განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050-00-19002-86571
საქმე N 1-80-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
18.0-.20-9 წელი ქ. ო----------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: რ------–---ძე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: ზ----------–-ძე
მამის სახელი: ნ--------ი
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელი ბ----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტები;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის დამცირება, ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი);
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2--- წლის 20 მარტს ზ----------–-ძემ ცოლად შეირთო ლ-- ა----ძე, რომლებიც იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახების შემდეგ ლ-- ა----ძემ თავის მეუღლეს შეამჩნია გულგრილი დამოკიდებელება, ეჭვიანობა, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ უპატივცემულობა, აგრესია. ლ-- ა----ძესა და ზ----------–-ძეს შორის არსებული ეჭვიანობის, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაძაბულმა ურთიერთობამ გამოიწვია არაერთი ურთიერთკამათი, რა დროსაც ზ----------–-ძე ლ-- ა----ძეს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით და აგინებდა დედის მისამართით. არსებულ კონფლიქტებს ხშირად ესწრებოდა ლ-- ა----ძის დედა - ნ----------აძე, რომელიც ესარჩლებოდა თავის შვილს და მოუწოდებდა სიძეს - ზ----------–-ძეს, თავი შეეკავებინა და არ გაელანძღა მისი შვილი. რა დროსაც ზ----------–-ძე გაბრაზებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ნ----------აძეს და ლ-- ა----ძეს, მათი არასრულწლოვანი შვილების: 0-.0-.2--- წელს დაბადებული ს-------–--ის და 1-.0-.20-3 წელს დაბადებული ნ-----–--------–-ძის თანდასწრებით, ო----------ის მუნციპლიტეტის სოფელ ბ---–ი, საცხოვრებელ სახლში, 2--- წლიდან 20-9 წლის 0- თებერვლამდე, განსაკუთრებით კი 20-8 წლიდან 20-9 წლის 0- თებერვლამდე დროის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ დამცირებას და ტანჯვას.
1.2. 20-9 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---–ი, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ზ----------–-ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 0-.0-.2--- წელს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს - ს-------–--ეს, კერძოდ, თავისი მეუღლის ლ-- ა----ძის სახლში მისული ზ----------–-ძე ეკამათა ლ-- ა----ძეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ იმ მოტივით, თითქოს ს-------–--ე არ სწავლობდა გაკვეთილებს, 1-.0-.20-3 წელს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–--------–-ძის თანდასწრებით, ს-------–--ეს ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 20-9 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---–ი, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ზ----------–-ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 0-.0-.2--- წელს დაბადებულ, არასრულწლოვან შვილს ს-------–--ეს, კერძოდ, თავისი მეუღლის ლ-- ა----ძის სახლში მისული ზ----------–-ძე, ალიმენტთან დაკავშირებული საკითხების გამო, ეკამათა ლ-- ა----ძეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ იმ მოტივით, თითქოს ს-------–--ე არ სწავლობდა გაკვეთილებს, 1-.0-.20-3 წელს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–--------–-ძის თანდასწრებით, ს-------–--ეს ხელით მძლავრად მოქაჩა ყურზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის დამცირება, ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი).
2.1. 20-9 წლის 22 მარტის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ზ----------–-ძის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ზ----------–-ძემ წარდგენილი ბრალდებებში თავი ნაწილობივ სცნო დამნაშავედ, ამასთან ზ----------–-ძემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება მიიჩნია სადავოდ.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ზ----------–-ძემ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულ-- მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ----------–-ძის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში, სახელდობრ, ლ-- ა----ძის, ნ----------აძის, ნ----------აძის, ს-------–--ის, დ--–- ა----ძის, ნ-----–--------–-ძის, ს-------------ძის, კ-----------------–--ის, მ---------------–---–ის გამოკითხვებისას მიღებული ინფორმაციები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ზურაბ ჭელიძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის დამცირება, ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - ორი ეპიზოდი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ)- ორი ეპიზოდი, წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მისი მხრიდან ადგილი ქონდა მხოლოდ სისტემატურ შეურაცხყოფას და ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, რადგან ასეთი განმარტება, წინააღმდეგობაში მოდის უდავოდ ცნობილ მოწმეთა ჩვენებებთან და სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნასთან, რომლითაც დადგინდა, რომ ს-------–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. არსებული დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელ-- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელ--, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილ--, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/0-,ECHR 30/1-/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელ-- იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/20-6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/0 -, § 1-4, ECHR 17/1-/20-3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/1 -, 67964/1 -, 69379/1 -, § 87, ECHR 1-/02/20-6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 2-/0-/20-6; Zyakun v.Ukraine, No. 3400-/0-, §40, ECHR 25/02/20-6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულ--, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 1-590/93, 0-/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/0 -, 0-/1-/20-0, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----------–-ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის დამცირება, ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), რის გამოც ზ----------–-ძე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ----------–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ზ----------–-ძეს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლ--ნი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლ--ნობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლ--ნი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლ--ნობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზ----------–-ძემ ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი და სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.
ამდენად, ზ----------–-ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლ--ნობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზ----------–-ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, თითოეული ეპიზოდისათვის, ცალ-ცალკე სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მსუბუქი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, ზ----------–-ძეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. "CD" დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ----------–-ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", "გ" ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
1.1. ზ----------–-ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", "გ" ქვეპუნქტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
1.2. ზ----------–-ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით (20-9 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამასორმოცდაათი) საათის ვადით.
1.3. ზ----------–-ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით (20-9 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ ზ----------–-ძეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ზ----------–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. ბრალდებულ ზ----------–-ძის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული მ---------------–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ჩ---------რის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხ--------ვი (ა---––--ი), შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - ჩ---------რი, კოდი 2-, სექტორი - გ----------–--ული კოდი 1-, კვარტალი 2-, ნაკვეთი 3--, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
3. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ----------–-ძის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
4.1. "CD" დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა