განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2019
საქმის ნომერი
330100117001917143
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#---------

#(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - გ-------– ნ-–------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

რ----- ბ------–---ი (დაუსწრებელი) - დაბადებული 1--- წლის 3--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-–----–----–------------------–---------------------------.

 

ადვოკატი - გ--–- ნ-----–--–---–ი

 

კვალიფიკაცია:

 

რ----- ბ------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- განაჩენით რ----- ბ------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ასევე ერთი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

2----–-–---------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რ----- ბ------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სამი წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი რ----- ბ------–---ი 2017 წლის 9 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, 2----------------------ში მდებარე სასტუმრო ,-----–----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დ-------- გ--–------ის კუთვნილ 120 ლარად ღირებულ ,,DOOGEE’’-ის ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება,მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ნ--–-----ის პ------–---–-----ზე. 9 მარტს თავისი მანქანით მივიდა გვერდით უბანში, ნახა ნაცნობები ბ------–---ი და მ-----, რომელმაც სთხოვა ლომბარდში წაყვანა. დ-------- გ--–------მა მისი მანქანით გ------- მ----- და მასთან მყოფი პირები წაიყვანა პ-----ს გ-------ზე მდებარე ლომბარდში. დ-------- გ--–------ი იჯდა საჭესთან, გვერდით ეჯდა რ----- ბ------–---ი, უკან მ----- და ბიჭები, სულ 5 კაცი. გზაში ვიღაც უკაკუნებდა მხარზე, ვერ მიხვდა ვინ იყო და ნერვები ეშლებოდა, ამიტომ სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, გააჩერა მანქანა და უთხრა გადასულიყვნენ, რაზეც გ--–------მა, მ-----მ და ბ------–---მა იჩხუბეს პ-----ს ქუჩაზე სასტუმრო ,-----–---------ის“ წინ, შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რა დროსაც დ-------- გ--–------მა ამოიღო ტელეფონი მეგობრებთან დასარეკად, მაგრამ ბ------–---მა, რომელსაც ალბათ შეეშინდა ვინმესთან არ დაერეკა, წაართვა ტელეფონი; დ-------- გ--–------ი მათ განერიდა, გააჩერა ტაქსი და წავიდა, როდესაც უკან დაბრუნდა მ----- და მასთან მყოფი პირები იქ აღარ დახვდნენ. ტელეფონის დაბრუნების მიზნით დარეკა თავის მობილურზე ბ------–---თან და ტელეფონის ასაღებად მივიდა ვ-–----–----–---------------------–ში, სადაც დახვდნენ მ-----, ბ------–---ი და კიდევ რამოდენიმე ბიჭი, რა დროსაც ბ------–---მა და მ-----მ კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არც ტელეფონი დაუბრუნეს, რის შემდეგაც მომხდარის თაობაზე განაცხადა პოლიციაში.

 

3.2. მოწმე გ--- მ---------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 10 მარტს პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, მასზედ, რომ რ----- ბ------–---ი, რომელმაც 2017 წლის 9 მარტს მობილური ტელეფონი გასტაცა დ-------- გ--–------ს, იმყოფებოდა ვ-–----–----–-----------------––-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფორმაცია მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ჯ---–--- პ-----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 9 მარტს, 4 საათზე იმყოფებოდნენ რ----- ბ------–---ის კორპუსთან, გ------- მ-----ს გადასახდელი ჰქონდა პროცენტი და დ-------- გ--–------მა წაიყვანა მანქანით პ-----ს ქუჩაზე. სასტუმრო ,-----–---------ის“ გვერდით იმყოფებოდნენ, როდესაც მოხდა შეკამათება, მუსიკა იყო ხმამაღლა ჩართული, რის გამოც ვერ გაიგო რაზე შელაპარაკდნენ, გადმოვიდნენ მანქანიდან, იყო შეხლა-შემოხლა დ-------- გ--–------ს, რ----- ბ------–---სა და გ------- მ-----ს შორის, ჯ---–--- პ-----–---–ი, გ------- ც----–-–---–ი და ლ----- აშველებდნენ, დ-------- გ--–------ი რეკავდა ტელეფონით, რომელიც რ----- ბ------–---მა გამოართვა, რომ არ დაერეკა სადმე; დ---მ (იგივე დ-------- გ--–------მა) სთხოვა დაბრუნება, რაზეც უთხრა, რომ ჯერ მანქანაში ჩამჯდარიყო და მერე მისცემდა, დ--- არ ჩაჯდა და წავიდა; ,-----–---------იდან“ ტაქსით წავიდნენ ყველანი ვ-–----–----–-ს მ-------------–ში, მასთან ყოფნის პერიოდში რ----- ბ------–---ს დ---სთვის ტელეფონი არ დაუბრუნებია და არც კარტა ამოუღია ტელეფონიდან, მანქანაში არ ყოფილა საუბარი ტელეფონის დატოვებაზე, რომ ნახავდა დაუბრუნებდა.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ------- ც----–-–---–მა განმარტა, რომ არის რ----- ბ------–---ის მეგობარი. 9 მარტს ვ-–----–----–-ს მ---------------------იდან დ-------- გ--–------ის მანქანით წავიდნენ ის, ჯ---–--- პ-----–---–ი, გ------- - იგივე პ--–-, დ-------- გ--–------ი და რ----- ბ------–---ი, მანქანაში მუსიკა იყო ხმამაღლა ჩართული, ამიტომ ვერ გაიგო რა გახდა მათ შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი. სასტუმრო ,-----–---------თან“ ჩამოვიდნენ მანქანიდან, მას ტელეფონზე დაურეკეს და სალაპარაკოდ გვერდით გავიდა, ამიტომ არ იცის რაზე კამათობდნენ. დ-------- გ--–------ი სადღაც აპირებდა დარეკვას, რ----- ბ------–---ს არ უნდოდა რომ დაერეკა და კონფლიქტი უფრო გამწვავებულიყო, ამიტომ წაართვა ტელეფონი. დ--------მ გასაღები წაიღო და გაიქცა, გადავიდა მეორე ქუჩაზე, ხოლო ისინი დაბრუნდნენ უბანში, სადაც დ-------- გ--–------იც მივიდა და გ--–------მა და მ-----მ კვლავ იჩხუბეს. როგორც ახსოვს, დ-------- რომ წავიდა მერე ჩავიდა რ----- ეზოში და იკითხა რა მოხდა, რატომ წავიდა დ--------. მოწმემ განმარტა, ვ-–----–----–-ს გ-------ზე გ--–------ის მისვლისას იჩხუბეს დ-------- გ--–------მა და გ------- მ-----მ, რა დროსაც რ----- ბ------–---ი მალევე წავიდა და არ ყოფილა მაგ დროს, მას გამოსაჩენ ადგილას არ ჰქონდა ტელეფონი, შეიძლება თან ჰქონდა. მოწმის განმარტებით, რ-----ს უნდოდა ტელეფონი დაებრუნებია დ--------სთვის, მაგრამ ვერ უკავშირდებოდა, ამიტომ დაურეკა დ--------ს მეზობელ გ-------ს, რომ ასულიყო და ენახა დ--- სახლში იყო თუ არა, რომ ტელეფონი დაებრუნებინა.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------- თ---------–მა განმარტა, რომ რ----- ბ------–---ი, არის მისი მეგობარი. დ-------- გ--–------ი არის მეზობელი, ცხოვრობს ზედა სართულზე. 9 მარტს შუადღით ეძინა, რა დროსაც დაურეკა რ----- ბ------–---მა და უთხრა, რომ გ--–------ის ტელეფონი ქონდა და უნდოდა დაბრუნება. თ---------–ი ავიდა გ--–------თან და არ დახვდა სახლში. მეორე დღეს ბ------–---ი დააკავეს. თუ რატომ ჰქონდა ბ------–---ს გ--–------ის ტელეფონი მისთვის უცნობია.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ----- ს---------მა განმარტა, რომ რ----- ბ------–---ი არის მისი მეგობარი, იყო აბიტურიენტი და იმყოფებოდა გაკვეთილზე, რა დროსაც დაიბარეს პოლიციაში იმ საფუძვლით, რომ მოხდა ჩხუბი და ის ჩანდა კამერის ჩანაწერებში, სთხოვდნენ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, კამერების გადამოწმებისას დადგინდა, რომ ის კამერის ჩანაწერებზე არ ჩანდა, დ----- ს---------ის განმარტებით მას პოლიციის განყოფილებაში რ----- ბ------–---ი არ უნახავს და შემთხვევის დროს იმყოფებოდა გაკვეთილზე.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–---- მ----–---–მა დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის 14 მარტს პირადი კონტაქტისაგან მიიღო ინფორმაცია, მასზედ, რომ 2017 წლის 9 მარტს დაახლოებით 15:50 საათიდან 16 საათამდე პერიოდში რ----- ბ------–---ის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტი დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო ,-----–---------ის“ გარე სათვალთვალო კამერების მიერ.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- მ-----–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ გამოკითხა მოწმეები, მათ შორის კოლეგა გ--- მ---------ე, რომელმაც მიიღო ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ, უწყებით იქნა გამოძახებული ბრალდებული, რომელიც გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში, რ----- ბ------–---ს თან ჰქონდა დანაშაულის ჩადენის შედეგად დაუფლებული ,,დუგის“ ფირმის ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონი, რომელშიც არც ერთი სიმბარათი არ იდო, რადგან გადააგდო, ტელეფონი დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ბრალდებულის განმატებით დაზარალებულს უნდა გამოეყენებინა ტელეფონი და რომ არ დაერეკა ხელიდან გამოსტაცა, დაზარალებულმა მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, მაგრამ არ დაუბრუნეს, ფიქრობდნენ, რომ უბანში მოუწევდათ შეხვედრა, რაღაც საკითხების გასარკვევად.

 

3.9.სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა დ-------- ს----–---–მა და დ----- გ----------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ვ------- ნ--------მ განმარტა, რომ მუშაობდა სასტუმრო „--------------–-“, უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველად. მის მიერ არის გაცემული ვიდეო ჩანაწერი.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მ------ ც-------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს იურიდიული სამსახურის სპეციალისტად და მის უფლება-მოვალეობებში შედის მოსამართლის განჩინების დამუშავება, მოთხოვნილი ინფორმაციის ამოღება და ა.შ.

 

3.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა რ----- ბ------–---მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დაზარალებული დ-------- გ--–------ი გაიცნო მეგობრის გ------- თ---------–ის მხრიდან, ქონდათ რამდენიმე დღის ურთიერთობა. 9 მარტს დ-------- გ--–------ის მანქანით წავიდნენ პ-----ს ქუჩაზე, სადაც გ------- მ-----ს ლომბარდში ქონდა საქმე. გზაში დ-------- გ--–------ს ზურგზე თითს ადებდა, რის გამოც გ--–------მა გააჩერა მანქანა და მოსთხოვა გადასულიყო და ფეხით წასულიყო. გადმოვიდნენ მანქანიდან და შეკამათდნენ ის, მ----- და დ-------- გ--–------ი, სხვები აშველებდნენ. გ--–------მა ტელეფონი ამოიღო და რეკავდა, ბ------–---მა იფიქრა, რომ პოლიციაში ან ვინმე მეგობართან რეკავდა და სიტუაცია, რომ არ გამძაფრებულიყო მაგ მიზნით გამოართვა ტელეფონი, გ--–------ი გადავიდა გზის მეორე მხარეს ტაქსი გააჩერა და წავიდა, ბ------–---ი და მასთან მყოფი პირები ტაქსით დაბრუნდნენ უბანში, მოგვიანებით დაუკავშირდა გ--–------ი და უთხრა, რომ მივიდოდა, იქ, სადაც მანქანით იდგა ხოლმე. რ----- ბ------–---ი ავიდა სახლში ნახევარი საათით, რომ ჩამოვიდა ტელეფონი თან ქონდა, რომ დაებრუნებინა, მ-----ს და გ--–------ს კონფლიქტი ქონოდათ და გ--–------ი უკვე წასული იყო. საღამოს ცოტა მოგვიანებით დაურეკა თ---------–ს, რომელიც ყურმილს არ იღებდა, მეორედ აღარ უცდია დაკავშირება, დილით თვითონ დაურეკა, რა დროსაც უთხრა, რომ ქონდა დ---ს ტელეფონი და უნდოდა დაბრუნება და ენახა იყო თუ არა სახლში, თ---------–მა ნახევარ საათში დაურეკა და აცნობა, რომ სახლში არ იყო. კიდევ რომ არ მოსვლოდათ შელაპარაკება გადაწყვიტა ტელეფონი თ---------–ისთვის მიეცა, რადგან გ--–------ი მისი მეზობელი იყო და ის გადასცემდა. რ----- ბ------–---მა სიმ-ბარათთან დაკავშირებით განმარტა, რომ სიმ ბარათი მას არ ამოუღია, დილით სანამ გამოვიდოდა მეუღლეს ტელეფონი გაუფუჭდა და თავისი სიმ ბარათი ჩაუდია ტელეფონში ფეისბუქის პაროლის შესაცვლელად, აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო. რ----- ბ------–---ს ტელეფონის გამოყენების მიზანი არ ქონია.

 

3.13. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა შსს ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციული შენობის საქმიან ეზოში გაჩერებული იისფერი ,,ჰონდას სტეპ’’ ვაგონის მარკის ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო ნომერია C------. ავტომანქანას რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ავტომანქანის დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აღებულ იქნა დეენემის მიკრონაწილაკები, ხელის კვალი. ავტომანქანა დათვალიერების შემდეგ ჩაბარდა მფლობელს დ-------- გ--–------ს.

3.13.1. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა დ-------- ს----–---–მა.

 

3.14. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა მოწმე რ----- ბ------–---ის მიერ წარმოდგენილი დ-------- გ--–------ის კუთვნილი ,,დუგის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, გვერდებზე ვერცხლისფერი კანტით, მას რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება, არის სენსორული, უკანა მხარეს აღენიშნება მოთეთრო ფერის წარწერები და აქვს ,,დუგის“ ფირმის გამომსახველი წარწერა, ხოლო ქვედა მხარეს ინგლისურენოვანი წარწერა C------. ტელეფონს აქვს ორი იმეი კოდი 3-------------- და 3--------------- მისი გახსნისას ტელეფონში არ აღმოჩნდა სიმ ბარათი, მასში მოთავსებულია შავი ფერის წარწერებიანი ელემენტი, იმეი კოდები ასახულია ტელეფონის შიდა მხარეს ელემენტის განთავსების ადგილის ქვემოთ. აღნიშნულით დათვალიერება დასრულდა. მობილური ტელეფონი დაილუქა მოწმე რ----- ბ------–---ის თანდასწრებით N------- ლუქით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი.

3.14.1.დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ნ----- მ-----–-–---–მა.

 

3.15. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქ. თბილისში კ--------------------ში მდებარე შსს ვ---------------–----------------–-------------------–--ის ადმინისტრაციული შენობიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტში მოწმე დ-------- გ--–------ის გარდა მონაწილეობას იღებდნენ შსს ს----------------------–----------------------------- ექსპერტები. მოწმე დ-------- გ--–------ის მითითებით მივიდნენ ქ. თბილისში 2----------------------ში მდებარე სასტუმრო ,-----–---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პ-----ს ქუჩის მხრიდან, სადაც სასტუმროს შენობის გვერდით მოქალაქეთა სავალ გზაზე მოწმე დ-------- გ--–------მა მიუთითა ადგილი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილას მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა რ----- ბ------–---მა და გ------- მ-----მ და გასტაცეს კუთვნილი მობილური ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ მოწმე დ-------- გ--–------ის მითითებით მივიდნენ ქ. თბილისში ვ-–----–----–-ს გ-------ი, მ-------------–ი, 2-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების ზოლში ხეებს შორის, სადაც დ-------- გ--–------მა მიუთითა ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილას რ----- ბ------–---მა და გ------- მ-----მ მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება.

3.15.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- გ----------–---–მა.

 

3.16. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დ-------- გ--–------მა წარდგენილ პირთაგან სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით მთლიანი ვიზუალით და იერით ამოიცნო რ----- ბ------–---ი - პირი, რომელმაც 2017 წლის 09 მარტს სასტუმრო ,-----–---------ის“ მ/ ტერიტორიაზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გასტაცა კუთვნილი მობილური ტელეფონი.

3.16.1. პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- გ----------–---–მა.

 

3.17. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, რ----- ბ------–---ი 2017 წლის 10 მარტს 21:46 საათზე იქნა დაკავებული ქ, თბილისი, კ--------------------ში მდებარე ვ---------------–----------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

3.18. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა დ-------- გ--–------მა ამოსაცნობი ნივთების წარდგენის შემდეგ ამოიცნო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი DOOGEE ფირმის, შავი ფერის სენსორიანი ეკრანის მობილური ტელეფონი, რომელიც 2017 წლის 09 მარტს, ქ. თბილისი, პ-----ს ქუჩაზე, მდებარე ,,სასტუმრო ჰ---–---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხელიდან გასტაცა რ----- ბ------–---მა, ამომცნობმა ამოსაცნობი ნივთი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით - ვერცხლისფერი კანტით, ტელეფონს მარცხენა მხარეს ვერცხლისფერ კანტზე, მაღლითა შუაზე და დაბლითა მხარეს ხმარების ცვეთებით მიღებული დაზიანებებით, ასევე ვიზუალურად.

3.18.1. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა დ-------- ს----–---–მა.

 

3.19. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის N----- თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის, ,, DOOGEE”, M---------------, IMEI 1. 3--------------; IMEI 2: 3--------------, საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 120,0 (ასოცი) ლარს.

3.19.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თ----- მ---მა.

 

3.20. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად:

1.სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე ზომით: 39X42მმ-კვალი N1 და 46X62მმ-კვალი N2 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე ზომით: 70X72მმ, 36X38 მმ და 38X50მმ პიროვნების იდენტიფიკაცისათვის უვარგისია.

2. N1 და N2 კვლების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

 

3.21. მოსამართლის განჩინების საფუძველზე შპს ,------------დან“, შპს ,,--------–-დან“, და შპს ,----------–იდან“ გამოთხოვილ იქნა რ----- ბ------–---ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- და გ------- თ---------–ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- შემავალი და გამავალი ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) წუთობრივ-დეტალური ამონაწერი, მობილური ტელეფონის იმეი კოდებისა და მომსახურე ანძების მითითებით 2017 წლის 08 მარტის 10:30 საათიდან 2017 წლის 10 მარტის 21:00 საათამდე დროის პერიოდში.

 

3.22. შპს ,-----------ში“ არსებული ინფორმაციის თანახმად, ნომერი 5----------- 2017 წლის 08 მარტის 13:30 საათიდან 2017 წლის 10 მარტის 21:00 საათამდე შპს ,------------ს“ ქსელში ჩართული არ ყოფილა. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ ნომერ 5----------- - დან - 5----------- ნომერზე 2017 წლის 9 მარტს განხორციელებულია 6 ზარი.

 

3.23. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გ------- ც----–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა კომპიუტერული დისკი, კადრის მარცხენა მაღლითა კუთხეში აწერია 2017.03.09. 15:52:29. კადრში ჩანს ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და საავტომობილო გზა, ასევე შენობის კედლები, აღნიშნულზე გ------- ც----–-–---–მა განაცხადა, რომ არის ის ადგილი, როდესაც 2017 წლის 09 მარტს იმყოფებოდნენ პ-----ს ქუჩაზე სასტუმრო ,-----–---------ის’’ წინ, როდესაც მობილური ტელეფონი წაართვა რ----- ბ------–---მა დ-------- გ--–------ს. 15:52:38 საათზე კადრში ჩანს მუქი ფერის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება გზის ნაპირას, აღნიშნულზე მოწმე გ------- ც----–-–---–მა განაცხადა, რომ მანქანა არის დ-------- გ--–------ის, რომლითაც მივიდნენ სასტუმრო ,-----–---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-------- გ--–------ი, ჯ---–--- პ-----–---–ი, რ----- ბ------–---ი, გ----- მ-----, ლ------ა, რომლის სახელი და გვარი არ იცის და თვითონ. 15:52:50 ავტომანქანიდან გადმოდის პიროვნება და ისევ ჯდება უკან ავტომანქანაში, რომელზედაც მოწმე გ------- ც----–-–---–მა განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება არის დ-------- გ--–------ი, 15:53:24 საათზე ავტომობილიდან გადმოდის სამი პიროვნება, აღნიშნულზე მოწმე გ------- ც----–-–---–მა განმარტა, რომ არის თვითონ, ლ------ა და ჯ---–--- პ-----–---–ი. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოდის კიდევ სამი პიროვნება და 15:53:49 საათზე ერთ-ერთი პიროვნება ხელს უქნევს სახის არეში მეორეს, აღნიშნულზე მოწმე გ------- ც----–-–---–მა განმარტა, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ რ----- ბ------–---ი, გ----- მ----- და დ-------- გ--–------ი, რა დროსაც დ-------- გ--–------ს ხელი მოუქნია გ----- მ-----მ, შემდეგ ჩანს კადრში გ----- მ-----ს რ----- ბ------–---ის და დ-------- გ--–------ის კამათი, რის შემდეგაც ერთ-ერთ პიროვნებას გაყავს მეორე პიროვნება მანქანისკენ და სვავს მანქანაში, შემდეგ ბრუნდება ერთერთი პიროვნება და 15:55;16 საათზე მიდის პიროვნებასთან, რომელსაც მარჯვენა ხელით ართმევს ხელიდან ნივთს, აღნიშნულზე მოწმე გ------ ც----–-–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის რ----- ბ------–---ი, რომელმაც გ----- მ----- ჩასვა ავტომანქანაში, ხოლო თვითონ მივიდა დ-------- გ--–------თან და მარჯვენა ხელის მოქნევის დროს დ-------- გ--–------ს ხელიდან გამოართვა მობილური ტელეფონი, ამის შემდეგ აგრძელებენ კამათს და 15:55:28 საათზე გადადიან სავალი გზის მხარეს და გადიან კადრიდან; 15:55:59 საათზე ისევ შემოდიან კადრში პიროვნებები, შემდეგ კეტავენ ავტომობილის კარებს და მოდიან ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე კამერის მხარეს, აღნიშნულზე მოწმე გ------- ც----–-–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნებები არიან თვითონ, ჯ---–--- პ-----–---–ი, რ----- ბ------–---ი, გ----- მ----- და ლ------ა, ხოლო დ-------- გ--–------ი გადავიდა გზის მეორე მხარეს და წავიდა. თვითონ კი დატოვეს მანქანა და წამოვიდნენ. 15:56:14 საათზე კადრში ჩანს პიროვნება, რომლიც მოდის ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე იხრება დაბლა და ისწორებს ფეხსაცმელს, აღნიშნულ პიროვნებაზე მოწმე გ------- ც----–-–---–მა განმარტა, რომ არის რ----- ბ------–---ი, შემდეგ 15:56:26საათზე ჩანს პიროვნება, აღნიშნულ პიროვნებაზე მოწმე გ------- ც----–-–---–მა განმარტა, რომ არის რ----- ბ------–---ი და მარცხენა ხელში უკავია მობილური ტელეფონი, რომელიც 2017 წლის 09 მარტს, პ-----ს ქუჩაზე სასტუმრო ,-----–---------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე წაართვა დ-------- გ--–------ს, ამის შემდეგ გადიან კადრიდან და 15:57:01 საათზე ისევ ბრუნდებიან ავტომანქანით და შემდეგ გადიან კადრიდან და ამის შემდეგ 16:00საათზე რჩება ვიდეო კადრი.

 

3.24. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულ დ-------- გ--–------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა კომპიუტერული დისკი, კადრის მარცხენა მარცხენა მაღლითა კუთხეში აწერია 2017.03.09, კადრში ჩანს ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და საავტომობილო გზა ასევე შენობის კედლები, აღნიშნულზე დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განაცხადა, რომ არის ის ადგილი, როდესაც 2017 წლის 09 მარტს იმყოფებოდნენ პ-----ს ქუჩაზე სასტუმრო ,-----–---------ის’’ წინ, როდესაც მობილური ტელეფონი წაართვა რ----- ბ------–---მა. 15.52.38 საათზე კადრში ჩანს მუქი ფერის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება გზის ნაპირას, აღნიშნულზე დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განაცხადა, რომ მაქანა არის თავისი კუთვნილი, რომლითაც მივიდნენ სასტუმრო ,-----–---------ის” მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითონ რ----- ბ------–---ი, გ----- მ-----, ხოლო დანარჩენი სამი პიროვნებების სახელი და გვარი არ იცის; 15:52:50 საათზე ავტომანქანიდან გადმოდის პიროვნება და ისევ ჯდება უკან ავტომანქანაში, რომელზეც დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება არის თვითონ. 15:53:24 საათზე ავტომობილიდან გადმოდიან სამი პიროვნება, შემდეგ ავტომანქანიდან გადმოდის კიდევ სამი პიროვნება და 15:53:49 საათზე ერთ-ერთი პიროვნება ხელს უქნევს სახის არეში მეორეს, აღნიშნულზე დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განმარტა, რომ მანქანიდან გადმოვიდა რ----- ბ------–---ი, გ----- მ----- და თვითონ და კიდევ მათთან თანმხლები სამი პიროვნება, რა დროსაც გ----- მ-----მ ხელი მოუქნია სახის არეში. შემდეგ ჩანს კადრში გ----- მ-----ს, რ----- ბ------–---ის და დ-------- გ--–------ის კამათი, რის შემდეგაც ერთ-ერთ პიროვნებას გაყავს მეორე პიროვნება მანქანისკენ და სვავს მანქანაში, შემდეგ ბრუნდება ერთერთი პიროვნება, 15:53:49 საათზე ერთ-ერთი პიროვნება ხელს უქნევს სახის არეში მეორეს, აღნიშნულზე დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განმარტა, რომ მანქანიდან გადმოვიდა რ----- ბ------–---ი, გ----- მ-----, თვითონ და კიდევ მათი თანმხლები სამი პიროვნება რა დროსაც გ----- მ-----მ ხელი მოუქნია სახის არეში. შემდეგ ჩანს კადრში გ----- მ-----ს, რ----- ბ------–---ის და დ-------- გ--–------ის კამათი, რის შემდეგაც ერთერთ პიროვნებას გაყავს მეორე პიროვნება მანქანისკენ და სვავს მანქანაში, შემდეგ ბრუნდება ერთერთი პიროვნება და 15:55:16 საათზე მიდის პიროვნებასთან, რომელსაც მარჯვენა ხელით ართმევს ხელიდან ნივთს, აღნიშნულზე დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის რ----- ბ------–---ი, რომელმაც გ----- მ----- ჩასვა ავტომანქანაში, ხოლო თვითონ მივიდა მასთან და მარჯვენა ხელის მოქნევის დროს ხელიდან გამოსტაცა მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ აგრძელებენ კამათს და 15:55:28 საათზე გადიან სავალი გზის მხარეს და გადიან კადრიდან. აღნიშნულზე დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განმარტა, რომ თვითონ როდესაც მიყვება რ----- ბ------–---ს და სთხოვს ტელეფონის დაბრუნებას, რის შემდეგაც გადის მეორე მხარეს და მიდის ტაქსით, 15:55:59 საათზე ისევ შემოდიან კადრში პიროვნებები შემდეგ კეტავენ ავტომობილის კარებს და მიდიან ფეხით მოსიარულე ბილიკზე კამერის მხარეს, აღნიშნულზე დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნებები არიან რ----- ბ------–---ი, გ----- მ----- და მათი თანმხლები სამი პიროვნება. 15:56:14 საათზე კადრში ჩანს პიროვნება, რომელიც მოდის ფეხით მოსიარულე ბილიკზე, იხრება დაბლა და ისწორებს ფეხსაცმელს, აღნიშნულ პიროვნებაზე დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განმარტა, რომ არის რ----- ბ------–---ი. შემდეგ 15:56:26 საათზე ჩანს პიროვნება, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი, აღნიშნულ პიროვნებაზე დაზარალებულმა დ-------- გ--–------მა განმარტა, რომ არის რ----- ბ------–---ი და მარცხენა ხელში უკავია მობილური ტელეფონი, რომელიც 2017 წლის 09 მარტს პ-----ს ქუჩაზე სასტუმრო ,-----–---------ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გასტაცა. ამის შემდეგ გადიან კადრიდან და 15:57:01 ისევ ბრუნდებიან ავტომანქანასთან და შემდეგ 15:57:57 მიდიან და გადიან კადრიდან, 16:00 საათზე რჩება ვიდეო კადრი.

 

3.25. ბრალდებულ რ----- ბ------–---ის ადვოკატის პოზიციით, რ----- ბ------–---ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. დაცვის მხარე სადაოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რ----- ბ------–---მა გამოართვა მისი კუთვნილი ტელეფონი დ-------- გ--–------ს, მაგრამ ბრალდებულის ქმედებაში არ იკვეთება მისაკუთრების მიზანი, ტელეფონის გამორთმევის მიზანი იყო მას არ დაერეკა პოლიციაში; შემდეგში რ----- ბ------–---ი ცდილობდა დაებრუნებინა ტელეფონი გ--–------ისთვის, ამ მიზნით უკავშირდებოდა გ------- თ---------–ს, მაგრამ იგი იქნა დაკავებული და ვერ შესძლო გ--–------ისთვის ტელეფონის გადაცემა. ადვოკატის განცხადებით, რ----- ბ------–---ის ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის შემადგენლობას, რადგან რ----- ბ------–---მა თავისი ქმედებით აიძულა დ-------- გ--–------ი არ განეხორციელებინა ის ქმედება, რაც მას სურდა. ადვოკატმა მოითხოვა რ----- ბ------–---ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და ბრალდების სსკ-ის 150-ემუხლზე გადაკვალიფიცირება.

 

3.26. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და რ----- ბ------–---ის ქმედების გადაკვალიფიცირების. კერძოდ:

3.26.1. დაზარალებულ დ-------- გ--–------ის, ბრალდებულ რ----- ბ------–---ის, მოწმეების ჯ---–--- პ-----–---–ის, გ------- ც----–-–---–ის ჩვენებებით, დ-------- გ--–------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დ-------- გ--–------ის და გ------- ც----–-–---–ის მონაწილეობოთ ჩატარებული სასტუმრო ,-----–---------ის“’ ვიდეოჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 9 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, 2----------------------ში მდებარე სასტუმრო ,-----–----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რ----- ბ------–---მა დ-------- გ--–------ს მისი ნების საწინააღმდეგოდ წაართვა კუთვნილი ,,DOOGEE’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი.

3.26.2. დაზარალებულ დ-------- გ--–------ის, ბრალდებულ რ----- ბ------–---ის, მოწმე გ------- ც----–-–---–ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტელეფონის წართმევის შემდეგ დ-------- გ--–------ი თავისი ტელეფონით ესაუბრა რ----- ბ------–---ს და შეთანხმდნენ ვ-–----–----–---------------------–ში შეხვედრაზე. იმის გათვალისწინებით, რომ რ----- ბ------–---მა წაართვა ტელეფონი გ--–------ს, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს დ-------- გ--–------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ იგი ვ-–----–----–---------------------–ში მივიდა ტელეფონის ასაღებად, მაგრამ, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და დ-------- გ--–------ის ჩვენებით დასტურდება, ვ-–----–----–-ს გ-------ი, მ-------------–ი, 2-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების ზოლში დ-------- გ--–------ს რ----- ბ------–---მა და გ------- მ-----მ მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება და საერთოდ არ ყოფილა საუბარი ტელეფონის დაბრუნებაზე. აღნიშნული გარემოება ეჭვქვეშ აყენებს რ----- ბ------–---ის ჩვენების სისწორეს იმის თაობაზე, რომ მას უნდოდა ტელეფონი დაებრუნებინა დ-------- გ--–------ისთვის.

3.26.3. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს მოწმე გ------- ც----––---–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ, როცა დ-------- გ--–------მა და მ-----მ იჩხუბეს, ბ------–---ი იქ არ იყო და მხოლოდ დ-------- გ--–------ის წასვლის შემდეგ მოვიდა, რის გამოც რ----- ბ------–---მა ვერ შეძლო ტელეფონის დაბრუნება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დ-------- გ--–------მა სასამართლო სხდომაზე დამაჯერებლად განაცხადა, რომ როცა ავიდა ვ-–----–----–---------------------–ში და კიდევ ერთხელ სთხოვა ტელეფონი რ-----ს, მან ყვირილი დაუწყო და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთანავე, გ------- ც----–-–---–ის ჩვენება არის წინააღმდეგობრივი, რადგან მან აჩვენა, რომ, როდესაც გ--–------ი და მ----- ჩხუბობდნენ ბ------–---ი ამ დროს სახლში იყო, თუმცა იმავე ჩვენებაში განმარტა, რომ ჩხუბი როცა დაიწყო რ----- ბ------–---ი მალევე წავიდა. ამდენად, გ------- ც----–-–---–ის წინააღმდეგობრივი ჩვენება ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას.

3.26.4. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს გ------- თ---------–ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ 9 მარტს შუადღისას გ------- თ---------–ს დაურეკა რ----- ბ------–---მა დ-------- გ--–------ისათვის ტელეფონის დაბრუნების მიზნით. აღსანიშნავია, რომ რ----- ბ------–---ს გ------- თ---------–ისათვის არ გადაუცია ტელეფონი დ-------- გ--–------ისათვის გადასაცემად და მას თან ქონდა მობილური ტელეფონი, როდესაც დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში.

3.26.5. რ----- ბ------–---ის და გ------- თ---------–ის ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს ,------------დან“ მოწოდებული ინფორმაციზე, რომელიც ადასტურებს, რომ როგორც რ----- ბ------–---ი, ასევე გ------- თ---------–ი არ იძლევა სწორ ჩვენებას. კერძოდ, შპს ,------------დან“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რ----- ბ------–---ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონიდან - 5-----------, გ------- თ---------–ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- ზარები განხორციელებულია 2017/03/09 16:01:45, 17:10:32, 18:40:35, 18:40:34, 18:57:41, 19:05:27 საათებზე. აღნიშნული ადასტურებს, რომ ქმედების ჩადენისთანავე (ვიდეოჩანაწერების თანახმად, კონფლიქტი სასტუმრო ,-----–---------თან’’ დამთავრდა 9 მარტს 15:56 საათზე) 9 მარტს 16:01:45 რ----- ბ------–---მა დაურეკა გ------- თ---------–ს არაერთხელ და ესაუბრა მას; რ----- ბ------–---ის და გ------- თ---------–ის ჩვენება, რომ არადამაჯერებელია დასტურდება იმ გარემოებით, რომ გ------- თ---------–თან ტელეფონით საუბრის შემდეგ თავად რ----- ბ------–---ი შეხვდა გ--–------ს, მაგრამ არ გადაუცია ტელეფონი. აღნიშნული გარემოებებით სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ბ------–---სა და გ------- თ---------–ს შორის სატელეფონო საუბარი არ ეხებოდა ტელეფონის დაბრუნებას და გ------- თ---------–ის ჩვენება მიზნად ისახავს რ----- ბ------–---ის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

3.26.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს რ----- ბ------–---ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას არ ქონია ტელეფონის მისაკუთრებისა და გამოყენების მიზანი. გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულის მიერ ტელეფონის დაუფლება მოხდა 2017 წლის 9 მარტს, დღის საათებში, ხოლო ბრალდებული დაკავებულ იქნა 2017 წლის 10 მარტს 21:46 საათზე, თბილისი, კ--------------------ში მდებარე ვ---------------–----------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, რა დროსაც პოლიციას წარუდგინა თანნაქონი გ--–------ის ტელეფონი. როგორც ზემოთ აღინიშნა ამ დროის განმავლობაში რ----- ბ------–---ის მხრიდან რეალურად არ ყოფილა მცდელობა დაებრუნებინა ტელეფონი მესაკუთრისთვის.

3.26.7. ტელეფონის მართლსაწინაღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ როგორც ტელეფონის დათვალიერების ოქმით დასტურდება ტელეფონს აქვს ორი სიმბარათი, მაგრამ მისი გახსნისას ტელეფონში არ აღმოჩნდა არცერთი; აღნიშნულ ფაქტზე გამომძიებელ ნ----- მ-----–-–---–ს რ----- ბ------–---მა განუმარტა, რომ გადააგდო, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი აჩვენა, რომ სიმ ბარათი მას არ ამოუღია, დილით სანამ გამოვიდოდა, მეუღლეს ტელეფონი გაუფუჭდა და აღნიშნული სიმ ბარათი გადაუტანია თავის ტელეფონში, რაზეც მისთვის ცნობილი არ იყო; ბრალდებულის ამ ჩვენებასაც სასამართლო არ მიიჩნევს სარწმუნოდ, რადგან, მეუღლის მიერ სიმბარათის ამოღების ფაქტი არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით, ამასთან, თუ მეუღლემ ამოიღო ერთი სიმბარათი, გაურკვეველია რა ბედი ეწია მეორე სიმბარათს. აღნიშნული გარემოებები საეჭვოდ ხდის რ----- ბ------–---ის ჩვენებას და სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი ჩვენება არ ასახავს საქმის რეალურ გარემოებებს და მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისკენ.

3.26.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 12 ივნისის N7აპ-15 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება, რომ ძარცვად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ძარცვისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება. 3 მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა.

3.26.9. კონკრეტულ შემთხვევაში რ----- ბ------–---ის ქმედებაში სახეზეა ძარცვისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება და დაცვის მხარეც არ მიიჩნევს სადაოდ, რომ რ----- ბ------–---ი დაეუფლა დ-------- გ--–------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს; 2. ფაქტის თვითმხილველი ყველა მოწმე ადასტურებს, რომ დ-------- გ--–------ის ტელეფონის დაუფლება რ----- ბ------–---ის მიერ მოხდა აშკარად, გ--–------ის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მას წაერთვა საკუთარი ნივთის მიმართ უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა; 3. სასამართლო აძლევს შეფასებას იმ გარემოებებს, რომ რ----- ბ------–---ს დაკავებამდე (დღენახევრის განმავლობაში) არ დაუბრუნებია ტელეფონი დ-------- გ--–------ისთვის და არც აქტიური ქმედებები განუხორციელებია ტელეფონის დასაბრუნებლად; ტელეფონის წართმევის შემდეგ გ--–------თან შეხვედრისას საერთოდ არ ჰქონია საუბარი ტელეფონის დაბრუნებაზე, პირიქით, სცემა; სახლში მიტანილი ტელეფონიდან ამოიღო ორივე სიმბარათი და გადააგდო, ფაქტობრივად, რ----- ბ------–---ი არა მარტო აშკარად დაეუფლა დ-------- გ--–------ის ტელეფონს, არამედ განკარგავდა თავისი შეხედულებით. აღნიშნული ეწინააღმდეგება დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ტელეფონის გამორთმევა რ----- ბ------–---ის მხრიდან მიზნად ისახავდა იძულებას, რომ გ--–------ს არ დაერეკა პოლიციაში. დაცვის პოზიციას გამორიცხავს ის თანმდევი მოვლენები, რომელიც განვითარდა ბ------–---ის მხრიდან ტელეფონის დაუფლების შემდეგ და რაზეც ზემოთ აღინიშნა. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ რ----- ბ------–---ის ქმედებაში სახეზეა ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - მისაკუთრების მიზანი, კერძოდ, ანგარების მიღების მიზნით დ-------- გ--–------ის მობილური ტელეფონის დაუფლება.

3.26.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ძარცვა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია, რომელიც დამთავრებულად ითვლება ქონების დაუფლების მომენტიდან, როდესაც დაზარალებულს ერთმევა შესაძლებლობა ისარგებლოს საკუთრებით. კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რ----- ბ------–---ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დაზარალებულ დ-------- გ--–------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს წაართვა შესაძლებლობა ესარგებლა საკუთარი ნივთით.

3.26.11. სასამართლომ შეაფასა რა რ----- ბ------–---ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ----- ბ------–---ის ბრალდებას მასში, რომ 2017 წლის 9 მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, 2---------------------ში მდებარე სასტუმრო ,-----–----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დ-------- გ--–------ის კუთვნილ 120 ლარად ღირებულ ,,DOOGEE’ ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

3.27. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ რ----- ბ------–---მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ძარცვა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

3.28. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- განაჩენით რ----- ბ------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით სასჯელის სახით განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ასევე ერთი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

3.28.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 1---------ს წერილის თანახმად, აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3.29. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის 1--------- წლის წერილის თანახმად, რ----- ბ------–---ის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება თბილისის პრობაციის ბიუროში მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენის საფუძველზე. აღნიშნულის განაჩენის თანახმად, რ. ბ------–---ს პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 8 მაისს, რომელიც დაუსრულდებოდა 2018 წლის 08 მაისს. რ. ბ------–---ის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენის საფუძველზე.

 

3.30. 2----–-–---------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით რ----- ბ------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სამი წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

3.31.სასჯელაღსრულების დაწესებულების ცნობა N------- თანახმად, რ----- ბ------–---ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა 2014 წლის 03 სექტემბრიდან - 2016 წლის 5 ოქტომბრამდე.

 

3.32. თბილისის პრობაციის ბიუროს 1--------- წლის წერილის თანახმად, რ----- ბ------–---ი 1--------- წლიდან დღემდე იმყოფება აღრიცხვაზე თბილისის პრობაციის ბიუროში, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 1--------- წლის განაჩენით შეეფარდა პირობითი მსჯავრი 3 წლის 10 თვის და 26 დღის ვადით.

 

3.33. 2----–-–--------------ის განაჩენით რ----- ბ------–---ი გასამართლებულ იქნა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; რ----- ბ------–---ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 5 ოქტომბერს, ხოლო ამჟამად ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა 2017 წლის 9 მარტს, პირობით გამოსაცდელ ვადაში, რაც მოწმობს, რომ რ----- ბ------–---მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. იმის გათვალიწინებით, რომ რ----- ბ------–---მა პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა მეორე დანაშაული, ხოლო მეორე ნასამართლობის პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა მესამე დანაშაულებრივი ქმედება, წინათ ჩადენილი ქმედებების გამო ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ქონდა, სასამართლოს მიჩნია, რომ რ----- ბ------–---ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული.

 

3.34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ----- ბ------–---მა ჩაიდინა ძარცვა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმადგენს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- ბ------–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით.

 

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ----- ბ------–---ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. რ----- ბ------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.2. რ----- ბ------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს პირობით გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: რ----- ბ------–---ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში; წარსული ნასამართლობები არის ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება და მას სასამართლო არ ითვალისწინებს სასჯელის განსაზღვრისას, რ----- ბ------–---ი არის დაოჯახებული, ყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ბ------–---ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთანავე, იმის გათვალიწინებით, რომ რ----- ბ------–---მა ამჟამად ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრისას უნდა მოხდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დადგენა.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა რ----- ბ------–---მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული თითის ანაბეჭდები ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

6.2. მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.3. რ----- ბ------–---ის პირადობის მოწმობა, რომლიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.4. 01(ერთი) ცალი დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.5. შპს ,----------–ის“ მიერ გადმოცემული დისკი, მასზე არსებული ამონაწერით, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- ბ------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. რ----- ბ------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს რ----- ბ------–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

5. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ რ----- ბ------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

6. მსჯავრდებულ რ----- ბ------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

 

7. რ----- ბ------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1---------ს განჩინებით ბრალდებულ რ----- ბ------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს ფულადი თანხის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა - ს----- გ------–--ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფართზე 400,00 კვ.მ მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ-------ი (სოფ. ბ-------------------------’) საკადასტრო კოდით 2------------ 6000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე

 

8. ნივთმტკიცება:

8.1. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული თითის ანაბეჭდები ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------------------–--აში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

8.2. მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------------------–--აში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

8.3. რ----- ბ------–---ის პირადობის მოწმობა, რომლიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

8.4. 01(ერთი) ცალი დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8.5. შპს ,----------–ის“ მიერ გადმოცემული დისკი, მასზე არსებული ამონაწერით, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

12. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/