის ადგილზევე დალუქა, დალუქული ობიექტების ბეჭედზე ხელი მოაწერა ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის კ------- ბ---–---–მა. ადგილზევე შედგა ბინის ჩხრეკის ოქმი, რომლის სისწორეც ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა კ------- ბ---–---–მა და გააკეთა წერილობითი შენიშვნა, რომ მის მიერ წარდგენილ შპრიცებში სავარაუდოდ არის ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის. ბინის ჩხრეკის შემდეგ კ------- ბ---–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, მოგვიანებით ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა ბრალდება, ბრალის წარდგენის დროს, ისევე როგორც გამოკითხვის ეტაპზე ბრალდებულმა კ------- ბ---–---–მა აღიარა დანაშაული და დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას.
3.4. ქ------–--ის ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განოფილების დეტექტივ- გამომძიებლის შ----- ც--–---–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, 2017 წლის 17 თებერვალს, საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან: გამომძიებლებთან ნ------- ბ----–---–თან და ნ---- ბ------–---–თან ერთად მ--- განყოფილებაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოცხადდა კ------- ბ---–---–ის საცხოვრებელ ბინაში. კ------- ბ---–---–მა საძინებელი და ლოჟის ოთახებიდან ნებაყოფლობით წარმოადგინა შპრიცები და აბები. ბინის ჩხრეკის შემდეგ ნ------- ბ----–---–ის მიერ ადგილზე დაკავებულ იქნა კ------- ბ---–---–ი და გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. ადგილზევე დაილუქა ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ასევე ადგილზევე შედგა ბინის ჩხრეკის და დაკავების ოქმები, კ------- ბ---–---–მა ხელი მოაწერა როგორც ნივთიერი მტკიცებულების ლუქს, ასევე ბინის ჩხრეკის და დაკავების ოქმებს და გააკეთა შენიშვნა ბინის ჩხრეკის ოქმში, რომ შპრიცები და მასში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერება ეკუთვნოდა მას.
3.5. ქ------–--ის ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ------- ბ----–---–ის ჩვენებით დადგინდა, 2017 წლის 17 თებერვალს, მ------ ა------–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მ--- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, გამოძიების ჯგუფის წევრებთან შ----- ც--–---–-–---–თან და ნ---- ბ------–---–თან ერთად გამოცხადდა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე თბილისში, გ-–-----------ს #- კორპუსში, ბინა #----ში. ბინაში დახვდათ კ------- ბ---–---–ი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ნ---- ბ------–---–მა კ. ბ---–---–ს გააცნო ოპერატიული ინფორმაციის შინაარსი და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ბინის ჩხრეკის შესახებ დადგენილება. ამის შემდეგ ნ---- ბ------–---–მა შესთავაზა ნებაყოფლობით წარმოედგინა ნარკოტიკული ნივთიერება, კ------- ბ---–---–მა საკუთარი ნებით საძინებელი და ლოჯის ოთახებიდან წარმოადგინა შპრიცები ნაწილი სითხით, ხოლო ნაწილი ცარიელი, ასევე წარმოადგინა აბები. კ------- ბ---–---–ის განმარტებით შპრიცში არსებული სითხე იყო ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. ამოღებული ობიექტები ადგილზევე დაილუქა, ლუქზე გაკეთდა ბეჭედი, რომელსაც ხელი მოაწერა კ------- ბ---–---–მა, ადგილზევე შედგა ბინის ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ასევე მოაწერა ხელი კ------- ბ---–---–მა და შენიშვნის სახით მიუთითა, რომ შპრიცში არსებული სითხე სავარაუდოდ იყო ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მას ეკუთვნოდა. ბინის ჩხრეკის შემდეგ ნ------- ბ----–---–მა ადგილზევე დააკავა კ------- ბ---–---–ი, ჩაუტარა პირადი ჩხრეკა რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი იქნა ამოღებული და დაკავებული გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.
3.6. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 17 თებერვალს თბილისში, გ-–-----------, კორპუსი #-- ბინა #----ში ჩატარდა კ------- ბ---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესში კ------- ბ---–---–ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა ნარკოტიკული საშუალება. პოლიციელთა შეთავაზების შემდეგ, კ------- ბ---–---–მა თანხმობა განაცხადა და საძინებელ ოთახში მდგომი ტანსაცმლის კარადის მეორე თაროდან პოლიციელებს ნებაყოფლობით წარუდგინა ერთი ცალი შპრიცი, მასში მოთავსებული გამჭირვალე სითხით, შპრიცზე არსებული წარწერით 1 ml., ასევე წარუდგინა 3 შპრიცი წარწერით 1 ml., მათ შორის ერთი დგუშის და ნემსის გარეშე, წამლის კორვალიუტა მასში მოთავსებული ექვსი ცალი მოყვითალო ფერის აბით, წარწერით valium. ამის შემდეგ კ------- ბ---–---–მა, ლოჯის ოთახის კარადის ღია თაროდან პოლიციელებს დამატებით წარუდგინა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ერთი ცალი შპრიცი, წარწერით 3 ml., ორი შპრიცი წარწერით 1 ml. კ------- ბ---–---–მა, ბინის ჩხრეკის ოქმში არსებული ჩანაწერის მიხედვით, დაადასტურა შპრიცების და მასში არსებული სითხის კუთვნილება. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადგილზევე შედგა ბინის ჩხრეკის ოქმი, ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე პირებმა და მათ შორის კ------- ბ---–---–მაც. ჩხრეკის ოქმის ბოლო გვერდზე კ------- ბ---–---–მა გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ მის მიერ წარდგენილ შპრიცებში არის სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის.
3.7. 2017 წლის 18 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის #4------------- დასკვნით, კ------- ბ---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ სამ ცალ 1მლ–იან ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცის (ობ.#3-4;6) შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები: მეტამფეტამინი (მარილი) წონით 0,000034 გრამი და ამფეტამინი წონით 0,000125 გრამი.
3.8. ექსპერტ-ქიმიკოსებმა თ----- უ---–---მ და ა-–---------ე დ--------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ საკვლევად წარდგენილი ობიექტები მოთავსებული იყო გამჭვირვალე, უფერო პოლიეთილენის ერთ პაკეტში დალუქული სახით. ლუქის და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
3.9. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული შპრიცები, აბები. გამოკვლეული ობიექტების პირველად ლუქზე აღინიშნება ჩხრეკაში მონაწილე პირების, მათ შორის კ------- ბ---–---–ის ხელმოწერა.
3.10. მოწმე პოლიციელების ზეპირ ჩვენებებში გადმოცემული მამხილებელი ინფორმაცია არის პირდაპირ თანხვედრაში ბინის ჩხრეკის ოქმთან, რომლის სისწორესაც თავის მხრივ ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული კ------- ბ---–---–ი და ოქმში წერილობითაც მიუთითებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარებისთვის ესაჭიროებოდა. გარდა აღნიშნულისა, ნივთიერი მტკიცებულების ლუქზე კ------- ბ---–---–ის ხელმოწერით ასევე დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გაიგზავნა ნამდვილად ის ობიექტები, რომლებიც ამოღებულ იქნა ბრალდებულის ბინის ჩხრეკის შედეგად და ამოღებული ობიექტებიდან ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით მიხედვით სამ ცალ 1მლ–იან ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცის (ობ.#3-4;6) შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები: მეტამფეტამინი (მარილი) წონით 0,000034 გრამი და ამფეტამინი წონით 0,000125 გრამი.
3.11.დაცვის მხარის პოზიციების ანალიზი:
3.11.1. კ------- ბ---–---–მა წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს, არ დასწრებია მისი ბინის ჩხრეკას, პოლიციის სამმა თანამშრომელმა იგი დააკავა არა მის ბინაში, გ-–-----------, კორპუსი #-- სახლი #----ში, არამედ წერეთლის გამზირზე სავაჭრო ცენტრ „პ------“ მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ ავტომანქანაში. დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა წარუდგინა მისი ბინის ჩხრეკის ოქმი და უთხრა, რომ ხელი უნდა მოეწერა. პოლიციის თანამშრომელი შეჰპირდა ოქმზე ხელის მოწერის შემთხვევაში ნარკოტიკის მცირე ოდენობიდან გამომდინარე გაათავისუფლებას. კ------- ბ---–---–მა მისი ბინის ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა, ამის შემდეგ იგი გამომძიებელმა გამოკითხა, სადაც იგივე საფუძვლით, რომ მალე გაათავისუფლებდნენ ბრალი აღიარა. რამდენიმე საათში მას წარუდგინეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით, ბრალის წარდგენას ესწრებოდა შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი, რომელმაც ურჩია, რომ მას მაინც არავინ დაუჯერებდა, ამიტომ მისი ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა დაედასტურებინა ბრალდება. კ------- ბ---–---–მა ბრალის გაცნობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული დანაშაული არ ჩაუდენია, მაინც დაადასტურა წარდგენილი ბრალდება.
3.11.2. დაცვის მხარემ იმის სამტკიცებლად, რომ 2017 წლის 17 თებერვალს, გ-–-----------, კორპუსი #-- ბინა #----ში ბრალდებული არ დასწრებია მისი ბინის ჩხრეკას და ამ დროს იგი იმყოფებოდა წერეთლის გამზირზე, სადაც თითქოსდა მოხდა მისი დაკავება - წარმოადგინა რიგი მოწმეები, კერძოდ:
3.11.3. ბრალდებულის მეუღლის - მოწმე ნ---- თ------ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 17 თებერვალს, პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მისი ბინა გ-–-----------, კორპუსი #-- სახლი #---, ჩხრეკას არ დასწრებია კ------- ბ---–---–ი, ვინაიდან იგი იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა. ჩხრეკის პროცესში შეიტყო, რომ კ------- ბ---–---–ი პოლიციას უკვე ჰყავდა დაკავებული.
3.11.4. ბრალდებულის დედის - მოწმე გ--–--- ბ---–---–ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 17 თებერვალს, დღისით, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა შვილთან კ------- ბ---–---–თან, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ „პ------თან“. სატელეფონო კომუნიკაცია შეწყდა კ------- ბ---–---–ის სიტყვებით, „მოიცა დედა პოლიცია“. გ--–--- ბ---–---–მა სცადა დაკონტაქტებოდა კ------- ბ---–---–ს, თუმცა მას პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. გ--–--- ბ---–---–ი ტელეფონით დაუკავშირდა კ------- ბ---–---–ის მეუღლეს ნ---- თ------ს, რომელმაც უთხრა, რომ სახლში პოლიციელები იმყოფებოდნენ და ბინას ჩხრეკდნენ, მოგვიანებით შეიტყო, რომ კ------- ბ---–---–ი იყო დაკავებული.
3.11.5. მოწმე ე----- მ--–--- ჩვენების თანახმად, იგი არის კ------- ბ---–---–ის მკურნალი ექიმი. 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში კ------- ბ---–---–მა მიიყვანა სავაჭრო ცენტრ „კიდობანთან“ და დატოვა. მოწმე პირად საქმეზე წავიდა, ხოლო სად წავიდა კ------- ბ---–---–ი მან არ იცის.
3.11.6. მოწმე თ----–- ჩ--–---ს ჩვენების მიხედვით, მუშაობს თბილისში, წერეთლის გამზირი #9-ში მდებარე სპორტულ მაღაზიაში. 2017 წლის 17 თებერვალს, 16:00 საათიდან 16:30 საათამდე დროის მონაკვეთში შენიშნა მისი მაღაზიის წინ მდგომი შავი მანქანა. ცოტა ხანში, მანქანასთან მივიდა 2 პირი, გადმოიყვანეს მანქანიდან კ------- ბ---–---–ი, ხელზე ბორკილები დაადეს და წაიყვანეს დინამოს სტადიონის მიმართულებით.
3.11.7. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სპორტული მაღაზიის სხვა თანამშრომელი - მოწმე ბ---- ფ------–---–ი. მოწმის ჩვენების თანახმად, თვე, რიცხვი, წელი არ ახსოვს, თუმცა ახსოვს რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც წერეთლის გამზირი #9-ში მდებარე მისი მაღაზიის მიმდებარედ გაჩერდა შავი მანქანა. ცოტა ხანში ორმა მამაკაცმა, აღნიშნული შავი მანქანიდან გადმოიყვანეს მანქანაში მსხდომი პირი და წაიყვანეს. მას არ მიუქცევია ყურადღება დაკავებული მამაკაცის აღწერილობისთვის, ამდენად არ იცის დაკავებული პირი არის თუ არა კ------- ბ---–---–ი.
3.11.8. მოწმე თ---------- ღ-–-----ის ჩვენებით, ზუსტი თვე, წელი, რიცხვი არ ახსოვს, თუმცა ახსოვს 15:00-16:00 საათის პერიოდში, მოქალაქეს დაეხმარა პარკინგზე მანქანის გაჩერებაში. ასევე ზუსტად არ ახსოვს მანქანის მოდელი, თუმცა ახსოვს, რომ მანქანა იყო თეთრი თუ მოთეთრო, ასევე ზუსტად ახსოვს, რომ ცოტა ხანში მანქანასთან მივიდნენ მამაკაცები და მანქანიდან გადმოიყვანეს შიგ მჯდომი მამაკაცი, რომელიც ასევე არ იცის რა მიმართულებით წაიყვანეს. მოწმეს არ ახსოვს დაკავებული პირის იერსახე, მაიდენტიფიცირებელ ნიშნად მიუთითებს ,,ჩვეულებრივ მამაკაცზე“.
3.11.9. მოწმე ზ---- მ---------–---–ის ჩვენების თანახმად, კ------- ბ---–---–ი არის მისი ოჯახის მეგობარი. 2017 წლის 17 თებერვალს, ბრალდებულის მეუღლემ ნ---- თ------მა დაურეკა და უთხრა, რომ კ------- ბ---–---–ის მანქანა ღია მდგომარეობაში იდგა დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოგვიანებით მოწმემ ზუსტი მისამართის დადგენის მიზნით გადარეკა ნ---- თ------თან, ტელეფონზე ესაუბრა გამომძიებელი და უთხრა, რომ მისულიყო პოლიციის განყოფილებაში, სადაც გადასცემდნენ მანქანის გასაღებს. მოწმის ჩვენებით, პოლიციის თანამშრომელმა გადასცა გასაღები და დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოიყვანა მანქანა.
3.11.10. კ------- ბ---–---–ის მეზობლის მოწმე ტ---- მ--------ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ------- ბ---–---–ის მეუღლემ ნ---- თ------მა დაუტოვა მცირეწლოვანი შვილი, რადგან თავად პოლიციის განყოფილებაში მიდიოდა. ნ---- თ------მა, ტ---- მ--------ას განუცხადა, რომ სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მისი ბინა. ნ---- თ------ის წასვლის შემდეგ მოწმემ მე-9 სართულის ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა პოლიციის მანქანა, მანქანასთან იდგნენ მამაკაცი პოლიციელები, ნ---- თ------ი ჩაჯდა მანქანაში მეორე მცირეწლოვან შვილთან ერთად და წავიდნენ.
3.11.11. სასამართლოს შეფასებით დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს აკლდა სიზუსტე, თანხვედრა სხვა მოწმეების და ბრალდებულის ჩვენებებთან. მოწმეებს რიგ შემთხვევაში არ ახსოვდათ წელი, თვე, რიცხვი მათ მიერ დასახელებული მოვლენების, რის გამოც შეუძლებელი გახდა ჩვენებებში გაჟღერებული მოვლენების იდენტიფიცირება და შემხებლობა განსახილველ საქმესთან. გარდა ამისა, მოწმეთა ნაწილი იყო არსებითად არაინფორმატიული.
3.11.12. მოწმე თ----–- ჩ--–---ს ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს ზეპირ ჩვენებაში გამოვლენილი წინააღმდეგობები და უზუსტობები. მოწმემ ზეპირ ჩვენებაში რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია რიგ გარემოებებთან მიმართებაში: 1. საწყის ეტაპზე განაცხადა, რომ კ------- ბ---–---–ს პოლიციის თანამშრომლებმა ბორკილებით ხელები წინ შეუკრეს, იგივე ჩვენებაში პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ხელები ბორკილებით უკან შეუკრეს. 2. მოწმემ ვერ გადმოსცა ჩვენებაში კ------- ბ---–---–ის დამკავებელ პირებს ეცვათ თუ არა პოლიციის ფორმები, ერთ ეპიზოდში განაცხადა, რომ ფორმები არ ეცვათ, მეორე ეპიზოდში დაადასტურა, რომ ეცვათ პოლიციის ფორმები, მესამე ეპიზოდში განაცხადა, რომ არ ახსოვს. 3. მოწმემ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი დააკავა ორმა პირმა, მაშინ როდესაც თავად ბრალდებული სამ პირზე მიუთითებს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აშკარად გამოვლინდა მოწმის სუბიექტური და მიკერძოებული დამოკიდებულება კ------- ბ---–---–ისადმი, მოწმე ვერ მალავდა ფამილარულ დამოკიდებულებას და სიმპათიას იმის გამო, რომ ბრალდებული არის მისი მაღაზიის კლიენტი.
3.11.13. სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს მოწმეების ბ---- ფ------–---–ის და თ---------- ღ-–-----ის ჩვენებებს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ პირველს (ბ. ფ------–---–ს) არ ახსოვს წელი, თვე, რიცხვი, თუ როდის შეესწრო მისი მაღაზიის წინ მისთვის უცნობის მამაკაცის დაკავებას, არ ახსოვს დაკავებული მამაკაცის ვიზუალური მხარე და არ შეუძლია აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, მეორე მოწმე თ. ღ-–-----ი, ვერ ყალიბდება, რა ავტომანქანით იყო პირი, რომელიც დააკავეს, ასევე არ შეუძლია იმ პირის აღწერა, რომელიც მისი მტკიცებით პოლიციის თანამშრომლება დააკავეს, ასევე არ ახსოვს თვე, წელი, რიცხვი მის მიერ გადმოცემული მოვლენების და ამ შემთხვევაშიც, მოწმეები ორ დამკავებელ პირზე მიუთითებენ, მაშინ როცა ბრალდებული სამ პირს ასახელებს.
3.11.14. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის მეუღლის ნ---- თ------ის ჩვენება, ვინაიდან იგი არსებითად ეწინააღმდეგება ბინის ჩხრეკის ოქმს, რომლის სისწორეშიც სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. რაც შეეხება ბრალდებულის დედის გ--–--- ბ---–---–ის ჩვენებას, მოწმის ჩვენება იყო მიკერძოებული და სუბიექტური, მოწმეს ზუსტად არ ახსოვდა საათი, როდის ესაუბრა კ------- ბ---–---–ს, გარდა ამისა, იგი უშუალოდ არ იმყოფებოდა კ------- ბ---–---–თან დაკავების პროცესში, შესაბამისად, ინფორმაციას თითქოს ბინის ჩხრეკის მომენტისთვის კ------- ბ---–---–ი წერეთლის გამზირზე უკვე დაკავებული იყო,- ფლობს უშუალოდ ბრალდებულისგან, რომელიც რა თქმა უნდა დაინტერესებულია საკუთარი საქმის შედეგით. მოწმე ზ---- მ---------–---–ის შემთხვევაშიც, ხაზგასასმელია, რომ ბრალდებულის ახლობელია, შესაბამისად დაინტერესებულია საქმის შედეგით, გარდა ამისა, იგი ვერ აკონკრეტებს თუ რომელმა გამომძიებელმა, რომელ განყოფილებაში გადასცა კ------- ბ---–---–ის ავტომანქანის გასაღები.
3.11.15. რაც შეეხება მოწმე ტ---- მ--------ას ჩვენებას, იგი ბინის ჩხრეკის შედეგთან და ჩხრეკაში მონაწილე პირებთან მიმართებაში არაინფორმატიულია, მოწმე ბინის ჩხრეკას არ ესწრებოდა, შესაბამისად, არ იცის დაესწრო თუ არა ბრალდებული ბინის ჩხრეკას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმემ მე-9 სართულიდან ვერ დაინახა პოლიციის მანქანაში იჯდა თუ არა დაკავებული კ------- ბ---–---–ი, არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი არ ესწრებოდა ბინის ჩხრეკას.
3.11.16. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების ანალიზით, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია თითქოსდა კ------- ბ---–---–ის დაკავება მოხდა სხვაგან და არა ბინაში ჩხრეკის ჩატარების შემდგომ არ არის დასაბუთებული და მის გაჟღერებას აქვს კონკრეტული მიზანი, - ეჭვქვეშ იქნეს დაყენებული მოწმე სამართალდამცავთა ჩვენებები. ბრალდებულის მცდელობა, მოახდინოს მოწმე პოლიციელების დისკრედიტაცია ემსახურება ფაქტების დამახინჯებას და ეჭვის შეტანას მოწმე პოლიციელთა კეთილსინდისიერებაში. მოწმე სამართალდამცავთა ჩვენებების ეჭვქვეშ დაყენება, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები არიან, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და მცდარი მსჯელობაა. ბრალდებულის დაინტერესებაზე ცრუდ ამხილოს პოლიციელები მიანიშნებს მისი განვლილი ცხოვრება, კ------- ბ---–---–ი წარსულში ნასამართლევია პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, და ეს წინააღმდეგობა გამოიხატა ძალადობრივ აქტში, 2015 წლის 16-----------–ს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა კ------- ბ---–---–მა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს, სცადა ავტომანქანიდან გაქცევა და ფიზიკური ძალის გამოყენებით, პოლიციელებს რომლებიც ახდენდნენ მის ბადრაგირებას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაარტყა თავი სახის არეში და მიაყენა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება. აღნიშნული გარემოება მეტყველებს კ------- ბ---–---–ის არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე ზოგადად სამართალდამცავი ორგანოებისა და კონკრეტულად პოლიციის თანამშრომელთა მიმართ. შესაბამისად აშკარად იკვეთება ბრალდებულის დაინტერესება ცრუდ ამხილოს პოლიციელები.
3.11.17. სასამართლო ხაზს უსვამს სსკ-ის 260-ე მუხლით განსახილველი საქმის მტკიცებულებით სპეციფიკას, ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებისთვის წონად და ერთ-ერთ არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკასთან დაკავშირებული პროცედურები. არსებითია ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის პროცესი არ ბადებდეს გონივრულ ეჭვს ობიექტური დამკვირვებლისთვის ამ საგამოძიებო მოქმედების კანონიერებასთან მიმართებაში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით ჩხრეკას ესწრებოდა კ------- ბ---–---–ი, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელმოწერით, გარდა ამისა, ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ სწორედ კ------- ბ---–---–მა წარუდგინა მოწმე პოლიციელებს სამედიცინო შპრიცები, რომლებშიც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულმა თავად მიუთითა, რომ ნებაყოფლობით წარდგენილ შპრიცებში უნდა ყოფილიყო პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკი. ბინის ჩხრეკის ოქმში ბრალდებულ კ------- ბ---–---–ის ინიციატივები, წერილობითი განცხადებები და ოქმის სისწორის დამოწმება ხელმოწერით, სასამართლოს როგორც ობიექტურ დამკვირვებელს არწმუნებს, რომ 2017 წლის 17 თებერვალს კ------- ბ---–---–ის ბინა გაიჩხრიკა მისი თანდასწრებით, რა დროსაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლებიც ეკუთვნოდა თავად ბრალდებულს. ნარკოტიკული ნივთიერების ამოღებას კ. ბ---–---–ის თანდასწრებით ადასტურებს ნივთიერი მტკიცებულების ლუქზე ბრალდებულის მიერ შესრულებული ხელმოწერა. ბინის ჩხრეკის ოქმში ასახული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია მოწმე პოლიციელთა ზეპირ ჩვენებებთან, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს კ------- ბ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება (სსკ-ის 260-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი):
3.12. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონზე თანდართული ნუსხის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებები: მეტამფეტამინი (მარილი) წონით 0,000034 გრამი და ამფეტამინი წონით 0,000125 გრამი წარმოადგენს დიდ ოდენობას, შესაბამისად, მაკვალიფიცირებელი ნიშანი ,,დიდი ოდენობა“ სწორად არის წარდგენილი.
ქმედება ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (სსკ-ის 260-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი):
3.13. თბილისის საქალაქო სასმართლოს 2015 წლის 1------ილის განაჩენით კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის მიხედვით კ------- ბ---–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ 2004 წლის 2----ეკემბრის განაჩენით ნასამართლევმა პირმა კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა). 2004 წლის 2----ეკემბრის განაჩენით კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნარკოტიკული საშუალება ,,კანაბისის“ მოხმარების გამო და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარი, რომელიც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 თებერვლის წერილის თანახმად, გადახდილია 2013 წლის 5 ნოემბერს.
3.14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის #-/13/732 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
3.15. კ------- ბ---–---–ის წარსული ნასამართლობები საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში მისი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად, ვინაიდან 2004 წლის 2----ეკემბრის განაჩენით ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის დროისათვის - 2017 წლის 17 თებერვალს გაქარწყლებული იყო, რადგან ჯარიმა 250 ლარი გადახდილია 2013 წლის 5 ნოემბერს, ხოლო 2015 წლის 1------ილის განაჩენით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დეკრიმინალიზებულია.
3.16. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული კ------- ბ---–---–ი მაკვალიფიცირებელ გარემოებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (სსკ-ის 273-ე მუხლი).
3.17. ქ------–--ის ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების თანამშრომლების ნ---- ბ------–---–ის, შ----- ც--–---–-–---–ის და ნ------- ბ----–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 თებერვალს, კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკის დროს სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებასთან ერთად ამოღებული იქნა ,,ბუპრენორფინი“.
3.18. 2017 წლის 17 თებერვლის ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკის საფუძველზე ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინის“ ამოღების ფაქტი.
3.19. 2017 წლის 18 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის #4------------- დასკვნის თანახმად, კ------- ბ---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: -1მლ–იან ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებული მოთეთრო, მღვრიე 0,68 მლ ხსნარი, (ობ.#2) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,000055 გრამს.
3.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1------ილის განაჩენით კ------- ბ---–---–ი ნასამართლევია სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის. რაც შეეხება, 2015 წლის 1------ილის განაჩენამდე არსებულ მსჯავრდებას, 2004 წლის 2----ეკემბრის განაჩენით, მართალია, კ------- ბ---–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალება ,,კანაბისის“ უკანონო მოხმარებისთვის, თუმცა მას განაჩენით განსაზღვრული სასჯელი ჯარიმა 250 ლარი გადახდილი აქვს 2013 წლის 5 ნოემბერს. ამდენად, ბოლო ქმედების ჩადენის დროს, 2017 წლის 17 თებერვალს, ,,კანაბისის“ უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლობა კ------- ბ---–---–ს უკვე გაქარწყლებული ჰქონდა.
3.21. მიუხედავად იმისა, რომ უტყუარად დგინდება კ------- ბ---–---–ის მიერ პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ მცირე ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი, თუმცაღა 3.14-3.15. პუნქტებში ჩამოყალიბებული მსჯელობის მხედველობაში მიღებით განსახილველ შემთხვევაშიც სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ქმედების შემადგენლობისთვის სავალდებულო ნიშანი, შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული კ------- ბ---–---–ი ამ ეპიზოდში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება:
3.22. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაიკითხნენ შპს „ფ---------------------–--------------------------------–----–-------ს“ ჩ---–--–--ითი თერაპიის #- განყოფილების ექთნები ნ--- ო-----–---–ი, ნ---- პ------–---–ი და გ---–- გ-------ძე. მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, 2017 წლის 14 ნოემბერს, პ------–-ის ცენტრში დადგენილი წესის და გრაფიკის შესაბამისად პაციენტებზე მედიკამენტის ,,მეტადონის“ გაცემა დასრულდა 15:30 საათზე. 15:30 საათის შემდეგ კლინიკის ერთ-ერთმა პაციენტმა კ------- ბ---–---–მა დაურეკა მკურნალ ექიმს მ------ ქ---–--ეს, უთხრა, რომ იმყოფებოდა პ------–-ის ცენტრის ეზოში და სთხოვა კარების გაღება კუთვნილი ულუფის მისაღებად. ვინაიდან პ------–-ის ცენტრში მკაცრად კონტროლირებადია მედიკამენტის გაცემის დრო, გარდა ამისა, მედიკამენტი გაიცემა დაცვის პოლიციის უშუალო თანდასწრებით, ხოლო 15:30 საათის შემდეგ დაცვის პოლიცია აღარ იმყოფება ცენტრში, კ------- ბ---–---–ს მის მოთხოვნაზე ეთქვა უარი. აღნიშნულით განაწყენებულმა კ------- ბ---–---–მა „ფ---------------------–--------------------------------–----–-------ს“ შენობაში და ეზოში მოაწყო დებოში და აყალმაყალი, იგი დაჟინებით მოითხოვდა ,,მეტადონის“ ულუფას და აბრახუნებდა განყოფილებაში შესასვლელ რკინის კარებზე, რომელიც იყო ჩაკეტილი, ეზოდან რამდენჯერმე კენჭი ესროლა ფანჯარას. ფანჯარაზე კენჭის სროლის გამო, მოწმეები მივიდნენ ფანჯარასთან და ნათლად დაინახეს, რომ კ------- ბ---–---–ი მივიდა თავის კუთვნილ ავტომანქანასთან, შავი ფერის ჯიპთან, მძღოლის მხარეს გამოაღო კარი და როდესაც გამობრუნდა ხელში ეჭირა შავი ფერის პისტოლეტი. აღნიშნულის შემდეგ კ------- ბ---–---–მა გააგრძელა განყოფილებაში შესასვლელ კარზე ბრახუნი. მოწმეები მათი ჩვენების თანახმად, ჩავარდნენ პანიკაში, მ------ ქ---–--ე დაუკავშირდა განყოფილების უფროსს, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და გამოიძახა დაცვის პოლიცია.
3.23. შპს „ფ---------------------–--------------------------------–----–-------ს“ ჩ---–--–--ითი თერაპიის #- განყოფილების ექიმის მ------ ქ---–--ის ჩვენების თანახმად, იგი არის კ------- ბ---–---–ის მკურნალი ექიმი. სამუშაო გრაფიკი არის სპეციფიკური, კერძოდ იწყება 08:30 საათზე და სრულდება 15:30 საათზე. მეტადონის გაცემა ხდება დროის მხოლოდ ამ მონაკვეთში და პროცესს სავალდებულო წესით ესწრება დაცვის პოლიციის თანამშრომელი. 15:30 საათის შემდგომ მედიკამენტი ინახება სეიფში და დაცვის პოლიცია ტოვებს შენობას. 2017 წლის 14 ნოემბერს, 15:30 საათის შემდეგ მას დაუკავშირდა კ------- ბ---–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მოგვიანებით მოვიდოდა ულუფა ,,მეტადონის“ ასაღებად. აღნიშნულზე ექიმმა განუმარტა, რომ მედიკამენტი უკვე ინახებოდა სეიფში, ულუფის გაცემის დრო იყო დასრულებული, შესაბამისად მის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ. უარის მიუხედავად კ------- ბ---–---–ი მივიდა ხსენებულ ცენტრში და დაჟინებით მოითხოვდა ,,მეტადონის“ ულუფის გადაცემას. ექიმმა დამატებით სცადა აეხსნა უარის მიზეზი. ბრალდებული გახდა უკიდურესად აგრესიული, აბრახუნებდა განყოფილებაში შესასვლელ რკინის კარზე, ითხოვდა კარის გაღებას და ულუფის გადაცემას. აღნიშნულის შემდეგ, ეზოდან კენჭი ესროლა ფანჯარას. კენჭის სროლის შემდეგ ექთნებმა ნ--- ო-----–---–მა, ნ---- პ------–---–მა და გ---–- გ-------ძემ ფანჯრიდან გადაიხედეს და მ------ ქ---–--ეს უთხრეს, რომ კ------- ბ---–---–ს ხელში ეჭირა შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნულის შემდეგ, კ------- ბ---–---–მა გააგრძელა განყოფილების კარზე ბრახუნი, რამაც მოწმეს კიდევ უფრო გაუმძაფრა შიშის გრძნობა, სასწრაფოდ ჩააყენა საქმის კურსში განყოფილების უფროსი და ამ უკანასკნელის რჩევით გამოიძახა დაცვის პოლიცია.
3.24. პატრულ-ინსპექტორის ბ---- მ---------–---–ის ჩვენებით დადგინდა, 2017 წლის 14 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილესთან ჯ------– ჭ-–--სთან ერთად, გამოძახების საფუძველზე მივიდნენ ქ------–--ში ი. ჯ-----–---–-- ქუჩა #---ში მდებარე შპს „ფ---------------------–--------------------------------–----–-------ს“ ჩ---–--–--ითი თერაპიის #- განყოფილების ეზოში. გამოძახებაში მოცემული იყო ინფორმაცია მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის და ტარების თაობაზე. ადგილზე მისულებს დახვდათ პ------–-ის ცენტრის და დაცვის სამსახურის თანამშრომლები. პ------–-ის ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიუთითა იქ მყოფ მამაკაცზე და განაცხადა, რომ აღნიშნული პირი ეზოში გადაადგილდებოდა შავი ფერის პისტოლეტით. დანაშაულის თვითმხილველ მოწმესთან გასაუბრების შემდეგ ბ---- მ---------–---–მა კ------- ბ---–---–ი ადგილზე დააკავა ბრალდებულის სახით, ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ამოღებულა. ასევე არსებობდა ეჭვი, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი შესაძლოა ყოფილიყო ბრალდებულის ავტომანქანაში, მეწყვილე ჯ------– ჭ-–-- გაესაუბრა ბრალდებულის მანქანაში მჯდომ ქალბატონს, რომელმაც პატრულ-ინსპექტორის შეთავაზებაზე მანქანის სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან აიღო და გადასცა შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი. ქალბატონის განმარტებით, იარაღი მეუღლემ კ------- ბ---–---–მა გადასცა. დაკავებულმა კ------- ბ---–---–მა პატრულ - ინსპექტორს დაუფიქსირა, რომ იარაღი იპოვა ქუჩაში. აღნიშნულის შემდეგ გამოძახებული იქნა საგამოძიებო ჯგუფი, გამომძიებელმა ჯ------– ჭ-–--სგან ამოიღო ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი.
3.25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ჯ------– ჭ-–--ს 2017 წლის 15 ნოემბრის გამოკითხვის ოქმი. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ გამოკითხვის დროისათვის მოწმე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარატმენტის ქ------–--ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ჩ------------- მიმართულების მ--- ოცეულში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 14 ნოემბერს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა პატრულ-ინსპექტორ ბ---- მ---------–---–თან ერთად. იმავე დღეს, საღამოს საათებში რადიოსადგურ „ცენტრი“-ს გამოძახების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ------–--ში ი. ჯ-----–---–-- ქუჩა #---ში მდებარე შპს „ფ---------------------–--------------------------------–----–-------ს“ ჩ---–--–--ითი თერაპიის #- განყოფილების ეზოში. ადგილზე მისვლისას დახვდათ აღნიშნული ცენტრის თანამშრომლები: მ------ ქ---–--ე, ნ---- პ------–---–ი, ნ--- ო-----–---–ი და გ---–- გ-------ძე, რომლებმაც მიუთითეს ეზოში მყოფ მამაკაცზე და განაცხადეს, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო მათი პაციენტი კ------- ბ---–---–ი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ხელში ეჭირა შავი ფერის პისტოლეტი. აღნიშნული მამაკაცი ნამდვილად კ------- ბ---–---–ი აღმოჩნდა, იგი იყო შავი ფერის ,,პორშეს“ მარკის ჯიპის ტიპის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით R------, ხოლო მანქანაში იჯდა მისივე განმარტებით მისი მეუღლე ნ---- თ------ი და ორი მცირეწლოვანი შვილი. ბ---- მ---------–---–ის მიერ ადგილზე დაკავებული იქნა კ------- ბ---–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, მაგრამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოაჩნდა. აღნიშნულის შემდგომ ჯ------– ჭ-–-- მივიდა ხსენებულ ავტომანქანასთან, სადაც წინა მარჯვენა სავარძელზე იჯდა ახალგაზრდა ქალბატონი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მოწმის კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ქალბატონმა ავტომანქანის სალონიდან, კერძოდ წინა სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან აიღო და გადასცა მოშავო ფერის პისტოლეტი. ამოღებული იარაღი მოწმემ მოათავსა პოლიეთილენის პარკში. შეკითხვაზე თუ საიდან ჰქონდა მას აღნიშნული პისტოლეტი, ნ---- თ------მა განმარტა, რომ გადასცა მეუღლემ კ------- ბ---–---–მა, მაგრამ მის მეუღლეს თუ საიდან ჰქონდა მისთვის უცნობი იყო. ვინაიდან აღნიშნული ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ------–--ის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლები. შემდგომში კითხვაზე თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული პისტოლეტი, კ------- ბ---–---–მა განმარტა, რომ რამდენიმე დღის წინ იპოვა ქუჩაში. ადგილზე მისულმა გამომძიებელმა ჯ------– ჭ-–--ს ნებაყოფლობითა და თანხმობით მისგან ამოიღო ნ---- თ------ის მიერ გადაცემული „ბერეტა“-ს ფირმის შავი ფერის პისტოლეტი ნომრით 2---------, მჭიდითა და 11 ცალი ვაზნით, რაც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში, დაილუქა #20 ლუქით და გაკეთდა ხელმოწერები.
3.26. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ------–--ის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის ვ-–-------- კ-----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 14 ნოემბერს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ------–--ში ი. ჯ-----–---–-- ქუჩა #---ში მდებარე შპს „ფ---------------------–--------------------------------–----–-------ს“ ჩ---–--–--ითი თერაპიის #- განყოფილების ეზოში, სადაც პატრულ-ინსპექტორებს დაკავებული ჰყავდათ კ------- ბ---–---–ი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე. მოწმემ პატრულ - ინსპექტორ ჯ------– ჭ-–--სგან ნებაყოფლობით ამოიღო ამ უკანასკნელისთვის ბრალდებულის მეუღლის - ნ---- თ------ის მიერ გადაცემული ცეცლხსასროლი იარაღი მჭიდითა და ვაზნებით.
3.27. 2017 წლის 14 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ------–--ში ჯ-----–---–-- ქუჩა #---ში მდებარე შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–-------ს“ #- განყოფილების ეზოში გამომძიებლის ვ-–-------- კ-----ის მიერ პატრულ-ინსპექტორ ჯ------– ჭ-–--სგან ამოღებული იქნა BERETTA-ს ფირმის მოშავო პისტოლეტი ნორმით 2---------- ერთი მჭიდით და 11 (თერთმეტი) ერთეული ვაზნით.
3.28. 2017 წლის 16 ნოემბრის სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი #---------- იარაღი წარმოადგენს 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებულ, „BERETTA-MOD.8000” მოდელის პისტოლეტს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 11 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის 9 mm Parabellum ვაზნას და განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ #---------- პისტოლეტისთვის); აღნიშნული 11 ცალი 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
3.29. კ------- ბ---–---–ის მიერ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის და ტარების ფაქტს, გარდა დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ზეპირი ჩვენებებისა, ადასტურებს 2017 წლის 24 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #-) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი კ------- ბ---–---–ის (ობ. #4; პაკეტი, წარწერით: „...პირის ღრუდან აღებულია ნერწყვის ნიმუში კასაბერ ჯ----- ძე ბ---–---–ისგან) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
3.30. ექსპერტმა ვ---- ო------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ დასკვნა არის კატეგორიული, ცდომილება აბსოლუტურად გამორიცხულია.
3.31. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2017 წლის 15 ნოემბრის წერილის თანახმად, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით BERETTA-800 COUGAR F მარკის #---------- პისტოლეტი რეგისტრირებულია მოქალაქე გ------- ნ------ის ძე კ-------–--ის სახელზე. აღნიშნული პისტოლეტი ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში ფიგურირებს დაკარგულის სტატუსით. ამასთან კ------- ბ---–---–ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.
3.32. მოწმე გ------- კ-------–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ არის თადარიგის პოლკოვნიკი, გაურკვეველ დროსა და ვითარებაში დაკარგა კუთვნილი „ბერეტა 8000“ მარკის პისტოლეტი. იარაღის დაკარგვის თაობაზე დაუყოვნებლივ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში. მოწმის ჩვენებით, იარაღის დაკარგვის ფაქტი ცნობილი იყო დეიდაშვილის ყოფილი მეუღლის კ------- ბ---–---–ისთვის.
3.33. ზემოთგანხილული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა კ------- ბ---–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვის და ტარების მატერიალური ფაქტი. დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა დამაჯერებელი და კატეგორიული ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, 2017 წლის 14 ნოემბერს, კ------- ბ---–---–ის მიერ დემონსტრაციულად ცეცხლსასროლი იარაღით შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–-------ს“ ეზოში გადაადგილების ფაქტი.
3.34.დაცვის მხარის პოზიციების ანალიზი:
3.34.1. ბრალდებულმა კ------- ბ---–---–მა წარდგენილი ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდშიც თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ იარაღის პატრონს გ------- კ-------–--ეს იცნობს ბავშვობიდან. არის მისი ყოფილი მეუღლის დეიდაშვილი. სწორედ გ------- კ-------–--ემ უთხრა, რომ დაკარგა ცეცხლსასროლი იარაღი და სთხოვა დახმარება მის მოძიებაში. 2017 წლის 14 ნოემბერს, კ. ბ---–---–ი მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად კუთვნილი ავტომანქანით იმყოფებოდა შპს „ფ---------------------–--------------------------------–----–------–ი“ ,,მეტადონის“ კუთვნილი ულუფის მისაღებად. ვინაიდან დააგვიანდა, არ მისცეს ნარკოტიკის ულუფა, რამაც იგი ძალიან განარისხა და დაჟინებით მოითხოვა ნარკოტიკის გადაცემა. ამ პროცესში იგი რამდენჯერმე შევიდა შენობაში, თუმცა თანამშრომლებმა კარი არ გაუღეს, აღელვებული გადაადგილდებოდა ცენტრის ეზოში. მეუღლე ნ---- თ------ი შეეცადა მის დამშვიდებას, იმის გაჟღერებით, რომ ავტომანქანაში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სახლში მიიტანა უცნობმა მამაკაცმა და დაუტოვა ნ---- თ------ს კ------- ბ---–---–ზე გადასაცემად. ბრალდებულმა და მისმა მეუღლემ ივარაუდეს, რომ აღნიშნული იარაღი შესაძლოა ყოფილიყო ის იარაღი, რომელიც დაკარგა გ------- კ-------–--ემ და უცნობმა მამაკაცმა იგი მესაკუთრეზე გადასაცემად მიიტანა კ------- ბ---–---–ის სახლში. ბრალდებულმა გამოართვა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღი და იქვე დაუბრუნა უკან ისე, რომ ეზოში არ გადაადგილებულა. ცოტა ხანში პ------–-ის ცენტრში გამოცხადდნენ დაცვის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. საპატრულო პოლიციამ იგი დააკავა შემთხვევის ადგილზე.
3.34.2. მოწმე ნ---- თ------ი სასამართლო სხდომაზე შეეცადა თვითინკრიმინირებას და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო გ------- კ-------–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის ფაქტი. აღნიშნული ინფრომაციიდან რამდენიმე დღეში, მისთვის უცნობმა მამაკაცმა სახლში მიიტანა გ------- კ-------–--ის ცეცხლსასროლი იარაღი კ------- ბ---–---–ზე გადასაცემად. მოწმემ იფიქრა, რომ შესაძლოა კ------- ბ---–---–ს აღნიშნულის გამო შეჰქმნოდა პრობლემა, რადგანაც იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, აღნიშნულიდან გამომდინარე მეუღლეს არ გაუმხილა უცნობი მამაკაცის მიერ გ------- კ-------–--ეზე გადასაცემად სახლში იარაღის მიტანის ფაქტი და თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე დღეს იარაღი თავიდან მოეშორებინა. ზუსტად მეორე დღეს, 2017 წლის 14 ნოემბერს, მეუღლეს კ------- ბ---–---–ს მცირეწლოვან შვილებთან ერთად გაჰყვა „ფ----------------------–--------------------------------–----–------–ი“. მკურნალმა ექიმმა კ------- ბ---–---–ს დაგვიანების გამო არ გადასცა ულუფა ,,მეტადონი“, რაზედაც კ------- ბ---–---–ი გაბრაზდა და მოაწყო დებოში. ექიმმა ნ. თ------ს სთხოვა, განერიდებინა კ------- ბ---–---–ი ცენტრის ეზოდან. გარდა ამისა, ყური მოჰკრა, რომ ცენტრის თანამშრომლები გეგმავდნენ პოლიციის გამოძახებას. პრობლემების თავიდან არიდების მიზნით ნ---- თ------მა კ------- ბ---–---–ს გაუმხილა, რომ თან ჰქონდა იარაღი, რომელიც ამოიღო საქამრედან და აჩვენა ბრალდებულს. გაკვირვებულმა კ------- ბ---–---–მა ჯერ გამოართვა იარაღი, ხოლო შემდეგ უკან დაუბრუნა. ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია და საპატრულო პოლიცია. ნ---- თ------მა პატრულ-ინსპექტორს გადასცა იარაღი, რომელსაც მანქანაში ინახავდა.
3.34.3. ბრალდებულის და მოწმე ნ---- თ------ის ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის დანაშაულის თვითმხილველი, ნეიტრალური მოწმეების ნ--- ო-----–---–ის, ნ---- პ------–---–ის და გ---–- გ-------ძის ზეპირ ჩვენებებთან. ბრალდებულის მამხილებელმა მოწმეებმა კატეგორიულად და დამაჯერებლად დაადასტურეს, 2017 წლის 14 ნოემბერს კ------- ბ---–---–ის მიერ „ფ----------------------–--------------------------------–----–------–ი“ აყალმაყალის და დებოშის დროს დემონსტრაციულად ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების ფაქტი, სწორედ ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებამ ისინი ჩააგდო შიშსა და პანიკაში და დასახმარებლად გამოიძახეს დაცვის პოლიცია. გარდა ამისა, ბრალდებულის და მოწმე ნ---- თ------ის ჩვენებები ეწინააღმდეგება პატრულ-ინსპექტორ ჯ------– ჭ-–--ს გამოკითხვის ოქმს, რომლის მიხედვითაც თავად ნ---- თ------მა განუცხადა პატრულ - ინსპექტორს, რომ პისტოლეტი გადასცა კ------- ბ---–---–მა, ბრალდებულმაც დაუდასტურა დამკავებელ პირს ბ---- მ---------–---–ს, რომ იარაღი ქუჩაში იპოვა. ბრალდებულის და მოწმე ნ---- თ------ის ჩვენებები თითქოს კ------- ბ---–---–მა წამიერად მოჰკიდა ხელი იარაღს და ისევ დადო, ეწინააღმდეგება გენეტიკური ექსპერტიის დასკვნას, რომლის თანახმად იარაღზე დნმ-ს მაჟორული, ანუ ძირითადი წილი ეკუთვნის კ------- ბ---–---–ს. კ. ბ---–---–ის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილის არსებობა იარაღზე, ერთი მხრივ გამორიცხავს ნ---- თ------ის ჩვენებას, რომ იარაღთან მას მეტად ჰქონდა შემხებლობა ვიდრე კ------- ბ---–---–ს და მეორე მხრივ ადასტურებს ბრალდებულის მიერ ინტენსიურ კონტაქტს აღნიშნულ იარაღთან.
3.35. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს შესაძლებლობას, პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა თვითონ დაკითხოს და დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებაში, ბრალდებულ კ------- ბ---–---–ის მამხილებელი მოწმეების ჩვენებები იყო სანდო და სარწმუნო, სსკ-ის 260-ე მუხლის ეპიზოდში მოწმეების ნ---- ბ------–---–ის, ნ------- ბ----–---–ის და შ----- ც--–---–-–---–ის ჩვენებები სრულ თანხვედრაში იყო ბრალდების ცენტრალურ და ყველაზე არსებით მტკიცებულებასთან კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმთან, რომლის სისწორეც და ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტი დადასტურებული იყო თავად ბრალდებულის ხელმოწერებით. გარდა ამისა, არ არსებობს ეჭვი ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების შეცვლის თაობაზე, ვინაიდან მტკიცებულებების გამოკვლევით დადასტურდა, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა სწორედ ის დალუქული ობიექტი, რომელზედაც დასმული იყო კ------- ბ---–---–ის ხელმოწერა. რაც შეეხება სსკ-ის 236-ე მუხლის ეპიზოდს, ამ შემთხვევაშიც, დანაშაულის თვითმხილველ მოწმეებს წარმოადგენდნენ ნეიტრალური მოწმეები „ფ----------------------–--------------------------------–----–-------ს“ მედპერსონალი, რომელთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან და საქმის სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან. როგორც სასამართლომ აღნიშნა, კ------- ბ---–---–ის მამხილებელი მოწმეების ჩვენებების სანდოობა სასამართლომ დაადგინა მათ მიერ გადმოცემული ფაქტების დამაჯერებლობით, სიზუსტით და თანმიმდევრულობით, ასევე ვერბალურ და არავერბალურ ქცევებზე დაკვირვებით, იგივეს სასამართლო ვერ იტყვის დაცვის მხარის მოწმეებზე, რომელთა დიდი ნაწილი წარმოადგენდნენ დაინტერესებულ და მიკერძოებულ პირებს, ხოლო ნეიტრალურ მოწმეებს ხშირ შემთხვევაში არ ახსოვდათ საქმისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების წელი, თვე, რიცხვი, გარდა ამისა, მოწმეთა უმრავლესობა იყო უკიდურეს წინააღმდეგობაში მათივე ჩვენებებთან და მათი მონათხრობი არ იყო თანხვედრაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად: არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენასა და შენახვაში, თუკი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი იყო. ანუ აუცილებელია, მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას იძენდეს და ინახავდეს ამ დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირე. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1------ილის განაჩენით კ------- ბ---–---–ი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონო მომხმარებისათვის, ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის მსჯავრდება დღეის მდგომარეობით ვერ განიხილება ნასამართლობის კონტექსტში, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის #-/13/732 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. რაც შეეხება 2004 წლის 2----ეკემბერის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის მსჯავრდებას, 2017 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, კ. ბ---–---–ს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. ამდენად, არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა, შესაბამისად კ------- ბ---–---–ი უნდა გამართლდეს სსკ-ის 273-ე მუხლის და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ნაწილში, სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს არწმუნებს კ------- ბ---–---–ის ბრალეულობაში დასახელებულ ეპიზოდებში.
4.6. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი) და ამფეტამინი შედის ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში. ამავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინისთვის (მარილი) და ამფეტამინისთვის დიდ ოდენობას წარმოადგენს რაოდენობა 1 გრამამდე. ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა კ------- ბ---–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, რაც გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 2017 წლის 17 თებერვალს აღმოჩენილი და ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა, რაც შეეხება შენახვის ნაწილს, საგულისხმოა, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა სწორედ ბრალდებულის მითითებით ბინაში განთავსებული სხვადასხვა კარადებიდან, რაც მიუთითებს უკანონო შენახვაზე.
4.7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით იარაღის ყიდვას, ნაპოვნის დაუფლებას, საჩუქრად მიღებას და ა.შ. შეძენა დამთავრებულია მას შემდეგ, რაც პირს მიეცემა ამ იარაღის და საბრძოლო მასალის განკარგვის უფლება. შენახვა კი გულისხმობს იარაღის და საბრძოლო მასალისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ არ აქვს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება კი ნიშნავს, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად გადაადგილებას, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ტარება შეიძლება განხორციელდეს მანქანით, ჩანთით, ტანსაცმლით. განსახილველ შემთხვევაში კ------- ბ---–---–მა კანონით გათვალისწინებული წესის დაუცველად დაუდგენელ დროს და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე კანონით დადგენილი ნებართვის გარეშე ინახავდა ავტომანქანაში და ატარებდა თან 2017 წლის 14 ნოემბერს. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი. საგულისხმოა, რომ ბრალდებულმა დებოშის პროცესში მოახდინა ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება შპს „ფ---------------------–--------------------------------–----–-------ს“ ჩ---–--–--ითი თერაპიის #- განყოფილების მედპერსონალის თანდასწრებით, რამაც მათ აღქმაში უკიდურესი შიში გამოიწვია.
4.8. ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებითა და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ------- ბ---–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. კ------- ბ---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე, იარაღის ტარება დემონსტრაციულად საჯარო სივრცეში და ამით გამოწვეული შიში და პანიკა შპს „ფ---------------------–--------------------------------–----–-------ს“ მედპერსონალში, წარსულში არაერთი ნასამართლობა, დანაშაულის რეციდივი და დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის პერიოდში.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური. მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.2. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, იგი მიდრეკილია განზრახი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისაკენ რასაც ადასტურებს მისი წარსული არაერთი ნასამართლობა. გარდა ამისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კ.ბ---–---–ის სოციალურ მოწოდებაზე უგულებელყოს კანონი და სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული მოვალეობა. კერძოდ ბრალდებულმა არაერთხელ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები და ჩაიდინა ახალი დანაშაული, ამასთან იგი იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის ქვეშ კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულები. ყოველივე აღნიშნული მეტყველებს მასზე, როგორც არაკანონმორჩილ მოქალაქესა და მიდრეკილზე განზრახი დანაშაულების ჩადენისაკენ. აღნიშნული ფაქტები მის პიროვნებას წარმოაჩენს რა უარყოფითად, სასამართლოს აძლევს გონივრულ დასაბუთებას, რომ მის მიმართ მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა ვერ უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციასა და სასჯელის მიზნების მიღწევას.
6.4. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ კ------- ბ---–---–ი 2015 წლის 1------ილის განაჩენით ნასამართლევია განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 25 000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. საყურადღებოა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს და 14 ნოემბერს კ------- ბ---–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენის დროს გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული და იგი ითვლებოდა ნასამართლევ პირად. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს კ------- ბ---–---–ი იყო პრობაციონერი, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
6.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პ------–-ის მიზნებისათვის, კ------- ბ---–---–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. აღნიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6.6.კ------- ბ---–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. ნივთიერი მტკიცებულების და სხვა საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ინსულინის შპრიცები ხსნარებით, ტაბლეტები, კ------- ბ---–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა განადგურდეს. კ------- ბ---–---–ის პირადობის მოწმობა უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულს. ხოლო, ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.
7.2. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების და ყადაღის საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით, სისხლის სამართლის #--------- საქმეზე (გამოძიების #0-----------) გირაოს 15 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით მ------ ხ--–-–---–ის ქონებაზე (საკადასტრო კოდი 0---------------, მდებარე თ---–---- ს------–- დ------ი, თ--–-----ის დასახლება, ნაკვეთი 9-----) დადებული ყადაღა გაუქმდა და პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონება აღსასრულებლად მიექცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. განჩინების მიღების სამართლებრივი საფუძველი გახდა კ------- ბ---–---–ის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობის და კანონის დარღვევა სხვა დანაშაულის ჩადენის გამო (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). 2018 წლის 16 მარტს, სსკ-ის 236-ე მუხლის ბრალდების საქმეზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიცვალა გირაოთი 2 000 (ორი ათასი) ლარით და კ------- ბ---–---–ი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. 2018 წლის 26 ოქტომბერს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე კ------- ბ---–---–ის მიერ გადახდილი გირაოს თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადაირიცხა ბიუჯეტში. განჩინების მიღების სამართლებრივი საფუძველი გახდა კ------- ბ---–---–ის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობის და კანონის დარღვევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით სხვა დანაშაულის ჩადენის გამო (სხვა სისხლის სამართლის საქმე -გამოძიების #------------- წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი). ვინაიდან სასამართლოს შუალედური განჩინებებით უკვე გადაწყვეტილი აქვს აღკვეთის ღონისძიების და ყადაღის საკითხები, სასამართლო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დამატებით აღარ იმსჯელებს დასახელებულ საკითხებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
4. კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად შთანთქოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით კ------- ბ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
6.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1------ილის განაჩენით დანიშნული 3 (სამი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და კ------- ბ---–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
7. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 7 მარტიდან. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 17 თებერვლიდან - 2017 წლის 27 თებერვლის და 2017 წლის 14 ნოემბრიდან - 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
8. კ------- ბ---–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
9. ნივთიერი მტკიცებულება:
კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ინსულინის შპრიცები ხსნარებით, ტაბლეტები, კ------- ბ---–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს.
კ------- ბ---–---–ის პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.
ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა