განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2019
საქმის ნომერი
010100118002606619
დავის ტიპი
181 2 გ , 181 2 ა
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100118002606619

საქმე №1-779/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

მირანდა თურმანიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ რ------–----ის

ადვოკატების _ პ------–-------------------------ის

ბრალდებულების - მ------ თ----------–--ის, მ------- თ----------–--ის, ფ------- წ---–-----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170260618001 საქმე :

 

1. ბრალდებულ მ------- თ----------–--ის მიმართ;

მამის სახელი: ზ-------

დაბადებული: 0-.0--1--- წელი

პირადი ნომერი 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არმქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ს---------------–----–----------------–-------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები;

 

2. ბრალდებულ ფ------- წ---–-----ის მიმართ

მამის სახელი: დ------

დაბადებული: 1-.03.1--- წელი

პირადი ნომერი 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული ს-–----–--

ნასამართლობა: მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ხ---–-----------–-------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები;

 

3. ბრალდებულ მ------ თ----------–--ის მიმართ

მამის სახელი: ზ-------

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არმქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ს-------------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2017 წელს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შ---------------, ქალაქ ბათუმში, ა----–-----–-------------ში მდებარე სასტუმრო „ნინიში“ გაიცნო შ----- ჩ------ე და მისი მეუღლე მ------ ზ----ე. გაცნობის შემდეგ შ---- დ------ი სასიყვარულო შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა მ------ ზ----ეს და სთავაზობდა თანხის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას, შეტყობინებების შინაარსს მ------ს უთარგმნიდა თურქულის მცოდნე ქ----- დ-------ე, რომელიც იმავე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში თვეების მანძილზე ცხოვრობდა და საკმაოდ კარგად იცნობდა ჩ------ეების ოჯახსაც და შ---- დ--------აც. იმის გამო, რომ ზ----ემ უარი განუცხადა ასეთ ურთიერთობაზე და თავის დანებება მოსთხოვა, დ------ი დ-------ეს სთხოვდა მასთან ურთიერთობაზე დაეყოლიებინა მ------ი. აღნიშნული მიმოწერის თაობაზე შეიტყო დ-------ის მეგობარმა მამაკაცმა, ბრალდებულმა მ------ თ----------–--ემ, რომელსაც ახლო ურთიერთობა აკავშირებდა მ------ ზ----ის მეუღლესთან - შ----- ჩ------ესთან. მ------ თ----------–--ის ძმა, მ------- თ----------–--ე ასევე მეგობრობდა მასთან. მ------ თ----------–--ის მოთხოვნით, ქ----- დ-------ემ, თითქოსდა, მ------ ზ----ესთან შეხვედრის დაპირებით, მოტყუებით, 2018 წლის 25 ივნისს შ---- დ------ი ჩამოიყვანა ქ. ბათუმში, მიიყვანა მ------ თ----------–--ის მიერ წინასწარ შეგულებულ ბინაში, მდებარე - ქ. ბათუმში, გ-------–----–--------------------ში, სადაც მივიდნენ ბრალდებულები - მ------ თ----------–--ე, მ------- თ----------–--ე, რამდენიმე წუთში მათ შეუერთდათ ბრალდებული ფ------- წ---–-----ეც. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დაზარალებულს, ხელი დაარტყეს, დაემუქრნენ, აგინეს, ითხოვდნენ პასუხს რატომ შესთავაზა შ----- ჩ------ესთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფმა დ------იმ მეგობრის ცოლს ფულის სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობა. ამრიგად, აღნიშნული მოქმედებებით, ბრალდებულებმა უკანონოდ შეუზღუდეს დაზარალებულს ქმედების თავისუფლება, ამყოფებდნენ ისეთ ადგილას, სადაც ყოფნა, ქმედების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობის პირობებში, არ წარმოადგენდა დაზარალებულს ნებას, განახორციელეს მის მიმართ ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ზემოქმედებაც - ცდილობდნენ პასუხი მოეთხოვათ მისი ქმედების მორალურ მხარეზე, როდესაც მეგობრის ცოლს სექსუალურ პარტნიორობას სთავაზობდა. აიძულეს დარჩენილიყო ბინაში, სანამ არ მისცემდნენ იქიდან წასვლის საშუალებას, შესაბამისად, განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

იძულება - ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

2. საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოში არყოფნის გამო, გამოქვეყნდა დაზარალებულ შ---- დ-------- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომელთა თანახმად, დ------ი ბოლო ერთი წლის მანძილზე ქ. ბათუმში ჩამოსვლისას ჩერდებოდა სასტუმრო "ნინიში", სადაც გაიცნო ქალი, სახელად "ქ----", ასევე მამაკაცი, "სახელად "შ-----" და მისი მეუღლე "მ----". ამ უკანაკსკნელს სოციალურ ქსელ "ვატსაპში" მისწერა სასიყვარულო შინაარსის შეტყობინებები, საპასუხოდ კი მიიღო უარი ურთიერთობაზე, მ----მ დაბლოკა მისი ნომერიც. ამიტომ მასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბარი დაიწყო ქ----სთან, უთხრა, რომ მ---- მოსწონდა და სურდა მისი ცოლად შერთვა, დაპირდა ფულის ჩუქებასაც, თუ მისი დახმარებით შეძლებდა მ----სთან ურთიერთობის მოგვარებას. 2018 წლის 25 ივნისს ქ----სგან მიიღო შეტყობინება, რომ მ---- დაითანხმა მასთან ურთიერთობაზე, ამიტომ შეეძლო ჩასულიყო ბათუმში და შეხვედროდა მას. მართლაც, ჩამოვიდა საქართველოში, სარფის გამშვებ პუნქტთან ტაქსით დახვდა ქ---- და წაიყვანა წინასწარ ნაქირავებ ბინაში, ქ----ს მოთხოვნით გადასცა ბინის ქირა 2000 ლირა. ბინაში მისვლიდან დაახლოებით ხუთ წუთში კარზე დააკაკუნეს, ქ----მ კარი გააღო, ოთახში შემოვიდა სამი მამაკაცი. უთხრეს, იცოდნენ მ----სთან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით რომ იყო აღნიშნულ ბინაში მისული და როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ეძახდნენ უწმაწურ სიტყვებს, ემუქრებოდნენ. ს-–----–--ზე მაღალი ტანის, მოყვითალო ფერის თმის და წვერის მქონე ახალგაზრდამ შემოსვლისთანავე ყელში სტაცა ხელი და საწოლზე დააგდო, თან მოკვლით დაემუქრა. შემდეგ წამოაყენეს და ამ მამაკაცმა ისევ დაარტყა მარცხენა მხარზე, დაეცა იატაკზე. ამის შემდეგ ხელი აღარ დაურტყამთ, მხოლოდ აგინებდნენ. ჯიბიდან ამოაღებინეს ფული - 8000 ლირა და ბანკის პლასტიკური ბარათები, მუქარით ათქმევინეს მათი კოდები, შემდეგ კი ქ-----საც წაართვეს დ-------- მიერ მიცემული 2000 ლირა, გაიყვანეს ბინის საპირფარეშოში და ჩაკეტეს. ყველაზე ტანმაღალმა მამაკაცმა აიღო ბანკის ბარათები და თანხა და სადღაც წავიდა, ხოლო დანარჩენი ორი მამაკაცი დარჩა მასთან, ქ---- ისევ საპირფარეშოში იყო ჩაკეტილი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, გაიყვანეს ბინიდან, ჩაიყვანეს ეზოში, ამ დროს ერთ-ერთი, ს-–----–--ზე დაბალი ტანის ახალგაზრდა სადღაც გავიდა, უკან დაბრუნებულმა კი საბანკო ბარათები დაუბრუნა და 100 ლარიც გადასცა დ--------. ეს უკანასკნელი ჩასვეს იმავე ავტომანქანაში, რომლითაც მიიყვანეს ბინაში და მძღოლს უთხრეს წაეყვანა სარფის გამშვებ პუნქტთან. სარფში მისვლის შემდეგ, დ------იმ გადაკვეთა საზღვარი და თურქ სამართალდაცავებს აცნობა მომხდარის შესახებ, დახმარება ითხოვა მათგან, თუმცა განუმარტეს, რომ რეაგირებისთვის საჭირო იყო საქართველოში დაბრუნებულიყო და ქართველი სამართალდამცავები ჩაეყენებინა საქმის კურსში. ასეც მოიქცა. მომხდარის ინციდენტის თაობაზე ტელეფონით ესაუბრა შ----- ჩ------ესაც.

 

3. 2018 წლის 7 ივლისს მიცემულ ჩვენებაში, რომელიც დანარჩენ ორ ჩვენებასთან ერთად საჯაროდ იქნა წაკითხული საქმის განხილვისას, დაზარალებული აკონკრეტებს, რომ ბრალდებულებმა მას 50 000 თურქული ლირა მოსთხოვეს, რომელიც "მათი გადმოცემით უნდა გადაეხადა მ------ ზ----ესთან სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ", წინააღმდეგ შემთხვევაში შ----- ჩ------ეს ეტყოდნენ მის ცოლთან დაკავშირებული ზრახვების თაობაზე. უარის მიღების შემდეგ კი ძალადობით წაართვეს 10 000 თურქული ლირა და "ქუვეითთურქი-ბანკის" ორი პლასტიკური ბარათი, აიძულეს ეთქვა მათი კოდები.

 

4. 2018 წლის 12 ივლისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ფოტოსურათით ამოცნობის ამსახველი სამი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა შ---- დ------იმ მის წინაშე წარდგენილი ფოტო-სურათებიდან ამოიცნო ფ------- წ---–-----ე, მ------ თ----------–--ე და მ------- თ----------–--ე, როგორც პირები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ერთად ახორციელებდნენ მასზე ძალადობას 2018 წლის 25 ივნისს.

 

5. მოწმე ქ----- დ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის სექტემბრის თვიდან ცხოვრობდა ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ნინიში", სადაც 300 ლარად ქირაობდა ერთ ოთახს. სასტუმროს მფლობელები იყვნენ ცოლ-ქმარი - შ----- ჩ------ე და მ------ ზ----ე. სასტუმროში გაიცნო შ---- დ------ი, რომელიც პერიოდულად ჩამოდიოდა თურქეთიდან და სასტუმროში რჩებოდა 2-3 დღით. სასტუმროში ცხოვრებისას გაიცნო მ------ თ----------–--ეც, დაახლოვდნენ და ერთად დაიწყეს ცხოვრება, შესაბამისად, თ----------–--ე ხშირად რჩებოდა მის ნაქირავებ ოთახში, ხშირად სარგებლობდა მისი ნივთებით, მათ შორის მობილური ტელეფონით. შემთხვევამდე დაახლოებით 3-4 თვით ადრე მ------ ზ----ემ აჩვენა მობილური ტელეფონში მიღებული თურქულენოვანი შეტყობინება და სთხოვა ეთარგმნა ის ქართულად. დ-------ე ფლობს თურქულს, შესაბამისად, არ გაჭირებია შეტყობინების შინაარსის გაგება. გზავნილი ეკუთვნოდა შ---- დ--------, რომელიც სიყვარულს უხსნიდა მ------ ზ----ეს და სთავაზობდა ფულს - 50 000 ლირას მასთან სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ. მ------ის თხოვნით დ-------- მისწერა, რომ ქმარ-შვილიანი იყო, არ მოსწონდა ასეთი გზავნილები და მიუღებელი იყო მისი წინადადება. 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე მ------ თ----------–--ემ სასტუმროს ნომერში მიაკითხა ქ----- დ-------ეს, გაარტყა ხელი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა პასუხი კითხვაზე, ვის ეკუთვნოდა მის მობილურ ტელეფონში არსებული მიმოწერა, ხოლო როდესაც ქ-----სგან შეიტყო, რომ შ---- დ------ი მ------ ზ----ეს უგზავნიდა სმს-ს და სთხოვდა სექსუალურ კავშირს თანხის სანაცვლოდ, მუქარით აიძულა დ------------- გაეგზავნა ხმოვანი შეტყობინება, რომ თითქოს მ------ი თანახმა იყო მის წინადადებაზე, ჩამოსულიყო საქართველოში და შეხვედროდა. დილით დ--------გან მიიღო სმს გზავნილი, რომ წამოვიდა საქართველოში და დაახლოებით სამი საათისთვის იქნებოდა სარფში. მ------ს მოთხოვნით დ-------- მისწერა, რომ დახვდებოდა გამშვებ პუნქტზე და ჩაიყვანდა ბათუმში. ამის შემდეგ მ------ თ----------–--ემ წაიყვანა და აჩვენა ბინა ორბელიანის ქუჩაზე, სადაც შ---- დ------ი უნდა მიეყვანა, გადასცა ამ ბინის გასაღები, ჩასვა "მერსედესის" მარკის ავტომანქანაში, რომელსაც ნ--- ი-------ე მართავდა და გაუშვა სარფში დ-------- დასახვედრად. სარფიდან დ------ი იგივე მანქანით ჩამოიყვანა ბათუმში, გზად ის მადლობას უხდიდა დახმარებისთვის, აჩუქა ფული, რომელიც ქ-----ს არ დაუთვლია, ისე ჩაიდო ჯიბეში. სტუმარი მიიყვანა მ------ს მიერ ნაჩვენებ ბინაში. მალე ბინის კარზე გაისმა კაკუნი, ბინაში შეცვივდნენ მ------ თავართქილაზე და მისი ძმა მ-------ი. მ------ ეცა თმაში, დააგდო სკამზე. ხელი გაარტყა შ----საც, რომელიც ძირს დაეცა, მობილური ტელეფონი წაართვა დ-------ეს, გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. ამ დროს ბინაში შევიდა ფ------- წ---–-----ე, მ------ თ----------–--ემ მიმართა მას კარი ჩაეკეტა, რათა ქ-----ს გაქცევა ვერ მოეხერხებინა. ფ-------ი ასეც მოიქცა. ამის შემდეგ მ-------მა და მ------მ შ----ს ჰკითხეს იცნობდა თუ არა შ----- ჩ------ეს, დ------იმ მიუგო, რომ შ----- მისი მეგობარი იყო. თუ მეგობარია, რატომ ჰკადრებ მის ცოლს მსგავს შეთავაზებებს, ფულს სთავაზობ სექსუალურ მომსახურებაშიო - უთხრეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ფული მოსთხოვეს. დ-------- პასუხზე, რომ ფული რაც ჰქონდა ქ-----ს მისცა, ამ უკანასკნელს წაართვეს დ-------- მიერ გადაცემული, გაურკვეველი რაოდენობის თანხა, თვითონ ქ----- კი წ---–-----ემ საპირფარეშოში შეაგდო და კარი დაუკეტა, თუმცა მალე ისევ გაიყვანა ოთახში, მისი თანდასწრებით მ-------მა და მ------მ ჯიბეები გაუჩხრიკეს შ----ს, საფულე და პლასტიკური ბარათები წაართვეს, ქ----- კი ისევ საპირფარეშოში შეაგდეს. შემდეგ ისევ გამოიყვანეს, ოთახში დახვდნენ მ------, ფ-------ი და შ----ი, რომელიც ცუდად გახდა, ფ-------მა წყალი მოიტანა და დაალევინა, ოთახში ამ დროს აღარ ეყარა არც პლასტიკური ბარათები და არც ქ-----სთვის წართმეული თანხა. ამის შემდეგ ისევ საპირფარეშოში შეაგდეს, საიდანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ფ------- წ---–-----ემ გამოიყვანა, ოთახში სხვები აღარ იმყოფებოდნენ. დატოვა ბინა, სასტუმრო "ნინიში" წავიდა, მალე მასთან მივიდნენ ბრალდებულები, მ------- თ----------–--ემ ამოიღო ფული, გადათვალეს, გაანაწილეს, მათ შორის ქ-----ზეც, თუმცა მან უარი უთხრა თანხის აღებაზე. რა რაოდენობის თანხა ჰქონდათ, არ იცის. მათი წასვლის შემდეგ, შ----- ჩხკვაძის ძმამ - ლ-–- ჩ------ემ მიაკითხა ნომერში, მიუტანა ტელეფონი და უთხრა დალაპარაკებოდა მ------ ზ----ეს. მ------ის კითხვაზე, თუ რა მოხდა, რატომ ურეკავდა შ---- დ------ი მის ქმარს და რაღაც ინციდენტზე ელაპარაკებოდა, ქ----- დ-------ემ უპასუხა, რომ არაფერი იცის ამის თაობაზე, თუმცა უთხრა ისიც, რომ მ------მ წაიკითხა შ----ის მიერ მ------ისთვის მიწერილი შეტყობინებები. მოგვიანებით სასტუმროს ნომერში მისული მ------ თ----------–--ე კიდევ ერთხელ დაემუქრა მომხდარზე არავისთან ელაპარაკა, შემდეგ კი მობილურის ნომერიც შეუცვალა და სხვა სასტუმროში გადაიყვანა საცხოვრებლად.

 

6. მოწმე დ-------ემ ასევე განმარტა, რომ ეშინოდა მ------ თ----------–--ის მუქარის, ამიტომ ვერ უწევდა წინააღმდეგობას და ვერც პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინებდა მისი განზრახვის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ სარფისკენ მიმავალს მხოლოდ იაკობიძე ახლდა თან და თ----------–--ეები მის მოქმედებებს იმ მომენტში ვერ აკონტროლებდნენ.

 

7. მოწმე ქ----- დ-------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დ-------ემ ადგილზე გასვლით, გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირებით მიუთითა შემთხვევის ვითარებაზე, რომლის უშუალო მონაწილეც თავად იყო, მიუთითა კონკრეტული ადგილები, რომლებზეც ისაუბრა ჩვენებაში.

 

8. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ----- დ-------ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანხმად, ტელეფონში არსებულ ინტერნეტ აპლიკაცია "ვატსაპში" ფიქსირდება თურქულენოვანი ხმოვანი და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც დ-------ის განმარტებით ეკუთვნის შ---- დ--------. გზავნილების შინაარსი ერთმანეთის იდენტურია - დ-------ეს შეტყობინებაზე პასუხის გაცემას სთხოვს დ------ი, ეუბნება, რომ მას ენდობა მხოლოდ და არა "იმ ეშმაკს" და თუ პირადად ქ-----ს არ დაელაპარაკა, ისე ვერ ჩამოვა. თუ ვის მოიხსენიებს დ------ი "ეშმაკად" სასამართლოსთვის გაურკვეველ კითხვად დარჩა.

 

9. მოწმე მ------ ზ----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მან და მისმა მეუღლემ შ----- ჩ------ემ ქ. ბათუმში, ა----–-----–------------ მდებარე სასტუმრო "ნინი" აიღეს იჯარით და მართავნენ მას, აქირავებდნენ ნომრებს, იღებდნენ სტუმრებს. პერიოდულად თურქ----დან ჩამოდიოდა და სასტუმროში ჩერდებოდა შ---- დ------ი. პირველად მას თებერვლის თვეში შეხვდა და გაიცნო. გაცნობიდან მალევე სოციალურ ქსელ "ვატსაპის" მეშვეობით დ--------გან მიიღო თურქულენოვანი სმს, რომლის გადათარგმნა სთხოვა ქ----- დ-------ეს. ეს უკანასკნელი თვეების განმავლობაში მათ სასტუმროში ცხოვრობდა და კარგად იცნობდა. დ-------ის გადმოცემით შ---- დ------ი სიყვარულს უხსნიდა და სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა, სანაცვლოდ ფულსაც პირდებოდა, თუმცა რამდენს, მოწმემ ამის შესახებ არ იცის, რადგან თანხის ოდენობა არ ყოფილა დაკონკრეტებული. გაბრაზდა და დ-------ეს სთხოვა მიეწერა შ----ისთვის, რომ შეეწყვიტა სისულელეების წერა, გათხოვილი ქალი იყო და თავი დაენებებინა. მიუხედავად ამისა, დ------ი აგრძელებდა შეტყობინებების გაგზავნას, რის გამოც დაბლოკა მისი ნომერი, მაგრამ დ------ი ახალ-ახალ ნომრებს ყიდულობდა და მაინც წერდა სასიყვარულო ესემესებს. სულ ათამდე ასეთი შეტყობინება აქვს მისგან მიღებული, თავიდან რამდენიმე ათარგმნიდა ქ----- დ-------ეს, მაგრამ შემდეგ აღარც აინტერესებდა მათი შინაარსი და შლიდა. ყველა სმს წაშლილი აქვს. მეუღლისთვის სმს-ების თაობაზე არაფერი უთქვამს. 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს, მეუღლისგან შეიტყო, რომ შ---- დ------ი ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა იმ დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ. მისი გადმოცემით, ქ----- დ-------ემ ჩამოიყვანა საქართველოში იმ მიზეზით, რომ შ----- ჩ------ეს ფული სჭირდებოდა, თუმცა თვითონ ერიდებოდა და ქ-----ს მეშვეობით სთხოვა სესხება. ბათუმში ჩამოსული კი მიიყვანა ერთ-ერთ ბინაში, სადაც სამი მამაკაცი დაესხა თავს და ფული წაართვა. ცოლ-ქმარმა სცადა დ-------ესთან დაკავშირება, მაგრამ ის ზარებს არ პასუხობდა. მოგვიანებით მ------მა შეძლო ქ-----სთან საუბარი თავისი მაზლის, ლ-–- ჩ------ის მობილური ტელეფონით. ქ-----ს განმარტებით არაფერი იცოდა იმ ფატთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მ------ი ეკითხებოდა.

 

10. მოწმე ლ-–- ჩ------ემ დაკითხვისას დაადასტურა თავისი რძლის, მ------ ზ----ის თხოვნით ქ----- დ-------ესთან მისვლა და თავისი ტელეფონით მასთან მ------ის დალაპარაკება. საუბრის შინაარსი არ იცის, რადგან დ-------ემ ტელეფონით საუბრისას კარი დახურა.

 

11. მოწმე შ----- ჩ------ის განმარტებით, შ---- დ-------- საკმაოდ კარგად იცნობს, საქართველოში სტუმრობისას ის ხშირად ჩერდებოდა ჩ------ის მიერ იჯარით აღებულ სასტუმროში. იცნობს ბრალდებულ თ----------–--ეებსაც, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. 2018 წლის 25 ივნისს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა დ------ი და აუწყა, რომ ქ----- დ-------ემ ჩამოიყვანა საქართველოში, იმ მიზეზით, რომ მისგან შ----- ჩ------ეს სურდა 10 000 თურქული ლირას სესხება, რისი თხოვნაც თავად მოერიდა და ქ-----ს მეშვეობით შეეცადა დ-------- დაყოლიებას. საქართველოში ჩამოსულს სოფ. სარფში დახვდა დ-------ე და მანქანით წაიყვანა ქ. ბათუმში, ე.წ. "ხოფის ბაზრობის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბინაში, სადაც ცოტა ხანში სამი უცხო პირი მივიდა და გამოსძალეს თანხა. სცადა შ----ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დალაპარაკებოდა დ-------ეს, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დ-------- მიერ მ------ ზ----ისთვის მიწერილი სასიყვარულო შეტყობინებების შესახებ მოგვიანებით შეიტყო.

 

12. მოწმე ნ--- ი-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს მ------ თ----------–--ემ, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა, სთხოვა დამჯდარიყო ავტომანქანის საჭესთან და ქ----- დ-------ესთან ერთად სარფის საბაჟო პუნქტიდან წამოეყვანა თურქი სტუმარი. უარი არ უთქვამს თხოვნაზე, მ------სთან ერთად ავტომანქანით ჯერ სასტუმრო "ნინიში" მივიდა, სადაც ქ----- დ-------ე დახვდა ფ------- წ---–-----ესთან და მ------- თ----------–--ესთან ერთად. შემდეგ კი ქ-----სთან ერთად წავიდა სარფის გამშვებ პუნქტზე, საიდანაც წამოიყვანეს თურქი მამაკაცი. გზაში ის და დ-------ე ერთმანეთში საუბრობდნენ, საუბრის შინაარსი არ იცის, რადგან თურქულ ენაზე მიმდინარეობდა, თურქულს კი ვერ ფლობს. დ-------ე და თურქი მამაკაცი მიიყვანა იმ მისამართზე, რომელიც წინაწარ უთხრა მ------ თ----------–--ემ. ქ----- და მამაკაცი გადავიდნენ მანქანიდან და შევიდნენ ბინაში, თვითონ ი-------ე კი მანქანით ელოდებოდა გარეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მ------- თ----------–--ე გამოვიდა ბინიდან და სთხოვა "საქართველოს ბანკის" ბანკომატთან მიყვანა. მიიყვანა მ-------ი ბანკომატთან, საიდანაც ამ უკანასკნელმა მოხსნა თანხა ი-------ის სიძის, ა---------– ხ--–--–---–ის დახმარებით. რა რაოდენობის თანხა იყო ეს, ან ვისი პლასტიკური ბარათის გამოყენებით მოხდა თანხის აღება, არ იცის. დაბრუნდნენ უკან, ბინასთან, მ-------ი გადავიდა მანქანიდან, მას კი დალოდება სთხოვა. ცოტა ხანში თურქი მამაკაცი და მ------ თ----------–--ე გამოვიდნენ ბინიდან, მ------მ სთხოვა სტუმარი სარფის გამშვებ პუნქტთან მიეყვანა, რაც გააკეთა კიდეც .

 

13. მოწმე ა---------– ხ--–--–---–მა საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს მარკეტ "ნაზილბეში" უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. 2018 წლის 25 ივნისს, თავისი ცოლისძმის, ნ--- ი-------ის თხოვნით დაეხმარა მ------- თ----------–--ეს "საქართველოს ბანკის" ბანკომატიდან თანხის აღებაში. არ დაკვირვებია პლატიკური ბარათი ქართული იყო, თუ უცხოური, არც ის დაუნახავს რა რაოდენობის თანხა გამოიტანა ბანკომატიდან მ-------მა. არც ის და არც ი-------ე საეჭვოდ არ იქცეოდნენ, ჩვეულებრივად საუბრობდნენ და თანხის აღების მერე წავიდნენ.

 

14. სასამართლოს განჩინების საფუძველზე შპს "ნაზილბედან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სათვალთვალო კამერების მიერ 2018 წლის 25 ივნისს, 16:49 საათზე დაფიქსირებულია ბანკომატთან მდგარი შავმაისურიანი მამაკაცი, მის წინ მდგარი თეთრკეპიანი მამაკაცი. ასევე ჩანს მესამე მამაკაციც.

 

15. მოწმე ბ---–--- დ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ქ. ბათუმში, გ-------–----–--------------------ში ფლობს საცხოვრებელ ბინას, რომელსაც პერიოდულად აქირავებს. 2018 წლის ივნისის თვეში, აღნიშნული ბინა მიაქირავა რ---- თ----------–--ეს, რომელიც სულ 20 დღეს გაჩერდა ბინაში, შემდეგ კი თანხის გადახდა ვერ შეძლო და სხვაგან გადავიდა. ბინაში მომხდარი ინციდენტის თაობაზე პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომლებმაც მისი თანხმობით ბინაში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

 

16. მოწმე დ----- გ------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის სს "საქართველოს ბანკის" იურისტი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე გასცა ინფორმაცია მათი ბანკის ბანკომატებიდან განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე. საქმე ეხებოდა ბათუმში მდებარე ორი ბანკომატიდან პლასტიკური ბარათით გატანილ თანხებს, ბარათის ნომერი იყო 4---------------. ერთი ბანკომატიდან აღნიშნული ბარათით გატანილ იქნა 1000, მეორედან - 500 ლარი. რომელი ქვეყნის პლასტიკური ბარათი იყო გამოყენებული, ვინ იყო მისი მფლობელი, მონაცემებს არ ფლობს. ასეთი ინფორმაციის მოწოდება საგამოძიებო ორგანოს ბანკისგან არ მოუთხოვია.

 

17. 2018 წლის 7 ივლისს შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, შ---- დ------იმ გამომძიებელს წარუდგინა და დათვალიერდა "kuveytturik" ბანკის პლასტიკური ბარათები, ნომრებით - 9------------------, გაცემული შ---- დ-------- სახელზე და 4------------------- გაცემული გ---–--- დ-------- სახელზე.

 

18. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სს "საქართველოს ბანკიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს, 15-დან 18 საათამდე დროის შუალედში, პლასტიკური ბარათით, ნომრით - 9------------------, ტრანზაქცია არ განხორციელებულა, ხოლო 4------------------ ბარათით შესრულდა ტრანზაქციები, ბანკომატიდან გატანილ იქნა 1500 ლარი.

 

19. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულების მიერ მათზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.

 

20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

21. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

22. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

23. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებაც - ბრალდებულ ფ------- წ---–-----ის ჩვენება.

 

24. ბრალდებულმა ფ------- წ---–-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, ქალაქ ბათუმში, გ-------–-------–-----------------------ში მდებარე ბინაში მ------- თ----------–--ის თხოვნით მივიდა. მისი მისვლის შემდეგ მ-------ი სადღაც წავიდა და მალე დავბრუნდებიო, დაიბარა. ბინაში დახვდა სამი ადამიანი - ქ----- დ-------ე, მ------ თავრთქილაძე და უცნობი მამაკაცი, რომელსაც მ------ თურქულად ესაუბრებოდა. საუბარი მეგობრული იყო, მ------ს ხელი ჰქონდა გადახვეული და ისე ესაუბრებოდა უცნობს. ამ უკანასკნელმა წყალი ითხოვა, ფ-------მა მიუტანა. ამის შემდეგ თურქი მამაკაცი და მ------ წავიდნენ ბინიდან, წავიდა ქ----- დ-------ეც. ცოტა ხანში ბინაში მივიდა მ------- თ----------–--ე, ერთად ილოცეს და ბინა დატოვეს. შესაბამისად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და გაუგებარია რატომ ედავებიან მონაწილეობას თურქი მამაკაცისთვის ფულის გამოძალვაში. მოგვიანებით ნ--- ი-------ისგან შეიტყო, რომ პოლიციაში "საქმეს უკერავდნენ" და სურდათ ი-------ესაც მიეცა მათი საწინააღმდეგო ჩვენება.

 

25. ბრალდებულებს - მ------ და მ------- თ----------–--ეებს არ უსარგებლიათ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის უფლებით.

 

26. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ მ------- და მ------ თ----------–--ეების და ფ------- წ---–-----ის მიერ ჩადენილია სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - იძულება.

 

27. აღნიშნულ დასკვნას სასამართლო აკეთებს, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

 

28. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - შ---- დ--------, ქ----- დ-------ის, მ------ ზ----ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ დ------ი, რომელიც ხშირად სტუმრობდა შ----- ჩ------ის მფლობელობაში არსებულ სასტუმროს და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ამ უკანასკნელთან, მის მეუღლეს, მ------ ზ----ეს უგზავნიდა სასიყვარულო შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სურდა მისი დაყოლება სექსუალურ ურთიერთობაზე. შეტყობინებების შინაარსს მ------ს უთარგმნიდა თურქულის მცოდნე ქ----- დ-------ე, რომელიც იმავე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში თვეების მანძილზე ცხოვრობდა და საკმაოდ კარგად იცნობდა ჩ------ეების ოჯახსაც და შ---- დ--------აც. იმის გამო, რომ მ------მა უარი განაცხადა ასეთ ურთიერთობაზე და თავის დანებება მოსთხოვა, დ------იმ დ-------ეს მიმართა დახმარებისთვის, სთხოვდა მასთან ურთიერთობაზე დაეყოლიებინა ზ----ე და სანაცვლოდ თანხასაც პირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დ-------- შეტყობინებები ზ----ემ ტელეფონში წაშალა და მათი კანონით დადგენილი წესით ამოღება და სასამართლოს წინაშე მტკიცებულებად წარდგენა ვერ მოხერხდა, დაზარალებულის და პირდაპირი მოწმეების ჩვენებებით სრულად დასტურდება ზემოაღნიშნული გარემოებების რეალურად არსებობის ფაქტი. სასამართლოში დაკითხული მოწმეების, მათ შორის თავად დ-------ის ჩვენებით, ირკვევა, რომ ამ უკანასკნელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერთ-ერთ ბრალდებულთან, მ------ თ----------–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ სასტუმროს ნომერში, მ------ს ხელი მიუწვდებოდა დ-------ის ნივთებზე, მათ შორის მობილურ ტელეფონზე, სადაც ნახა დ-------- და დ-------ის მიმოწერა, შემდეგ მოსთხოვა დ-------ეს ეთქვა ვის შესახებ იყო საუბარი შეტყობინებებში. ამგვარად შეიტყო მ------ ზ----ით დ-------- დაინტერესების შესახებ. როგორც შ----- ჩ------ე, ასევე მ------ ზ----ე და ქ----- დ-------ე ჩვენებებში მიუთითებენ, მ------ თ----------–--ეს და მის ძმას, მ-------ს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ შ----- ჩ------ესთან, მეგობროდნენ მასთან. დ-------- და დ-------ის ჩვენებების მიხედვით კი, მ------ თ----------–--ის მიერ წინასწარ შეგულებულ ბინაში, მისივე მოთხოვნით დ-------ის მიერ დ-------- მიყვანის შემდეგ, ბრალდებულები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დაზარალებულს, დაარტყეს, წააქციეს, დაემუქრნენ, აგინეს, რის მოტივადაც უთითებდნენ ერთადერთ გარემოებას - რატომ მოინდომა შ----- ჩ------ესთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფმა ადამიანმა, მის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა და რატომ აკადრა და შესთავაზა მეგობრის ცოლს ფულის სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობა. როგორც უკვე აღინიშნა, ამ გარემოებას ერთხმად და დამაჯერებლად უთითებენ დ------იც და დ-------ეც თავის ჩვენებებში. ასევე მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეუზღუდეს დაზარალებულს ქმედების თავისუფლება, მოტყუებით მიიყვანეს ის ისეთ ადგილას, სადაც ყოფნა, ქმედების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობის პირობებში, არ წარმოადგენდა დაზარალებულს ნებას, განახორციელეს მის მიმართ ფიზიკური იძულება - სცემეს, ასევე ფსიქიკური ზემოქმედებაც - ცდილობდნენ რა პასუხი მოეთხოვათ დ--------გან მისი ქმედების მორალურ მხარეზე, როდესაც მეგობრის ცოლს სექსუალურ პარტნიორობას სთავაზობდა. აიძულეს დარჩენილიყო ბინაში, სანამ არ მისცემდნენ იქიდან წასვლის საშუალებას, შესაბამისად, განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

29. სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულება არის ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2014 წლის 26 მარტის N№202აპ-13 გადაწყვეტილებაში, პალატამ განმარტა, რომ ქმედების იძულებად დაკვალიფიცირების შემთხვევაში: - "დასჯად ქმედებას წარმოადგენს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, ხოლო ამ დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი გადასაწყვეტია ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო". საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში მსჯავრდებულის ქმედებები (მუქარა, გინება, კარზე ფეხის დარტყმა) წარმოადგენდა დაზარალებულის ფსიქიკურ იძულებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს და ნაგირავებ სახლში ეცხოვრა მასთან ერთად. შესაბამისად, სახეზე იყო მსჯავრდებულის განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება (შერიგებოდა და ეცხოვრა მასთან ერთად), რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა.

 

31. შესაბამისად, განსახილველ საქმეშიც, ბრალდებულების ისეთი ქმედებები, როგორიცაა მუქარა, გინება, წარმოადგენს ფსიქიკურ იძულებას, დაზარალებულის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ - ჰქონოდა სექსუალური ურთიერთობა ქალბატონთან (თუნდაც მეგობრის მეუღლესთან) და შეხვედროდა მას. შესაბამისად, სახეზეა განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა.

 

32. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა ბრალდებულების - მ------- თ----------–--ის, მ------ თ----------–--ის, ფ------- წ---–-----ის მიერ დაზარალებულ შ---- დ-------- მიმართ იძულების ჩადენა, რა დროსაც უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, მოტყუებით მიიყვანეს ის ისეთ ადგილას, სადაც ყოფნა, ქმედების თავისუფლად განხორციელების პირობებში, არ წარმოადგენდა მის ნებას, განახორციელეს მის მიმართ ფიზიკური იძულება - დაარტყეს, ასევე ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრნენ, მოსთხოვეს პასუხი მეგობრის მეუღლისთვის გაკეთებული უხამსი შეთავაზების გამო, აიძულეს დარჩენილიყო ბინაში, სანამ არ მისცემდნენ იქიდან წასვლის საშუალებას, შესაბამისად, განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

ქმედების ჩადენა ჯგუფის მიერ :

 

33. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

 

34. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

35. სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იძულების ჯგუფურად ჩადენისთვის, შესაბამისად, წინასწარი შეთანხმების არსებობა არ არის აუცილებელი ერთზე მეტი პირის მიერ იძულების ჩადენის შემთხვევაში ქმედების ჯგუფის მიერ ჩადენილად დაკვალიფიცირებისთვის, საკმარისია მხოლოდ ორი ან მეტი პირის ერთობლივი, თუნდაც წინასწარშეუთანხმებელი მოქმედება. ამდენად, 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯგუფური დანაშაულის უფრო დაბალ სტანდარტს აწესებს, ამავე მუხლის მეორე ნაწილთან შედარებით და ორი ან მეტი პირის თუნდაც შეუთანხმებელ მოქმედებას განიხილავს ჯგუფური დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად.

 

36. დაზარალებული დ-------- და მოწმე დ-------ის ჩვენებები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტს, ურთიერთშესაბამისი და დამაჯერებელია და ადასტურებს დანაშაულში როგორც მ------ და მ------- თ----------–--ეების, ისე ფ------- წ---–-----ის მონაწილეობას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ფ------- წ---–-----ის განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ბათუმში გენერალ ა. აბაშიძის ქუჩა №22 ბინაN34ა-ში მდებარე ბინაში მისი მისვლისას მ------ თ----------–--ე და თურქი მამაკაცი ხელგადახვეულები მეგობრულად საუბრობდნენ და რომ მისი ბინაში ყოფნისას არანაირ ინციდენტს და მით უფრო დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. მოწმე ი-------ემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მ------ თ----------–--ის თხოვნა გაითვალისწინა და ქ----- დ-------ეს სარფში წასაყვანად სასტუმრო "ნინიში" მიაკითხა, ქ-----სთან ერთად ნომერში მ------- თ----------–--ე და ფ------- წ---–-----ე დახვდნენ. მტკიცებულებების ანალიზით სავსებით ლოგიკურია თქმა იმისა, რომ უკვე იმ დროისთვის სახეზე იყო დანაშაულის კონკრეტული გეგმა. წ---–-----ემ თავადვე განმარტა, რომ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში მისი მისვლა მ------- თ----------–--ესთან წინაწარ შეთანხმებული იყო. დაზარალებული დ-------- და მოწმე დ-------ის ჩვენებებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ ფ------- წ---–-----ე, დ-------- მიმართ იძულების განხორციელების მომენტში იმავე ბინაში იმყოფებოდა და თავისი მოქმედებებით ხელს უწყობდა დანაშაულს. წ---–-----ის ჩვენების გაზიარების პირობებში პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - რატომ, რა მიზეზით და მიზნით უნდა დაებრალებინა დაზარალებულ დ-------- ფ------- წ---–-----ისთვის მის წინააღმდეგ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, მაშინ, როდესაც არც კი იცნობდა ამ პირს და რაიმე პირადი დაინტერესება მისი პიროვნებით, რაც უდანაშაულო ადამიანის განზრახ და უსაფუძვლოდ დადანაშაულების მაპროვოცირებელი შეიძლება ყოფილიყო, არ არსებობდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, დ-------- და შ----- ჩ------ეს შორის შემდგარი სატალეფონო საუბრის ჩანაწერით დასტურდება, რომ გარდა გამოძიებისთვის მიცემული ოფიციალური ჩვენებისა, დ------ი პირად საუბრებშიც სწორედ სამი პირისგან შემდგარ ჯგუფზე საუბრობს, რომლებმაც მის წინააღმდეგ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს. იგივე უნდა ითქვას ქ----- დ-------ის ჩვენებაზეც, რომელიც გამოძიების ორგანოში პირველი დაკითხვისას, მომხდარი ფაქტიდან მეორე დღესვე, ფ------- წულიკიძეს ესახელებდა, როგორც ძმებ თ----------–--ეებთან ერთად დანაშაულში მონაწილე პირს და აღწერდა მის ქმედებებს. დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დ-------- და დ-------ის მხრიდან არსებობდა არაჯასაღი ინტერესი ფ------- წ---–-----ისადმი, ისევე, როგორც ძმები თ----------–--ეებისადმი, რაც უდანაშაულო ადამიანისთვის საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენაში განზახ დადანაშაულებას გამოიწვევდა. ასევე ლოგიკურ საფუძველსაა მოკლებული წ---–-----ის განმარტება იმის შესახებ, რომ დ------ი და მ------ თ----------–--ე მეგობრულად საუბრობდნენ ერთმანეთში და ადგილი არ ჰქონია მცირე დაძაბულობასაც კი. შ---- დ------ი, რომელიც სასწრაფოდ წააყვანინეს ბრალდებულებმა ნ--- ი-------ეს სარფის გამშვებ პუნქტზე, რათა რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა საქართველო და შესაბამისად, თავიდან აეცილებინათ მხილება მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მალევე უკან მობრუნდა და ქართველ სამართალდამცავებს შეატყობინა მომხდარის შესახებ. დაცვის მხარის პოზიცია ვერ სცემს პასუხს კითხვაზე - უკვე თავის ქვეყანაში თავშეფარებული, სამშვიდობოს მყოფი შ---- დ------ი რატომ დაბრუნდა უკანვე და რა მიზეზით და მიზნით დააბრალა ბრალდებულებს, რომლებთანაც მანამდე არასდროს ჰქონია ურთიერთობა, დანაშაული.

 

37. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა მ------ თ----------–--ემ, მ------- თ----------–--ემ და ფ------- წ---–-----ემ დაზარალებულ შ---- დ--------თან მიმართებაში ჯგუფურად ჩაიდინეს იძულება.

 

38. საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

39. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

40. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების ამგვარი კვალიფიკაციითვის ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

41. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ფ------- წ---–-----ის, მ------- თ----------–--ის და მ------ თ----------–--ის მიერ სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

კვალიფიკაციის შეცვლა:

 

42. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფ------- წ---–-----ეს, მ------ და მ------- თ----------–--ეებს ბრალად ედებათ ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მისი უფლებები. ბრალდების მხარის ვერსიით ქალაქ ბათუმში, გ-------–-------–-----------------------ში ნაქირავებ ბინა დ-------- მიყვანის შემდეგ ბრალდებულები ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით, სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების, ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით შ----ისაგან ითხოვდნენ 26 035 (ოცდაექვსი ათას ოცდათხუთმეტი) ლარის შესაბამის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) თურქული ლირის მათზე გადახდას. ძალადობისა და ძალადობის მუქარის შედეგად, შ----ი იძულებული გახდა გამომძალველებზე გადაეცა 5207 (ხუთი ათას ორას შვიდი) ლარის შესაბამისი - 10 000 (ათი ათასი) თურქული ლირა, რასაც არ დასჯერდნენ გამომძალველები, შ----ს წაართვეს „ქუვეითთურქი ბანკის“ მიერ გაცემული: შ---- დ-------- კუთვნილი ნომერი 9------------------ და მეუღლის - გ---–--- დ-------- კუთვნილი ნომერი 4------------------ პლასტიკური ბარათები. გამომძალველებმა შ----ი აიძულეს, მათთვის მიეწოდებინა ხსენებული პლასტიკური ბარათების პინ-კოდები, რის შემდეგაც მ------- თ----------–--ემ, ქ. ბათუმში, აღ--–-----–-------------ში მდებარე ს.ს „საქართველოს ბანკი“-ს ფილიალსა და ქ. ბათუმში, ლ-------------------ში, შპს „ნაზილბე“- ში განთავსებულ ს.ს „საქართველოს ბანკი“-ს ბანკომატების მეშვეობით, გ---–--- დ-------- კუთვნილი ნომერი 4------------------ პლასტიკური ბარათით გაანაღდა ფულადი თანხები, სულ - 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, რის შემდეგაც პლასტიკური ბარათები დაუბრუნეს შ---- დ------ს და ეს უკანასკნელი, გამომძალველების მითითებით ნ--- ი-------ემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გაიყვანა და დატოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, რათა შ---- დ------ს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მეშვეობით დაეტოვებინა საქართველოს ფარგლები.

 

43. ამდენად, მ------- თ----------–--ე, მ------ თ----------–--ე და ფ------- წ---–-----ე ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების - 26 035 (ოცდაექვსი ათას ოცდათხუთმეტი) ლარის შესაბამისი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) თურქული ლირის გამოძალვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შ---- დ-------- კუთვნილ - 5207 (ხუთი ათას ორმოცდაშვიდი) ლარის შესაბამის - 10 000 (ათი ათას) თურქულ ლირასა და 2400 (ორი ათას ოთხას) ლარს, სულ ფულად თანხას - 7607 (შვიდი ათას ექვსას შვიდი) ლარის ოდენობით, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა შ---- დ-------- უფლებებს.

 

44. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ამ კვალიფიკაციას და ვერ იქ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, შემდეგი საფუძვლით:

 

45. ბრალდების მხარის მთავარი ვერსიის მიხედვით, ბრალებულების ძირითადი მიზანი შ---- დ-------- საქართველოში ჩამოყვანისა იყო მისგან იმ 50 000 ლირის გამოძალვა, რომელსაც, თითქოსდა, დ------ი სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ სთავაზობდა მ------ ზ----ეს. ამ უკანასკნელისთვის აღნიშნული ოდენობის თანხის შეთავაზებაზე მხოლოდ ქ----- დ-------ე მიუთითებს თავის ჩვენებაში. თავად მ------ ზ----ე განმარტავს, რომ მას, მართალია, დ------ი ფულს დაპირდა სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ, მაგრამ თანხა დაკონკრეტებული არ ყოფილა და არ შეუძლია მისი დასახელება. თავად მოკლე ტექსტური შეტყობინებები წაშლილია და სასამართლოს არ წარდგენია. დაზარალებული დ------ი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში შემდეგი ფორმულირებით ამახვილებს ყურადღებას 50 000 ლირასთან დაკავშირებულ თემაზე - ბრალდებულებმა მას 50 000 თურქული ლირა მოსთხოვეს, რომელიც "მათი გადმოცემით უნდა გადაეხადა მ------ ზ----ესთან სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ", ანუ თანხის ოდენობა ბრალდებულების გადმოცემით და არა უშუალოდ მისგან წამოსული წინადადებით, გახდა ცნობილი დაზარალებულისთვის. ამდენად, ცალსახად დადასტურებული ფაქტია, რომ 50 000 თურქულ ლირაზე მხოლოდ დ-------ე მიუთითებს ჩვენებაში, აღნიშნული გარემოება სხვა მტკიცებულებით გამყარებული არაა, რაც დ-------ის ჩვენების ამ ნაწილის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

46. ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო მოწმე დ-------ის ჩვენებაში მითითებულ იმ გარემოებას, რომლის მიხედვითაც დ-------ე დანაშაულის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ჩაკეტეს საპირფარეშოში, თუმცა შემდეგ სწორედ იმ მომენტების საყურებლად გამოყავდათ იქიდან, რაც თანხის გამოძალვის ეპიზოდს შეეხება და ადასტურებს. კერძოდ, დ-------ე განმარტავს, რომ ბინაში ყოფნისას ის, დაახლოებით, 3-4-ჯერ ჩაკეტეს საპირფარეშოში, თუმცა რატომ კეტავდნენ ასე უმიზეზოდ და ერთმანეთის მიყოლებით და თუ მისგან ფარულად სურდათ დაზარალებულისთვის ფულის გამოძალვა, რატომ გამოჰყავდათ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მას 50 000 ლირას სძალავდნენ და საბანკო ბარათებს ართმევდნენ, ასევე ამ ბარათების კოდებს სთხოვდნენ - გაურკვეველი და მხოლოდ ეჭვის შემქმნელია სასამართლოსთვის. თავად დ------ი მხოლოდ ერთ შემთხვევას მიუთითებს, როდესაც დ-------ე საპირფარეშოში ჩაკეტეს და არაფერს ამბობს იქიდან მის არაერთხელ შეყვანა-გამოყვანაზე.

 

47. რაც შეეხება შ---- დ------------- 10 000 ლირის წართმევას, მტკიცებულებათა გამოკვლევისას სასამართლო ამ შემთხვევაშიც საეჭვო გარემოებების ამსახველი ფაქტების წინაშე აღმოჩნდა, რამაც გაართულა ბრალდების მხარის აღნიშნული ვერსიის გაზიარება. დ-------ე ჩვენებაში მიუთითებს, რომ დ------იმ მას "რაღაც თანხა" აჩუქა მ------ ზ----ესთან ურთიერთობის მოგვარების სანაცვლოდ. შ---- დ------ი კი განმარტავს, რომ დ-------ეს მართლაც გადასცა თანხა, მაგრამ ეს მოხდა უშუალოდ დ-------ის მოთხოვნით, როგორც ქირა ბინისა, რომელშიც დ------ი ზ----ეს უნდა შეხვედროდა. აკონკრეტებს თანხის ოდენობასაც და 2000 თურქულ ლირაზე მიუთითებს. ამდენად, დ-------ის ჩვენება ამ ნაწილში არაგულწრფელი და საეჭვოა. ზოგადად, მან ჩვენების მიცემისას თავი შეიკავა ნებისმიერი სხვა თანხის ოდენობების დასახელებისგანაც, არაფერი თქვა არც დ-------- მიერ ვითომ საჩუქრად გადაცემული თანხის ოდენობაზე, ასევე იმ თანხაზეც, რომელიც, თითქოს, მას გაუნაწილეს ბრალდებულებმა დანაშაულის დასრულების შემდეგ და რომელზეც უარი თქვა. შ---- დ------ი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მას პირადად ჰქონდა 8000 ლირა, რომელიც ბრალდებულებმა წაართვეს, დ-------- მიერ გადაცემული 2000 ლირა წაართვეს ქ-----საც. ბოლო ჩვენებაში კი დ------ი განმარტავს, რომ 10 000 ლირა უშუალოდ მას გამოსძალეს ბრალდებულებმა.

 

48. როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულები დ-------- თანხის გადაუცემლობის შემთხვევაში ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გახმაურებით, არწმუნებდნენ, რომ ზ----ის ქმარს შეატყობინებდნენ მის ცოლთან დაკავშირებული ზრახვების თაობაზე. ქმედების გამოძალვად დაკვალიფიცირებისთვის მნიშვნელოვან ამ გარემოებაზე, შ---- დ------ი არაფერს ამბობდა გამოძიებისთვის მიცემულ პირველ ორ ჩვენებაში და მხოლოდ მესამედ დაკითხვისას მისცა სამართალდამცავებს ასეთი შინაარსის განმარტება. საქმის განხილვისას დაკითხული პირდაპირი მოწმე, ქ----- დ-------ე, დ-------- მიმართ ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ასეთ მუქარაზე არაფერს მიუთითებს. ამდენად, სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების მუქარით თანხის გამოძალვაზე მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ მესამე ჩვენებაშია აღნიშნული. სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მუქარის ფაქტი დადასტურებული არ არის.

 

49. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.

 

50. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

51. ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს. როგორც უკვე აღინიშნა ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საქმის არსებითი განხილვისას წარმოედგინა სასამართლოსთვის დაზარალებული შ---- დ------ი.

 

52. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამდენად, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია, კანონის ამ ჩანაწერის სიტყვა-სიტყვითი განმარტების თანახმად, სხვა პირდაპირი და ამ მტკიცებულებებთან ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების გარეშე, ვერ იქნება გამოყენებული გამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

53. განსახილველ საქმეზე შ---- დ------ი არ დაკითხულა საქმის არსებითი განხილვისას, შესაბამისად, სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, უშუალოდ შეამოწმოს მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო. სასამართლო პრაქტიკა იცნობს არც თუ იშვიათ შემთხვევებს, როდესაც სასამართლო განიხლვისას გამოცხადებული მოწმე, სასამართლოს აძლევს მანამდე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებულ ჩვენებას.

 

54. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია გაიზიაროს შ---- დ-------- ჩვენების ის მომენტები, რაც დასტურდება სასამართლო განხილვისას გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებითაც. შესაბამისად, ვერ მოხდება გათვალისწინება მხოლოდ გამოქვეყნებულ ჩვენებაში მითითებული გარემოებისა, რაც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით ან/და წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულ ფაქტებთან.

 

55. ეჭვის შემქმნელი იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაზეც უკვე გამახვილდა ყურადღება, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდების დამადასტურებელ ფაქტად ვეღარ მიიჩნევს ვერც საბანკო ბარათებიდან თანხის გამოტანის შემთხვევას. ბრალდებულები არ ადასტურებენ მ------- თ----------–--ის მიერ დ-------- კუთვნილი ბარათებიდან თანხის გამოტანის ფაქტს, ვიდეო კამარების ჩანაწერები არ არის იმ ხარისხის და იმ რაკურსით გადაღებული, უპირობოდ შეიძლებოდეს თქმა იმისა, რომ სწორედ მ------- თ----------–--ეა მათზე ასახული და ამასთან, სწორედ დ-------- კუთვნილი ბარათიდან ახდენს თანხის მოხსნას. ს/ს "საქართველოს ბანკის" იურისტის, დ----- გ------ის ჩვენების მიხედვით, არ ფლობს მონაცემებს რომელი ქვეყნის პლასტიკური ბარათი იყო გამოყენებული, ან ვინ იყო მისი მფლობელი, რადგან ასეთი ინფორმაციის მოწოდება საგამოძიებო ორგანოს ბანკისგან არ მოუთხოვია. თავად ბარათები საქმეს ნივთმტკიცებად არ ერთვის, მხოლოდ მათი დათვალიერების ოქმია წარმოდგენილი. დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს აღნიშნულ დოკუმენტს, შესაბამისად, გონივრული ეჭვის მიღმა ვერ მოხდა დადასტურება ფაქტისა, რომ ს/ს "საქართველოს ბანის" ბანკომატიდან N4------------------ ბარათით გამოტანილი 1500 ლარი, სწორედ დაზარალებულის მეუღლის გ---–--- დ-------- კუთვნილი საბანკო ბარათიდან მოხსნილი თანხაა. ამასთან, ბრალდების მხარე პლასტიკური ბარათით განაღდებულ 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარს ედავება ბრალდებულებს, საქმის მასალების თანახმად, კი მხოლოდ 1500 ლარია ბანკომატიდან მოხსნილი.

 

56. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ განვითარებული ვერსიით, საბანკო ბარათებზე ბევრად მეტი ოდენობის თანხები იყო აკუმულირებული, ამიტომ გაურკვეველი და საეჭვოა რატომ დასჯერდა 1500 ლარს მ------- თ----------–--ე, რომელსაც ხელთ ჰქონდა ეს ბარათები და რომლის მიზანს, დანარჩენ ბრალდებულებთან ერთად არა 1500 ლარის, არამედ 50 000 თურქული ლირის გამოძალვის გზით დაუფლება წარმოადგენდა.

 

57. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ მ------- თ----------–--ემ, მ------ თ----------–--ემ და ფ------- წ---–-----ემ ჩაიდინეს გამოძალვა. ბრალდების მხარის ეს ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

58. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

59. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

60. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

61. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

62. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

63. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------- თ----------–--ის, მ------ თ----------–--ის და ფ------- წ---–-----ის მიმართ სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულების სასიკეთოდ, ამოერიცხოთ ბრალდებიდან და მათ მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

65. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ თ----------–--ემ, მ------- თ----------–--ემ და ფ------- წ---–-----ემ მათ მიერ განხორციელებული ქმედებით, ჯგუფურად, ჩაიდინეს იძულება, რა დროსაც დაზარალებულ დ-------- უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, მოტყუებით მიიყვანეს ის ისეთ ადგილას, სადაც ყოფნა, ქმედების თავისუფლად განხორციელების პირობებში, არ წარმოადგენდა მის ნებას, განახორციელეს მის მიმართ ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედება, განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, შესაბამისად ჩაიდინეს დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :

 

66. მ------ თ----------–--ეს, მ------- თ----------–--ესა და ფ------- წ---–-----ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

67. მ------ თ----------–--ეს, მ------- თ----------–--ესა და ფ------- წ---–-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

68. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

69. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

70. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

71. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

72. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

73. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

74. სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით თვრამეტ თვემდე.

 

75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულებს - მ------- თ----------–--ეს, ფირუს წ---–-----ეს, მ------ თ----------–--ეს უნდა დაენიშნოთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკლვეთის სახით, თვრამეტი თვის ვადით.

 

76. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებაა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

77. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ბრალდებულ მ------- თ----------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და ბრალდებულ ფ------- წ---–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელ უჩა კახიძესთან, უნდა დაუბრუნდეს მფლობელებს, კუთვნილების მიხედვით ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო ინფორმაცია კომპაქტ დისკებზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 189-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებულ ფ------- წ---–-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული: ფ------- დ------ს ძე წ---–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) თვის ვადით.

 

ფ------- წ---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 ივლისიდან.

 

2. ბრალდებულ მ------- თ----------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული: მ------- ზ-------ს ძე თ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) თვის ვადით.

 

მ------- თ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 ივლისიდან.

 

3. ბრალდებულ მ------ თ----------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ”გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული: მ------ ზ-------ს ძე თ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) თვის ვადით.

 

მ------ თ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 09 ოქტომბრიდან.

 

ნივთმტკიცებები - ბრალდებულ მ------- თ----------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და ბრალდებულ ფ------- წ---–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რაც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელ უჩა კახიძესთან - დაუბრუნდეს მფლობელებს, კუთვნილების მიხედვით ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო ინფორმაცია, კომპაქტ დისკებზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი