გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2900-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - მ--–-------------–---
მოპასუხეები - 1. მ--------------–---
2. ი---–------------–---
3. ნ--–------–--–--–---–-
4. სს მ-----------------------------–------------–-
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს მოპასუხის მ--------------–---- გამო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღბული, მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: 1) თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის - 1 ცალი; 2) შავი ფერის ლეპტოპი „ლენოვოს“ ფირმის -1 ცალი; 3) მუქი ფერის ხის სკამები შავი ფერის რბილი ნაჭრით - 6 ცალი; 4) მუქი ფერის ხის მაგიდა ოვალური ფორმის გასაშლელი - 1 ცალი; 5) მუქი ფერის კომპიუტერის მაგიდა - 1 ცალი; 6) მუსიკალური ცენტრი „სონის“ ფირმის ორი დინამიკით -1 ცალი; 7) თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარი „ბეკოს“ ფირმის -1 ცალი; 8) სამზარეულოს მაგიდა რუხი ფერის მეტალის ფეხებით - 1 ცალი; 9) სკამები თეთრი და შავი ფერის ტყავით, მეტალის ფეხებით - 4 ცალი.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ს---–---------------. #57/11-ში. 2018 წლის 25 აპრილს მოულოდნელად ოჯახში მოვიდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები და დააყადაღეს მისი კუთვნილი ნივთები. მისი განმარტებით, მ--------------–---ს აქვს სს „მ-----------------------------–------------–-ს“ ვალი და სწორედ ამის გამო აყადაღებენ ნივთებს. მათ მიერ დაყადაღებული იქნა შემდეგი ნივთები: 1) თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის - 1 ცალი; 2) შავი ფერის ლეპტოპი „ლენოვოს“ ფირმის -1 ცალი; 3) მუქი ფერის ხის სკამები შავი ფერის რბილი ნაჭრით - 6 ცალი; 4) მუქი ფერის ხის მაგიდა ოვალური ფორმის გასაშლელი - 1 ცალი; 5) მუქი ფერის კომპიუტერის მაგიდა - 1 ცალი; 6) მუსიკალური ცენტრი „სონის“ ფირმის ორი დინამიკით -1 ცალი; 7) თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარი „ბეკოს“ ფირმის -1 ცალი; 8) სამზარეულოს მაგიდა რუხი ფერის მეტალის ფეხებით - 1 ცალი; 9) სკამები თეთრი და შავი ფერის ტყავით, მეტალის ფეხებით - 4 ცალი.
მოსარჩელის განმარტებით, ეს ნივთები არის მისი საკუთრება, მისი შეძენილი და მ--------------–---ს არანაირი მონაწილეობა არა აქვს მიღებული მათ შეძენაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ--------------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით სრულად ცნო სარჩელი, დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გაემოებებს. სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ მ--–-------------–--- მე-9 კლასიდან მუშაობს ე.წ. „კეჩის“ ბაზრობაზე ტანსაცმლის რეალიზაციაზე. 30 წლის არის და დღესაც იქ მუშაობს. თვითონ კი არსად არ მუშაობს, დაოჯახებულია და 3 შვილი ჰყავს. მას არ მიუღია მინაწილეობა ამ ნივთების შეძენაში, რადგან პატარა იყო.
2.2. მოპასუხე ი---–------------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით სრულად ცნო სარჩელი, დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გაემოებებს. სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ ის არის მ--–------ დედა. ადრე მუშაობდა დროებით სამუშაოებზე, მაგრამ ახლა დაავადებულია ასთმით და ვერ მუშაობს, არის პენსიონერი. ამ ნივთების შეძენაში მას არ მიუღია მონაწილეობა, ყველაფერი მ--–----- ყ------–---- შეძენილია.
2.3. მოპასუხე ნ--–------–--–--–---–-- სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა, მაგრამ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი და დაეთანხმა მის დაკმაყოფილებას. მის განმარტებით, ის არის მ--–------ მამიდა. დაყადაღებული ნივთები მ--–----- ყ------–---- შეძენილია. მაგიდა მისი ძმის შეძენილია და ეს ბინაც მისი ძმის სახელზეა, მაგრამ მ--–-----მ მიიღო მემკვიდრეობა და ბინაც მ--–------ სახელზე გადაფორმდება.
2.4. მოპასუხე სს მ-----------------------------–------------–-- სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 09.12.2014 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ--------------–---ს, ი---–------------–---ს და ნე-–------–--–--–---–- სს „მ-----------------------------–------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ თანხის გადახდა.
3.1.2. 2018 წლის 25 აპრილს სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–-- მიერ მ--------------–---- ვალების გამო ქ. ქუთაისში, ს---–---------------. N57/11-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მოხდა მოძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება. კერძოდ, დაყადაღებული შემდეგი ნივთები: 1) თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის - 1 ცალი; 2) შავი ფერის ლეპტოპი „ლენოვოს“ ფირმის -1 ცალი; 3) მუქი ფერის ხის სკამები შავი ფერის რბილი ნაჭრით - 6 ცალი; 4) მუქი ფერის ხის მაგიდა ოვალური ფორმის გასაშლელი - 1 ცალი; 5) მუქი ფერის კომპიუტერის მაგიდა - 1 ცალი; 6) მუსიკალური ცენტრი „სონის“ ფირმის ორი დინამიკით -1 ცალი; 7) თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარი „ბეკოს“ ფირმის -1 ცალი; 8) სამზარეულოს მაგიდა რუხი ფერის მეტალის ფეხებით - 1 ცალი; 9) სკამები თეთრი და შავი ფერის ტყავით, მეტალის ფეხებით - 4 ცალი.
3.1.3. დადგენილია, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის პროცესში აქტში შეტანილ ნივთებთან დაკავშირებით მოპასუხე მ--------------–---მ განმარტა, რომ ყადაღის აქტში შეტანილი მოძრავი ქონება არ ეკუთვნის მას და ეკუთვნის მის ძმას - მ--–-------------–---ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 19-20);
- აღმასრულებელ ნ------–--------- წერილი (იხ. ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 25 აპრილის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები 2018 წლის 01 მაისის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეფასდა 1060 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 19-20);
- აუდიტორული დასკვნა (იხ. ს.ფ. 23-24);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. დადგენილია, რომ „სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა შეძენილია 2012 წლის 03 დეკემბერს მოსარჩელე მ--–------------–---- მიერ. მის მიერაა შეძენილი ასევე მუსიკალური ცენტრი „სონის“ ფირმის ორი დინამიკით და მაგიდა სკამებით, ღირებულებით 370 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგარანტიო ტალონი (იხ. ს.ფ. 26);
- საგარანტიო ტალონი (იხ. ს.ფ. 27);
- სესხის ხელშეკრულება საქონლის განვადებით შესაძენად (იხ. ს.ფ. 28-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. მოწმეების გ------–--------–----- და ნ-------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები ყველაფერი მ--–-----------–---- შეძენილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეების გ------–--------–----- და ნ-------------- ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არც ერთი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 25 აპრილის აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე მოპასუხე მ--------------–---ს არ გააჩნია საკუთრების უფლება. აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელე მ--–-------------–---ს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ვარაუდი შესაძლებელია გავრცელდეს მოსარჩელის მიმართ, რადგან ის ნივთები, რაზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე მ--–-------------–---, განთავსებულია მის საცხოვრებელ ბინაში და შეძენილია მის მიერ. დადგენილია, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის პროცესში აქტში შეტანილ ნივთებთან დაკავშირებით მოპასუხე მ--------------–---მ განმარტა, რომ ყადაღის აქტში შეტანილი მოძრავი ქონება არ ეკუთვნის მას და ეკუთვნის მის ძმას მ--–-------------–---ს. მოწმეების გ------–--------–----- და ნ-------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები ყველაფერი მ--–-----------–---- შეძენილია. საქმეში მოთავსებული საგარანტიო ტალონებით დადგენილია, რომ „სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა შეძენილია 2012 წლის 03 დეკემბერს მოსარჩელე მ--–------------–---- მიერ. მის მიერაა შეძენილი ასევე მუსიკალური ცენტრი „სონის“ ფირმის ორი დინამიკით და მაგიდა სკამებით. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ მოპასუხეებს, ხოლო მ--------------–---მ, ი---–------------–---მ და ნ--–------–--–--–---–-- სრულად ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ დაყადაღებული ნივთები მ--–------------–---- შეძენილია. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრე მ--–-------------–---მ სადავო მოძრავი ნივთები გადასცა მოპასუხე მ--------------–---ს. 6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება შეძენილია მის მიერ და არა მოპასუხე მ--------------–---- მიერ. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ამასთან მოსარჩელის მიერ ნივთების შეძენა დადასტურებულია საგარანტიო ტალონებით, განვადების ხელშეკრულებითა და მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად, დაყადაღებული ნივთები, რომელთა ყადაღისაგან გათავისუფლებესაც ითხოვს მოსარჩელე, მიჩნეული უნდა იქნეს მოსარჩელე მ--–----- ყ------–---- საკუთრებად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ--–-------------–--- არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს მისი ძმის - მოპასუხე მ--------------–---- ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 7. საპროცესო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 50 ლარი. ვინაიდან მოპასუხეებმა მ--------------–---მ, ი---–------------–---მ და ნ--–------–--–--–---–-- მთავარ სასამართლო სხდომამდე ცნეს სარჩელი, ისინი უნდა განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, გადასახდელად უნდა დაეკისროს სს მ-----------------------------–------------–-. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილია 50 ლარი. ვინაიდან აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა, ეს თანხა მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 25 აპრილის აქტში აღწერილი მოძრავი ქონების რეალიზაცია, კერძოდ: 1) თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის - 1 ცალი; 2) შავი ფერის ლეპტოპი „ლენოვოს“ ფირმის -1 ცალი; 3) მუქი ფერის ხის სკამები შავი ფერის რბილი ნაჭრით - 6 ცალი; 4) მუქი ფერის ხის მაგიდა ოვალური ფორმის გასაშლელი - 1 ცალი; 5) მუქი ფერის კომპიუტერის მაგიდა - 1 ცალი; 6) მუსიკალური ცენტრი „სონის“ ფირმის ორი დინამიკით -1 ცალი; 7) თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარი „ბეკოს“ ფირმის -1 ცალი; 8) სამზარეულოს მაგიდა რუხი ფერის მეტალის ფეხებით - 1 ცალი; 9) სკამები თეთრი და შავი ფერის ტყავით, მეტალის ფეხებით - 4 ცალი.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--–----- ყ------–---- სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–-- მიერ 2018 წლის 25 აპრილის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1) თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ფირმის - 1 ცალი; 2) შავი ფერის ლეპტოპი „ლენოვოს“ ფირმის -1 ცალი; 3) მუქი ფერის ხის სკამები შავი ფერის რბილი ნაჭრით - 6 ცალი; 4) მუქი ფერის ხის მაგიდა ოვალური ფორმის გასაშლელი - 1 ცალი; 5) მუქი ფერის კომპიუტერის მაგიდა - 1 ცალი; 6) მუსიკალური ცენტრი „სონის“ ფირმის ორი დინამიკით -1 ცალი; 7) თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარი „ბეკოს“ ფირმის -1 ცალი; 8) სამზარეულოს მაგიდა რუხი ფერის მეტალის ფეხებით - 1 ცალი; 9) სკამები თეთრი და შავი ფერის ტყავით, მეტალის ფეხებით - 4 ცალი.
3. მოპასუხეები მ--------------–---, ი---–------------–--- და ნ--–------–--–--–---–- გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. მოპასუხე სს მ-----------------------------–------------–- მოსარჩელე მ--–----- ყ------–---- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით;
5. მოპასუხეებს მ--------------–---ს, ი---–------------–---ს, ნე-–------–--–--–---–- და სს მ-----------------------------–------------–-, მოსარჩელე მ--–----- ყ------–---- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით;
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე