განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100119002857434
საქმე N 1-53-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
22.04.2019 წელი ქ. ო----------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: შ----------ძე
დაცვის მხარე
ადვოკატი: მ------------------ა
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: დ----------------ძე
მამის სახელი: მ---------ი
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ო----------ი, ჩ------------ს ქუჩა N 2
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. დ----- ნ---------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი----ე მ------–-–--ლი და დაკავებამდე მასთან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----- ნ---------ე მეუღლესთან ი----ე მ------–-–--ლთან ერთად საცხოვრებლად გად---და ო----------ში, ჩ------------ს ქუჩა N2-ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი დ----- ნ---------ე და ი----ე მ------–-–--ლი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის ივნისის თვის ჩათვლით დ----- ნ---------ე ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ძირითადად ეჭვიანობის ნიადაგზე, ო----------ში ჩ------------ს ქუჩა N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ი----ე მ------–-–--ლს, ეძახდა მას მეძავს და აგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, რითაც ი----ე მ------–-–--ლი განიცდიდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 27 დეკემბერს მას შემდეგ, რაც ი----ე მ------–-–--ლი დაბრუნდა საქართველოში, იგი მეუღლეს შეხვდა ო----------ში ჩ------------ს ქუჩა N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც დ----- ნ---------ემ განაწყენებულმა იმით, რომ ი----ე მ------–-–--ლმა უარი უთხრა შერიგებაზე და დააპირა საცხოვრებელი სახლიდან წასვლა შეურაცხყო და დაამცირა იგი, რითაც ი----ე მ------–-–--ლმა განიცადა სულიერი ტანჯვა. 2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე დ----- ნ---------ე, მივიდა ი----ე მ------–-–--ლის საცხოვრებელ მისამართზე ო----------ში ჩ------------ს ქუჩა N2-ში და განაწყენებულმა იმით, რომ ი----ე მ------–-–--ლმა არ მისცა საშუალება საცხოვრებელ სახლზე შეედგინა აზომვითი ნახაზი, შეურაცხყო და დაამცირა იგი, აგინა მას დედისა და ახლობლების მისამართით, რითაც ი----ე მ------–-–--ლმა განიცადა სულიერი ტანჯვა.
1.2. დ----- ნ---------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი----ე მ------–-–--ლი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----- ნ---------ე მეუღლესთან ი----ე მ------–-–--ლთან ერთად საცხოვრებლად გად---და ო----------ში, ჩ------------ს ქუჩა N2-ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი დ----- ნ---------ე და ი----ე მ------–-–--ლი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლიდან დ----- ნ---------ე, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, აიძულებდა მეუღლეს ი----ე მ------–-–--ლს თავი შეეკავებინა მასთან სახლში, ო----------ში ჩ------------ს ქუჩა N2-ში საცხოვრებლად არასრუწლოვანი შვილების: გ------ი და ლ-–ა ხ-----------ძეების მიყვანაზე, რითაც ი----ე მ------–-–--ლი საკუთარ თავზე განიცდიდა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებას. 2018 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ი----ე მ------–-–--ლი სამუშაოდ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც დ----- ნ---------ე მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას და სთხოვდა უკან დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აშანტაჟებდა, რომ მოკლავდა საქართველოში მყოფ შვილებს, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, ამასთან მობილური ტელეფონით აჩვენებდა და თან უგზავნიდა ვიდეოფაილებს, რომლებშიც ასახული იყო თუ როგორ წვავდა მის კუთვნილ ტანსაცმელს და აზიანებდა სახლში არსებულ ინვენტარს, ყოველივე აღნიშნულს აკეთებდა იმ მიზნით, რომ ი----ე მ------–-–--ლს იძულებით შეესრულებინა მოქმედება და ჩამოსულიყო სახლში ქალაქ ო----------ში, აღნიშნულით კი ი----ე მ------–-–--ლმა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
1.3. დ----- ნ---------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი----ე მ------–-–--ლი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----- ნ---------ე მეუღლესთან ი----ე მ------–-–--ლთან ერთად საცხოვრებლად გად---და ქ.ო----------ში, ჩ------------ს ქუჩა N2-ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი დ----- ნ---------ე და ი----ე მ------–-–--ლი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ი----ე მ------–-–--ლი სამუშაოდ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც დ----- ნ---------ე მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას და სთხოვდა უკან დაბრუნებას, მეუღლისაგან ი----ე მ------–-–--ლისაგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, რომ დროებით ვერ შეძლებდა საქართველოში დაბრუნებას სამუშაოს დაკარგვის გამო, განაწყენდა ამ უკანასკნელზე და ცეცხლის წაკიდებით გაუნადგურა კუთვნილი 1680 (ათას ექვსას ოთხმოცი) ლარის ღირებულების ტანსაცმელები და ფეხსაცმელები. აღნიშნული ქმედებით კი დ----- ნ---------ემ ი----ე მ------–-–--ლს მიაყენა 1680 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.4. დ----- ნ---------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი----ე მ------–-–--ლი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----- ნ---------ე მეუღლესთან ი----ე მ------–-–--ლთან ერთად საცხოვრებლად გად---და ო----------ში ჩ------------ს ქუჩა N2-ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი დ----- ნ---------ე და ი----ე მ------–-–--ლი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ი----ე მ------–-–--ლი სამუშაოდ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, რის შემდეგაც დ----- ნ---------ე მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას და სთხოვდა უკან დაბრუნებას, მეუღლისაგან ი----ე მ------–-–--ლისაგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, რომ დროებით ვერ შეძლებდა საქართველოში დაბრუნებას სამუშაოს დაკარგვის გამო, განაწყენდა ამ უკანასკნელზე და დაუზიანა და გაუნადგურა 470 ლარის ღირებულების პირადი და საოჯახო ნივთები. აღნიშნული ქმედებით კი დ----- ნ---------ემ ი----ე მ------–-–--ლს მიაყენა 470 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.5. დ----- ნ---------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი----ე მ------–-–--ლი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----- ნ---------ე მეუღლესთან ი----ე მ------–-–--ლთან ერთად საცხოვრებლად გად---და ო----------ში, ჩ------------ს ქუჩა N2-ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი დ----- ნ---------ე და ი----ე მ------–-–--ლი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის მაისის თვიდან 2018 წლის ივნისის თვის ჩათვლით, დ----- ნ---------ე ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ძირითადად ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ.ო----------ში ჩ------------ს ქუჩა N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ი----ე მ------–-–--ლს, მას შემდეგ კი, რაც ი----ე მ------–-–--ლი სამუშაოდ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში დ----- ნ---------ე მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა მას და სთხოვდა უკან დაბრუნებას. 2018 წლის 27 დეკემბერს ი----ე მ------–-–--ლი დაბრუნდა საქართველოში და 2019 წლის 02 იანვარს მისი განცხადების საფუძველზე, შსს ო----------ის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც დ----- ნ---------ეს, როგორც მოძალადეს 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში აეკრძალა მიახლოება მსხვერპლის ი----ე მ------–-–--ლის საცხოვრობელ ადგილას, სამსახურთან და იმ ადგილას მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონით, სოციალური ქსელით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. 2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე დ----- ნ---------ე, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 2 იანვარს მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მივიდა ი----ე მ------–-–--ლის საცხოვრებელ მისამართზე, ქ.ო----------ში ჩ------------ს ქუჩა N2-ში და შეხვდა ი----ე მ------–-–--ლს, აღნიშნული ქმედებით კი დ----- ნ---------ემ არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
1.6. დ----- ნ---------ემ 2011 წელს ცოლად შეირთო ი----ე მ------–-–--ლი და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2015 წელს დ----- ნ---------ე მეუღლესთან ი----ე მ------–-–--ლთან ერთად საცხოვრებლად გად---და ო----------ში, ჩ------------ს ქუჩა N2-ში. 2018 წლის მაისის თვიდან კი დ----- ნ---------ე და ი----ე მ------–-–--ლი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე დ----- ნ---------ე, მივიდა ი----ე მ------–-–--ლის საცხოვრებელ მისამართზე, ო----------ში ჩ------------ს ქუჩა N2-ში, შეხვდა მას და განაწყენებულმა იმით, რომ ი----ა მ------–-–--ლმა არ მისცა საშუალება შეედგინა საცხოვრებელ სახლზე აზომვითი ნახაზი, შეურაცხყო და აგინა ი----ე მ------–-–--ლს, ამასთან შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით, დ----- ნ---------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად ი----ე მ------–-–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.1. 2019 წლის 1 მარტის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ დ----- ნ---------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა დ----- ნ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა ადვოკატის ორდერისა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაზარალებულმა ი----ე მ------–-–--ლმა განმარტა, რომ 2011 წელს დაქორწინდა დ----- ნ---------ეზე, ხოლო 2018 წლიდან ქორწინება დაარეგისტრირეს. 2018 წლის მაისიდან დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა და 2018 წლის ივნისის ჩათვლით დ----- ნ---------ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი ჩვენებით, აღნიშნულ პერიოდში სამუშაოდ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, დ-----ი კი თხოვდა საქართველოში ჩამოსვლას. აღნიშნულის გამო დაუწვა ტანსაცმელი, ფენი, კარადა, სურათის ჩარჩო და სხვა ნივთები. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ღირებულება 1680 ლარს შეადგენდა. დასახელებული ნივთები თავის მიერ იყო შეძენილი. სახლში არსებული კარადა და სხვა ნივთები პირადად შეიძინა და გადაიხადა 400 ლარამდე. ი----ე მ------–-–--ლმა განმარტა, რომ დ----- ნ---------ე ემუქრებოდა შვილების მოკვლით, ასევე მჟავის შესხმით და სახის დაწვით. 2018 წლის 27 დეკემბერს დაბრუნდა საქართველოში, შეხვდა დ----- ნ---------ეს და სურდა მასთან საუბარი, თუმცა დ-----მა კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების მიუხედავად, დ-----ი მივიდა სახლში და სურდა უძრავი ქონების ნახაზის შედგენა, რა დროსაც კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან მუქარა რეალურად აღიქვა, დახმარების მიზნით გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ი----ე მ------–-–--ლის განმარტებით, დ----- ნ---------ემ 2018 წლის 27 დეკემბრამდე გაანადგურა ნივთები და ტელეფონით აჩვენა როგორ წვავდა ფეხსაცმელებს, ტანსაცმელს და ეუბნებოდა, რომ თუ არ დაბრუნდებოდა საქართველოში გააგრძელებდა მსგავს ქმედებებს. მისი ჩვენებით, დ----- ნ---------ე 2019 წლის 12 იანვარს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ი----ე მ------–-–--ლმა აღნიშნა, რომ ეთანხმებოდა გამოკითხვის ოქმებში მიცემულ ინფორმაციას, სადაც დეტალურად ქონდა აღწერილი თითოეული ქმედება. მისი განმარტებით, არ სურდა ბრალდებულს მკაცრად ეგო პასუხი ჩადენილი დანაშაულებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავს ქმედებებს ბრალდებული აღარ ჩაიდენდა.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა დ----- ნ---------ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ნ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ----- ნ---------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების ეპიზოდში: 2018 წლის 27 დეკემბრს 112-ის სამსახურიდან მიღებული შეტყობინებები N3130230, N3130479, 2019 წლის 12 იანვარს 112-ის სამსახურიდან მიღებული შეტყობინებაN78894, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, დადგენილებები ი----ე მ------–-–--ლის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმები, დ----- ნ---------ის დაკავების ოქმი, დ----- ნ---------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება ი-----–ი მ------–-–--ლის ბრალდების შესახებ, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი, 2018 წლის 28 დეკემბრის შუამდგომლობა ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, 2019 წლის 5 თებერვლის შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, 2019 წლის 6 თებერვლის განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, 2019 წლის 6 თებერვლის დადგენილება კომპიუტერული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ, 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ, მოწმეების: ლ--–-----------------ძის, გ--------------------ძის, ი-----–ი მ------–-–--ლის, ა----------–------ის, გ------ი ნ-----ის, რ-----------ძის, გ-------–-------ძის, ლ-–ა ხ-----------ძის გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში: 2019 წლის 12 იანვარს 112-ის სამსახურიდან მიღებული შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, დადგენილება ი----ე მ------–-–--ლის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმები, დ----- ნ---------ის დაკავების ოქმი, დ----- ნ---------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ლ--–-----------------ძის, ა----------–------ის, გ------ი ნ-----ის, რ-----------ძის, თ----------–---–ის, ნ-----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 02 იანვარს შსს ო----------ის რაიონული სამმართველოს მიერ დ----- ნ---------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0----- და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია დ----- ნ-------ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 11-, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §1-3, ECHR 23/0-/2016; Zyakun v.Ukraine, No. 3400-/0-, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 0-/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- ნ---------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის კუთვნილი ნითვის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც დ----- ნ---------ე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
დ----- ნ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დ----- ნ---------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.
ამდენად, დ----- ნ---------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ----- ნ---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნახევარი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ნახევარი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დ----- ნ---------ეს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, აღიარებს დანაშაულთა ჩადენას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დ----- ნ---------ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნახევარი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ნახევარი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, დ----- ნ---------ეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. დაზიანებული ტანსაცმლის კარადის ორი ცალი კარები, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს ი----ე მ------–-–--ლს. ი----ე მ------–-–--ლის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს ი----ე მ------–-–--ლს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 63-ე, 64-ე, 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ----- ნ---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
1.1. დ----- ნ---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
1.2. დ----- ნ---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. დ----- ნ---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) ვადით ჩაეთვალოს პირობით.
1.4. დ----- ნ---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
1.5. დ----- ნ---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
1.6. დ----- ნ---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
1.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ დ----- ნ---------ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) ვადით ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
2. მსჯავრდებულ დ----- ნ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2019 წლის 12 იანვრის 20:47 საათიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალ-–ი შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
4.1. დაზიანებული ტანსაცმლის კარადის ორი ცალი კარები, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ი----ე მ------–-–--ლს.
4.2. ი----ე მ------–-–--ლის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ი----ე მ------–-–--ლს.
5. განაჩენი კანონიერ ძალ-–ი შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა