გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN020210919002942640 (2/558-19)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების შესახებ
15.04.2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
განმცხადებელი სს ,, სი-----–-------’’
მოპასუხე ბ------------ა
მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
ზეპირი მოსმენის გარეშე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
სს ,,სი-----–-------’’ ითხოვს მოპასუხე ბ------------ასათვის ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
19.12.2--- წ სს ,,სი-----–-------ა’’ და ბ------------ას შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №1------------.
ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება - N------------, სახელმწიფო ნომერი -N--------, ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო /შასის ნომერი -J----------------, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი - A-------; 19.12.2---.
ლიზინგის საგნის მთლიანი ფასი განისაზღვრა 9828 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის პერიოდულობა მითითებულია ლიზინგის ხელშეკრულების დანართი N1-ში გაწერილი გრაფიკით.
ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ლიზინგის გამცემისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 223 ლარი 36 თვის განმავლობაში.
ლიზინგის მიმღებმა დაარღვია გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულება.
ბ------------ას მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, გრაფიკის შესაბამისად არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.
ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 201 ლარი, ქონების შეფასების ღირებულება 200 ლარი, ადვოკატის ჰონორარი 200 ლარი.
სს ,,სი-----–-------’’ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ბე-------------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - N------------, სახელმწიფო ნომერი -N--------, ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო /შასის ნომერი -J----------------, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი - A-------; 19.12.2---.. დაბრუნების შესახებ.
განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, სს „სი-----–-------ს“ მიერ გაცემული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა სს „სი-----–-------ს“ განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1 სს „სი-----–-------ს“ განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. სს „სი-----–-------“ (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ბ------------ას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - N------------, სახელმწიფო ნომერი -N--------, ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო /შასის ნომერი -J----------------, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი - A-------; 19.12.2---..
3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
4. ბ------------ას სს „სი-----–-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 401 ლარის გადახდა.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა