განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
050100119002905703
დავის ტიპი
181 1 , 223 (1) , 223
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050-0--190-29---03

საქმე N 1-9--19

განაჩენი

საქართველოს სახელით

23.04.20-9 წელი ქ. ო----------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნ------------ე

დაცვის მხარე

დამცველი: ტ---------–--ე, ლ---------–--ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N08----------

ბრალდებული: გ---------------–---–ი

მამის სახელი: რ-----ი

დაბადებული: 27-11-19-0 წელი

პირადი ნომერი: 2---------5

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ლ--------ი, ვ-----------ას N 1-

რეგისტრირებული: რ-------ი, ხ--–----------------ის გამზირი N 4-, ბინა N 5-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234–ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: პირის მიერ „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა თავისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად ნებისმიერ პირზე გავლენის მოხდენის მიზნით.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: გამოძალვა, ესე იგი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731–ე მუხლის მე-2 ნაწილი.

დისპოზიცია: მ---------ის უკანონო შეძენა და შენახვა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 20-8 წლის სექტემბერში, ზ------------ე, არასრულწლოვან თ----------------–---–თან და ი-–-----–----ესთან ერთად, ქალაქ ლ--------ში, მ. ვ-----------ას ქუჩაზე მდებარე, გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ავზიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ერთ ტონა, დაახლოებით 2--0 ლარის ღირებულების დიზელის საწვავს და გაყიდა. რეალიზაციის შედეგად აღებული თანხა აღნიშნულმა პირებმა გაინაწილეს თანაბრად. 20-8 წლის ოქტომბერში, გ---------------–---–ი, თავისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად და ზ------------ეზე, თ----------------–---–ზე და ი-–-----–----ეზე გავლენის მოხდენის მიზნით, დაუკავშირდა ე.წ. კანონიერ ქურდს თ---------------იას, რის შემდეგაც მ---------------ემ, თ---------------იას დავალებით, ლ--------ში, მ. ვ-----------ას ქუჩაზე მდებარე გ---------------–---–ის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა თ----------------–---–ი და ზ------------ე, რომლებსაც განუმარტეს, რომ მათ მიერ მოპარული იყო გ---------------–---–ის კუთვნილი ორი ტონა დიზელის საწვავი და ამ უკანასკნელმა მოსთხოვა ფულადი თანხა 5---0 ლარი. ამის შემდეგ გ---------------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ვიდეოზარით, თავისი ტელეფონიდან ზ------------ე და თ----------------–---–ი დააკავშირა საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდ თ---------------იას, რომელმაც განუმარტა შეკრებილ პირებს, რომ იყო კანონიერი ქურდი თ---------------ია, უკმაყოფილება გამოთქვა თ----------------–---–ის, ზ------------ის და ი-–-----–----ის მიმართ იმის გამო, რომ მათ მოიპარეს გ---------------–---–ის კუთვნილი დიზელის საწვავი, რაც თ---------------იას განმარტებით, წარმოადგენდა ასევე კანონიერი ქურდების საკუთრების ხელყოფას, ვინაიდან გ---------------–---–ი კანონიერ ქურდებთან დაახლოებული პირი იყო. ე.წ. კანონიერმა ქურდმა თ---------------იამ გავლენა მოახდინა თ----------------–---–ზე და ზ------------ეზე და დაავალდებულა ისინი, რომ დიზელის საწვავის ქურდობის გამო, გადაეხადათ 5--0 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით. აღნიშნულის შემდეგ გ---------------–---–მა გათიშა ტელეფონი და მათ უთხრა, რომ ფულის მიტანა ქურდმა დაავალათ და ფულს თუ არ მიიტანდნენ დათქმულ დროზე, "კანონიერ ქურდებთან" ექნებოდათ საქმე.

 

1.2. 20-8 წლის სექტემბერში, ზ------------ე, არასრულწლოვან თ----------------–---–თან და ი-–-----–----ესთან ერთად, ქალაქ ლ--------ში, მ. ვ-----------ას ქუჩაზე მდებარე, გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ავზიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ერთ ტონა, დაახლოებით 2--0 ლარის ღირებულების დიზელის საწვავს და გაყიდა. რეალიზაციის შედეგად აღებული თანხა აღნიშნულმა პირებმა გაინაწილეს თანაბრად. 20-8 წლის ოქტომბერში, გ---------------–---–ი, თავისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად და ზ------------ეზე, თ----------------–---–ზე და ი-–-----–----ეზე გავლენის მოხდენის მიზნით, დაუკავშირდა ე.წ. კანონიერ ქურდს თ---------------იას, რის შემდეგაც მ---------------ემ, თ---------------იას დავალებით, ლ--------ში, მ. ვ-----------ას ქუჩაზე მდებარე გ---------------–---–ის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა თ----------------–---–ი და ზ------------ე, რომლებსაც განუმარტეს, რომ მათ მიერ მოპარული იყო გ---------------–---–ის კუთვნილი ორი ტონა დიზელის საწვავი და ამ უკანასკნელმა მოსთხოვა ფულადი თანხა 5---0 ლარი. ამის შემდეგ გ---------------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ვიდეოზარით, თავისი ტელეფონიდან ზ------------ე და თ----------------–---–ი დააკავშირა საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდ თ---------------იას, რომელმაც თ----------------–---–ი და ზ------------ე დაავალდებულა, რომ დიზელის საწვავის ქურდობის გამო, გადაეხადათ 5--0 ლარი. აღნიშნულის შემდეგ გ---------------–---–მა გათიშა ტელეფონი და ზ------------ეს და თ----------------–---–ს უთხრა, რომ ფულის მიტანა ქურდმა დაავალათ და ფულს თუ არ მიიტანდნენ დათქმულ დროზე, კანონიერ ქურდებთან ექნებოდათ საქმე, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ მათ.

 

1.3. გ---------------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მ---------ა წონით 7-5-1 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ქალაქ ლ--------ში, მ. ვ-----------ას ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 20-9 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 1---5 საათზე, გ------ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

პირის მიერ „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა თავისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად ნებისმიერ პირზე გავლენის მოხდენის მიზნით.

 

გამოძალვა, ესე იგი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.

 

მ---------ის უკანონო შეძენა და შენახვა.

 

2.1. 20-9 წლის 29 მარტის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით გ---------------–---–ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, გ---------------–---–მა ისარგებლა დუმილის უფლებით, ამასთან დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო ბრალდების მხარემ, დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება მიიჩნია სადავოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/20-5) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 340-6/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234–ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ---------------–---–ის ბრალეულობას, წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში, სახელდობრ, ზ------------ის, თ----------------–---–ის, ი-–-----–----ის, ბ--------------ის, ხ-----–-------იას, ბ-----------–--ის, მ---------იას და დ-----------ის გამოკითხვის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების - მობილურ ტელეფონზე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, გ---------------–---–ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები და ამოღებული ნივთმტკიცებები, ამონაწერი საწვავის ფასის შესახებ და მისი დათვალიერების ოქმი, გ---------------–---–ის დაკავების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.3. პირის მიერ „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა თავისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად ნებისმიერ პირზე გავლენის მოხდენის მიზნით.

 

ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 20-7 წლის 9 მარტის განაჩენით, თ----------------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ---------------ია არის "კანონიერი ქურდი", მისი მეტსახელია "ჭ---ა", სარგებლობს დანაშაულებრივი ავტორიტეტით, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებში, მართავს და ორგანიზებას უკეთებს ქურდული სამყაროს წევრების გარკვეულ ჯგუფს.

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ზ------------ის და თ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლში ყოფნის დროს, გ---------------–---–მა მათ განუმარტა, რომ იცოდა თავისი კუთვნილი საწვავის ქურდობის ფაქტის შესახებ, რაც გ---------------–---–მა აცნობა საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს" - თ---------------იას. მათივე გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ თ---------------იას ესაუბრნენ ვიდეოზარით, რომელიც შედგა გ---------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონით, სადაც დაინახეს და იცნეს "კანონიერი ქურდი" თ---------------ია, რომელმაც საუბრისას განუმარტა მათ, რომ იყო "კანონიერი ქურდი" თ---------------ია.

ამდენად, "კანონიერ ქურდთან" საუბარი შედგა რა გ---------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონით, გ---------------–---–ის სასარგებლოდ და მისი ინტერესის დაცვის მიზნით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---------------–---–ი წარმოადგენს იმ პირს, რომელმაც მიმართა "კანონიერ ქურდს". საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, კონკრეტული პირის ინტერესზე, გარდა გ---------------–---–ისა, რომელიც, ბრალდებულის ნაცვლად, იქნებოდა "კანონიერი ქურდისათვის" მიმართვის ინიციატორი.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ზ------------ის, თ----------------–---–ის და ი-–-----–----ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ფარულად დაეუფლნენ გ---------------–---–ის კუთვნილ ერთ ტონამდე საწვავს, რის სანაცვლოდ მათ გ---------------–---–თან და "კანონიერ ქურდ" თ---------------იასთან საუბრის დროს დაევალათ 5--0 ლარის გადახდა. ბ---------------ის და მ---------იას გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ თ----------------–---–ის მიერ გადასახდელი თანხის გადაცემა პირადად უზრუნველყო ბ--------------ემ, რომელმაც 2350 ლარი გადასცა გ---------------–---–ს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ გ---------------–---–ის მოქმედების მიზანს წარმოადგენდა მატერიალური სარგებლის მიღება.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ზ------------ის და თ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ მათ ვიდეოზარის დროს დაინახეს თ---------------იას სახე და იცნეს იგი. გ---------------–---–ის მხრიდან კანონიერი ქურდის სატელეფონო ჩართვის მიზანს წარმოადგენდა, ზ------------ის, თ----------------–---–ის და ი-–-----–----ის ნებაზე გავლენის მოხდენა, რათა მათ ამ საუბრის შედეგად განეხორციელებინათ კონკრეტული ქმედება.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ---------------–---–ი ცდილობდა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და არა მატერიალური სარგებლის მიღებას, რადგან გ---------------–---–ს, დანაშაულის ჩადენის შესახებ, უნდა ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო თავისი უფლების დაცვა. რაც შეეხება თავად მატერიალური სარგებლის განმარტებას, წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ოდენობის და არა აუცილებლად მიყენებულ მატერიალურ ზიანზე მეტი, როგორც ამას დაცვის მხარე ვარაუდობს.

 

სასამართლო არ იზიარებს, დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ---------------–---–ი თავად წარმოადგენდა დაზარალებულს და მან არ იცოდა, რომ კანონიერი ქურდისთვის მიმართვა წარმოადგენდა დანაშაულს. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ "20-5 წლის 20 დეკემბერს ორი ახალი დანაშაულის წარდგინებით, კერძოდ, „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდობა“, საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ ამ ცნებების და დანაშაულებრივ („ქრუდულ“) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა, რომელთა ზუსტი მნიშვნელობა უკვე ისედაც კარგად ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობამ გადაწყვიტა სასაუბრო ენის შენარჩუნება ამ დანაშაულების სამართლებრივ აღწერაში; სასამართლოს აზრით, ეს მიზნად ისახავდა იმის უზრუნველყოფას, რომ ახლად კრიმინალიზირებული დანაშაულების არსი უფრო ადვილად ყოფილიყო გაგებული საზოგადოების მიერ. ამდენად, სასამართლო ვერ დაარწმუნა მომჩივანის მცდელობებმა, რომ თავი წარმოედგინა პიროვნებად, რომლისთვისაც კრიმინალურ სუბკულტურასთან დაკავშირებული ცნებები სრულიად უცხო იყო, განსაკუთრებით იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი აშკარად საპირისპიროს ვარაუდობდა შიდასამართლებრივი გამოძიების წინაშე მიცემულ ჩვენებებში. ამგვარად, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მან იცოდა, რომ ბ-ნი ა.კ. იყო „კანონიერი ქურდის“ განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი და რომ ზოგადად, მისი აზრით, „კანონიერი ქურდი“ იყო „ალალ-მართალი ადამიანი“ (იხ. §8 ზემოთ). ამას გარდა, როდესაც იგი სტუმრობდა თავის დაპატიმრებულ ნაცნობს, „კანონიერ ქურდად“ „მონათვლის“ კანდიდატს, მომჩივანმა, ფინანსური საკითხების განხილვასთან ერთად, რომლებიც ქურდული სამყაროს „ობშიაკის“ მართვას ეხებოდა, ასევე გამოხატა მოსაზრებები, რომლებიც აშკარად ადასტურებდნენ მის ინტერესს შესაბამისი კრიმინალური სუბკულტურის და „ქურდული სამყაროს“ მიმართ და მის მიერ იმ სპეციფიური კანონების გაგებას, რომლებიც ამ სამყაროში მოქმედებდნენ. ამას გარდა, როდესაც საკუთარი ნებასურვილით ჩაერთო ორი პირადული დავის გადაწყვეტაში, მომჩივანს არ უყოყმანია გამოეყენებინა საკუთარი ავტორიტეტი, როგორც ქურდული სამყაროს უფროსი წევრის და თავისი უფროსის, ტიტულოვანი „კანონიერი ქურდის“ ბ-ნი ა.კ.-ს ავტორიტეტი, როგორც დამაჯერებლობის საშუალება (პარაგრაფი 38).

 

აღნიშნული განმარტება სასამართლო მოიხმო მხოლოდ კანონის ტექსტის განჭვრეტადობის განმარტების მიზნით. სასამართლო მიუთითებს 20-9 წლის 21 იანვრის (კრებსის სარეგისტრაციო N 3ს) და 20-9 წლის 29 იანვრის (კრებსის სარეგისტრაციო N 8ს) ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებზე, სადაც გ---------------–---–ი საუბრობს ქურდულ წესებზე, ქუჩაში არსებულ წესებზე და კანონიერი ქურდის მიერ ნათქვამი სიტყვის შესრულების სავალდებულოობაზე. გ---------------–---–ი ასევე უხსნის ზ------------ეს, რომ "სულ არ უყურებ ტელევიზორს რა ხდება და რაიზა იჭერენ ხალხს და ერთ სიტყვაში რაფერ ხდება, არ უყურებ?". სასამართლო განმარტავს, რომ ერთი მხრივ კანონმდებელმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2234.1 მუხლის შინაარსი ჩამოაყალიბა ყველასათვის გასაგებ ენაზე, ხოლო მეორე მხრივ კი ბრალდებული გ---------------–---–ი დაახლოებულია "კანონიერ ქურდებთან", რასაც არც თავად უარყოფს, ესმის ის სპეციფიკური წესები, რაც დამახასიეთებელია ქურდული სამყაროსათვის და სწორედ ამ წესების მიხედვით მიმართა მან "კანონიერ ქურდს" და აღნიშნულ წესებზე საუბრობდა ზ------------ესთან, რომელსაც უხსნიდა დასახელებული წესების არსს და შესაძლო შედეგებს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---------------–---–მა გააკეთა შეგნებული არჩევანი, როდესაც მიმართა "კანონიერ ქურდს" და მას გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა დანაშაულს და არსებობდა საფრთხე, რომ "ერთი სიტყვისთვის" დამდგარიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

2.4. გამოძალვა, ესე იგი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ზ------------ის და თ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ვიდეოზარით "კანონიერ ქურდ" თ---------------იასთან საუბრის დასრულების შემდეგ, გ---------------–---–მა თქვა, რომ დათქმულ დროს უნდა მიეტანათ ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად. გ---------------–---–ი ზ------------ეს ხშირად ახსენებდა იმ სავალალო შედეგს რაც დადგებოდა კანონიერ ქურდთან ნათქვამი სიტყვის შეუსრულებლობის შემთხვევაში. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 20-9 წლის 29 იანვრის (კრებსის სარეგისტრაციო N 8ს) ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერით დადგენილია, რომ გ---------------–---–ი ზ------------ეს უხსნის, რომ თანხა, რომელიც უნდა მიეტანა მასთან წარმოადგენდა "თავანს" და თუ დათქმულ დროზე ვერ შეაგროვებდა თანხას, ასეთ შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა.

აღნიშნული მტკიცებულებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---------------–---–ი, ზ------------ეს და თ----------------–---–ს სძალავდა ფულად თანხას და თან ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუ დათქმულ დროს ვერ შეძლებდნენ 5--0 ლარის მიტანას.

 

2.5. მ---------ის უკანონო შეძენა და შენახვა.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 20-9 წლის 7 თ-------–ის, გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ სამზარეულოში აღმოჩენილ იქნა ქაღალდის პატარა ზომის ოთხ პაკეტად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რაც ამოღებულ იქნა. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა.რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 20-9 წლის 15 თ-------–ის N ქ---4 ექსპერტის დასკვნით, გ---------------–---–ის სახლიდან ამოღებული 3 (სამი) ცალად დაფასოებული მცენარეული მასები, საერთო წონით 7-16 არის ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მ---------ა; 1 (ერთი) ცალად დაფასოებული მცენარეული მასათა ნარევი, საერთო წონით 0.5-4 გრამი, შეიცავს 0.371 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მ---------ას. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ გ---------------–---–ს არ გააჩნდა მ---------ის შეძენის და შენახვის კანონიერი საფუძველი.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია გ---------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234–ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის მიერ „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა თავისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად ნებისმიერ პირზე გავლენის მოხდენის მიზნით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ესე იგი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731–ე მუხლის მე-2 ნაწილით (მ---------ის უკანონო შეძენა და შენახვა) წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---------------–---–მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234–ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ---------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ---------------–---–მა არ ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან. პიროვნების შეფასების დროს სასამართლო მხედველობაში ღებულობს იმ გარემოებას, რომ ო----------ის რაიონული სასამართლოს 20-2 წლის 23 თ-------–ის განაჩენით გ---------------–---–ი ცნობილი იყო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულს, სასამართლოში საქმის განხილვის დროს, არ დაურღვევია წესრიგი.

 

ამდენად, გ---------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ---------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234–ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731–ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯარიმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა დანაშაულთა ერთობლიობა, გ---------------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სსიპ ო-----------–------------ი სააგენტოდან გადაგზავნილი 7 ცალი CD დისკი, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში და 5 ცალი DVD-R დისკი, რომლებიც გადაგზავნილი შემდგომია საექსპერტო კვლევის მიზნით, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. გ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული "აიფონ 6ს" მოდელის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული შპს "მ---------ის" სიმ ბარათი, რომელიც გადაგზავნილია შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ---------------–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს. გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1--5 ლირა და 4--0 ლარი, სასიგნალო პისტოლეტი მჭიდით და 34 ცალი ვაზნა, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ---------------–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს. გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს. მ---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული ორი ცალი სიმბარათი, რომლებიც გადაგზავნილია შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით, უნდა დაუბრუნდეს მ---------------ეს. მ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული "LG"-ის ფირმის პროცესორი, "LENOVO"-ს ფირმის მონიტორი და მეხსიერების მატარებელი ბარათის მსგავსი საგანი, უნდა დაუბრუნდეს მ---------------ეს. მ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, უნდა დაუბრუნდეს მ---------------ეს. მ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნაბეღლავის ბოთლი უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 5--ე, 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1- გ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234–ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1-1- გ---------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234–ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

1-2. გ---------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

1-3. გ---------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731–ე მუხლის მე-2 ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3 0-- (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

1-4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ გ---------------–---–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

1-5. მსჯავრდებულ გ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20-9 წლის 7 თ-------–ის 11:20 საათიდან.

 

2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

2.1- სსიპ ო-----------–------------ი სააგენტოდან გადაგზავნილი 7 ცალი CD დისკი, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში და 5 ცალი DVD-R დისკი, რომლებიც გადაგზავნილი შემდგომია საექსპერტო კვლევის მიზნით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

2.2. გ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული "აიფონ 6ს" მოდელის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული შპს "მ---------ის" სიმ ბარათი, რომელიც გადაგზავნილია შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ---------------–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

2.3. გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1--5 ლირა და 4--0 ლარი, სასიგნალო პისტოლეტი მჭიდით და 34 ცალი ვაზნა, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ---------------–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

2.4. გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.

 

2.5. მ---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული ორი ცალი სიმბარათი, რომლებიც გადაგზავნილია შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით, დაუბრუნდეს მ---------------ეს.

 

2.6. მ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული "LG"-ის ფირმის პროცესორი, "LENOVO"-ს ფირმის მონიტორი და მეხსიერების მატარებელი ბარათის მსგავსი საგანი, დაუბრუნდეს მ---------------ეს.

 

2.7- მ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, დაუბრუნდეს მ---------------ეს.

 

2.8. მ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნაბეღლავის ბოთლი განადგურდეს.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა